გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
170210118002649527
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210118002649527

#2/226-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე- ი/----------------

მოსარჩელის წარმომადგენელი - პ-----------------

მოპასუხე - მ---------------

დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე მ---------------ს მოსარჩელე ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 720 ლარის გადახდა.

2. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელი 235,80 ლარი.

3. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 2018 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის 0,2% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 31,44 ლარს.

4. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 1250 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 13 აგვისტოს მოპასუხემ გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულება #2----, მოსარჩელე ი/----------------სთან (ლობარდი ,,ს--------–-----“) და ამ უკანასკნელის მიერ გაიცა სესხი 15720 ლარი, ერთი თვის ვადით, სესხის სარგებელი 1,5%, 235,8 ლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) ვადაგადაცილებისათვის ძირი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხემ დააგირავა ძვირფასი ქვებით გაწყობილი მამაკაცის მაჯის საათი ,,ფლაგეტ“ 202,4 გრამი ოქრო, სინჯი 750. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დიდუბე ჩუღურეთის შს სამმართველოში დაიწყო გამოძიება სს საქმე #0-----------, ჰ-----------ს კუთვნილი 4200 000 ევროდ ღირებული საათის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე. იმავე დღეს ამავე სამმართველოს მუშაკების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევით გათვალისწინებული წესით მოსარჩელის ლომბარდიდან ,,ს--------–-----ი“, მდებარე ქ. თ---–-----------–---–--------, ამოღებული იქნა მოპასუხის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული აღნიშნული მაჯის საათი. მოპასუხე მ---------------ეს დღემდე არ გაუსტუმრებია ვალი, არ გადაუხდია არც სარგებელი, არც ჯარიმა (პირგასამტეხლო), ასევე არ უზრუნველყო გირავნობის საგნის ჩანაცვლება, სხვა ადექვატური უზრუნველყოფის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია ამის საშუალება. მოპასუხე მ---------------ს ლომბარდის მიმართ სარჩელის აღძვრის დროისათვის დაუგროვდა დავალიანება: ძირი თანხა 15720 ლარი, სარგებელი 235,8 ლარი, და ჯარიმა (პირგასამტეხლო) 31,44*15=471,6 ლარი. მოპასუხემ დაარღვია, როგორც სახელშეკრულებო ასევე კანონის მოთხოვნები და მოტყუებით დააგირავა უკანონო გზით შეძენილი ნივთი, რის შედეგად სესხი აღმოჩნდა უზრუნველყოფის გარეშე, ამავე დროს სალომბარდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დააბრუნა სესხის თანხა, არ გადაიხადა არც სარგებელი და არც ჯარიმა(პირგასამტეხლო).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მ---------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, საათი რომელიც დაალომბარდა გადასცა ჯ-------მა, რომელიც იმყოფებოდა ლომბარდში და მან დალომბარდება მხოლდ იმის გამო ვერ შეძლო რომ არ არის საქართველოს მოქალაქე. მ---------------, მის სახელზე დალომბარდებას დათანხმდა მხოლოდ იმის გამო, რომ ლომბარდის განმარტებით ჯ-------ს, რომ ვერ გადაეხადა ვალი ნივთი დარჩებოდა ლომბარდს და მას არანაირი პასუხისგება თანხის მხრივ არ მოუწევდა. მან სესხი გაიფორმა ფორმალურად მის სახელზე და ამის სანაცვლოდ გირაოში დატოვეს ფასეული საათი. შესაბამისად ლომბარდს უნდა მოეხდინა საათის რეალიზება და მისი ვალდებულების გაბათილება. ვინაიდან საათი არის ამოღებული გამოძიების მიერ, უნდა მოხდეს დალოდება გამოძიებაზე და ზიანის ანაზღაურება ლომბარდის მიმართ უნდა დაეკისროს დამნაშავე პირს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 13 აგვისტოს ი/----------------ს და მ---------------ს შორის დაიდო სალომბარდე ხელშეკრულება #2---- შემდეგზე:

1. ლომბარდი გასცემს სესხს 15720 ლარის ოდენობით.

2. სესხის სარგებლის თანხა შეადგენს "1“ პუნქტში აღნიშნული თანხის 1, 5 % ანუ 235,80 ლარი.

3. სესხი გაიცა ერთი თვით 13.08.2018-დან 13.09.2018-მდე.

4. ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ ვადებში დავალიანების არდაფარვის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ,,დამგირავებელი“ იხდის ჯარიმას ძირითადი თანხის 0,20 %-ს ანუ 31,44 ლარი.

5. იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები, ლომბარდი იტოვებს უფლებას შეასრულოს აგენტის (ნივთის მესაკუთრის წარმომადგენელი) ფუნქცია რათა აინაზღაუროს ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები.

6. სესხზე დარიცხული სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადა გრძელდება ავტომატურად მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადით. სესხის ვადის გაგრძელება არ მოხდება თუ ლომბარდის მიერ ცვლილებები იქნება შეტანილი წინამდებარე ხელშეკრულების პირობებში.

7. დაგირავებული ნივთის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში ლომბარდი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ზარალი ,,1“ პუნქტში განსაზღვრული თანხით, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციებისაგან გამოწვეული შედეგებისა (ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.).

8. დამგირავებელი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია დაგირავებული ნივთის კანონიერებაზე და მის წარმომავლობაზე.

9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება მოლაპარაკების გზით შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.

10. კლიენტი აცხადებს თანხმობას და უფლებას ანიჭებს ლომბარდს, ლომბარდისათვის გადაცემული ძვირფასეულობა ლომბარდმა დააგირაოს საკუთარი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკებში ან სხვა მესამე პირთან და აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს.

11. ლომბარდი უფლებამოსილია კლიენტთან შეთანხმების გარეშე გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მესამე პირს.

12. მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდება სსსკ-ის 276, 283-ე, 284-ე მუხლებით დადგენილი წესით ან/და ლომბარდის მიერ ნივთის საკუთრებაში მიღებით.

15. საგირავნო ნივთების ჩამონათვალი:

1. ოქრო/სინჯი 750 მასა 202,4 /ლიგ, მასა 170/, ფასი-15720 ლარი/საათი (FLAGET) (396 ც. ბრ). თანახმაა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ლომბარდმა მოახდინოს მის მიერ დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ჩამონათვალს და გაანგარიშებას.

 

ლომბარდის მიერ მ---------------ზე გაცემული იქნა თანხა 15720 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 აგვისტოს #2---- სალომბარდე ხელშეკრულება - ს.ფ. 13;

- სალაროს გასავლის ორდერი #2-----8-----, ს.ფ. 14;

 

3.1.2. 2018 წლის 16 აგვისტოს შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქ-------–--–----------–---–------------ში მდებარე ლომბარდის მენეჯერთან ვ----------------------თან ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, რა დროსაც ამოღებული იქნა 2018 წლის 13 აგვისტოს #2---- სალომბარდე ხელშეკრულების და სალაროს გასავლის ორდერის დედანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების წარმოების შესახებ, ს.ფ.15-16;.

- ამოღების ოქმი, ს.ფ. 17-20.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ი/----------------სა და მ---------------ს შორის 2018 წლის 13 აგვისტოს #2---- დადებული სალომბარდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული მოპასუხე მ--------------ის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების თაობაზე არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 254-ე, 260-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 323-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 254-ე მულხის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 403- ე მუხლის პირელი ნაწილის თანახმად, მოვალე რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს ი/----------------ს და მ---------------ს შორის დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება (სალომბარდე ხელშეკრულება), რომელიც უზრუნველყოფილი იყო მოძრავი ნივთით (ოქროს საათით). ხელშეკრულება დადებული იქნა ერთი თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ძირი თანხის, 15720 ლარის - 1,5%-ით, ხოლო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,2%, რაც შეეადგენდა 31,44 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მ--------------ის მიერ დარღვეულ იქნა 2018 წლის 13 აგვისტოს ი/----------------ს და მ---------------ს შორის დადებული სალომბარდე ხელშეკრულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 2018 წლის 13 სექტემბრამდე მ---------------ს არ გადაუხდია სესხის თანხა 15720 ლარი და არც მასზე დარიცხული სარგებელი.

 

ასევე დადგენილია, რომ შსს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს მიერ ლომბარდიდან ამოღებული იქნა სესხის თანხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთი - ოქროს საათი და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი არ არის რაიმე სახის სხვა მოძრავი თუ უძრავი ქონებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მ--------------ის განმარტებას, რომ მან სესხი ფორმალურად გაიფორმა მის სახელზე, იგი არ წარმოადგენდა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული საათის მესაკუთრეს, ვინაიდან საათი არის ამოღებული გამოძიების მიერ, უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ თანხის მოთხოვნა იმ პირისგან ვინც დანაშაული ჩაიდინა და მიაყენას მას ზიანი, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება, გაცემული თანხის 15720 ლარის და მასზე დარიცხული ერთი თვის პროცენტის 235,80 ლარის დაბრუნების და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებლება მოპასუხე მ---------------ს წარმოეშვა ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ვინაიდან ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს იგი და მან იკისრა ხელშეკრულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულება. იმ გარემოებების გათალისწინებით, რომ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2018 წლის 13 აგვისტოს #2---- სალომბარდე ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, ხელშეკრულების შეუსრულების გამო მოპასუხეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2018 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად თანხის 0,2% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 31,44 ლარს შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.2%-დან შემცირდეს 0.002%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,3144 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 489 ლარი და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი 50 ლარი.

 

7.2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 1250 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რადგან დავა გადაწყდა მოსარჩელის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობა კი შეადგენს დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4 პროცენტს.

 

მოცემულ შემთხვვეაში საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის დახმარების საფასურის 1250 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი გონივრულ ფარგლებში, კერძოდ 500 ლარის ოდენობით მის მიერ გაწეული და შესრულებული იურიდიული მომსახურეობის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ი-- თ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე მ---------------ს მოსარჩელე ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 720 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელი 235,80 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის 0,002% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,3144 ლარს.

 

5. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 489 ლარი და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი 50 ლარი.

 

6. მოპასუხე მ---------------ს ი-- თ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე