გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32494-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: დ--------------–---–ი
წარმომადგენელი: დ------------–---–ი
მოპასუხე: შპს „ი--------ი“
წარმომადგენელი: ი-----------–--ე
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე დ--------------–---–ს საკუთრებაში გადაეცეს შპს „ი--------ის“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ.თ---–----------------------------------------–-----------, ფართი: 51,42 კვ.მ მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წელს შპს „ი--------ის“ დირექტორ, ი-----------–--ესა და დ--------------–---–ს შორის შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, საპასუხო შესრულების სანაცვლოდ, უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით. 2010 წლის 12 ივლისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 35000.00 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარში გადახდის სანაცვლოდ, შპს „ი--------ს“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თ---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მ---------------–ზე, 51.42 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, რაზეც შემდგომში უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულება. 2012 წლის 21 ივნისის #-- კრების ოქმით, უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელე. იმისდა მიუხედავად, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ 2011 წელს გადახდილ იქნა ქონების სრული ღირებულება, რასაც ადასტურებს გამყიდველის მიერ გამოწერილი,საბოლოო, სალაროს შემოსავლის ორდერიც, მოპასუხეს მისთვის საკუთრებაში არ გადაუცია ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება. თუმცა მოცემული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ი--------ის“ სახელზე, მის მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებს დ--------------–---–ი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გარემონტდა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი, ასევე ერიცხება, მისივე სახელზე კომუნილური გადასახადები, რომლის ყოველთვიურ გადახდასაც თავად მოსარჩელე უზრუნველყოფს.
2. მოპასუხის პოზიცია
2018 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა შპს „ი--------მა“, რითიც სარჩელი სრულად ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს „ი--------სა“ და დ--------------–---–ს შორის 2007 წელს შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, საპასუხო შესრულების სანაცვლოდ, უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით,ხოლო 2010 წლის 12 ივლისს გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც, 35000.00 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარში გადახდის სანაცვლოდ, შპს „ი--------ს“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თ---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მ---------------–ზე, 51.42 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. მოპასუხე უთითებს, რომ დ--------------–---–ს სრულად აქვს გადახდილი უძრავი ქონების ღირებულება, სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აცხადებს, რომ ხსენებული უძრავი ქონება ეკუთვნის მას, ცნობს სარჩელს და თანახმაა საჯარო რეესტრში შპს „ი--------ის“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ.თ---–----------------------------------------–-----------, ფართი: 51,42 კვ.მ მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, გადაეცეს საკუთრებაში დ--------------–---–ს
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წელს შპს „ი--------ის“ დირექტორ, ი-----------–--ესა და დ--------------–---–ს შორის შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, საპასუხო შესრულების სანაცვლოდ, უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით.
3.1.2. 2010 წლის 12 ივლისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობით გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 35000.00 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარში გადახდის სანაცვლოდ, შპს „ი--------ს“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თ---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მ---------------–ზე, 51.42 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი.
3.1.3. 2012 წლის 21 ივნისის #-- კრების ოქმით, უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელე.
3.1.4. მოსარჩელის მიერ, უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება, 2011წელს სრულად იქნა გადახდილი.
3.1.5. მოპასუხის ვალდებულება, უძრავი ქონების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, არ შესრულებულა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დ--------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 323-ე, 361-ე, 629-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, რაც მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით, თვისობრივად არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია, სხვისთვის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და რაც შესაძლოა, იქცეს საჯარო რეესტრში მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ქონებაზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების საფუძვლად, თუმცა სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი), რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს საქმის არსებითი განხილვის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია მხარეთა შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ''ხელშეკრულება მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ“. შესაბამისად, განსახილველი დავა განხილულ უნდა იქნეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის განსაზღვრული დანაწესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 12 ივლისს დ--------------–---–სა და ი-----------–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ (წინარე ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც 35000.00 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარში გადახდის სანაცვლოდ, შპს „ი--------ს“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თ---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მ---------------–ზე, 51.42 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, რაზეც შემდგომში უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი აღნიშნული თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.
საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომავალ მესაკუთრეს წარმოადგენს დ--------------–---–ი. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. ამასთან, განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
შპს „ი--------ი“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც მას შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის სიტყვასიტყვითი განმარტებით, ეს შეზღუდვა უნდა ვრცელდებოდეს მოვალის მთელ ქონებაზე და კრედიტორების უფლებამოსილებაა მისი ნებისმიერი ნაწილიდან დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. თუმცა, აღნიშნული მუხლის ამგვარი განმარტება მატერიალურ საფუძველს აცლის სარჩელის ცნობის შესახებ გამოვლენილ ნებას კანონთან წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ეს შეზღუდვა, ასევე განმარტებულ უნდა იქნეს მისი მიზნებისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით. კანონის ჩანაწერი მართალია შეიძლება გულისხმობდეს პოტენციურად მოვალის მთელ ქონებაზე განკარგვის უფლების შეზღუდვას, თუმცა იგი ზოგადად განკარგვითი გარიგების აკრძალვას არ ემსახურება და მისი მიზანია კრედიტორების ინტერესების დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე, აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა), რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის შედეგად, მისი დასაბუთებულობის და საფუძვლიანობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს და მეორეს მხრივ სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აქვს უფლება მიიღოს შეძენილი უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეცეს საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 2,893.05 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2,893.05 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, დ--------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „ი--------ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თ---–----------------------------------------–-----------, ფართი 51.42 კვ.მ ს/კ 0-------------------------
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------–---–ის სარჩელი შპს „ი--------ის“ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. დ--------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თ---–----------------------------------------–-----------, ფართი 51.42 კვ.მ ს/კ 0-------------------------, მესაკუთრედ.
2. დ--------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 07 ნოემბერს სს „------------–-“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 2,893.05 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300773150, საგადახდო დავალება №--
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/32494-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: დ--------------–---–ი
წარმომადგენელი: დ------------–---–ი
მოპასუხე: შპს „ი--------ი“
წარმომადგენელი: ი-----------–--ე
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------–---–ის სარჩელი შპს „ი--------ის“ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. დ--------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თ---–----------------------------------------–-----------, ფართი 51.42 კვ.მ ს/კ 0-------------------------, მესაკუთრედ.
2. დ--------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 07 ნოემბერს სს „------------–-“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 2,893.05 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300773150, საგადახდო დავალება №--
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი