გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/24–2018) 090310018002586556
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი
ამბროლაური
ა-------–------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე – ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი – იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – მ-------–--------
მოპასუხე – ა-------–------- მ----–----–--------------ა
წარმომადგენელი – თ------------–---–-
მოპასუხე – ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ი
წარმომადგენელი– თ--------–-
დავის საგანი:ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ღირსების, პატივის, რეპუტაციის უფლების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება, გადაწყვეტილების შესასრულებლად ვადის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1.1.ბათილად იქნას ცნობილი ა-------–------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; 1.2. 1.2.ბათილად იქნას ცნობილი ა-------–------- მ----–----–--------------ის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების განყოფილების 2018 წლის 29 ივლისის დასკვნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის შესახებ; 1.3. 1.4. 1.3. ა-------–------- მ----–----–--------------ის დავალდებულება მ-------–--------- სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ; 1.4.ღირსების, პატივის, რეპუტაციის უფლების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება; 1.5.გადაწყვეტილების შესასრლებლად ვადის დადგენა; 1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია 2015 წლის 2 ივნისიდან მუშაობდა ა-------–------- მ----–----–--------------აში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 აგვისტოს N კ–32 ბრძანებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ეს ბრძანება ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და ა-------–------- მ----–----–--------------ას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ა-------–------- მინიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 დეკემბრის Nკ–124 ბრძანებით, კვლავ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რაც ა-------–------- რაიონული სასამარლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და ა-------–------- მ----–----–--------------ას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა. ა-------–------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანებით, კვლავაც ხელახლა იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაკავენული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია 2016 წლის 7 ივლისიდან, 2016 წლის 23 ოქტომბრამდე N4- საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობა. ორი წელია იმყოფება დავის პირობებში, მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე ხელმძღვანელობამ სამსახურებრივი ფუნქციების და ვალდებულებების შესრულებასა და შექმნილი სამსახურებრივი პრობლემებიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, უღირსად და სტრესულ ნიადაგზე გამოვლენილი ავადმყოფობის დროს გაათავისუფლა სამსახურიდან გაუგებარი, ყოველგვარი დისციპლინარული წარმოების გარეშე. ორი წელია იტანჯება ნორმალური, ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი ერთი და იგივე მტანჯველი კითხვებით ბრალდებებში და იძულებით მტკიცებაში რომ არ არის ენატანია–ინფორმაციების გამჟონველი, აფერისტი, სიმულიანტი საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიმთვისებელი, უდისციპლინო, სამსახურის დისკრედიტაციის მოთავე და მსურველი, მტერი და მოწინააღმდეგე და ა.შ. 56 წლის ქალს ორი წელია არათუ სხვა ანაზღაურებადი სამსახურის მოძებნა, არამედ ქუჩაში გამოსვლაც უჭირს ასაკში მიკერებული ამ იარლიყების გამო. ტანჯავს პერიოდული დღემდე გაურკვეველი შეტევითი ტკივილებიც, რომლის კვლევა მკურნალობას ვერ ახერხებს. იტანჯება ისედაც ტრავმირებული ოჯახის წევრების გამო, რომლებსაც შეშველების ნაცვლად იქეთ ჩაეზიარა არსებობისა და წამლებისათვის განკუთვნილ ისედაც მწირ შემოსავალში და დაუმძიმა ისედაც მძიმე მდგომარება. ამ საკითხებშიც არ ინება თვითმმართველმა ორგანომ მისი ოჯახის მიმართ ყურადღების გამოვლენა, რადგან ის ხომ ,,მტერია“ და ეს კი ,,მტრის“ოჯახია. წუხს იმ ადამიანების გამო, ვისაც ამდენი შეეშალა და დღევანდელი დღე აიძულა. წუხს, რომ მათი საქციელის პატიებას თავს ვერ აიძულებს. ძნელია ამ განცდებისა და ტკივილების, განსაკუთრებით სულის ტკივილის გადმოცემა, რაშიც იმყოფება. ალბათ უფრო გაუადვილდებოდა ესაუბრა სხვა პირზე მისი ამ სამწუხარო გამოცდილებით. მისი ამ რეპუტაციის, ღირსების უფლების შელახვისა და მორალური ზიანის პირობითი კომ პენსაციისათვის და იმისთვის რომ მავანს ასე ადვილად არ გაუადვილდეს ადამიანების სულებზე შეხება, სამართლიანად, მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია დაევალოს მოპასუხეს ამ ზიანის ანაზღაურება პირობითი ოდენობით და ეს შეიძლება იყოს განაცდურისათვის ასანაზღაურებელი თანხის ერთმაგი ოდენობა. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაუდგინდეს მერიას გადაწყვეტილების შესრულების ვადა, მხარეებისაგან ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებისავის. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ მოთხოვნას მხარი დაუჭირა სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და ითხოვა მისი სრულად დაკმაყოფილება. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ, ა-------–------- მ----–----–--------------ამ, წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს შემდეგ გარემოებათა გამო: ა-------–------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 22 მაისის ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრა ერთი თვით. შესაბამისად, 23 მაისს, მ-------–--------ს წერილით ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და დაინტერესებული მხარის სტატუსით წარმოებაში ჩართვის შესახებ. ასევე მოეთხოვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მოსაზრების წარდგენა. 2018 წლის 19 ივნისს, იმის გათვალისწინებით რომ წარდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული პირის არგუმენტები, წარმოების ვადა გაიზარდა 15 დღით. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩართულმა მ-------–--------მ წერილობითი ახსნა – განმარტება 25 ივნისს წარადგინა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა გარემოებათა სრულყოფილად მოკვლევა–შეფასების შემდეგ. ადმინისტრაციული წარმოების შემდგომ დადგენილი იქნა, რომ მ-------–--------, 2016 წლის 04 ივლისიდან, 23 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა საოლქო კომისიის დროებით წევრად, არ ცხადდებოდა ქ. ა-------–------- მ----–----–--------------აში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფიქსირდებოდა მისი ყოველდღიური გამოცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილით დგინდება, რომ მ-------–--------ს სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. იგი სისტემატურად ცხადდებოდა სამსახურში და ხელს აწერდა დასწრების ჟურნალს. მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იქნა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ბათილად არ უნდა იქნას ცნობილი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილი დასკვნა, რადგანაც დასკვნის შედგენისას დარღვეული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლი, ადგილი არ ჰქონია ამ კოდექსის 92–ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტს, როგორც ამას მოსარჩელე მხარე აღნიშნავს. დაინტერესებულ მხარეს პირველად, 2018 წლის 01 ივნისის წერილით, სამი სამუშაო დღის ვადაში ეთხოვა საქმესთან დაკავშირებული მოსაზრებების წარმოდგენა. მთელი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და შენიშვნები. აღნიშნული უფლებით მან არაერთხელ ისარგებლა და გამოითხოვა ინფორმაცია წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ინსპექტირების განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ახსნა–განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით მიმართა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც 2016 წლის 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე., ქ. ა-------–------- მერიის(გაუქმებული მუნიცილპალიტეტის) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და განათლების, კულტურის, სპორტისა, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს. თთოეულმა მათგანმა წერილობითი განმარტება წარმოადგინა მ-------–--------- საქმესთან დაკავშირებით. ასევე ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა ა-------–------- საოლქო საარჩევნო კომისიიდან. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდგომ შედგენილ 2018 წლის 29 ივნისის დასკვნას, 2018 წლის 02 ივლისის წერილით გაეცნო. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–II ს დადგენილებით გაუქმდა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტი და ის საჯარო დაწესებულება, სადაც მ-------–-------- იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას. მოპასუხე მხარის, ა-------–------- მ----–----–--------------ის წარმომადგენელმა საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს არც ერთ ნაწილში, იმავე საფუძვლებით, რაც შესაგებელში აქვს განმარტებული. მოპასუხე მხარემ, ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------მა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო შემდეგ გარემოებათა გამო: ა-------–------- მ----–----–---------------ს 2018 წლის 22 მაისის N1257 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების შემდგომ დადგენილი იქნა, რომ მ-------–--------, 2016 წლის 04 ივლისიდან, 23 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა ქ. ა-------–------- მ----–----–--------------აში და ა-------–------- N4- საოლქო საარჩევნო კომისიაში. ბათილად არ უნდა იქნას ცნობილი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილი დასკვნა, რადგან ინსპექტირების განყოფილებამ, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო მ-------–--------, როგორც დაინტერესებული მხარე და N4- ა-------–------- საოლქო საარჩევნო კომისია. საქმის მასალების შესწავლისა და საქმესთან დაკავშირებული პირების ახსნა–განმარტებების მოსმენის შემდგომ დასკვნის შედგენისას დარღვეული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ ყოფილან ის პირები, რომელთაც გააჩნდათ კანონით გათვალისწინებული აკრძალვა წარმოებაში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებით. 2018 წლის 23 მაისს, მ-------–--------ს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და დაინტერესებული მხარის სტატუსით წარმოებაში ჩართვის შესახებ. 2018 წლის 01 ივნისს N3672 წერილით მოეთხოვა საქმესთან დაკავშირებული მოსაზრებების წარმოდგენა. 2018 წლის 20 ივნისს N4105 წერილით ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გადაწევის თაობაზე. და ამავე წერილით საკითხის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისავის დამატებით ეთხოვა ახსნა–განმარტებების წარმოდგენა, რაც წერილობით წარადგინა 2018 წლის 25 ივნისს. ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მ-------–-------- ეცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ მასალებს. მან, 2018 წლის 05 ივნისის N4061 წერილით მოითხოვა მოკვლევის მასალები, რაც კანონის შესაბამისად დაკმაყოფილდა 2018 წლის 08 ივნისის N3792 წერილით. ადმინისტრაციული წარმოებისას მ-------–---------, როგორც დაინტერესებული მხარის კანონით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვეულა. ინსპექტირების განყოფილებამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართო გაუქმებული, ქ. ა-------–------- მ----–----–--------------, რომელმაც 2016 წლის 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ქ. ა-------–------- შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. აღნიშნულმა პირებმა მ-------–--------- საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინეს წერილობითი ახსნა–განმარტებები. გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია N4- ა-------–------- საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რითაც დადასტურებულია, რომ მ-------–--------, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მუშაობდა N4- ა-------–------- საოლქო საარჩევნო კომისიაში. მოხელე გათავისუფლდა სამსახურიდან სხვა საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო. მოპასუხე მხარის, ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის წარმომადგენელმა საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს არც ერთ ნაწილში, იმავე საფუძვლებით, რაც შესაგებელში აქვს განმარტებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელე მ-------–--------, 2015 წლის 2 ივნისიდან მუშაობდა ა-------–------- მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 აგვისტოს Nკ–32 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–14):
2.ა-------–------- მ----–----–--------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.83–93);
3.ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 222–231);
4. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4. 1.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.მოსარჩელე მ-------–--------- მიერ ორჯერ გასაჩივრდა ა-------–------- მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და მის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–14):
2.ა-------–------- მ----–----–--------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.83–93);
3.ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 222–231);
4.ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.15–35);
5.ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.36–48);
6. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
7.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4.1.2.მოსარჩელე მ-------–-------- მოითხოვდა აქტიურად ჩართულიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და პერიოდულად გამოთქვამდა პრეტენზიებს მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–14):
2.ა-------–------- მ----–----–--------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.83–93);
3.ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 222–231);
4.მ-------–--------- განცხადება ა-------–------- მ----–----–--------------სადმი ა-------–------- რაიონული სასამართლოს გაადაწყვეტილებაზე რეაგირების შესახებ(ს.ფ.58);
5.მ-------–--------- 2018 წლის 5 ივნისის, 11 ივნისის, 4 ივლისის, 10 ივლისის მიწერილობა ა-------–------- მ----–----–--------------სადმი (ს.ფ.59–60; 61–64; 65–67; 68–74);
6. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
7.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4.1.3. ა-------–------- მ----–----–--------------ამ, 2018 წლის 9 ივლისს, ა-------–------- მ----–----–-----------------–-----------------------------------------------------------------ს განყოფილების დასკვნის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელის 2016 წლის 07 ივლისიდან, 2016 წლის 23 ოქტომბრამდე ა-------–------- N4- საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2–14):
2.ა-------–------- მ----–----–--------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.83–93);
3.ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 222–231);
4.ა-------–------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 09 ივლისის ბრძანება N1462 მ-------–--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.(ს.ფ.50–51);
5.ა-------–------- მ----–----–-----------------–-----------------------------------------------------------------ს განყოფილების დასკვნა მ--------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შესახებ(ს.ფ.52–55);
6. მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);
7.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
ა-------–------- მ----–----–-----------------–-----------------------------------------------------------------ს განყოფილების დასკვნა მ--------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შესახებ არის წინააღმდეგობრივი. რეკომენდაცია გაიცა მოკვლეული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ლოგიკური დასკვნის გაკეთების გარეშე. მ-------–--------- განმარტება, რომ შეეძლო ნებისმიერ დროს შეეწყვიტა საქმიანობა საარჩევნო კომისიაში, თუ მერიაში მიეცემოდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, არ იქნა გათვალისწინებული. კომისიის მიერ უარყოფილი არ არის მ-------–--------- სურვილი, 2016 წლის 7 ივლისიდან შვებულებაში გასვლის თაობაზე, მაგრამ ჯეროვანი შეფასება არ მიეცა დ--–---–---–-- და მოსარჩელეს შორის განვითარებულ კონფლიქტს, დასკვნიდან არ ჩანს კონფლიქტის მიზეზი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მ-------–---------აგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მით უფრო, რომ პირადად მ-----–-----–---–---–- კომისიის დასკვნიდან გამომდინარე არ უარყოფს მოსარჩელესთან კამათს, მაგრამ კამათის მიზეზის გვერდის ავლით, თუმც კომისიამ ჯეროვანი შეფასება არ მისცა სად გადიოდა ორ პირს შორის არსებულ დამოკიდებულებაში ზღვარი და იყო ეს ,,კამათი“, თუ ,,კონფლიქტი“, რაც ხელს უშლიდა მისი აღქმით მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
კომისიამ სრულად გაიზიარა ზ------------–---ს და რ-----------–--ის პოზიცია, რომ მოსარჩელის ხანგრძლივ შვებულებაში გასვლა შეაფერხებდა შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას წლიური გეგმიდან გამომდინარე, ფაქტების ამომწურავად შეფასების გარეშე.
კომისია დასკვნაში მიუთითებს რომ ,,სრულიად საფუძვლიანია გაჩნდეს ეჭვი, რომ მას(ივარაუდება მოსარჩელე მ-------–--------) გაცნობიერებული ჰქონდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი და შვებულების მოთხოვნაც 2016 წლის 7 ივლისიდან ამ მიზნით უნდოდა“.
აღნიშნული მინიშნება ეჭშვის ქვეშ აყენებს კომისიის დასკვნის ობიექტურობას, რამეთუ მ-------–--------ს კანონი არ აკისრებს ვალდებულებას დეტალურად აეხსნა დაინტერესებული მხარისათვის შვებულებაში გასვლის მიზეზი და მიზანი, სავარაუდო მოსაზრება მ-------–--------- განზრახვის შესახებ, როცა კონფლიქტისა თუ კამათის საფუძვლის დასაბუთებას გვერდი აევლო, არასაკმარისი საფუძველია რეკომენდაციისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ა-------–------- მ----–----–--------------ამ, 2018 წლის 9 ივლისს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მ-------–--------- 2016 წლის 4 ივლისიდან, ქ. ა-------–------- მ----–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს საარჩევნო კომისიის N4- ა-------–------- საოლქო კომისიის წევრად დანიშვნის გამო.
გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია 2016 წლის 7 ივლისიდან, 2016 წლის 23 ოქტომბრამდე N4- საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობა. გათავისუფლება მოხდა 2016 წლის 16 აგვისტოს N კ–32 ბრძანებით. ესე იგი მოსარჩელე მ-------–--------- საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობის გამოვლენიდან ერთი თვისა და 6 დღის შემდეგ, რითაც დაირღვა მოპასუხე უწყების მხრივ ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 107–ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი გარემოების გამოვლენის დღიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით მუნიციპალიტეტმა ეჭვის ქვეშ დააყენა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძვლიანობა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც აიხსნება მისი დაურწმუნებლობით, შესაძლო იყო თუ არა მ-------–--------- სამსახურიდან დათხოვნა დროებით პოზიციაზე დასაქმების გამო.
მოპასუხე მხარე, ა-------–------- მ----–----–--------------ა წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითებს და მისმა წარმომადგენელმა საქმის სასამართლო განხილვის დროს კიდევ ერთჯერ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–IIს დადგენილებით გაუქმდა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტი და ის საჯარო დაწესებულება, სადაც მ-------–-------- იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას.
მ-------–--------ს არასდროს უმუშავია და არ დაუკავებია ა-------–------- მ----–----–--------------აში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, ის დასაქმებული იყო ამ ადგილზე ამჟამად გაუქმებულ ა-------–------- მუნიციპალიტეტში, შესაბამისად მისი გათავისუფლება იმ პოზიციიდან, სადაც არასდროს დანიშნულა ვერ მოხდებოდა.
ამასთან, საარჩევნო კომისიაში ორი წლის წინ მისი ჩართულობა, ვერ შეფასდება, როგორც მისი საჯარო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.
მოპასუხე ა-------–------- მ----–----–--------------ამ, ა-------–------- მ----–----–-----------------–-----------------------------------------------------------------ს განყოფილების დასკვნის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელის 2016 წლის 07 ივლისიდან, 2016 წლის 23 ოქტომბრამდე ა-------–------- N4- საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობის საფუძვლით.
4.1.4. მ-------–--------- თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა-------–------- მ----–----–--------------ს 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანება და ა-------–------- მ----–----–-----------------–-----------------------------------------------------------------ს განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის დასკვნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გამოცემულია კანონის დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობისს აფუძველია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
4.1.5. მოსარჩელე სადავოდ ხდის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას. მ-------–--------- განმარტებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მას საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის 105–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომ მოხელე თანამდებობიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე“, ამასთან მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა ჩართულიყო მისი სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელე და მიუთითებს, რომ მისი უფლება არ იქნა რეალიზებული.
მოპასუხე მხარე თავის პოზიციას ამყარებს მოსარჩელე მ-------–--------სთან მიმოწერის სიხშირით, ცდილობს დაასაბუთოს, რომ მ-------–-------- ინფორმირებული იყო მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ. მოსარჩელე ლომთაძეს სადავოდ არ გაუხდია მიმოწერების სიხშირე, არც ინფორმირებულობის საკითხი მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების არაერთჯერ წარმართვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად, თუ უამისოდ. ის სადავოდ ხდის მის შრომით უფლებას, მიიჩნევს რომ მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის მიუხედავად (თუნდაც მანკიერი) საარჩევნო კომისიაში მუშაობა გახდა მხოლოდ მისი სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, მაშინ როცა სხვა თანამშრომელთა მიმართ ასეთს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ მთავარი მოპასუხე მხარისაგან არა მიმოწერათა სიხშირე და მოსარჩელის ინფორმირებულობაა წერილობითი ფორმით მის მიმართ დაწყებულ და მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, არამედ მისი პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევა: ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა თანამშრომელთა დასაქმებას საარჩევნო კომისიაში და განხორციელდა თუ არა ზემოქმედების იგივე ღონისძიება მათ მიმართ. მოითხოვა თუ არა მ-------–--------მ შვებულება, დადებით შემთხვევაში რატომ არ გაეცა პასუხი ან რატომ არ მიეცა წინადადება წერილობით წარედგინა განცხადება შვებულების შესახებ. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები (კონკრეტულეად ბუღალტერი), მუნიციპალიტეტში სამუშაო საათების დასრულების შემდგომ აგრძელებდა საქმიანობას საოლქო სააღჩევნო კომისიაში. მ-------–--------- საქმესთან ამ საკითხვს პირდაპირი შეხება არ აქვს, მაგრამ გავლენა მოახდინა მის განწყობაზე, ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც წარმოიდგინა, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმა – სამსახურიდან გათავისუფლება.
მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები მ-------–--------სთან მიმართებაში არ არის ფაქტიური მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგი, არამედ ზედაპირული შეფასების, კონკრეტულ პირთა არასრულყოფილი და საფუძველსმოკლებული მოსაზრებების გათვალისწინების შედეგია. შესაბამისად მ----–----–--------------ის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლოს ორი გადაწყვეტილების მიუხედავად მოეხდინათ სადავო საკითხის სრულყოფილი კვლევა. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე მხარეს რაიმე დამატებითი მასალების მოკვლევა მ-------–--------- სამსახურიდან დათხოვნასთან დაკაშირებით არ შეუძლია, გათავისუფლების აქტში მითითებული საფუძველი კი არასაკმარისია, შესაბამისად არც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობდა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–II ს დადგენილებით გაუქმდა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტი და ის საჯარო დაწესებულება, სადაც მ-------–-------- იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას, ამჟამად მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ იძლევა მისი იგივე სამუშაოზე დასაქმების საშუალებას ამ პოზიციის არ არსებობის გამო, შესაბამისად უნდა მოხდეს მ-------–--------- კომპენსირება მისი უსაფუძვლოდ სამუშაოდან გათავისუფლების და ამჟამად იგივე პოზიციაზე დასაქმების შეუძლებლობის გამო.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის აპელირებას, რომ ინსპექტირების განყოფილებამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართო გაუქმებული, ქ. ა-------–------- მ----–----–--------------, რომელმაც 2016 წლის 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ქ. ა-------–------- შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. აღნიშნულმა პირებმა მ-------–--------- საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინეს წერილობითი ახსნა–განმარტებები და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მ-------–--------- სამსახურიდან დათხოვნის ერთადერთი საფუძველი საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაქმება იყო და ადმინისტრაციული აქტის გამომცემ უწყებას სხვა მოტივაცია არ ჰქონდა, მათ მიერ მიწვეულ პირთა ახსნა–განმარტებები იმთავითვე ვერაფერს შესძენდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით ადმინისტრაციულ ორგანოს სურდა გაემყარებინა მოტივაცია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მცდელობა, სასამართლოსთვის წარმოდგენის შექმნისა, რომ მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლება არ უკავშირდებოდა მის პროფესიულ საქმიანობას, უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, არამედ მხოლოდ პარალელურ რეჟიმში მის დასაქმებას ანაზღაურებად სამუშაოზე, რასაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გამორიცხავს.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით მ-------–--------- კვალიფიკაცია და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხი, რომელიც საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში სადავო არ გამხდარა მოპასუხე მხარისაგან, არ იძლეოდა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, დროებითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაშიც კი, როცა მოსარჩელე მხარემ მოითხოვა შვებულება და სიტყვიერად მას ასეთზე უარი ეთქვა, რაც მოსარჩელემ მიიღო როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ხელშეწყობა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასაქმებულიყო დროებით სამუშაოზე, როგორც ეს მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებისათვის იყო მიღებული.
მოსარჩელე მხარეს არასდროს უარყვია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მუშაობდა N4- ა-------–------- საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაგრამ თვლიდა, რომ ამის შეზღუდვა ა-------–------- მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან არ ჰქონდა, როგორც ერთჯერადი, დროებითი ფუნქციის შემსრულებელს. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული აქტის გამომცემი უწყებისათვის პირველი დღიდანვე, (2016 წლის 7 ივლისი) იყო ცნობილი მოსარჩელის დასაქმების თობაზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მისი გათგავისუფლება მოხდა 2016 წლის 16 აგვისტოს, ისე რომ მას არ მიეცა წინადადება შეეწყვიტა ანაზღაურებად სამუშაოზე საქმიანობა, მაშინ როცა სხვა მოხელისათვის დასაშვებად იყო ასეთი მიჩნეული, რამაც შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელე
ამდენად დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საკუთარ პოზიციას აგებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა შეფასებით სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (2015 წლის 18 მარტი საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 23 მარტი საქმე №ას-122- 114-2015).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მ-------–--------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად უნდა იქნას იქნეს ცნობილი ა-------–------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ა-------–------- მ----–----–--------------ის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის დასკვნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის შესახებ და არ უნდა დაკმაყოფილდეს მ-------–--------- სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ა-------–------- მ----–----–--------------ისათვის გადაწყვეტილების შესრულების ვადის დადგენის, ღირსების, პატივის, რეპუტაციის უფლების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
* საქართველოს ორგანული კანონი - საქართვცელოს კონსტიტუცია;
* საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
* საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
* საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
* საქართველოს შრომის კოდექსი;
* ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლი (რატიფიცირებულია საქართველოს
პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით);
* ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან):
*1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი;
* შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 1982 წლის N158 კონვენცია;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ისე ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით,აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ან/და დამსაქმებლის ინტერესები.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მითითებები ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;
განსახილველ შემთხვევაში, აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება მ-------–--------- სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების გადამეტებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-------–-------- ა-------–------- მუნიციპალიტეტში მუშაობდა 2015 წლის 2 ივნისიდან, შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 აგვისტოს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2016 წლის 7 ივლისიდან, 2016 წლის 23 ოქტომბრამდე N4- საარჩევნო კომისიაში დროებით წევრად მუშაობის გამო.
შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები მ-------–--------- გათავისუფლებისა და და გათავისუფლების საფუძვლების დასკვნის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი. ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მით უმეტეს, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც ერთურთის მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის ცვლილებაზე ან მითუმეტეს საერთოდ შეწყვეტასა და დასრულებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს, მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია, როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
7.2.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს.
ა-------–------- მ----–----–---------------ა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის ე.ე. პუნქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები
7.3. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ა-------–------- მ----–----–--------------ს 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანება, მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ა-------–------- მ----–----–------------------–-----------------------------------------------ის ინსპექტირების განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის დასკვნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის შესახებ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით.
7.4. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო ბრძანება და დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ იქნა დაცული მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების შესწავლისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დროს.
7.6. მოხელის სამსახურში მიღება - დათხოვნის წესს და საფუძვლებს განსაზღვრავს ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს განთავისუფლების საფუძვლებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის 98–ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
ამავე კანონის 106–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამავრე მუხლის მეორე ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. ხოლო მესამე ნაწილით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე კანონის 107–ე მუხლი ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს, რომლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა, ხოლო ,,თ’ ქვეპუნქტით, სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა; სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------–--------- დასაქმება დროებით ანაზღაურებად პოზიციაზე, ვერ განიხილება, როგორც მისი სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.8. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, მხარის კანონიერი ინტერესი იყოს დასაქმებული და უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის პრინციპი; ამასთან, დადგენილია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება, რომელსაც საფუძვლად დაედო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის რეკომენდაცია მ-------–--------- მიერ ,,საჯარო სამსხხურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105–ე მუხლის(1997 წლის რედაქცია) დარღვევის გამო, გამოცემულია ადმინისტრაციული წასრმოების შედეგად მოპოვებული მასალების არასწორად შეფასებით, ანუ სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი და შესაბამისად მ-------–--------- სამუშაოზე აღდგენის საფუძვლები, რომ არსებობდეს რეალურად მისი შესრულების შესაძლებლობა.
7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების სწორად წარმართვისა და მოპოვებული მასალების სწორად შეფასების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნებოდა დაკავშირებული მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლებასთან.
7.10.საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
„რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს – კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“.
„შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს“. აღნიშნული კონვენციის სრული სათაურია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კონვენცია“. შესაბამისად, იგი ძირითადად დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნისაგან დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა ამავე დროს, კონვენცია მიზნად ისხავს წონასწორობის დამყარებას შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთგიერთობის გაწყვეტას ნებისმიერი შემთხვევის დროს. ამ მხრივ კონცენცია შეიცავს სპეციალური დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას.
7.11.სასამართლო განმარტავს, რომ ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი).
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
ევროპის სოციალური ქარტია 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას. ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ვერ იქნა.
შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამომცემის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია სამუშაოდან დათხოვნის საფუძვლის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, ადმინისტრაციული აქტების გამოცემა მოხდა სათანადო დასაბუთების გარეშე, რითაც მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მოსარჩელის უფლება და შესაბამისად მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
სასამართლო, მოცემულ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აფასებს რა, მ-------–--------- მხრიდან, ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილი მოვალეობების დარღვევის რეალობასა და ხარისხს, მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადაო აქტების მიღებამდე მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებათა ისეთი ხარისხით დარღვევის შემთხვევა, რაც შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო, საჯარო სამსახურის სესახებ“ საქართველოს კანონის 105–ე მუხლის „უხეშ დარღვევად“. მოპასუხის მიერ დასაბუთებული ვერ იქნა სხვა ობიექტური გარემოების არსებობაც, რაც გაამართლებდა მ-------–--------- სამუშაოდან გათავისუფლებას.
სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. შესაბამისად, ნებისმიერი დარღვევა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა იყოს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იყოს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015; სუს 27.04.2015წ.-ს გადაწყვეტილება Nას -164-154-2015).
7.12. მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისა და გათავისუფლების საკითხის შესწავლის შესახებ დასკვნით ჯეროვნად არ შეაფასა შექმნილი ვითარება, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105–ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მოხელის დათხოვნა კანონით გაწერილი პროცედურების შედეგია და ამ გადაწყვეტილების მიღებისას დამსაქმებელი უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ კანონიერების, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპით. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და სადაო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7.13. საქართველოს შრომის კანონმდებლობა აღიარებს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის უფლებრივი რესტიტუციის ვალდებულებას (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები. ავტორთა ჯგუფი. 2018წ.). საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. აღნიშნული მუხლის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდება დასაქმებულის სამსახურიდან დახოვნის უკანონობა. მუხლის მიზანია უკანონოდ განთავისუფლებულის აღდგენა საკუთარ უფლებებში. ნორმა იძლევა უფლებრივი რესტიტუციის სამ თანმიმდევრულ ვარიანტს, რომლის თითოეული საფეხურის გამორიცხვა, იწვევს მომდევნო საფეხურზე გადასვლას.
ოდნავ განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N158-ე კონვენციის (საქართველო აღნიშნული ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე არ არის) მე-10 მუხლი უფლებრივი რესტიტუციის შესახებ, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, უპირატესობას დასაქმებულის აღდგენის შესაძლებლობას ენიჭებს, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განიხილავს უფლების აღდგენის სხვა ისეთი მექანიზმებს როგორიცაა, უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის ადეკვატური კომპენსირება ან მისთვის სხვა შესაფერისი დახმარების მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის აღნიშნული კონვენციის ხელმომწერი მხარე, 38-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისას, მნიშვნელოვანია საკითხის განხილვა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, პირველ რიგში განხილული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ განთავისუფლების მომენტისათვის მ-------–-------- დასაქმებული იყო ა-------–------- მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–II ს დადგენილებით გაუქმდა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტი და ის საჯარო დაწესებულება, სადაც მ-------–-------- იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას.
როგორც აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობა განიხილავს აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში უკანონოდ განთავისუფლებულის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა უნდა მომდინარეობდეს დამსაქმებლის ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხე ორგანიზაციის სპეციფიკა და შესაძლებლობა კვლავ დაასაქმოს, სხვა ტოლფას სამუშაოზე განთავისუფლებული თანამშრომელი. სასამართლო კვლევის საგანი უნდა იყო შესაძლებელია თუ არა არსებობდეს ტოლფასი სამუშაო ან პოზიცია, რომელზედაც, ყოფილი დასაქმებული კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარის ფარგლებში იმუშავებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ყოველგვარი ბუნდოვანება, რომელიც მისი აღსრულების პროცესს შეიძლება სდევდეს თან, ხელს უშლის და აფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება გადაწყვეტილება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შესახებ, თუ ბუნდოვანი იქნება კონკრეტული პოზიცია ან თანამდებობა, რომელიც ტოლფას სამუშაოდ უნდა იქნეს განხილული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის პოციზიას, რომ არც ტოლფასი სამუშაო, სადაც შესაძლებელია დასაქმდეს თავისი პროფესიის და კვალიფიკაციის მიხედვით მ-------–-------- მოპასუხე ორგანიზაციაში ამჟამად არ არსებობს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებრივი რესტიტუციის სახით, ა-------–------- მ----–----–--------------ას მოსარჩელე მ-------–--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია, სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით.
მოქმედი კანონმდებლობით კომპენსაციის რაოდენობის დადგენა სასამართლოს დისკრეციის სფეროა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი დგინდება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კომპენსაციის ოდენობის ნორმატიული განუსაზღვრელობის პირობებში, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სამართლიანი, მაგრამ ამავე დროს გონივრული კომპენსაციის ოდენობა. იგი ერთის მხრივ უნდა ემსახურებოდეს უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის რესტიტუციის მიზნებს, ხოლო მეორეს მხრივ, შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს დამსაქმებელს. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის სამართლებრივი არსისა და ოდენობის შესახებ უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციამ შეძლებისდგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (სუსგ № ას-353-338-2016, 03.05.2016წ.).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ-------–-------- სამუშაოდან გათავისუფლდა 2016 წლის 16 აგვისტოს, ხოლო მოპასუხე ორგანიზაციაში ის საშტატო ერთეული, რა პოზიციაზეც მუშაობდა გათავისუფლებამდე მ-------–--------, ფაქტობრვად აღარ არსებობს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–II ს დადგენილების შემდგომ, რითაც გაუქმდა ქ. ა-------–------- მუნიციპალიტეტი და ის საჯარო დაწესებულება, სადაც მ-------–-------- იკავებდა შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის სახით მ-------–--------- სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). რაც სასამართლოს აზრით გონივრული, პროპორციული და სამართლიანი რესტიტუცია იქნება.
7.14. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მ-------–--------- მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მოითხოვს ა-------–------- მ----–----–--------------ისათვის გადაწყვეტილების შესრულების ვადის დადგენის, ღირსების, პატივის, რეპუტაციის უფლების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე უწყების მხრივ ადგილი აქვს მის მიმართ მორალური ზიანის მიმყენებელ ქმედებას, შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით, რომ ,,ორი წელია იტანჯება ნორმალური, ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი ერთი და იგივე მტანჯველი კითხვებით ბრალდებებში და იძულებით მტკიცებაში რომ არ არის ენატანია–ინფორმასციების გამჟონველი, აფერისტი, სიმულიანტი საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიმთვისებელი, უდისციპლინო, სამსახურის დისკრედიტაციის მოთავე და მსურველი, მტერი და მოწინააღმდეგე და ა.შ.“, არ დაუსახელებია პირები, რომლებიც მსგავსი შეკითხვევით აწუხებენ ან მოპასუხე მხარის მხრივ მის მიმართ გამოითქვა ასეთი მოსაზრებები. მოპასუხე მხარე არც მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში და არც საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის დისკრედიტაციის გამომხატველი მოსაზრებები არ გამოუთქვამს და შემოიფარგლა მხოლოდ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე პრობლემებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან ამავე კოდექსის 413-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას და პროფესიული რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან მოპასუხემ იგი გაათავისუფლა სამუშაოდან, ამით მან განიცადა მძიმე ნერვული სტრესი, ფაქტობრივად დარჩა უმუშევარი. ასევე ვინაიდან ის გამოაცხადეს რომ არის ,,ენატანია–ინფორმაციების გამჟონველი., აფერისტი, სიმულიანტი საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიმთვისებელი, უდისციპლინო, სამსახურის დისკრედიტაციის მოთვე და მსურველი, მტერი და მოწინააღმდეგე და ა.შ.“
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17(1) მუხლით დეკლარირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს პატივისა და ღირსების დაცვის ფორმებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის სწორი კვალიფიკაციისათვის საჭიროა, განმარტებულ იქნეს პირის პატივისა და ღირსების სამართლებრივი დაცვის დეფინიცია. პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. ღირსების ქვეშ იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება. პატივისა და ღირსების შელახვად იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. საქმიანი რეპუტაციის ქვეშ კი იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, ხოლო მის შელახვას პირის აღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს. პირის საქმიანი რეპუტაცია არის საქმიანი ბრუნვის სფეროში კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი. ასეთი აზრი საზოგადოებაში, სოციუმში ყალიბდება, რამაც შესაძლებელია განაპირობოს როგორც მისი სამომავლო წარმატება, ისე წარუმატებლობა. ამდენად, ფიზიკური პირის საქმიან რეპუტაციაში შესაძლებელია მისი პატივი და ღირსება მოიაზრებოდეს, ვინაიდან, საქმიანი რეპუტაცია გათანაბრებულია კონკრეტული პროფესიის მქონე პირის ავტორიტეტთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ა-------–-------------–----–---------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებას კი წარმოადგენს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს არც პატივისა და ღირსების და არც საქმიანი რეპუტაციის საჯაროდ შელახვად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხში არის დაუსაბუთებელი, რის გამოც ამ ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწოლილად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ვადის განსაზღვრა, რამეთუ ასეთი მიდგომა დააზარალებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251–ე მუხლით თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
8.1.1 ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-24--ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მ-------–--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.ბათილად იქნას ცნობილი ა-------–------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 9 ივლისის N1462 ბრძანება მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
2.ბათილად იქნას ცნობილი ა-------–------- მ----–----–--------------ის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის დასკვნა მ-------–--------- სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის შესახებ.
3.ა-------–------- მ----–----–--------------ას დაეკისროს მ-------–--------- სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 6000(ექვსი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
4. არ დაკმაყოფილდეს მ-------–--------- სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ა-------–------- მ----–----–--------------ისათვის გადაწყვეტილების შესრულების ვადის დადგენის, ღირსების, პატივის, რეპუტაციის უფლების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ა-------–------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი