გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10643 -16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი ანდრო კუკავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ა-----------------ე
წარმომადგენლები - გ--–---------ე, ი----------–----–--ე, მ--------------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - გ--–-------ე
წარმომადგენელი - ზ------------ე
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების და ვალების გაყოფა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - საერთო ვალის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)
1.1. მოსარჩელე ა----------------ეს და მოპასუხე გ--–-------ეს შორის 1----–-–-------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. მოპასუხე გ--–-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–----------ს დაბადებული თ-----------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2016 წლის 27 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.3. მოპასუხე გ--–-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ----------------------------------–----------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ა-----------------ის აღიარება;
1.4. მოპასუხე გ--–-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების: მერსედეს ბენც 208 დ, გამოშვების წელი - 1993 , სახ. ნომერი - B--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:24.03.2015წ; ფორდ ტრანზიტი 150 L, გამოშვების წელი - 1996 , სახ. ნომერი - I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:04.02.2014წ; ფორდ ტრანზიტი T, გამოშვების წელი - 1991, სახ. ნომერი - N-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:25.07.2014წ მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი I-----, გამოშვების წელი 1995, სარეგისტრაციო მოწმობა E--------; მარკა მოდელი MERCEDES-BENZ 310, სახელმწიფო ნომერი Q-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 100 LTD, სახელმწიფო ნომერი N-----, გამოშვების წელი 1996, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 190 L, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1990, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL ASTRA 1.6, სახელმწიფო ნომერი L-----, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0 I , სახელმწიფო ნომერი V-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0, სახელმწიფო ნომერი T-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი VOLKSWAGEN GOLF III, სახელმწიფო ნომერი S-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ.
1.5. მოპასუხე გ--–-------ისათვის მოსარჩელე ა----------------ის სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში აღებული სესხის ნახევარის - 16 550 (თექვსმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება;
ა----------------ე და გ--–-------ე 1----–-–-------------დან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: 1----–-–----------------ს დაბადებული დ-----------ე, 1----–-–---------–--ს დაბადებული ქ-------------ე, 1----–-–---------------ს დაბადებული კ-------------ე და 2----–-–----------ს დაბადებული თ-----------ე. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი თ-----------ის რჩენა-აღზრდაში. იგი არ იჩენს ყურადღებას შვილების მიმართ. მხარეებს ქორწინების პერიოდში შეძენილი აქვთ, როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონება, რაც მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ამჟამად, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------–----------------, საჯარო რეესტრის ტექნიკური ბიუროს არქივში 1----–-–-----------------ს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია მოპასუხე გ--–-------ის სახელზე. აღნიშნული ბინის ორდერი გაცემული იყო ოთხ პირზე, თუმცა მათ უარი თქვეს საკუთრების უფლებაზე. დღეის მდგომარეობით, ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე გ--–-------ე. მოსარჩელეს აღნიშნულ ბინაზე საკუთრების უფლება წამოეშვა, რადგან ქორწინების შემდეგ იგი ჩაწერილი იყო ამ ბინაში სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, 1997 წლის 25 ნოემბრამდე. გარდა ამისა, ქორწინების პერიოდში, შეძენილი იქნა არაერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე. ამჟამად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე გ--–-------ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ ცამეტი მანქანის) ერთ მეორედ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობას. ამასთან, ქორწინების პერიოდში, მოსარჩელე ა----------------ეს საბანკო დაწესებულებებიდან აღებული ჰქონდა არაერთი სესხი და დღეის მდგომარეობითაც აქვს მიმდინარე სესხი გადასახდელი, რის გამოც, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საერთო ვალის ნახევრის - 16 550 ლარის გადახდა.
(სარჩელი, 14.03.2017 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
მოპასუხე ა----------------ისათვის მოსარჩელე გ--–-------ის სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში აღებული სესხის ნახევარის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის დაკისრება;
გ--–-------ეს ოჯახური მოვალეობებისა და საჭიროებების გამო სს ,,ბ--------------–--იდან“ აღებული აქვს სესხი 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის თანხას 673 ლარს. ვინაიდან, აღნიშნული ვალი აღებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, საერთო ვალის ნახევრის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ა----------------ეს (შეგებებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ--–-------ე ცნობს სარჩელს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------ს დაბადებული თ-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხე არ ეთანხმება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს. აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე მოსარჩელე ა----------------ის რეგისტრაციამდე უძრავი ქონების პრივატიზაცია განხორციელდა გ--–-------ის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაწილე პირს მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს. სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ავტომანქანები და მათ შორის სამარშრუტო მანქანების უმეტესი ნაწილი გასხვისებულია და არ იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. ორი ავტომანქანა (მარშრუტკა) წარმოადგენს მოპასუხისა და მისი დეიდაშვილის, იაგო შევარდნაძის, თანასაკუთრებას და იყენებენ სადისტრიბუციო სამსახურში. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოთხოვნას საერთო ვალის დაკისრების ნაწილში.
2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. მოსარჩელე გ--–-------ის განმარტებით, მას სესხი - 24 000 ლარი აღებული აქვს ოჯახური საჭიროებების გამო და ყოველთვიურ პროცენტს იხდის 673 ლარს, თუმცა წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა აღნიშნული სესხის მიღების კონკრეტულ საჭიროებას. ასევე, არ ერთვის მტკიცებულებები, თუ რაში იქნა გახარჯული სესხის სახით მიღებული თანხა. შესაბამისად, შეგებებულ სარჩელზე თანდართული მასალებით არ დასტურდება მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ აღებული ვალი გამოყენებული იქნა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა-----------------ე და მოპასუხე გ--–-------ე დაქორწინდნენ 1----–-–-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: 1----–-–----------------ს დაბადებული დ-----------ე, 1----–-–---------–--ს დაბადებული ქ-------------ე, 1----–-–---------------ს დაბადებული კ-------------ე და 2----–-–----------ს დაბადებული თ------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 13);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----- (ტომი 1, ს.ფ. 14);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---, დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი ნ---------- (ტომი 1, ს.ფ. 16).
3.1.2. მხარეები, ა-----------------ე და გ--–-------ე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ა-----------------ე 2014 წლის სექტემბრამდე შვილებთან ერთად ცხოვრობდა საჩხერის რაიონში, ხოლო 2014 წლის სექტემბრის თვეში გადმოვიდნენ საცხოვრებლად თბილისში. დ-----------ე, კ-------------ე და ქ-------------ე ცხოვრობდნენ მამის მშობლებთან, ხოლო ბოლო ერთი წელია ისინი დედასთან, ა-----------------ესთან ერთად ცხოვრობენ თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოწმეების კ-------------ის, ქ-------------ისა და ი-----–---------–--ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხე გ--–-------ემ ავტომანქანა, მარკა მოდელი ,,ოპელ ასტრა“, სახელმწიფო ნომრით - J-----, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მოსარჩელე ა-----------------ეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოწმეების კ-------------ის და ქ-------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, მესაკუთრის გრაფაში მითითებულია გ--–-------ე. ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 11.09.1997 წლის N1-273 პრივატიზაციის ხელშეკრულება (ნოტარიუსი: ჭ---–---–ი).
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ-----------------------–------------ (მიწის საკადასტრო კოდი: 0---------------; დაზუსტებული ფართობი: 2101.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობები: N1დან N18-ის ჩათვლით) ბ--------ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 13.04.2016 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 17);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 მარტს გაცემული ცნობა N----- (ტომი 1, ს.ფ. 18);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 აპრილს გაცემული ცნობა N----- (ტომი 1, ს.ფ. 19);
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობა N-------- (ტომი 1, ს.ფ. 290-291);
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის ორდერში მითითებული არიან ნ---------ე, ი-----–---------–---------ე, ლ--–-------ე და გ--–-------ე. 1----–-–-----------------ს, პრივატიზაციის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, დადებულია მოპასუხე გ--–-------ესთან;
1----–-–----------------ის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ბინა 11.09.1997 წელს N177 ცნობის თანახმად ეკუთვნოდა ადგილობრივ მმართველობის ორგანოს. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მიხედვით, პრივატიზაციის პერიოდში საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, ცხოვრობდნენ გ--–-------ე, ნ---------ე, ი-----–---------–--ე და ლ--–-------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1----–-–----------------ის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 22);
- საცხოვრებელი ბინის ორდერი N0----- (ტომი 1, ს.ფ. 55).;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 27 მარტის მიმართვა N1------, 2018 წლის 27 მარტის მიმართვა N16/4272, 1----–-–----------------ის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნ---------ის განცხადება, მინდობილობა 212, 11.09.1997 წელს გაცემული ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 270-278).
- მოწმე ი-----–---------–--ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. შპს ,,ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ ,,დიდი დიღომი-1“-ის დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათის (ფორმა N17) ჩანაწერის მიხედვით, ა-----------------ე 1997 წლის 08 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე დ---------------------------------------------------- (ახლანდელი დ-----------------------–---------), ამოწერის თარიღი მითითებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ 22.11.2016 წელს გაცემული საარქივო ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 288);
3.2.4. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გ--–-------ის სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: მერსედეს ბენც 208 დ, გამოშვების წელი - 1993 , სახ. ნომერი - B--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი: 24.03.2015წ; ფორდ ტრანზიტი 150 L, გამოშვების წელი - 1996 , სახ. ნომერი - I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:04.02.2014წ; ფორდ ტრანზიტი T, გამოშვების წელი - 1991, სახ. ნომერი - N-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:25.07.2014წ; მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი I-----, გამოშვების წელი 1995, სარეგისტრაციო მოწმობა E--------; მარკა მოდელი MERCEDES-BENZ 310, სახელმწიფო ნომერი Q-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 100 LTD, სახელმწიფო ნომერი N-----, გამოშვების წელი 1996, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 190 L, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1990, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL ASTRA 1.6, სახელმწიფო ნომერი L-----, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0 I , სახელმწიფო ნომერი V-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0, სახელმწიფო ნომერი T-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი VOLKSWAGEN GOLF III, სახელმწიფო ნომერი S-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 03.01.2017 წელს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 189-192).
3.2.5. 2012 წლის 12 დეკემბერს სს ,,ლ-------------ის“ მიერ ა-----------------ის სახელზე გაიცა სესხის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარი, ხოლო 2014 წლის 08 იანვარს გაიცა სესხი 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ა-----------------ეს 2017 წლის 06 მარტის მდგომარეობით, სს ,,თ----------ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება 6 672.73 ლარის ოდენობით. N2708595-8603070 სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებით, ა-----------------ემ სესხის სახით მიიღო 7 100 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,თ----------ის“ 2017 წლის 06 მარტის დავალიანების ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 292);
- ა-----------------ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, პერიოდი - 01.01.2006 წლიდან - 03.03.2017 წლის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 293-304);
- სს ,,ლ-------------ის“ ამონაწერი ა-----------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 27.04.2016 – 14.03.2018 (ტომი 2, ს .ფ. 236-249).
3.2.6. გ--–-------ემ სს ,,ბ--------------–--ა“-დან 2014 წლის 01 აგვისტოს სესხის სახით მიიღო 24 000 ლარი. 17.06.2016 წლის მდგომარეობით, გ--–-------ის საკრედიტო დავალიანება ბანკის მიმართ N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენდა 15195.67 ლარს, ხოლო ყოველთვიურად გადასახადელი თანხის ოდენობა - 673 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ბ--------------–--ას“ მიერ 17.06.2016 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 76);
- ამონაწერი სესხზე 0--------, 2014 წლის 01 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება N0--------, სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 77-88).
3.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ა-----------------ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, თებერვლის თვეში - 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1250 ლარს, მაისის თვეში - 1250 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 1250 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1250 ლარს, დეკემბრის თვეში - 1250 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს და თებერვლის თვეში - 1250 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ა-----------------ის მიერ 01.04.2016 წლიდან 28.03.2018 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 15000 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა N39289-21-11, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 4-5);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემული ცნობა N21-11/42424 (ტომი 2, ს.ფ. 254-255);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 02 აპრილს გაცემული ცნობა N21-11/44586 (ტომი 2, ს.ფ. 267-268);
3.2.8. მოპასუხე გ--–-------ე დასაქმებულია სადისტრიბუციო სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გ--–-------ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეადგენს: 2006 წლის იანვრის თვეში - 2775 ლარს, თებერვლის თვეში - 2500 ლარს, მარტის თვეში - 3500 ლარს, აპრილის თვეში - 2875 ლარს, მაისის თვეში - 3000 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 2625 ლარს, აგვისტოს თვეში - 3125 ლარს, სექტემბრის თვეში - 3175 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2757 ლარს, ნოემბრის თვეში - 3500 ლარს, დეკემბრის თვეში - 2125 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 2000 ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 26.03.2018 წლის მდგომარეობით, გ--–-------ის მიერ, 2016 წლის აპრილიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 72319.93 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 31 მარტს გაცემული ცნობა N39289-21-11, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 4, 6);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემული ცნობა N21-11/41961, დანართი (250-252);
- სს ,,თ----------ის“ ამონაწერი გ--–-------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 27.04.2016-14.03.2018 წელი (ტომი 2, ს.ფ. 160-227);
- მოწმე ქ-------------ის ჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.9. მოპასუხე გ--–-------ეს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან თ-----------ესთან. იგი არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოწმეების კ-------------ის და ქ-------------ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე გ--–-------ემ ცნო მოთხოვნა ა-----------------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, ა-----------------ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;
4.3. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, მოსარჩელე ა-----------------ის საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.4. სადავო მოძრავ ქონებაზე (ავტომანქანებზე) მოპასუხე გ--–-------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მოსარჩელესთან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის, ქორწინების დროს - ერთად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, მოსარჩელე ა-----------------ეს აქვს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული მოძრავ ნივთებზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება;
4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----------------ის სარჩელის მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–-------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1158-1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1169-ე, 1170-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ა-----------------ე და მოპასუხე გ--–-------ე დაქორწინდნენ 1----–-–-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: 1----–-–----------------ს დაბადებული დ-----------ე, 1----–-–---------–--ს დაბადებული ქ-------------ე, 1----–-–---------------ს დაბადებული კ-------------ე და 2----–-–----------ს დაბადებული თ------------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, ა-----------------ეს და გ--–-------ეს შორის საქორწინო ურთიერთობა რამდენიმე წელია ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან.
მოპასუხე გ--–-------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ა-----------------ეს და გ--–-------ის შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ა-----------------ემ ასევე მოითხოვა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------ს დაბადებული თ------------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი თ-----------ე იმყოფება დედის, ა-----------------ის რჩენა-კმაყოფაზე. არასრუწლოვანზე არ ზრუნავს მოპასუხე გ--–-------ე და ეს უკანასკნელი არ უწევს ფინანსურ დახმარებას თ-----------ეს. მხარეთა განმარტებით, მამას არ აქვს ურთიერთობა შვილთან.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--–-------ე შრომისუნარიანია, იგი დასაქმებულია დისტრიბუციის სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გ--–-------ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეადგენს: 2006 წლის იანვრის თვეში - 2775 ლარს, თებერვლის თვეში - 2500 ლარს, მარტის თვეში - 3500 ლარს, აპრილის თვეში - 2875 ლარს, მაისის თვეში - 3000 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 2625 ლარს, აგვისტოს თვეში - 3125 ლარს, სექტემბრის თვეში - 3175 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2757 ლარს, ნოემბრის თვეში - 3500 ლარს, დეკემბრის თვეში - 2125 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 2000 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 26.03.2018 წლის მდგომარეობით, გ--–-------ის მიერ, 2016 წლის აპრილიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 72319.93 ლარს. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე გ--–-------ეს აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ--–-------ის სახელზე ირიცხება როგორც უძრავი ასევე არაერთი მოძრავი ნივთი.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
მოპასუხე გ--–-------ე, თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი თ-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი. იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. მშობლის სტაბილური შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.
6.3. მოსარჩელე ა-----------------ემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით მოპასუხე გ--–-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ-----------------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1997 წლის 25 ნოემბრამდე რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლით კი დარეგულირებულია უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში. მოსარჩელე მხარეს, როგორც სადავო ბინაში ჩაწერილ პირს, მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ქონების შესაბამის ნაწილზე - 1/3 წილზე.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, მესაკუთრის გრაფაში მითითებულია გ--–-------ე. ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 11.09.1997 წლის N1-273 პრივატიზაციის ხელშეკრულება (ნოტარიუსი: ჭ---–---–ი).
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ-----------------------–------------ (მიწის საკადასტრო კოდი: 0---------------; დაზუსტებული ფართობი: 2101.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობები: N1დან N18-ის ჩათვლით) ბ--------ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის ორდერში მითითებული არიან ნ---------ე, ი-----–---------–---------ე, ლ--–-------ე და გ--–-------ე. 1----–-–-----------------ს პრივატიზაციის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, დადებულია მოპასუხე გ--–-------ესთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლით 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა ,,საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონი, რომელიც ითვალისწინებს საბინაო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესებს. აღნიშნული საბინაო კოდექსის 53-ე მუხლით საუწყებო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალექეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე, ბინის დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ბინის ორდერი. ამავე სსრ საბინაო კოდექსის (ძალადაკარგულია 1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის საფუძველზე) მე-60 მუხლის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს-საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა (თუ ასეთი არ არის - შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას) და დამქირავებელს - მოქალაქეს, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი, შორის.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო საცხოვრებელი სახლის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემა მოხდა 1----–-–----------------ის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (N1-273). პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ბინა 11.09.1997 წელს N177 ცნობის თანახმად ეკუთვნოდა ადგილობრივ მმართველობის ორგანოს. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მიხედვით, პრივატიზაციის პერიოდში საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, დიდი დიღომი, დ----------------–-------------------, ცხოვრობდნენ გ--–-------ე, ნ---------ე, ი-----–---------–--ე და ლ--–-------ე. შესაბამისად, მოსარჩელე ა-----------------ე არ წარმოადგენს 1----–-–-----------------ს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაწილე პირს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-2 პუნქტით, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით კი დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უასასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ვინაიდან გ--–-------ე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე, ივარაუდება, რომ მის სახელზე უძრავი ქონებაზე ერთპიროვნული საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე თანხმობა განაცხადეს პრივატიზაციის დროისათვის სადავო საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებმა ნ---------ემ, ი-----–---------–--ემ და ლ--–-------ემ. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის მიხედვით, ა-----------------ე პრივატიზაციის პერიოდში არ წარმოადგენდა საცხოვრებელ მისამართზე მცხოვრებ პირს (დამქირავებელს), შესაბამისად, მას პრივატიზაციის წესით არ გააჩნია მოთხოვნის უფლება გ--–-------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, დ----------------–---–-----, ბ-------. შესაბამისად, გ--–-------ესთან ქორწინებაში ყოფნის მიუხედავად, ა-----------------ეს რაიმე სახის სამართლებრივი უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებით არ წარმოშობია. მართალია, საქმის მასალების მიხედვით, ამ ქონების რეგისტრაცია მოპასუხე გ--–-------ის სახელზე განხორციელდა ქორწინების პერიოდში, რაც თავისთავად არ უნდა იქნეს მიჩნეული მეუღლეთა ერთობლივ საკუთრებად, ვინაიდან აღნიშნული ქონებაზე მოპასუხე მხარის უფლება წარმოიშვა არა საერთო საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის შედეგად, არამედ პრივატიზაციის წესით.
მოსარჩელე მიუთითებს სადავო საცხოვრებელ სახლში 1997 წლის 25 ნოემბრამდე რეგისტრაციის (ჩაწერის) ფაქტის თაობაზე. საქმის მასალებით, შპს ,,ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ ,,დიდი დიღომი-1“-ის დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათის (ფორმა N17) ჩანაწერის მიხედვით, ა-----------------ე 1997 წლის 08 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე დ---------------------------------------------------- (ახლანდელი დ-----------------------–---------), ამოწერის თარიღი მითითებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო საცხოვრებელ ბინაზე პრივატიზაციის წესით მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის კანონიერ ძალაში შესვლამდე, 1----–-–-----------------ს. პრივატიზაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაცია არ უშვებს სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. მხოლოდ საცხოვრებელ ბინაში, 1997 წლის 25 ნოემბრამდე არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტის არსებობა, არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის სადავო ქონების შესაბამის წილზე საკუთრების მოთხოვნის საფუძველს. რეგისტრაციის ფაქტი განხორციელდა პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც მოპასუხე გ--–-------ემ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა ერთპიროვნული საკუთრების უფლება სადავო საცხოვრებელ ბინაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ა-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ-----------------------------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელე ა-----------------ემ მოითხოვა მოპასუხე გ--–-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების (სულ ცამეტი ავტომანქანის) 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ აღიარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და ამ უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-----------------ე და მოპასუხე გ--–-------ე საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან 1----–-–-------------დან. საქმეში წარმოდგენილი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მხარეების, ა-----------------ის და გ--–-------ის ქორწინების პერიოდში, მოპასუხე გ--–-------ის სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: მერსედეს ბენც 208 დ, გამოშვების წელი - 1993 , სახ. ნომერი - B--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:24.03.2015წ; ფორდ ტრანზიტი 150 L, გამოშვების წელი - 1996 , სახ. ნომერი - I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:04.02.2014წ; ფორდ ტრანზიტი T, გამოშვების წელი - 1991, სახ. ნომერი - N-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:25.07.2014წ მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი I-----, გამოშვების წელი 1995, სარეგისტრაციო მოწმობა E--------; მარკა მოდელი MERCEDES-BENZ 310, სახელმწიფო ნომერი Q-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 100 LTD, სახელმწიფო ნომერი N-----, გამოშვების წელი 1996, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 190 L, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1990, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL ASTRA 1.6, სახელმწიფო ნომერი L-----, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0 I , სახელმწიფო ნომერი V-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0, სახელმწიფო ნომერი T-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი VOLKSWAGEN GOLF III, სახელმწიფო ნომერი S-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. განსახილველი საქმის განხილვისას, მოპასუხემ ვერ შესძლო მიეთითებინა და წარმოედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უმეტესი ნაწილი აღარ წარმოადგენს მის საკუთრებას, რეალურად გასხვისებულია და მის მფლობელობაში აღარ არის. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ ორი სამარშრუტო ტაქსი შეძენილია მისი დეიდაშვილის, იაგო შევარდნაძის თანამონაწილეობით და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხისვე განმარტებით, მას ავტოსატრასნპორტო საშუალებები (კონკრეტულად ე.წ. სამარშრუტო ტაქსები) ესაჭიროება სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე. იგი დასაქმებულია სადისტრიბუციო სამსახურში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული სატრასნპორტო საშუალებები შეძენილია ა-----------------ისა და გ--–-------ის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში და შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. საწინააღმდეგო სახის გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მიუხედავად მოპასუხე მხარის განმარტებისა, ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლებით დღეის მდგოამრეობით კვლავ რეგისტრირებულია სადავო სატრანსპორტო საშუალებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით კი მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გამომდინარე აღნიშნულიდან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების (სულ ცამეტი ავტომანქანის) 1/2 ნაწილზე მოსარჩელე ა-----------------ის მესაკუთრედ აღიარების საფუძველი.
6.5. – 6.6. მოსარჩელე ა-----------------ემ თავდაპირველი სარჩელით მოითხოვა ქორწინების პერიოდში, საერთო ვალების ნახევრის 16 550 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ხოლო გ--–-------ე შეგებებული სარჩელით მოითხოვა საბანკო დავალიანების ნახევრის - 12 000 ლარის დაკისრება მოპასუხე ა----------------ისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად, ერთერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2012 წლის 12 დეკემბერს სს ,,ლ-------------ის“ მიერ ა-----------------ის სახელზე გაიცა სესხის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარი, ხოლო 2014 წლის 08 იანვარს გაიცა სესხი 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 06 მარტის მდგომარეობით, სს ,,თ----------ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება 6 672.73 ლარის ოდენობით. N2708595-8603070 სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებით, ა-----------------ემ სესხის სახით მიიღო 7 100 ლარი. მოსარჩელე მხარე მოპასუხე გ--–-------ისათვის მოითხოვს როგორც უკვე გადახდილი სესხის თანხის, ასევე, მიმდინარე დავალიანების ნახევრის, სულ 16 550 ლარის დაკისრებას.
გ--–-------ემ სს ,,ბ--------------–--ა“-დან 2014 წლის 01 აგვისტოს სესხის სახით მიიღო 24 000 ლარი. 17.06.2016 წლის მდგომარეობით, გ--–-------ის საკრედიტო დავალაინება ბანკის მიმართ N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მისი დავალიანება შეადგენდა 15195.67 ლარს, ხოლო ყოველთვიურად გადასახადელი თანხის ოდენობაა 673 ლარი. შეგებებული სარჩელის მიხედვით, მიმდინარე სესხი აღებული იქნა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის ქორწინების პერიოდში, რის გამოც, მოპასუხე ა----------------ეს უნდა დაეკისროს დავალიანების ნახევრის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ თითოეული მხარის მიერ ბანკიდან აღებული კრედიტი სრულად ან ნაწილობრივ მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტით. ორივე მხარე საერთო ვალების გაყოფის შესახებ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მიუთითებენ, რომ სესხად მიღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის საბანკო სესხი სასამართლოს მიერ თავისთავად ვერ იქნება მიჩნეული მეუღლეთა საერთო ვალად, ვინაიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფციისგან განსხვავებით სამოქალაქო კანონმდებლობა პირდაპირ არ ადგენს ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის პრეზუმფციას. მოქმედი კანონმდებლობით, მეუღლეთა საერთო ვალდებულებებად მიჩნეულ უნდა იქნას ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის იმგვარი ვალდებულებები, რომელიც წარმოიშვა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისა და მიზნებისათვის, რა შემთხვევაშიც, კრედიტორის მიმართ უნდა განისაზღვროს მეუღლეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა. აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ვალის ქორწინების განმავლობაში აღების ფაქტის დადგენის საფუძვლით, სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, როგორც თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ა-----------------ის, ასევე შეგებებული სარჩელის მოსარჩელე გ--–-------ის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ კონკრეტულ დროს საბანკო დაწესებულებებიდან მიიღეს სესხის თანხა, არ უშვებს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა ოჯახის საერთო კეთილდღეობას, მათ ინტერესებს. როგორც თავად მხარეთა განმარტებებიდან და საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან დგინდება, მხარეები, ა-----------------ე და გ--–-------ე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ა-----------------ე 2014 წლის სექტემბრამდე შვილებთან ერთად ცხოვრობდა საჩხერის რაიონში, ხოლო 2014 წლის სექტემბრის თვეში გადმოვიდნენ საცხოვრებლად თბილისში. დ-----------ე, კ-------------ე და ქ-------------ე ცხოვრობდნენ მამის მშობლებთან, ხოლო ბოლო ერთი წელია ისინი დედასთან, ა-----------------ესთან ერთად ცხოვრობენ მისამართზე თბილისი, მირიან მეფის ქუჩაზე. 2014 წლამდეც, როგორც ირკვევა, მოპასუხე გ--–-------ე პერიოდულად იმყოფებოდა მეუღლესთან და მის შვილებთან ერთად და ისინი სისტემატიურად ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ და საერთო საოჯახო მეურნეობას უწყვეტ რეჟიმში არ ეწეოდნენ. მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს შვილების საჭიროებების (სწავლის, მკურნალობის) გამო სესხის მიღების აუცილებლობაზე, თუმცა კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, ასევე, შეგებებული სარჩელის ავტორი გ--–-------ე მიუთითებს, რომ 2014 წელს მან სს ..ბ--------------–--ისგან“ სესხის სახით მიღებული თანხა მოახმარა ოჯახის ინტერესებს, თუმცა მხარეთა განმარტებითვე დგინდება, რომ მხარეებს 2014 წლის სექტემბრის თვიდან ფაქტობრივად ერთ ოჯახად არ უცხოვრიათ და არ დასტურდება კონკრეტულად ოჯახის საკითილდღეოდ, რა მიზნით იქნა გახარჯული გ--–-------ის მიერ მიღებული სესხის თანხა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა: ,,იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ვინაიდან მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ხოლო მეუღლეთა საერთო ვალები, მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად და აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არ წარმოადგენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ სესხად აღებული თანის მიზნობრიობას უპირობოდ წარმოადგენს მისი მოხმარება ოჯახის საერთო ინტერესებისათვის“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება, საქმე Nას - 605- 579-2016).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთო ვალად სასესხო თანხის მიჩნევისათვის, აუცილებელია, დადგინდეს როგორც სარჩელით, ასევე, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოჯახის ინტერესებისათვის გახარჯვის ფაქტი, რაც განსახილველ საქმეზე სათანადო მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო დაადგენდა ოჯახის ინტერესებისათვის მხარეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხების გამოყენება-განკარგვის შესახებ გარემოებას, მაშინ თითოეულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო მეუღლეთა შორის გადასახდელი თანხების განაწილება, ამასთან, სწორედ იმ განრიგის მიხედვით, როგორც ეს საკრედიტო დაწესებულების მიერაა დადგენილი და არა საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ გრაფიკში მითითებული პერიოდულად გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობის ერთბაშად მეორე მხარისათვის დაკისრებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, არ არსებობს მოპასუხე გ--–-------ისათვის საერთო ვალის ნახევრის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ა-----------------ის სარჩელისა და ასევე, საერთო ვალის ნახევრის გადასახდელად დაკისრების შესახებ გ--–-------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე გ--–-------ემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ა----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ა----------------ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად მოპასუხე გ--–-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ა----------------ის სარჩელი უძრავ და მოძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ--–-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი 430 (ოთხას ოცდაათი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე გადახდილი 50-50 (სულ 100) ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
იმის გათვალისწინებით, რომ გ--–-------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ა----------------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ა----------------ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხე გ--–-------ეს აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის 20, ბინა 21, საცხოვრებელი ფართი ლიტერი ა - 45.10 კვ.მ., საერთო ფართი ლიტერი ა - 76.00 კვ.მ. ¾ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, უზრუფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა (1.2. პუნქტი).
იმის გათვალისწინებით, რომ ასმათ ჩხუტუნიძის სარჩელი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და:
1.1. შეწყდეს ქორწინება ა----------------ეს (დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N-----------) და გ--–-------ეს (დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი N0----------) შორის, რეგისტრირებული 1----–-–-------------ს, აქტის ჩანაწერი N--;
1.2. დაეკისროს მოპასუხე გ--–-------ეს (პირადი N0----------) ა-----------------ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის, თ-----------ის (დაბადებული 2----–-–----------ს), რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2016 წლის 27 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.3. ცნობილ იქნას ა-----------------ე (პირადი N-----------) გ--–-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების ½ ნაწილის თანმესაკუთრედ: მერსედეს ბენც 208 დ, გამოშვების წელი - 1993 , სახ. ნომერი - B--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:24.03.2015წ; ფორდ ტრანზიტი 150 L, გამოშვების წელი - 1996 , სახ. ნომერი - I-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:04.02.2014წ; ფორდ ტრანზიტი T, გამოშვების წელი - 1991, სახ. ნომერი - N-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა _ A--------- რეგისტრაციის თარიღი:25.07.2014წ მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD FIESTA 1.1, სახელმწიფო ნომერი I-----, გამოშვების წელი 1995, სარეგისტრაციო მოწმობა E--------; მარკა მოდელი MERCEDES-BENZ 310, სახელმწიფო ნომერი Q-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 100 LTD, სახელმწიფო ნომერი N-----, გამოშვების წელი 1996, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT 190 L, სახელმწიფო ნომერი O-----, გამოშვების წელი 1993, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი A-----, გამოშვების წელი 1990, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL ASTRA 1.6, სახელმწიფო ნომერი L-----, გამოშვების წელი 1994, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0 I , სახელმწიფო ნომერი V-----, გამოშვების წელი 1991, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი OPEL VECTRA 2.0, სახელმწიფო ნომერი T-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------; მარკა მოდელი VOLKSWAGEN GOLF III, სახელმწიფო ნომერი S-----, გამოშვების წელი 1992, სარეგისტრაციო მოწმობა A--------.
2. ა----------------ის სარჩელი, დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
3. გ--–-------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც გ--–-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე : თბილისი, დ---------------------------------–--------------, საცხოვრებელი ფართი ლიტერი ა - 45.10 კვ.მ, საერთო ფართი ლიტერი ა - 76.00 კვ.მ, 3/4 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად, სახელდობრ, იპოთეკით, უზურფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა;
5. გ--–-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. გ--–-------ეს მოსარჩელე ა-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 430 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50-50 (სულ 100) ლარის ოდენობით.
7. ა----------------ეს დაუბრუნდეს გ--–---------ის მიერ სარჩელზე 2016 წლის 27 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №0, გადამხდელი ბანკი: სს ბანკი ”რესპუბლიკა”, ბანკის კოდი: REPLGE22, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150, მიმღების ბანკი/ხაზინა: ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი: TRESGE22/).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა