განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№---------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - დ----- შ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ხ---- ხ--–--–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------, გ---–---------------------------.
ადვოკატი - გ------- ო----ი
კვალიფიკაცია:
ხ---- ხ--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალი :
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------ს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ხ---- ხ--–--–---–ი 2018 წლის 13 მარტს, თბილისში, ა---------------------ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–----ის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში შევიდა მეგობრებთან ერთად, რა დროსაც, ამავე სახინკლეში მყოფი ეროვნებით აზერბაიჯანელი ი--–-- ა--------ი მიიპატიჟა საკუთარ მაგიდასთან, ი--–-- ა--------მა სუფრასთან შეიძინა ერთი ბოთლი არაყი, საფულის გახსნისას ხ---- ხ--–--–---–მა შეამჩნია მის საფულეში მოთავსებული აშშ დოლარის კუპიურები, რა დროსაც ხ---- ხ--–--–---–ს წარმოეშვა განზრახვა დაუფლებოდა ი--–-- ა--------ის კუთვნილ თანხას. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ხ---- ხ--–--–---–მა ი--–-- ა--------ი ჩაიყვანა პირველ სართულზე, რა დროსაც მუქარის ტონით მოსთხოვა ფული, ჩაარტყა სახეში და წაართვა 230 აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით ი--–-- ა--------ს მიადგა 230 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ხ---- ხ--–--–---–ი 2018 წლის 13 მარტს, თბილისში, ა---------------------ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–----ის„ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ამავე სახინკლეში შევიდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ი--–-- ა--------ი, რომელიც ხ---- ხ--–--–---–მა მიიპატიჟა თავის მაგიდასთან, შემდეგში ხ---- ხ--–--–---–მა ი--–-- ა--------ს აშკარად გასტაცა 230 აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით ი--–-- ა--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი--–-- ა--------მა განმარტა, რომ ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მიდიოდა ქ. ს--------–ში, იმყოფებოდა რ--------ს სადგურზე მდებარე რესტორანში, სადაც იყო დაახლოებით სამი-ოთხი კაცი. იგი ელოდებოდა შეკვეთას, რა დროსაც მასთან მივიდა ერთი პირი, როგორც შემდგომში გაირკვა ხ---- ხ--–--–---–ი, რომელმაც მიიპატიჟა სუფრასთან, ა--------ისგან უარის მიღების შემდეგ, მისი საჭმელი იძულებით გადაიტანა თავის სუფრაზე. დაზარალებულმა მათთან ერთად დალია ერთი-ორი ჭიქა არაყი, რის შემდეგაც ბრალდებულმა უთხრა ჩასულიყვნენ დაბლა, ისიც გაყვა, კიბესთან ხ--–--–---–მა, უთხრა - ხომ არ ქონდა საშუალება დახმარებოდა, რადგან მისი მეგობარი მეორე დღეს მიდიოდა ციხეში. ა--------მა ამოიღო საფულე, ხელი დააფარა მასში არსებულ დოლარს, ამოიღო 35 ლარი და უთხრა, რომ მხოლოდ ეს თანხა ქონდა და მისცა ხ--–--–---–ს, ამ დროს ხ--–--–---–მა საფულე წაართვა და უთხრა, რომ ეს რა კაცობა იყო, დოლარი ქონდა და ლარს აძლევდა, წაართვა საფულე, სადაც ქონდა 230 დოლარი, ამოიღო მთლიანი თანხა, მაგრამ 100 დოლარი უკან დაუბრუნა და გააფრთხილა ჩუმად ყოფილიყო, ამასთან თავი ჩაარტყა ცხვირში და ავიდა კიბეებზე. დაზარალებულს შეეშინდა, მაგრამ ისევ ავიდა ზემოთ და დალია მათთან ერთად ერთი ჭიქა ლუდი, გავიდა საპირფარეშოში და შეეცადა დაერეკა 1---ში, მაგრამ მას გაყვა ხ--–--–---–ი, უკაკუნებდა კარებზე, შემდეგ გამოართვა ტელეფონიც და 100 დოლარიც. ბრალდებულმა კვლავ უთხრა, რომ მასთან ერთად დამჯდარიყო მაგიდასთან. ი--–-- ა--------მა თანხის წართმევის თაობაზე ჩუმად უთხრა იქ მომუშავე ქალს. ცოტა ხანში ყველა ერთად გავიდა რესტორნიდან. ბრალდებულის მეგობარმა უთხრა ა--------ს, რომ დარჩა ტელეფონი და გამოეტანა მისთვის, როდესაც რესტორანში შებრუნდა დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც რესტორნის თანამშრომელმა ქალბატონმა უთხრა, რომ ამ ბიჭს წაართვეს ფული. დაზარალებულმა ამოცნობისას ამოიცნო ბრალდებული, რომელმაც წაართვა საფულეში არსებული თანხა 230 დოლარი და 35 ლარი.
3.2. სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე(მოწმე იმყოფება საზღვარგარეთ) გამოქვეყნებულ იქნა თ----–- ს----–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 მარტს იმყოფებოდა სამსახურში - თბილისში, ა------------------------ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–----ში’’ მდებარე სახინკლეში, დაახლოებით თორმეტი-პირველი საათისთვის სახინკლეში შევიდა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი რამდენჯერმე იყო ნამყოფი მათთან, შეუკვეთეს საჭმელი, არაყი და ლუდი, თანხა მაშინვე გადაიხადეს, ქეიფი დაწყებული ქონდათ, როცა დაახლოებით 20 წუთში, შემოვიდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომელიც დაჯდა ცალკე და შეუკვეთა საჭმელი, ელოდებოდა შეკვეთას, რა დროსაც იგი გადაიპატიჟეს გვერით მაგიდასთან, ისიც გადავიდა მათთან. აზერბაიჯანელი ბიჭი, ერთ-ერთმა იმ სუფრიდან, რომელიც მათი კლიენტია და ადრეც ყოფილა მათთან, ჩაიყვანა ქვედა სართულზე კიბეებთან, ხუთი წუთი ისაუბრეს, მაგიდას დაუბრუნდნენ და გააგრძელეს ქეიფი, საპირფარეშოშიც გადიოდნენ და შედიოდნენ, აზერბაიჯანელი ბიჭი საპირფარეშოსთან დაინახა, ხელგადახვეული იდგა მათ კლიენტთან ერთად და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რაიმე დაძაბულობა არ შეუმჩნევია, კონფლიქტს ან ხმაურს ადგილი არ ქონია, ხუთი წუთის შემდეგ დაინახა, რომ ყველა იჯდა მაგიდასთან. თ----–- ს----–---–ი იმყოფებოდა ბარში, რა დროსაც მივიდა აზერბაიჯანელი ბიჭი და ჩუმი ხმით უთხრა, რომ მათი ბარის კლიენტმა წაართვა 200 აშშ დოლარი; თ----–- ს----–---–მა გამოიძახა დაცვის სამსახური ,,შ------ი“, რომლებიც მივიდნენ დაახლოებით 10 წუთში, დაცვის მისვლისთანავე ხუთივე ამ ბიჭის ჩათვლით წამოდგნენ, მივიდნენ მასთან და კითხეს, მათ ხომ გადახდილი ქონდათ და რამე პრობლემა ხომ არ იყო, აზერბაიჯანელი ბიჭიც მათთან ერთად იყო და ხმას არ იღებდა. მან უთხრა, რომ ისიც მათთან ერთად მიდიოდა. ვინაიდან მთვრალები იყვნენ ს----–---–მა იფიქრა, რომ შესაძლოა რაღაც სწორედ ვერ გაიგო. თ----–- ს----–---–ს თანხის წართმევის ფაქტი არ დაუნახავს.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ--------------------------- განყოფილების თანამშრომელმა მოწმე გ---- გ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 23 მარტს სახინკლე ,,კ---–----ში“ ი--–-- ა--------ის ძარცვის ფაქტი შესაძლოა ქონოდა ჩადენილი წ-----------–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ხ---- ხ--–--–---–ს. ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას შემდეგი რეაგირების მიზნით.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომელმა გ--- ს-------მ განმარტა, რომ დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დადგენილი იქნა დანაშაულის შესძლო ჩამდენი პირი, მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხვა თანამშრომელი გ---- გ-------–---–ი, რომელმაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და თ----- ვ---–---ი, რომელიც იმყოფებოდა ბრალდებულთან ერთად ქმედების ჩადენის დროს.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ----------------------------–-–-------------------–--ის თანამშრომელმა გ------- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გ---- გ-------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 13 მარტს ი--–-- ა--------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა 1--- წელს დაბადებულ ხ---- ხ--–--–---–ს, რომელიც იმყოფებოდა წ-----------–---–------- მიმდებარედ. გ------- ჯ-----–---–ი თანამშრომელ გ------- ბ-–--ესთან ერთად გამოცხადდა მისამართზე, სადაც დააკავეს ხ---- ხ--–--–---–ი, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები მათ შორის 100 დოლარიანი, ორი ოცლარიანი და ერთი ათლარიანი კუპიურა, ბარათები და ტელეფონი, აღნიშნული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე.
3.6. სამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომელმა გ------- ბ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, მორიგე ჯგუფში, რა დროსაც თანამშრომელმა გ---- გ-------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 13 მარტს სახინკლე ,,კ---–----ში“ მომხდარი მოქალაქე ი--–-- ა--------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა მოქალაქე ხ---- ხ--–--–---–ს, რომელიც უნდა ყოფილიყო ქალაქ თბილისში, წ-----------–---–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მისამართზე დახვდათ მოქალაქე ხ---- ხ--–--–---–ი, რომელიც დაკავებულ იქნა, განემარტა უფლებები, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა საფულე მასში მოთავსებული თანხით - ერთი ასდოლარიანი, ორი ოცლარიანი და ერთი ასლარიანი კუპიურითა და ხურდებით, ასევე ტელეფონი და პლასტიკური ბარათები. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომელმა გ--- მ-------–---–მა განმარტა, რომ ხ---- ხ--–--–---–ს ბრალი წაუყენა დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოკითხვისას ხ---- ხ--–--–---–ი თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვდა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ-----------------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლებმა ზ------ გ-----–---–მა და ნ----- ფ-–---–-----მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.
3.9. მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი თ----- ვ---–---ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 მარტს იმყოფებოდა ვ-----–ის მოედანზე, რა დროსაც შემთხვევით შეხვდა შორეულ ნათესავს ხ---- ხ--–--–---–ს, ისინი შევიდნენ ა---------------------ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–----ის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში, შეუკვეთეს ხინკალი და ლუდი, რამდენიმე წუთში სრულიად შემთხვევით შემოუერთდათ მისი მეგობარი გ------- ჩ----. გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მარტო სვამდა სასმელს, ხ----მ მიიწვია მათ მაგიდასთან. რამოდენიმე ხნის შემდეგ ხ---- და აღნიშნული პიროვნება, რომელსაც სახელად ერქვა ი--–--ი, ჩავიდნენ ქვევით და კვლავ დაბრუნდნენ სუფრასთან, დაახლოებით 10 წუთში ხ---- და ი--–--ი ისევ ჩავიდნენ ქვევით და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ. როდესაც ამოვიდნენ ი--–--ი იყო აღელვებული, კითხვაზე უპასუხა, რომ არაფერი ჭირდა. ხ----მ სუფრაზე ყოფნისას ჯიბიდან ამოიღო 100 აშშ დოლარი და აჩუქა თ----- ვ---–---ს, კითხვაზე თუ საიდან მოიტანა ფული უპასუხა, რომ მეგობარმა აჩუქა; გარკვეული დროის შემდეგ დაიშალნენ და წავიდა პირად საქმეზე. 2018 წლის 15 მარტს, მის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 5-------- დაუკავშირდა ხ---- ხ--–--–---–ის მამიდაშვილი ზ----- ბ---–----ე და უთხრა, რომ ხ---- დაიჭირეს ძარცვის ფაქტზე და მას ქონდა ნაძარცვი თანხის ნაწილი 100 აშშ დოლარი. მან განუმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი და დედამისს ნ---- ც------–---ს რამდენიმე საათში ბანკის მეშვეობით აღნიშნული პიროვნებისათვის გადააგზავნინა თანხა.
3.10. მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ზ----- ბ---–----ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი არის ხ---- ხ--–--–---–ის მამიდაშვილი. 2018 წლის 14 მარტს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხ---- ხ--–--–---–ი დაკავებულ იყო ძარცვის ფაქტზე. კერძოდ, როგორც მან გაიგო, აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცს გასტაცა 230 აშშ დოლარი, რომელი თანხიდანაც 100 აშშ დოლარი აჩუქა მის მეგობარს თ----- ვ---–---ს. მან ივარაუდა, რომ თუ დაზარალებულს დაუბრუნდებოდა ნაძარცვი თანხა, ხ----ს უფრო ნაკლები პრობლემა ექნებოდა სასამართლოში, ამიტომ დაუკავშირდა თ----- ვ---–---ს, აცნობა ხ----ს დაკავების შესახებ და ასევე უთხრა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი ნაძარცვი თანხის ნაწილი, კერძოდ 100 აშშ დოლარი იყო მასთან. თ-----მ დაუდასტურა, რომ ხ----მ აჩუქა 100 აშშ დოლარი, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო ამ ფულის ძარცვის გზით მოპოვების შესახებ, ვინაიდან თ----- მოცემულ მომენტში არ იმყოფებოდა თბილისში, მან ბანკის საშუალებით გადმოურიცხა აღნიშნული თანხა, კერძოდ, 100 აშშ დოლარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აანაზღაურებს.
3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ხ---- ხ--–--–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ დაზარალებულ ი--–-- ა--------ის კუთვნილი თანხის აშკარად, ძალადობით დაუფლების ფაქტზე და განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, იმყოფებოდა კაფეში მეგობრებთან ერთად, სადაც იმყოფებოდა ი--–-- ა--------ი, რომელიც იჯდა მარტო, ხ---- ხ--–--–---–მა დაპატიჟა ა--------ი მათთან სუფრაზე, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა, ამის შემდეგ ხ---- ხ--–--–---–მა ა--------ი მარტომ გაიყვანა და მეგობრულად სთხოვა თანხა, ა--------მა მისცა 230 აშშ დოლარი, ძალადობას ადგილი არ ქონია, დაბრუნდნენ მაგიდასთან, სადაც დაყვეს დაახლოებით თხუთმეტი წუთი, რის შემდეგაც ერთად გავიდნენ მეტრომდე სადაც დაშორდნენ. ხ---- ხ--–--–---–ის განმარტებით, მომხდარ ფაქტამდე ა--------ს არ იცნობდა და არც საერთო მეგობრები არ ყოლიათ.
3.12. შეტყობინების #------ რეგისტრაციის თანახმად, 13/03/2018 1---- საათზე 1---ზე შევიდა შეტყობინება ი--–-- ა--------ის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ წაართვეს თანხა.
3.13. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში წ-----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ხ---- ხ--–--–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ტყავის ყავისფერი საფულე, რომელსაც აქვს რკინის სამაგრი და მასზე არსებული ლათინური წარწერა ,,SHIDAI’’, საფულეში მოთავსებულია 1(ერთი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა სერიული ნომრით LA74965034B, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, სერიული ნომრებით AA 34049057 და AA05265691, ერთი ცალი ათ ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით DE9057014, ერთი ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა, რვა ცალი რკინის ოცთეთრიანი მონეტა, ორი ცალი რკინის ათთეთრიანი მონეტა და ერთი ცალი რკინის 5 (ხუთი) თეთრიანი მონეტა, საფულედან ამოღებულ ზ/აღნიშნული ფულადი თანხა შეიფუთა პოლიეთილენის ერთ პაკეტად და დაილუქა დ-----------------------------------–ოს N------- ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები; ხ---- ხ--–--–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,აიფონ 5S“-ის ფირმის მობ. ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, შავი ფერის ეკრანით, ვერცხლისფერი უკანა კორპუსით, კორპუსზე წარწერით ,,Iphone”, ტელეფონი მოთავსებული იყო შავი ფერის რეზინის ბუდეში; ხ---- ხ--–--–---–ის შარვლის უკანა ჯიბიდან ტყავის ყავისფერი საფულე, რომელსაც აქვს რკინის სამაგრი ზედ წარწერით ,,SHIDAI’’ აგრეთვე ამოღებულ იქნა პირადობის ID ბარათი ხ---- ხ--–--–---–ის სახელზე გაცემული, ასევე სამი ცალი პლასტიკური ბარათი, ზედ წარწერებით ,,G-------’’, ,,თ-----------’’ და ,,მეტრომანი’’, ამოღებული ნივთები შეიფუთა პოლიეთილენის ერთ ფუთად და დაილუქა N------- ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
3.13.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- ჯ-----–---–მა.
3.14. ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ი--–-- ა--------მა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, შემელოტებული შავი ფერის თმით, შავი მოკლე წვერით, მოგრძო ცხვირით, სქელი წარბებით, ამოიცნო ხ---- ხ--–--–---–ი, პირი, რომელმაც 13 მარტს გაძარცვა და წაართვა 230 აშშ დოლარი.
3.14.1. ამოცნობის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა ზ------ გ-----–---–მა.
3.15. ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის ადვოკატის პოზიციით, ხ---- ხ--–--–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და მოითხოვა მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულის ქმედებაში არ იკვეთება ძალადობის ნიშნები, დაზარალებულმა ნებაყოფლობით გადასცა თანხა, რაც გამორიცხავს ძარცვის შემადგენლობას.
3.16. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ნაწილობრივ უნდა იქნას გაზიარებული.
3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვის გზით ქონების დაუფლება გულისხმობს ნივთის აშკარა დაუფლებას, მესაკუთრის, მფლობელის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მფლობელ პირს ერთმევა საკუთარი ნივთის მიმართ უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ხ---- ხ--–--–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დაზარალებულ ი--–-- ა--------ის კუთვნილ თანხას, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა ესარგებლა საკუთრებით. კერძოდ:
3.17.1. დაზარალებული ი--–-- ა--------ის ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია თ----–- ს----–---–ის ჩვენებასთან, ამოცნობის ოქმით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასტუმრო ,,კ---–----ში“ განთავსებულ სახინკლეში ხ---- ხ--–--–---–მა ი--–-- ა--------ს მისი ნების საწინააღმდეგოდ წაართვა საფულეში განთავსებული თანხა 230 დოლარი, რის გამოც თ----–- ს----–---–ის მიერ გამოძახებულ იქნა დაცვის სამსახური.
3.17.2. იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ხ---- ხ--–--–---–მა ი--–-- ა--------ი ჩაიყვანა სახინკლის ქვედა სართულზე, სადაც დაეფლა თანხის ნაწილს, შემდეგ კვლავ გაიყვანა და დაეუფლა თანხის დარჩენილ ნაწილს, დაზარალებულ ი--–-- ა--------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია თავად ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის ჩვენებასთან; თ----- ვ---–---ის უდაოდ ცნობილი ჩვენება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სუფრასთან ყოფნისას ხ---- ხ--–--–---–მა მას აჩუქა 100 აშშ დოლარი, ამავე ფაქტს ადასტურებს ზ----- ბ---–----ის უდაოდ ცნობილი ჩვენება; ხ---- ხ--–--–---–ის მიერ ი--–-- ა--------ის კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტს ადასტურებს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკისას ხ---- ხ--–--–---–ისგან ამოღებულ იქნა, სხვა თანხასთან და პირად ნივთებთან ერთად, 1(ერთი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა.
3.17.3. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ წაურთმევია თანხა ი--–-- ა--------ისთვის, ამ უკანასკნელმა თანხა მისცა მეგობრულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. აღნიშნული ჩვენება დამაჯერებლობას არის მოკლებული, ვინაიდან, ხ---- ხ--–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის ადრე ა--------ს არ იცნობდა, რაც მოწმობს, რომ ხ--–--–---–სა და ა--------ს შორის ვერ იქნებოდა მეგობრული ურთიერთობა; ამასთან, იმ ფაქტს, რომ თანხა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადასცა ა--------მა ხ--–--–---–ს ადასტურებს ის გარემოებები, რომ ა--------მა თანხის წართმევის შესახებ უთხრა რესტორნის თანამშრომელს - თ----–- ს----–---–ს, რომელმაც გამოიძახა დაცვის თანამშრომლები; თავად ა--------მა საპირფარეშოში ყოფნისას დარეკა 1---ში, რაშიც ხელის შეშლის მიზნით ხ---- ხ--–--–---–მა წაართვა მობილური ტელეფონი; მეორედ თანხის წართმევის შემდეგ ა--------ი სუფრასთან დაბრუნდა იმდენად აღელვებული, რომ ეს შეამჩნია თ----- ვ---–---მა და შეეკითხა აღელვების მიზეზი. აღნიშნული გარემოებები აშკარად მიუთითებენ, რომ ხ---- ხ--–--–---–მა მისი ნების საწინააღმდეგოდ გასტაცა თანხა ი--–-- ა--------ს და ბრალდებული არ იძლევა სწორ ჩვენებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ და არ შეესაბამება სინამდვილეს.
3.17.4. სასამართლომ შეაფასა რა ხ---- ხ--–--–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხ---- ხ--–--–---–ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 13 მარტს, თბილისში, ა---------------------ში მდებარე სასტუმრო ,,კ---–----ის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში ხ---- ხ--–--–---–მა აშკარად წაართვა ი--–-- ა--------ს 230 აშშ დოლარი.
3.18. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ხ---- ხ--–--–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.19. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი--–-- ა--------ის, ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ---- ხ--–--–---–მა ი--–-- ა--------ს გასტაცა 230 აშშ დოლარი.
3.20. დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ზ------ გ-----–---–მა მის წარმოებაში არსებულ სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით დაათვალიერა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ.გვერდიდან ( --------------) ამონაწერი, რომლის მიხედვით 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენს 2.4328 ლარს.
3.20.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ზ------ გ-----–---–მა.
3.21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. კონკრეტულ შემთხვევაში, 230 დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენს დაახლოებით 560 ლარს, რაც იძლევა ხ---- ხ--–--–---–ის ქმედების მნიშვნელოვან ზიანად კვალიფიკაციას.
3.22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ---- ხ--–--–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის.
3.23. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18----------ის განაჩენით ხ---- ხ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 62-63-ე მუხლების საფუძველზე ხ---- ხ--–--–---–ს, სასჯელის ზომად დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8(რვა) თვის ვადით და პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.
3.24. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ს განკარგულებით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, შეწყალებულ იქნა ხ--–--–---–ი ხ---- ზ------ის ძე მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
3.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 3-------ს განაჩენით ხ---- ხ--–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომლის მოხდა დასრულდა18.08.2017 წელს.
3.26. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
3.27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ---- ხ--–--–---–ი 2006 წლის 18----------ის განაჩენით, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ს განკარგულებით იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. აღნიშნულის გათვალიწინებით, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხ---- ხ--–--–---–ი ითვლება ნასამართლობის არ მქონედ და ეს მსჯავრი საფუძვლად ვერ დაედება მისი ბრალდების არაერთგზისობით კვალიფიკაციას; ასევე, 2017 წლის 3-------ს განაჩენით, რომელიც ბრალდების დადგენილების მიხედვით წარმოადგენს მისი ქმედების არაერთგზისობად კვალიფიკაციის საფუძველს, ხ---- ხ--–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხ---- ხ--–--–---–ის ქმედების არაერთგზისობით კვალიფიკაციას.
3.29. ზ/აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- ხ--–--–---–ის ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული ძარცვად ჩადენილი არაერთგზის, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ხ---- ხ--–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების საფუძველს.
ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
3.30. ი--–-- ა--------ის ჩვენების თანახმად, ხ---- ხ--–--–---–მა მას შემდეგ, რაც ი--–-- ა--------ს გამოართვა თანხა, თავი ჩაარტყა ცხვირში. ასევე, როცა ა--------ი გავიდა საპირფარეშოში 1---ში დარეკვის მიზნით, მას გაყვა ხ--–--–---–ი, უკაკუნებდა კარებზე, შემდეგ კი გამოართვა ტელეფონიც და 100 დოლარიც, დაზარალებულს შეეშინდა მომხდარის გამო.
3.31. საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი--–-- ა--------ის ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ხ---- ხ-----–---–მა ძარცვა ჩაიდინა ძალადობის გამოყენებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამედიცნო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით, 2018 წლის 14 მარტს დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა ი--–-- ა--------ის სხეულზე დაზიანებების, მათი მიყენების, დაზიანებათა ლოკალიზაციის, ხანდაზმულობისა და ხარისხის გარკვევის მიზნით, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
3.32. საკასაციო პალატამ საქმეში #251აპ-16 განმარტა, რომ ,,მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს.’’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე. სისხლის სამართლის პროცესი. 2016 . #7-9. გვ. 38). ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხ---- ხ--–--–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ი--–-- ა--------ის ძარცვა ჩაიდინა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
3.32. ზ/აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკამარისობის გამო ხ---- ხ--–--–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმადგენს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ---- ხ--–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხ---- ხ--–--–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მტკიცებულებათა არ არსებობის და არასაკმარისობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ხ---- ხ--–--–---–ის ბრალდება დანაშაულში გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, რაც სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს ამ ნაწილში ხ---- ხ--–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ხ---- ხ--–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ხ---- ხ--–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ხ---- ხ--–--–---–ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში; ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- ხ--–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ხ---- ხ--–--–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1ც 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 2 ცალი 20 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - 1 ცალი 1 ლარიანი, 8 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტები დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 2------- მობ. ტელეფონი, საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 3 ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 2------- რომლებიც ინახება შსს დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ---- ხ--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ხ---- ხ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. ხ---- ხ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხ---- ხ--–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 5(ხუთი) წლის ვადით შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------ს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ხ---- ხ--–--–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
6. ხ---- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. ხ---- ხ--–--–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.
8. ნივთმტკიცება:
8.1. ბრალდებულ ხ---- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1ც 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 2 ცალი 20 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - 1 ცალი 1 ლარიანი, 8 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტები დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 2------- მობ.ტელეფონი, საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 3 ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 2------- რომლებიც ინახება შსს დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/