გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002333486
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6712 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ--- ბ---–-----

წარმომადგენელი გ------- გ--–-----

მოპასუხე ზ----- ჭ---–------

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი ა-------------

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი ს-------- ლ--------

დავის საგანი მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

უძრავ ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–---------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ ნ--- ბ---–------ აღიარება.

მოსარჩელე ნ--- ბ---–----- და მოპასუხე ზ----- ჭ---–------ დაქორწინდნენ 2001 წლის 1-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: თ----- ჭ---–------ და ი-----–- ჭ---–------. ქორწინების განმავლობაში, ნ--- ბ---–------ და ზ----- ჭ---–------- ერთობლივად შეიძინეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------. მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილებთან ერთად დღემდე ამ მისამართზე ცხოვრობს. მოპასუხე ზ----- ჭ---–------ 2005 წლის ბოლოდან გადავიდა სხვა მისამართზე საცხოვრებლად. ზ----- ჭ---–------ 2009 წლის 4----------- დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. იმ დროისათვის მოპასუხე წარმოადგენდა სამშენებლო კომპანიის დ------------, რომელმაც გ-------------------------------–-–----------------–------. მოპასუხე რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას მხედველობა დაუქვეითდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ზ----- ჭ---–------- დაეკისრა 72 434.5 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათოხთმეტი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) ლარის გადახდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წერილის საფუძველზე ზ----- ჭ---–------- მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. სწორედ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებას.

სადავო უძრავი ქონება შეძენილია რა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, ერთიანი მეურნეობის გაძღოლის პირობებში, წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს აქვს უფლება ქონების (მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------) ერთ მეორედ ნაწილზე.

(სარჩელი, 2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ----- ჭ---–------ სარჩელს ცნობს და თანახმაა, მეუღლეთა თანაცხოვრებაში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, ერთი მეორედი ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელე ნ--- ბ---–------ სახელზე.

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას. სასაზღვრო პოლიციამ 2011 წლის 22 ივლისის N------ წერილით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 16 თებერვლის წერილით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომლის თანახმადაც მოვალე ზ----- ჭ---–------ა ითხოვდა დაკისრებული დავალიანების განაწილვადებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ გამოხატა თანხმობა, თანხა გადახდილიყო განაწილვადებით გონივრულ ვადაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ზ----- ჭ---–------- აღნიშნული შემოთავაზებაც დაარღვია და თანხა არ გადაუხდია. მის მიერ მითითებული დავალიანებიდან დაფარულია მხოლოდ 934.6 (ცხრაას ოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. ცნობილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი წერილები თანხის გადახდევინებისა და შესაძლო შედეგების თაობაზე პირველივე დღიდან იგზავნება იმ ბინის მისამართზე, რომელზეც მოსარჩელე ნ--- ბ---–----- ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას და რომელშიც იგი დღემდე ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მოპასუხე ზ----- ჭ---–------- მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ თანხის გადაუხდელობას. როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს, მხარეთა შორის 2005 წლის ბოლოდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო ამავე კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

მესამე პირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია აღსრულება მოვალე ზ----- ჭ---–------- მიმართ. 2016 წლის 21 აპრილს სადავო ქონებაზე (მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) აღსრულების მიზნით რეგისტრირებული ყადაღა გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ მოვალე ზ----- ჭ---–------ წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირს. ზ----- ჭ---–------ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და შესაბამისი შეზღუდვები ვრცელდება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, თუმცა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს აღსრულება, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, მოვალე წარმოადგენს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირს და მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აღსრულების პროცესის დაწყება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ--- ბ---–----- არასრულწლოვან შვილებთან, თ----- ჭ---–-------თან და ი-----–- ჭ---–-------თან, ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------;

საქმის განხილვის დროს მხარეები, ნ--- ბ---–----- და ზ----- ჭ---–------ ერთად სადავო საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი ცხოვრობს ნათესავთან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. მოპასუხე ზ----- ჭ---–------ განსაზღვრული პერიოდი იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ამჟამად, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაავადებულია დიაბეტით და აღენიშნება მხედველობის დაქვეითება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

_სს ,,კ-----–---ს“ მიერ 2015 წლის 0-------- გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 25);

3.1.3. ნ--- ბ---–-----, ზ----- ჭ---–------, არასრულწლოვანი ი-----–- ჭ---–------ და თ----- ჭ---–------ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ყოველთვიურად იღებენ შემწეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 17);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 11 ივნისს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 129, 200);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 ივლისის გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 197).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ--- ბ---–----- და ზ----- ჭ---–------ დაქორწინდნენ 2001 წლის 1-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 1-------------ს ი-----–- ჭ---–------ა და 2004 წლის 7------------ს თ----- ჭ---–------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სრს ხ----- სამსახურის მიერ 2007 წლის 0------------–- გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 18);

_სრს ხ----- სამსახურის მიერ 2006 წლის 0--------------- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 19);

_სრს ხ----- სამსახურის მიერ 2004 წლის 1-------------- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 20).

3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------, ფ------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ----- ჭ---–------- სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2004 წლის 19 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის დ-------–--- მიერ რეესტრით N------);

უძრავ ნივთზე ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. მესაკუთრე ზ----- ჭ---–------ აღმასრულებლის 01.08.2011 წლის NA------------ მიმართვის საფუძველზე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 18.12.2017 წელი (ს.ფ. 15-16);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.06.2018 წელი (ს.ფ. 127-128).

3.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ზ----- ჭ---–------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება. ზ----- ჭ---–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-დ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის აგვისტომდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2008 წლის 11 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 3-10 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 2 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2008 წლის 2-9 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის აგვისტომდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 23 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 07 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 07 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 07 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) და განესაზღვრა სასჯელის სახე და ზომა;

აღნიშნული განაჩენით, დაზარალებულ შსს სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო მოპასუხე ზ----- ჭ---–------- შსს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 72 434.5 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით;

მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენი, საქმე N---------- (ს.ფ. 67-88);

_თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N---------- (ს.ფ. 21, 89, 147).

3.2.4. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2011 წლის 29 ივლისის N------ წერილის საფუძველზე, ზ----- ჭ---–------- მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო იძულებითი აღსრულება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული ცნობით, ზ----- ჭ---–------- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, ფ------------;

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მოვალე ზ----- ჭ---–------ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული საფუძვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის წერილის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გაუქმდა გატარებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის ყადაღა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.09.2016 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ NA---------------- (ს.ფ. 22-24);

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.01.2017 წლის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (ს.ფ. 26-27);

_საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს 2011 წლის 29 ივლისის N------ მიმართვა, შ-----------------------–-–---- 2011 წლის 29 ივლისის განცხადება (ს.ფ. 66, 145-146);

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 აგვისტოს მიმართვა N1----- (ს.ფ. 148);

_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის წერილი NA---------------- (ს.ფ. 149);

_მოვალე ზ----- ჭ---–------- 2016 წლის 15 თებერვლის განცხადება თბილისის სააღსრულებო ბიუროს (ს.ფ. 150);

_აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის მიმართვა N5---- (ს.ფ. 151-153).

3.2.5. 2018 წლის 10 ივლისს ნ--- ბ---–------ განცხადებით მიმართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და მოითხოვა დაკისრებული ფულადი დავალიანებისაგან გათავისუფლება. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პასუხის მიხედვით, ვინაიდან ნ--- ბ---–-----სა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქოს საქმის განხილვა, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ნ--- ბ---–------ 2018 წლის 10 ივლისის განცხადება (ს.ფ. 196);

_საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 31 ივლისის მიმართვა N M---------------- (ს.ფ. 198-199).

3.2.6. მოპასუხე ზ----- ჭ---–------- სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, შეძენილია მეუღლეების, ნ--- ბ---–------ და ზ----- ჭ---–-------, ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას;

მხარეთა განმარტებით, აღნიშნული უძრავი ნივთი შეძენილია ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, საერთო მეურნეობის გაძღოლის შედეგად, მეუღლეთა მიერ უძრავი ქონების საფასურის ერთობლივად გადახდით. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხარეები 2005 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, თუმცა პერიოდულად მოპასუხე ბავშვებთან ურთიერთობის მიზნით მოდის აღნიშნულ მისამართზე. 2015 წლის დეკემბრის თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ზ----- ჭ---–-------, ნ--- ბ---–------, ი-----–- ჭ---–------- და თ----- ჭ---–------- ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, გ-–----------------------------------------.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ნივთზე მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–----------------------------------------, (საკადასტრო კოდი 0----------------------), მოპასუხე ზ----- ჭ---–------- საკუთრების უფლება წარმოიშვა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, ამ უკანასკნელს აქვს თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1152-ე, 183-ე, 1158-ე, 1159-ე,1164-ე, 1168-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–---------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, რის გამოც მას აქვს უფლება აღნიშნული ქონებიდან მოპასუხე ზ----- ჭ---–------- საკუთრებაში არსებული წილის ნახევარზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაში წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას. საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

დადგენილია, რომ ნ--- ბ---–----- და ზ----- ჭ---–------ დაქორწინდნენ 2001 წლის 1-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 1-------------ს ი-----–- ჭ---–------ა და 2004 წლის 7------------ს თ----- ჭ---–------. ამ ეტაპზე, მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თავად მოსარჩელე მხარე, არასრულწლოვან შვილებთან, თ----- ჭ---–-------თან და ი-----–- ჭ---–-------თან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–------------------------------------------- (3.1.1., 3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------, ფ------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ----- ჭ---–------- სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2004 წლის 19 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის დ-------–--- მიერ რეესტრით N------).

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას.

 

მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი მეუღლეებს ანიჭებს თანასაკუთრების უფლებას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის წარმოშობის თარიღი. მოცემულ საქმეზე, მოპასუხე ზ----- ჭ---–------ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ სადავო ქონება შეძენილია ნ--- ბ---–-----სთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, საერთო მეურნეობის ერთიანად გაძღოლის შედეგად, ერთობლივი ფულადი თანხებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი შეძენილია მეუღლეების, ნ--- ბ---–------ და ზ----- ჭ---–------- ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ზ----- ჭ---–------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ზ----- ჭ---–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა სასჯელის ზომა და სახე. ამავე განაჩენით, დაზარალებულ შსს სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. სამოქალაქო მოპასუხე ზ----- ჭ---–------- შსს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 72 434.5 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (3.2.3). მოპასუხე ზ----- ჭ---–------ განსაზღვრული პერიოდი იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ამჟამად, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაავადებულია დიაბეტით და აღენიშნება მხედველობის დაქვეითება (3.1.2).

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2011 წლის 29 ივლისის N------ წერილის საფუძველზე, ზ----- ჭ---–------- მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო იძულებითი აღსრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული ცნობით, ზ----- ჭ---–------- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, ფ------------. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხე ზ----- ჭ---–------ რეგისტრირებულია სოციალუარდ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სტატუსის განსაზღვრის, ქულის მინიჭების თარიღად მითითებულია 2015 წლის 28 დეკემბერი (3.1.3).

 

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის წერილის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გაუქმდა გატარებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის ყადაღა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. დღეის მდომარეობით, სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. მესაკუთრე ზ----- ჭ---–------ (მოვალე) აღმასრულებლის 01.08.2011 წლის NA------------ მიმართვის საფუძველზე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში (3.2.2., 3.2.4).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მიხედვით, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყონებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. ამავე კანონის მე-193 მუხლის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამდენად, მოვალე ზ----- ჭ---–------- შეზღუდული აქვს მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავი ქონების განკარგვის უფლება.

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეებს, ნ--- ბ---–-----ს და ზ----- ჭ---–------- შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2005 წლიდან, მეუღლის მიმართ დაყენებული მოთხოვნა მესაკუთრედ აღიარების თაობაზე ხანდაზმულია თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა. ნ--- ბ---–------ სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა ასევე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხს მხარეს ჩაბმული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი.

 

მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოების არსებობა. მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე მოვალეა სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1171-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ საქმეზე, მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილი არ არის განქორწინებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხარეები 2005 წლიდან ფაქტობრივად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, თუმცა მოპასუხე ზ----- ჭ---–------ არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის მიზნით პერიოდულად მოდის მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე (3.2.6). 2015 წლის დეკემბრის თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მონაცემებით, ზ----- ჭ---–-------, ნ--- ბ---–------, ი-----–- ჭ---–-------ა და თ----- ჭ---–------- ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, გ-–----------------------------------------. ხოლო მოპასუხე ზ----- ჭ---–------ წარმოდგენილ შესაგებელში ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსაყოფელად) მიუთითებს ზემოაღნიშნული სადავო უძრავი ნივთის მისამართს. მოპასუხე მხარის მიერ საწინააღმდეგო გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებანი არ არის წარმოდგენილი. ამდენად, მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღად სასამართლო ვერ მიიჩნევს 2005 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეების, ნ--- ბ---–------ და ზ----- ჭ---–------- შორის საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში შეძენილია სადავო უძრავი ქონება და შესაბამისად, ნ--- ბ---–-----ს წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ უძრავი ქონების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებულია ზ----- ჭ---–------- სახელზე და შეძენილია მხარეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში. ზემოთ როგორც აღინიშნა, მოვალე ზ----- ჭ---–------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიმართ ასანაზღაურებელი აქვს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება საოჯახო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების აღიარების ხელისშემშლელი გარემოება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------, 4---------- ფართი, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელე ნ--- ბ---–------ მესაკუთრედ აღიარების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ნ--- ბ---–------ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2017 წლის 0------------–- გ------- გ--–------ მიერ 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა (ს.ფ. 28-29).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოსმიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

მოსარჩელე ნ--- ბ---–----- გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ. 200). შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 0------------–- სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 900 (ცხრაასი) ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

მოპასუხე ზ----- ჭ---–------- სარჩელის მოთხოვნა თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე ცნო საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟს გადახდისაგან. ამასთან, ზ----- ჭ---–------ ასევე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ. 200).

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამდენად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამდენად, მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ მესაკუთრედ აღიარების შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ნ--- ბ---–------ (პირადი №5----------) სარჩელი მოპასუხე ზ----- ჭ---–------- (პირადი №5----------) მიმართ:

 

ცნობილ იქნეს ნ--- ბ---–----- (პირადი №5----------) მოპასუხე ზ----- ჭ---–------- (პირადი №5----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–-------------------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ;

 

2. დაუბრუნდეს ნ--- ბ---–-----ს (პირადი №5----------) გ------- გ--–------ (პირადი N5----------) მიერ 2017 წლის 0------------–-, სახელმწიფო ბაჟის სახით (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, სს ბანკი ,,რესპუბლიკა”, მიმღები: ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 900 (ცხრაასი) ლარი;

 

3. გათავისუფლდნენ მოპასუხეები ზ----- ჭ---–------ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე