გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/10417-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ნ----–ი ყ--–-------ე
წარმომადგენელი - ც-–---- ც--------ი
მოპასუხე - ი-------------ი, ლ----------ა, ი-----–-------ა, ლ--–-------ა
წარმომადგენელი - ნ----------------ა, ბ---------ე
მოპასუხე ლ----------ას წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოპასუხე ლ----------ას კანონიერი წარმომადგენელი - ი-------------ი
დავის საგანი - მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ი-------------ს, ლ----------ას, ი-----–-------ას და ლ--–-------ას დაეკისროთ მოსარჩელე ნ----–ი ყ--–-------ის სასარგებლოდ 121 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა ა-–----------------ასგან მიღებული სამკვიდრო მასის წილის ფარგლებში.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ნ----–ი ყ--–-------ის მეუღლე ნ-------------------–ი. მოსარჩელე არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ნ-------------------–ის ავტომობილის გასხვისების და ახალი მფლობელისთვის გადაცემის დროს, მან აღმოაჩინა ხელწერილი, რომლის თანახმად, ა-–----------------ამ, რომელიც იყო მოპასუხე ი----------ას მეუღლე, ი-----–- და ლ----------ების მამა, ხოლო ლ--–-------ას შვილი, 2015 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელის მეუღლისგან ისესხა 123 900 აშშ დოლარი და ეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის სექტემბერში.
მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, 2016 წლის 5 მაისს გარდაიცვალა მოვალე ა-–----------------ა, რომლის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა - მოპასუხეებმა ი-------------მა, ი-----–-------ამ, ლ----------ამ და ლ--–-------ამ.
გარდაცვალების დროისათვის მამკვიდრებელ ა-–----------------ას სახელზე ირიცხებოდა შემდეგი უძრავი ქონებები: 1. მ–--------------–---------------------------------------–--------------–-------–---–-------------------); 3. მც--------------–---------------------------------; 4. მ–--------------–-------------------------------------------–--------------–-----------------------------------); 6. თ---–--------------–-----------------------------------; 7. თ---–--------------–----------------------------------------------–-------–-------------------------------------------------); 9. მ–--------------–--------------------------------). ამასთანავე, მის სახელზე ირიცხებოდა შპს ,,ი-------–-------ს’’ 60%-იანი წილი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს მოპასუხეებმა და ამჟამად თითოეული მოპასუხის სახელზე ირიცხება ამ სამკვიდრო წილის 15%.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა ი-------------მა, ი-----–-------ამ, ლ--–-------ამ და ლ----------ამ წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოპასუხეთა განმარტებით, ნ----–ი ყ--–-------ისათვის თავიდანვე, 2015 წლის 15 აგვისტოდან მოყოლებული ცნობილი იყო ნ-------------------–ის მიმართ ა-–----------------ას ვალდებულების არსებობის შესახებ. მოსარჩელისთვის ასევე ცნობილი იყო ა-–----------------ას გარდაცვალების და ა-–----------------ას დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის ფაქტი. მოპასუხეთა მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან არც მამკვიდრებლის კრედიტორს თავად ნ-------------------–ს და არც მის უფლებამონაცვლეს - მოსარჩელეს, კანონმდებლობით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავთ ა-–----------------ას უფლებამონაცვლეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენით. მოსარჩელეს არც მოთხოვნის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში არ მიუმართავს მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა-–----------------ა გარდაიცვალა 2016 წლის 07 მაისს და ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. ა-–----------------ას პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მეუღლე - ი-------------ი, შვილები - ი-----–- და ლ----------ები და დედა - ლ--–-------ა, რომელთა სახელზეც 2016 წლის 28 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
2016 წლის 28 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხეებმა ი-------------მა, ი-----–-------ამ, ლ----------ამ და ლ--–-------ამ მამკვიდრებელ ა-–----------------ას სამკვიდრო ქონება მიიღეს საკუთრებაში თანაბარწილად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.31);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.25-30);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ნ-------------------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 11 ოქტომბერს და ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. ნ-------------------–ის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ----–ი ყ--–-------ე, რომელის სახელზეც 2017 წლის 12 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.16);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.17-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 15 აგვისტოს ალექსანდე ნინუას და ნ-------------------–ს შორის შედგა ხელწერილი, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია, რომ ა-–----------------ას ჰქონდა ნ-------------------–ის ვალი 123 900 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, ვალდებულების შესრულების თარიღად მითითებულია 2015 წლის სექტემბრის თვე. აღნიშნული ხელწერილის გამომდინარე გადასახდელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 121 900 აშშ დოლარს.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთერთშეჯერების შედეგად დასტურდება, რომ ნ-------------------–სა და ა-–----------------ას შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა მხარეებს შორის სადავო არ არის. სადავოა მხოლოდ სესხის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი კი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს - ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ნორმის მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში.
მითითებულ ნორმათაგან პირველი წარმოადგენს მხარეების გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე - განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიოდ, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი არსებობს შესაბამისი წინაპირობები სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნისა, ამგვარი გამიჯვნა არ შეიძლება მხოლოდ შესაგებელს ეყრდნობოდეს, რადგანაც მოპასუხე მხარეს კანონდებლობა უფლებას ანიჭებს, საქმის მომზადების ეტაპზე შეუზღუდავად დააზუსტოს და დააკონკრეტოს შესაგებელში მითითებული ესა თუ ის გარემოება, მისცეს სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინოს საკუთარი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აქვს მას უფლება, მიუთითოს ახალ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლომ საკუთარი პოზიცია უნდა დაასაბუთოს, როგორც საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით, ისე, გამოიკვლიოს მხარის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის პოზიციის დაზუსტების საკითხი (იხ. საქმე №ას-1013-956-2015).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ მასზედ, რომ წარმოდგენილი შესაგებელში სადავოდ არ არის გამხდარი ხელწერილი - მოსარჩელის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელსაც ფაქტობრივად ემყარება სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება სადავოდ გაეხადა აღნიშნული მტკიცებულება. კერძოდ, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მას არ განუხორციელებია მტკიცებულების უარყოფასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი - მითითება თუნდაც მის სიყალბეზე, ექსპერტის დანიშვნის შუამდგომლობა ან/და სხვა. მოპასუხემ ხელწერილის სინამდვილე სადავო გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, მის მითითებას უსაფუძვლოს ხდის.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უზრუნველყო ასლის სახით წარმოდგენილი ხელწერილის (ს.ფ. 24) შემოწმება დედანთან მისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭების მიზნიდან გამომდინარე სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ.24);
- მოწმეთა ჩვენებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. ნანული ყ--–-------ემ მამკვიდრებელ ა-–----------------ას მემკვიდრეებს დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნით მიმართა ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყო ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----–--–---–-–---–მა და გ------------------–მა დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხეთა ვალდებულების შესახებ, თუმცა მოსარჩელემ არ იცოდა ზუსტად დავალიანების ოდენობა. ამასთანავე, ორივე მოწმის განმარტებით ისინი სხვადასხვა დროს ახლდნენ მოსარჩელეს თან და ორივე შემთხვევაში შეხვედრის ადგილად მიუთითებენ მამკვიდრებელ ა-–----------------ას სამკვიდრო მასაში შემავალი კომპანიის შპს ,,იმერულ ეზო’’-ს ადგილმდებარეობას.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ----–--–---–-–---–ი სავარაუდო პერიოდად უთითებს 2016 წლის ნოემბრის თვეს, ხოლო მოწმე გ------------------–ის განმარტებით, იგი მოსარჩელეს გაჰყვა მოპასუხეებთან შესახვედრად მამკვიდრებელ ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე. გარდა ამისა, მოწმე გ------------------–ის განმარტებით, რომელიც მამკვიდრებელ ნ-------------------–ის შვილია, ნ-------------------–ის სამძიმარზე მოსულები იყვნენ ა-–----------------ას ოჯახის წევრები და მათსა და ნ----–ი ყ--–-------ეს შორის მაშინვე შედგა შეთანხმება თანხის გადახდის თაობაზე, რასაც გარკვეული პერიოდი ასრულებდნენ კიდევაც მოპასუხეები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოწმე თ---------------ის განმარტებით, რომელმაც უშუალოდ აღმოაჩინა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, აღნიშნული ხელწერილის პოვნის სავარაუდო თარიღად იგი უთითებს 2016 წლის დეკემბრის თვეს. შესაბამისად, წარმოდგენილ მოწმეთა ურთიერთ თანმხვედრი ჩვენებებიდან გამომდინარე, ასევე მამკვიდრებლების ა-–----------------ას და ნ-------------------–ის გარდაცვალების თარიღების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნანული ყ--–-------ემ მამკვიდრებელ ა-–----------------ას მემკვიდრეებს დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნით მიმართა ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე.
ამასთან, ის გარემოება, რომ მოწმეები ნ----–--–---–-–---–ი და გ------------------–ი უშუალოდ არ ესწრებოდნენ მოსარჩელის და მოპასუხეების საუბარს არ აკლებს მათ ჩვენებას დამაჯერებლობას, ვინაიდან მათი ჩვენებებით ცხადად დასტურდება ის გარემოება, რომ მათთვის იმ დროსვე ცალსახად ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთაგან დავალიანების გადახდევინებას და მხოლოდ ამ მიზნით მიდიოდა იგი მოპასუხეებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნ----–ი ყ--–-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 1484-ე, 1328-ე, 1488-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა) (იხ. სუსგ ას-572-531-2017).
დადგენილია, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს ალექსანდე ნინუას და ნ-------------------–ს შორის შედგა ხელწერილი, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია, რომ ა-–----------------ას ჰქონდა ნ-------------------–ის ვალი 123 900 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, ვალდებულების შესრულების თარიღად მითითებულია 2015 წლის სექტემბრის თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არინ მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეათანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მიმდინარე დავის მხარეებს წარმოადგენენ მამკვიდრებელ ა-–----------------ას და ნ-------------------–ის მემკვიდრეები და მათ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვთ სამკვიდრო. კერძოდ, უდავოა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხეებმა ი-------------მა, ი-----–-------ამ, ლ----------ამ და ლ--–-------ამ მამკვიდრებელ ა-–----------------ას სამკვიდრო ქონება მიიღეს საკუთრებაში თანაბარწილად. შესაბამისად, მემკვიდრეობის, როგორც უნივერსალური უფლებამონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეებზე გადავიდა ასევე მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება სრულად, რაც განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და მათთვის მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრებას მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ №ას-143-136-10). ამასთან, საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს როგორც ზეპირად, ისე - წერილობით.
მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ (საქმე №ას-782-731-2017).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ მამკვიდრებელი ნ-------------------–ი გარდაიცვალა მოვალე ა-–----------------ას გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლამდე - 2016 წლის 12 ოქტომბერს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნანული ყ--–-------ემ მამკვიდრებელ ა-–----------------ას მემკვიდრეებს დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნით მიმართა ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე.
გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებით რომც არ დადგენილიყო ის ფაქტი, რომ ნანული ყ--–-------ემ მამკვიდრებელ ა-–----------------ას მემკვიდრეებს დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნით მიმართა ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე, დასახელებული ნორმის ტელეოლოგიური განმარტებითა და მისი მიზნის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მაინც არ მიიჩნეოდა ხანდაზმულად. უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტორი გარდაცვლილია მოვალის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლამდე, შესაბამისად, მის მემკვიდრეზე ამ დროიდან გადავიდა მოვალისადმი მოთხოვნის წარდგენის უფლება იმ ვადით რაც დარჩენილი ჰქონდა მამკვიდრებელს მოთხოვნის წარსადგენად. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია სამკვიდრო მისაღებად ექვს თვიანი ვადა. შესაბამისად, კრედიტორის მემკვიდრე - მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სამკვიდრო მოწმობის მიღებიდან მოთხოვნის წასაყენებლად ესარგებლა იმ დარჩენილი დროით რომლის განმავლობაშიც ნ-------------------–ს კვლავ შეეძლო მოპასუხეთათვის მოთხოვნის წარდგენა.
მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობა მიღებულია 2017 წლის 12 აპრილს. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებით რომც არ დადასტურებულიყო ნ-------------------–ის გარდაცვალებიდან მცირე ვადაში - 40 დღემდე მოპასუხეთათვის მიმართვის ფაქტი, აღნიშნული უფლების რეალიზაცია მოსარჩელეს შეეძლო მოგვიანებითაც, სამკვიდრო მიღების შემდეგ. წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასებით, კი დასტურდება, რომ მხარეთათვის იმთავითვე ცნობილი იყო მამკვიდრებლებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, და მოსარჩელემ ნ-------------------–ის გარდაცვალებისთანავე და მას შემდეგაც (როგორც გარდაცვალებიდან 40 დღემდე ასევე 40 დღის გასვლის შემდეგ) არაერთხელ მოითხოვა მოპასუხეთაგან ვალდებულების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში კი კვალიფიციური შედავება და საწინააღმდეგოს მტკიცება იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებამდეც და მას შემდეგაც, მოთხოვნის შესრულების თაობაზე მოპასუხეთათვის მიმართვა განხორცილდა, ასევე ის ფაქტი რომ მათ გარკვეული თანხა უკვე გადახდილი ჰქონდათ მოსარჩელისთვის სარჩელის წარმოდგენამდე (რამაც განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება) მოპასუხეთა მიერ განხორციელებული არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ წარმოდგენილი სარჩელი მოპასუხეთათვის მიღებული სამკვიდრო მაის ფარგლებში 121 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -3 000 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე 2018 წლის 02 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში - 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----–ი ყ--–-------ის სარჩელი მოპახუეების ი-------------ის, ლ----------ას, ი-----–-------ას და ლ--–-------ას მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს ი-------------ს, ლ----------ას, ი-----–-------ას და ლ--–-------ას დაეკისროთ მოსარჩელე ნ----–ი ყ--–-------ის სასარგებლოდ 121 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა ა-–----------------ასგან მიღებული სამკვიდრო მასის ფარგლებში;
2. ი-------------ს, ლ----------ას, ი-----–-------ას და ლ--–-------ას მოსარჩელე ნ----–ი ყ--–-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკიროთ სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია