გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №( 2/32–18) 090210118002384924
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.09.2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე - სს „კ------------ი“
წარმომადგენ--–- - ლ-- ბ--------–---–ი
მოპასუხეები - ი-–----------, ბ--–- ე------ე, ბ----ი დ---–-----ე, ნ--–- დ---–-----ე, ე------ ს-----ე, დავით მ----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხეებს - ი-–----------ს, ნ--–- დ---–-----ეს, ე------ ს-----ეს, ბ----ი დ---–-----ეს, ბ--–- ე------ესა და დ------ა მ----–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13435.39 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1022.78 ლარი, პროცენტი - 2627.52 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 369.84 ლარი, 0,27% ჯარიმა ძირზე – 120.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე –56.52, საკომისიო 37.35 ლარი;
1.2. მოპასუხეებს - ი-–----------ს, ნ--–- დ---–-----ეს, ე------ ს-----ეს, ბ----ი დ---–-----ეს, ბ--–- ე------ესა და დ------ა მ----–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 403.07 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური –21 ლარი, გადახდილი ყადაღის რეგისტრაციის საფასური –100 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 18 სექტემბერს, შპს,, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა ‘’ და მოპასუხე ი-–----------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20150918ISIRA, რომლის საფუძველზეც, მან ისესხა 20000.00(ოცი ათასი) ლარი 42 თვით, 1.89% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე – 6 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2– ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაგვიანებულ გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27% –ის ოდენობით –150 დღის განმავლობაში.
მსესხებელს ი-–----------ს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით, თუმცა, მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2018 წლის 31 იანვრის შემდეგ, შესაბამისად, არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
მოპასუხეებთან - ნ--–- დ---–-----ესთან, ე------ ს-----ესთან, ბ----ი დ---–-----ესთან, ბ--–- ე------ესთან, დ------ა მ----–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები და მოპასუხეებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.
მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მსესხებელი და თავდები პირები გაფრთხილებულები იქნენ მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე როგორც ზეპირი, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ი-–---------- დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ეკონომიური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო აღნიშნული თანხის გადახდა და სურვილი აქვს გადაიხადოს ეტაპობრივად.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ბ--–- ე------ეს დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დავით მ----–---–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხეები ე------ ს-----ე, ნ--–- დ---–-----ე და ბ---- დ---–-----ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 18 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მოპასუხე ი-–----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც, მოპასუხემ სესხად მიიღო 20000.00(ოცი ათასი) ლარი, 42 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება
- თანხის გადახდის გრაფიკი
3.1.2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ 2015 წლის 18 სექტემბერს ნ--–- დ---–-----ესთან, ე------ ს-----ესთან, ბ----ი დ---–-----ესთან, ბ--–- ე------ესთან და დავით მ----–---–თან დადო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ი-–-- ს-----ის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის განცხადებები,–თავდებობის ხელშეკრულებები
3.1.4. მოსარჩელე სს „კ------------ი“ არის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
3.1.5. ი-–----------ს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით, თუმცა, მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2018 წლის 31 იანვრის შემდეგ. რითაც დაირღვა ხელშეკრულების პირობები. ძირითად მოვალეს და თავდებ პირებს რამოდენიმეჯერ გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ვალდებულების შერულების და მოსალოდნ--–- პასუხიმგებლობის შესახებ. მოსარჩელის გაფრთხილებას მოპასუხეების მხრიდან, რაიმე რეაგირება არ მოჰყოლ--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება
- საქართველოს ფოსტის უკუგზავნილები
3.1.6. მოპასუხეთა დავალ--ნება სს „კ------------ის“ მიმართ შეადგენს – 13435.39 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა – 1022.78 ლარი, პროცენტი - 2627.52 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 369.84 ლარი, 0,27% ჯარიმა ძირზე – 120.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე –56.52, საკომისიო 37.35 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალ--ნების შესახებ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო თვლის, რომ სს „კ------------ის“ სარჩელი საფუძვლ--ნია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის განხილვის შედეგად დადგენი-–--, რომ მოსარჩელემ ი-–----------სთან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის, 0,27% ჯარიმის, 5% ჯარიმის, საკომისიოს ვალდებულება იკისრა.
მოპასუხეებთან - ნ--–- დ---–-----ესთან, ე------ ს-----ესთან, ბ----ი დ---–-----ესთან, ბ--–- ე------ესთან და დავით მ----–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებმა ი-–----------სთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც, აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლ--ნი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტი სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულ-- გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, მსესხებელი კი ვალდებულ-- გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელის საფუძველზეც, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლ--ნი სესხის შემთხვევაში კი, ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების დანართში (გრაფიკში) მითითებულ ვადაში, უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი და დაზღვევის საფასური. ი-–----------ს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა უწევდა 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით, გადასახდელი თანხა კი 13435.39 ლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხა 10223.78 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 2627.52 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 369.84 ლარი იყო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, რის გამოც, მას ხელშეკრულების 3.15. პუნქტის მიხედვით, პირველ დღეზე დაერიცხა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ი არანაკლებ 2 ლარის ოდენობით, რაც 56.52 ლარს შეადგენს, ხოლო მომდევნო 150 დღეზე დაერიცხა დღეში 0.27%, რაც მთლ--ნობაში შეადგენს 120.37 ლარს, საკომისიო –37.35 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსი-–-- მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება, ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლ-- ვალდებულების შესრულებასთან ერთად პირგასამტეხლოს გადახდაც მოითხოვოს, თუკი პირგასამტეხლო ვალდებულების დროში შესრულებისთვის არის გათვალისწინებული და მოვალე ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს ამ უკანასკნ--–-ს ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლ-- უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, ხოლო 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად, ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თავდები პირადად აგებს პასუხს კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში, თავდებს შეუძლ-- უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (სსკ მუხლი 895), იგი უფლებამოსი-–-- უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსი-–-- ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ, პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ ძირითად მოვალესთან – ი-–----------სთან 2015 წლის 18 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო მოპასუხეებთან - ნ--–- დ---–-----ესთან, ე------ ს-----ესთან, ბ----ი დ---–-----ესთან, ბ--–- ე------ესთან და დ------ა მ----–---–თან. თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდაზე. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელე უფლებამოსი-–-- მასთან ერთად ვალდებულების შესრულება სოლიდარულად თავდები პირებისგანაც მოითხოვოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ ძირითადი მოვალის - ი-–-- ს-----ის დავალ--ნება შეადგენს 13435.39 ლარს. მოპასუხეებმა - ნ--–- დ---–-----ემ, ე------ ს-----ემ, ბ----ი დ---–-----ემ, ბ--–- ე------ემ და დ------ა მ----–---–მა. ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა იკისრეს და გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი საფუძვლ--ნია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 13435.39 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება („ა“ ქვეპუნქტი), ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით („დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, წინასწარ გადახდი-–-- 403.07 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდი-–-- სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი, სატრანპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური –21 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის საფასური –100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 –ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო: საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში ბ--–- ე------ის სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ ანგარიშებს, 13435.39 ლარის ფარგლებში ისე, რომ ყადაღა არ გავრცელდეს საარსებო მინიმუმზე, ასევე, ყადაღა დაედო ბ--–- ე------ის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,მიცუბისი პაჯერო იო’’, სახ.ნომერი – WW085 AA, ტექ.პასპორტი –SV0125054, გ/წ -2001, შასი H77W5204545, ფერი – თეთრი,რეგ.თარიღი –07.04.2017 წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი მოპასუხეების - ი-–-- ს-----ის, ნ--–- დ---–-----ის, ე------ ს-----ის, ბ----ი დ---–-----ის, ბ--–- ე------ისა და დ------ა მ----–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხეებს - ი-–----------ს, ნ--–- დ---–-----ეს, ე------ ს-----ეს, ბ----ი დ---–-----ეს, ბ--–- ე------ესა და დ------ა მ----–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13435.39 (ცამეტი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა – 10223.78 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 2627.52 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის საფასური - 369.84 ლარი, 0,27% ჯარიმა ძირზე – 120.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე –56.52 ლარი, საკომისიო –37.35 ლარი.
3. მოპასუხეებს - ი-–----------ს, ნ--–- დ---–-----ეს, ე------ ს-----ეს, ბ----ი დ---–-----ეს, ბ--–- ე------ესა და დ------ა მ----–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი –403.07 (ოთხას სამი ლარი და შვიდი თეთრი), სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 50 (ორმოცდაათი) ლარის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასურის – 21 (ოცდაერთი) ლარი, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის –100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო: საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში ბ--–- ე------ის სახელზე არსებულ ფულად სახსრებს/ ანგარიშებს, 13435.39 ლარის ფარგლებში ისე, რომ ყადაღა არ გავრცელდეს საარსებო მინიმუმზე, ასევე, ყადაღა დაედო ბ--–- ე------ის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,მიცუბისი პაჯერო იო’’, სახ.ნომერი – WW085 AA, ტექ.პასპორტი –SV0125054, გ/წ -2001, შასი H77W5204545, ფერი – თეთრი,რეგ.თარიღი –07.04.2017 წელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N №13) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე