გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/160 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონულის სასამართლოს
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ლ--–-----------–---–-
მოპასუხეები - გ------------–---–--------------------–---–-
დავის საგანი - მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრეთ აღიარება; სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობით მიღების დადასტურება, კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება. სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების დაფიქსირება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცნობილი იქნეს მოსარჩელე მამის დ---------------–---–-ს პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრედ და დანატოვარი ქონების 1/3 წილის მესაკუთრეთ. უძრავი ქონება მდებარე შემდეგ მისამართზე მცხეთა სოფელი მისაქციელი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 80 კვ.მ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1700 კვ.მ.
1.2. მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი.
1.3. დაევალოს მოპასუხეს გ------------–---–ს მის მიმართ ხელშეშლის აღკვეთა კერძოდ თავისუფლად ფლობდეს (განკარგოს) სამკვიდრო ქონებაში შემავალ მის წილზე. სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი.
1.4. ცვლილება იქნეს შეტანილი სამკვიდრო მოწმობაში (სამკვიდრო მოწმობა #1--------) დამოწმების თარიღი 20/01/2012 (ნოტარიუსი თ------------------- კერძოდ მოპასუხის გ------------–---–ის წილის ნაწილში და მის წილად ½ ნაცვლად მიეთითოს 1/3-დი.
მოსარჩელის განმარტებით მამასთან დ---------------–---–-------------------------------------------–---–------ ერთად დაიბადა და გაიზარდა და ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენდა კომლის ქონებას და კომლის ერთადერთ წევრად გარდაცვალებამდე ფიქსირდებოდა მამა დ---------------–---–-. 2005 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა მამა დ---------------–---–-. 2016 წლის 21 მარტს მიმართა ქ. მცხეთა სამხდროს ქუჩა #12-ში მდებარე სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი თ----------------იძე და მოითხოვა, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ მამის მიერ დანატოვარი ქონებიდან საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მის კუთვნილ წილზე 1/3-ზე. სამკვდროს მოწმობის გაცემა. აღმოჩნდა, რომ მის ძმას გ------------–---–ს 2005 წლის 22 ივლისს, ხოლო მეორე ძმას 2005 წლის 28 ივლისის მიუმართავს ნოტარიუსისთვის. 2012 წლის 20 იანვარს მის ა.წ. გარდაცვლილი დ---------------–---–-ს კუთვნილის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ½ წილზე გ------------–---–ის მიმართ გაცემულია ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა, ხოლო რ---------------–---–-- სახელზე დღემდე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა. ა.წ. გარდაცვლილის დ---------------–--ლს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე სამკვიდრო მოწმობა უნდა გაცემულიყო ქონების 1/3 წილზე აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქონება დარეგიტრირდა გ------------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით 1/2 წილზე. (იხ სარჩელი)
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე რ---------------–---–- სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას არ გამოცხადდა, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო და ადგილი (იხ. განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ) მის მიერ არც შესაგებელი არ არის წარმოდგენილი და უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან მიმართებაში. ხოლო მოპასუხე გ------------–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს მხარს უჭერს წარმოდგენილ შესაგებელს, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სკ-ის 130-ე და 1424-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ იქნა შეტანილი განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღები თაობაზე, რაზეც მას არ გამოუთქვამს სურვილი მას არ მიუღია ფაქტობრივი ფლობით ქონება, მამისეულ სახლში ცხოვროს თვითონ და მისი ძმა, ხოლო მის დას ერთი დღეც არ უცხოვრია მამისეულ სახლში. მოსარჩელეს თავის დროზე არ გამოუხატავს სურვილი სამკვიდროს მიღების კანინომდებლობით დადგენილ ვადაში, რითაც გაშვებული აქვს სამკვდროს მიღების ვადა. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა სოფელი მისაქციელი ს/კ 72.03.15.1-- დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ. შენობა #1 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია გ------------–---–ის სახელზე ½ წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. მოსარჩელე არის დ---------------–---–-ს შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 22 თებერვალს. ოჯახის და კომლის უფროსად ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო მისი მამა დ---------------–---–-, მასთან ერთად, როგორც მის სიცოცხლეში ასევე მის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა მამის სახლში და ეწეოდა მეურნეობას მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა 1000.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ. დაბადების მოწმობა, დ---------------–---–-ს გადაცვალების მოწმობა #440841. საარქივო ცნობა 19/12 აა 2016082625-03 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #811 ცნობა გაცემული მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის მცხეთის გამგებლის წარმომადგენლის მიერ, მეზობლების ახსნა-განმარტება, ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
3.1.3. დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილია, რომ 2005 წლის 22 თებერვალს გარდაცვლილი დ---------------–---–-ს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2005 წლის 22 ივლისს მიმართა გ------------–---–მა, ხოლო 2005 წლის 22 ივლისს მეორე მემკვიდრეს რ---------------–---–- კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში არ მიუმართვას. 2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა აწ. გადაცვლილი დ---------------–---–-ს კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე შვილზე გ------------–---–ზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა დღემდე გაცემული არ არის რ---------------–---–-- სახელზე, ხოლო ლ--–-----------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ირკვევა, რომ ის კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის დ---------------–---–-ს ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იხ. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (#160310724) დადგენილება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–-----------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ მოითხოვა ცნობილი იქნეს მოსარჩელე მამის დ---------------–---–-ს პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრედ და დანატოვარი ქონების 1/3 წილის მესაკუთრეთ. უძრავი ქონება მდებარე შემდეგ მისამართზე მცხეთა სოფელი მისაქციელი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 80 კვ.მ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1700 კვ.მ. მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება უძრავ ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი. დაევალოს მოპასაუხეს გ------------–---–ს მის მიმართ ხელშეშლის აღკვეთა კერძოდ თავისუფლად ფლობდეს (განკარგოს) სამკვიდრო ქონებაში შემავალ მის წილზე. სამკვიოდრო ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი. ცვლილება იქნეს შეტანილი სამკვიდრო მოწმობაში (სამკვიდრო მოწმობა #1--------) დამოწმების თარიღი 20/01/2012 ნოტარიუსი თ------------------- კერძოდ მოპასუხის გია ქოჩოარაშვილის წილის ნაწილში და მის წილად ½ ნაცვლად მიეთითოს 1/3-დი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი მოპასუხეებთან ერთად წარმოადგენს მამკვიდრებლის დ---------------–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შვილს, რის გამოც მას უფლება აქვს, მოპასუხებთან ერთად, თანაბარი წილის უფლებით მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით აღირიცხოს სადავო უძრავი ქონების
საქმის მასალების მიხედვით, საარქივო ცნობის 19/12 2016წ. აა 2016082625-03 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #811აქტის თანახმად ოჯახის და კომლის უფროსად ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ---------------–---–-. მისი გარდაცვალების თარიღია 2005 წლის 22 თებერვალი.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები; მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
დადგენილია, რომ დავით ქოჩოარაშვილს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ლ--–-----------–---–- გ------------------------–---–---- დ---------------–---–-ს გარდაცვალების თარიღია 2005 წლის 22 თებერვალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა სოფელ მისაქციელში წარმოადგენდა დ---------------–---–-ს სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის ადგილიდან. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა აწ. გადაცვლილი დ---------------–---–-ს კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე შვილზე გ------------–---–ზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა დღემდე გაცემული არ არის რ---------------–---–-- სახელზე, ხოლო ლ--–-----------–---–-ს მიერ წარმოდგენილი დიკუმენტებით არ ირკვევა, რომ მან კანონით დადგენილა ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის დ---------------–---–-ს ქონებას.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013)
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის ახსნა-განმატებას იმის თაობაზე რომ, მოსარჩელემ ამ მოვლენათა თაობაზე იცოდა, რასაც თავად მოსარჩელე არ უარყოფს მხოლოდ მაშინ გახადა სადავო აღნიშნული ქონება, 12 წლის შემდეგ. როდესაც მან დაკარგა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.
გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს; საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - განცხადებით. 2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. (15.12.2010. N4037) 3. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. (15.12.2010. N4037) ხოლო ამავე კოდექსის 178-ე მუხლის შესაბისად კი სარჩელში უნდა აღინიშნოს: ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის 1.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ცნობილი იქნეს მოსარჩელე მამის დ---------------–---–-ს პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრედ და დანატოვარი ქონების 1/3 წილის მესაკუთრეთ. უძრავი ქონება მდებარე შემდეგ მისამართზე მცხეთა სოფელი მისაქციელი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 80 კვ.მ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1700 კვ.მ. და 1.4. ცვლილება იქნეს შეტანილი სამკვიდრო მოწმობაში (სამკვიდრო მოწმობა #1--------) დამოწმების თარიღი 20/01/2012 ნოტარიუსი თ------------------- კერძოდ მოპასუხის გ------------–---–ის წილის ნაწილში და მის წილად ½ ნაცვლად მიეთითოს 1/3-დი. მაშინ როდესაც ზემოთ ხსენებული საკანომდებლო ნორმიდან გამომდინარე საქმეს არ ახლავს მტკიცებულება (სასამართლოს მხედველობაში აქვს (სამკვიდრო მოწმობა #1--------) რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; და ასევე არ არის მოსარჩელის მოთხოვნა; სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თობაზე მოპასუხის გ------------–---–ის ½ წილის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 248-ე მუხლის თანხმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის 1.1. სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება 1.4. სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნული წარმოადგენს 1.1. სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა 1.1. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
6.2. მოსარჩელის 1.2. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება უძრავ ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი. აღნიშნული სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში სადაოა მოსარჩელის მიერ მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით, რაც მამკვიდრებელის გარდაცვალებისა და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმებით უნდა იქნეს შეფასებული. სასამართლომ გამოიკვლია და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ გამოავლინა ნება მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაზე და ფაქტობრივად ვერ დაეუფლა უძრავ ქონებას და ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ერთი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. ხოლო საქმეზე დართული 2015 წლის 29 აპრილის #75 ცნობა გაცემული მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ და ასევე საქმეზე დართული მეზობლების ახსნ-განმარტება უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტს
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ (იხ. სუსგ # ას-482-455-2012, 31.05.2012წ). სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე, 544-ე, 556-ე მუხლების იდენტურ მოწესრიგებას ადგენს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები (იხ. სუსგ-ები# ას-480-454-2012, 30.04.2012წ; #ას-373-354-2013, 23.12.2013წ; #ას-964-913-2015, 12.12.2016წ; # ას-284-270-2016, 16.06.2016წ; #ას-530-506-2016, 23.09.2016წ; #ას-33-29-2017, 24.03.2017წ.).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო ჩაითვალოს მიღებულად. ისეთ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მართვაზე, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევებში, როდესაც მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებიდან (იხდის კომუნალურ გადასახადებს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ.) ირკვევა, რომ ამ ქონებას იგი თავისად მიიჩნევს“ (იხ. სუსგ # ას-483-794-09, 04/02.2010წ.) განსახილველ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ მშობლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო უძრავი ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა კუთვნილ 1/3 წილზე საკუთრების უფლება, მან ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში დაეძლია მოწინააღმდეგის პოზიცია, რაც საფუძვლად დაედებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.3. მოსარჩელის 1.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასაუხეს გ------------–---–ს მის მიმართ ხელშეშლის აღკვეთა კერძოდ თავისუფლად ფლობდეს (განკარგოს) სამკვიდრო ქონებაში შემავალ მის წილზე. სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე მცხეთა, სოფელი მისაქციელი. აღნიშნული სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე მცხეთა სოფელი მისაქციელი ს/კ 72.03.15.1-- დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ. შენობა #1 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია მოპასუხის გ------------–---–ის სახელზე ½ წილი, ხოლო მოსარჩელე ლ--–-----------–---–- რომლის რეალური წილიც განსაზღვრული არ არის და არ წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს და 1.3 სასარჩელო მოთხოვნის უფლება მას არ წარმოეშობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმ გარემოებათა დასტურად, რასაც აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–-----------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ;ვ; პუნქტისა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ--–-----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ლ--–-----------–---–- გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე კობა გოცირიძე