გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
330210016001264817
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/4----16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - მ-----მ დ-----–---–ი

წარმომადგენლები - ვ----– მ--------ე, ე-–--- ჩ--–----ა

 

მოპასუხეები - ე----- ს------უ, გ-------– ბ--–------ვი, ი---–-ა ბ--–------ვა

წარმომადგენელი - დ----- ჭ-----ე, მ-------- ც-------ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

შეგეგებული სარჩელით მოსარჩელე - ე-----ი ს------უ

შეგეგებული სარჩელით მოპასუხეები - მ-----მ დ-----–---–ი, კ----ერ დ-----–---–ი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----მ დ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.1. მოპასუხეებს ე----- ს------უს, გ-------– ბ--–------ვსა და ი---–-ა ბ--–------ვას, როგორც მ-----– (მ-–ა) ბ--–------ვის უფლებამონაცვლეებს, მეუღლესა და შვილებს, დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 5 200,00 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად.

 

1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.2.1. მოპასუხეების მ-----მ დ-----–---–ისა და კ----ერ დ-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, გ----------ს ქ №-, ბინა №--, ს/კ 0---------------------- და ეს ქონება მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

1.2.2. დაეკისროთ მოსარგებლეებს მ-----მ დ-----–---–სა და კ----ერ დ-----–---–ს მესაკუთრის ე-----ი ს------უს სასარგებლოდ უძრავი ქონების სარგებლობის (ქირის) 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, 2016 წელს თვეში - 220,00 ლარის, ხოლო 2017-2018 წლებში თვეში 250,00 ლარის) მთლიანად 8 640,00 ლარის გადახდა.

 

მ-----მ დ-----–---–მა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2008 წლის 6 მარტს მოსარჩელემ მ-----– (მ-–ა) ბ--–------ვს ასესხა 5 200,00 აშშ დოლარი, მხარეებს შორის გაფორმდა ხელწერილი სესხის ხელშეკრულების შესახებ, შეთანხმების პირობად განისაზღვრა მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მ-----– ბ--–------ვის მშობლების კუთვნილ ბინაში, მდებარე, თბილისი, გ----------ს ქუჩა, კორპუსი №-, ბინა №--, 5 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე გამსესხებელი ვალდებული იყო გამოეთავისუფლებინა ბინა.

 

5 წლის გასვლამდე მ-----– ბ--–------ვმა მოითხოვა ბინის დაცლა, რა მიზნითაც მიმართა ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებას. მ-----– ბ--–------ვმა აღიარა ვალი, რის გამოც გამოსახლების პროცესი შეჩერდა. მსესხებელი გარდაიცვალა. მ-----– ბ--–------ვს ჰყავს მეუღლე, ე-----ი ს------უ და შვილები - გ-------– ბ--–------ვი და ი---–-ა ბ--–------ვა. ისინი, როგორც შვილები დაფიქსირებული არიან საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის კვლავ ცხოვრობს სადავო ფართში, რომელიც მ-----– ბ--–------ვის მამის საკუთრებაშია. ბინის მესაკუთრე გახდა ე-----ი ს------უ.

 

ე-----ი ს------უს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, გ----------ს ქ №-, ბინა №-- პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ე-----ი ს------უს საკუთრებაში. მოპასუხეები უკანონოდ იკავებენ სადავო ფართს.

 

მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უკანონოდ და ანაზღაურების გარეშე ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში. მ-----მ დ-----–---–ისა და კ----ერ დ-----–---–ის მიერ ბინით სარგებლობის (ქირის) ხარჯი ბოლო სამი წლის განმავლობაში შეადგენს 8 640,00 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ე----- ს------უს პოზიცია მ-----მ დ-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ე-----ი ს------უს სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე და არა მემკვიდრეობით. უძრავი ქონება მ-----– ბ--–------ვის საკუთრება არასოდეს ყოფილა. მოპასუხეებს მემკვიდრეობით არაფერი მიუღიათ გარდაცვლილისაგან, შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამონაცვლეები და არც პასუხს აგებენ გარდაცვლილის ვალებისათვის.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული სესხის აღების დროს მ-----– ბ--–------ვი და ე-----ი ს------უ იყვნენ განქორწინებულები და ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

მოპასუხეების მ-----მ და კ----ერ დ-----–---–ის პოზიცია ე----- ს------უს სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უძრავი ქონება, ბინა №--, მდებარე თბილისი, ქუჩა გ----------, კორპუსი №-, ს/კ 0----------------------, რეგისტრირებულია ე-----ი ს------უს საკუთრებად, 2014 წლის 28 თებერვლიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19; 114-115).

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მ-----მ დ-----–---–ი და კ----ერ დ-----–---–ი ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას.

 

მ-----მ დ-----–---–სა და კ----ერ დ-----–---–ს სადავოდ არ გაუხდიათ მათ მიერ ბინის ფლობის ფაქტი, მათ შორის, 2016 წლის ივნისიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-----მ დ-----–---–ი და კ----ერ დ-----–---–ის სარჩელი (ს.ფ. 295-300).

 

3.1.3. წარმოდგენილი ხელწერილებით დგინდება, რომ მ-----– ბ--–------ვმა მ-----მ დ-----–---–ისაგან ისესხა თანხა 5 200,00 აშშ დოლარის ოდენობით, 2008 წლის 20 თებერვლიდან 2011 წლის 16 მარტამდე.

 

სესხის გაცემის სანაცვლოდ მ-----მ დ-----–---–ს უნდა ეცხოვრა ბინაში, მდებარე გ----------ს ქ, №-. ბინა №--.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----– ბ--–------ვის ხელწერილი (ს.ფ. 14-15).

- მ-----მ დემურიშვილის ხელწერილი (ს.ფ. 16).

 

3.1.4. 2012 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა მ-----– ბ--–------ვი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 16).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს მ-----– ბ--–------ვის სამკვიდრო მასას; სადავო ქონება ე----- ს------უმ მიიღო პრივატიზების ხელშეკრულებით; ე----- ს------უ არ წარმოადგენს მ-----– ბ--–------ვის მემკვიდრეს.

 

დადგენილია, რომ მ-----– ბ--–------ვმა სესხის თანხა მიიღო მ-----მ დ-----–---–ისაგან 2008 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში; მსესხებელი გარდაიცვალა 2012 წლის 8 თებერვალს.

 

საქმეში წარმოდგენილი განქორწინების სააქტო ჩანაწერით (ს.ფ. 239) დგინდება, რომ ე----- ს------უსა და მ-----– ბ--–------ვს შორის ქორწინება შეწყდა 2002 წელს.

 

შესაბამისად, სესხის გაცემისა და მსესხებლის გარდაცვალების დროს ე----- ს------უ არ წარმოადგენდა მ-----– ბ--–------ვის მეუღლეს და შესაბამისად, კანონისმიერ მემკვიდრეს.

 

აღსანიშნავია, რომ სადავო უძრავი ქონება, ბინა №--, მდებარე თბილისი, ქუჩა გ----------, კორპუსი №-, ს/კ 0---------------------- 2014 წლის 28 თებერვლიდან, 1997 წლის 7 ივნისის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ე----- ს------უს საკუთრებაში. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობაში №-- ბინაში, მდებარე თბილისი, გ----------ს ქუჩა, №- კორპუსი, ჩაწერილი პირების სიაში მ-----– ბ--–------ვი საერთოდ არ ირიცხება (ს.ფ. 14). შესაბამისად, ე----- ს------უს ქონება მემკვიდრეობის საფუძველზე არ მიუღია, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულება მ-----– ბ--–------ვს სიცოცხლეში სადაოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, ე----- ს------უ არ შეიძლება წარმოადგენდეს მ-----– ბ--–------ვის მემკვიდრეს.

 

3.2.2. გ--------ი ბ--–------ვსა და ი---–-ა ბ--–------ვას მ-----– ბ--–------ვის გარდაცვალების შედეგად სამკვიდრო ქონება (აქტივი) არ მიუღიათ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება რაიმე ქონების, მათ შორის სადავო ბინის მ-----– ბ--–------ვის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სადავო ქონება მსესხებლის საკუთრებაში აღრიცხული არ ყოფილა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება მ-----– ბ--–------ვის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემის ფაქტი. ამასთან, არ დგინდება მამკვიდრებლის რაიმე ქონების გ--------ი ბ--–------ვსა და ი---–-ა ბ--–------ვას მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

 

აღსანიშანავია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 17 თებერვალს გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ინფორმაციით (№-------) დგინდება, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2012 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი მ-----– გ--------ის ძე ბ--–------ვის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 38); ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 17 თებერვალს გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ინფორმაციით (№-------) დგინდება, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ჩანაწერი 2012 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი მ-----– გ--------ის ძე ბ--–------ვის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 39).

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა სამკვიდრო მასას. რაც შეეხება სამკვიდრო მასაში სხვა რაიმე ქონების არსებობას ასეთის თაობაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცება განუხორციელებია.

 

3.2.3. 2018 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნის (№------) თანახმად, დგინდება, რომ №-- ბინის, მდებარე, თბილისი, ქუჩა გ----------ს, კორპუსი №- (საკადასტრო კოდი: 0----------------------) თვიური საიჯარო ქირის ფასი 2016 წელს შეადგენდა 220,00 ლარს; 2017 წელს - 250,00 ლარს, 2018 წელს - 250,00 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს 2018 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

 

შესაბამისად, სასამართლო დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის ივნისიდან თვეში 220 ლარის გათვალისწინებით, ბინით სარგებლობისათვის მოპასუხეთა გასაწევი ხარჯი შეადგენს - 1540,00 ლარს (220 X 7), 2017 წელს - 250 ლარის გათვალისწინებით - 3000,00 ლარს (250X12), ხოლო 2018 წლის ივნისის ჩათვლით 250,00 ლარის ყოველთვიური გადასახდელის მიხედვით - 1500,00 ლარს (250X6).

 

შესაბამისად, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია 6040,00 ლარის ნაწილში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მ-----მ დ-----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე----- ს------უს შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1336-ე, 1340-ე, 1484-ე, 170-172-ე, 982-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მ-----მ დ-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მ-----მ დ-----–---–ის სარჩელის ფარგლებში სამართლებრივი შეფასების საგანია მოპასუხეების ე----- ს------უს, გ--------ი ბ--–------ვსა და ი---–-ა ბ--–------ვას პასუხისმგებელ პირებად მიჩნევის საკითხი.

 

მ-----– ბ--–------ვმა 2008 წლის 20 თებერვლიდან 2011 წლის 16 მარტამდე, მ-----მ დ-----–---–ისაგან ისესხა თანხა 5 200,00 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელი გარდაიცვალა 2012 წლის 8 თებერვალს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილის მეუღლე მიიჩნევა პირველი რიგის მემკვიდრედ, თუმცა ამავე კოდექსის 1340-ე მუხლის თანახმად, განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეუღლეები განქოწინებულები იყვნენ 2002 წლიდან, შესაბამისად, ე----- ს------უ ვერ მიიჩნევა გარდაცვლილი მსესხებლის მ-----– ბ--–------ვის მემკვიდრედ და ამდენად, კრედიტორთა წინაშე პასუხისმგებელ პირად, სკ-ის 1340-ე და 1328-ე მუხლების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილის შვილები მიიჩნევა პირველი რიგის მემკვიდრეებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი განმარტავს სამკვიდრო ქონების ცნებას. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის (1328-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სამოქალაქო კოდექსი კრედიტორების წინაშე მემკვიდრეთა პასუხისმგებლობის ფარგლებს უკავშირებს მათ (მემკვიდრეთა) მიერ მიღებული აქტივის ფარგლებს. სკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია მოპასუხეები გ--------ი ბ--–------ვი და ი---–-ა ბ--–------ვა წარმოადგენენ გარდაცვლილი მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მაგრამ ვინაიდან მათ გარდაცვალების შემდეგ მ-----– ბ--–------ვის რაიმე ქონება (აქტივი) არ მიუღიათ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება დღის წესრიგში.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----მ დ-----–---–ის სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ე----- ს------უს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ქუჩა გ----------, კორპუსი №-, ბინა №--, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით არის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას-საცხოვრებელ სახლს.

 

მხარეთა შორის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შესაძლოა მოპასუხესთან მიმართებაში ყოფილიყო შეზღუდული. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე----- ს------უს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეების მ-----მ დ-----–---–ისა და კ----ერ დ-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ქუჩა გ----------, კორპუსი №-, ბინა №--, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ე----- ს------უ არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. სადავო არ არის გარემოება, იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ უძრავ ქონებას წლების განმავლობაში, მათ შორის დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც უთითებს მოსარჩელე, კერძოდ, 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.

 

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებისას, ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი.

 

ე----- ს------უს მოთხოვნასთან მიმართებით არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რადგან „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს ამ ფართით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით.

 

სამოქალაქო კოდექსი მიჯნავს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციური მოთხოვნების ჯგუფებს: შესრულების კონდიქცია და არა შესრულების კონდიქცია, რაც ხელყოფის კონდიქციასაც გულისხმობს. შესრულების კონდიქცია (976-ე მუხლი) გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: (1) შესრულების საფუძველზე გადაცემა - პირი სხვას გადასცემს რაიმეს შესრულების გზით. (2) შესრულების საფუძველზე შეძენა - პირი რაიმეს იძენს სხვა პირის მიერ შესრულების საფუძველზე. (3) სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა - შესრულება განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან მოგვიანებით მოისპო). ხელყოფის კონდიქცია (სსკ 982-ე მუხლი) გულისხმობს პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით;

 

განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივ ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესით, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეების მიერ ე----- ს------უს საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი მას უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან.

 

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდი---–- შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. (იხ, სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).

 

უსაფუძვლოდ სხვისი ქონებით სარგებლობის ან სხვის ხარჯზე რაიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს დაზოგილი ხარჯების ტოლფასი თანხა. მესაკუთრე მისი ნების საწინააღმდეგოდ წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა ან/და ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის დაზოგილი ხარჯების გათანაბრების მიზნით, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 21 მაისის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით ყოველთვიური გადასახდელი თანხა ჯამურად შეადგენს 6040,00 ლარს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1’’ პუნქტის მიხედვით - სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;

 

შესაბამისად, აღნიშნული დანაწესის საფუძველზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით -გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მ-----მ დ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მის მიერ გადახდილი ბაჟი (375,00 ლარი, ს.ფ. 37) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

იერინ ს------უს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ)“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, და თანხის (8640,00 ლარის) დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ (6040 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილდა. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 120,00 ლარი (06/10/2016; საკრედიტო საგადახდო დავალება №1) და 264,00 ლარი (06/07/2018; საგადახდო დავალება №1).

 

მოსარჩელე ე----- ს------უს 301,2 ლარს მოსარჩელეს აუნაზღაურებენ მოპასუხეები; დანარჩენი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მ-----მ დ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----მ დ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე----- ს------უს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. მოპასუხეების მ-----მ დ-----–---–ისა და კ----ერ დ-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, გ----------ს ქ №-, ბინა №--, ს/კ 0---------------------- და აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

4. მოპასუხეებს მ-----მ დ-----–---–სა და კ----ერ დ-----–---–ს მოსარჩელის ე----- ს------უს სასარგებლოდ დაეკისროთ 6040,00 ლარის ანაზღაურება.

 

5. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. დაეკისროთ მოპასუხეებს მ-----მ დ-----–---–სა და კ----ერ დ-----–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით 301,2 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე