განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
330100117002222903
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5------

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლე----–----–---–--ე, გუ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებულები - ბა-------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------–----------------–----------–---------------------------------------–-----------------------–----------–--------------------–--–--–-----------------------–-------------------–-----–-----------–---–--------------ში),ნი----–------------ე (დაბადებული - 197--–-–------------------------------–----------–---------------------------------------–------------------------------------–-----------–------------------------------------------------------–-------------------–-------------–---–--------------ში),ლე-------–-–---–ი (დაბადებული - 198--–-–---------–----------------–----------–---------------------------------------–------–-------------------–-------------------------------1-ში),ადვოკატები - მა-–--------–----ა, ქა-----–------–----ე, ვა---–-------–-–---–ი, მა-----------------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები (ბა-------------–---–ისა და ნი----–------------ის მიმართ); 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები (ლე-------–-–---–ის მიმართ),დისპოზიცია: 1. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ბა-------------–---–ისა და ნი----–------------ის მიმართ); 2. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და არაერთგზის (ლე-------–-–---–ის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ლე-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით ლე-------–-–---–ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 წელი, 9 თვე და 19 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, 9 თვე და 19 დღე. იმავე სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ლე-------–-–---–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. ლე-------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს.

 

1.2. 2017 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას ბა-------------–---–მა, ლე-------–-–---–მა და ნი----–------------ემ განიზრახეს სხვისი კუთვნილი ავტომანქანების გაქურდვა. ამ მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, დ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლე---------–----–---–ის კუთვნილი „მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან სახელმწიფო ნომრით H------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 200 ლარად ღირებულ „I--------ს“ ფირმის აკუმულატორს და 30 ლარად ღირებულ „პ-------ის“ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. თბილისში, ღ-------------------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დ------------–---–ის კუთვნილ „ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან სახელმწიფო ნომრით F--------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 250 ლარად ღირებულ, „W-----ს“ ფირმის აკუმულატორს, თუმცა მათი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რის გამოც ვეღარ შეძლეს თავიანთი განზრახვის ბოლომდე მიყვანა.

 

1.3. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლე---------–----–---–სა და დ------------–---–ს შესაძლოა მისდგომოდათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, კერძოდ:

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის, მოწმეების - ალ---------–-----ს, გი--------------–---–ის, გი-----------------–---–ის, გი--------------–-–---–ის, გი-------------–---–--ს, გო--------------ის, ივ--------------ის, კო-------------------ის, ლე------------–---–ის, გი------------------ის, გი----------------ის, ვა---–---–----ის, ლე----–----–----ის, თე---------------–--ის, და-----–----–-–---–ის, ლე----------–---–იას, რო-–-------------–---–ის და სა-–-----–------ის ჩვენებები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალად წარდგენილი დანაშაულის დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.5. დაზარალებულმა ლე---------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში შენიშნა, რომ მისი კუთვნილი, ,,მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან მოპარული იყო ,,პ-------ის“ ფირმის მაგნიტოფონი. როდესაც ავტომანქანის დაქოქვა დააპირა ასევე აღმოაჩინა, რომ მიკროავტობუსიდან მოპარული იყო დაახლოებით 250 ლარის ღირებულების ,,I-------”-ს ფირმის აკუმულატორი. პოლიციელებმა იგი მიიყვანეს ღ-------------------აზე, სადაც ნახა ,,ჰ------------ის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო მისი მაგნიტოფონი და აკუმულატორი. ავტომანქანაში ასევე იდო სხვა აკუმულატორებიც. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ შემთხვევის წინა დღეს ავტომანქანა ჩაკეტა, დილით კი გაქურდული დახვდა.

 

2.6. დაზარალებულმა დ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს ღამით, ქუჩაში გააჩერა კუთვნილი ავტომანქანა - თეთრი ფერის ,,ფ------ ტ---------ი“, სახელმწიფო ნომრით ,,D------“ და სახლში წავიდა. მეორე დილით, ტელეფონით დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და ავტომანქანასთან მისვლა სთხოვეს. როდესაც ადგილზე მივიდა ნახა, რომ მისი ავტომანქანის უკანა კარი იყო დაზიანებული (გატეხილი). დაზარალებულის განმარტებით, აკუმულატორიდან გამავალი სადენები გადაჭრილი იყო, ხოლო აკუმულატორი კი მოპარული. მოგვიანებით, პოლიციაში ამოიცნო აკუმულატორი, რომელზეც ამოჩხაპნილი იყო მისი სახელი. მოპარული აკუმულატორის ღირებულება იყო 250 ლარი.

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის დაკითხვისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც მათ მიკერძოებაზე მიუთითებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა მათი ჩვენებების სანდოობას. ლე---------–----–---–მა და დ------------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მათ კუთვნილი მიკროავტობუსებიდან მოჰპარეს აკუმულატორები, მაგნიტოფონი და მიუთითეს ნივთების ღირებულება. დაზარალებულების ჩვენებები, შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და ამასთან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია მოწმეების ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ჩხრეკის ოქმებთან და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, კერძოდ:

 

2.8. გამომძიებელმა ივ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის ნოემბრის თვეში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ღ-------------------აზე ავტომანქანა „ჰ------------ით“ იმყოფებოდნენ ბა-------------–---–ი, ნი----–------------ე და ლე-------–-–---–ი, რომლებიც ავტომანქანებიდან იპარავდნენ ნივთებს. მიღებული ინფორმაციის თაობაზე პატაკით დაუყოვნებლივ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.9. ინსპექტორ-გამომძიებელმა ალ---------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს, გამომძიებელ ივ--------------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გო--------------თან, რო-–-------------–---–თან, გი--------------–---–თან, თე---------------–--ესთან და გი--------------–-–---–თან ერთად, დაახლოებით დილის 7 საათზე მივიდა ქ. თბილისში, ღ-------------------ა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, შენიშნა თეთრი ფერის ავტომანქანა „ჰ------------ი“. აღნიშნული ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრში გაჩერებული იყო თეთრი ფერის „ფ------ ტ---------ი“, საიდანაც ორ მამაკაცს - ნი----–------------ესა და ბა-------------–---–ს გადმოჰქონდა აკუმულატორი, რომელიც მიიტანეს და მოათავსეს იქვე მდგომი ავტომანქანის - ,,ჰ------------ის“ სალონში, უკანა მარჯვენა მხარეს, რომლის საჭესთანაც იჯდა კიდევ ერთი მამაკაცი. გო--------------თან ერთად ადგილზე დააკავა ნი----–------------ე, რომელიც ავტომანქანაში ჯდებოდა. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა ნი----–------------ისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. გი--------------–---–მა და გი--------------–-–---–მა დააკავეს ბა-------------–---–ი, ხოლო საჭესთან მჯდომი მამაკაცი დააკავეს თე---------------–--ემ და რო-–-------------–---–მა. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მის მიერ იქნა შედგენილი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი და რაიმე შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ნი----–------------ის სიფხიზლესთან დაკავშირებით, ეჭვი არ გასჩენია. იგი ფხიზელი იყო.

 

2.10. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ინსპექტორ-გამომძიებელმა გო--------------მა. მისი განმარტებით, 2017 წლის ნოემბრის თვეში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა ქ. თბილისში, ღ-------------------აზე, სადაც შენიშნა, რომ თეთრი ფერის მიკრო ავტობუსიდან ორმა პიროვნებამ გადმოიტანა აკუმულატორი, რომელიც მოათავსეს იქვე მდგომ ასევე თეთრი ფერის ავტომანქანა „ჰ------------ში“, მძღოლის სავარძლის უკანა მხარეს. მას შემდეგ რაც ბრალდებულებმა შენიშნეს პოლიციელები, მიმალვას შეეცადნენ, თუმცა ადგილზევე დააკავეს. მან და ალ---------–-----მ დააკავეს ნი----–------------ე, რომელსაც განუმარტეს უფლებები და გაჩხრიკეს. ნი----–------------ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ალ---------–-----მ შეადგინა, რომელზეც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ბრალდებულის მხრიდან გამოთქმული არ ყოფილა.

 

2.1-. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 1- ნოემბერს, ინსპექტორ-გამომძიებელ გი--------------–-–---–ის მიერ დაკავებულ იქნა ბა-------------–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: ერთი წყვილი მოყვითალო ფერის რეზინის ჭუჭყიანი ხელთათმანი, ერთი ცალი ნარინჯისფერ ტარიანი სახრახნისი, ერთი ცალი ბრტყელტუჩა, რომელსაც აქვს მოყვითალო ფერის სახელურები და ერთი ცალი ვერცხლისფერი ქანჩი.

 

2.12. ბა-------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება დაადასტურა ინსპექტორ-გამომძიებელმა გი--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 1- ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა ქ. თბილისში, ღ-------------------აზე, სადაც გი--------------–-–---–თან ერთად დააკავა ბრალდებული ბა-------------–---–ი, რომელმაც მეორე პიროვნებასთან ერთად, თეთრი ფერის „ფ------ ტ---------ის“ მიკრო ავტობუსიდან ამოიღო აკუმულატორი და ჩადო იქვე გაჩერებულ თეთრი ფერის ავტომანქანა „ჰ------------ში“. ავტომანქანა დაქოქილი იყო და ბრალდებულები აპირებდნენ გაქცევას, რა დროსაც მან და გი--------------–-–---–მა დააკავეს ბა-------------–---–ი. დაკავებულს გი--------------–-–---–მა განუმარტა უფლებები. ბა-------------–---–ი გაჩხრიკეს, რა დროსაც მისგან ამოიღეს ე.წ. ,,რეზინის“ ხელთათმანები, ბრტყელტუჩა, ქანჩი და სახრახნისი. ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა და მას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

2.13. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ინსპექტორ-გამომძიებელმა გი--------------–-–---–მა. მან დაადასტურა 2017 წლის 1- ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ღ-------------------ა #---თან ქურდობის მცდელობის ფაქტზე ბა-------------–---–ის დაკავებისა და მისი პირადი ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შეამჩნია თუ როგორ ამოიღეს ბა-------------–---–მა და ნი----–------------ემ თეთრი ფერის ,,ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან აკუმულატორი და წაიღეს იქვე მდგომი ,,ჰ------------ისკენ“. ბრალდებულებმა აკუმულატორი მოათავსეს ავტომანქანა „ჰ------------ის“ სალონში, მძღოლის უკან და დააპირეს მიმალვა, რა დროსაც ისინი დააკავეს. ავტომანქანის საჭესთან იჯდა ლე-------–-–---–ი, რომელსაც ეღვიძა. არ ახსოვს ,,ჰ------------ი“ დაქოქილი იყო თუ არა. მან და გი--------------–---–მა დააკავეს ბა-------------–---–ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ხელთათმანები, სახრახნისი, ქანჩი, ბრტყელტუჩა.

 

2.1-. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 1- ნოემბერს, ქ. თბილისის გ-–-------------–-----ის შს ს-----------–-------------------–----------------ის თანაშემწე - გამომძიებელ თე---------------–--ის მიერ ქ. თბილისში, ღ-------------------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა ლე-------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ჰ------------ი“ სახ. ნომრით ,,D--------“, რა დროსაც ბრალდებულების პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა: დახეულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, ერთი ცალი მოლურჯო ფერის, „W---a-ს“ ფირმის აკუმულატორი (12 ვოლტიანი და 100 ამპერიანი), რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება ნაკაწრი წარწერით „დ-----“, ასევე „პ-------ის“ ფირმის ავტომანქანის მაგნიტოფონი, რომელსაც ,,პანელზე“ მარცხენა მხარეს, შუა ადგილას ამოტეხილი აქვს პლასტმასის დეტალი, ნაცრისფერი აკუმულატორი (12 ვოლტიანი და 100 ამპერიანი, „I-------“-ს ფირმის, რომელსაც სახელურზე მარჯვენა მხარეს კუთხეში აღენიშნება დამწვრობის კვალი. ასევე, ხის ტარიანი დანა ოქროსფერი ლითონის დეტალით და ბრტყელტუჩა იზოლირების გარეშე.

 

2.15. ინსპექტორ-გამომძიებელ თე---------------–--ის განმარტებით, 2017 წლის 1- ნოემბერს, გამთენიისას, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ღ-------------------აზე, სადაც დაინახა, თუ როგორ წაიღო ორმა პიროვნებამ აკუმულატორი და მოათავსა იქვე მდგომ ავტომანქანა ,,ჰ------------ში“. ბრალდებულები შეეცადნენ მიმალვას, თუმცა ისინი ადგილზე დააკავეს. მან და რო-–-------------–---–მა დააკავეს ლე-------–-–---–ი, რომელიც იჯდა მანქანის საჭესთან და ელოდებოდა თანამზრახველებს. ლე-------–-–---–ის თანხმობით ჩატარდა მისი პირადი და ავტომანქანა ,,ჰ------------ის“ ჩხრეკა, რა დროსაც მძღოლის უკანა სავარძლიდან ამოიღეს ერთი აკუმულატორი, ბრტყელტუჩა და დანა, ხოლო უკანა საბარგულიდან მეორე აკუმულატორი და მაგნიტოფონი. ლე-------–-–---–ი იყო ფხიზელ მდგომარეობაში და მას ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა.

 

2.16. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ინსპექტორ-გამომძიებელმა რო-–-------------–---–მა, რომელმაც ასევე დაადასტურა 2017 წლის 1- ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ღ-------------------ა #---თან ლე-------–-–---–ის დაკავების, მისი პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის კანონთან შესაბამისობის ფაქტი. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მან და თე---------------–--ემ დააკავეს ბრალდებული ლე-------–-–---–ი, რომელიც იჯდა თეთრი ფერის ავტომანქანა „ჰ------------ის“ საჭესთან. ლე-------–-–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა მისგან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ასევე ჩატარდა ლე-------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა: ორი ცალი აკუმულატორი - ერთი რომელიც ავტომანქანის სალონში, მძღოლის უკან იდო და მეორე, რომელიც ავტომანქანის საბარგულში იყო მოთავსებული, ასევე მაგნიტოფონი, მობილური ტელეფონი, ანკესი და სხვა ნივთები. ლე-------–-–---–ს ალკოჰოლური სასმელით თრობა არ აღენიშნებოდა. რამდენადაც ახსოვს ბრალდებულის ავტომანქანა დაქოქილ მდგომარეობაში იყო.

 

2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ალ---------–-----, გი--------------–---–ი, გო--------------ი, თე---------------–--ე, გი--------------–-–---–ი და რო-–-------------–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (ბრალდებულები იყვნენ ტაქსის ნიშნიანი ავტომობილით და ავტომანქანებიდან ეუფლებოდნენ სხვადასხვა ნივთებს) გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მოწმეებმა დეტალურად აღწერეს ქ. თბილისში, ღ-------------------ა, N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და დაადასტურეს, რომ ბა-------------–---–მა და ნი----–------------ემ ერთად ამოიღეს აკუმულატორი მიკროავტობუსიდან და მოათავსეს ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში, რომელიც საჭესთან იჯდა (ეღვიძა) და ელოდებოდა მათ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს. საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნული მოწმეების მხრიდან არ გამოვლენილა რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულების მიმართ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ბრალდებულებს ან მათ ადვოკატებს არ დაუფიქსირებიათ პოზიცია, რომ რომელიმე პოლიციელი იცნობდა ბრალდებულებს და რაიმე უთანხმოება ან დაინტერესება ჰქონდა მათ მიმართ (თუნდაც რომელიმე ბრალდებულს ზოგადად დაპირისპირება ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებთან), რაც რაიმე კავშირს მაინც დაადასტურებდა მათ შორის. აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ ორი სხვადასხვა მიკროავტობუსიდან, კაბელების გადაჭრით ამოღებულია აკუმულატორები და მაგნიტოფონი, ეს ნივთები აღმოჩნდა ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში, რაც მათ შორის ბრალდებულებსაც არ უარყვიათ, ხოლო პოლიციის თანამშრომლები დეტალურად და დამაჯერებლად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარეს გარდა ბრალდებულების არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა არ მიუთითებია რაიმე წონად არგუმენტზე, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების სანდოობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - ალ---------–-----ს, გი--------------–---–ის, გო--------------ის, თე---------------–--ის, გი--------------–-–---–ისა და რო-–-------------–---–ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოიშობა დამატებითი კითხვები მათ სანდოობასთან დაკავშირებით.

 

2.18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 1- ნოემბერს, ქ. თბილისის გ-–-------------–-----ის შს სამმართველოს გამომძიებელ კო-------------------ის მიერ, დაზარალებულ დ------------–---–ის, ექსპერტების - ვა---–---–----ის, და-----–----–-–---–ისა და გ------------–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, ღ-------------------ა 1--ში, სადაც დგას თეთრი ფერის „ფ------ ტ---------ი“ სახ. ნომერი ,,F--------“, რომლის უკანა კარი არის დაზიანებული. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა აკუმულატორის ე.წ. „კლემაზე“ შემაერთებელი ელ. სადენი და სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 1- ნოემბერს გამომძიებელ ლე----------–---–იას მიერ, ექსპერტების გი------------------ის, ლე------------–---–ისა და დაზარალებულ ლე---------–----–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, დ----------- 1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დგას თეთრი ფერის „მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსი (საიდანაც მოპარული იქნა მაგნიტოფონი და აკუმულატორი). ექსპერტების მიერ დასურათებულ იქნა შეთხვევის ადგილი. რაიმე კვალი ამოღებული არ ყოფილა.

 

2.20. გამომძიებელმა კო-------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს, დილის საათებში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ქ. თბილისში, ღ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ექსპერტებთან და დაზარალებულთან ერთად დაათვალიერა იქვე მდგომი ავტომანქანა „ფ------ ტ---------ი“, რა დროსაც კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენლების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ხოლო კრიმინალისტებმა სპეციალური დაქტილო ფხვნილით დაამუშავეს ავტომანქანა, მაგრამ თითის კვლები ვერ ამოიღეს. დათვალიერებისას რაიმე შენიშვნა ან განცხადება დაფიქსირებული არ ყოფილა. როდესაც ავტომანქანას ძრავის სახურავი ახადეს, აღმოჩნდა, რომ აკუმულატორი არ იყო შიგნით, ხოლო სადენები გადაჭრილი იყო. სადენების ნიმუშები იქნა აღებული ექსპერტების მიერ. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი დეფორმირებული და ნახევრად ღია მდგომარეობაში იყო.

 

2.21. ექსპერტებმა - ლე------------–---–მა, გი------------------მა და ვა---–---–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების სისწორე/კანონთან შესაბამისობა.

 

2.23. ექსპერტმა და-----–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ღ-------------------ა 1--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული იყო თეთრი ფერის მიკროავტობუსი. მიკროავტობუსის საბარგულის ხის იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის კვალის ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ: გამომძიებელი, ექსპერტ - კრიმინალისტები და ავტომანქანის მფლობელი. ამოღებული სუნის ნიმუში დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით, რომელსაც ხელი მოაწერეს დათვალიერებაში მონაწილე პირებმა.

 

2.24. გამომძიებელმა სა-–-----–------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ მოწმეების გამოკითხვა, ბინის ჩხრეკა, სისხლის და სუნის ნიმუშის აღება ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე შედგა სათანადო ოქმები, რომლებსაც ხელი მოაწერეს მასში მონაწილე პირებმა და მათ რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. აღებული ნიმუშები დაილუქა კანონის შესაბამისად და ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

2.25. გამომძიებელმა ლე----------–---–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და განმარტა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს ექსპერტებთან და დაზარალებულ ლე---------–----–---–თან ერთად დაათვალიერა ქ. თბილისში, დ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსი, საიდანაც დაზარალებულის განმარტებით ფარულად დაუფლებული იყო აკუმულატორი და მაგნიტოფონი. ავტომანქანა დამუშავდა ექსპერტების მიერ, თუმცა რაიმე კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. დათვალიერების შესახებ შედგა ოქმი რასაც ხელი მოაწერა.

 

2.26. გამომძიებელმა გი-------------–---–--მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა პატაკის ავტორი ივ--------------ე, ასევე ბრალდებული ნი----–------------ე და გამოიტანა დადგენილება მისი ბინის ჩხრეკის შესახებ, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ნი----–------------ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმის და ექსპერტის მონაწილეობით აუღო სისხლის და სუნის ნიმუშები, გააცნო ბრალი და დანიშნა ექსპერტიზები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

2.27. გამომძიებელმა გი-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, მის მიერ ჩატარებული - ბრალდებულ ბა-------------–---–ისგან სისხლის და სუნის ნიმუშების აღებისას, მისთვის ბრალის გაცნობისას და გამოკითხვისას საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეადგინა შესაბამისი ოქმები, რასაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა და რაიმე შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.28. სასამართლო აფასებს ექსპერტების - ლე------------–---–ის, გი------------------ის, ვა---–---–----ის და და-----–----–-–---–ის, გამომძიებლების - სა-–-----–------ის, გი-------------–---–--ს, ლე----------–---–იას, გი-----------------–---–ისა და კო-------------------ის ჩვენებების შინაარს და აღნიშნავს, რომ ისინი თანმიმდევრულია, არ შეიცავენ რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების/მოწმეების ჩვენებებთან (გარდა ბრალდებულების ჩვენებებისა) და წერილობით მტკიცებულებებთან (პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები). ექსპერტები - ლე------------–---–ი, გი------------------ი, ვა---–---–----ე და და-----–----–-–---–ი მონაწილეობდნენ 2017 წლის 1- ნოემბერს, დილის საათებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტებმა დაწვრილებით აღწერეს თუ რა მოქმედებები განახორციელეს შემთხვევის ადგილზე და კატეგორიულად მიუთითეს, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სა-–-----–------მა, გი-------------–---–--მ, ლე----------–---–იამ, გი-----------------–---–მა და კო-------------------მა განმარტეს, რომ მათ მიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სისხლისა და სუნის ნიმუშის აღებისა, მოწმეთა დაკითხვა) საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმები შედგენილ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა და რაიმე პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.29. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 30 ნოემბრის #--6------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ელ.სადენებს აღენიშნებათ დაზიანებები განცალკევების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე ,,მკვნეტარა“ თვისებების მქონე საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილ ბრტყელტუჩაზე არსებული მკვნეტარა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლე----–----–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

2.30. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის #4-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1- ნოემბერს ქ. თბილისში, ღ-------------------ა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მიკროავტობუსის ტიპის ავტომანქანა ფ------ის სახ. #F-------- გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული ავტომანქანის საბარგულში ხის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულებისგან - ლე-------–-–---–ისგან და ბა-------------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ნი----–------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

2.31. ექსპერტმა გი----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.32. სასამართლო აფასებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიურ და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები ცალე აღებული არ ადასტურებენ/არ უარყოფენ ბრალდებულების მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტს, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებენ სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთ გარემოებას. მათ შორის დასტურდება, რომ ბრალდებულები - ბა-------------–---–ი და ლე-------–-–---–ი იმყოფებოდნენ გაქურდული მიკროავტობუსის საბარგულში. ასევე დ------------–---–ის კუთვნილი ,,ფ------ ტ---------ის“ აკუმულატორის სადენები გადაჭრილია სწორედ იმ ,,მკვნეტარას“ გამოყენებით, რომელიც ბრალდებულისგან იქნა ამოღებული.

2.33. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზიდან გადმოგზავნილ პაკეტებში (ქილებში მოთავსებულ სუნის კვალის ნიმუშებთან ერთად) არ აღმოჩნდა თავდაპირველი ლუქები, რომლითაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღების დროს დაილუქა ნივთმტკიცება, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის #4-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესავალ ნაწილში მითითებილია, რომ ოთხი პაკეტი (მასში მოთავსებული ოთხი ქილით) ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი იქნა ორმაგად დალუქული (1. დალუქული სპეციალურ პილიეთილენის პაკეტში, რომელიც ნივთიერი მტკიცებულების გამოცვლის ყველანაირ ობიექტურ შესაძლებლობას გამორიცხავს; 2. უშუალოდ ქილა დალუქული კინოლოგიის სამსახურის N4---- ლუქით ,,პაკეტებისათვის“). აღნიშნული, რომ ნამდვილად ამგვარად განხორციელდა, ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოცხრილით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება და ვიზულაურად ჩანს, რომ ქილებში მოთავსებული სუნის კვალის ნიმუშები ორმაგად დალუქული შევიდა ექსპერტიზის ბიუროში და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ასევე ორმაგად დალუქული დაუბრუნდა ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორს. რაიმე ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შეცვლის შესახებ, გონივრული და კრიტიკული შეფასების შედეგად მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება. ის გარემოება, რომ თავდაპირველი ქაღალდის ლუქები არ აღმოჩნდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ პაკეტში, ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ნივთიერი მტკიცებულების ნამდვილობას, ვინაიდან ერთი მხრივ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმის შინაარსიდან არ გამომდინარეობს ასეთი ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ განხორციელებული პროცედურის (ორმაგად დალუქული წარედგინა ექსპერტს და ასევე ორმაგად დალუქული დაუბრუნდა გამომძიებელს) შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი ნივთიერი მტკიცებულებების ან მისი ნიშანთვისებების შეცვლის შესახებ გამოირიცხება.

 

2.34. თბილისის საქალაქოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 აგვისტოს #1-------- განაჩენით, ლე-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4 წელი, 9 თვე და 19 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, 9 თვე და 19 დღე. სასჯელის მოხდის ვადა ლე-------–-–---–ს აეთვალა 2012 წლის 25 მაისიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლე-------–-–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.36. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).

 

2.37. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები - ლე---------–----–---–ი, დ------------–---–ი, ალ---------–-----, გო--------------ი, გი--------------–---–ი, გი--------------–-–---–ი, თე---------------–--ე, რო-–-------------–---–ი, ლე------------–---–ი, გი------------------ი, ვა---–---–----ე, და-----–----–-–---–ი, სა-–-----–------ი, გი-------------–---–--, ლე----------–---–ია, გი-----------------–---–ი, კო-------------------ი, რომლებიც ბრალდებულების - ნი----–------------ის, ბა-------------–---–ისა და ლე-------–-–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ასევე თანასწორობის პრინციპის დაცვით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები (დაიკითხნენ ბრალდებულები, ხოლო სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა). ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლის მოთხოვნები - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულებები, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო დამატებით იმსჯელებს და ერთობლივად შეაფასებს ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებს.

 

2.38. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების ჩვენებებზე, რომლებიც მოწმის სტატუსით (დაცვის მხარის) დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე. ბრალდებულმა ნი----–------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას უარყო ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის კუთვნილი მიკროავტობუსებიდან აკუმულატორებისა და მაგნიტოფონის ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს, იმყოფებოდა დაბადების დღეზე, სადაც მან და ბა-------------–---–მა დალიეს ალკოჰოლური სასმელი. იგი, ლე-------–-–---–ი და ნი----–------------ე დაახლოებით ღამის 4 საათზე, ლე-------–-–---–ის ავტომანქანა ,,ჰ------------ით“ წავიდნენ სახლში. ვინაიდან ნასვამი იყო და ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაეძინა. მის გვერდით იჯდა ბა-------------–---–ი. გააღვიძეს პოლიციელებმა და ისე, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ, დააკავეს. როდესაც პოლიციელებმა გააღვიძეს, ბა-------------–---–ი და ლე-------–-–---–ი მანქანაში არ ისხდნენ. მან ნახა ლე-------–-–---–ი, რომელიც მიწაზე იწვა, ბა-------------–---–ი არ დაუნახავს. პოლიციელებისგან შეიტყო, რომ ორი ავტომანქანიდან აკუმულატორების ქურდობას ედავებოდნენ, რაც მას არ ჩაუდენია. როდესაც პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, სახელი და გვარი ჰკითხეს, ასევე აინტერესებდათ, სად მიდიოდა და რატომ მოიპარა აკუმულატორი.

 

2.39. ბრალდებულმა ლე-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს, ავტომანქანა ,,ჰ------------ით“ ბრუნდებოდა დაბადების დღიდან მეგობრებთან ნი----–------------ესთან და ბა-------------–---–თან ერთად, რომლებიც იყვნენ ნასვამები. თავად ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია. ბრალდებულის განმარტებით, ცენტრალური ქუჩებით არ მოძრაობდა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე, ბა-------------–---–მა სთხოვა შეეჩერებინა ავტომანქანა. იფიქრა, რომ ბა-------------–---–ი იყო ნასვამი და ბუნებრივი საჭიროების გამო გადავიდა მანქანიდან. ბა-------------–---–ი შეყოვნდა. ლე-------–-–---–ის განმარტებით, ჩაეძინა, ვინაიდან რამდენიმე ღამის უძილო იყო. ასევე ჩაეძინა ნი----–------------ესაც. ბა-------------–---–ი როდის დაბრუნდა, ზუსტად არ იცის, თუმცა მანქანაში ჩაჯდომისას გააღვიძა, თუმცა დაქოქვა ვერ მოასწრო, რადგან პოლიციელებმა დააკავეს. მას განუმარტეს, რომ ქურდობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით აკავებდნენ და ჩაატარეს მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც სალონიდან და საბარგულიდან ამოიღეს ორი ცალი აკუმულატორი, ასევე ანკესები და სხვა ნივთები, რასაც იგი იყენებდა თევზაობის დროს. შემთხვევის ადგილზე იყო ასევე აკუმულატორის პატრონი, რომელმაც ამოიცნო თავისი ნივთები. ,,ჰ------------ი“, რომლითაც შემთხვევის დღეს გადაადგილდებოდა, ჰქონდა ნაქირავები. მანქანას ჰქონდა ტაქსის ტრაფარეტი, თუმცა იგი არ ტაქსისტობდა. ტაქსის ტრაფარეტი იმისთვის სჭირდებოდა, რომ არავის გაეჩერებინა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

 

2.40. ბრალდებულმა ბა-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს მეგობრებთან - ლე-------–-–---–თან და ნი----–------------ესთან ერთად იმყოფებოდა დაბადების დღეზე, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. უკან გვიან ღამით დაბრუნდნენ ლე-------–-–---–ი იჯდა საჭესთან. გზაში ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ლე-------–-–---–ს ავტომანქანა გააჩერებინა. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ მიკროავტობუსიდან ამოიღო აკუმულატორი, რომელიც წაიღო და ჩადო ნ-----–--------–-–---–ის ავტომანქანის საბარგულში. შემდეგ აიღო ხელთათმანი და ხელსაწყოები, მივიდა ,,ჰ------------ისგან“ დაახლოებით 60 მეტრში გაჩერებულ მიკროავტობუსთან, ამოიღო აკუმულატორი და ისიც მოათავსა ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში. იგი ჩაჯდა ავტომანქანაში და უნდა გაეღვიძებინა ბიჭები, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

2.41. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოს ლე-------–-–---–სა და ნი----–------------ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი მთვრალები იყვნენ და ეძინათ ავტომანქანაში, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სასამართლოს ბრალდებულების მიერ ჩვენებებში აღწერილი გარემოებები არარიალურად და არალოგიკურად მიაჩნია, ვინაიდან მათ ნამდვილობასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. თავდაპირველად, ვერსია თითქოს ბრალდებულები საღამოდან დილის 4 საათამდე იმყოფებოდნენ ლე-------–-–---–ის მეგობართან, სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია. ლე-------–-–---–მა ჩვენებაში განმარტა, რომ მისი მეგობარი, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდნენ არის დ--------------–---ი, რომლის მეჯვარეც არის თავად. ნი----–------------ემ მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით თითქმის 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სტუმრად და იცნობდა მასპინძელს, ვერ გაიხსენა მისი სახელი და სავარაუდოდ მიუთითა, რომ რ--------ი ერქვა. ბა-------------–---–ს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია. გაურკვეველია თუ ბრალდებულები 4 საათზე წავიდნენ მეგობრისგან, ლე-------–-–---–მა მხოლოდ მეუღლე დატოვა სახლში და სხვაგან არ წასულან, რაში დასჭირდათ დაახლოებით ორი საათი და ოცდაათი წუთი ან უფრო მეტი. დაცვის მხარეს არ უშუამდგომლია ლე-------–-–---–ის ან მისი მეგობრის დაკითხვა, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში) შემთხვევის დღეს ბრალდებულების საქეიფოდ ყოფნის, ალკოჰოლური სასმელის მიღების, მეუღლის სახლში დატოვების, ნი----–------------ის ძილისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც ბრალდებულების ჩვენებებს მეტ დამაჯერებლობას შესძენდა და გააჩენდა კითხვებს ფაქტის თვითმხილველი პოლიციელების ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. სასამართლოს არადამაჯერებლად და არარეალურად მიაჩნია ბა-------------–---–ის განმარტება, თითქოს ლე-------–-–---–ის ავტომანქანიდან გადავიდა მარტო ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მისივე განმარტებით დაახლობით ორი ქუჩის მოშორებით ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ ერთ-ერთი მიკროავტობუსიდან ამოიღო აკუმულატორი და მაგნიტოფონი, აღნიშნული ორი ნივთი რამდენიმე ასეული მეტრში მდგომ ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში ისე მოათავსა, რომ არც მისი მიტანა გასჭირვებია და ვერც საბარგულის გაღების/დახურვის ხმა ვერ გაიგო ფხიზელმა ლე-------–-–---–მა. ამის შემდეგ მანქანიდან ამოიღო ლე-------–-–---–ის ხელთათმანები, ,,ბრტყელტუჩა“, სახრახნისი, ქანჩი, გააღო მეორე მანქანა, ამოიღო აკუმულატორი, მოათავსა მეგობრის ავტომანქანაში, რა დროსაც კვლავ გააღო და დახურა კარი, ხოლო ლე-------–-–---–ს იმდენად ღრმად ეძინა, რომ ამ შემთხვევაშიც ვერაფერი გაიგო. თუ ნამდვილად ასე მოხდა, როგორც ბრალდებულები განმარტავენ, ისმის კითხვა, - როგორ აღმოჩნდა ლე-------–-–---–ის სუნის კვალი დაზარალებულის ავტომანქანაში. არალოგიკური და არადამაჯერებელია ლე-------–-–---–ის განმარტება, თითქოს ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი, ორი ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ქანჩი და დანა თევზაობისთვის სჭირდებოდა. ამდენად, ბრალდებულების ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი განმარტებები სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას ლე-------–-–---–ის, ნი----–------------ისა და ბა-------------–---–ის ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მით უფრო, რომ მათი ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს (რომელთა სანდოობასთან დაკავშირებითაც კითხვისნიშნები არ არსებობს და არის სარწმუნო), ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, წერილობით მტკიცებულებებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებული უტყუარი ფაქტების ერთობლიობას. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია წონადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დაადასტურებდა ბრალდებულების - ლე-------–-–---–ის, ნი----–------------ისა და ბა-------------–---–ის უდანაშაულობას ან მინიმუმ საეჭვოს გახდიდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.42. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა წერილობითი ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა, რომ პოლიციელების შემთხვევის ადგილზე მისვლისას არ ეძინა არცერთ ბრალდებულს და სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას იღებდნენ მიკროავტობუსიდან აკუმულატორის ფარულად დაუფლებაში - ნი----–------------ემ და ბა-------------–---–მა მიკროავტობუსიდან ამოიღეს და ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში მოათავსეს აკუმულატორი, ხოლო ლე-------–-–---–ი იჯდა ავტომობილის საჭესთან, საბარგულში მოთავსებული ჰქონდა დ-----------ზე გაჩერებული მიკროავტობისიდან დაუფლებული ნივთები - აკუმულატორი, მაგნიტოფონი და ელოდებოდა მეორე აკუმულატორის მოთავსებას მის მანქანაში. რაც შეეხება ლე-------–-–---–ის როლს ქურდობის მცდელობის განხორციელებაში, იგი წარმოადგენდა დანაშაულის თანაამსრულებელს თუ დამხმარეს, სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა).

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, რის გამოც ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ის თავისი შეხედულებისამებრ. ამდენად, თუ პირი ნივთს დაეუფლა, მაგრამ განზრახვა ბოლომდე ვერ განახორციელა და ნივთის განკარგვის შესაძლებლობა ობიექტურად ჯერ კიდევ არ აქვს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქურდობის მცდელობად.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის მიერ ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანებიდან აკუმულატორის და მაგნიტოფონის ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტი. ბრალდებულები სწორედ იმ მომენტში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, როდესაც ლე-------–-–---–ის ავტომანქანა „ჰ------------ში“ ბა-------------–---–მა და ნი----–------------ემ ჩადეს ფარულად დაუფლებული აკუმულატორი და აპირებდნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. ამდენად, სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ქმედების განხორციელება ფარულად, თუმცა მიუხედავად ნივთის ფიზიკურად დაუფლებისა, ვინაიდან ბრალდებულებს ობიექტურად ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ, თავისუფლად განეკარგათ ფარულად დაუფლებული ნივთები, მათი ქმედება წარმოადგენს ქურდობის მცდელობას.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი მოიცავს ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის სახეებს კერძოდ: ა) წინასწარ შეუთანხმებლად; ბ) წინასწარი შეთანხმებით; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

3.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ასევე, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი და წერილობითი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩენი საქმეზე №618აპ-15). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,როდესაც ორი ნიღბიანი პირი ერთსა და იმავე დროს, ერთდროულად მიდის მაღაზიასთან, ჯერ ერთი ცდილობს კარის გატეხვას, მეორე კი ამ დროს უყურებს მას, შემდეგ რამდენჯერმე ერთად იმალებიან მაღაზიის კუთხეში და ისევ უკან ბრუნდებიან, შემდეგ უკვე ერთობლივად ცდილობენ კარის გატეხვას და ტეხენ კიდეც მას, როგორ შეიძლება, რომ მათ შორის წინასწარი შეთანხმება არ არსებობდეს“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განაჩენი საქმეზე №1--აპ-17).

 

3.6. ამდენად, სასამართლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენის არსებობა/არარსებობას აფასებს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებზე დაყრდნობით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მტკიცებულებებისა და გარემოებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტურად შეუძლებლი იქნებოდა ბა-------------–---–ის, ნი----–------------ისა და ლე-------–-–---–ის მიერ ქმედების განხორციელება, თუ ბრალდებულები წინასწარ არ შეთანხმდებოდნენ და არ დაგეგმავდნენ დროის კონკრეტულ მონაკვეთში (გამთენიისას - 06:00-დან 06:40 საათამდე დროის მონაკვეთი), კონკრეტულ ადგილას (მათი სახლებიდან მოშორებით, ერთმანეთისაგან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ - დ----------- N1--ისა და ღ-------------------ა N---ის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანებიდან აკუმულატორების ფარულად დაუფლებას), კონკრეტული საშუალებით (ტაქსის აღმნიშვნელი ნიშნის მქონე ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე მისვლა, იმ პირობებში, როდესაც ავტომანქანის გარეშე რამდენიმე ათეული კილოგრამი ორი აკუმულატორის დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან გადატანა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. რეზინის ხელთათმანების, ბრტყელტუჩას, სახრახნისის, ქანჩისა და სხვა შესაბამისი იარაღების გამოყენება და მომზადებული აღნიშნული იარაღებით მისვლა შემთხვევის ადგილზე) დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, კერძოდ:

 

3.7. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ პოლიციელების შემთხვევის ადგილზე (ქ. თბილისი, ღ-------------------ა N---ის მიმდებარე ტერიტორია) მისვლისას, ბა-------------–---–მა და ნი----–------------ემ ,,ფ------ ტ---------იდან“ ამოიღეს და ლე-------–-–---–ის ავტომანქანა ,,ჰ------------ში“ მოათავსეს აკუმულატორი. ამ დროს ლე-------–-–---–ი იჯდა ავტომანქანაში რულთან. ბა-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ხელთათმანი, სახრახნისი, ბრტყელტუჩა და ქანჩი, ხოლო ლე-------–-–---–ის ავტომანქანიდან ხის ტარიანი დანა, ბრტყელტუჩა, დ-----------ზე დაუფლებული აკუმულატორი, აუდიო მაგნიტოფონი და ღ-------------------აზე დაუფლებული აკუმულატორი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც გამთენიისას დილის 06:00-სთიდან 06:40 საათამდე მონაკვეთში, სამი ადამიანი იმყოფება მათი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილიდან მნიშვნელოვნად მოშორებით, დაისისა და ღ-------------------ასთან არ აკავშირებთ რაიმე, თუ არა შეთანხმება ისინი შემთხვევით ამ დროსა და ადგილას ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ. იმ პირობებში, როდესაც ბა-------------–---–ის პირადი ჩხრეკისა და ლე-------–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს რეზინის ხელთათმანები, ორი ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ქანჩი, დანა, რომლებიც რეალურად გაურკვეველია თევზაობისთვის რა დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა ლე-------–-–---–ს (როგორც ამაზე ლე-------–-–---–ი მიუთითებდა), აღნიშნულიც მიანიშნებს იმაზე, რომ შემთხვევის ადგილზე ბრალდებულები მივიდნენ მომზადებულები (მათ შორის ხელთათმანით, რომ კვალი არ დაეტოვებინათ და იარაღებით, რომლებიც გაუადვილებდათ ნივთების დაუფლებას). აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ლე-------–-–---–ის ავტომანქანას ჰქონდა ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი (მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობით არ იყო დაკავებული), რათა მათი გადაადგილება ნაკლებად საეჭვო ყოფილიყო და შეექმნა ტაქსის მომსახურების იმიტაცია. ლე-------–-–---–ის როლი უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თვალსაზრისით, რომ გადამწყვეტია, ეს ფაქტია, ვინაიდან მისი ავტომანქანის გარეშე ვერ შეძლებდნენ საკმაოდ წონადი (რამდენიმე ათეული კილოგრამი) ნივთების გადატანას, იმგვარად, რომ მათ დანაშაულებრივი ქმედებები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. უკიდურეს შემთხვევაში, არცერთი ეს გარემოება რომ არ იყოს სახეზე, წინასწარი შეთახმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა მაინც სახეზე იქნებოდა, ვინაიდან ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის მიერ დ-----------ზე აკუმულატორის დაუფლებისა და ნ-----–--------–-–---–ის ავტომანქანაში მოთავსების შემდეგ, მათ როდესაც იცოდნენ, რომ მოიპარეს ერთი აკუმულატორი, თუნდაც დავუშვათ წინასწარ შეუთანხმებლად, გამორიცხულია და სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ ღ-------------------აზე მეორე აკუმულატორის მოპარვამდე (წინასწარ უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების დაწყებამდე) მათ ერთმანეთთან არ ჰქონოდათ კომუნიკაცია. დროის მცირე მონაკვეთში ერთი აკუმულატორის დაუფლებიდან მეორე აკუმულატორის დაუფლებამდე ბრალდებულების ერთად ყოფნა და ღ-------------------აზე მეორე აკუმულატორის დაუფლების ერთობლივად დაწყება იძლევა საკმარისად ნათელი და მყარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას - ლე-------–-–---–ი, ნი----–------------ე და ბა-------------–---–ი მინიმუმ ღ-------------------აზე უშუალოდ მეორე აკუმულატორის ქურდობის დაწყებამდე, წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩადენაზე. ბა-------------–---–ისა და ნი----–------------ის როლი აკუმულატორის მიკროავტობუსიდან ერთობლივად ამოღებაში და ლე-------–-–---–ის ავტომანქანაში მოთავსებაში გამოიხატა, ხოლო ლე-------–-–---–ს უნდა უზრუნველყო დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა - მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების გატანა შემთხვევის ადგილიდან, მათი თავისუფალი განკარგვის მიზნით, რაც მას პოლიციელთა ჩარევის გამო არ დასცალდა.

 

3.8. სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ლე-------–-–---–ის ქმედების კვალიფიკაციაზე, იგი წარმოადგენდა დანაშაულის თანამსრულებელს თუ მხოლოდ დამხმარეს, ვინაიდან ფიზიკურად მას დაუფლებული ნივთი ავტომანქანაში არ მოუთავსებია. საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, სისხლის სამართალში ამსრულებლად ითვლება ა) პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, ბ) პირი, რომელიც სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში და გ) პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განვითარებული ფუნქციონალური თეორიის თანახმად, პასუხისმგებლობა (როგორც თანაამსრულებელს) ასევე ეკისრება იმ პირსაც, რომელსაც თუმცა უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში, მაგრამ ფუნქციონალურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან და უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში. თეორიაში განვითარებული ფორმალურ - ობიექტური თეორიით აღნიშნული პირი ითვლება დამხმარედ, თუმცა ეს ინტერპრეტაცია მოძველებულია და ამსრულებლის ცნების თანამედროვე გაგებით, დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ მონაწილეობს ასევე ის პირი, ვინც დანაშაულის ჩადენის უშუალო პროცესში ხელს უწყობს ამსრულებელს და უადვილებს ქმედების შემადგენლობის განხორციელებას. ასეთი პირი არ შეიძლება იყოს უბრალო დამხმარე, არამედ იგი თანაამსრულებელია (იხ.: ტურავა მ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2013, 337) . სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის შინაარსს და ამ მუხლით განსაზღვრულ ამსრულებლის ცნებას, ასევე შესაბამისობაშია ამ საკითხზე სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. ამდენად, ვინაიდან ლე-------–-–---–ი ფუნქციურად დაკავშირებული იყო ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან (უშუალოდ იყო ჩართული მის მიმდინარეობაში) - თანაამსრულებლები ავტომანქანით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, მისი ხელთათმანითა და იარაღებით (ბრტყელტუჩა, ქანში, სახრახნისი) მოახერხეს ნივთების დაუფლება, მისი ავტომანქანის გარეშე ბა-------------–---–სა და ნი----–------------ეს გაუძნელდებოდათ დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება და დასრულება (ფაქტობრივად დაუფლებული ნივთის შემთხვევის ადგილიდან გატანა), ამდენად, ლე-------–-–---–ი არ წარმოადგენს უბრალო დამხმარეს, მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, როგორც ქურდობის თანაამსრულებელს.

 

3.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. სასამართლოს უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ის და ნი----–------------ის მიერ ფარულად დაუფლებული, ლე---------–----–---–ის ნივთების (აკუმულატორი და მაგნიტოფონი) საერთო ღირებულება არის 230 ლარი, ხოლო დ------------–---–ის კუთვნილი აკუმულატორის ღირებულება 250 ლარი, რაც აღემატება მნიშვნელოვანი ზიანის მინიმალურ - 150 ლარიან ზღვარს.

 

3.1-. ამასთან, ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს - ქმედება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 1- ნოემბერს ბა-------------–---–ი, ლე-------–-–---–ი და ნი----–------------ე ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანებიდან ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ აკუმულატორებს და ავტომანქანის მაგნიტოფონს. ამდენად, სახეზეა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქურდობა ლე---------–----–---–ისა და დ------------–---–ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ.

 

3.12. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა, რომ ქურდობის ჩადენის ჩადენის დროს - 2017 წლის 1- ნოემბერს ლე-------–-–---–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.

 

3.1-. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბა-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

3.15. ლე-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

3.16. ნი----–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ბა-------------–---–ს, ლე-------–-–---–სა და ნი----–------------ეს უნდა დაედოთ მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბრალდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება. ბა-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს მისი ნაწილობრივი აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მისი წარსულში ნასამართლობა.

 

4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მათ ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბა-------------–---–ი, ლე-------–-–---–ი და ნი----–------------ე ცდილობდნენ ფარულად დაეუფლნენ ლე---------–----–---–ის კუთვნილი „მ---------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან „I--------ს“ ფირმის აკუმულატორს და „პ-------ის“ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს, ასევე, დ------------–---–ის კუთვნილ „ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსიდან „W-----ს“ ფირმის აკუმულატორს), ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ისა და ნი----–------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ სურვილს, მისწრაფებას სხვისი ნივთის დაუფლებით მიეღოთ ფინანსური სარგებელი), დამდგარ შედეგს (დანაშაულის დასრულების შემთხვევაში ლე---------–----–---–ს და დ------------–---–ს მიადგებოდათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს, ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ის და ნი----–------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/აკუმულატორების და მაგნიტოფონის დაუფლება), ასევე ბა-------------–---–ის, ლე-------–-–---–ის და ნი----–------------ის წარსულ ცხოვრებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა-------------–---–ს, ლე-------–-–---–სა და ნი----–------------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა.

 

4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის 4.6.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ბა-------------–---–ს, ლე-------–-–---–სა და ნი----–------------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბა-------------–---–ისა და ლე-------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

4.1-. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ლე-------–-–---–ი წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე). რაც შეეხება ბა-------------–---–ს, მას სასჯელი სწორედ სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უნდა დაენიშნოს (მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

4.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ბა-------------–---–მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბა-------------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

§ ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ სუნისა და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელ. სადენის ნიმუშები, ბა-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელთათმანი, ქანჩი, სახრახნისი, ბრტყელტუჩა და დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ ორი აკუმულატორი, სამი მობილური ტელეფონი, ორი საფულე, ერთი ნაჭრის ჩანთა სათევზაო ინვენტარით, აუდიო მაგნიტაფონი, გასაღები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბა-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბა-------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. ბა-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

5. ბა-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ლე-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. ლე-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

8. ლე-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. ნი----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

10. ნი----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

 

1-. ნი----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

12. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ სუნისა და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელ. სადენის ნიმუშები, ბა-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელთათმანი, ქანჩი, სახრახნისი, ბრტყელტუჩა და დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ ორი აკუმულატორი, სამი მობილური ტელეფონი, ორი საფულე, ერთი ნაჭრის ჩანთა სათევზაო ინვენტარით, აუდიო მაგნიტაფონი, გასაღები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი