გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/7852-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2--8 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - კა---–-----------ა
წარმომადგენლები - გი----------------ე, შა-–------------ე
მოპასუხეები - ჯი-–--------------ა, ნი-------------ა, მა--------–---ე
წარმომადგენელი - ჯი-–--------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჯი-–--------------ას მოსარჩელე კა---–-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ჯი-–--------------ა (პ/N-----------) ცნობილ იქნეს მოპასუხე მა--------–---ის (პ/N-----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ს------–-------------------–--------------------------–------------, ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0-- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
1.3. ჯი-–--------------ა (პ/N-----------) ცნობილ იქნეს მოპასუხე მა--------–---ის (პ/N-----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
1.4. მოპასუხე ჯი-–--------------ასთვის კ----–----------ას სასარგებლოდ დაკისრებული 25 000 აშშ დოლარის გადახდევინება მოხდეს მეუღლეების ჯი-–--------------ასა და მა--------–---ის საერთო ქონებებიდან, მდებარე მისამართზე:
ა) ქალაქი თბილისი, ს------–-------------------–--------------------------–------------, ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--;
ბ) ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11-
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ჯი-–--------------ას გააჩნდა კ----–----------ას ვალი, რომლის დაბრუნების მიზნით 2--6 წლის 10 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შერულების ვადა განისაზღვრა 2--7 წლის 10 აპრილამდე.
ჯი-–--------------ასათვის გადაცემული თანხა მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 2--0 წლის 15 ივლისს მისი კუთვნილი ბინის გაყიდვის შედეგად, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის 48. კორპ. 1, ბინა 17-ში. უძრავი ქონება გასხვისდა 27 000 აშშ დოლარად, საიდანაც 25 000 აშშ დოლარი გადასცა ჯი-–--------------ას.
ჯი-–--------------ამ მისთვის გადაცემული თანხა მოახმარა ოჯახის საერთო ინტერესს, შეიძინეს თბილისში, შერმადინის N18/8-ში მდებარე უძრავი ქონება.
ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა ჯი-–--------------ას მხრიდან ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით ქონების გასხვისება. იგი ფიქტიურად განქორწინდა მეუღლესთან და თანხის გადახდის ვალდებულებისათვის თავის ასარიდებლად გაასხვისა კუთვნილი ბინა. გარდა ამისა, მეორე სადავო ქონება, მოპასუხეების - ჯი-–--------------ასა და მა--------–---ის შვილს, ნი-------------ას, შეძენილი ჰქონდა შპს ,,ვილასეტი“-საგან თვალთმაქცური გარიგებით. სინამდვილეში ნი-------------ას ნაცვლად ჯი-–--------------აა შპს-სთან დადებული გარიგების მონაწილე, მეუღლესთან მა--------–---ესთან ერთად და შესაბამისად, მეუღლეები არიან ქონების შემძენები, ხოლო მათი შვილის, ნი-------------ას, შემოყვანა ამ ურთიერთობებში მოპასუხეებს დასჭირდათ სწორედ მოსარჩელის ვალისაგან ამ ქონების დასაცავად. მოპასუხეები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და მათი განქორწინება ასევე მოჩვენებით მოხდა. მოპასუხე ჯი-–--------------ა თავის შესაგებელში მისამართად უთითებს მა--------–---ის საკუთრებაში არსებული ქონების მისამართს. ისიც საყურადღებოა, რომ სარჩელში სწორედ ეს მისამართია ორივე მოპასუხის მისამართად მითითებული და მოპასუხეებს გზავნილი ამ მისამართზე ჩაბარდათ.
(იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 3-8, დაზუსტებული სარჩელი, ტომი II ს.ფ. 12-24, მოისმინეთ 2--8 წლის 17 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, ტომი II, ს.ფ. 1-9, 150, დრო 15:1-:53 – 15:33:00).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯი-–--------------ამ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა შესაგებელი თანხის დაკისრების ნაწილში და მოთხოვნა აღიარა 2- 000 აშშ დოლარის ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ცდილობს სურათი ისე დახატოს თითქოს 2--0 წელს ასესხა გარკვეული თანხა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მოსარჩელესთან ვალის აღიარების ხელშეკრულება დადებულია 2--6 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო ჯი-–--------------ა და მა--------–---ე განქორწინებულები არიან 2--- წლის 0- აპრილიდან, შესაბამისად, ჯი-–--------------ას მიერ მოსარჩელისაგან ნასესხები თანხა მა--------–---ის ინტერესებს ვერ მოხმარდებოდა.
მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რატომ არიან ჯი-–--------------ა და მა--------–---ე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები, მაშინ როდესაც ნი-------------ა აღნიშნულ ბინას ყიდულობდა, იყო არასრულწლოვანი და ჯი-–--------------ამ განახორციელა კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობა.
რაც შეეხება მეორე სადავო ბინას, მხარეება გამოხატეს თავისუფალი ნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე და გაუგებარია, რა საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე აღნიშნული ბინის ჯი-–--------------ას საკუთრებაში აღრიცხვას, მაშინ როდესაც არც ფაქტობრივი და არც ფორმალური თვალსაზრისით არაფერი აკავშირებს მოპასუხეს.
მოსარჩელე ასევე ვერ ასაბუთებს 2--- წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების უკან რა გარიგება დგას. მოსარჩელე ფანტაზიის გამოყენებით ცდილობს ისე დახატოს ვითარება თითქოს ჯი-–--------------ამ 2--0 წელს ისესხა მისგან თანხა და იმისათვის, რომ ეს თანხა არ გადაეხადა, ქონება გაასხვისა ყოფილ მეუღლეზე. საქმის მასალებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ჯი-–--------------ამ მოსარჩელისაგან ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად ისესხა 2- 000 აშშ დოლარი და აიღო 25 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება.
2.2. მოპასუხეებმა მა--------–---ემ და ნი-------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
მოპასუხე მა--------–---ის განმარტებით, ჯი-–--------------ასთან განქორწინებულია 2--- წლის 0- აპრილიდან. მოსარჩელესთან ვალის აღიარების ხელშეკრულება დადებულია 2--6 წლის 10 ოქტომბერს. ვინაიდან მა--------–---ე და ჯი-–--------------ა მეუღლეები აღარ არიან, ბუნებრივია ჯი-–--------------ას მიერ მოსარჩელისაგან ნასესხები თანხა მა--------–---ის ინტერესებს ვერ მოხმარდებოდა. გარდა ამისა, მის მიერ შეძენილი ქონება ვერ ჩაითვლება ჯი-–--------------ას საკუთრებად.
(იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 65-67, 76-78, , დაზუსტებული შესაგებელი, ტომი II ს.ფ. 108-111, 127-128, მოისმინეთ 2--8 წლის 17 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, ტომი II, ს.ფ. 150, 152, დრო 15:34:03 – 15:46:30).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--6 წლის 10 ოქტომბერს ჯი-–--------------ასა და კ----–----------ას შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯი-–--------------ამ იკისრა 25 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება 2--7 წლის 10 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--6 წლის 10 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 17-1-);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხე ჯი-–--------------ამ 2--6 წლის 10 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეასრულა.
კ----–----------ას მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 2--7 წლის 11 აპრილს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარი. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 12- ლარი.
მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 10/08/2--7 წელს განხორციელდა ჯი-–--------------ას საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის - S------------- 2-22, ნომერი: 24--------- რეალიზაცია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--7 წლის 29 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე მყიდველმა მოძრავი ნივთი შეიძინა - 910 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ტომი II, ს.ფ. 5-7);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხეები ჯი-–--------------ა და მა--------–---ე 2--- წლის 0- აპრილამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მოპასუხე ნი-------------ა არის ჯი-–--------------ასა და მა--------–---ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 73);
- დაბადების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სადავო უძრავი ქონებები, მდებარე მისამართზე - ა) ქალაქი თბილისი, ს------–-------------------–--------------------------–------------, ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--; ბ) ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11- - დღეის მდგომარეობით აღრიცხულია მოპასუხე მა--------–---ის სახელზე.
მაკა ფაილოძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 27 აგვისტოსა და 2--7 წლის 06 მარტს, კერძოდ ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11--ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11-, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის 2--- წლის 27 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო ქალაქი თბილისში, ს------–-------------------–--------------------------–-------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ნი-------------ასა და მა--------–---ეს შორის 2--7 წლის 06 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებამდე, ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11--ში მდებარე უძრავ ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯი-–--------------ა, რომლის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2--0 წლის 0- მარტის ჩუქების ხელშეკრულება. ხოლო ქალაქი თბილისში, ს------–-------------------–--------------------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--, მესაკუთრეს წარმოადგენდა ნი-------------ა, რომლის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარმოადგენდა 2--- წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 24-27, 29-30);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 22-23, 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. მოპასუხე ჯი-–--------------ას რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს თბილისი, ს-------------–--------------------------;
მისამართი - ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, რომელზეც მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი, სასამართლო უწყება და შეტყობინებები გაეგზავნათ სწორია და წარმოადგენს მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართს.
სწორედ აღნიშნული მისამართები იქნა მითითებული მოპასუხეთა მიერ მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინების ბარათები (ტომი I, ს.ფ. 61-62, 175-184).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ჯი-–--------------ას დავალიანება კ----–----------ას მიმართ შეადგენს - 24 711,33 აშშ დოლარს;
მხარეები არ დავობენ, რომ ჯი-–--------------ამ დაარღვია ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადააცილა თანხის გადახდის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან შემდეგს:
- კ----–----------ას მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 2--7 წლის 11 აპრილს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარი. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 12- ლარი.
მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 10/08/2--7 წელს განხორციელდა ჯი-–--------------ას საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის - S------------- 2-22, ნომერი: 24--------- რეალიზაცია და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--7 წლის 29 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე მყიდველმა მოძრავი ნივთი შეიძინა - 910 ლარად.
- კრედიტორის კ----–----------ას განცხადების თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.
- რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან 690 ლარი ხელშეკრულების მიხედვით წარმართა არსებული დავალიანების დასაფარად.
სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის თანახმად, აღსასრულებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, ხოლო საფასური 264,33 ლარს. ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან - 910 ლარიდან, რაც გადახდის დღისათვის - 2--7 წლის 10 აგვისტოს არსებული კურსის შესაბამისად შეადგენდა 380,7- აშშ დოლარს (910/2,3902), - 288,67 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში - 690 ლარით დაიფარა ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხით 92,05 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში - 22- ლარი (910-690) დაიფარა სააღსრულებო წარმოების ხარჯები;
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანების ოდენობა შეადგენს 24 711,33 აშშ დოლარს (25000-288,67).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება;
- სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები;
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახეზეა ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის განქორწინების ფაქტის ფიქციურეობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას ჰპოვებს სულიერი, ზნეობრივი, ასევე, პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისთვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა, შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს. როგორც აღინიშნა, კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის 1151-ე მუხლი), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მეუღლეთა მიერ ოჯახის შექმნა უნდა გამოიხატოს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტით, ან ასეთი კავშირის რღვევა განქორწინების რეგისტრაციის ფაქტით. ამის კონკრეტული გამოვლინებაა ფიქციური ქორწინებიდან თუ განქორწინებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. თუ ქორწინებას ან განქორწინებას არ ახლავს მათი რეალური მიზანი და მისი განხორციელება, იგი ფიქტიური ურთიერთობაა.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგები. ეს დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებში. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. იმ პირობებში, როდესაც მხარე ადასტურებს განქორწინების ფაქტს, მაგრამ მიუთითებს, რომ განქორწინება ფიქციური იყო, ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებამდე იმ მხარის სასარგებლოდ, რომელიც ამტკიცებს, რომ განქორწინება ფიქციური არ ყოფილა მოქმედებს პრეზუმფცია, რომ განქორწინება რეალური იყო. იურიდიული თვალსაზრისით, ფაქტი განქორწინების რეგისტრაციის შესახებ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა და მათ ერთმანეთის მიმართ აღარ გააჩნიათ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე ჯი-–--------------ა მა--------–---ესთან განქორწინების შემდეგ ცხოვრობს მასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა სხვა ოჯახის შექმნის ფაქტი. მისამართი - ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, რომელზეც მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი, სასამართლო უწყება და შეტყობინებები გაეგზავნათ სწორია და წარმოადგენს მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართს.
სწორედ აღნიშნული მისამართები იქნა მითითებული მოპასუხეთა მიერ მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ერთიდაიგივე მისამართზე ცხოვრების პირობებში, მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც მა--------–---ესთან განქორწინების ფიქციურობას უარყოფდა.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შეტყობინებების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც მოსარჩელე კ----–----------ა სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის მიზნით მიმართვდა მოპასუხე ჯი-–--------------ას. შეტყობინებები იგზავნებოდა ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11--ში. გზავნილი ერთ შემთხვევაში ჩაბარდა ჯი-–--------------ას (ტომი I, ს.ფ. 17--175), ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ადრესატის ოჯახის წევრს (დედა) მ--------------------ას. (ტომი I, ს.ფ. 176-184);
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მსჯელობა წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. ერთი მხრივ, მხარე განქორწინების საფუძვლად სხვა ოჯახის შექმნას უთითებს, ხოლო მეორე მხრივ, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოპასუხეები დღეის მდგომარეობითაც ერთ მისამართზე ცხოვრობენ.
ქორწინებისა თუ განქორწინების, ისევე, როგორც პირის მიერ სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მიმართ, ნების გამოვლენის ფიქტიურობაზე მსჯელობა ნიშნავს, რომ ნების გამოვლენა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამისათვის დადგენილი ფორმით, თუმცა პირს რეალურად არ სურდა იმ სამართლებრივი შედეგის დადგომა, რისკენაც იყო მიმართული ნების გამოვლენა. შესაბამისად, მეუღლეთა ფიქტიურად განქორწინება გულისხმობს განქორწინების რეგისტრაციას იმგვარად, რომ მეუღლეები ფაქტობრივად არ წყვეტენ საოჯახო ურთიერთობას და იქმნება განქორწინების ფიქცია მესამე პირთათვის (მათ შორის სახელმწიფოსათვის).
მოპასუხემ ვერ შეძლო აგრეთვე იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომელიც ეხება ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისათვის სესხის აღებას.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო თანხა მიღებული ჰქონდა 2--0 წლის 15 ივლისს მისი ბინის გაყიდვის შედეგად, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ბ------------–--–---------------------------ში. ბინა გაიყიდა 27 000 აშშ დოლარად, მაკლერის მეშვეობით. ჯი-–--------------ა მოსარჩელეს უწევდა საადვოკატო მომსახურებას დავაში სადაც კ----–----------ას ყოფილი მეუღლე სთხოვდა ალიმენტის გადახდას. აღნიშნულ პერიოდში ვინაიდან იდგა ბინის დაყადაღების საშიშროება, ქონება აღირიცხა ჯი-–--------------ას სახელზე მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე. მითითებული ბინა გაიყიდა ერთი წლის შემდეგ 2--0 წლის 15 ივლისს და კომუნალური გადასახადების დავალიანება გადაიხადა კ----–----------ამ. ბინის გაყიდვის შემდეგ ჯი-–--------------ამ მოსარჩელეს შესთავაზა ეს თანხა მისთვის გადაეცა, რომელიც მოახმარა ოჯახს.
სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო მოპასუხე მხარის პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მის მიერ მოხდა მხოლოდ იმის მითითება, რომ ვალდებულება 2--0 წელს არ წარმოშობილა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე თავისი ახსნა-განმარტებითაც კი არ ახდენს სათანადოდ შედავებას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით უთითებს, საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, კომუნალური გადასახადების ამონაწერზე, მოთხოვნამდე ანაბრის ხელშეკრულებაზე და თანხის ჩარიცხვის ქვითრებზე.
საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2--- წლამდე კ----–----------ას სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - თბილისი, ქუჩა ბ------–--–--------------------------------; 2--- წლის 22 აგვისტოს კ----–----------ასა და ჯი-–--------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ჯი-–--------------ას სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის საფასური, რომლის მიხედვითაც მყიდველმა სრულად გადასცა გამყიდველს ბინის საფასური 30 000 ლარი. თავის მხრივ, ჯი-–--------------ამ 2--0 წლის 15 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა 30 000 ლარად.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნამდე ანაბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხე ჯი-–--------------ას მიერ 2--0 წლის 15 ივლისს სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ანაბარზე შეტანილი იქნა 22 000 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 3000 აშშ დოლარი (ტომი I, ს.ფ. 163-165).
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ცდილობს სურათი ისე დახატოს თითქოს 2--0 წელს ასესხა გარკვეული თანხა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. კ----–----------ასთან ერთად აწარმოებდა ერთობლივ ბიზნეს საქმიანობას და მოსარჩელემ სწორედ ამ საქმიანობაში ჩადო 2- 000 აშშ დოლარი, ხოლო მან აიღო სარგებელთან ერთად 25 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხემ წარმოადგინა 2--- წლის 22 აგვისტოს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც კ----–----------ა აღიარებს ჯი-–--------------ასაგან ბინის ღირებულების 40 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს. მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული ხელწერილი ადასტურებს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დავალიანების წარმოშობის თარიღი არ უკავშირდება 2--0 წელს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2--- წლის 22 აგვისტოს კ----–----------ასა და ჯი-–--------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის საფასური, რომლის მიხედვითაც მყიდველმა სრულად გადასცა გამყიდველს ბინის საფასური 30 000 ლარი. ხოლო რაც შეეხება წარმოდგენილ ხელწერილს, მასში ნასყიდობის საგნის საფასურად მითითებულია 40 000 აშშ დოლარი, რაც ბევრად აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასს.
გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოპასუხეს ასეთივე წარმატებით შეეძლო ვალდებულების აღების პერიოდისა და ბიზნეს საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მას არ განუხორციელებია, ამდენად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტების დადასტურება.
ასევე საგულისხმოა, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება განქორწინების თაობაზე, რომელზე მითითებითაც ცდილობს უარყოს 2--0 წლიდან 2--6 წლამდე (ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებამდე) პერიოდისათვის მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც ეხება კ----–----------ას მხირდან მისთვის თანხის გადაცემას.
აღნიშნული გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოპასუხის მსგავსი მითითებები მომდინარეობს არა მხარეთა შორის არსებული რეალური ურთიერთობიდან, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხე გარემოებებს აფასებს მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის სურვილიდან გამომდინარე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2--0 წელს, რის საფუძველზეც შედგა 25 000 აშშ დოლარზე ვალის აღიარების შეთანხმება 2--6 წლის 10 ოქტომბერს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის არსებული განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2-07 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2-07წ. -ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 2---ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 2---ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
ჯი-–--------------ას, მა--------–---ისა და ნი-------------ას მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 2---ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“ . სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 2-6-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
მოპასუხე ჯი-–--------------ა არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ კ----–----------ას სადავო თანხა მიღებული ჰქონდა 2--0 წლის 15 ივლისს მისი ბინის გაყიდვის შედეგად, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ბ------------–--–---------------------------ში. ბინა გაყიდული იქნა 27 000 აშშ დოლარად, მაკლერის მეშვეობით. ჯი-–--------------ა მოსარჩელეს უწევდა საადვოკატო მომსახურებას დავაში სადაც კ----–----------ას ყოფილი მეუღლე სთხოვდა ალიმენტის გადახდას. აღნიშნულ პერიოდში ვინაიდან იდგა ბინის დაყადაღების საშიშროება, ქონება აღირიცხა ჯი-–--------------ას სახელზე მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე. მითითებული ბინა გაიყიდა ერთი წლის შემდეგ 2--0 წლის 15 ივლისს და კომუნალური გადასახადების დავალიანება გადაიხადა კ----–----------ამ. ბინის გაყიდვის შემდეგ ჯი-–--------------ამ მოსარჩელეს შესთავაზა ეს თანხა მისთვის გადაეცა, რომელიც მოახმარა ოჯახს.
მოპასუხეების მა--------–---ისა და ნი-------------ას შედავება კი შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა (იხ. შესაგებელი, ტომი II).
ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, ხოლო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2--0 წელს, რის საფუძველზეც შედგა 25 000 აშშ დოლარზე ვალის აღიარების შეთანხმება 2--6 წლის 10 ოქტომბერს. მოპასუხეების შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს.
3.2.4. მხარეთა შორის სადავოა აგრეთვე მოხმარდა თუ არა კ----–----------ასა და ჯი-–--------------ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნახსენები ფულადი თანხა ჯი-–--------------ას ოჯახის საერთო ინტერესებს და ამდენად, განხილულ უნდა იქნას თუ არა იგი მეუღლეთა საერთო ვალად, რასაც საბოლოოდ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1170‐ე მუხლის მე‐2 ნაწილით დადგენილი წესი მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების მიქცევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ იმ გარემოების მტკიცების ვალდებულება მოხმარდა თუ არა თანხა ოჯახის საერთო ინტერესებს დააკისრა მოსარჩელეს, იმ მოსაზრების გამო, რომ მოსარჩელის ინტერესს მეუღლეთა თანასაკუთრებაზე გადახდევინების მიქცევა წარმოადგენდა, რომლის სამართლებრივ მოწესრიგებასაც გვთავზობს სამოქალაქო კოდექსის 1170‐ე მუხლის მე‐2 ნაწილი. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ნორმა გამსესხებლის სასარგებლოდ ფაქტების პრეზუმფციას არ შეიცავს, წარმოიშობა ის საპროცესო სამართლებრივი შედეგი, რომ სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სარწმუნოდ, რომ ხელწერილში ნახსენები ფულადი თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს/ოჯახის კეთილდღეობას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.07.2--3წ.‐ის განჩინება საქმეზე Nას‐525‐499‐2--3).
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მთავარ არგუმენტს გადაცემული თანხის ჯი-–--------------ას ოჯახის საერთო ინტერესების მოხმარებაზე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჯი-–--------------ამ გადაცემული თანხით 2--- წლის 21 მარტს შეიძინა უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, სოფელი დიღომი, ქუჩა შერმადინი, N18, ბინა N8, რომელიც აღრიცხა შვილის ნი-------------ას სახელზე.
იმ პირობებში, როდესაც კ----–----------ა 2--0 წელს ჯი-–--------------ასათვის გადაცემულ თანხას ბინის ყიდვას უკავშირებს, ხოლო მითითებული ბინა შეძენილი იქნა 2--- წელს, დაუსაბუთებელს ხდის განმარტებას, რომ სადავო თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს/ოჯახის კეთილდღეობას.
მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----–----------ამ მის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომელიც ეხება გადაცემული თანხის ჯი-–--------------ას ოჯახის საერთო ინტერესების მოხმარებას.
3.2.5. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ 2--- წლის 27 აგვისტოს ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დროს ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.
მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს. მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, ჯი-–--------------ამ განკარგა უძრავი ქონება, თუმცა ქონება რეალურად მყიდველს არ გადასცემია. მოპასუხეები სადავო სახლში დღემდე ერთად ცხოვრობენ. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია მაყიდველის მიერ გარიგების დადების მოტივი, იმ პირობებში, როცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის არსებული განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.
ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და იმის გათვალისწინებით რომ ჯი-–--------------ა და მა--------–---ე დღემდე ერთად ცხოვრობენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მიმართული იყო კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისაგან თავის არიდებისაკენ, რადგან ჯი-–--------------ას მხრიდან ნასყიდობის მოტივი ბუნდოვანია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 56-ე, 361-ე, 341-ე, 1158-ე, 1170-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე, 2-8-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ თანხის 2- 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 2-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ჯი-–--------------ამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა შესაგაბელი და სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 2--6 წლის 10 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 2- 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, იმ ვადაში, რაც მხარეებმა განსაზღვრეს, ანუ მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხემ დათქმულ ვადაში თანხა არ გადაიხადა, რაც კრედიტორს აძლევს მოთხოვნის უფლებას.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ჯი-–--------------ას დავალიანება კ----–----------ას მიმართ შეადგენს - 24 711,33 აშშ დოლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე აკისრია ჯი-–--------------ას.
6.4. მოპასუხემ სადავოდ გახადა დავალიანების ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ დავალიანების ოდენობა შეადგენს 3.2.1. პუნქტში მითითებულ თანხას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მხრიდან დამატებით მითითებული იქნა, რომ იმ პირობებში როდესაც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული იქნა ვალდებულების ოდენობა და მიმდინარეობს აღსრულება, მოსარჩელეს ერთმევა დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადასაწყვეტად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს - დასაშვებია თუ არა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, დარჩენილი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის აღძვრა.
ვალის აღიარების ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
კანონმდებლის მიზანს წარმოადგენდა ნოტარიატის ინსტიტუტის სამართლებრივი პოტენციის სრულად გამოყენება, სასამართლოების განტვირთვა სადავო საქმეებიდან, საკონტრაქტო ვალდებულებათა იძულებითი აღსრულების სწრაფი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება.
კანონის ძირითად არსს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, სანოტარო წესით დამოწმებულ გარიგებას, რომელიც შეიცავს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების მოთხოვნას, ექნება სააღსრულებო ძალმოსილება.
ამდენად, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქონების რეალიზაცია ემსახურება მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სასამართლოსგარეშე წარმოების წესით. ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაფარავად, აღნიშნული არ ზღუდავს მხარეს სასამართლოს მიმართოს დარჩენილი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის უფლება, მოვალის ქონების რეალიზაციის შემდგომ, დარჩენილი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არის გაქარწყლებული. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი; ბ2) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) სარჩელი შეტანილია ?? ???????? 178-? ?????? (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაშვებია როგორც მატერიალურ სამართლებრივი ისე პროცესუალური საფუძვლით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ჯი-–--------------ას განმარტებები არ წარმოადგენს კ----–----------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
როგორც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა, 2--- წლის 27 აგვისტოს ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასარჩელო წარმოების განმსაზღვრელია მხარეთა ინტერესების დაპირისპირებულობა. ამასთან, მხარეებად გვევლინებიან, მოსარჩელე, რომელმაც აღძრა სარჩელი სასამართლოში თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად და მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ამ სადაოდ გახადა მისი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელისათვის დადებითი იურიდიული შედეგის მომტანი უნდა იყოს. ასევე, აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.
მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტიელების აღსრულებაში, რომელიც ქმნის საფუძველს მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოსთვის მიმართვაში.
ჯი-–--------------ას გააჩნდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება, განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა საშუალება ეფექტური იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს სასარჩელო პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი დაკმაყოფილება კონკრეტული ზიანისათვის. შესაბამისად, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას (აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ 2--- წლის 28 ნოემბერი).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს სადავო უძრავ ქონებებზე ჯი-–--------------ას თანამესაკუთრედ ცნობა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეული უფლებებში რეალური და ეფექტური აღდგენა.
6.6. მოსარჩელე სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობას ქორწინებას უკავშირებს, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის წინაპირობები (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაში წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას.
დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონებები დღეის მდგომარეობით აღრიცხულია მოპასუხე მა--------–---ის სახელზე.
მაკა ფაილოძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 27 აგვისტოსა და 2--7 წლის 06 მარტს, კერძოდ, ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11--ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11-, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის 2--- წლის 27 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო ქალაქი თბილისში, ს------–-------------------–--------------------------–-------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ნი-------------ასა და მა--------–---ეს შორის 2--7 წლის 06 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებამდე, ქალაქი თბილისში, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11--ში მდებარე უძრავ ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯი-–--------------ა, რომლის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2--0 წლის 0- მარტის ჩუქების ხელშეკრულება. ხოლო ქალაქი თბილისში, ს------–-------------------–--------------------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--, მესაკუთრეს წარმოადგენდა ნი-------------ა, რომლის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარმოადგენდა 2--- წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯი-–--------------ასა და მა--------–---ეს შორის არსებული განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.
მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ აყრდნობს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად ოჯახის კეთილდღეობის მიზნით.
მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი მეუღლეებს ანიჭებს თანასაკუთრების უფლებას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლის სახსრებითაა იგი შეძენილი. დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოების არსებობა. მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე მოვალეა სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამასად, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს.
საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოპასუხემ ვერ შეძლო მიეთითებინა და წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონება ქორწინების განმავლობაში არ არის შეძენილი. მოპასუხე ძირითად აპელირებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სადავო უძრავი ქონება გასხვისდა განქორწინების შემდეგ თავისუფალი ნების საფუძველზე, ხოლო როდესაც ნი-------------ა (შვილი) ყიდულობდა მეორე სადავო ბინას, ის იყო არასრულწლოვანი და მან მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობა განახორციელა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებთ სასამართლო მიიჩნევს, რომ კ----–----------ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ჯი-–--------------ა ცნობილი უნდა იქნეს მოპასუხე მა--------–---ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
დასახელებული ნორმის შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის ფულადი ვალდებულება შეიძლება დაიფაროს ორივე მეუღლის საერთო ქონებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ მიღებული თანხა ოჯახის ინტერესებს მოხმარდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----–----------ამ მის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომელიც ეხება გადაცემული თანხის ჯი-–--------------ას ოჯახის საერთო ინტერესებისათვის მოხმარებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე, როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფულადი თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ მართლზომიერად დადგა არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი.
რაც შეეხება სესხის აღების მიზნობრიობის შესახებ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მეუღლეთა საერთო ქონებად პრეზუმირებასთან კავშირში, სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ვინაიდან მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა (სკ-ის 1158-ე მუხ.), ხოლო მეუღლეთა საერთო ვალები, მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად (სკ-ის 1169-ე მუხ.) და აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (სკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწ.), სასამართლო მოსაზრებით, არ წარმოადგენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯი-–--------------ას მიერ სესხად აღებული თანხის მიზნობრიობას უპირობოდ წარმოადგენდა მისი მოხმარება ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი შეიცავს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივ რეგულირებას, პრაქტიკულად ნორმით განისაზღვრება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (ქორწინების განმავლობაში) შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა სესხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირთა წრე. ამ საკითხზე სამართლებრივი რეგულირება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1169-ე, 1170-ე მუხლებში, რომლებიც ფაქტების პრეზუმირებას, გამსესხებლის სასარგებლოდ არ შეიცავს და მეუღლეთა საერთო ქონებიდან სესხის დაფარვის მიზნებისათვის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე (მტკიცების სტანდარტზე) არ მიგვითითებენ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების 102-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესით ხელმძღვანელობა მართებულია.
საქმის მასალებით არ დგინდება ჯი-–--------------ას მიერ ხელწერილით აღიარებული 25 000 აშშ დოლარის მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის მოხმარების ფაქტობრივი გარემოება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ვალის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისა და შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
კ----–----------ას სარჩელი მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების მიქცევის ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აღნიშნული გარემოება კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ჯი-–--------------ამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2- 000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ჯი-–--------------ას უნდა დაეკისროს უარყოფილი და დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4711,33 აშშ დოლარის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 346,23 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. (4711,33 აშშ დოლარის 3%=1-1,33*2,4498 (სარჩელის აღძვრის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი);
გარდა ამისა, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 23 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ----–----------ას წარმომადგენლის შა-–------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე მა--------–---ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მდებარე მისამართზე:
ა) ქალაქი თბილისი, სო----–-------------------–----------------------------–-------------------–------------- ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--;
ბ) ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- №11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.1-.2-.0--.0-0.0-.11- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარჩელის უზრუნველყოფა სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების ღონისძიებაა, რომელიც მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება. ეს უფლებები კი შეიძლება შეიზღუდოს დავის საგნის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში კ----–----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იმ ქონებასთან მიმართებით, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხიც დასვა მოსარჩელე მხარემ, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სასამართლოს გადაწყვეტილება მესაკუთრედ აღიარების თაობაზე შეეხება უძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, მოპასუხე მა--------–---ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებების ერთ მეორედ ნაწილს.
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოყენებული უნდა იყოს სადავო ქონების მიმართ. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა უნდა მოეხსნას მა--------–---ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებების ერთ მეორედ ნაწილს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. კ----–----------ას სარჩელი ჯი-–--------------ას, მა--------–---ისა და ნი-------------ას მიმართ თანხის დაკისრების, გარიგების ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. კ----–----------ას სასარჩელო მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინების მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე ჯი-–--------------ას მოსარჩელე კ----–----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2--6 წლის 10 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 24 711,33 აშშ დოლარის გადახდა.
4. ჯი-–--------------ა (პ/N-----------) ცნობილი იქნეს მოპასუხე მა--------–---ის (პ/N-----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ს------–-------------------–--------------------------–------------, ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.7-.1-.0--.0--.0-.0-.0-- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
5. ჯი-–--------------ა (პ/N-----------) ცნობილი იქნეს მოპასუხე მა--------–---ის (პ/N-----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- N11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.1-.2-.0--.0-0.0-.11- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
6. მოპასუხე ჯი-–--------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 346,23 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი №300773150.
7. მოპასუხეებს ჯი-–--------------ას, მა--------–---ესა და ნი-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი №300773150.
8. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გაუქმდეს გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მოპასუხე მა--------–---ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ½ ნაწილზე მდებარე მისამართზე:
ა) ქალაქი თბილისი, სო----–-------------------–----------------------------–-------------------–------------- ფართი: 46.76 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.7-.1-.0--.0--.0-.0-.0--;
ბ) ქალაქი თბილისი, დ-----–--------------–------------------------–------------------------- №11-, ფართი: 45.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.1-.2-.0--.0-0.0-.11- .
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი