გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
080210017001994937
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1866-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩ-------ე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს ,,ლ----’’

წარმომადგენელი - რ--------ნ ხუ--–--–--ა

მოპასუხე - წყ--–--------------–----–-----------------ა

წარმომადგენელი - თეონა ჩ-------ე. მ-------ა მა-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - წყ--–--------------–----–-----------------ა

წარმომადგენელი - თ----- ჩ-------ე. მ-------ა მა-----–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ლ----’’

წარმომადგენელი - რ--------ნ ხუ--–--–--ა

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. წყ--–--------------–----–-----------------აზე მოსარჩელე შპს ,,ლ----’’-ს სასარგებლოდ 37.913.00 ლარის და საპროცესო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ლომმა (შემდგომში შპს) იკისრა ვალდებულება ჩაეტარებინა სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 64000 ლარით.

 

შპს კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ვერ ახერხებდა ვადაში სამუშაოების შესრულებას, რის გამოც მიმართა მოპასუხეს ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა არანაირი პასუხი მოპასუხისგან არ ყოფილა მიღებული. მოპასუხე არც შესრულებული სამუშაოს შესახებ არ ინტერესდებოდა. მოპასუხეს შემდგომში აცნობეს, რომ არ არსებობდა გზა იმ ოდენობის რაც ტენდერში იყო გამოცხადებული და კატეგორიულად მოითხოვეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, არც აღნიშნულ წერილზე მიუვიღიათ პასუხი. მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ სრულყოფილად შესრულდა ხელშეკრულება იმ მოცულობით, რა შესაძლებლობაც ხელშეკრულების მიხედვით ჰქონდათ, კერძოდ არსებობდა გზა. დანარჩენ ნაწილში არ არსებობდა გზა და შესაბამისად არარსებულ გზაზე ვერც სამუშაოების ჩატარება მოხდებოდა.

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს შეემოწმებინა განცხადების ნამდვილობა არსებობდა თუ არა გზა, მათ შეწყვიტეს ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების შეწყვეტამდე მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 53.623,06 ლარს, საიდანაც გადაუხადეს 15.710 ლარი, სხვა მოპასუხეს არ გადაუხდია და გაურკვეველია განმარტება, თითქოს დამატებით გარკვეული თანხის გადახდის შესახებ. მოპასუხეს საბოლოოდ გადასახდელი დარჩა 37.913.00 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წყ--–--------------–----–-----------------ამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ლ----’’ კეთილსინდისიერად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამაზე მეტყველებს მის მიერ საქმეში წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევა.

 

მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე გაეცა პასუხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.12.2016 წლის №31/6022 წერილით და ეთქვა უარი ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც გაეგზავნა მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და დადასტურებულ იქნა წერილის მიღება. წყ--–--------------–----–-----------------ის შესაბამისი სამსახურები ინტერესდებოდა სამუშაოების მიმდინარეობით, რაზედაც შემსყიდველთან ახდენდა სატელეფონო შეტყობინებას. გამგებლის 07.11.2016 წლის №31/6022 წერილით ეცნობა შემსყიდველს - სამუშაოთა მწარმოებელს სამუშაოთა წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

 

ხელშეკრულებაში გზის მოცულობის თაობაზე ცვლილებების შეტანის შესახებ შპს ეცნობა 06.12.2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №31/6022 წერილით, რომელიც ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩაბარდა მოპასუხეს და ჩაბარება დადასტურებულ იქნა მის მიერ.

 

ტენდერის დანართში მითითებულ ყველა სოფელში არსებობდა მითითებული გზები და საჭიროებდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და სწორედ ამის გამოც გამოცხადდა ტენდერის საშუალებით აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა.

 

ხელშეკრულება შეწყვეტილ იქნა იმის გამო, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის მიერ არ იქნა გაზიარებული შემსყიდველის მოთხოვნა თითქოსდა გარკვეულ სოფლებში, სოფელ მექვენა-ვანიჭალისა და სოფელ მექვენის საავტომობილო გზები არ არსებობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და სხვა გარემოებებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

შპს ,,აუდიტ-ექსპერტი-96’’-ის მიერ 2016 წლის 13 დეკემბრის №250/2 ექსპერტიზის დასკვნით. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 53. 623.06 ლარი, რომელიც არ იქნა გაზიარებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სპეციალისტების მიერ, ვინაიდან მათ მიერ სამუშაოების მიმდინარეობისას და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მრავალჯერადად იქნა გადამოწმებული მიმდინარე სამუშაოები.

 

შპს წყ--–--------------–----–-----------------ის მხრიდან ანაზღაურებული აქვს პირველი ეტაპის სამუშაო 15.710.00 ლარის ოდენობით. მოსარჩელისგან მოთხოვნა მეორე ეტაპის სამუშაოების ანაზღაურების შესახებ წყ--–--------------–----–-----------------აში შემოვიდა 22.11.2016 წელს ასანაზღაურებელი თანხით 18.916.55 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. წყ--–--------------–----–-----------------ის მიღება-ჩაბარების კომისიამ აღნიშნული საკითხი განიხილა და მიიღო სამუშაოები 24.11.2016 წელს. 06.12.2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის მიერ შედგა სხდომის ოქმი №175, ჯგუფმა ყველა წევრის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შეწყდეს ხელშეკრულება და მის მიმართ გატარდეს შესაბამისის სანქციები. აღნიშნული ოქმი შესწავლილ იქნა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ და შედგა დასკვნა 19.12.2016 წელს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე წყ--–--------------–----–-----------------ის მიერ 20.11.2016 წელს გამოიცა №31/1895 ბრძანება და შპს ,,ლომთან’’ შეწყდა სადაო ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანებით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს ჯარიმის სახით დაეკისრა 105.920.00 ლარის გადახდა საიდანაც ბუღალტერიის მიერ მას დაუკავდა 18,916.00 ლარი და ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე 300253287.

 

06.12.2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის მიერ შედგა სხდომის ოქმი №175.

 

19.12.2016 წლის დასკვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №31/1895 20.12.2016 წლის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა №00117. საგადასახადო დავალება №00098 15.710 ლარის ჩარიცხვის შესახებ.

 

2.2. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით).

 

2.2.1. მოპასუხეზე, შპს ,,ლ----“, წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით 87.004.00 ლარის და სასამართლო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით - წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №195 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ დღნორისა ჭაშლეთის საავტომობილო გზის მოხრეშვა გასწორება, სოფელ მაღლაკში ჩეჩელაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ დღნორისას საავტომოილო გზის მოხრეშვა გასწორება, სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ დღნორისას ლეხინდრისთავის საავტომობილო გზის მოხრეშვა გასწორება, სოფელი მაღლაკი მეწყალას უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელი მაღლაკი მამაგეიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ მექვენაში ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა გასწორება, სოფელ მაღლაკში მიწაწითელი გზის რეაბილიტაცია.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობი უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 15 ნოებრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი კერძოდ, სოფელ დღნორისა საჩხეურისა და სოფელ დღნორისა ლეხიდრისთავის გზის მოხრეშვა გასწორების სამუშაოები, შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოხდა პირველი ეტაპის სამუშაოების ანაზღაურება 15710 ლარის ოდენობით. 2016 წლის 17 ნოემბერს წყ--–--------------–----–-----------------ას მომართა შპს დირექტორის მინდობილმა პირმა №2 წერილით და მოითხოვა უამინდობის გამო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2016 წლის 01 დეკემბრამდე. შპს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.12.2016 წლის №31/6022 წერილით ეცნობა პასუხი მათ მოთხოვნაზე უარის თქმის და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეუტანლობის მიზეზების შესახებ. სამუშაოების ვადის გადაწევის მოთხოვნით შპს წყ--–--------------–----–-----------------ას მიმართა 24.11.2016 წელს №6 წერილით და 29.11.2016 წელს №7 წერილით, რომელზედაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი მიერ გაეცა პასუხი 06.12.2016 წლის №31/6022 წერილით და ეთქვათ უარი სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევის შესახებ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შპს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობების მასიური და უხეში დარღვევების გამო რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკის დარღვევაში, აგრეთვე სოფელ მექვენაში და სოფელ ვანისჭალაში სამუშაოების საერთოდ არ დაწყებაში ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2 პუნქტის 16.2.2, 16.2.3, 16.2.4, 16.2.5 მე-17 მუხლის 17.1 პუნქტის ა, ბ, გ ქვეპუნქტების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის დაკისრების თაობაზე, რომელმაც შეადგინა 105920 ლარი, საიდანაც შპს დაუკავდა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადაირიცხა მის მიერ მეორე ეტაპად შესრულებული სამუშაოებით ასანაზღაურებელი თანხა 18.916.00 ლარის ოდენობით. შპს მიერ წყ--–--------------–----–-----------------ის მიმართ ასანაზღაურებელი თანხა დღეისათვის შეადგენს 87.004.00 ლარს.

 

2.3. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელით).

2.3.1. მოპასუხე შპს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია პირნათლად, ხოლო გარკვეული ნაწილის შეუსრულებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობით.

 

მოპასუხის განმარტებით, დადგენილ ვადაში ასრულებდნენ სამუშაოებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსახრეში გზა არ არსებობდა, რის შესახებ აცნობეს მოპასუხეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

 

მოპასუხის განმარტებით, გაურკვეველია მოსარჩელემ როგორ დაითვალა ჯარიმის სახით 87.004.00 ლარი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულებაა 64.000.00 ლარი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 195 ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 15.710.00 ლარი, წყ--–--------------–----–-----------------ამ გადაუხადა შპს ,,ლომს“. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპის 2016 წლის 16 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ,,ერთის მხრივ შპს „ლ----“-ს დირექტორის მინდობილი პირის გიორგი ლომთაძის სახით და მეორეს მხრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის N31 204 ბრძანებით, (ცვლილება N31 1627. 02/11/2016) შექმნილმა ჯგუფმა, შემადგენლობით: მამუკა მატარაძემ, კახაბერ ფანცხავამ, იონა ჯოჯუამ, მერაბი კუხალაშვილმა, ზურაბ მურვანიძემ და ქრისტინა ქაქუთიამ, შეამოწმეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“-ს შორის, 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის კერძოდ: სოფელ დღნორისა საჩხეურის და სოფელ დღნორისა ლეხინდრისთავის გზის მოხრეშვა გასწორება, სამუშაოების მიღება-ჩაბარება საერთო ღირებულებით 15.710.00 (თხუთმეტიათას შვიდას ათი) ლარი.

მტკიცებულება: სარჩელი. შესაგებელი. მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება. მიღება- ჩაბარების აქტი. (ტ.1.ს/ფ.105).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 195 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლომმა“ იკისრა ვალდებულება სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ეწარმოებინა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 64.000.00 ლარით.

მტკიცებულება:

2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 195 ხელშეკრულება (ტ.1. ს/ფ. 43-59).

3.2.2. საქმეზე დართული 2016 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა №250/2 დადგენილია, რომ ექსპერტმა - ტარიელ შარაბიძემ - შპს ,,ლ----“-ს დაკვეთით პასუხი გასცა დასმულ კითხვებს -

 

ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის განსაზღვრა.

შემოწმება ჩატარებული იქნა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესრულებული სამუშაოების აქტები - ფორმა №2-ი, ფარული სამუშაოების აქტებით და ვიზუალური დათვალიერებით.

დადგინდა:

წყ--–--------------–----–-----------------ასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება 64.000.00 ლარია.

წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გათვალისიწინებული იყო 63.974,18 ლარის სამუშაოების შესრულება.

წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების აქტებით - ფორმა №2-ის მიხედვით ნაჩვენები აქვს 53.623,06 ლარის სამუშაოების შესრულება.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია

დასკვნა:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოცულობა 53.623,06 ლარი.

მტკიცებულება:

2016 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა №250/2. (ტ.1. ს/ფ 16 -29).

3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მა-----–---–ს წერილით მიმართა შპს ,,ლ----“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გიორგი ლომთაძემ, კერძოდ - ,,ჩვენს შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული გვქონდა 2016 წ. 15 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას გვქონდა უხვი ნალექიანი დღეები რამაც ხელი შეგვიშალა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაგვესრულებინა. მინდა მოგახსენოთ, რომ ნალექიანი დღეების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ვახერხებდით სამუშაოების წარმოებას, ხოლო ხელშეკრულებით სამუშაოების ვადა განსაზღვრული გვაქვს 20 დღით და გთხოვთ სამუშაოების დასრულების ვადა გადაგვიწიოთ 2016 წ. 01 დეკემბრამდე. ასევე დამატებით წარმოგიდგენთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობას სადაც წვიმიანი დღეების რაოდენობა გვაქვს მოცემული და შეადგენს 09 დღეს.

მტკიცებულება:

მიმართვა (წერილი) (ტ.1. ს/ფ. 60).

3.2.4. დადგენილია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ შპს ,,ლ----’’-ს დირექტორს გიორგი ლომთაძეს 2016 წლის 14 ნოემბრის №1054 განცხადების პასუხად აცნობა, რომ წყალტუბოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გარემოს ეროვნულ სააგენტო’’-სა და შპს ,,ლ----’’-ს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ №ფმ-1/1054 ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი - ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 26, 29, 30, 31 - ოქტომბერს; 01, 02, 05, 12, 15 - ნოემბერს სულ - 9 დღე

მტკიცებულება: გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას პასუხი (ტ.1. ს/ფ. 61).

3.2.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 06 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მა-----–---–ს წერილით მიმართა შპს ,,ლ----“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გიორგი ლომთაძემ, კერძოდ - 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების საფუძველზე წერილობით 22.11.2016წ. იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შუალედური ფორმა 2 რომელიც არ ანაზღაურებულა. ასევე აღნიშნულ ობიექტზე სადაც განხორციელებულია სამუშაოები არის 40 სმ თოვლის საფარი. გაწეული შესრულებული სამუშაოების შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ ადგილობრივი თემის წარმომადგენლისგან, რომლებიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევდნენ სამუშაო პროცესს.

მტკიცებულება: მიმართვა (წერილი) (ტ.1. ს/ფ. 62).

3.2.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ლ----’’-ს წარმომადგენლები გამოცხადნენ სოფელ მაღლაკში ჩეჩელაშვილების უბანში ვინაიდან დაესრულებინათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, შეტანილი ქვიშა-ხრეშოვანი ბალასტის გასწორება გრეიდერის მეშვეობით, მაგრამ ვერ მოხერხდა სამუშაოების შესრულება ვინაიდან იქ მცხოვრები მოსახლეობა წავიდა წინააღმდეგი და არ მისცა სამუშაოების შესრულების საშუალება, რადგანაც იყო ნალექი და არ ივარგებდა ასეთ ამინდში შესრულებული სამუშაოები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი არ გამოცხადდა ობიექტზე, აცნობეს სატელეფონო საშუალებით, რასაც ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობა ხელმოწერით.

ასევე შპს ,,ლ----ს მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს შედგენილი ოქმით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 02 ნოემბერს შპს ,,ლ----“-ს წარმომადგენლები გამოცხადდნენ წყალტუბოს რაიონის სოფ. დღნორისაში შპს ,,ლ----’’-სა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ №195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, სადაც შეხვდნენ დღნორისის თემის რწმუნებულს და მის მოადგილეს, ასევე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას და აცნობეს რომ აწარმოებდნენ საავტომობილო გზის მოხრეშვას და თხოვეს მიეთითებინათ მოსახრეში მონაკვეთები. ასევე აცნობეს, რომ ახორციელებდნენ სოფელ საჩხეურისა და სოფელ ლეხიდრის თავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციასაც. იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ სოფელ დღნორისის გზა იყო გამავალი გზა და პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო სოფელ საჩხეურისა და სოფელ ლეხიდრის თავში სამუშაოების შესრულება ვინაიდან არ დაზიანებულიყო შესრულებული სამუშაოები ტექნიკის მეშვეობით. ყოველივე ამის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა წყ--–--------------–----–-----------------ის წარმომადგენელს მამუკა მატარაძეს, რომელმაც განაცხადა რომ მთავარი იყო ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილიყო კმაყოფილი და სამუშაოების შესრულება მომხდარიყო თანმიმდევრობით რასაც მოსახლეობა ითხოვდა. აღნიშნულს ხელის მოწერით ადასტურებს დღნორისის თემის რწმუნებული და მისი მოადგილე, ასევე იქ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა.

მტკიცებულება: ოქმი (ტ.1. ს/ფ. 73-74).

 

3.2.7. დადგენილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ლ----“-ს მიერ შესრულებულია 18.916 (თვრამეტიათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის სამუშაო. კერძოდ- ხელის მომწერებმა ერთის მხრივ შპს ,,ლ----’’-ს დირექტორის მინდობილი პირის გიორგი ლომთაძის სახით და მეორეს მხრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №31 204 ბრძანებით (ცვლილება №31 1627, 02.11.2016), შექმნილმა ჯგუფმა, შემადგენლობით: მამუკა მატარაძემ, კახაბერ ფანცხავამ, იონა ჯოჯუამ, მერაბი კუხალაშვილმა, ზურაბ მურვანიძემ და ქრისტინა ქაქუთიამ, მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს ,,ლ----’’-ს შორის, 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის კერძოდ: სოფელ დღნორისა ჭაშლეთის, სოფელ დღნორისის და სოფელ მექვენა ქვედა ონჭეიშის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა გასწორება, სამუშაოების მიღება-ჩაბარება საერთო ღირებულებით 18.916.00 (თვრამეტიათას ცხრაას თექვსმეტი) ლარი.

მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია თანაბარი ძალის ორ ეგზემპლიარად, ერთი გადაეცემა შპს ,,ლ----’’-ს, ხოლო მეორე რჩება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

აღნიშნული თანხა შპს ,,ლ----’’-ს არ მიუღია.

მტკიცებულება:

- მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო მოთხოვნა №00117. (ტ.1.იხ.ს.ფ. 94; 99).

3.2.8. 2016 წლის 19 დეკემბრის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გია სილაგაძის დასკვნით დადგენილია, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, გია სილაგაძემ განიხილა წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 დეკემბრის №5903/31 წერილი, რომელიც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული №195 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებასა და შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნას. აღნიშნული წერილისა და წყ--–--------------–----–-----------------აში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოირკვა შემდეგი:

 

2016 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 04 თებერვლის №54 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს ,,ლ----’’-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №195 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 64000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარს. საქონლის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

 

2016 წლის 14 ნოემბერს შპს ,,ლ----’’-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გიორგი ლ----ძემ წყ--–--------------–----–-----------------ას მიმართა №11981/3 წერილით, მის მიერ ხელშეკრულება №195-ით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის, კერძოდ სოფ. დღნორისა-საჩხეურასა და დღნორისა-ლეხინდრისთავის გზის მოხრეშვა გასწორების დასრულებისა და შესაბამისი ანაზღაურების თაობაზე. მის მირ ასევე წარმოდგენილი იქნა შესრულების ფორმა №2, თანხით 15.711.16 (თხუთმეტი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარი. წყ--–--------------–----–-----------------ის მიერ ანაზღაურებული იქნა აღნიშნული თანხა.

2016 წლის 17 ნოემბერს, წყ--–--------------–----–-----------------ას მიმართა შპს ,,ლ----’’-ს დირექტორის მინდობილმა პირმა №2 წერილით, რომელშიც ითხოვს უამინდობის გამო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას 2016 წლის 01 დეკემბრამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს №12/1-1065 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სახელშეკრულებო პერიოდში ნალექიანი დღეების რაოდენობამ შეადგინა 9 (ცხრა) დღეს. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, შპს ,,ლ----’’-ის მიერ ხელშეკრულება №195 პირობების მასიური და უხეში დარღვევების გამო, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკის დარღვევაში, აგრეთვე სოფ. მექვანაში და სოფ. ვანისჭალაში სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა. წყ--–--------------–----–-----------------ის მიერ ეთქვა უარი და გაფრთხილებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსალოდნელი სანქციების გატარების შესახებ. მიუხედავად ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის არაერთი გაფრთხილებისა, შპს ,,ლ----’’-ს მხრიდან კვლავ ადგილი ქონდა ხელშეკრულება №195 არაერთ უხეშ დარღვევას.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის წესით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ჯგუფის №175 სხდომის ოქმის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ლ----’’-ს მიმართ 2016 წლის 06 დეკემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს სახით 105920 (ას ხუთი ათას ცხრაას ოცი) ლარით დაჯარიმების თაობაზე.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „ლ----’’-ს მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებული მასალა იძლევა საშუალებას მომზადდეს შემდეგი სახის დასკვნა:

2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ა, ბ, გ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილია შეწყდეს შპს ,,ლ----’’-ან გაფორმებული №195 ხელშეკრულება 2016 წლის 06 დეკემბრიდან.2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების მე-16 მუხლის მეორე პუნქტის 2, 3, 4, 5 ქვეპუნქტების საფუძველზე შპს „ლ----’’-ს დაეკისროს პირგასამტეხლო ჯარიმის სახით 105920 (ას ხუთი ათას ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: დასკვნა (ტ.1.იხ.ს.ფ. 97-98)

3.2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა ვანისჭალას საავტომობილო გზა არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვმ ფართზე 219,71 კბმ ბალასტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო.

მტკიცებულება: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნა (ტ.2.იხ.ს.ფ.31-35).

3.2.10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მექვენის ადმინისტრაციული ერთეული სოფ. ვანისჭალის მოსახლეობასთან შეხვედრის 2016 წლის 2.03 N5 ოქმით დადგენილია, რომ სოფ. ვანისჭალაში შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მექვენას ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ქობულაძე, საკრებულოს წევრი დავით ბანძელაძე, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი კობა გურეშიძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ ჩხეიძე.ადგილობრივი მოსახლება /10კაცი/ /5ქალი/. შეხვედრის მიზანი - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში’’ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განკარგვა. მოისმინეს დავით ქობულაძის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ იქნა ერთი საკითხი, ერთპირონულად, კერძოდ გამოყოფილი თანხით /5096/ ლარით შეკეთდეს სოფელ ვანში მისასვლელი გზის ნაწილი. აღნიშნულ მოთხოვნას ხელს აწერს სოფ. ვანისჭალის მოსახლეობა.

მტკიცებულება: ვანისჭალის მოსახლეობასთან შეხვედრის 2016 წლის 2.03 N5 ოქმი. (ტ.2.იხ.ს.ფ. 47-48).

3.2.11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მექვენის ადმინისტრაციული ერთეული სოფ. მექვენის მოსახლეობასთან შეხვედრის 2016 წლის 2.03 N4 ოქმით დადგენილია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ქობულაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ბანძელაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ ჩხეიძე საკრებულოს აპარატის უფროსი კობა გურეშიძე. ადგილობრივი მოსახლება 11 კაცი. 4 ქალი. შეხვედრის მიზანი -,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში’’ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განსაზღვრა, განკარგვა. მოისმინეს გამგებლის წარმომადგენელის დავით ქობულაძის ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობის მიერ დასმულ იქნა ერთი მოთხოვნა, ერთპიროვნულად, კერძოდ მოსახლეობა მოითხოვს, რომ გამოყოფილი თანხით /6037/ ლარით მოხდეს ცენტრალური გზის შეკეთება, დახრეშვა.

აღნიშნულ მოთხოვნას ხელს აწერს სოფ. მექვენის მოსახლეობა.

მტკიცებულება: მექვენის მოსახლეობასთან შეხვედრის 2016 წლის 2.03 N4 ოქმი. (ტ.2.იხ.ს.ფ. 49-50).

3.2.12. საქმეზე დართული 29,10,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. დღნორისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხრეშვა გასწორება (წებოვანი ბალასტით) სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება.

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 1,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაშლეთში გზის მოხრეშის სამუშაოების ბალასთით) სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება.

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 2,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში გზის მოხრეშვითი სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება.

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები არ არის დასრულებული.

-საქმეზე დართული 4,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს.

-საქმეზე დართული 4,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენაში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს.

-საქმეზე დართული 4,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს.

-საქმეზე დართული 7,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ ონჭეიშში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 9,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მერწყალას უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები არ არის დასრულებული.

-საქმეზე დართული 14,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები არ არის დასრულებული.

-საქმეზე დართული 15,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჩეჩელაშვილების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 15,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მიწაწითელში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის.

 

-საქმეზე დართული 22,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოახდინეს წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისი ჭაშლეთის ცენტრალური გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის სამუშაოები დასრულებულია.

-საქმეზე დართული 22,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა - ქვ. ონჭეიშის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებულია.

-საქმეზე დართული 29,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებულია.

 

-საქმეზე დართული 22,11,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა, გასწორება (წებოვანი ბალასტით) სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ დღეისათვის ზემოაღნიშნული სამუშაოები დასრულებულია.

-საქმეზე დართული 1,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მიწა წითელში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებულია. შემოტანილია ინერტული მასალა (ბალასტი).

-საქმეზე დართული 2,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჩეჩელაშვილების უბანში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებულია.

- საქმეზე დართული 06,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მიწაწითელის უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 06,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენის გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელებულა.

 

-საქმეზე დართული 05,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

 

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის.

-საქმეზე დართული 06,12,2016 აქტით დადგენილია, რომ წყ--–--------------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კახაბერ ფანცხავამ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა იონა ჯოჯუამ და მერაბ კუხალაშვილმა მოვახდინეთ წყ--–--------------–----–-----------------ასა და შპს „ლ----“ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანისჭალა საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება.

დათვალიერებით ირკვევა, რომ სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა.

მტკიცებულება: აქტი (ტ.1. იხ.ს.ფ. 105-126; 178-200).

 

3.2.13. 2016 წლის 07 ნოემბრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიწერილობით შპს „ლ----“-ს დირექტორის თემური ლომთაძის მიმართ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობების თანახმად უნდა ეწარმოებინათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესრულების მიმდინარეობის შემოწმებაზე უფლებამოსილი ჯგუფის მიერ ადგილზე ინსპექტირებით დადგინდა, რომ სამუშაოების წარმოება არ მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სამუშაოები აწარმოოს კალენდარული-ფინანსური გრაფიკის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

მტკიცებულება: მიწერილობა (ტ.1.იხ.ს.ფ. 127).

 

3.2.14. მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების დანართით (რაც წარმოადგენს იმავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს), რომლითაც განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანისჭალის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მითითებულია, რომ სამუშაო უნდა განხორციელდეს მძიმე ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერის გამოყენებით.

მტკიცებულება: 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების დანართი (ტ.1.იხ.ს.ფ. 233).

 

3.2.15. დადგენილია, რომ შპს „ლ----“-ს დირექტორმა წერილით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მა-----–---–ს.

კერძოდ - 2016 წლის 26 ოქტომბრის N 195 ხელშეკრულების თანახმად შესრულებულია სამუშაოების 65%. გაცნობებთ, რომ მექვენის თემში, სოფ. ვანიჭალაში და სოფ. მექვენაში ვერ ხერხდება ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. ვინაიდან აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს საავტომობილო გზა და საჭიროებს დამატებით სამუშაოებს გზის მოსაწყობად. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენს მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ტექნიკის მეშვეობით აღნიშნული სამუშაოები ვერ შესრულდება.

 

ამასთანავე, ჩვენს მიერ იქნა წერილობით მომართული სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევაზე, ვინაიდან ნალექიანი ამინდის შემთხვევაში სამუშაოები ვერ სრულდება.

 

გთხოვთ, მოახდინოთ აღნიშნულზე დროული რეაგირება, გადაგვიწიოთ ხელშეკრულების შესრულების ვადა და ასევე მოახდინოთ კორექტირება, ვინაიდან შესრულდეს ჩვენს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

მტკიცებულება: წერილი (ტ.1.იხ.ს.ფ.)

 

3.2.16. დადგენილია, რომ შპს „ლ----“-ს დირექტორმა წერილით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მა-----–---–ს.

კერძოდ - 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულების საფუძველზე ვაწარმოებთ სამუშაოებს, რაც მოცემული გვაქვს ხარჯთაღრიცხვით, თუმცა სამუშაოების წარმოება ჩვენს მიერ ვეღარ ხერხდება მექვენის თემში, ვინაიდან იქ შეუძლებელია ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, რადგანაც არ არსებობს საავტომობილო გზა და ვერ ვაწარმოებთ სამუშაოებს. ყოველივე ამის შესახებ ჩვენ უკვე გაცნობეთ წერილით N6 ასევე სიტყვიერადაც, ვითხოვეთ თქვენი დროული რეაგირება და დახმარება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დღემდე არ განხორციელებულა ასევე ვადების გადაწევაც მოვითხოვეთ, მაგრამ აღნიშნულზეც მივიღეთ უარი ხოლო ინსპექტირების ჯგუფს დღემდე არ მოუხდენია მექვენის თემში აღნიშნული სოფლების დათვალიერება და შესწავლა, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა, რის შედეგადაც იძულებული ვხდებით წარმოგიდგინოთ ფოტო სურათები, ვინაიდან დარწმუნდეთ რომ სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება ჩვენს მიერ და საჭიროებს თქვენ დროულ რეაგირებას, ასევე ჩვენს მიმართ ახორციელებთ საჯარიმო სანქციებს, რაც ჩვენ მიგვაჩნია არასწორ ქმედებად, რადგან სამუშაოების წარმოება ვერ მიმდინარეობს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

მტკიცებულება: წერილი (ტ.1.იხ.ს.ფ.)

3.2.17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით შეწყდა წყ--–--------------–----–-----------------ას და შპს ,,ლ----’’-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულება და იმავე ბრძანებით განისაზღვრა წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლო.

კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2 პუნქტის 16.2.2, 16.2.3, 16.2.4, 16.2.5 ქვეპუნქტების, მე-17 მუხლის 17.1 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №31 204 ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის 2016 წლის 06 დეკემბრის №175 სხდომის ოქმისა და წყ--–--------------–----–-----------------ის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად.

 

- შეწყვეტილ იქნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ----’’-ს (ს/კ 212709069) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულება 2016 წლის 06 დეკემბრიდან.

 

ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს ,,ლ----’’-ს (ს/კ 212709069) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით გადახდა 105920 (ას ხუთი ათას ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

 

პირგასამტეხლო თანხის ხელშეკრულებით დადგენილი 05 სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება მოხდეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

მტკიცებულება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 დეკემბრის N311895 ბრძანება (ტ.1.იხ.ს.ფ.41-42).

 

3.2.18. მოწმედ დაკითხულმა დავით ქობულაძემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურში. მოწმის განმარტებით, შპს ,,ლომმა“ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება.

მოწმის განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა - ვანისჭალაში იყო გზა და მოსახლეობამ მოითხოვა მისი შეკეთება. გზის შეკეთება უნდა მომხდარიყო მძიმე ტექნიკის გამოყენებით, კერძოდ ბულდოზერით, რადგან გრეიდერით გზის კლდოვანი ქანები არ გაიჭრებოდა.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.19. მოწმედ დაკითხულმა ონისე მიქაუტაძემ განმარტა, რომ შპს ,,ლომმა“ შეასრულა სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, ჭაშრეთში, საჩხეურში, ნახინდრისთავში.

მოწმის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას თოვლის საფარი არ იყო.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.20. მოწმედ დაკითხულმა არსენ ჩ-------ემ განმარტა, რომ არის დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი. შპს ,,ლომმა“ მოხრეშვა-გასწორებითი სამუშაოები სოფ.მექვენაში არ შეასრულა. სამუშაოს შესრულებისას წვიმები ნამდვილად იყო. მოსახლეობა წვიმიან ამინდში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების წინააღმდეგი იყო. ერთ დღეს წვიმიან ამინდში მოსახლეობამ შეაწყვეტინა მუშაობა და ამის შესახებ აცნობეს წყ--–--------------–----–-----------------ას.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.21. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან ასევე მხარეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეები. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მოპასუხისადმი მიბარების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანია, მის მიერ მოძრავი ნივთის (სადავო კარადა) მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად მოთხოვნილი თანხის კანონიერების შემოწმება.

 

ასევე წყ--–--------------–----–-----------------ის 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს -87.004.00 ლარის გადასახდელად დაკისრების მართებულობა. შეგებებული სარჩელით, სწორედ შპს ,,ლ----“-ს მიერ 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო იქნა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 87.004.00 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე შპს ,,ლ----”-ს არგუმენტებს, ხოლო ნაწილობრივ წყ--–--------------–----–-----------------ის შეგებებული სარჩელს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე (შპს ,,ლ----”) განმარტებით, მოპასუხემ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება და ასევე უსაფუძვლოდ ითხოვს პირგასამტეხლოს. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) განმარტებით, სწორედ მოპასუხემ (შპს ,,ლ----”) არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლ----“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო წყ--–--------------–----–-----------------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 352-ე, 405-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

6.3. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს წარმომადგენელი შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ შეასრულა 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რაც ადასტურებს ექსპერტის დასკვნა. მისივე განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანიჭალის გზის შეკეთება ვერ მოხდა, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა ვანიჭალის საავტომობილო გზა არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვმ ფართზე 219,71 კბმ ბალასტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო. (ტ.2.იხ.ს.ფ.31-35).

 

შეგებებული სარჩელით, წყ--–--------------–----–-----------------ის წარმომადგენელის განმარტებით, შპს ,,ლომმა“ ჯეროვნად, სრულად არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა ვანისჭალაში საავტომობილო გზა საერთოდ არ შეაკეთა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორს) ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

6.4. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ----“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №195, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 64.000.00 ლარი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების 4.1 მუხლით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

 

იმავე ხელშეკრულების 24.1 მუხლით - ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების გაფორმებიდან და მოქმედებს (მოქმედების ვადა) 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განხორციელებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას პასუხით დადგენილია, რომ წყალტუბოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, მისგან უახლოესი - ქ.ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 26, 29, 30, 31 - ოქტომბერს; 01, 02, 05, 12, 15 - ნოემბერს სულ - 9 დღე.

 

გარდა ამისა, აღნიშნულ დღეებში (სამუშაოების შესრულების ვადა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექის (წვიმა) არსებობა დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც ასევე განმარტეს, რომ წვიმის დროს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას არ დაუშვებდა მოსახლეობა. (იხ. მოწმეთა ჩვენება).

 

სასამართლოს მოხმობილი მტკიცებულების და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ შპს ,,ლ----“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადაში (2016 წლის 15 ნოემბერი), სამუშაოების შეუსრულებლობა, გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (ატმოსფერული ნალექები, წვიმა) და სამუშაოები დამაკმაყოფილებლად შესრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და როგორც აღინიშნა, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება უნდა ანაზღაურდეს, მით უფრო, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N195 ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 15.710.00 ლარი, წყ--–--------------–----–-----------------ამ გადაუხადა შპს ,,ლომს“. (ტ.1.ს/ფ.105).

 

დადგენილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ლ----“-ს მიერ შესრულებულია 18.916 (თვრამეტიათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის სამუშაო.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა შპს ,,ლ----’’-ს არ მიუღია.

 

საქმეზე დართული 2016 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა №250/2 დადგენილია, რომ შპს ,,ლ----“-ს მიერ 2016 წლის 26 ოქტომბრის წყ--–--------------–----–-----------------ასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების აქტებით - ფორმა №2-ის მიხედვით ნაჩვენები აქვს 53.623,06 ლარის სამუშაოების შესრულება. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

 

ექსპერტიზის დასკვნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შესრულებულია 53.623,06 ლარის მოცულობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულება, მოპასუხე წყ--–--------------–----–-----------------ას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 641.1-ე მუხლით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქმეზე დართული 2016 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის №250/2 დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს მიერ, წყ--–--------------–----–-----------------ასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 26 ოქტომბრის N195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 53.623,06 ლარის ოდენობით. დადგენილია, აღნიშნული თანხიდან შპს ,,ლ----“-ს მიღებული აქვს 15.710.00 ლარი, მისაღები აქვს 37.913.06 ლარი, რაც ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია, რადგან მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში. ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, შესრულებული სამუშაო ნივთობრივად უნაკლოა, რადგან შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ასევე შესრულებული სამუშაო ვარგისია, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

ამდენად, აღნიშნულ ნაწილში, 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილება საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული და პირგასამტეხლოს დაკისრება არამართებულია.

 

საყურადღებოა, რომ წყ--–--------------–----–-----------------ას არ წარმოუდგენია მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) შესრულებული სამუშაოს უხარისხობაზე (ნივთობრივ ნაკლზე), მართალია, სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილი ნივთობრივ ნაკლს უთანაბრებს მცირე რაოდენობით მიწოდებას, (ნაწილობრივ შესრულება), თუმცა იქვე ადგენს გამონაკლისს, როცა ეს წესი არ ვრცელდება - ეს არის შემთხვევები, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. ამ კუთხით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემსყიდველის მიერ მიღებულია შესრულების ნაწილი და გადახდილი აქვს 15.710.00 ლარი. უდავოა, რომ მიღებულ შესრულების ხარისხზე წყ--–--------------–----–-----------------ას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ ნაწილში ვალდებულების შესრულება აღიარებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება, როგორც ვალდებულების ძირითადი და აუცილებელი კომპონენტი მხოლოდ ვალდებულების შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას.

 

6.5. შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია, შპს ,,ლ----“-ზე წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (64.000 ლარი) 0,5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 105.920 ლარს, საიდანაც შპს ,,ლომს“ დაუკავდა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადაირიცხა მის მიერ მეორე ეტაპად შესრულებული სამუშაოებით ასანაზღაურებელი თანხა 18.916.00 ლარი და შპს ,,ლ----“-ს მიერ წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა შეგებებული სარჩელის აღძვრისას შეადგენს 87.004.00 ლარს.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით შეგებებული სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს ,,ლ----“-ს მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რადგან ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო უამინდობით, ასევე მექვენა -ვანისჭალაში არ არსებობდა საავტომობილო გზა და შეუძლებელი იყო არარსებული გზის შეკეთება. შესაბამისად უკანონოა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს სახით 105.920 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი დავის საგანია, მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მენარდის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 105.920.00 (აქედან დაუკავდა 18.916.00 ლარი და შპს ,,ლ----“-ს მიერ წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა დღეისათვის შეადგენს 87.004.00 ლარს) ლარის დაკისრების მართებულობა.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების მე-16.2.3. მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.

 

კერძოდ - თუ ,,მიმწოდებელი“ გადააცილებს მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ფინანსურ ხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, ,,მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.5% ოდენობით.

 

აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს კვლევის საგანია, 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების 4.1 მუხლით სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

 

იმავე ხელშეკრულების 24.1 მუხლით - ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების გაფორმებიდან და მოქმედებს (მოქმედების ვადა) 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქმეს თან ერთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას პასუხი, რომლითაც დადგენილია, რომ წყალტუბოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, მისგან უახლოესი - ქ.ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 26, 29, 30, 31 - ოქტომბერს; 01, 02, 05, 12, 15 - ნოემბერს სულ - 9 დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 641.1-ე მუხლით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს წარმომადგენელის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ვინაიდან მექვენა - ვანისჭალაში არ არსებობდა საავტომობილო გზა, შეუძლებელი იყო არარსებული გზის შეკეთება.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 ოქტომბრის №195 ხელშეკრულების საფუძველზე შედგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალის მოსახლეობის შეხვედრა, რა დროსაც 2016 წლის 2.03 N5 ოქმით დადგენილია, რომ სოფ. ვანისჭალაში შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მექვენას ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ქობულაძე, საკრებულოს წევრი დავით ბანძელაძე, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი კობა გურეშიძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ ჩხეიძე. ადგილობრივი მოსახლება /10კაცი/ /5ქალი/. შეხვედრის მიზანი - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში’’ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განკარგვა. მოისმინეს დავით ქობულაძის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ იქნა ერთი საკითხი, ერთპირონულად, კერძოდ გამოყოფილი თანხით /5096/ ლარით შეკეთდეს სოფელ ვანში მისასვლელი გზის ნაწილი. აღნიშნულ მოთხოვნას ხელს აწერს სოფ. ვანისჭალის მოსახლეობა. (ტ.2.იხ.ს.ფ. 47-48).

 

ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მექვენის ადმინისტრაციული ერთეული სოფ. მექვენის მოსახლეობასთან შეხვედრის 2016 წლის 2.03 N4 ოქმით დადგენილია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ქობულაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ბანძელაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მალხაზ ჩხეიძე საკრებულოს აპარატის უფროსი კობა გურეშიძე. ადგილობრივი მოსახლება 11 კაცი. 4 ქალი. შეხვედრის მიზანი -,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში’’ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განსაზღვრა, განკარგვა. მოისმინეს გამგებლის წარმომადგენელის დავით ქობულაძის ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობის მიერ დასმულ იქნა ერთი მოთხოვნა, ერთპიროვნულად, კერძოდ მოსახლეობა მოითხოვს, რომ გამოყოფილი თანხით /6037/ ლარით მოხდეს ცენტრალური გზის შეკეთება, დახრეშვა. (ტ.2.იხ.ს.ფ. 49-50).

 

მოწმედ დაკითხულმა დავით ქობულაძემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურში. მოწმის განმარტებით, შპს ,,ლომმა“ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება.

 

მოწმის განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა - ვანისჭალაში იყო გზა და მოსახლეობამ მოითხოვა მისი შეკეთება. გზის შეკეთება უნდა მომხდარიყო მძიმე ტექნიკის გამოყენებით, კერძოდ ბულდოზერით, რადგან გრეიდერით გზის კლდოვანი ქანები არ გაიჭრებოდა.(იხ. მოწმის ჩვენება).

 

საქმეს თან ერთვის მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების დანართი (ტ.1.იხ.ს.ფ. 233, რაც წარმოადგენს იმავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს), რომლითაც განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანისჭალის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მითითებულია, რომ სამუშაო უნდა განხორციელდეს მძიმე ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერის გამოყენებით.

 

მოხმობილი მტკიცებულებების ანალიზით, სასამართლომ რომც გაიზიაროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის N5005414617 დასკვნით დადგენილი ფაქტი, იმის შესახებ, რომ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა ვანისჭალას საავტომობილო გზის არარსებობის შესახებ, აღნიშნული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება, ამ ნაწილში მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულება ითვალისწინებდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა -ვანისჭალის გზის მოწყობა რეაბილიტაციას, ასევე იმავე ხელშეკრულებით განისაზღვრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანისჭალის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მითითებულია, რომ სამუშაო უნდა განხორციელდეს მძიმე ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერის გამოყენებით. ამ ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების პირობები, რაც იმავე ხელშეკრულების მე-16.2.3. მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წყ--–--------------–----–-----------------ას ჰქონდა პატივსადები ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის რადგან, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოვალისათვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებაზე უარი, ყოველგვარი ვადის დაწესების გარეშე, მაინც მართლზომიერია, ვინაიდან აშკარაა, რომ ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა. მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენა-ვანისჭალის საავტომობილო გზა, არ მოახდინა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მძიმე ტექნიკის (ბულდოზერი) მობილიზება და ცხადია ის არ აპირებდა ხელშეკრულების ამ ნაწილის შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

აქვე სასამართლო მოკლედ განმარტავს პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ,,ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5% შეუსაბამოდ მაღალია და სრულად მოიცავს მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2.3. და 16.2.4 მუხლებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.1.5%-მდე და განისაზღვროს 9.600.00 ლარით.

 

6... საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2. მოსარჩელემ (შპს ,,ლ----’’) სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 1.138.00 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. კერძოდ, წყ--–--------------–----–-----------------ას მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 37.913.00 ლარი.

 

ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 1138.00 ლარი, შპს ,,ლ----“-ს სასარგებლოდ უნდა გადახდეს წყ--–--------------–----–-----------------ას.

 

მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 1000 (ათასი) ლარი, რომელიც მოპასუხე წყ--–--------------–----–-----------------ას უნდა გადახდეს მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს სასარგებლოდ.

 

7.3. წყ--–--------------–----–-----------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელე წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 9600 ლარი. მოსარჩელე წყ--–--------------–----–-----------------ა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. სსს კოდექსის 47.3. მუხლის საფუძველზე სახ. ბაჟი 288.00 ლარი სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს ,,ლ----“-ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სსს კოდექსის 199.1 - მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ლ----“-ს სარჩელი.

 

2. დაეკისროს წყ--–--------------–----–-----------------ას შპს ,,ლ----“-ს სასარგებლოდ 37.913.00 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,ლ----’’-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 1138.00 ლარი, შპს ,,ლ----’’-ს სასარგებლოდ გადახდეს წყ--–--------------–----–-----------------ას.

მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1000 (ათასი) ლარი, მოპასუხე წყ--–--------------–----–-----------------ას გადახდეს მოსარჩელე შპს ,,ლ----“-ს სასარგებლოდ.

 

4. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს წყ--–--------------–----–-----------------ის შეგებებული სარჩელი.

 

6. შპს ,,ლ----“-ს წყ--–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 9.600.00 ლარის გადახდა.

 

7. შპს ,,ლ----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 288.00 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩ-------ე