გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/18502-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს „გ-------“
წარმომადგენელი - გ---–- ც-----ა, გ--- ხ-------–---–ი, გ----------–---–-
მოპასუხეები - შპს „ჭ----–--------“, ს----------–--- ე------------------------------------------ ს------------, კ---- კ----------–-–---–ი
ს----------–--- ე------------------------------------------ ს------------ს წარმომადგენელი --------------------
შპს „ჭ----–--------“-ს წარმომადგენელი - რ---- მ---------–ი
კ---- კ----------–-–---–ის წარმომადგენელი - რ---- მ---------–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებისა და პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „გ-------სა“ და ს----------–--- ე------------------------------------------ ს------------ს შორის 2--- წლის 20 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი და შპს „გ---------- ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 04 იანვრის N----- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი.
1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ნაკვეთი 6-----) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ N0--------------) საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელე შპს „გ-------“-ს (ს/კ N2--------) სახელზე
წარმოდგენლი სარჩელის თანახმად, 1995 წლიდან 2--- წლამდე შპს „გ-------“ იყო ქ------–--–-- ა-----ს ქ----ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსბული ა-----ს მესაკუთრე. აღნიშნული კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს კი წარმოადგენდა გ-------– ხ-------–---–ი, რომლსაც 2--- წლის გაზაფულზე დაუკავშირდა ქ------–--------------------------- პროკურორი ვ--–------–-–-------- და იგი დაიბარა ქ------–---ს პროკურატურაში. გ-------– ხ-------–---–ი სიძესთან - გ----------------–---–თან ერთად მივიდნენ პროკურატურაში, სადაც განხორციელდა მუქარა და მოითხოვეს სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემა ქ------–--–-- ა-----ს ქ----ში მდებარე უძრავი ქონების. მუქარა შეეხებოდა გ-------– ხ-------–---–ის შვილს - გ--- ხ-------–---–ს, რომელიც იმჟამად სკოლას ამთავრებდა და ვ--–------–-–-------- დაუმუქრა შვილის დაჭერით. სანამ მიმდინარეობდა ზეწოლა გ-------– ხ-------–---–ზე, ხოლო იგი ფიქრობდა შეძლებდა თუ არა თავისი საკუთრების უფელბის დაცვას, 2--- წელს საგადასახადო შემოწმების მიზნით დაილუქა ა-----, რაც ზეწოლის კიდევ ერთი ირიბი გამოვლინება იყო და მოსარჩელეს დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობით საგადასახადო ჯარიმის გადახდა. ამ პერიოდში გ-------– ხ-------–---–ის აწ უკვე სტუდენტი შვილის - გ--- ხ-------–---–ის მიმართ არ წყდებოდა და მუქარის შინაარსი ძირითადადა მის დაპატიმრებას შეეხებოდა. მუქარები ასევე ხორციელდებოდა გ----------------–---–ის ტელეფონზე შემოსული ზარებითაც. ასეთი ზეწოლის პირობებში შესაბამისად ხშირი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების ფაქტი. ვ--–------–-–-------- იყო ის პიროვნება, ვისი მეშვეობითაც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდებოდა მუქარები და ფსიქოლოგიური ზეწოლები. იგი სისტემატურად უკავშირდებოდა გ----------------–---–ს შესახევედრად, იმის გათვალისწინებით, რომ მითთებულ ორ პიროვნებას არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა, შესაბამისად, ყველა ზარი თუ შეხვედრა ემსახურებოდა დაშინებასა და ქონების დათმობის მცდელობას. საბოლოოდ 2--- წლის ნოემბრის თვეში ნოტარიუს ნ---------------თან განხორციელდა ჩუქების ხელშკრულების დადება, რა დროსაც გ-------– ხ-------–---–მა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ------–--–-- ა-----ს ქ----ში მდებარე 7-- კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობა ე.წ. „ჭ----–--------“. აღნიშნულის შემდეგ გ-------– ხ-------–---–ს ვ--–------–-–-------- დაპირდა, რომ სანაცვლოდ რაიმე მიწის ნაკვეთს გადასცემდნენ, რაც მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ქონება აღირიცხა ე----------- ს------------ს ბალანსზე, რომელსაც ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა ლ----------–-–---–ი. სახელმწიფომ აღნიშნული ქონება ერთი წლის შემდეგ გაასხვისა აუქციონის გზით, მანამდე კი 2007 წლის 2--------------- გ-------– ხ-------–---–მა განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს აღნიშნული ფაქტის შესახებ, ითხოვდა ამ აუქციონის შეჩერებას, რადგან აპირებდა სასამართლოში სარჩელის შეტანას და სადავოდ ხდიდა ჩუქების ხელშეკრუელბას. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა პრესკომფერენცია, სადავო უძრავი ქონება შეიძინა აუქციონის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დარეგისტრირებულმა მყიდველმა კ---- კ----------–-–---–მა. უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას კ---- კ----------–-–---–ი იყო გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ქონება წართმეული იყო, თუმცა მის მიერ მაინც მოხდა ქონების შეძენა, რის შედეგადაც კ---- კ----------–-–---–ი გახდა ქონების მესაკუთრე. მოგვიანებით, 2008 წლის 04 იანვარს კ---- კ----------–-–---–მა, როგორც შპს „-----–---- გ---------- ა-----“-ს 100%-იანი წილის მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ქონების აღნიშნული შპს-ს ბალანსზე აღრიცხვის თაობაზე. 2008 წლის 17 აპრილს კ---- კ----------–-–---–მა, როგორც შპს „-----–---- გ---------- ა-----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება მითითებული შპს-ს მიერთების თაობაზე შპს „ჭ----– ა-----სთან“, რომელიც გახდა სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონებაც შპს „ჭ----– ა-----ს“ სახელზე აღირიცხა.
მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მათ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით, თუმცა იგი არ იქნა წარმოებაში მიღებული სასარჩელო მოთხოვნების განსჯადობის საფუძვლით, ვინაიდან მიეთითა, რომ ერთ-ერთი მოთხოვა ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადს წარმოადგენდა, რაზეც მიღებული იქნა 2----–-–-- 25 თებერვლის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მხარემ აღნიშნულის შემდეგ ერთი სასარჩელო მოთხოვნა გახდა ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადი, ხოლო მეორე კი - სამოქალაო წესით განსჯადი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ასევე მიუთითეს, რომ 2--- წელს ქ------–---ს პროკურატურაში ასევე დაბარებულები იყვნენ მითითებულ ტერიტორიაზე არსებული ა-----ების ყველა მესაკუთრე, რომლებიც ასვე განიცდიდნენ ზეწოლას, რამაც შედეგად მათ საკუთრებაში არსებული ქონებების დათმობა გამოიწვია (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს----------–--- ე------------ დ-------------------------- ს------------ს მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ 2--- წელს ს------------სა და შპს „გ-------ს“ შორის ნამდვილად გაფორმდა უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო რაც შეეხება იძულებით გაფორმებას, აღნიშნული თავად მოსარჩელე მხარის შეფასებაა. ამასთან, აღნიშნული აგრემოების დამადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მის მიერვე მიწოდებული ინფორმაცია, მაგალითად, საქმეზე დართული მობილური ოპერატორის მიერ გაცემული სატელეფონო ნომრების ამონაწერი არ შეიცავს ტელეფონის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციას, რაც ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო გარემოებებს. მოაპსუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა და მისი საფუძველი ერთმანეთისაგან განსხვავდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია განკარგოს თავისსავე საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის უძრავი ქონებაც, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის, როგორც ერთ-ერთი მხარისთვის ქონების გადაცემა არ შეიძლება გახდეს ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, შეცილების ვადის გასვლაზე, რადგან საცილო გარიგება ბათილად იქნება მიჩნეული ნამდვილი შეცილების დროს და სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. რადგან კანონმდებელი ვადის ათვლას კონკრეტული გარემოებიდან იწყებს, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა იყოს ხელშეკრულების დადების მომენტი, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული თარიღიდან კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია შეცილება.
მოპასუხე შპს „ჭ----–--------ს“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო შპს „გ-------ს“ მიერ უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. 2007 წლის ოქტომბრის თვეში ს----------–--- ე----------------------------- ს------------ს მიერ გამოაცხადდა რა აუქციონი ა-----ების გაყიდვის შესახებ, 2007 წლის 2--------------- 7-------- ფართის სადავო უძრავი ქონება შეიძინა 1 060 000 აშშ დოლარად კ---- კ----------–-–---–მა, რომლისთვისაც უცნობი იყო ქონება იყო სადავო, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად კი ქონება იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. კანონით დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის შედეგად სწორედ კ---- კ----------–-–---–ი გახდა აუქციონის გამარჯვებული და მან 2008 წლის 04 იანვარს როგორც შპს „-----–---- გ---------- ა-----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტიელბა აღნიშნული ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანისა და საზოგადოების ბალანსზე აღრიცხვის შესახებ. მოგვიანებით განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად კი სადავო უძრავი ქონება შპს „ჭ----–--------ს“ საკუთრებაში გადავიდა. მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე გასხვისებული იქნა ჯერ კიდევ 2007 წელს და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ განუხორციელებია პრეტენზია, არც სარჩელით მიუამართავს სასამართლოსთვის და არც სხვაგვარად უცდია მოთხოვნის განხორციელება. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელემ ჯერ კიდევ 10 წელზე მეტი ხნის წინ დათმო (გააჩუქა) საკუთრება და დღეს არ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრენის უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს თავის უფლებების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს საჯარო რესტრის მონაცემებს, რასაც პირი ენდობა თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები. კ---- კ----------–-–---–მა გამოიჩინა წინდახედულობის ნორმები და სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაამოწმა უძრავი ქონების მონაცემები, რომლის თანახმადაც გამსხვისებელი - სახელმწიფო წარმოადგენდა კუძრავი ქონების მესაკუთეს. როგორც მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, აქ აღსანიშნავი იყო, რომ რეესტრის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2--- წლის 11 ნოემბერს, შესაბამისად, შემძენს ანუ კ---- კ----------–-–---–ს შეუძლებელი იყო 1 წლის გასვლის შემდეგ 2007 წლის 2--------------- ეფიქრა, რომ აღნიშნულ ქონებაზე მესამე პირს შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია. ამასთან მესაკუთრედ გვევლინებოდა სახელმწიფო, რომელიც თავად იყო დაცვის გარანტია საკუთრების უფლებისა. მხარის წარმომადგენელმა ასვე მიუთითა, რომ შპს „გ-------ს“ 2--- წლიდან 2016 წლამდე პერიოდში არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსთვის, რაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადაა 1 წელი. მოცემულ შემთხევვაში კი 2--- წლიდან 2016 წლამდე ანუ სარჩელის შემოტანამდე მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია იძულებით დადებული გარიგება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა კი - 6 წელი. აღნიშნული ნორმის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ასევე ხანდაზმულია მოსარჩელის მოთხოვნა დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-15 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული კანონით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია პარტნიორთა კრების (გადაწყვეტილების) გასაჩივრება შესაბამისი ოქმის(გადაწყვეტილების) შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეული იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. იმის გათვალისწინებით, რომ თავად პირველად კ---- კ----------–-–---–მა სადავო ქონება შპს „-----–---- გ---------- ა-----ს“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, რამდენიმე თვის შემდეგ კი განხორციელდა და რეორგანიზაცია (შერწყმა) ეს უკანასკნელი შეერწყა შპს „ჭ----– ა-----ს“, რომელიც გახდა სადავო ქონების მესაკუთრე. მოსარჩელის მიერ კი აღნიშნულზე პრეტენზია 2016 წლამდე არ განუცხადებია, ამასთან ამჟამად შპს „ჭ----– ა-----ს“ ჰყავს ხუთი პარტნიორი, რომლებიც ასევე არიან სადავო ქონების მესაკუთერეები თავიანთი წილების შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შპს „ჭ----– ა-----ს“ კანონიერად აქვს საკუთრებაში სადავო ქონება. უფრო მეტიც, მან სხვა ქონებაც მიიერთა და ჩაუტარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, რაზეც მნიშვნელოვანი ხარჯი იქნა გაწეული. შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ 10 წლის შემდეგ ითხოვს უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში არსებული უძარვი ქონების დაბრუნებას, ამასთან მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველია (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხე კ---- კ----------–-–---–ის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა სასამართლო სხდომაზე შპს „ჭ----–--------სა“ და კ---- კ----------–-–---–ს ერთი და იგივე პირი წაროადგენდა, რომელიც არ დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2--- წლის 20 ნოემბერს შპს „გ-------სა“ (წარმომადგენელი გ-------– ხ-------–---–ი) და ს----------–--- ე----------------------------- ს------------ს (შემდგომში - ს------------) (წარმომადგენელი - ლ----------–-–---–ი) შორის დაიდო უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ს------------ს უსასყიდლოდ გადასცა თავის საკუთრებაშია არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ნაკვეთი 6-----) 7-------- ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. მხარეთა შეთანხმებით გადასაცემი საგნის ღირებულებად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას თან დაერთო ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ასევე ამავე სააგანტოს მიერ გაცემული ცნობა ქონებაზე ყადაღის არ არსებობის თაობაზე, შპს „გ-------“-ს წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „გ-------ს“ პარტნიორთა კრების ოქმი, მინდობილობა გაცემული ს------------ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 34-37)
- 2--- წლის 20 ნოემბრის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 454-455)
- საკადასტრო რუკა (ტომი 1, ს.ფ. 456)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2----–-–-- 15 აპრილის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „გ-------ს“ დირექტორად რეგისტრირებულია გ-------– ხ-------–---–ი, რომელიც ასევე არის მითითებული კომპანიის 50%-იანი წილის მესაკუთრე. ამავე კომპანიის მეწილეები არიან - მ-----–- ბ--–-------ე - 49%-იანი წილის მესაკუთრე, რომელიც არის გ-------– ხ-------–---–ის მეუღლე და მ-----– ჩ-----–--ი - 1%-იანი წილის მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-- 15 აპრილის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 19-20)
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N------ი (ტომი 1, ს.ფ. 84)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2--- წლის 30 ნოემბრის ამონაწერით საჯარი რეესტრიდან დგინდება, რომ ქ------–--–-- ა-----ს ქ----ში მდებარე (ნაკვ 6-----) ს/კ N0-------------- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მიეთითა 2--- წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 30 ნოემბრის ამონაწერით საჯარი რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (ტომი1, ს.ფ. 195-196)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2007 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ------–--–-- ა-----ს ქ---0-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ N0--------------- მესაკუთრედ აღრიცხულია კ---- კ----------–-–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ს----------–--- ე----------------------------- ს------------ს მიერ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, 2007 წლის 1- დეკემბრის ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 38-39)
- პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N--- (ტომი 1, ს.ფ. 40-44)
- ს----------–--- ე----------------------------- მინისტრის 2007 წლის 1- დეკემბრის ბრძანება N-------- (ტომი 1, ს.ფ. 45-46)
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N--- (ტომი 1, ს.ფ. 47)
- აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და პირობები (ტომი 1, ს.ფ. 188-193)
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტომი1, ს.ფ.194)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2008 წლის 04 იანვარს შპს „თბილისი გ---------- ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის N- გადაწყვეტილებით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2 768 000 ლარით, რომელიც შეივსო არაფულადი შენატანით. ამ მიზნით კ---- კ----------–-–---–მა შპს „-----–---- გ---------- ა-----ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ს/კ N0---------------, ასევე უძრავი ქონება მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ს/კ N0---------------) მიწა მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება N- (ტომი 1, ს.ფ. 57-59)
- 2008 წლის 14 იანვრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 174-175)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2008 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ. N2 (ს/კ N0---------------) მესაკუთრეა შპს „-----–---- გ---------- ა-----“. უფლების დამადასტურებელ დოკუმეტად კი მითითებულია შპს „-----–---- გ---------- ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება N-----, წესდება, დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა საწესდებო კაპიტალის შეფასების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 48-49)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. 2008 წლის 17 აპრილის შპს „გ---------- ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, განხორციელდა აღნიშნული საწარმოს მიერთება (შერწყმა) შპს „ჭ----– ა-----სთან“, შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა მისი უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 60)
- შპს „ჭ----–--------ს“ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 61-63)
- 2014 წლის 20 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი 1, ს.ფ. 53-56)
- 2014 წლის 1- იანვრის ამოანწერი საჯარ რეესტრის ეროვნული სააგანტოდან და საკადასტრიო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 197-200)
- 2014 წლის 2--------–-- ამონაწერი საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოდან და საკადასტრო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 201-204)
- 2014 წლის 27 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 50-52)
- 2007 წლის 14 ნოემბრის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი N- (ტომი 1, ს.ფ. 459)
- 2007 წლის 29 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.494-496)
- სამეწარმეო რეესტრის მოანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 462)
- შპს „ჭ----–--------ს“ წესდება (ტომი 1, ს.ფ. 463-470)
- რეგისტრაციის მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 479-480)
- საწარმოთა რეორგანიზაციის(შერწყმის) ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 473-480)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. ს----------–--- მთავარი პროკურატრის 2----–-–-- 1- ივლისის N-------- წერილით დგინდება, რომ 2--- წლის 3--------------- ქ------–---ს პროკურატურის საგამძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------–---ს მუნიციპლიტეტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფელბამოსილების ბოროტად გამოყენებით ა-----თ-----–ი მდებარე ა-----ების უკანონო პრივატიზებისა და თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--- სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმის წარმოების დროს დადგინდა,რომ ქ------–--–- არსებული სხვადასხვა ა-----ს, მათ შორის შპს „გ-------ს“ პრივატიზაცია განხორციელდა ქ------–---ს მინიციპალიტეტისა და ქ------–---ს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ, კერძოდ, 1-------- წლებში ა-----თ------ ტერიტორიაზე არსებული ა-----ები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენდნენ ისტორიულ კულტურულ ძეგლებს მათი პრივატიზება არ შეიძლებოდა, რამაც შედეგადაც თაღლითური გზით სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ გარდაცვლილები, 2008 წლის 31 იანვარს შეწყდა გამოძიება პასუხისგებაში მისაცემი პირების გარდაცვალების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–--- მტავარი პროკურატრის 2----–-–-- 1- ივლისის N-------- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 22)
- 2----–-–-- 11 მარტის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 92-103)
4.9. 2----–-–-- 25 თებერვალის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უარი უთხრა მოსარჩელე შპს „გ-------ს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
2----–-–-- 11 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს „გ-------ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლლეგიის მიერ სასარჩელო განცხადებასა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-- 25 თებერვლის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 85-91)
- 2----–-–-- 11 მარტის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 92-103)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.10. საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ჭ----–მა ა-----მ“ შეიძინა სხვა უძრავი ქონებაც და უკვე გაერთიანებულ ქონებაზე ჩატარდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ადასტურებს ტომი 1, ს.ფ. 205-344; ს.ფ. 498-500.
4.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დართული სატალეფონო ზარების ამონაწერებით (ტომი 1, ს.ფ. 72-80) არ დგინდება სადავო გარემოება - მუქარის ფაქტი შპს „გ-------ს“ პარტნიორებსა თუ დირექტორზე, ასევე ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებზე. ამასთან სასამართლოსთვის უცნობია იმ პირთა მონაცემები, რომელთა საკუთრებაში ან/და სარგებლობაში იმყოფებოდა სადავო პერიოდში მითითებული ტელეფონის ნომრები.
4.12. შპს „გ-------ს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს პროკურატურას მათი ინტერესების დაცვის მიზნით. აღნიშნული მიმართვები განხორციელდა 2-------- წლებში.
4.1-. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ასევე ვიდეო მასალით დგინდება, რომ შპს „ჭ----–--------ს“ გასხვისების ფაქტზე ჟურნალისტების მიერ არაერთი სიუჟეტი იქნა მომზადებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინტერნეტ მასალები (ტომი 1, ს.ფ. 21-33)
- ვიდეო მასალა 3 ცალი დისკი (ტომი 1, ს.ფ. 67-71)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „გ-------ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 170-ე, 85-87-ე, 524-ე, 526-ე, 89-ე, 529-ე, 129-ე, 1-0-ე, 1-8-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ე----------- პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ე----------- სამართლებრივი საფუძველია.
ყოველი გარიგება არსებობს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, რომელიც მიმართულია ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა თუ შეწყვეტისაკენ.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად,1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც შეიძლება გამოიხატოს ძალადობასა და მუქარაში, რა დროსაც აშკარა უნდა იყოს გარიგების მხარის მხრიდან ან მესამე პირისაგან ისეთი მოქმედება, რომლის ზეგავლენითაც გარიგების დადება ხდება. ძალადობაში იგულისხმება ფიზიკური იძულება, ხოლო მუქარის დროს კი იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს თავისუფალი ნების გარეშე, რაიმეს შიშით, დადოს გარიგება.
სასამართლოს განმარტებით, ყველანაირი მუქარა არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. იძულება უნდა იყოს ისეთი სახის, რომ შეეძლოს გავლენის მოხდება პირზე. იძულების შედეგად პირმა უნდა იფიქროს, რომ მის პიროვნებას ან მის ახლო ნათესავს რეალური საფრთხე ემუქრება. ამ დროს მხედველობაშია მისაღები იმ პირის ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის მიმართაც ხორციელდება იძულება. სასამართლოს მითითებით, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მოსალოდნელი საფრთხე, თუ იგი მოჩვენებითი და არარეალურია.
სასამართლო განმარტავს, რომ იძულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნით და მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებს ქ------–---ს პროკურატურაში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით, რამაც შედეგად გ-------– ხ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება გამოიწვია, ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი უთითებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რაც გამოიხატებოდა გ-------– ხ-------–---–ის მიმართ მისი შვილის - გ--- ხ-------–---–ის დაჭერის მუქარაში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ-------– ხ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა ან/და გაუარესება, რაც შესაძლოა გამოეწვია მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს. ამდენად, სასამართლო აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
შემდეგი საკითხი, რაზეც სასამართლოს გაამახვილებს ყურადღებას არის, იძულებისა თუ მუქარის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა რა მტკიცებულებები ერთმანეთთან მიმართებაში, ასევე თითოეული მათგანი მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებთან, მიაჩნია, რომ გ-------– ხ-------–---–ის მიმართ რაიმე სახის იძულებასა თუ ძალადობას, ან/და მუქარას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:
მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა გ-------– ხ-------–---–ისა და მისი სიძის - გ----------------–---–ის ქ------–---ს პროკურატურაში ვიზიტებზე, რა დროსაც მათთან მიმართებაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდეგილი მტკიცებულებებით არ დგინდება მათი ვიზიტი ქ------–---ს პროკურატურაში, მაგრამ თუნდაც ასეთ ვიზიტს ჰქონოდა ადგილი საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, ს----------–--- მთავარი პროკურატრის 2----–-–-- 1- ივლისის N-------- წერილით დგინდება, რომ 2--- წლის 3--------------- ქ------–---ს პროკურატურის საგამძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------–---ს მუნიციპლიტეტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფელბამოსილების ბოროტად გამოყენებით ა-----თ-----–ი მდებარე ა-----ების უკანონო პრივატიზებისა და თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე და საქმის წარმოების დროს დადგინდა,რომ ქ------–--–- არსებული სხვადასხვა ა-----ს, მათ შორის შპს „გ-------ს“ პრივატიზაცია განხორციელდა ქ------–---ს მინიციპალიტეტისა და ქ------–---ს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ. ამდენად, ის გარემოება, რომ გ-------– ხ-------–---–ი დაბარებული იქნა პროკურატურაში უსაფუძვლოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება.
ასევე აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც შპს „გ-------ს“ დირეტორის, როგორც თავად მხარე უთითებს, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არ გამოვლენილა რაიმე ფაქტი, რაც მას აფიქრებინებდა, რომ თუკი იგი არ დასთანხმდებოდა ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, მის მიმართ განხორციელდებოდა ის ქმედებები, რაც მუქარაში იყო მოხსენიებული. საქმეში წრამოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით ცალსახად დასტურდება, რომ გ-------– ხ-------–---–ის მიმართ ან თუნდაც მისი რომელიმე ოჯახის წევრის მიმართ არ განხორციელებულა რაიმე სახის ისეთი ქმედება, სადაც შესაძლოა მონაწილე ყოფილიყო სახელმწიფო მისი რომელიმე ორგანოს წარმომადგენლის სახით. მითითებულ პერიოდში არც გ--- ხ-------–---–ისა და არც რომელიმე სხვა პირის მიმართ არათუ სისხლის სამართლებრივი წესით დაჭერა, არამედ ადმინისტრაციული წესით დაკავებაც კი არ განხორციელებულა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ საგადასახადო შემოწმებას, რის შედეგადაც დაილუქა ა----- და მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარით, მოცემულ შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს მოქმედება, ასევე ამ უკანასკნელის მიერ მიღებული აქტი თავად მოსარჩელის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა. უფრო მეტიც, იგი დღემდე არ არის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი, შესაბამისად, მხარის მითითება, რომ აღნიშნული ფაქტი არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ირიბი სახით გამოვლინება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კანონით დადაგენილი წესით თავიანთი საქმიანობის განხორციელება არ შეიძლება ჩაითვალოს ზეწოლად, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც თავად ის სუბიექტი, რომელიც შეამოწმეს და რომელიც კანონით დადგენილი წესით დაჯარიმდა, აღნიშნულ სადავოდ არ ხდის.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი განიცდიდა ზეწოლას. მხარე უთითებდა 2--- წლის გაზაფხულს, ხოლო წარმოდგენილი განცხადება-საჩივრით (ტომი 2, ს.ფ. 30-31), რომლებითაც მხარემ მიმართა პროკურატურას, უთითებს ნოემბრის თვეს. ამდენად, სასამართლოსთვის უცნობია თუ რამდენი ხანი გრძელდებოდა მუქარები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუკი სადავო ხელშეკრულება დაიდო 2--- წლის 20 ნოემბერს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შპს „გ-------ს“ დირექტორის ან/და მისი ოჯახის წევრების მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი, მათი ხანგრძლივობა და სიხშირე.
სასამართლოს მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები ეფუძნება შეფასებებსა და ვარაუდებს და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ-------– ხ-------–---–ზე, როგორც შპს „გ-------ს“ დირექტორის მიმართ განხორჩიელებული იძულებისა თუ ძალადობის ფაქტს, არ დასტურდება. რაც შეეხება გ----------------–---–ის ჩვენებას, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი არის გ-------– ხ-------–---–ის ოჯახის წევრი და მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნა, ასევე სასამართლოს შედეგი, შესაბამისად, მისი ჩვენება ვერ იქნება ობიექტური, ამასთან, მის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობითაც სასამართლო დადასტურებულად ჩათვლიდა იძულებისა თუ მუქარის ფაქტებს. რაც შეეხება სატელეფონო ამონაწერებს, აღნიშნულზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიუთითა, რომ ვერ ხდება ამონაწერებში არსებული ტელეფონის ნომრების მესაკუთრეებისა თუ მოსარგებლეების დადგენა, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დადასტურდება ვერც მოწმეთა ჩვენებებში მითითებული რაიმე სახის გარემოება და ვერც სარჩელში მითითებული სადავო გარემოებები.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სადავოდ გამხდარი გარიგების ბათილად ცნობისთვის საჭიროა, რომ დადგინდეს და დადასტურდეს ნების გამოვლენაზე ზემოქმედების ფაქტის არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ კონკრეტულმა პირმა (პირებმა) აიძულა გ-------– ხ-------–---–ი განეხორციელებინა სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონების გადაცემა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობებში სახელმწიფო გამოდის ისეთივე მხარედ, როგორც იმავე ხელშეკრულებაში იქნებოდა ფიზიკური ან/და იურიდული პირი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო ქონება უსასყიდლოდ, მხოლოდ ამ საფუძვლით არ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაბათილება, რადგან სახელმწიფო ისეთივე მხარე იყო, სწორედ ისეთივე უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი, როგორც შესაძლოა სხვა პირი (პირები) ყოფილიყო.
სასამართლო აქვე გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა, რა პერიოდის განმავლობაშიც მოსარჩელეს, ასევე შპს „გ-------ს“ დირექტორსა თუ მის პარტნიორებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება. მათ შორის სადავო არ გამხდარა თუნდაც სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. ასევე სადავო არ გამხდარა სხვა საფუძვლებითაც. უფრო მეტიც, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „გ-------ს“ 49%-იანი წილის მესაკუთრე მ-----–- ბ--–-------ე, რომელიც არის გ-------– ხ-------–---–ის მეუღლე და რომელმაც განაცხადა, რომ უშუალოდ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ან/და ძალადობას, მუქარას ადგილი არ ჰქონია. იგი არ ყოფილა ქ------–---ს პროკურატურაში დაბარებული ქონების გადაცემის თაობაზე. საქმეში არსებული ინფორმაცია მისთვის მეუღლისგან გახდა ცნობილი და მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი დაეცვა მან, როგორც წილის მესაკუთრემ, ასევე მოაწერა ხელი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თავად მ-----–- ბ--–-------ის ჩვენებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით ცალსახად დასტურდება, რომ შპს „გ-------ს“ დირექტორს, ასევე წილის მესაკუთრეებს არც მომდევნო ერთი წელი და არც მომდევნო წლების განმავლობაში 2----–-–-- 24 თებერვლამდე (2----–-–-- 25 თებერვლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ) ანუ იმ დრომდე, ვიდრე არ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი, სადავოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულება და კანონით დადგენილი არცერთი საშუალება რა გამოუყენებიათ. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ გაცხადებულ პოზიციაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს აზრიც კი არ ჰქონდა მოცემულ საქმეზე დავას, თუმცა მხარეს თავისი უფლებების დასაცავად არც 2012 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ არ მიუმართავს სასამართლოსთვის მისი დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით. მართალია საქმეში წარმოდგენილია არაერთი მიმართვა პროკურატურაზე, რა დროსაც მხარე ითხოვდა რეაგირებას, თუმცა ნაწილი მტკიცებლებები მხოლოდ მიმართვებია და სასამართლოსთვის უცნობია რა შინაარსის მქონე განცხადების ან/და დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა მხარის მიერ საგამოძიებო ორგანოებში, ხოლო განცხადებებსა და საჩივრებზე კი რა რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მით უმეტეს, რომ ასეთი მიმართვები არ წარდგენილა იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო და არც იმ პერიოდში და მას შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ქონების გასხვისებას აპირებდა და როდესაც აუქციონის წესით გაასხვისა.
სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა თავად აუქციონის შედეგი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსარჩელის მიმართ იძულების წესით მოხდებოდა გარიგების დადება და სასამართლოს მიერ მისი გაბათილება, იმ ვითარებაში, როდესაც უკვე გამართული აუქციონის შედეგები არც სადავოდ არის გამხდარი და არც გაუქმებული, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის აღუსრულებელი და იურიდიული ინტერესის გარეშე დარჩენილი, ვინაიდან პირი, რომელმაც მოახდინა აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენა, უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელის მიერ თავისი შეხედულებისამებრ არაერთხელ მოხდა ქონების განკარგვა, მათ შორის სხვა კომპანიაში წილის სახით შეტანის გზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ქონების ასეთი განკარგვა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელამდე ასევე სადავოდ არ არის გამხდარი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კ---- კ----------–-–---–ი აუქციონის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დარეგისტრირდა და ასევე აუქციონის მიმდინარეობის დროს მას ეცნობა ქონების სადავოობის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდის მოხდა კ---- კ----------–-–---–ის დარეგისტრირება აუქციონზე, ხოლო რაც შეეხება მის ინფორმირებულობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუქციონზე მონაწილეობის დროს სხვა მონაწილისა თუ გარეშე პირის მიერ თუნდაც ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდება, რომ ქონება არის სადავო, რომ კონკრეტული პირი არის მისი მესაკუთრე, რომელიც აპირებს დავას და სხვა მისთანანი, არ შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ წინასწარი შეცნობით სადავო ქონების შემძენად და არაკეთილსინდისიერ მხარედ. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი არავის მიერ არ ყოფილა სადავოდ გამხდარი, უძრავი ქონების მესაკუთრე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო, ასევე სახელმწიფოს მიერ მოხდა აუქციონის გამოცხადება, სადავო უძრავი ქონება არ იყო დაყადაღებული, ამასთან გაიყიდა 1 060 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისი იყო არა მხოლოდ კ---- კ----------–-–---–ისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ობიექტური პირისთვის, რათა ეჭვი არ შეეტანა ქონების უფლებრივ თუ ნივთობრივ ნაკლზე. აუქციონის დროს დაინტერესებული პირის მიერ რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება ვერ გადაწონიდა კ---- კურდღელაშვიოლის მიერ მანამდე არსებულ თუ მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. სასამართლო აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არა მხოლოდ აუქციონის შედეგები, არამედ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო კ---- კ----------–-–---–ის სახელზე საკუთრების აღრიცხვას, არ გამხდარა სადავო.
სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადის ათვლა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „გ-------ს“ მიმართ რაიმე სახის იძულებასა თუ მუქარის არ არსებობა, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ასეთ ფაქტს ადგილი ექნებოდა, მოსარჩელე მხარეს ეს დადგენილ ვადაში უნდა გაეხადა სადავო. თუკი ჩავთვლით, რომ ქ------–---ს პროკურატუტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ზეწოლა უძრავი ქონების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით, ამდენად, ვინაიდან ქონების გადაცემა იყო მიზანი, ასეთი ხელშეკრულების დადების შემდეგ ზეწოლა აღარ უნდა განხორციელებულიყო. თავად მოსარჩელის განმარტებით რაიმე სახის ზეწოლა ან/და მუქარა შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა. ამდენად, ხელშეკრულების დადების თარიღიდან ანუ 2--- წლის 20 ნოემბრიდან უნდა აითვალოს ერთწლიანი ვადა, რა ვადაშიც მხარეს შეეძლო სადავო გაეხადა ხელშეკრულება. კანონმდებელი არ აკეთებს დათქმას სხვა ვადის თაობაზე იმ შემთხვევაში თუკი ერთ-ერთი მხარე სახელმწიფოა, შესაბამისად, ერთლიანი ვადა ყველა მხარისთვის საერთოა.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი თავს იჩენს თუ ხდება იმ ფასეულობათა დარღვევა, როგორიცა - კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესისა თუ აკრძალვის დარღვება გულისხმობს, ყველა იმ გარემოებას, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი (მაგ. მოტყუება, იძულება და სხვა), ასევე, ცალკეული გარემოებებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძველი. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ინტერესთა ერთობლიობა. საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპული სამართლებრივი ფასეულობათა უარყოფაში. ასევე, რაც შეეხება ზენობის ნორმების დარღვევას, აღნიშნული შეფასებითი საკითხია. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობას, როცა იგი დადგენილი ზენობით აკრძალული მოქმედების შესრულებას ითავლისწინების, ანდა პირიქით, განზრახ აბრკოლებს ზენობის შესატყვისი მოქმდების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება კანონით დადგენილი წესის, საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებთან ხელშეკრულების წინააღმდეგობრიობასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება. წარმოდგენილი ხელშეკრულება, ყველა მისი პირობა და დანაწესი დადგენილი და გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, შეესაბამება ჩუქების ხელშეკრულების საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ზნეობის ნორმებისა და საჯარო წესრიგის დარღვევა გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში, საჩუქრის ღირებულების ოდენობა მიეთითა მის რეალურ ფასზე უფრო ნაკლები ოდენობით, არ იძლევა ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას, რადგან საჩუქრის ღირებულების განსაზღვრა შეფასებით კატეგორიას მიეკუთვნება, ამასთან, საჩუქრისა ღირებულება ჩუქების ხელშეკრულების არსებით პირობას სულაც არ წარმოადგენს და მხარეების ნებაზეა დამოკიდებული მიუთითებენ თუ არა მას ხელშეკრულებაში. გარდა აღნიშნულისა, თუნდაც ასეთი მოცემულობის არსებობის პირობებში, აღნიშნული არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოზე მოხდა ქონების გადაცემა, არ უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგისა თუ ზენობის ნორმების დარღვევად, ვინაიდან სახელმწიფო ისეთივე მხარე იყო, როგორც სხვა ნებისმიერი პირი მსგავსი სახის ხელშეკრულების დადების დროს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგება არ შეიძლება განხილულ იქნას გარიგებებად რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს ან/და ზნეობის ნორმებს.
7.3. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ს----------–--- მთავარი პროკურატურის წერილზე, სადაც მითითებულია, რომ 1-------- წლებში ა-----თ------ ტერიტორიაზე არსებული ა-----ების, მათ შორის შპს „გ-------ს“ პრივატიზების თაობაზე მიმდინარეობდა გამოძიება, 2008 წლის 31 იანვარს შეწყდა იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირების გარდაცვალების გამო. აღნიშნული შეწყვეტის დადგენილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ, მათ შორის, შპს „გ-------ს“ პრივატიზაცია განხორციელდა ქ------–---ს მუნიციპალიტეტისა და ქ------–---ს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას. გამოძიება კი მხოლოდ იმ საფუძვლით შეწყდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირები იყვნენ გარდაცვლილები.
ამდენად, მოსარჩელემ სადავოდ არ გახადა ის გარემოება, რომ არასწორი პრივატიზების შედეგად მოხდა 90-იან წლებში სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა.
7.4. კიდევ ერთი საკითხი რაზეც სასამართლო გაანახვილებს ყურადღებას არის ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ამავე კოდექსის 1-0-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამარართლოს მიაჩნია, რომ გასულია ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული როგორც 1 წლიანი, ასევე 6 წლიანი ვადა, რომელიც უნდა აითვალოს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. შესაძლებელია აღნიშნული ვადის ათვლა განხორციელდეს 2007 წლის 25 ოქტომბრიდანაც ანუ აუქციონის შედეგებიდან, ვინაიდან ამ დროს მოახდინა სახელმწიფომ სადავო ქონების განკარგვა, თუმცა მიუხედავად იმისა თუ საიდან აითვლება აღნიშნული ვადის ათვლა, სარჩელის შემოტანამდე გასულია თითქმის 10 წელი, რაც უკვე ხანდაზმულს ხდის მოთხოვნას. რაც შეეხება სახალხო დამცველზე მიმართვა თუ სამართალდამცავი ორგანოებზე მიმართვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლად.
სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 1-9-ე და 140-ე მუხლები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ 2----–-–-- თებერვლამდე არ ყოფილა სარჩელი შეტანილი სასამართლოში, არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული წესით, რაც გამოიწვევდა ვადის შეწყვეტას, ასევე არ განხორციელებულა აღმასრულებელი მოქმედებების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მართალია განცხადებებით მიმართა პროკურატურას, თუმცა არა სასამართლოს, რომელიც განიხილავდა და გადაწყვეტდა საქმეს. მართალია პროკურატურა არის სახელმწიფო ორგანო და ზოგადად, სახელმწიფოში არსებული ყველა ორგანო კანონით დადგენილი წესით იქმნება და ფუნქციონირებს, თუმცა იგი არ უნდა ჩაითვალოს იმ ორგანოდ, რომელიც გააუქმებდა 2--- წლის 20 ნოემბრის ხელშკრულებას ან/და შპს „გ----------“ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს ანუ დააკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნებს, რომელიც ამჟამად სასარჩელო მოთხოვნების სახით არის ჩამოყალიბებული.
7.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სატელევიზიო გამოსვლები, საგაზეთო თუ ინტერნეტ რესურსებში გამოქვეყნებული მასალები, არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც იძულების ფაქტს დაადასტურებდა, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი იქნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2----–-–-- 08 აპრილს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან - 50 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 100 ლარი კი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
მოპასუხე შპს „ჭ----– ა-----ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „გ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 2--------–-- განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რის საფუძველზეც შპს „ჭ----– ა-----ს“ (ს/ნ N2--------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ნაკვ. 6-----), ს/კ N0--------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „გ-------ს“ სარჩელი მოპასუხეების კ---- კ----------–-–---–ის, შპს „ჭ----–--------სა“ და ს----------–--- ე------------------------------------------ ს------------ს მიმართ 2--- წლის 20 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებისა და შპს „გ---------- ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 04 იანვრის N----- გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ 2----–-–-- 08 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელე მხარის მიერ 2----–-–-- 08 აპრილს გ--- ხ-------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან მოსარჩელე შპს „გ-------ს“ დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე შპს „ჭ----– ა-----ს“ დაუბრუნდეს რ---- მ---------–ის მიერ 2----–-–-- 20 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 2--------–-- განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რის საფუძველზეც შპს „ჭ----– ა-----ს“ (ს/ნ N2--------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ------–---, ა-----ს ქ--- (ნაკვ. 6-----), ს/კ N0--------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე