გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210116001521983
საქმე №2/29878-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე მ-------------ე
წარმომადგენელი მ--------------
მოპასუხეები სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო, შპს „მ----–-------------------------–---–----ა“
მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელი მ-----მ ცხოვრებაშვილი
დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობა, მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს 2016 წლის 15 სექტემბრის N-------- ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელე მ-------------ის აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე;
1.2. სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოსა და შპს „მ----–-------------------------–---–----ას“ მ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2007 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანება 81 000 ლარი;
1.3. შპს „მ----–-------------------------–---–----ას“ მ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე გასული პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასი, თვეში 750 ლარი.
(იხ, სარჩელი/ დაზუსტებული სარჩელი/ 25.06.2018წ. და 24.09.2018წ. სხდომის ოქმები)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
2016 წლის მარტიდან შპს „მ----–-------------------------–---–----აში“ განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. რევიზიის განხორციელების შემდეგ დაიდო რევიზიის აქტი N--, რითაც შპს „მ----–-------------------------–---–----ას“ მთელი რიგი დარღვევები დაუდგინდა და მითითებული დარღვევებისათვის მას დაერიცხა ფულადი სახდელი. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის წერილით N--------, მოპასუხე სსიპ „ს----–-–-------------------------–----------ომ“ მოითხოვა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარი ექიმის მ-------------ის თანამდებობიდან გათავისუფლება. სსიპ „ს----–-–-------------------------–----------ომ“ თავისი წერილით აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარ ექიმის მ-------------ეს და მოსთხოვა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება მოპასუხისათვის. 2016 წლის 10 ივლისს, შპს „მ----–-------------------------–---–----ის" მთავარმა ექიმმა მ-------------ემ თავისი მოსაზრება წარუდგინა სსიპ „ს----–-–-------------------------–----------ოს“ და აცნობა, რომ ის არ ეთანხმებოდა რევიზიის აქტს, მას საჩივრები წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში და ქ-------------–-- სამხარეო პროკურატურაში, ამის გამო საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერებულიყო შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარი ექიმის, მ-------------ის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. მოსაზრების წარდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ სსიპ „ს----–-–-------------------------–----------ოს“ თანამშრომელმა სატელეფონო საუბრისასა შპს „მ----–-------------------------–---–----ის" მთავარ ექიმს მ-------------ეს აცნობა, რომ დღის წესრიგში აქტიურად განიხილებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი. სატელეფონო საუბრიდან, რამდენიმე დღეში 2016 წლის 15 სექტემბერს, შპს „მ----–-------------------------–---–----ის" მთავარი ექიმის მ-------------ის წარმომადგენელმა N----- წერილით, დამატებით მიმართა სსიპ „ს----–-–-------------------------–------------“ და მოითხოვა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარი ექიმის მ----- ზ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თავი შეეკავებინათ, რადგან სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის წარმოება, სარევიზიო აქტის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი ექიმის მ-------------ის გათავისუფლებით დაირღვეოდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
2016 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე სსიპ „ს----–-–-------------------------–-------------მ“ გასცა ბრძანება N--------, მ-------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, ბრძანების გაცემის საფუძველი თვით ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე გაუგებარია, იგი უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მ-------------ე აღდგენილი უნდა იქნას სამსახურში. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურში დანიშვნა განხორციელდა 2007 წლის 22 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე. ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე მ-------------ე მართალია დანიშნული იქნა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარ ექიმად, მაგრამ მასთან არანაირი „შრომითი კოდექსის” და „მეწარმეთ შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რითაც განისაზღვრებოდა შრომითი უფლება-მოვალეობები და მისი ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მ-------------ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების და მისი სამსახურიდან დათხოვნის დროს ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას, კერძოდ მან 2007 წლიდან 2016 წლამდე იმუშავა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. სამსახურიდან გათავისუფლებამაც გამოიწვია ის, რომ მას მოესპო შესაძლებლობა გაესაჩივრებინა ის სამართალდარღვევის აქტები, რომლითაც მისი დირექტორის პერიოდში, შპს „მანგლისი საავადმყოფო პოლიკლინიკას“, თითქოს და ზიანი მიადგა.
მოსარჩელე მ-------------ის მიმართ დევნა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მის მიერ წარდგენილი იქნა მოსაზრება 2016 წლის 16 მაისის რევიზიის აქტთან მიმართებით. მოსარჩელემ პარალელურ რეჟიმში მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა შპს „მ----–-------------------------–---–----აში“ რევიზიის ჩატარების დროს განხორციელებული დარღვევების შესახებ პირადად დაინტერესებულიყო, რადგან მან იცოდა, რომ განხორციელებული რევიზიების მიზანი იყო რაც შეიძლება დიდი თანხები დარიცხოდა შპს „მ----–-------------------------–---–----ას“, რათა საბოლოოდ მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო და შპს „მანგლისის საავადყოფო პოლიკლინიკის“ საკუთრებაში რიცხული 7000 კვ.მ-ის ოდენობის მიწის ნაკვეთი ხელში ჩაეგდოთ და დაბა მანგლისის მოსახლეობა დარჩენილიყო სამედიცინო დაწესებულების გარეშე. გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ საჩივრები წარადგინა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მან ასევე მიმართა ქ-------------–-- სამხარეო პროკურატურასაც სადაც მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ-------------ეს, რომელსაც 2007 წლიდან 2016 წლამდე არანაირი დარღვევა არ ჰქონია და მის მიმართ არ ყოფილა არანაირი სახის დისციპლინური სახდელი გამოყენებული 2016 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით პირდაპირ გაათავისუფლეს სამსახურიდან და მის ადგილზე დანიშნეს თეთრიწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელსაც სწორედ იმავე პერიოდში რევიზიის ჩატარებისას დაერიცხა ჯარიმები, რომლის ოდენობა ბევრად აღემატებოდა შპს „მ----–-------------------------–---–----ისათვის“ დარიცხული თანხების ოდენობას, რაც დისკრიმინაციულ ქმედებად უნდა შეფასდეს, რამეთუ მოსარჩელე დაახლოებით 18000 ლარისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაშინ როცა 100000 ლარამდე დარიცხული თანხების მიუხედავად, გ------- ა--------–-–---–ს სხვა სამსახური შეუთავსეს და მისი შემოსავალი 750 ლარით გაზარდეს, თუმცაღა მოსარჩელეს იმავე სამსახურში მუშაობისათვის ხელფასსაც კი არ უხდიდნენ. მოსარჩელის მითითებით, გ------- ა--------–-–---–ი მოპასუხისათვის მისაღები კადრი მხოლოდ იმის გამო იყო, რომ ის უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერი უკანონო სახის ბრძანებას. მოსარჩელე მ-------------ეს თავის დირექტორობის პერიოდში გასაჩივრებული ჰქონდა რევიზიის აქტები სასამართლოში და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ყველა წარდგენილ საჩივარზე დავის გაგრძელების მიზნით ახლად დანიშნულმა დირექტორმა გ------- ა--------–-–---–მა ადვოკატს მინდობილობა არ გაუგრძელა, არც ახალი ადვოკატი არ აიყვანა, რის გამოც სარჩელი და საჩივარი განუხილველად დატოვა, რითაც შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ ლიკვიდაციას შეუწყო ხელი. 2016 წლის 16 მაისის N-- და 2016 წლის 10 ოქტომბრის N-- სარევიზიო აქტებით შპს „მ----–-------------------------–---–----ას“ დარიცხული აქვს დაახლოებით 65000 ლარი, რის გადახდასაც ის ვერანაირად ვერ შეძლებს და პრაქტიკულად სახელმწიფო დავალიანების დაფარვის მიზნით, სწორედ შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ ლიკვიდაცია და მისი ქონების (მიწის ნაკვეთის) რეალიზაცია მოხდება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელფასის ოდენობა განსაზღვრა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მთავარი ექიმის გ------- ა--------–-–---–ის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაში მითითებული ხელფასის ოდენობით, რადგანაც ვერ შეძლო მოეძიებინა სხვა ანალოგიურ თანამდებობაზე დანიშნული პირების ხელფასი. 2007 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე. პერიოდისათვის მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასის სახით (9 წელი = 108 თვეს) 108X750 = 81000 (ოთხმოცდაერთი ათასი) ლარი. გარდა ამისა მოსარჩელე უკანონოდ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან, რის გამოც უნდა მოხდეს მისი აღდგენა სამსახურში და მას უნდა აუნაზღაურდეს ხელფასის განაცდური 2016 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიური 750 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------------------–-------------მ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N3-- დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელებას და გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომელიც არის საწარმოს 100% წილის მფლობელი. საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტო. შპს-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რაც თავისი არსით განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხის მითითებით, სააგენტომ 2016 წლის 15 სექტემბრის N-------- ბრძანებით გამოხატა პარტნიორის ნება და მ----- ზ-----ე გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რითიც სააგენტოს არ დაურღვევია არც წესდებით და არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ წესდების 4.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პარტნიორთა ფუნქციას ახორციელებს სრულად და ერთპიროვნულად, ხოლო 4.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამფუძნებლის კომპეტენციას განეკუთვნება ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა. ამავე წესდების მე-7 პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები, რომლის შესაბამისადაც დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე. მოპასუხე სსიპ ს----–-–-------------------------–-------------მ განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხეს, ამასთან მითითებული მოთხოვნები უსაფუძვლოა, და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხის მტიცებით, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელისათვის 2016 წლის 15 სექტემბრის ბრძანების (N--------) მიღებისთანავე ცნობილი, იყო მისი გათავისუფლების საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი აღძრა სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რა დროსაც სახელფასო დავალიანებისა და განაცდურის ანაზღაურება არ მოუთხოვია და ასეთი მოთხოვნა დაყენებულია კანონით დადგენილი ორთვიანი ვადის დარღვევით თებერვლის თვეში. გარდა ზემოაღნიშნულისა პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა ავტომატურად გამორიცხავს მომდევნო მოთხოვნების საფუძვლიანობას, შესაბამისად სააგენტოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დირექტორის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N3-- დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს დებულების მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის, "ტ" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელებას და გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოს/წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილებების განხორციელების თაობაზე.
შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლოკლინიკის" დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომელიც არის საწარმოს 100% წილის მფლობელი. საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტო. შპს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო, მისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი - სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი. სააგენტომ 2016 წლის 15 სექტემბრის N1---------რძანებით გამოხატა პარტნიორის ნება და მ----- ზ-----ე გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული მოქმედებით მას არ დაურღვევია არც წესდებით და არც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
შპს "მანგლისის საავამყოფო პოლიკლინიკის" დამფუძნებელი პარტნიორი და საზოგადოების წილის 100%-ის მფლობელია სახელმწიფო, წესდების 4.1 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პარტნიორთა ფუნქციას ახორციელებს სრულად და ერთპიროვნულად და 4.2. პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად. დამფუძნებლის კომპეტენციას განეკუთვნება ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა. ამავე წესდების მე-7 პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები, „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და მითითებული წესდების თანახმად, დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე, ხოლო შპს-ს უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია მე-5 პუნქტით, კერძოდ: შპს წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, წესდების 5.1 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად მას უფლება აქვს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში განსაზღვროს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები, 6.2 პუნქტის შესაბამისად შპს - თანამშრომლებს უფლება აქვთ მიიღონ კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს ოდენობის, ხარისხისა და მნიშვნელობის ადეკვატურად, შესაბამისად მ-------------ის სახელფასო დავალიანებისა თუ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა საწარმოს 100% წილის პარტნიორი სახელმწიფო, არამედ შპს თავისი ქონების ფარგლებში.
2.2. მოპასუხე შპს „მ----–-------------------------–---–----ას“ შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ----–-------------------------–---–----ა“ ყოფილი სახაზინო საწარმოს -მ----–-------------------------–---–----ის უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრეა. საზოგადოების 100% წილის მფლობელია სახელმწიფო.
3.1.2. საწარმოს პარტნიორთა ფუნქციას სრულად და ერთპიროვნულად ახორციელებს დამფუძნებელი. წესდების 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამფუძნებლის კომპეტენციას შეადგენს ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა და მისი ანგარიშის დამტკიცება. ხოლო, 4.3. პუნქტის შესაბამისად, დამფუძნებელი თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს წყვეტს უშუალოდ ან იმ პირის მეშვეობით, რომელსაც ბრძანებით გადასცემს შპს-ს მმართველობაში.
3.1.3. შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ წესდების 5.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს, როგორც დამოუკიდებელი პირი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, საზღვრავს სამეურნეო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და განვითარების პერსპექტივებს, რის ფარგლებშიც უფლება აქვს საკუთარი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი და გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და გაფართოებისათვის დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარი შემოსავლის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები.
3.1.4. წესდების 7.1 პუნქტის თანახმად, შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს და იგი ინიშნება დამფუძნებლის მიერ. დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე. 7.2 პუნქტის შესაბამისად, დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს. 7.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მმართველობის მიმდინარე საქმეების შესრულება ეკისრება დირექტორს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.
3.1.5. შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ წესდების 7.4 მუხლის თანახმად, დამფუძნებელი უფლებამოსილია მიიღოს შინაგანაწესი დირექტორისათვის, რომელშიც დაწვრილებით იქნება კომპეტენცია განსაზღვრული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წესდება (ს.ფ. 52-60);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 99-101);
3.1.6. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანების N------- საფუძველზე შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მ----- ზ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.09.2007წ. ბრძანება N------- (ს.ფ. 51);
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–------------ დასკვნით (------------, დაკმაყოფილდა მ-------------ის მოთხოვნა და დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე მის კანონიერ მონაცემად განისაზღვრა მ-------------ე, ხოლო მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ----- ზ-----ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა გაუქმდა აღნიშვნით არასწორი სახელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.05.2016წ. დასკვნა N01/3311/დ (ს.ფ. 37-38);
3.1.8. ს-----------–-----------------------–-–-------------–------------------- განახორციელა შპს „მ----–-------------------------–---–----აში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის რევიზია და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა.
3.1.9. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა 2016 წლის 4 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი (----------, რომლითაც განმარტა, რომ ს-----------–-----------------------–-–-------------–------------------- განახორციელა შპს „მ----–-------------------------–---–----აში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის რევიზია და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 2013 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დარღვევები, რის გამოც შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 18 387.21 ლარს. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, შპს „მ----–-------------------------–---–----ა“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტოს უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია: 1) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-2 თავის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები რეაგირებისათვის და შესწავლის მიზნით გადაეგზავნილიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის; 2) სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს წინაშე დასმულიყო შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორის მ----- ზ-----ის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.07.2016წ. მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 65-67);
- ინფორმაცია (ს.ფ. 68-92);
3.1.10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2016 წლის 5 ივლისს წერილობით მიმართა სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ ს-----------–-----------------------–-–-------------–------------------- განახორციელა შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 01.05.2013-დან - 01.12.2015-მდე პერიოდში შესრულებული სამუშაოს რევიზია და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, რომლის შედეგად გამოვლენილი დარღვევბის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სსიპ ს----–-–-------------------------–-------------მ განიხილოს შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორის მ----- ზ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.07.2016წ. მიმართვა N01/51781 (ს.ფ. 16);
3.1.11. იმავე შინაარსის რეკომენდაციით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2016 წლის 29 ივლისს განმეორებით მიმართა სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს თავმჯდომარეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.07.2016წ. მიმართვა N01/58429 (ს.ფ. 63);
3.1.12. ს----–-–-------------------------–-------------მ 2016 წლის 7 სექტემბერს წერილობით მიმართა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოსთხოვო შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორის, მ----- ზ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით წარმოედგინათ, ამავე თანამდებობაზე დასანიშნი დირექტორის კანდიდატურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.09.2016წ. მიმართვა N5/46308 (ს.ფ. 93);
3.1.13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სსიპ ს----–-–-------------------------–------------, მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 8 სექტემბერს წარუდგინა გ------- ა--------–-–---–ის კანდიდატურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 08.09.2016წ. მიმართვა N01/68661(ს.ფ. 93);
3.1.14. ს----–-–-------------------------–----------ო 2016 წლის 15 სექტემბერის ბრძანების (N--------) საფუძველზე შპს „მანგლისის საავადმყოფო პოლიკლინის“ დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლდა მ----- ზ-----ე და ამავე თანამდებობაზე დაინიშნა გ------- ა--------–-–---–ი, რომელსაც ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განესაზღვრა 750 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.09.2016წ. ბრძანება N-------- (ს.ფ. 22);
3.1.15. მ-------------ემ, როგორც შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორმა გაასაჩივრა რევიზიის აქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 16 მაისის N-- რევიზიის აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომელიც სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტო განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში და მიჩნეული იქნა დასაშვებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.08.2016წ. განჩინება, საქმე N--------- (ს.ფ. 13-15);
3.1.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის N--------- კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ სარჩელი 2016 წლის 16 მაისის N-- რევიზიის აქტის გაუქმებისა და ახლი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის წარმომადგენლის (დირექტორი) გ------- ა--------–-–---–ის მიერ სარჩელზე უარის თქმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.06.2018წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადების პასუხი N02/34654 (ს.ფ.343);
3.1.17. სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს მართვაში - შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მსგავსი პროფილის 27 დაწესებულებაა. 2007-2016 წლებში აღნიშნულ დაწესებულებებიდან 12 დაწესებულებაში, ანალოგიურად შპს „მ----–-------------------------–---–----ისა“ დირექტორების შრომითი ანაზღაურება განსაზღვრული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებში დირექტორთა ხელფასის ოდენობების შესახებ (ს.ფ. 350);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მიერ დარღვეულია „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილების მე-13 მუხლის საერთო მოთხოვნების 1-ლი, მე-2, მე-4 პუნქტები და ქირურგიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებითი მოთხოვნების მე-2 პუნქტი. დარღვევის გამო, შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით შპს „მ----–-------------------------–---–----ა“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.02.2017წ. მიმართვის პასუხი (ს.ფ. 228-229)
3.2.2. შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ დირექტორის მ-------------ის გათავისუფლების ბრძანება ეფუძნება სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელებულ რევიზიასა და მის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის ნებაზე შეეწყვიტა დირექტორისათვის დავალებული საქმიანობის განხორციელება, ამდენად არ არსებობს კონკრეტული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. დავის ფარგლებში დადგენილია, რომ სამედიცინო დაწესებულების რევიზიის საფუძველზე გამოვლინდა რიგი დარღვევები, რის საფუძველზედაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სსიპ ს----–-–-------------------------–-------------მ გაათავისუფლა დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან, რისი უფლებაც პარტნიორს აქვს, როგორც დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი შესაბამისი ნორმებით, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. კონკრეტული ბრძანება ბათილად ვერ იქნება მიჩნეული ვერც სხვა საფუძვლით, რაც შეიძლება ეფუძნებოდეს სკ-ს 54-ე მუხლს. საწარმოს პარტნიორსა და დირექტორს შორის არსებული ურთიერთობა ვერ შეფასდება შრომით-სამართლებრივად, რასთან მიმართებითაც სასამართლო ფართოდ იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- რევიზიის აქტი
- ბრძანება
3.2.3. ბრძანების ბათილობის საფუძვლის არ არსებობა და შესაბამისად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა გამორიცხავს მე-3 სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, ამასთან სასმართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ვერ დარეგულირდება შრომით სამართლებრივი კანონმდებლობით და მოთხოვნა განაცდურ ხელფასზე ვერ დაექვემდებარება ანაზღაურებას, მისი უსაფუძვლობის გამო.
3.2.4. შპს „მ----–-------------------------–---–----ა“ და მ-------------ე დავალების ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებასთან მიმართებით არ შეთანხმებულან.
მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება სადავო დავალების ხელშეკრულების სასყიდლიანი ხასიათი და მხარეთა თანმხვედრი ნების არსებობა კონკრეტულ ფიქსირებულ საზღაურთან მიმართებით. უდავოა, რომ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება დავალების ხელშეკრულების არსებით პირობებთან მიმართებით არ დადებულა. ამასთან, მ-------------ე დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა პარტნიორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, რომლითაც დირექტორის ხელფასი არ განსაზღვრულა. შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ წესდების თანახმად, საწარმოს პარტნიორთა ფუნქციას სრულად და ერთპიროვნულად ახორციელებს დამფუძნებელი, რომლის კომპეტენციას შეადგენს ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა და მისი ანგარიშის დამტკიცება. წესდების 5.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს, როგორც დამოუკიდებელი პირი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, რის ფარგლებშიდაც უფლება აქვს საკუთარი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი და გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის. შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს და იგი ინიშნება დამფუძნებლის მიერ. დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს. ამდენად, მოხმობილი წესდების შესაბამისად, შპს „მ----–-------------------------–---–----ა“, როგორც დამოუკიდებელი პირი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე იღებდა მოგებას და შესაბამისად დირექტორი მასზე დაკისრებული ხელმძღვანელობითი უფლების რეალიზების გზით განაგებდა საწარმოს შემოსავლებს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასების გადანაწილების საკითხებს. აღნიშნული გარემოება სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების ფარგლებში დაადასტურა თავად მოსარჩელემაც, რომელმაც განმარტა, რომ მას როგორც დირექტორს ანაზღაურება არ მიუღია და მხოლოდ საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესაბამისად ხდებოდა გარკვეული დანამატების მიღება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის სარჩელი ეფუძნება მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას, კერძოდ მოსარჩელის მითითებით, მისგან განსხვავებით საწარმოს შემდგომ დირექტორს განესაზღვრა ფიქსირებული ხელფასი, რაც დისკრიმინაციული მიდგომაა. ამდენად, მოსარჩელე აღნიშნული საფუძვლით ადასტურებს, გარემოებას, რომ მას დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ანაზღაურება არ დანიშვნია და იგი იღებდა მხოლოდ მთავარი ექიმის გასამრჯელოს.
უდავოა, რომ მ-------------ეს კონკრეტულ საავადმყოფოში ეკავა მთავარი ექიმის პოზიცია, რასთან შეთავსებითაც ახორციელებდა საწარმოს დირექტორობას. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს 2007 წლიდან 2016 წლამდე, როგორც დირექტორს არ მიუღია ანაზღაურება, ამასთან, წესდებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მ-------------ე, როგორც საწარმოს დირექტორი უძღვებოდა საწარმოს საქმიანობას, მათ შორის უზრუნველყოფდა მიღებული მოგების შესაბამისად ხელფასების გაცემას. უდავოა ის გარემოებაც, რომ მისი დანიშვნის ბრძანებით არ განსაზღვრულა ხელფასი და არც წერილობითი ხელშეკრულება არსებობს, რომლითაც დადასტურდებოდა გარკვეული ხელფასისა და მისი კონკრეტული ფიქსირებული ოდენობით არსებობა. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე თავის სარჩელს მეტწილად ამყარებს დისკრიმინაციის ფაქტს, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით ვლინდება იმ გარემოებით, რომ მის შემდგომ დირექტორს დაენიშნა ხელფასი იმავე დავალების შესასრულებლად, რასაც იგი ასრულებდა წლების მანძილზე ანაზღაურების გარეშე. ასევე, გარემოება, რომ შეთანხმება მხარეთა შორის ანაზღაურებასთან მიმართებით არ ყოფილა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საწარმოს ბიზნეს-გეგმითაც, რომლითაც 2010 წელს, ხელფასის სახით გასაცემი ფიქსირებული თანხა, მ-------------ეზე, როგორც უფროს ექიმზე, განსაზღვრული იყო 140 ლარი, ბიზნეს გეგმის ფარგლებში ხელფასი ფიქსირებული სახით განსაზღვრული იყო საწარმოში დასაქმებული 32 თანამშრომლიდან მხოლოდ 10 თანამშრომელზე, ხოლო 22 თანამშრომლის ხელფასი დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე, ამდენად, 2010 წელს მ-------------ის მიერ შედგენილი ბიზნეს-გეგმა არ ითვალისწინებდა დირექტორის ანაზღაურებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოპასუხის პოზიციას ანაზღაურებაზე შეთანხმების არ არსებობასთან მიმართებით. ზემოთ აღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება დირექტორის მოვალეობის შესრულების ანაზღაურებასთან მიმართებით არ დადებულა.
სასამართლო ანაზღაურების საკითხის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს მ-------------ის 2009 წლის მიწერილობაზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ გამოთქვა პრეტენზია ანაზღაურების არ არსებობასთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული წერილის ადრესატი იყო არა უშუალოდ პარტნიორი, არამედ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში საწარმოს დირექტორთან არ ყოფილა. ამავდროულად, დირექტორის ანაზღაურების არ არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მ-------------ეს 9 წლიანი დირექტორობის პერიოდში ანაზღაურება არ მიუღია, თუმცა მაინც აგრძელებდა ხელმძღვანელობას. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, წესდებისა და კანონმდებლობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ დირექტორი თავად განსაზღრავდა თავის ანაზღაურებას საწარმოს შემოსავლების შესაბამისად, რაც გამორიცხავს დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნას. აღნიშნულს ადასტურებს, სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს 27.01.2017წ. პასუხი, რომლის თანახმად, 2007-2016 წლამდე მდგომარეობით სააგენტოს მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავდა დირექტორი ინდივიდუალურად, საზოგადოების სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წესდება;
- ბრძანება;
- ბიზნეს-გეგმა (ს.ფ. 254-271);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 27.01.2017წ. წერილის პასუხი (ს.ფ. 245);
3.2.5. მ-------------ის მიმართ შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ პარტნიორების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ჰქონია. გარემოება, რომ საწარმოს შემდგომ დირექტორს განესაზღვრა ფიქსირებული ხელფასი, ვერ მიიჩნევა აპრიორი დისკრიმინაციულ ქმედებად, რამეთუ მ-------------ის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე განხორციელდა წინა პერიოდში (2007წ.), რა პერიოდშიც სააგენტოს ანალოგიური მიდგომა ჰქონდა მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების ანაზღაურებასთან მიმართებით, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემებითაც, რომლის შესაბამისადაც 27 დაწესებულებიდან 12 დაწესებულებაში, სადაც დირექტორები საქმიანობას ახორციელებდნენ ანალოგიურ პერიოდში განსაზღვრული არ არის ანაზღაურება, რაც ამ მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის მტკიცებას მის მიმართ არსებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებში დირექტორთა ხელფასის ოდენობების შესახებ (ს.ფ. 350);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 720-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 91, 47-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოხმობილი ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. 47-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
მე-9 მუხლის 71 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება.
მოხმობილი ნორმა აზუსტებს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას და შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე კანონის მითითება არ განაპირობებს მასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად მიჩნევას, არამედ, იგი ე.წ სასამსახურო ხელშეკრულებაა, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, შესაბამისად, საწარმოს დირექტორთან დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსში უნდა იქნას მოძიებული. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამეწარმეო იურიდიულ პირს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთანავე, 720-ე მუხლის კონტექსტში, როდესაც მარწმუნებელი საწარმო დაქირავებულ დირექტორთან წყვეტს სამართლებრივ ურთიერთობას, ამ დროს გამოვლენილი ნების ცალმხრივობა, სასამართლოს მოსაზრებით, შეიძლება მხოლოდ „კანონით დადგენილ წესთან და აკრძალვებთან“ შესაბამისობაში შემოწმდეს (სკ-ის 54-ე მუხლი) (იხ. სუსგ. დაქმე Nას-319-302-2017, 28.07.2017წ.).
ანალოგიური განმარტებაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-882-832-2015, რომლის მიხედვითაც „საწარმოს დირექტორისათვის საწარმოს მართვის, ქონების განკარგვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ, პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი. აღნიშნულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონთა მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს თუ არა. ამასთან, დირექტორის საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა და იგი ვერ გაუთანაბრდება საწარმოს მიერ დაქირავებულ სხვა დასაქმებულთან ურთიერთობას, რომელიც სწორედ შრომითი კანონმდებლობით რეგულირდება.“
ამდენად, მოხმობილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი მახასიათებელი ადასტურებს, რომ დირექტორსა და საწარმოს პარტნიორს შორის არსებობს არა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ ე.წ. სასამსახურე ხელშეკრულება, რომელიც შინაარსობრივად მსგავსია სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულ დავალების ხელშეკრულებასთან, ამასთანავე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტნიორებისა და დირექტორის ურთიერთობა რეგულირდება საწარმოს წესდებითა და კანონით, ასევე დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ წესდებითა და ხელშეკრულებით არ იქნა რეგულირებული ესა თუ ის საკითხები, იგი უნდა დარეგულირდეს არა შრომით სამართლებრივი წესებით, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.
6.2. უმთავრესი ნიშანი, რაც განასხვავებს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან მოვალეობათა შესრულებას, ეს არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით): საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას.
პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულ-სამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საზოგადოებასა და დირექტორს შორის სასამსახურო ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა.
თუკი დამტკიცდება დირექტორსა და საზოგადოებას შორის დადებული დავალების სასყიდლიანი ხასიათი, მაშინ ზემოხსენებული დანაწესი (თანხმობის აუცილებლობა) ზეპირი ფორმით დადებული სასყიდლიანი ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ სასამსახურო ხელშეკრულების არსებით პირობას მათ შორის გასამრჯელოზე შეთანხმება წარმოადგენს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის ძირითად შედავებაზე, რომელიც გასამრჯელოს შეეხება. შესაგებლის თანახმად, მოპასუხე სასყიდელზე შეთანხმებას უარყოფს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ, რომელიც წარმართავდა სამედიცინო დაწესებულებას თავად დაინიშნა ხელფასი. ამ შედავებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით განსახილველი დავის მტკიცების საგანს წარმოადგენს: ა) სასამსახურო ხელშეკრულება ითვალისწინებდა თუ არა გასამრჯელოს; ბ) გააჩნია თუ არა კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ დავალიანება (იხ. სუსგ. საქმე Nას-650-606-2017, 03.11.2017წ.).
სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საწარმოს ყოფილი დირექტორის მოთხოვნის კანონიერება, რომელიც შეეხება დირექტორობის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. თავის მხრივ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საწარმოში მისი საქმიანობა იყო ანაზღაურებადი, საზოგადოების პარტნიორთან დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მას უნდა მიეღო გასამრჯელო გაწეული მომსახურებისათვის. მოპასუხის მიერ შედავებულია კონკრეტული გარემოება და განმარტებულია, რომ ხელფასის დანიშვნა არ იყო შეთანხმებული პარტნიორებთან, შესაბამისად, არც დავალიანება გააჩნია მოპასუხეს ყოფილი დირექტორის მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალების სასყიდლიან ხელშეკრულებაზე ზეპირი ფორმით შეთანხმების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ამ თვალსაზრისით კი მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, პირიქით მხარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით, დასტურდება, რომ საწარმოს დირექტორისათვის ხელფასი განსაზღვრული არ ყოფილა, ამასვე მეტყველებს საწარმოს წესდება, რომელიც საწარმოს დამოუკიდებლობის კვალობაზე თავად შპს-ს ანიჭებს ავტონომიურობას კუთვნილი სახსრების სურვილისამებრ განაწილებასა და მოხმარებასთან მიმართებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საწარმოს ანაზღაურების მიღების გარეშე, შესაბამისად ივარაუდება, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო კონკრეტული დავის ფარგლებში დაედასტურებინა ანაზღაურებასთან მიმართებით მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მეტყველებს წესდების ჩანაწერიც და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დირექტორის უფლებამოსილება განეკარგა საწარმოს სახსრები სურვილისამებრ, მათ შორის განესაზღვრა მისი, როგორც ხელმძღვანელის ანაზღაურება მიღებული შემოსავლების შესაბამისად, ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მ-------------ე იღებდა ფიქსირებულ ხელფასს, როგორც მთავარი ექიმი 140 ლარის ოდენობით და აღნიშნული გაწერილია შესაბამისი დოკუმენტებით, ხოლო უშუალოდ დირექტორის ანაზღაურება არც წესდებით და არც მხარეთა შეთანხმებით არ არის განსაზღვრული, რაც არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მ-------------ე უსასყიდლოდ ახორციელებდა დაკისრებულ ვალდებულებას, არამედ იგი, როგორც მთავარი ექიმი იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, ასევე განკარგავდა საწარმოს შემოსავლებს, რის შესაბამისადაც მას როგორც დირექტორს შეეძლო განესაზღვრა კუთვნილი ანაზღაურება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მ-------------ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან არ განხორციელებულა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა შესაბამისმა რევიზიის აქტმა, რომელშიც განხილულია სამედიცინო დაწესებულებაში არსებული რიგი დარღვევები და გაცემულია რეკომენდაცია მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის პარტნიორების უფლებას ცალმხრივი ნების გამოვლენის პირობებში შეწყვიტონ დავალების ხელშეკრულება, ამდენად არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველები. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ძალაში დატოვება გამორიცხავს მ-------------ის თავდაპირველ პოზიციაზე აღდგენას, შესაბამისად უსაფუძვლოა მე-3 სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოთხოვნილია განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნა გამორიცხულია იმ საფუძვლითაც, რომ კონკრეტული ურთიერთობა არ წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას და შესაბამისად მისი რეგულირებისათვის შრომის სამართლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია.
6.3. ასევე, უარსაყოფია მ-------------ის არგუმენტი მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებითაც. იგი ასევე წინააღმდეგობრივია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საზღაურის ანაზღაურებას, კერძოდ ერთის მხრივ მხარე აპელირებს ანაზღაურების მიუღებლობაზე, ხოლო მეორეს მხრივ დისკრიმინაციაზე მითითება ხელფასის არ არსებობის საფუძვლით ერთმანეთთან შეუთავსებელია. სასამართლო მოიხმობს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნორმატიული დანაწესს, რომლითაც საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა ფორმა. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება ამ ფაქტზე მიმთითებელ მხარეს - დირექტორს სსკ-ის 3633 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ნორმის დანაწესით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო, ის ფაქტი, რომ საწარმოს შემდგომ დირექტორს დაენიშნა ფიქსირებული ანაზღაურება არ წარმოადგენს დირექტორის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-838-784-2017, 31.07.2017წ.) . მ-------------ის მიმართ შპს „მ----–-------------------------–---–----ის“ პარტნიორების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ჰქონია. გარემოება, რომ საწარმოს შემდგომ დირექტორს განესაზღვრა ფიქსირებული ხელფასი, ვერ მიიჩნევა აპრიორი დისკრიმინაციულ ქმედებად, რამეთუ მ-------------ის დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე განხორციელდა წინა პერიოდში (2007წ.), რა პერიოდშიც სააგენტოს ანალოგიური მიდგომა ჰქონდა მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების ანაზღაურებასთან მიმართებით, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემებითაც, რომლის შესაბამისადაც 27 დაწესებულებიდან 12 დაწესებულებაში, სადაც დირექტორები საქმიანობას ახორციელებდნენ ანალოგიურ პერიოდში განსაზღვრული არ არის ანაზღაურება, რაც ამ მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის მტკიცებას მის მიმართ არსებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი (იხ. ს.ფ. 29-30).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებასთან მიმართებით. ამასთან სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად მიიჩნევს მოსარჩელეს დააკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რამეთუ სარჩელისა და დაზუსტებული სარჩელის აღძვრისას სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მოთხოვნები და ისინი შეესაბამებოდნენ საპროცესო ნორმებს, შესაბამისად დამატებით აღარ არსებობს ბაჟის დაკისრების საჭიროება (იხ. სუსგ. საქმე Nას-650-606-2017, 03.11.2017წ.).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------ის სარჩელი - 2007 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანება 81 000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების, სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს 2016 წლის 15 სექტემბრის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელე მ-------------ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და 2016 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე გასული პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის სახით, თვეში 750 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე