გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #(2/30–18)090210-18002371489
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.10.2018 წელი. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი: ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე: ქ--------------–-
წარმომადგენელი: მ---------------
მოპასუხეები: დ------------------------–-–---–---–-----------------–---–-
მოპასუხე დ------------------–---------------–---------–-–---–---–-
მოპასუხე თ------------–---–---–---------------–--------–-–---–---–-
დავის საგანი: გარიგებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება .
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 0- ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული დ------------------ და ნ------–-–---–---–-- შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე, მუნიციპალიტეტი ამბროლაური, სოფელი მ------------–-, საკადასტრო კოდი 8--------0-- და 8--------0-- – ნაწილში.
1.2 ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, 2--- წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს მ----------–-–---–-- მიერ გაფორმებული ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება გაფორმებული ნ-----–-–---–---–-ა და თ------------–---–- შორის, უძრავ ქონებაზე მდებარე მუნიციპალიტეტი ამბროლაური, სოფელი მ-------------–- ს/კ 8--------0-- და 86.16.25.0--– ნაწილში.
1.3 ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ საქართველოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა N1------- შესაბამისად, დ----------------- საკუთრება სადავო ქონების მდებარე მუნიციპალიტეტი ამბროლაური, სოფელი მ------------–- ს/კ 8--------0-- და 8--------0--.
1.4 ქ--------------–- ცნობილი იქნეს უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, მ------------–- ს/კ 8--------0-- და 8--------0--.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სახლთმფლობელობა მდებარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ------------–-ში, 7133 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების N2-- აქტის ( გაცემული 1--- წლის 14 იანვარს) თანახმად, სარგებლობაში გადაეცა კ-------------------------------------------- გარდაიცვალა 2--- წლის 04 მაისს .
20-4 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუს ნ------------------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის N1-------- საფუძველზე, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობილი იქნა გარდაცვლილის შვილიშვილი – ქ---------------. 2--- წლის 27 მარტს ქ--------------- ქორწინებაში გატარდა ა--------------------–----, რის საფუძველზე, მიიღო მეუღლის გვარი – სოჰალ.
მოსარჩელემ გადაწყვიტა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში დაერეგისტრირებინა არსებული უძრავი ქონება მისი მამკვიდრებლის სახელზე, რა დროსაც გაიგო, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი 4624 კვმ და 540 კვმ. 2--- წლის 0- ივნისს დარეგისტრირებული ჰქონდა მის ნათესავს მოპასუხე – დ----------------ს საკუთრებაში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკომლო ცნობის საფუძველზე მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე არსებობდა მიღება – ჩაბარების აქტი, გაცემული ა--------------- სახელზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ანდერძით, ა--------------- დაუტოვა შვილიშვილს. დ----------------მ იცოდა, რომ მის მიერ დარეგისტრირებული ქონება არც ფაქტობრივი ფლობით და არც კანონიერი დოკუმენტაციის საფუძველზე, მას არ ეკუთვნოდა, ის არ წარმოადგენდა აღნიშნული ქონების მოსარგებლეს ასევე გაიგო რა, რომ აღნიშნულ ქონებაზე არსებობს ანდერძისმიერი მემკვიდრე – სავარაუდო მოსარჩელე, გადააფორმა სადავო ქონება მდებარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ------------–- (ს.კ 8--------0-- და 8--------0--) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 0- ივნისს, მის მეუღლეზე – ნ-----–-–---–---–---, ხოლო ამ უკანასკნელმა, რათა სავარაუდო მოსარჩელეს დაეკარგა სრული უფლება სადავო ქონებაზე, თვალთმაქცური გარიგების – ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით, 2--- წლის 22 აგვისტოს გადაუფორმა ბიძას – თ------------–---–-. მოსარჩელე იძულებულია მისი უფლებების დასაცავად, მიმართოს სასამართლოს და აღიდგინოს უფლებები მისი ბაბუის ა---------------- მიერ, მასზე დატოვებული ანდერძით ქონებაზე, მიმართოს სასრჩელით სადავო უძრავ ქონებაზე 2--- წლის 0- ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მეშვეობით და 2--- წლის 22 აგვისტოს ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმებული ნოტარიუს მ--------–-–---–-- მიერ, ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული ხელშეკრულებები მიეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის – 56 –ე მუხლის თანახმად, თვალთმაქცურ გარიგების კატეგორიას, ვაინაიდან გაფორმებული მხოლოდ იმ მიზნით, რომ სავარაუდო მოსარჩელემ ვერ შეძლოს დაირეგისტრიროს უძრავი ქონება მიღებული ანდერძით საკუთრებაში, ხოლო რაც შეეხება დ----------------- მიერ საკუთრების რეგისტრაციას, აღნიშნული ასევე არის კანონის დარღვევით რეგისტრირებული და ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვაინაიდან სადავო ქონების ერთადერთ მემკვიდრედ ცნობილი უნდა იქნას სავარაუდო მოსარჩელე – ქ---------------–-, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეცდომაში იქნა შეყვანილი დ----------------- მიერ, რაც ასევე მიუთითებს მისი საკუთრების რეგისტრაციის უკანონობაზე. დ---------------- არასოდეს ყოფილა სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მას არ უცხოვრია აღნიშნულზე. მოსარჩელე თავის ოჯახის წევრებთან ერთად, დაბადებიდან ცხოვრობს აღნიშნულ ქონებაში. შესაბამისად, დ------------------ სადავო ქონებაზე არ მოუპოვებია არანაირი უფლება და მისი საკუთრება აღნიშნულ ქონებაზე არის უკანონო და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი .
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე დ----------------- წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ ამბროლაურის რაიონის, სოფელ მ------------–-ში –7133 კვმ მიწის ნაკვეთზე, მიღება – ჩაბარების N2-- აქტი გაცემული 1--- წლის 14 იანვარს გადაეცა კუ-------------------------. იგი გარდაიცვალა 2--- წლის 04 მაისს, კ--------------------------- იყო კომლის უფროსი წევრი, სწორედ ამიტომ გაიცა მასზე მიღება – ჩაბარების აქტი, რაც შეეხება ანდერძისმიერ მემკვიდრეობას არის აბსურდი, რადგან კომლის ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლის სრული ქონება გადადის კომლის სხვა წევრებზე და სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების საფუძველზე, რაც სახეზე არ ჰქონდა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ვერ მოხდებოდა კომლის ქონების მოსარჩელეზე გაფორმება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კომლი გაუქმდა 2006 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციას კომლზე, სოფელში ახორციელებს სწორედ მიღება – ჩაბარების აქტებისა და კომლის შესახებ, ჩანაწერის საფუძველზე, რაც მათ შემთხვევაში სახეზე არის და სრულიად კანონიერია, რადგან უძრავი ქონება ა--------------- გარდაცვალების შემდეგ, გადავიდა კომლის სხვა წევრებზე და შესაბამისად, კანონიერად განხორციელდა უძრავი ქონების აღრიცხვა კომლის მომდევნო წევრზე – დ----------------ზე. მან იცოდა ის, რომ თავად იყო კომლის მომდევნო წევრი და არც იცოდა და ვერც დაიწყებდა არარეალური, იურიდიული ძალის არმქონე სამკვიდრო მოწმობის ძებნას, რომც სცოდნოდა ანდერძის არსებობის შესახებ, ის რეგისტრაციას ხელს ვერ შეუშლიდა, რადგან სრულიად კანონიერად მოხდა მასზე კომლის ქონების რეგისტრაცია და მესაკუთრედ კანონის საფუძველზე არის ცნობილი. რაც შეეხება ნ-----–-–---–---–--- უძრავი ქონების გადაფორმებას, მესაკუთრის უფლებებს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და მთელი რიგი კანონმდებლობისა. მისივე განმარტებით, უფლება ჰქონდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას უნდა გაყიდიდა და გააჩუქებდა, ან კიდევ უფლებრივად დატვირთავდა, ეს უკვე მოსარჩელის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა. ყველა სასარჩელო მოთხოვნა არის აბსურდი, იურიდიულად დაუსაბუთებელი, გარდაცვლილ კომლის წევრზე, როდესაც იმავე კომლში კომლის სხვა წევრები რჩებიან, სამკვიდროს გახსნა დაუშვებელია. სამკვიდრო კომლის ქონებაზე იხსნება ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ. ანდერძს იურიდიული ძალა არ აქვს და მას არ შეიძლება იურიდიული შედეგი მოჰყვეს, რასაც ზუსტად იმპერატიულად გვიდგენს სამოქალაქო კოდექსის – 1323 – ე მუხლი, კერძოდ, ის ამბობს: ,, კომლში, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან’’, რაც სახეზე გვაქვს, აქედან გამომდინარე, სარჩელიცა და მოსარჩელის მიერ მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლებიც არის აბსურდი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, რადგან თ------------–---–- არის კეთილსინდისიერი შემძენი, ამიტომ არ უნდა გაუქმდეს სანოტარო აქტი. აბსურდია მოსარჩელის მიერ მითითებული კანონის მუხლები, რადგან გარიგება არც ამორალურია და არც მოჩვენებითი, უფრო მეტიც, მოსარჩელის სარჩელი სრულად არის აბსურდი. ასევე, კომლის ქონებაზე ვერანაირად ვერ იქნება ცნობილი მოსარჩელე მესაკუთრედ ანდერძის საფუძველზე.
2.2 მოპასუხე ნ-----–-–---–---–- წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ ყველა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია. საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთებზე ა---------------- საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გადაწყვეტილებით, უდავო წარმოებით დადგენილია, არა ამ--------------------------- საკუთრების უფლება, არამედ პიროვნების – პასპორტით ა---------------ა და მიწის მიღება –ჩაბარების N2-- აქტით – კ----------------- იდენტურობა. დ----------------ზე სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრებაში რეგისტრაციამდე (2--- წლის 1 ივნისი), ერთი წლითა და რვა თვით ადრე, მოსარჩელე ქ--------------–------------- სამკვიდრო მოწმობის საფუძვლით მიმართა საჯარო რეესტრს საჯარო მიწის ნაკვეთების თავის საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზედაც მან მიიღო უარი, რაც დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. სარჩელის მე –4, მე –5, მე –6 ფაქტობრივი გარემოებები სრული სიცრუე და აბსურდულია. დ---------------- დაბადებიდან ცხოვრობდა დედასთან (ი----------------) და ბებია – ბაბუასთან (ქ------------------------------------- ერთად, დაამთავრა ამბროლაურის პ------–----–----–--------–-, მუშაობდა ა-------–-----–- და ეწეოდა მეურნეობას, ამიტომაც საარქივო დოკუმენტაციაში დედასთან და ბებია – ბაბუასთან ერთად, ირიცხება კომლის წევრად). კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა აწ უკვე სადავო მიწის ნაკვეთები, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა საკუთრებაში, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1323 –ე მუხლისა. საკუთრების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს.
2.3 მოპასუხე თ------------–---–-ს წარმოდგენილი ნ-----–-–---–---–- წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ნ-----–-–---–---–-, უძრავი ნივთი იყო უფლებრივად უნაკლო, მას ყადაღა არ ედო და არც სასამართლო დავა არ არსებობდა. ნ-----–-–---–---–-ს მიერ 20-0 წელში აღებული სესხის –
10000 აშშ დოლარისა და შემდგომ 1500 აშშ დოლარის, იპოთეკური სესხის 22000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დათანხმდა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 8----------- 8--------0-- და თბილისი, ზ------------ N4 მდებარე ნახევარსარდაფის საკუთრებაში გადაცემაზე, რაზეც გაფორმდა ნოტარიალური ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა მის საკუთრებაში. მათ შორის არსებული დავისა და მოთხოვნების შესახებ, მისთვის არაფერი იყო ცნობილი, აქედან გამომდინარე, არის კეთილსინდისიერი შემძენი, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ კანონის ნორმებს, უძრავი ქონების გადაფორმებაში არაფერია ამორალური და თვალთმაქცური. თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა დ----------------სთან უძრავ ქონებაზე, უნდა ყოფილიყო მინიმუმ ყადაღადადებული, რაც გამორიცხავდა მასზე რაიმე ქმედების განხორციელებას და მხარეები იქნებოდნენ დაცული გაუგებრობისაგან. დ---------------- ცხოვრობდა დაბადებიდან ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, მუშაობდა ა-------–-----–-, ზრუნავდა ბებია – ბაბუაზე, ასევე ეწეოდა მეურნეობას. ქ--------------–-სა და ანდერძის შესახებ, მისთვის არაფერი იყო ცნობილი, თუმცა იურიდიულად, ამით არაფერი შეიცვლებოდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ამბროლაურის რაიონის სოფელ მ--------------–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1--- წლის 14 იანვარს გაცემული N2-- მიწის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ აქტი გაცემულია კ------------------ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი
– მხარეთა ახსნა -განმარტებები
3.2 20-4 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი – უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტი, კერძოდ, კ----------------- სახელზე 1--- გაცემული N2-- მიღება – ჩაბარების აქტი ეკუთვნის ა----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-4 წლის 25 აპრილის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 0- ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, დ----------------მ ამბროლაურის რაიონის სოფელ მ------------–-ში, მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ( 4624 კვმ, შენობა – ნაგებობით N1 და N2 , საკადასტრო კოდი 8--------; 540 კვმ, საკადასტრო კოდი 8--------0--) აჩუქა ნ-----–-–---–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–2--- წლის 0- ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება
4.1.2. დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ მ------------–-ში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია 8--------0--; 8--------0-- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრედ აღრიცხულია დ----------------. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია 2--- წლის 18 აპრილის საარქივო ცნობა N1-------, ქუთაისის ცენტრალური არქივის N1--- წერილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N2-- სხდომის ოქმი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-6 წლის 30 ივლისის N1-- ბრძანებითა და 20-6 წლის 22 აგვისტოს N1124 ბრძანებით დამტკიცებული სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების დამდგენი კომისია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
4.1.3 დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ მ------------–-ში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია 8--------0--; 8--------0-- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრედ აღრიცხულია ნ-----–-–---–---–-. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია 2--- წლის 0- ივნისის ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
– მხარეთა ახსნა - განმარტებები
4.1.4 დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ მ------------–-ში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია 8--------0--; 8--------0-- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრედ აღრიცხულია თ------------–---–-. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია 2--- წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს მ--------–-–---–-- მიერ გაცემული ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის N1-------- ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
– მხარეთა ახსნა - განმარტებები
–2--- წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს მ--------–-–---–-- ვალის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის N1-------- ხელშეკრულება.
5.2.4. საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ამ-----------------------------, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან : ა------------------------------ – ოჯახის უფროსი, ქ----------------------–--------- – ცოლი, ი--------------------–--------- –შვილი, დ--------–--------- ძე პ--------- – შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი , საერთო (სასარგებლო) ფართით 75 კვმ.(1997 –1--- წლების მიხედვით), სულ მიწის ნაკვეთის ფართობია 7122 კვმ. (საკუთრების ფლობის თარიღი არ არის მითითებული).
ხ---------- საკრებულოს სოფელ მ------------–-ს (200- –2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა--------------, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა------------- – ოჯახის უფროსი, ი----------- – შვილი, დ---------------- – შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება სულ – მიწის ნაკვეთის ფართობი 2004 წელს – 7122 კვმ. (2004 წლის მიხედვით). საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის. ხ---------- საკრებულოს სოფელ მ------------–-ს 1992–1995 და 2006 –2007 წლების საკომლო წიგნები, აგრეთვე, მიწის განაწილების სიები ქუთაისის ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ითხოვს ნაწილობრივ, ბათილად იქნას ცნობილი 2--- წლის 0- ივნისს, დ----------------სა და ნ-----–-–---–---–- შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად, მისი თანხმობით.
ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ჩვეულებრივ, მოძრავი ნივთების ჩუქება ხდება ზეპირი ფორმით, ხოლო უძრავი ქონებისა წერილობით. კანონისმიერ ჩუქების ხელშეკრულების ფორმის განსაზღვრის ზოგად საფუძვლად, აღიარებულია კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი. შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს 68–ე,183–ე,186-ე 328–ე, 525–ე მუხლების მოთხოვნები ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დებულება – ბათილია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების დარღვევით დადებული გარიგებანი, ბათილობის საერთო ცნების გამომხატველი დებულებაა. თვით გამოთქმა „კანონით დადგენილი წესი“, სამოქალაქო ურთიერთობის პოზიტიური მდგომარეობის გამომხატველია. საპირისპიროდ, მისი ნეგატიური ვითარების ამსახველი გამოთქმაა –„კანონით დადგენილი აკრძალვები“. განსახილველი შემთხვევა, დავის ყველა იმ საგანთან მიმართებით, რაც ბათილობას ეხება მაუწყებელია, რომ არსებობს კანონის იმპერატიულ დანაწესთან ნების გამოვლენის შეუსაბამობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------- წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და მან მისი ნების შესაბამისად, აღნიშნული ქონება აჩუქა მეუღლეს ნ-----–-–---–---–-.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ 2--- წლის 0- ივნისს ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება იმ გარემოების გამო, რომ დ----------------- მიერ, უძრავი ქონების გაჩუქება იყო მოჩვენებითი იმ მიზნით, რათა ქ--------------–- ვერ მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და თვალთმაქცური, რათა დაეფარა მის მიერ, სამკვიდრო ქონების უკანონოდ მიღება, ვინაიდან ქ--------------–-ს მიერ, სამკვიდრო მიღებული იქნა კანონის დადგენილი წესით და წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს. შესაბამისად, დ----------------- მხრიდან, არ არსებობდა თვალთმაქცური გარიგების დადების რაიმე ინტერესი და მისი ნების გამოვლენის შეუსაბამობა. მან მიიღო სადავო ქონება და მისი ნების შესაბამისად, გააჩუქა 2--- წლის 0- ივნისს მეუღლეზე ნ-----–-–---–---–---.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელის მოთხოვნაა ნაწილობრივ, ბათილად იქნას ცნობილი 2--- წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს მ----------–-–---–-- მიერ გაფორმებული ნ-----–-–---–---–-ა და თ------------–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თ------------–---–- არის ნ-----–-–---–---–-ს – ბიძა და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო იმ მიზნით, რომ შეუძლებელი გამხდარიყო ქ--------------–-ს მიერ, სამკვიდრო ქონების მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნათა დაცვით, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების მიმართ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის არსებობის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ უნდა ადასტუროს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ბათილობას არა გარიგების მონაწილე მხარე, არამედ მესამე პირი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგების მხარეები არ ისახავდნენ მიზნად გარიგების სამართლებრივი შედეგის დადგომას და აღნიშნული გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად დაიდო.
მოცემულ შემთხვევაში, გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მიზნებისათვის, დადასტურებულ უნდა იქნეს გარიგების ორივე მხარის განზრახვა, არ დადგეს აღნიშნული გარიგების გაფორმების შედეგად, ის სამართლებრივი შედეგი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას მოყვება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2--- წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობა ვერ დადასტურდება იმ ფაქტზე აპელირებით, რომ გამყიდველი და მყიდველი წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს (ნ-----–-–---–---–-ს ბიძა), ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისება მოხდა იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვის გარეშე. ცალსახად დასტურდება, რომ მათი მხრიდან გარიგების მოჩვენებითობას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ თ------------–---–- არის ნ-----–-–---–---–-ს ბიძა, არ შეიძლება გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მიზნებისათვის, საქმის მასალებით, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, მოჩვენებითი გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა განზრახვაში, თავიდან აიცილონ გარიგების სამართლებრივი შედეგები. ამასთან, უნდა არსებობდეს ორივე მხარის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად იკვეთება ერთობლივი მოქმედების მოტივი. მოჩვენებითი გარიგება სამართლებრივი სიმულაციაა, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის კი, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ნ-----–-–---–---–-სა და თ------------–---–-ს ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც ფაქტობრივად განხორციელდა კიდეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით, სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში, კერძოდ,სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე, სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლებასწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აღნიშნული ფორმულირებით, კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება - გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს. კანონის ეს დანაწესი განპირობებულია თვით კანონის მიერ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების მიმართ დადგენილი უტყუარობის ფიქციით. აღნიშნული ნორმის ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არა არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის, ან რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივრის შეტანის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და შესაბამისად, ნივთის შეძენის ბათილობას იწვევს სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერება. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, ან იცის, რომ რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილია საჩივარი. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას, უნდა შემოწმდეს არამარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე, უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე, არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის, ან საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივრის შეტანის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს. ამასთან,სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მხარე სადავოდ ხდის შემძენის კეთილსინდისიერებას, სასამართლოს არ შეუძლია თავისი დასკვნა ნივთის შეძენის კანონიერებაზე დააყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ჩანაწერის სისწორე, ქონების სადავოობა და გამოიკვლიოს,რა იცოდა შემძენმა ჩანაწერის ხარვეზიანობისა, თუ ქონების სადავოობის თაობაზე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან, ან ქონების სადავოობასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ ჩანაწერი არასწორი იყო, ან აღნიშნული ჩანაწერის გაუქმების საფუძვლები არსებობდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონშესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1323 –ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, ანდა მეუღლეთა, ან სხვა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას. მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა, ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
დასახელებული კანონით რეგულირებულია ახალი ინსტიტუტის – საკომლო მეურნეობის შექმნის და მისი ქონების განკარგვის წესი და იგი არ შეეხება საბჭოთა ეპოქაში საკოლმეურნეო წყობილების დროს შექმნილ კომლებს.
საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. მოქმედი რედაქცია) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით. ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის N 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ვინაიდან, ამბროლაურის რაიონში, სოფელ მ------------–-ში ა--------------- კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსით საკოლმეურნეო კომლისათვის განსაზღვრული წესები. ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში, ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით, კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
დადგენილია, რომ საკომლო წიგნებში ა------------------------------- კომლში ირიცხებიან : ა------------------------------ - ოჯახის უფროსი, ქ----------------------–--------- - ცოლი , ი-------------------–--------- - შვილი, დ---------–--------- ძე პ--------- - შვილიშვილი.
ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოპასუხე არის კომლის უკანასკნელი წევრი და შესაბამისად, იგი წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------------- კომლის წევრად, შვილიშვილის დ----------------- შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება 1996-2004 წლების პერიოდში. ისინი ერთად ფლობდნენ, სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკოლმეურნეო ქონებას, შესაბამისად, მათ არ დაუკარგავთ უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე, 125-ე და 126-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. ამასთან, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
საქმეზე დადგენილი გარემოებების და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ასევე მოსარჩელის მოთხოვნა - სსიპ საქართველოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის N1------- ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებერება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ---------------- 1996- 2005 წლებში იყო ა--------------- კომლის წევრი, არ არსებობს საქართველოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემილი N1------- ბათილად ცნობის საფუძველი. ა--------------- გარდაცვალების შემდეგ, მის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა შვილმა ი-----------მ და შემდგომ, კომლის ბოლო წევრმა ი------------ შვილმა დ----------------მ. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელე ქ--------------–-ს მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ--------------–-ს წარმომადგენლის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია რომ, ვინაიდან ქ--------------–-ს წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას თ------------–---–-ს
(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს: მდებარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელ მ------------–-ში, ზონა ამბროლაური –86, სექტორი ხ--------- –16, კვარტალი –25, ნაკვეთი N0--, დაზუსტებული ფართობი 4624.0კვმ, შენობა – ნაგებობა N1; N2;საკადასტრო კოდი №8--------0-- და ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი მ------------–-, ზონა ამბროლაური –86, სექტორი ხ--------- –16, კვარტალი –25, ნაკვეთი N0--, დაზუსტებული ფართობი 540.0კვმ, საკადასტრო კოდი №8--------0--
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991 , 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე ქ--------------–-ს წარმომადგენლის მ---------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო მოპასუხე თ------------–---–-ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს: მდებარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელ მ------------–-ში, ზონა ამბროლაური –86, სექტორი ხ--------- –16, კვარტალი –25, ნაკვეთი N0--, დაზუსტებული ფართობი 4624.0კვმ, შენობა – ნაგებობა N1; N2; საკადასტრო კოდი №8--------0-- და ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი მ------------–-, ზონა ამბროლაური –86, სექტორი ხ--------- –16, კვარტალი –25, ნაკვეთი N0--, დაზუსტებული ფართობი 540.0კვმ, საკადასტრო კოდი №8--------0--
3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20
და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე