გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2018
საქმის ნომერი
100310118002303716
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-031-11-0-2303716

საქმე #3/8-1- წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

09.1-.20-- წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე- შპს „ ს-–---------- 2---“

წარმომადგენელი - გი------ სა-------ე, მე---- ახ------–ი.

 

მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ვლ-------- სა-–--ე.

მესამე პირი - ემ----- ჩუ-----ე.

წარმომადგენელი ნი----–---- კ-----ა.

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-7 წლის 21 სექტემბრის ბრძანება # 5----- ჭიათურაში, ნ----–---–-- ქ. #---ში ემ----- ჩუ-----ის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართზე რეკონსტრუქციის ნებართვის შესახებ.

 

1.2. მოსარჩელე შ.პ.ს. „ ს-–---------- 2---“(ს/ნ 2--------) მიუთითებს, რომ 20-8 წლის 11 იანვარს ჩაბარდათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-7 წლის 21 სექტემბრის ბრძანება #5----- „ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. #---ში ემ----- ჩუ-----ის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართზე რეკონსტრუქციის ნებართვის შესახებ “ხსენებულ მისამართზე ასევე მდებარეობს შპს „ს-–---------- 2---“-ის კუთვნილი უძრავი ქონება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაცემული ზემოხსენებული ნებართვა უხეშად ლახავს მათ საკუთრების უფლებას და გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

შესაბამისად, იძულებული არიან, მიმართონ სასამართლოს ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების მითითებისას მოსარჩელე განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის # 57 დადგენილების 33-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში თანა მესაკუთრეების თანხმობის წარმოდგენა.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, ემ----- ჩუ-----ე უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კუთვნილი 94.2 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდები: 3-.1-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--) რეკონსტრუქცია მაშინ, როდესაც მას ამ მისამართზე საერთოდ არ გააჩნია 94.2 კვ.მ ფართი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ ორ საკადასტრო კოდზე ემ----- ჩუ-----ეს ეკუთვნის არა 94.2 კვ.მ არამედ 78 კვ.მ (28.7+48.5). როგორც ირკვევა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტიდან, რეკონსტრუქციის შედეგად ხდება ემ----- ჩუ-----ის კუთვნილი ქონების ფართის ზრდა 16.2 კვ.მ -ით იმის გათვალისწინებით, რომ ემ----- ჩუ-----ის ფართი მდებარეობს შენობაში, სადაც ფართები ეკუთვნის ასევე სხვა მესაკუთრეებს, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს შენობა, წარმოადგენს ფართების მესაკუთრეთა თანასაკუთრებას მათი ინდივიდუალური საკუთრების ფართების პროპორციულად. შესაბამისად, ემ----- ჩუ-----ის საკუთრების ფართის ზრდა ავტომატურად იწვევს სხვა მესაკუთრეების წილის შემცირებას თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მდებარეობს შენობა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება“.

შესაბამისად, მოსარჩელის (როგორც შენობაში ერთ-ერთი ფართის მესაკუთრის) და შენობაში ფართების სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, მიეცა ემ----- ჩუ-----ისთვის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გულისხმობს მისი ინდივიდუალური საკუთრების ფართის ზრდას.

შენობაში ფართები ეკუთვნის ჭიათურის მუნიციპალიტეტსაც. სადაო ნებართვის გაცემით მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეამცირა მისი კუთვნილი წილი თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც ფაქტობრივად გულისხმობს შემცირებული ფართის განკარგვას.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის # 57 დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის გაცემის პრინციპებს, რომელთა შორისაც ცენტრალური ადგილი უკავია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობის ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რამდენად შეესაბამება განსახორციელებელი მშენებლობა უსაფრთხოების ნორმებს. სადაო აქტით მოპასუხემ გასცა ნებართვა შენობის მესამე სართულის ერთადერთი საევაკუაციო გასასვლელის გაუქმებაზე, რაც არღვევს მშენებლობის ნებართვის გაცემის ზემოხსენებულ პრინციპს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მთელ რიგ მოთხოვნებს და არის უკანონო. ამასთან, იგი არღვევს მესამე პირებს (მათ შორის, მოსარჩელის) კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

მოსარჩელის მოსაზრებით როგორც წარმოდგენილი პროექტიდან ჩანს, რეკონსტრუქციის შედეგად სრულიად მოიშალა პირველი და მეორე სართულების დამაკავშირებელი კიბე ყოველგვარი ალტერნატივის შექმნის გარეშე. აღნიშნული კიბე კი წარმოადგენს შენობის მესამე სართულისათვის ერთადერთ საევაკუაციო გზას, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა #N 0--------. იგივეს ადასტურებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-5 წლის 17 ივნისის წერილი #5------ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის წერილი #2655.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/ნ2--------) წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ნებართვა არის კანონიერი და ეხება ჭიათურა, ემ----- ჩუ-----ის სახელზე საკუთრებაში არსებულ ფართზე განლაგებული შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციას.

ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გათვალისწინებული იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ იქნა განხილული ემ----- ჩუ-----ის საკითხი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 20-7 წლის 21 სექტემბერს გაცემულ იქნა „ ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. # 1--ში ემ----- ჩუ-----ის საკუთრება არსებული კომერციულ ფართზე რეკონსტრუქციის ნებართვის შესახებ “ # 51 1791 ბრძანება,2.2. მესამე პირი ემ----- ჩუ-----ე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რეკონსტრუქციის შედეგად მის საკუთრებაში არსებულ ფართში გაიზარდა მხოლოდ შიდა კომერციული ფართი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სადაო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არანაირი საფუძველი მისი ბათილად ცნობისათვის არ არსებობს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ შპს „ს-–---------- 2---“-ს ეკუთვნის უძრავი ქონება მისამართზე ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. 1- საკადასტრო კოდი: (3-.1-.3-.0--.0-.5--), კერძოდ მისამართზე მდებარე შენობაში I-- სართულზე - 378.4 კვ.მ II სართულზე - 323.5 კვ.მ კიბის უჯრედები II და I-- სართულზე - 31.8 კვ.მ ამასთან, ქონება დატვირთულია სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ.

დადგენილია, რომ ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. 1- უძრავი ქონების მესაკუთრე არის ემ----- ჩუ-----ე (პ/ნ5----------). მას ეკუთვნის შენობის 1 სართულზე მდებარე ორი არასაცხოვრებელი ფართი- 39.70 კვ.მ (3-.1-.3-.0--.0-.5--) და 48.30 კვ.მ (საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.0--.0-.5--

დადგენილია, რომ ამავე მისამართზე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან ათზე მეტი სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.0--.0-.5--. (ს.ფ 16-17)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( ს.ფ.1--55)

 

3.2.2.დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-7 წლის 21 სექტემბრის # 51 1791 ბრძანებით მუნიციპალიტეტმა ემ----- ჩუ-----ეს მისცა ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის (მდებარე ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. #--). ბრძანების მიხედვით, ემ----- ჩუ-----ე უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კუთვნილი 94.2 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდები: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--) რეკონსტრუქცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ ორ საკადასტრო კოდზე ემ----- ჩუ-----ეს საკუთრებაშია აღრიცხული 78 კვ.მ (28.7+48.5). მშენებლობის ნებართვა გაცემულია ექვსი თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-7 წლის 21 სექტემბრის ბრძანება # 5----- (ს.ფ 56);

- ემ----- ჩუ-----ის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის რეკონსტრუქციის პროექტი (ს.ფ 57-70) ;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.0--.0-.5--(ს.ფ20-21);

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.0--.0-.5-- (ს.ფ1--19);

 

3.2.3. დადგენილია, რომ რეკონსტრუქციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქ. #---ში არსებული კომერციული ფართის რეკონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ემ----- ჩუ-----ის დაკვეთა, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს 78 კვ.მ (28.7+48.5) საკადასტრო კოდები: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--. პროექტირება ითვალისწინებს ორი ერთმანეთის მიჯნაზე მდებარე ფართების ინტერიერის რეკონსტრუქციას, სადაც ტიხრის არამზიდი კედლები დაინგრევა, არსებული ავარიული ანტრესოლი მოიხსნება. გაუქმებული კიბის უჯრედის კონსტრუქცია დაიშლება. აშენდება სავაჭრო ფართები და სველი წერტილი. კედლების ამოშენების შემდეგ კონსტრუქციული მზიდი ელემენტების შედგენით საერთო სივრცე კვლავ ანტრესოლით გაიყოფა ორ დონედ, რომელთა დამაკავშირებელი იქნება შიდა ფართში მოწყობილი რკ/ ბეტონით აგებული კიბე.... ექსტერიერი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სავაჭრო რიგის საერთო მთავარი ფასადი ვიტრაჟით შეივსება. რეკონსტრუქციის ტექნიკური მაჩვენებლებია: 1. არასაცხოვრებელი ფართი პირველი სართული 78 კვ. მეტრი. 2. საერთო ფართი პირველი სართული -ანტრესოლი-94,2 კვადრატული მეტრი.

დადგენილია, რომ აღნიშნული რეკონსტრუქციის პროექტის შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერში რაიმე ცვლილება არ შესულა ფართში საკადასტრო კოდებით: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- რეკონსტრუქციის პროექტი (ს.ფ 57-70)

- მხარეთა ახსნა-განმარტება ;

 

3.2.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 1- იანვრის გადაწყვეტილებით (შესულია ძალაში) დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე დანიშნული იქნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი შენობის მეორე სართულზე გამოყოფილ ნაწილს ნ----–---–-- ქუჩის მხრიდან აქვს ორი შესასვლელი. პირველი შესასვლელი-უშუალოდ გადის საზოგადოებრივ სივრცეში და ერთმანეთთან აკავშირებს მეორე სართულის ქვეშ არსებულ ტროტუარს და მეორე სართულს. მეორე შესასვლელი აკავშირებს მეორე სართულის ქვეშ არსებულ ტროტუარს კორიდორის გავლით მეორე და მესამე სართულებთან. ექსპერტიზის დროს მეორე შესასვლელი არ ფუნქციონირებდა. მანძილი აღნიშნულ შესასვლელებს შორის არის დაახლოებით 7 მეტრი. სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განსაზღვრულია საევაკუაციო გზების მინიმალური მანძილები. ამ შემთხვევაში მინიმალური მანძილი შეადგენს 25 მეტრს. მეორე სართულის საერთო სიგრძე შეადგენს 67 მეტრს. აქედან ყველაზე დაშორებული ადგილიდან პირველ საევაკუაციო გასასვლელამდე არის 40,5 მეტრი მანძილი მეორე შესასვლელამდე შეადგენს 49,5 მეტრს. დარბაზის შესასვლელები(გასასვლელები) არ პასუხობს სამშენებლო წესებს და ნორმებს.

მოსარჩელის ფართში განთავსებული კიბე ასრულებს სხვა (მეზობელი) ფართის მესაკუთრისათვის სახანძრო (სამშენებლო) უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებულ აუცილებელ სტანდარტს.

მოცემული კიბის იმავე დანიშნულებით მოწყობა შესაძლებელია, მეზობელი ფართის მესაკუთრის მიერ იმავე კიბის უჯრედში მეოთხე სართულის ასასვლელის და საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის შემთხვევაში, რისთვისაც აუცილებელია შედგეს შესაბამისი პროექტი და მისის მიხედვით განხორციელდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

დადგენილია, რომ ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ფართში განლაგებული კიბის უჯრედის გაუქმება და რეკონსტრუქცია შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა დადგენილია, რომ მეზობელი ფართის მესაკუთრეს აქვს შესაძლებლობა მოაწყოს საევაკუაციო კიბე თავისივე ფართში. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ მიზნით მოსარჩელის საკუთრების გამოყენების აუცილებელი გარემოება არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.125-135)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.5. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 1- იანვრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს კანონით დაევალა, რომ დადგენილ ვადაში გასცეს მშენებლობის (რეკონსტრუქციის) ნებართვა ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩა N1--ში მდებარე ემ----- ჩუ-----ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 20-9 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით (მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის გამოყენებული იქნას დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 1-.0-.20-7წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.125-135)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან რეკონსტრუქციის პროექტი გაცემულია კანონით დადგენილი წესით და მოსარჩელეს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი არავითარ ზიანს არ აყენებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-9 წლის 24 მარტის # 57 დადგენილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

6.2.დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20-7 წლის 21 სექტემბრის # 51 1791 ბრძანებით მუნიციპალიტეტმა ემ----- ჩუ-----ეს მისცა ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის (მდებარე ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. #--). ბრძანების მიხედვით, ემ----- ჩუ-----ე უფლებამოსილია უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კუთვნილი 94.2 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდები: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--) რეკონსტრუქცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ ორ საკადასტრო კოდზე ემ----- ჩუ-----ეს საკუთრებაშია აღრიცხული 78 კვ.მ (28.7+48.5). მშენებლობის ნებართვა გაცემულია ექვსი თვის ვადით. სწორედ აღნიშნული აქტია სადაო.

 

6.3.განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თვლის, რომ სადაო აქტი ზიანს აყენებს უშუალოდ მას, კერძოდ მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტის გამოცემისას მისი როგორც მიწის თანამესაკუთრის თანხმობა იყო საჭირო და მეორე შემთხვევაში მას ფაქტობრივად შეეზღუდა საევაკუაციო კიბის გამოყენების უფლება, დაირღვა უსაფრთხოების წესები.

 

6.4.მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები მისთვის ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა, რადგან სადაო აქტი შესაბამისობაშია ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან.

 

6.5. Aსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.

 

6.6.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

6.7. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N 57 დადგენილების (შემდგომში დადგენილების) პირველი მუხლის შესაბამისად ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანტრესოლი არის ინტერიერის / სამყოფის სივრცეში იატაკის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართულად;

 

6.8. დადგენილების მე-3 მუხლის 41-ე პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი არის მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ორთოგონალური პროექციის ფართობი;

დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის შესაბამისად რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით;

 

6.9.დადგენილების მე-1- მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტის შესაბამისად სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა: ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავ-შირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);

 

6.10.დადგენილია, რომ შპს „ს-–---------- 2---“-ს ეკუთვნის უძრავი ქონება მისამართზე ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. 1- საკადასტრო კოდი: (3-.1-.3-.0--.0-.5--), კერძოდ მისამართზე მდებარე შენობაში I-- სართულზე - 378.4 კვ.მ II სართულზე - 323.5 კვ.მ კიბის უჯრედები II და I-- სართულზე - 31.8 კვ.მ.

დადგენილია, რომ ქ. ჭიათურა, ნ----–---–-- ქ. 1- უძრავი ქონების მესაკუთრე არის ემ----- ჩუ-----ე (პ/ნ 5----------). მას ეკუთვნის შენობის 1 სართულზე მდებარე ორი არასაცხოვრებელი ფართი- 39.70 კვ.მ (3-.1-.3-.0--.0-.5--) და 48.30 კვ.მ (საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.0--.0-.5--

 

6.11.დადგენილია, რომ რეკონსტრუქციის პროექტი ეხება იმ ფართს, რომელიც უშუალოდ ეკუთვნის ემ----- ჩუ-----ეს, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია მთლიანად შენობა ყველა მესაკუთრის თანასაკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

დადგენილია, რომ რეკონსტრუქციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქ. #---ში არსებული კომერციული ფართის რეკონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ემ----- ჩუ-----ის დაკვეთა, რომელიც აღნისნულ მისამართზე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს 78 კვ.მ (28.7+48.5) საკადასტრო კოდები: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--. პროექტირება ითვალისწინებს ორი ერთმანეთის მიჯნაზე მდებარე ფართების ინტერიერის რეკონსტრუქციას, სადაც ტიხრის არამზიდი კედლები დაინგრევა, არსებული ავარიული ანტრესოლი მოიხსნება. გაუქმებული კიბის უჯრედის კონსტრუქცია დაიშლება. აშენდება სავაჭრო ფართები და სველი წერტილი. კედლების ამოშენების შემდეგ კონსტრუქციული მზიდი ელემენტების შედგენით საერთო სივრცე კვლავ ანტრესოლით გაიყოფა ორ დონედ, რომელთა დამაკავშირებელი იქნება შიდა ფართში მოწყობილი რკ/ ბეტონით აგებული კიბე.... ექსტერიერი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სავაჭრო რიგის საერთო მთავარი ფასადი ვიტრაჟით შეივსება. რეკონსტრუქციის ტექნიკური მაჩვენებლებია: 1. არასაცხოვრებელი ფართი პირველი სართული 78 კვ. მეტრი. 2. საერთო ფართი პირველი სართული -ანტრესოლი-94,2 კვადრატული მეტრი.

 

6.12.მოცემული გარემოებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნია, რომ დადგენილების მე-1- მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტი და სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი ცხადყოფს მოსარჩელის პოზიციის უმართებულობას მიწის ნაკვეთის წილის გაზრდასთან დაკავშირებით რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის გამო, რადგან დასახელებული ნორმები ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების წილის გაზრდას გამორიცხავენ, გარდა ამისა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1-3-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

6.13.სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

6.14.დადგენილია, რომ აღნიშნული რეკონსტრუქციის პროექტის შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერში რაიმე ცვლილება არ შესულა ფართში საკადასტრო კოდებით: 3-.0-.3-.0--.0-.5-- და 3-.1-.3-.0--.0-.5--.. ამდენად ზიანი არ არსებობს.

6.15.სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ საევაკუაციო კიბის საკითხს, რომელიც რეკონსტრუქციის შედეგად მოიშალა და მოსარჩელის მოსაზრებით ზიანი მიადგა მას. დადგენილია, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლომ იმსჯელა იგივე მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში .

 

6.16.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

6.17.საჩხერის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 1- იანვრის გადაწყვეტილებით (შესულია ძალაში) დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე დანიშნული იქნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი შენობის მეორე სართულზე გამოყოფილ ნაწილს ნ----–---–-- ქუჩის მხრიდან აქვს ორი შესასვლელი. პირველი შესასვლელი-უშუალოდ გადის საზოგადოებრივ სივრცეში და ერთმანეთთან აკავშირებს მეორე სართულის ქვეშ არსებულ ტროტუარს და მეორე სართულს. მეორე შესასვლელი აკავშირებს მეორე სართულის ქვეშ არსებულ ტროტუარს კორიდორის გავლით მეორე და მესამე სართულებთან. ექსპერტიზის დროს მეორე შესასვლელი არ ფუნქციონირებდა. მანძილი აღნიშნულ შესასვლელებს შორის არის დაახლოებით 7 მეტრი. სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით განსაზღვრულია საევაკუაციო გზების მინიმალური მანძილები. ამ შემთხვევაში მინიმალური მანძილი შეადგენს 25 მეტრს. მეორე სართულის საერთო სიგრძე შეადგენს 67 მეტრს. აქედან ყველაზე დაშორებული ადგილიდან პირველ საევაკუაციო გასასვლელამდე არის 40,5 მეტრი მანძილი მეორე შესასვლელამდე შეადგენს 49,5 მეტრს. დარბაზის შესასვლელები(გასასვლელები) არ პასუხობს სამშენებლო წესებს და ნორმებს.

მოსარჩელის ფართში განთავსებული კიბე ასრულებს სხვა(მეზობელი) ფართის მესაკუთრისათვის სახანძრო (სამშენებლო) უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებულ აუცილებელ სტანდარტს.

მოცემული კიბის იმავე დანიშნულებით მოწყობა შესაძლებელია, მეზობელი ფართის მესაკუთრის მიერ იმავე კიბის უჯრედში მეოთხე სართულის ასასვლელის და საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის შემთხვევაში, რისთვისაც აუცილებელია შედგეს შესაბამისი პროექტი და მისის მიხედვით განხორციელდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

დადგენილია, რომ ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ფართში განლაგებული კიბის უჯრედის გაუქმება და რეკონსტრუქცია შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა დადგენილია, რომ მეზობელი ფართის მესაკუთრეს აქვს შესაძლებლობა მოაწყოს საევაკუაციო კიბე თავისივე ფართში. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ მიზნით მოსარჩელის საკუთრების გამოყენების აუცილებელი გარემოება არ არსებობს.

ამდენად სასამართლო თვლის, რომ შპს „ს-–---------- 2---“-ს სარჩელი ამ მოტივითაც უსაფუძვლოა.

 

6.1-.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია ყველა გარემოება. ადმინისტრაციული ორგანო ასევე მოქმედებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

6.19.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.20.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ.პ.ს. „ს-–---------- 2---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოსამართლე: ივანე ყიფიანი