გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210018002506168
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/18539 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

წარმომადგენელი მზ-----------–---–ი

მოპასუხე ლა–- დო-–--ე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

წარმომადგენელი ნო--------------ა, ბე--------ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

მესამე პირის წარმომადგენელი რუ--------------–---–ი

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

1.1. თა---- ხა---–---–ს და ლა–- დო-–--ეს შორის 2--- წლის 12 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე ლა–- დო-–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ერ---–- დო-–--ის (დაბადებული 2017 წლის 1------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 2------------) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი და მოპასუხე ლა–- დო-–--ე 2--- წლის 12 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის 1------------ შეეძინათ შვილი ერ---–- დო-–--ე. ბავშვის დაბადების შემდეგ, მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე მხარე არ იჩენს სათანადო მატერიალურ დახმარებას არასრულწლოვანი შვილის მიმართ. იგი დასაქმებულია სს ,,კრ----------ში“ და აქვს საკმაოდ მაღალი ყოველთვიური შემოსავალი. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის პროცესში;

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

ლა–- დო-–--ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2017 წლის 1------------ დაბადებულ ერ---–- დო-–--ესთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევი დღე 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათი დღე 14:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა დღეს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

ლა–- დო-–--ე და თა---- ხა---–---–ი 2--- წლის 12 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის 1------------ შეეძინათ შვილი ერ---–- დო-–--ე. მოცემულ ეტაპზე, მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მცირეწლოვანი ერ---–- დო-–--ე ცხოვრობს დედასთან, თა---- ხა---–---–თან. ბავშვის მამა ლა–- დო-–--ე მოკლებულია შესაძლებლობას ხშირად ინახულოს შვილი, მიიღოს სრულყოფილი და ნორმალური მონაწილეობა შვილის ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ აღზრდაში, იზრუნოს მის სულიერ და სოციალური განვითარებაზე. მხარეები დაძაბული ურთიერთობის გამო ვერ ახერხებენ თავად შეთანხმდნენ და დაარეგულირონ მამასთან არასრულწლოვანი ერ---–- დო-–--ის ურთიერთობის საკითხი. უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც მამა მივიდა ბავშვის სანახავად, დედის გარემოცვის მხრიდან შეხვდა დაუსაბუთებელი წინააღმდეგობა ბავშვის ნახვასთან დაკავშირებით, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. ბავშვის საუკეთესო ინტერესია ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე მამასთან. ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ, ცალ-ცალკე ცხოვრების პირობებშიც, ერთობლივად, ღირსეულ პირობებში აღზარდონ შვილი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელის)

2.1. მოპასუხე ლა–- დო-–--ე ეთანხმება მოთხოვნას თა---- ხა---–---–თან ქორწინების შეწყვეტის შესახებ

2.2. მოპასუხე ლა–- დო-–--ე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ და თანახმაა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადაიხადოს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხის მამას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და მისი მკურნალობის ხარჯებს იღებს ლა–- დო-–--ე. ამასთან, მოპასუხე მხარეს ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება, რომლის დასაფარად ყოველთვიურად იხდის გარკვეულ თანხას, დაახლოებით 400 ლარის ოდენობით.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელის)

 

მოპასუხე თა---- ხა---–---–ი არ არის წინააღმდეგი მოსარჩელე ლა–- დო-–--ეს ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თუმცა ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, არ ეთანხმება შეგებებული სარჩელით მოთხოვნის დროის მონაკვეთს, არასრულწლოვანს ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, კვებისა და ძილის რეჟიმის დაცვა, რასაც მამა ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, ორი წლის ასაკამდე, მოპასუხე თა---- ხა---–---–ი ეთანხმება, მამამ ბავშვის ნახოს კვირაში ორჯერ, პარასკევს და შაბათს 2-2 საათის განმავლობაში, ხოლო ორი წლის ასაკიდან აღნიშნული დრო გაიზარდოს ერთი საათით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ ლა–- დო-–--ის საცხოვრებელი პირობების შე---სებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. მოცემულ ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მამამ არასრულწლოვანი ნახოს 3 საათის განმავლობაში შემდგომში ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდოს მამასა და შვილის ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის ხანგძლივობა. ბავშვთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს მისი დღის ჩვეული რეჟიმის გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი და მოპასუხე ლა–- დო-–--ე დაქორწინდნენ 2--- წლის 12 ნოემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის 1------------ შეეძინათ შვილი ერ---–- დო-–--ე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- (ს.ფ. 14);

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 15).

 

3.1.2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ერ---–- დო-–--ე ცხოვრობს დედასთან, თა---- ხა---–---–თან ერთად;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს მისა----თზე რუ---------------------------------------------;

მოსარჩელეს შვილის აღზრდის პროცესში ეხმარება დედა. არასრულწლოვანს მცირე ასაკიდან გამომდინარე აქვს განსაზღვრული კვების და ძილის რეჟიმი. იგი ამ ეტაპზე იკვებება დღეში ხუთჯერ და მისი კვების რეჟიმი და რაციონი არის ასაკის შესაბამისი; მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბავშვის მამას, ლა–- დო-–--ეს არ აქვს გამოცდილება არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის, მისი გამოკვებისა თუ დაძინების თვალსაზრისით;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,პ-----------“ 31.07.2018 წლის მიმართვა მაია ტიღინაშვილ-ხა---–---–ს, შპს ,,პ-----------“ 31.07.2018 წლის მიმართვა, დანართი (ს.ფ. 151-159);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.4. მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარებიან მისი მამა და ძმა, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და უგზავნიან ფულად თანხებს თა---- ხა---–---–ს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, თა---- ხა---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 6 ივლისამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აპრილის თვეში - 750 ლარს, მაისის თვეში - 21.87 ლარს და 750 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,მა-------–------------------------ა“.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 41-42);

 

3.1.6. ლა–- დო-–--ე მშობლებთან ირ---–ი დო-–--ესთან და ლუ-- დო-–--ესთან ერთად ცხოვრობს მისა----თზე ქ. თბილისი, და----------–-------. საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან კერძო სახლს, რომელიც არის ოჯახის საკუთრება. პირველ სართულზე არის ორი ოთახი, მეორე სართულზე - სამო ოთახი (ორი საძინებელი). სველი წერტილების მდგომარეობა მოწესრიგებულია. ასევე დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც. სახლში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა. ლა–- დო-–--ეს სძინავს მეორე სართულზე, მისი ინფორმაციით, ბავშვის წამოყვანის შემთხვევაში ის დაიძინებს მასთან ერთად. მზად არის საჭიროების შემთხვევაში შეუძინოს საწოლი, პირადი და ჰიგიენის ნივთები. მამის ინფორმაციით, ის და მისი ოჯახის წევრები სისტემატურად ყიდულობენ ბავშვისთვის საჭირო ნივთებს. საცხოვრებელში ამჟამად არაა განთავსებული ბავშვის ნივთები, ვინაიდან მისი სახლში წამოყვანის საშუალება არ ჰქონია. ლა–- დო-–--ე და მისი მშობლები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ჩართული იყვნენ ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში, მისი აღზრდისა და განვითარების პროცესში, ასევე, ბავშვის მათთან ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფენ საჭირო ჰიგიენის და პირადი ნივთებით, ტანსაცმლით, შესაფერისი საკვებით. ლა–- დო-–--ეს არ ჰქონია შვილზე დამოუკიდებლად ზრუნვის საშუალება, მაგრამ ოჯახის წევრები მას საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან. ლუ-- დო-–--ის ინფორმაციით, მას აქვს შვილიშვილებზე ზრუნვის გამოცდილება, შესაბამისად, მზადაა ერ---–- დო-–--ე მათთან ყოფნის პერიოდში უზრუნველყოს შესაბამისი მეთვალყურეობით;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2018 წლის 04 სექტემბრის დასკვნა N1---- (ს.ფ. 136-137);

 

3.1.7. ლა–- დო-–--ე დასაქმებულია სს ,,კრ----------ში“ სესხის ოფიცრის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1242 ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, ლა–- დო-–--ეს 2017 წლის იანვრის თვიდან დღემდე უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების სახით. მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1234.01 ლარს და 75.25 ლარს, თებერვლის თვეში - 71.25 ლარს, 2649.31 ლარს და 121.95 ლარს, მარტის თვეში - 71.25 ლარს, 95.84 ლარს და 2358.54 ლარს, აპრილის თვეში - 2363.99 ლარს, 71.25 ლარს და 95.83 ლარს, მაისის თვეში - 71.25 ლარს, 97.94 ლარს და 2459.67 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 05 ივლისის მიმართვა, დანართი (ს.ფ. 35-38).

 

3.1.8. მხარეებს, თა---- ხა---–---–ს და ლა–- დო-–--ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.9. ლა–- დო-–--ის მამა ირ---–ი დო-–--ე წარმოადგენს შპს ,,მე-----ს“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.10.2011 წელი (ს.ფ. 68-69);

_ლა–- დო-–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1358 (ს.ფ. 62).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ,,დი-----------–---------------–--–-------ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ირ---–ი დო-–--ის დიაგნოზია: ,,შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E11 (2000), დიაბეტური პოლინეიროპათია, ორივე ქვ. კიდურის არტ. უკმარისობა IIb. დიაბეტური რეტინოპათია - 0U, გიდ. გადატანილი მ.ი (2009) კორსენტირება (2009,2010 წ.) დაძაბვის სტენოკარდია“. მისი ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია, იგი აღრიცხვაზეა დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრში. ირ---–ი დო-–--ეს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,დი-----------–---------------–--–-------ს“ მიერ 2018 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა ირ---–ი დო-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 58-59);

_ შპს ,,ფარმას“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 60).

 

3.2.2. მოსარჩელე მხარის გა----ტებით (თავდაპირველი სარჩელით) მოპასუხე ლა–- დო-–--ის მამას, როგორც შპს ,,მე-----ს“ დირექტორს აქვს შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ,,მე-----“-ს მიერ ირ---–ი დო-–--ეზე 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით გაცემული განაცემი შეადგენს 2776.70 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 555.34 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 07 სექტემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 149);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.3. სასა----თლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ლა–- დო-–--ის (თავდაპირველი სარჩელით) მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება მამა ირ---–ი დო-–--ე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას დაადასტურებდა მშობლის, ირ---–ი დო-–--ის შრომისუუნარობისა და მისთვის მატერიალური დახმარების საჭიროების შესახებ. ის გარემოება, რომ მოპასუხის მამა დაავადებულია ,,შაქრიანი დიაბეტით“ და ქრონიკულად სჭირდება მედიკამენტების მიღება თავისთავად არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლა–- დო-–--ეს აკისრია კანონით დადგენილი მშობლის რჩენის ვალდებულება.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,დი-----------–---------------–--–-------ს“ მიერ 2018 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა ირ---–ი დო-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 58-59);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.4. ლა–- დო-–--ე არასრულწლოვან შვილზე, ერ---–- დო-–--ეზე ზრუნავს. ნახულობს მას პერიოდულად, თუმცა მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე, თა---- ხა---–---–ი არ აძლევს მისი საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებას. ბავშვის მამის გადმოცემით, ბავშვთან ურთიერთობის ფორმა არასრულწლოვანისათვის არაა მიზანშეწონილი, რადგან მათი შეხვედრა ხდება მამის მანქანაში, ან რუსთავის პარკში, ეს კი მცირეწლოვანი ბავშვისათვის არაა შესაფერისი გარემო. ამ ეტაპზე მამა არასრულწლოვანს ნახულობს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში დედის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ და არ ეძლევა საშუალება ბავშვის სახლში წაყვანის.

არასრულწლოვანის მამა ლა–- დო-–--ე ყიდულობს შვილისათვის საჭირო ნივთებს, ტანსაცმელს, საკვებს და საჭიროების მიხედვით სამედიცინო მედიკამენტებს, რასაც არც მოპასუხე მხარე უარყოფს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2018 წლის 04 სექტემბრის დასკვნა N1---- (ს.ფ. 136-137);

_შპს ,,პ-----------“ 03.02.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ბ----“-ის 10.02.2018 წლის ქვითარი, შპს ,,KO------------------D” -ის 10.02.2018 წლის ქვითრები, შპს ,,ჯ-----------------–----------ს“ 2018 წლის 28 თებერვლის ქვითარი, შპს ,,პ-----------“ 24.02.2018 წლის ქვითარი, შპს ,,KO------------------D” -ის 25.02.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ელ---------ს“ ქვითარი, შპს ,,პ-----------“ 28.01.2018, 21.01.2018 წლის ქვითრები, სს ,,გე---“-ს 21.01.2018 წლის ქვითარი, სს ,,ჯი----“-ს 21.01.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ცე---------ს“ 18.03.2018 წლის ქვითარი, შპს ,,პ-----------“ 08.03.2018, 34.03.2018 წლის ქვითარი, შპს ,,პ-----------“ 13.05.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ფა----------ს“ 29.04.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ავ-------------ს“ 29.04.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ელ---------ს“ 06.05.2018 წლის ქვითარი, შპს ,,პსპ ფარმა“-ს 09.05.2018 წლის, 10.06.2018 წლის ქვითარი, შპს ,,ფა----------ს“ 20.05.2018 წლის ქვითარი (ს.ფ. 96-101).

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.5. სასა----თლო ვერ გაიზიარებს ლა–- დო-–--ის (მოპასუხე თავდაპირველი სარჩელით) მოსაზრებას საბანკო დავალიანებასთან დაკავშირებით. მოპასუხის მითითებით მისი მიმდინარე დავალიანება სამომხმარებლო კრედიტისა და საკრედიტო ბარათზე არსებული სესხის საფუძველზე წარმოადგენს დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარს, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის 400 ლარს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არ დასტურდება საბანკო დაწესებულების წინაშე ლა–- დო-–--ის სახელზე დავალიანების არსებობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ირკვევა მისი ოდენობა და გადახდის პირობები;

ლა–- დო-–--ის განმარტებით, როგორც მის სახელზე, ასევე მამის ირ---–ი დო-–--ის სახელზე ირიცხება ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათ სარგებლობაშია. მოპასუხის სახელზე რაიმე სახის უძრავი ნივთი არ ირიცხება.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.6. სასა----თლო სრულად ვერ გაიზიარებს თა---- ხა---–---–ის მოსაზრებას ლა–- დო-–--ის არასრულწლოვან შვილთან, ერ---–- დო-–--ესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრის შესახებ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, აუცილებელია მამა შვილს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობა ნორმალურ პირობებში საწყის ეტაპზე 3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი დროის მონაკვეთის ხანგრძლივობის გაზრდის პირობით, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ასაკობრივ მაჩვენებელს. საქმის მასალებით არ გამოიკვეთა ლა–- დო-–--ის არასრულწლოვან ბავშვთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა ბავშვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელე ლა–- დო-–--ის (შეგებებული სარჩელით) საცხოვრებელ სახლში არ არის ბავშვის კუთხე და მისთვის საჭირო ნივთები, მამის განმარტებით, იგი ბავშვის საჭიროებების მიხედვით უზრუნველყოფს მისთვის მისაღებ და კომფორტულ გარემო-პირობების შექმენას. თა---- ხა---–---–ი არ არის თანახმა მამა-შვილის ურთიერთობისათვის დრო განისაზღვროს კვირა დღეს, ვინაიდან მასაც სურს დასვენების ერთი დღის ბავშვთან გატარება. ასაკის მატებასთან ერთად, არასრულწლოვანის დედა არ არის წინააღმდეგი ბავშვის ნახვის საათების ხანგრძლივობამ იმატოს ისე რომ არ დაირღვეს მისი ცხოვრების რეჟიმი - ასაკის შესაბამისი კვება და ძილი. ამ ეტაპზე, მამას არ აქვს გამოცდილება თავის საცხოვრებელ პირობებში ბავშვის მოვლასთან, გამოკვებასთან და ძილთან დაკავშირებით, თუმცა მას ჰყავს მშობლები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ და დაეხმარებიან ბავშვის მათთან ყოფნის პერიოდში ბავშვისთვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში. სასა----თლო მიუთითებს, რომ ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შე---სებას, სასა----თლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ლა–- დო-–--ემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.3. სასა----თლომ განიხილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ლა–- დო-–--ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

 

სასა----თლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სა----თლებრივი შე---სება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე თა---- ხა---–---–სა და მოპასუხე ლა–- დო-–--ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2--- წლის 12 ნოემბერს. მათ 2017 წლის 1------------ შეეძინათ შვილი - ერ---–- დო-–--ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასა----თლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სა----თლის საპროცესო კოდექსით. 2. სასა----თლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასა----თლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მხარეებს, თა---- ხა---–---–სა და ლა–- დო-–--ეს შორის უთანხმოების გამო საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და თა---- ხა---–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე.

 

მოპასუხე ლა–- დო-–--ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსა----თლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი თა---- ხა---–---–სა და ლა–- დო-–--ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე თა---- ხა---–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ერ---–- დო-–--ე.

 

დადგენილია, რომ თა---- ხა---–---–ს და ლა–- დო-–--ეს 2017 წლის 01------------ შეეძინათ შვილი ერ---–- დო-–--ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასა----თლო. ალიმენტის ოდენობას სასა----თლო განსაზღვრავს გონივრული, სა----თლიანი შე---სების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან. მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, ერ---–- დო-–--ესთან და დედასთან ერთად ცხოვრობს მისა----თზე რუ---------------------------------------------. მოსარჩელეს შვილის აღზრდის პროცესში ეხმარება დედა. არასრულწლოვანს მცირე ასაკიდან გამომდინარე აქვს კვების და ძილის რეჟიმი და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. იგი ამ ეტაპზე იკვებება დღეში ხუთჯერ და მისი კვების რეჟიმი და რაციონი არის ასაკის შესაბამისი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბავშვის მამას, ლა–- დო-–--ეს არ აქვს გამოცდილება არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის, მისი გამოკვებისა თუ დაძინების თვალსაზრისით. როგორ საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, თა---- ხა---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 6 ივლისამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აპრილის თვეში - 750 ლარს, მაისის თვეში - 21.87 ლარს და 750 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,მარნეულის სასუსრათო ქარხანა“. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარებიან მისი მამა და ძმა, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და უგზავნიან მას ფულად თანხებს.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სა----თლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. სასა----თლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხე ლა–- დო-–--ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. იგი ცხოვრობს მშობლებთან, ირ---–ი დო-–--ესთან და ლუ-- დო-–--ესთან ერთად. ლა–- დო-–--ე დასაქმებულია სს ,,კრ----------ში“ სესხის ოფიცრის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1242 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, ლა–- დო-–--ეს 2017 წლის იანვრის თვიდან დღემდე უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების სახით. მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1234.01 ლარს და 75.25 ლარს, თებერვლის თვეში - 71.25 ლარს, 2649.31 ლარს და 121.95 ლარს, მარტის თვეში - 71.25 ლარს, 95.84 ლარს და 2358.54 ლარს, აპრილის თვეში - 2363.99 ლარს, 71.25 ლარს და 95.83 ლარს, მაისის თვეში - 71.25 ლარს, 97.94 ლარს და 2459.67 ლარს. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის და დანამატების სახით.

 

მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მამა ირ---–ი დო-–--ე იმყოფება მის კმაყოფაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების, კერძოდ, ,,დი-----------–---------------–--–-------ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ირ---–ი დო-–--ის დიაგნოზია: ,,შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E11 (2000), დიაბეტური პოლინეიროპათია, ორივე ქვ. კიდურის არტ. უკმარისობა IIb. დიაბეტური რეტინოპათია - 0U, გიდ. გადატანილი მ.ი (2009) კორსენტირება (2009,2010 წ.) დაძაბვის სტენოკარდია“. მისი ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია, იგი აღრიცხვაზეა დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრში. ირ---–ი დო-–--ეს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. ირ---–ი დო-–--ე წარმოადგენს შპს ,,მე-----ს“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. მოსარჩელე მხარის გა----ტებით (თავდაპირველი სარჩელით) მოპასუხე ლა–- დო-–--ის მამას, როგორც შპს ,,მე-----ს“ დირექტორს აქვს შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ,,მე-----“-ს მიერ ირ---–ი დო-–--ეზე 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის ივლისის თვის ჩათვლით გაცემული განაცემი შეადგენს 2776.70 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 555.34 ლარს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, მოპასუხის მამა არ წარმოადგენს შრომისუუნარო პირს და გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება.

 

უპირველესად, სასა----თლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მართალია, საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარის მამას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (მას აქვს ქრონიკული დაავადება - ,,შაქრიანი დიაბეტი), თუმცა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მშობლის მოპასუხის კმაყოფაზე ყოფნას დაადასტურებდა. მოპასუხის მიერ მისი ოჯახის წევრების რჩენის ვალდებულება არ იკვეთება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასა----თლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

სასა----თლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს საბანკო დავალიანებაზეც, თუმცა წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სესხის მიღებას, დღეს არსებულ საბანკო დავალიანების ოდენობას და სესხის მიზნობრიობას. სასესხო ვალდებულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, სასა----თლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მესამე პირების წინაშე არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. ამასთან, დადგენილია, რომ ლა–- დო-–--ის განმარტებით, როგორც მის სახელზე, ასევე მამის ირ---–ი დო-–--ის სახელზე ირიცხება ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათ სარგებლობაშია. მოპასუხის სახელზე რაიმე სახის უძრავი ნივთი არ ირიცხება.

 

დადგენილია, რომ ლა–- დო-–--ე არასრულწლოვან შვილზე, ერ---–- დო-–--ეზე ზრუნავს. ნახულობს მას პერიოდულად. არასრულწლოვანის მამა ლა–- დო-–--ე ყიდულობს შვილისათვის საჭირო ნივთებს, ტანსაცმელს, საკვებს და საჭიროების მიხედვით სამედიცინო მედიკამენტებს, აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით. საკვები პროდუქტის ბავშვისთვის მიტანას არც მოსარჩელე თა---- ხა---–---–ი უარყოფს. მოპასუხე ლა–- დო-–--ე თავისი მატერიალური მდგომარეობით გათვალისწინებით, თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. სასა----თლო მიუთითებს იმ სა----თლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. არასრულწლოვანი ერ---–- დო-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის მამა ითხოვს გარკვეული დროის მონაკვეთის განსაზღვრას არასრულწლოვან შვილთან. აღნიშნული დრო, რასაც ბავშვი გაატარებს მამასთან, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. ამ ეტაპზე დედა დასაქმებული არ არის, თუმცა იგი შრომისუნარიანია და აქვს უნარი მანაც მამის მსგავსად უზრუნველყოს არასრულწლოვანი აღზრდა-განვითარების ნორმალური პირობებით მატერიალური კუთხით. ალიმენტის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სა----თლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. სასა----თლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მისი ასაკობრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.

 

ამდენად, სასა----თლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სა----თლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასა----თლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასა----თლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.3. ლა–- დო-–--ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, 2017 წლის 1------------ დაბადებულ ერ---–- დო-–--ესთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევი დღე 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათი დღე 14:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა დღეს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასა----თლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასა----თლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასა----თლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ლა–- დო-–--ეს და მოპასუხე თა---- ხა---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის 01------------ შეეძინათ შვილი ერ---–- დო-–--ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მოპასუხე თა---- ხა---–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედით, მოსარჩელე ლა–- დო-–--ე მშობლებთან ირ---–ი დო-–--ესთან და ლუ-- დო-–--ესთან ერთად ცხოვრობს მისა----თზე ქ. თბილისი, და----------–-------. საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან კერძო სახლს, რომელიც არის ოჯახის საკუთრება. სახლში სველი წერტილების მდგომარეობა მოწესრიგებულია. ასევე დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც, განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა. ლა–- დო-–--ის ინფორმაციით, ბავშვის წამოყვანის შემთხვევაში ის დაიძინებს მასთან ერთად. მზად არის საჭიროების შემთხვევაში შეუძინოს საწოლი, პირადი და ჰიგიენის ნივთები. მამის ინფორმაციით, ის და მისი ოჯახის წევრები სისტემატურად ყიდულობენ ბავშვისთვის საჭირო ნივთებს. საცხოვრებელში ამჟამად არაა განთავსებული ბავშვის ნივთები, ვინაიდან მისი სახლში წამოყვანის საშუალება არ ჰქონია. ლა–- დო-–--ე და მისი მშობლები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ჩართული იყვნენ ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში, მისი აღზრდისა და განვითარების პროცესში, ასევე, ბავშვის მათთან ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფენ საჭირო ჰიგიენის და პირადი ნივთებით, ტანსაცმლით, შესაფერისი საკვებით. ლა–- დო-–--ეს არ ჰქონია შვილზე დამოუკიდებლად ზრუნვის საშუალება, მაგრამ ოჯახის წევრები მას საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან. ლუ-- დო-–--ის ინფორმაციით, მას აქვს შვილიშვილებზე ზრუნვის გამოცდილება, შესაბამისად, მზადაა ერ---–- დო-–--ე მათთან ყოფნის პერიოდში უზრუნველყოს შესაბამისი მეთვალყურეობით. ამდენად, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე მხარის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვოს რაიმე საფრთხის შემცველი გარემოება არ გამოკვეთილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოპასუხე თა---- ხა---–---–ი არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. იგი მოცემულ ეტაპზე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, თანახმაა ლა–- დო-–--ეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან ერ---–- დო-–--ესთან ყოველი კვირის პარასკევს და შაბათ დღეს საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე (ორივე დღეს), ხოლო ორი წლის ასაკიდან აღნიშნული დროის მონაკვეთი გაიზარდოს ერთი საათით, კერძოდ, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე. ასაკის ზრდასთან ერთად მოპასუხე არ არის წინააღმდეგი კვლავ გაიზარდოს დროის ხანგრძლივობა, თუმცა იგი ეწინააღმდეგება კვირა დღეს მამისათვის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას.

 

მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასა----თლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასა----თლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”

როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სა----თლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

სასა----თლო მიუთითებს, რომ ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მისი აღზრდა-განვითარების პროცესში და ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა მშობლებთან და ოჯახის ახლო წევრებთან. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. სოციალური მუშაკის შე---სებით, არ არსებობს ლა–- დო-–--ის მის შვილთან, არასრულწლოვან ერ---–- დო-–--ესთან ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება. ამასთან, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აუცილებელია მამასა და შვილს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობა ნორმალურ პირობებში, რის გამოც საწყის ეტაპზე, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით ურთიერთობა უნდა განისაზღვროს 3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი დროის მონაკვეთი ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ასაკობრივ მაჩვენებელს და მისი სწორად აღზრდის ინტერესებს. ამ ეტაპზე მოსარჩელე ლა–- დო-–--ის (შეგებებული სარჩელით) საცხოვრებელ სახლში არ არის ბავშვის კუთხე და მისთვის საჭირო ნივთები, თუმცა მამის განმარტებით, იგი ბავშვის საჭიროებების მიხედვით უზრუნველყოფს მისთვის მისაღებ და კომფორტულ გარემო-პირობების შექმნას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასა----თლო ითვალისწინებს, როგორც ბავშვის ასაკს და თავისებურებებს, ასევე მის დღის რეჟიმს, მამისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულებას. დადგენილია, რომ ამ ეტაპზე ნახულობს მცირე დროით არასრულწლოვან შვილს ლა–- დო-–--ე. მიზანშეწონილია, მიჩვევის მიზნით მამასა და არასრულწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს ეტაპობრივად და თანდათან ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდოს მოსარჩელის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი, ხოლო ურთიერთობისათვის განისაზღვროს ყოველი კვირის პარასკევი და შაბათი დღე შესაბამისი საათების მითითებით, ასაკის მატებასთან ერთად დროის გახანგრძლივების პირობით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სა----თლებრივი შე---სების შესაბამისად, სასა----თლოს მიაჩნია, რომ ლა–- დო-–--ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ურთიერთობის წესისათვის დადგენილ დროს ლა–- დო-–--ეს მიეცემა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი ერ---–- დო-–--ე დედის საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან განსაზღვროს დროს და დააბრუნოს უკან დედის თა---- ხა---–---–ის საცხოვრებელ ადგილას. ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მამასა და შვილს შორის უნდა განისაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, რაც შეესაბამება როგორც ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასა----თლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ლა–- დო-–--ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თა---- ხა---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელე ლა–- დო-–--ეს შეგებებულ სარჩელზე (დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა) გადახდილი აქვს ბაჟი 100 (ასი) ლარი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ლა–- დო-–--ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა---- ხა---–---–ის (პირადი N3----------) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება თა---- ხა---–---–სა (პირადი N3----------) და ლა–- დო-–--ეს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 12 ნოემბერს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------;

1.2. დაეკისროს მოპასუხე ლა–- დო-–--ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ერ---–- დო-–--ის (დაბადებული 2017 წლის 01------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საალიმენტო თანხის გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 2------------ მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. ლა–- დო-–--ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

ლა–- დო-–--ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან 2017 წლის 01------------ დაბადებული ერ---–- დო-–--ესთან ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) 2019 წლამდე - ყოველი კვირის პარასკევი და შაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; ბ) ერ---–- დო-–--ის 1.6 წლის ასაკს მიღწევამდე - ყოველი კვირის პარასკევი და შაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; გ) ერ---–- დო-–--ის ორი წლის ასაკს მიღწევამდე - ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; დ) ერ---–- დო-–--ის 03 წლის ასაკს მიღწევამდე - ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 15:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; ე) ერ---–- დო-–--ის 03 წლის ასაკს მიღწევიდან - ყოველი კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; ვ) ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მამა, ლა–- დო-–--ე წაიყვანს შვილს ერ---–- დო-–--ეს დედის (თა---- ხა---–---–ის) საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან განსაზღვრულ დროს და უკან დედის (თა---- ხა---–---–ის) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; ზ) იმ შემთხვევაში თუ ლა–- დო-–--ე ვერ ახერხებს დადგენილ დროს შვილთან ურთიერთობას - ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ 3-4 საათით ადრე შეატყობინოს თა---- ხა---–---–ს საკომუნიკაციო საშუალებით „სმს“ შეტყობინების სახით; თ) აღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობლების - ლა–- დო-–--ის და თა---- ხა---–---–ის ურთიერთშეთანხმებით;

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე თა---- ხა---–---–ს (პირადი N3----------) მისი წარმომადგენლის მზ-----------–---–ის (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს “თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 21 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე ლა–- დო-–--ეს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ბე--------ის (პირადი N4----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს “თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 23 ივლისიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსა----თლე: გიორგი მაისურაძე