გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210017001848334
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7495-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ნა-----------–---–ი

წარმომადგენლები: გი----------------ე

თე-------------ე

მოპასუხეები: გი---------------ე

მა-----------ე

წარმომადგენელი: ნო---------–---–ი

მოპასუხე: შპს ,,აზ------ი“

წარმომადგენელი: ვ---------–-----

დაინტრესებული პირი: სსიპ სოციალური მომსახურების ვ---------------–--- სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი: მა------–-----ე

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედასთან, ალიმენტის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ნა-----------–---–ს (დაბადებული 19---–--–---------–--ს, პ/ნ 0----------- და გი---------------ეს (დაბადებული 1----–-–-----------------ს პ/ნ 0----------- შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------ს (ქორწინების მოწმობა #----------3 სააქტო ჩანაწერი #8----------);

 

1.2. არასრულწლოვანი შვილის, ლი------------ის (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნა-----------–---–ის (პ/ნ 0----------- საცხოვრებელი ადგილი;

 

1.3 გი---------------ეს (პ/ნ 0----------- ნა-----------–---–ის (პ/ნ0-----------, სასარგებლოდ დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის ლი------------ის (დაბ. 0--------- წელს, პ/ნ 0----------- რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 600 (ექვსასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 17 მარტიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

1.4 ნა-----------–---–ი (პ.ნ 0-----------, ცნობილ იქნეს გი---------------ის (პ/ნ 0----------- მიერ 2016 წლის 01 აგვისტოს შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქ---------------------- ს--------–-------------, ს.კ.01------------------------, 1/2 ნაწილის და მასში განთავსებული მოძრავი ნივთების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ნა-----------–---–ი და მოპასუხე გი---------------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–----------იდან. მათ ქორწინების პერიოდში 20---–-–----- ი------ს შეეძინათ ერთი ქალიშვილი - ლი------------ე. ქორწინების პერიოდში, 2016 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ით და 2016 წლის 06 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის დამატებით, გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------------------- სართული 1-, ფართით 77,70კვ.მ (ს/კ0-------------------------) და ამავე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ავ------------------- (მშენებარე), 3,1- ნიშნული, ფართით - 22,80 კვ.მ. (ს/კ0-------------------------) დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები.

 

საჯარო რეესტრის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა შენობა-ნაგებობის ნუმერაციის ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მისამართი: ქალაქი თბილისი, ქ-------------------- ქალაქი თბილისი, ქ---------------------- საკადასტრო კოდით: #0--1------------ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, პ----------------------------- იმის მიუხედავად, რომ ბინა ჯერ კიდევ მოპასუხე შპს ,,ა----------’’ საკუთრებაში ირიცხება საჯარო რეესტრში, მოპასუხე გი---------------ემ და მოსარჩელე ნა-----------–---–მა მთლიანად გაარემონტეს სადავო ბინა ოჯახის ერთობლივი შემოსავლებით და 2017 წლის იანვრის პირველი რიცხვებიდან გადავიდნენ ამ ბინაში საცხოვრებლად. თუმცა, ამ ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ მათ შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა, რის გამოც ნა-----------–---–მა განცახდებით მიმართა პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა გი---------------ის მიმართ შემაკავებელი ორდენის გამოცემა, რომ ამ უკანასკნელს აკრძალვოდა ნა-----------–---–თან მიახლოება. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გი---------------ე სისტემატიურად აყენებდა ნა-----------–---–ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაძაბულობის გამო გი---------------ე საერთოდ აღარ მიდის სადავო ბინაში და ნა-----------–---–ი მცირეწლოვან შვილთან ერთად, ფაქტობრივად, მარტო ცხოვრობს ამ ბინაში. ის თავად იხდის კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება დენის, წყლის, დასუფთავების, გაზის ქვითრებით და გადახდის ქვითრებით. მოპასუხე გი---------------ე სისტემატიურად უგზავნის მოსარჩელე ნა-----------–---–ს საკუთარ ახლო ნათესავებს და მეგობრებს და მოითხოვს მისგან, რომ დაუყოვნებლივ დაცალოს სადავო ბინა, რასაც ნა-----------–---–ი არ ეთანხმება, რადგან თვლის, რომ აღნიშნულ სადავო ბინის და ავტოფარეხის, ასევე სადავო ბინის რემონტისთვის დახარჯული თანხისა და ბინაში განთავსებული ავეჯისა და ტექნიკის თანამესაკუთრეა, რადგან ეს ყველაფერი შეძენილი და გადახდილია ქორწინების პერიოდში. მოპასუხე გი---------------ე დაჟინებით ცდილობს, რომ სადავო ბინა გააფორმოს დედაზე, მოპასუხე მა-----------ეზე ან სხვა პირზე, რათა ფიქტიურად შექმნას ,,კეთილსინდისიერი შემძენი’’ და ამ გზით თავი აარიდოს მასსა და ნა-----------–---–ს შორის განქორწინების შედეგად წარმოშობილ ქონებრივ დავას.

 

მოპასუხე გი---------------ე საერთოდ არ იჩენს მზრუნველობას მისი მცრეწლოვანი ქალიშვილის მიმართ და არ კითხულობს და ნახულობს მას, რის გამოც მოსარჩელე ნა-----------–---–ს მარტო უწევს მისი შვილის აღზრდა და მასზე ზრუნვა, რაშიც მას მისი მშობლები და ახლო ნათესავები ეხმარებიან. ბავშვი ძალიან არის მიჯაჭვული დედაზე და თითქმის არ იცნობს მამას, რადგან მამას იშვიათად ხედავს. მოსარჩელე არ მუშაობს, რადგან მარტო ზრდის მცირეწლოვან ბავშვს და ვერ ახერხებს მუშოაობას. შესაბამისად, მას და მის შვილს ფინანსურად მისი მშობლები და ახლო ნათესავები ეხმარებიან. მოსარჩელისა და მოპასუხის ცოლ-ქმრული თანაცხოვრება, მათ შორის არსებული გაუთავებელი და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო წარმოუდგენელია და შესაბამისად მათი განქორწინება გარდაუვალია. მოსარჩელესა და მოპასუხის საერთო შვილი - ლი------------ე დადის შპს ,------------–----------–------–--------–-------------’-ში, რომლის თვიური გადასახადი შეადგენს 350 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-6-ე, 1122-ე,1127-ე, 1130-ე, 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1163-ე, 1198-ე, მე-8, 54-ე, მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი( იხილეთ ტომი 2, ს. ფ. 1-60);

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი---------------ე არ დაეთანხმა სარჩელს, მისი განმარტებით, შპს ,,ა----------გან’’ სადავო ბინა და ავტოსადგომი იყიდა მა-----------ემ, მაგრამ იმის გამო, რომ თანხის 40000 აშშ დოლარის გადახდის დროს თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, ამიტომ მოხდა მასზე წინარე ხელშეკრულების გაფორმება იმ პირობით, რომ მა-----------ის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების სრული დაფარვისთანავე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა რეალურ მყიდველზე - მა-----------ეზე, შესაბამისად, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა მა-----------ე. სადაო ბინისა და ავტოსადგომის საფასური გადახდილია მისი მშობლების ტარიელ და მა-----------ეების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან, კერძოდ, დაბა წყნეთში აგარაკის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან. გი---------------ის განმარტებით სადავო ბინა შეძენილია და გარემონტებულია, ასევე ავეჯი და ტექნიკა შეძენილია მ-------------- მიერ აგარაკის გაყიდვით შემოსული თანხიდან. მისი და ნა-----------–---–ის შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ გი---------------ის მშობლების დახმარებაა. გი---------------ე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვერ დაასაბუთებს ერთობლივ შემოსავალს, რადგან ქორწინების ბოლო ორი წელია ის უმუშევარი არის. რაც შეეხება პოლიციაში ნა-----------–---–ის მიერ შეტანილ განცხადებას, მას აქვს იმდენად არაადეკვატური ხასიათი, რომ პატარა საყვედურზეც კი ისტერიკა ემართება. მოსარჩელემ გამოცვალა ბინის საკეტი, რის გამოც ვერ შედის სახლში. მისი განმარტებით, მოსარჩელე ცხოვრობს მისი მშობლების ერთობლივი შემოსავლებით ნაყიდ ბინაში. გი---------------ის განმარტებით არც ბინდა და არც ავტოსადგომი არ არის მისი საკუთრება. ბავშვთან ურთიერთობა სულ აქვს, ნახულობს საბავშვო ბაღში. მისი განმარტებით ქორწინების პერიოდში მას და მოსარჩელეს არ შეუძენიათ არც უძრავი დ არც მოძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი და დაზუსტებული შესაგებელი ( იხილეთ ტომი 2, ს. ფ.1-2-111, 140-151)

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

მოპასუხე მა-----------ე არ დაეთანხმა სარჩელს, მისი განმარტებით სადავო უძრავი ქონება შეძენილი იქნა მისი სახსრებით, მისმა მეუღლემ ტ------–----------- გაყიდა გადახდის განვადებით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-----------–------, მიწის ნაკვეთი და სახლი 430000 აშშ დოლარად და მიღებული სახსრებით გადაწყვიტეს შეეძინათ სადავო ბინა. 2016 წლის 01 აგვისტოს მისმა მეუღლემ - ტ------–----------- ვ----------------------------ნ გამოიტანა 51825 აშშ დოლარი, რომელიც გადასცა სადავო ბინის შესაძენად და იმავე დღეს შპს ,,ა----------“ ბუღალტერთან გადაიხადა 40000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 07 მარტს მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ავტოფარეხის ღირებულების 8000 აშშ დოლარის დარჩენილი ნაწილი 7000 აშშ დოლარი. აღნიშნული ქონება უნდა აღრიცხულიყო მის სახელზე, მაგრამ იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ შპს ,,ა---------“ შესაძლოა გაესხვისებინა უძრავი ქონება სხვა მსურველ პირზე და წინარე ხელშეკრულების დადების პერიოდითვის მას არ აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა, წინარე ხელშკრულებები გადაფორმდა მის შვილზე - გი---------------ეზე. ნა-----------–---–ს და გი---------------ეს ქორწინების პერიოდში არ შეუძენიათ არანაირი ქონება, ბინა, რომელიც სადავოდ გახადა მოსარჩელემ არის მისი და მისი მეუღლის შეძენილი, ყველა ნივთი არის მისი ნაყიდი. მის შვილსა და რძალს შორის არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია და იმ მიზნით, რომ მეუღლეებს შორის აღდგენილიყო ოჯახური ურთიერთობა, სადავო უძრავი ქონება დროებით საცხოვრებლად გადასცა მათ. მასსა და შპს ,,ა---------“ შორის დადებული ხელშეკრულება არის ნამდვილი, რადგან უძრავი ქონება გაიყიდა 60000 აშშ დოლარად და მან გადაიხადა აღნიშნული თანხა. გაარემონტა სადავო ბინა, შეიტანა ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები. ნა-----------–---–ს და გი---------------ეს სამწლიანი ქორწინების პერიოდში ერთობლივი შემოსავალი არ ჰქონიათ. ნა-----------–---–ი ბინაში შევიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბინა იყო შპს ,,ა----------“ საკუთრებაში და ბინის და ავტოფარეხის თანხა დაფარული არ იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ტომი 2, ს. ფ.115-127)

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

მოპასუხე შპს ,,ა----------“ განმარტებით დაუსაბუთებელია მოსარჩელის ის განცხადება, რომ შპს ,,აზ------ი’’ გი---------------ეს ხელს უწყობს ფიქტიური, კეთილსინდისიერი შემძენის შექმნაში, რაც თითქოსდა გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხე გი---------------ის მოთხოვნით, შპს ,,აზ------მა“, მოპასუხე მა-----------ესთან სადავო ბინისა და ავტოფარეხის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სადავო ბინისა და ავტოფარეხის შესაძენი თანხა დედა-შვილს - გ------- და მა-----------ეებს შპს ,,ა----------“ ანგარიშზე გადახდილი აქვთ ნაწილ-ნაწილ. როდესაც მოხდა თანხის მთლიანად გადახდა, შპს ,,ა---------’’ წარმოექმნა გ------- და მა-----------ეების წინაშე ვალდებულება, მათ მიერ მითითებულ პიროვნებასთან გაეფორმებინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შპს ,,აზ------მა’’ შეასრულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ტომი 2, ს. ფ.76-85)

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ-----------–---–- და მოპასუხე გი---------------ე ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------იდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა #----------3, აქტის ჩანაწერი #8---------- (ტომი 2, ს.ფ. 15);

 

3.1.2. ნა-----------–---–ს და გი---------------ეს ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი - ლი------------ე, დაბადებული 20---–-–----- ი------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლი------------ის დაბადების მოწმობა #01--------- (იხ. ტომი 2, ს.ფ 171);

 

3.1.3. 06.09.2017წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს ,,ა----------“ (ს/ნ 2--------) პრეზიდენტს წარმოადგენს თე----------------–--–---–ი (პ/ნ 0---------), ხოლო 1-0%-იანი წილის მესაკუთრეს ლე--–--------–--–---–ი (პ/ნ0----------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-28.07.2016წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ტომი 3, ს.ფ.18)

-მხარეთა ახსნა- განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.4. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა შენობა-ნაგებობის ნუმერაციის ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მისამართი: ქ--–---------–------------------------------–---------–-----------------------------, ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, პ-----------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ.27-28).

-მხარეთა ახსნა- განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.5. შპს ,,ბრ--------–----------–------–----------------------ს“ დირექტორის ა--------–--------- მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, არასრულწლოვანი ლი------------ე (პ/ნ 0----------) სწავლობს შპს ,,ბ----------–----------–------–--------------------–-“, რომლის თვიური გადასახადი შეადგენს 350 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ბ----------–----------–------–---------------------ს“ დირექტორის ა--------–--------- მიერ გაცემული ცნობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.48)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის მიხედვით გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------------------- სართული 1-, ფართით 77,70კვ.მ (ს/კ 0-------------------------) დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47 (იხ. ტომი 2, ს.ფ 20-23).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.2. 2016 წლის 06 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის დამატებით, გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: ქ. თ---–---------------------------------------------- (მშენებარე), 3,1- ნიშნული, ფართით - 22,80 კვ.მ. (ს/კ0-------------------------) დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 06 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის დამატება (იხ.ტომი 2, ს.ფ.24-26).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.3. 2016 წლის 01 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი #157-ის და #159-ის მიხედვით, შპს ,,აზ------მა“ მიიღო გი---------------ის მიერ გადახდილი თანხა 93916.00 ლარი და 2348.00 ლარი, საფუძველი - ქ----------------–- მშენებარე ფართის ღირებულების 40000 აშშ დოლარის ექვივლენტში ლარში და ავტოსადგომის ღირებულების 1-00 აშშ დოლარის ექვივლენტში ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 01 აგვისტოს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი #1---------- (იხ. ტომი 2, ს.ფ 29-30).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.4. გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის განცხადების მიხედვით, რომელიც მიმართული არის შპს ,,ა---------ადმი“, გი---------------ე განმარტავს, რომ 0--08.2016 წელს და 06.08.2016 წელს შპს ,,აზ------თან“ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები #47 და #47-ის დამატება და ვინაიდან სადავო ბინა, ასევე ავტოსადგომი შეძენილია მისი მშობლების მიერ, მოითხოვა მისი უფლება-მოვალეობების გადაცემა დედაზე - მა-----------ეზე, ამასთან მოითხოვა უძრავი ქონების მესაკუთრედ მა-----------ის აღრიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 07 მარტის, გი---------------ის განცხადება შპს ,,ა---------ადმი“ (იხ.ტომი 2, ს.ფ 56-62).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-.03.2017წ. #8-------------- გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც მა-----------ე ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ქა--------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-.03.2017წ. გადაწყვეტილება #8--------------) ( იხ.ტომი 2, ს.ფ. 46-47)

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.6. 2017 წლის 28 თებერვლის სალაროს შემოსავლის ორდერი #5-ის მიხედვით, შპს ,,ა----------“ სახელზე მა-----------ის მიერ გადარიცხულია 51674.00 ლარი, დანიშნულება - ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილი, ბინის მის: ქ--------------- ბინა 34, 20000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 28 თებერვლის სალაროს შემოსავლის ორდერი #5 (ს.ფ. 93)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

3.2.7. 2017 წლის 09 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,ა---------ა“ და მა-----------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------------------- სართული 1-, ფართით 77,70კვ.მ (ს/კ 0-------------------------). მითითებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს ,,ა--------- “ და ფ/პ გი---------------ეს პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ ,,უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება #47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარულად დამოწმებულ განცხადება #15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტშია გათვალისწინებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 09 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ტომი 2, ს.ფ. 97-99)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

3.2.8. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად 19.04.2017 წლის მონაცემებით, ი/მ გი---------------ის მიერ 2014 წლის მაისის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 21226,85 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს - 4245,37 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ტომი 2, ს.ფ. 97-99);

 

3.2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, გი---------------ის სახელზე 25.05.2014 წლიდან რეგისტრიებული იყო 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა (იხ.ს.ფ.201-203);

 

3.2.1-. საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისი, ქ-------------------–-----------, შპს ,,ა----------“ კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, 2017 წლის მარტის მდგომარეობით შესაფასებელი საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება არის 86000 აშშ დოლარი, შესაფასებელი ერთადგილიანი ავტო სადგომის საბაზრო ღირებულება არის 5500 აშშ დოლარი, შესაფასებელი ავეჯისა და ელექტროტექნიკის საბაზრო ღირებულება არის 3500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა (იხ.ტომი 2, ს.ფ.306-322);

3.2.11. 2015 წლის 03 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშკრულების მიხედვით გი---------------ემ გაყიდა, ხოლო ნ------------მ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----------–-------, დაზუსტებული ფართობი 1201 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საკადასტრო კოდი #8-----------, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 30000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 03 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშკრულება (იხ.ტომი 2, ს.ფ.343-344);

3.2.12.საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მა-----------ემ შპს ,,დ--------ნ“, სავაჭრო ცენტრი ,,ი-----–-----“, ელიავას ბაზრობიდან, ი/მ მა-----------------გან შეიძინა სამშენებლო მასალები, ელექტროკაბელები, ელექტროსაქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებების(ტომი 3, იხ.ს.ფ.218-224);

3.2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინებით, ნა-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი განკარგულების სახით გი---------------ეს მცირეწლოვანი შვილის - ლი------------ის, დაბადებული 2----–-–--------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 150 (ასორმოცდაათი)ლარის გადახდა განკარგულების გამოტანის დღიდან, 2017 წლის 12 სექტემბრიდან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინება (იხ.ტომი 2, ს.ფ.437-443);

3.2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ქნა ცნობილი

- შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: #01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47;

- შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №--------------------- ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------;

- ასევე, შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის 2017 წლის 9 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბინაზე, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------ მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული;

- შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი 3. ს.ფ. 28-34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

3.2.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2----–-–---------------–-- განჩინებით დააკმაყოფილა ნა-----------–---–ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N 2--------7, კერძოდ:

- ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლითაც :

ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47 და ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №--------------------- ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2----–-–---------------–-- განჩინება (ტომი 3. ს.ფ. 72-80)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

3.2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება ნა-----------–---–ის სარჩელზე მა-----------ეს და შპს ,,ა---------“ შორის 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–----------------ს განჩინება (ტომი 4. ს.ფ. 6-1-)

 

3.2.17 სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენის მიზანს არ წარმოადგენდა ნა-----------–---–ის და გი---------------ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და უძრავი ქონება განკუთვნილი იყო მხოლოდ მა-----------ის საკუთრების მიზნებისათვს.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე მხარე, კერძოდ მოპასუხე მა-----------ე და მოსარჩელე მხარის - ნა-----------–---–ის მამა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, განმარტავენ რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ხშირი კონფლიქტური სიტუაციები, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ოჯახს არ გააჩნდა საკუთარი, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინა, ჯერ იმყოფებოდნენ რამდენიმე თვე ნაქირავებ ბინაში, ხოლო შემდგომ ნა-----------–---–ი რჩებოდა მისი მშობლების სახლში. ამასათან, მოპასუხე მა-----------ე განმარტავს, რომ მის შვილსა და რძალს შორის არსებობდა ხშირი კონფლიქტური სიტუაციები და იმ მიზნით, რომ მეუღლეებს შორის აღდგენილიყო ოჯახური ურთიერთობა, სადავო უძრავი ქონება საცხოვრებლად დროებით გადასცა მათ. მოწმე კო---------–---–ი განმარტავს, რომ ის სადავო უძრავ ქონებას მიიჩნევდა, როგორც მისი შვილის, სიძის და შვილიშვილის ქონებად და მან საძინებელი ოთახის ავეჯი გაუკეთა ოჯახს, ასევე გაიღო გარკვეული ხარჯები, რაც მეორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მან ასევე განმარტა, რომ 1-000 აშშ დოლარი სახლის მოწყობისთვის და ხარჯებისათვის გადასცა მის შვილს - ნა-----------–---–ს, ხოლო სულ დაახლოებით 20000-25000 აშშ დოლარამდე გაიღო ხარჯი სადავო ბინათან დაკავშირებით. სასამართლოსთვის ნათელია, რომ ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენდა ოჯახის კეთილდღეობა და ოჯახის მიზნებისთვის ხარჯების გაღება, ზრუნვა, რომ მათ ჰქონოდათ საკუთარი, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინა.

 

3.2.18 სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო უძრავ ქონებაზე წინარე ხელშკრულება დადებული იყო შპს ,,ა---------ა“ და გი---------------ეს შორის მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მა-----------ეს იმ მომენტისათვის არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წინარე ხელშეკრულება ვისთან დაიდებოდა ამას ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარეს გამომდინარე იქედან, რომ მართალია, გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის განცხადების მიხედვით, რომელიც მიმართული არის შპს ,,ა---------ადმი“, გი---------------ე განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო ბინა, ასევე ავტოსადგომი შეძენილია მისი მშობლების მიერ მას სურს წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების გადაცემა დედაზე - მა-----------ეზე, ამასთან მოითხოვს უძრავი ქონების მესაკუთრედ მა-----------ის აღრიცხვას, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით მას შეეძლო უფლება-მოვალეობები გადაეცა არა მთლიან ქონებაზე, არამედ ქონების ½ ნაწილზე, რადგან წინარე ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში გარკვეულ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს თანასაკუთრებასთან დაკავშირებით მეორე მეუღლის მიმართ, რადგან წინარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების მხარეებს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადების თაობაზე. წინარე ხელშეკრულება ჩვეულებრივ გარიგებას წარმოადგენს და მის მიმართ სრულად ვრცელდება სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი შინაარსის ცოდნას ადასტურებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე და მათთან ერთად მა-----------ე გაეცნენ, წინარე ხელშეკრულებებს და მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს მასზე თანხმობა. ამდენად, ცალსახა იყო ორივე მხარის განზრახვა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ნათელია, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მის მხარეებს გარიგების დადებისთანავე ჰქონდათ განზრახვა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ ის გარიგება, რაც დადეს, ანუ აღნიშნული ხელშეკრულებებით მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი. საქმეში წარმოდგენილი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეებს ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა ის პრევენციული ღონისძიებები და გარემოებები, რაც მისი მხრიდან გამორიცხავდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ქონების საერთო ქონებად ტრანსფორმირების და აღნიშნული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის შესაძლებლობას, აღნიშნული, სსსკ-ის მე-4, 1-2-ე და 1-3-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

 

მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო ძირითადი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განქორწინებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის მიმართ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

4.3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე და გამომდინარე იქედან, რომ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, არსებობს ნა-----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1198-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1151-ე, 1152-ე, 11-6-ე, 1158-ე, 173-ე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 477-ე, 183-ე, 170-ე, 59-ე, 1-2-ე, მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ნა-----------–---–ი და მოპასუხე გი---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------იდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 11-6-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ნა-----------–---–ს და მოპასუხე გი---------------ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ამასთან არ იკვეთება მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გი---------------ემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ნა-----------–---–სა და გი---------------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე ნა-----------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 05 ი------ს დაბადებული ლი------------ის საცხოვრებელ ადგილად დედის, ნა-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მცირეწლოვანი ლი------------ე უწყვეტად ცხოვრობს დედასთან - ნა-----------–---–თან და ეს უკანასკნელი ზრუნავს მის აღზრდა-განვითარებაზე. დადგენილია, რომ ბავშვი იზრდება მისთვის შესაბამის კეთილსაიმედო, მზრუნველ გარემოში. მხარეებს შორის სადავო არ არის მცირეწლოვანი ლი------------ის საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თანახმაა, მცირეწლოვანის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარემ სცნო საქმის მომზადების ეტაპზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი მცირეწლოვანი ბავშვის - ლი------------ის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 20---–-–----- ი------ს დაბადებული ლი------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

ნა-----------–---–ი და გი---------------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (3.1.2, 3.1.3.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლი------------ე ცხოვრობს დედასთან - ნა-----------–---–თან, რომელიც მუშაობს პერიოდულად და ძირითადად დაკავებულია ბავშვის აღზრდით. მას და მის შვილს ძირითადად ფინანსურად მისი მშობლები და ახლობლები ეხმარებიან. ლი------------ე დადის კერძო ბაღში - შპს ,,ბ----------–----------–-------–-ო ბ-----------------ში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 350 ლარს. მოპასუხე გი---------------ის დასაქმების ფაქტი, ასევე, არ დასტურდება, მაგრამ არის შრომისუნარიანი და მის კმაყოფაზე გარდა შვილისა არავინ არ იმყოფება. დადგენილია, რომ ბავშვები მათი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე ორივე მშობლისგან მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 17 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

6.4 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს: შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №4, დადებული იყო იმ მიზნით, რომ იქ უნდა ეცხოვრა ოჯახს, მოსარჩელე ნა-----------–---–ს და მოპასუხე გი---------------ეს მათ შვილთან - ლი------------ესთან ერთად, რადგან მათ ერთობლივი ძალისხმევით და შეთანხმებით რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში გადაწყვიტეს ბინის შეძენა და მოწყობა. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მოპასუხე მა-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იქნა მისი სახსრებით, მისმა მეუღლემ ტ------–----------- გაყიდა გადახდის განვადებით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-----------–------, მიწის ნაკვეთი და სახლი 430000 აშშ დოლარად და მიღებული სახსრებით გადაწყვიტეს შეეძინათ სადავო ბინა. აღნიშნული ქონება უნდა აღრიცხულიყო მის სახელზე, მაგრამ იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ შპს ,,ა---------“ შესაძლოა გაესხვისებინა უძრავი ქონება სხვა მსურველ პირზე და წინარე ხელშეკრულების დადების პერიოდისთვის მას არ აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა, წინარე ხელშკრულებები გადაფორმდა მის შვილზე - გი---------------ეზე. მაგრამ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,ა---------“ შესაძლოა გაესხვისებინა სადავო უძრავი ქონება სხვა მსურველ პირზე და წინარე ხელშეკრულების დადების პერიოდითვის მას არ აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა, რაც გახდა საფუძველი წინარე ხელშკრულების გი---------------ეზე გაფორმებისა მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მა-----------ის მიერ დასახელებულ გარემოებას წინარე ხელშკრულების არასათანადო პირისათვის გაფორმების თაობაზე. მით უფრო, რომ სასამართლო ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს მოპასუხის აღნიშნულ არგუმენტს (პირადობის მოწმობის არქონას), რადგან 2016 წლის 06 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის დამატებით, გი---------------ეს და შპს ,,ა---------“იმავე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ავ------------------- (მშენებარე), 3,1- ნიშნული, ფართით - 22,80 კვ.მ. (ს/კ0-------------------------) ხელშეკრულების გაფორმებაც, კვლავ გი---------------ეზე მოხდა.

 

მოსარჩელე მა---------–---–ი კი განმარტავს, რომ გი---------------ემ გაყიდა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. შ------–- და მას დაახლოებით 40000 აშშ დოლარამდე ოჯახისთვის უძრავი ქონების შესაძენად ჰქონდა თანხა. ასევე ჰქონდა ავტომანქანების ბიზნესი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები უძრავი ქონებების გასხვისებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან 11.04.2017წ. ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით გი---------------ის სახელზე რეგისტრირებული იყო 25.05.2014 წლიდან 12 სატრანსპორტო საშუალება.

 

მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლო მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი გარემოებები:

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნა-----------–---–ი და გი---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------იდან, ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის დაიდო მათი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2016 წლის 01 აგვისტოს, რაც შესაძლებელია მიჩნეული იქნას მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებად, სწორედ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა საფუძველი ყოფილიყო ნა-----------–---–ის იმ ქმედებებისა, რასაც ის ახორციელებდა იმ სადავო ქონების რემონტთან და მის მოწყობასთან მიმართებით, რომელსაც მისად მიიჩნევდა.

 

მა-----------ის განმარტებით, რომ მის შვილსა და რძალს შორის არსებობდა ხშირი კონფლიქტური სიტუაცია და იმ მიზნით, რომ მეუღლეებს შორის აღდგენილიყო ოჯახური ურთიერთობა, სადავო უძრავი ქონება საცხოვრებლად გადასცა მათ. უდავოა ის გარემოება, რომ ამ პერიოდში გი---------------ე და ნა-----------–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ზრდიდნენ არასრულწლოვან შვილს, ამ გარემოებით სასამართლოსთვის ნათელია მა-----------ის ნება, კერძოდ, ის, რომ ნება მიმართული იყო გი---------------ის ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ და ემსახურებოდა ოჯახის საერთო მიზნებს. სასამართლოს ამ მხრივ შინაგან რწმენას უმყარებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნა-----------–---–ი ბავშვთან ერთად დღემდე განაგრძობს სადავო ბინაში ცხოვრებას. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება განკუთვნილი იყო ოჯახისათვის და მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს. აღნიშნულის მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ და მხოლოდ მ--- და გი-------------------- ინტერესებს ემსახურებოდა არ განხორციელებულა, შესაბამისად თუნდაც ბინა შეძენილი ყოფილიყო მა-----------ის სახსრებით, ვინაიდან განკუთვნილი იყო და ემსახურებოდა ოჯახის საერთო მიზნებს, არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ჰქონდა მხოლოდ დროებითი ხასიათი და გამიზნული არ იყო ოჯახის მიზნებისთვის და მიმართული იყო მხოლოდ მა-----------ის საკუთრების მიზნებისათვის.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია უძრავი ქონების შეძენის პირობები, კერძოდ:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47 და შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №--------------------- ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, სადავო გახადა მოსარჩელე მა-----------ემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა (სამოქალაქო საქმე N2--------7), რა მისი სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,აზ------ი“-ს და გი---------------ის მიმართ მათ შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად სცნო:

 

- შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47,- შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №--------------------- ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------;

- ასევე, შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის 2017 წლის 9 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბინაზე, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------ მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული;

- შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული.

 

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2----–-–---------------–-- განჩინებით, დააკმაყოფილა ნა-----------–---–ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N 2--------7, კერძოდ:

 

- ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, მე-2 და მე-3 პუნქტები:

ა) შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47 და

ბ) შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №--------------------- ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------.

 

სასამართლო ყურადსაღებად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ მა-----------ის სარჩელი მოპასუხეების: შპს „აზ------ი“-ს და გი---------------ის მიმართ პირველი და მეორე მოთხოვნების ნაწილში - კერძოდ: შპს „აზ------“-სა და გი---------------ეს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47 ბინაზე მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------, ბათილად ცნობისა და შპს „აზ------“-სა და გი---------------ეს შორის 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-ის დამატება №--------------------, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე მა-----------ის განცხადების საფუძველზე, სარჩელის გამოთხოვის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად.

 

ხოლო რაც შეეხება, 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებს, რომლითაც:

- ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის 2017 წლის 9 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბინაზე, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------ მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული და

- ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული, დარჩა უცვლელად და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის დანაწესის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს, 2----–-–------------------ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების დანაწესს, რომლითაც, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის 2017 წლის 9 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბინაზე, მდებარე, ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------ მე-4 პუნქტი, კერძოდ: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული, ხოლო, მე-5 პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა---------ა“ და მა-----------ეს შორის ავტოსადგომზე, საკადასტრო კოდი: 0-------------------------, 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტი: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ეყრდნობა შპს „ა---------ა“ და გი---------------ეს (პ/ნ 0----------- შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-სა და გი---------------ის 2017 წლის 07 მარტის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას №15-ს და იზიარებენ ყველა იმ პირობას, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებშია გათვალისწინებული.

 

ამასთან, სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული პუნქტების მიხედვით, გი---------------ის ნოტარიალურად დამოწმებული 2017 წლის 07 მარტის N15 განცხადება, რომლითაც, გი---------------ემ თავისი უფლება მოვალეობები გადასცა დედას - მა-----------ეს და მოითხოვა მისი მესაკუთრედ აღრიცხვა, ანუ საფუძველი, რის შემდეგაც მა-----------ემ მიიღო სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების უფლება, ბათილად არის ცნობილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გი---------------ის ნოტარიალურად დამოწმებული 2017 წლის 07 მარტის N15 განცხადება, რომლიდანაც ირკვევა რომ გი---------------ემ თავისი უფლება მოვალეობები გადასცა დედას - მა-----------ეს და მოითხოვა მისი მესაკუთრედ აღრიცხვა, ანუ საფუძველი, რის შემდეგაც მა-----------ემ მიიღო სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების უფლება, ბათილად არის ცნობილი 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებით, რომლებიც, როგორც უკვე აღინიშნა არის კანონიერ ძალაში შესული. აღნიშნული გარემოება კი გახდა სასამართლოს მიერ 201--–-–----------------ს განჩინებით, 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის შესაბამისად, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხელახლა ემსჯელა ნა-----------–---–ის აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე - მა-----------ესა და შპს ,,აზ------“-ს შორის 2017 წლის 09 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თ---–--------------------------- ბინა №--, საკადასტრო კოდი: 01------------------------., ბათილად ცნობის შესახებ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ 2----–-–------------------ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები შესულია კანონიერ ძალაში, სასამართლოს მოსაზრებით, გი---------------ის მიერ, 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-ი და 2016 წლის 06 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №47-ის დამატება №29 შპს ,,აზ------თან", კვლავინდებურად იურიდული ძალი მქონე დოკუმენტებია, რომელიც მას აღჭურავს უფლებით, რათა იგი აღნიშნული გარიგებების საფუძველზე უნდა აღირიცხოს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრედ.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება (წინარე ხელშეკრულება). ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე, წინარე ხელშეკრულებაზედაც.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინარე ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება ძირითადი გარიგებისაგან. წინარე ხელშეკრულების შინაარსი, როგორც წესი, გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულების საგნიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს ძირითადი ხელშეკრულების დადების დავალდებულებას, ამასთანავე, წინარე ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია ძირითადი ხელშეკრულების დასადებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბათილად (არარად) ჩაითვლება. წინარე ხელშეკრულება კონტრაჰირების იძულების სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს და მხარეებს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას მომავალში ხელშეკრულების დადების თაობაზე. მითითებული სპეციფიკის გარდა, წინარე ხელშეკრულება ჩვეულებრივ გარიგებას წარმოადგენს და მის მიმართ სრულად ვრცელდება სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ით და 2016 წლის 06 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება #47-ის დამატებით, გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------------------- სართული 1-, ფართით 77,70 კვ.მ (ს/კ0-------------------------) და ამავე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ავ------------------- (მშენებარე), 3,1- ნიშნული, ფართით - 22,80 კვ.მ. (ს/კ0-------------------------) დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, რომლითაც განისაზღვრა, რომ ნასყიდობის თანხის სრულად დაფარვის შემდგომ მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნასყიდობის საგანზე ,,მყიდველი“ აღირიცხებოდა მესაკუთრედ. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით, მასში მოცემულია გარიგების საგანი, ფასი, ძირითადი ხელშეკრულების დადების პირობა და ვადა (სკ-ის 477-ე მუხლით განსაზღვრული არსებითი პირობები).

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ გარიგების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებში. 68-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. გარიგების ძირითადი ფორმებია ზეპირი და წერილობითი ფორმა, ხოლო წერილობითი გარიგება, თავის მხრივ შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (სანოტარო) სახის. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი უძრავი ნივთის გადაცემისათვის ადგენს მხოლოდ წერილობით ფორმას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები სამართლებრივი ძალის მატარებელია.

 

ზემოთ მითითებული მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ, მოსარჩელის ამ ნაწილში არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი საკუთრება) წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნა-----------–---–ი და გი---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------იდან, ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშკრულება გი---------------ეს და შპს ,,ა---------“ შორის დაიდო მათი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2016 წლის 01 აგვისტოს, რაც შესაძლებელია მიჩნეული იქნას მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებად, სწორედ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა საფუძველი ყოფილიყო ნა-----------–---–ის იმ ქმედებებისა, რასაც ის ახორციელებდა იმ სადავო ქონების რემონტთან და მის მოწყობასთან მიმართებით, რომელსაც მისად მიიჩნევდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ცნების ქვეშ იგულისხმება არა ქორწინების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება, არამედ ის, რომელიც შეძენილი იყო (ან შექმნილი იყო) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. თანასაკუთრების უფლებით მეუღლეთა ქონების წარმოშობის ძირითადი წყაროს წარმოადგენს მათი შრომა, საერთო მეურნეობის წარმოება. ამასთან, მეუღლეთა ერთობლივი შრომა, მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს ოჯახის საკეთილდღეოდ გაწეულ ყოველგვარ საზოგადოებრივად სასარგებლო და აუცილებელ შრომას, რასაც მეუღლეები ასრულებდნენ, როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ. აქედან გამომდინარე, მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ეწევა საოჯახო მეურნეობას, უვლის შვილებს, ან სხვა საპატიო მიზეზის გამო (ავადმყოფობა, სწავლა და ა.შ.), არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ მოწმეების: კო---------–---–ის, ნ-------------–---–---------–--------–-–---–-----------------–---–-ს ჩვენებებით და ასევე საქმეში წარმოადგენილი სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერებით, დადგენილია ის გარემოებები, რომ ნა-----------–---–ი გი---------------ესთან ერთად ეძებდა და არჩევდა ბინას შესაძენად, რომელიც იქნებოდა მათი საცხოვრებელი, თავიანთ არასრულწლოვან შვილთან ერთად და ბინის შეძენის შემდგომ მეუღლესთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ბინის რემონტისა და მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ არჩევდა კაფელ-მეტლახს, შპალერს, განათებას, ავეჯს და ა.შ.

 

აღსანიშნავია, ასევე, ის გარემოებაც, რომ მოწმე კო---------–---–ის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ ის სადავო უძრავ ქონებას მიიჩნევდა, როგორც მისი შვილის, სიძის და შვილიშვილის ქონებად, მან საძინებელი ოთახის ავეჯი გაუკეთა ოჯახს, ასევე გაიღო გარკვეული ხარჯები, რაც მეორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მან ასევე განმარტა, რომ 1-000 აშშ დოლარი სახლის მოწყობისთვის და ხარჯებისათვის გადასცა მის შვილს - ნა-----------–---–ს, ხოლო სულ დაახლოებით 20000-25000 აშშ დოლარამდე გაიღო ხარჯი სადავო ბინათან დაკავშირებით.

 

საქმეში არსებული შეფასების დასკვნიდან გამომდინარე უდავოა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც შეძენილი იქნა 68000 აშშ დოლარად, მისი ღირებულება ერთობლივი მეურნეობის შედეგად გაიზარა 95000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად 68000 აშშ დოლარის ღირებულების ქონების გაზრდა მოხდა 27000 აშშ დოლარით, რითაც ცალსახაა, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეძენილი ქონების ღირებულებაც.

 

მოპასუხეებმა იმ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ მოსარჩელე არ ეწეოდა საოჯახო მეურნეობას ვერ უზრუნველყვეს, ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების მოწმობით მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლითა 1163-ე მუხლით და განსაზღვრულ მეუღლეთა, თანასაკუთრების რეჟიმში.

 

სამართლებრივი ძალის მატარებელია, რომლისგანაც წარმოიქმნება მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, წინარე ხელშეკრულების შინაარსი, როგორც წესი, გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულების საგნიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს ძირითადი ხელშეკრულების დადების დავალდებულებას და მხარეებს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას მომავალში ხელშეკრულების დადების თაობაზე,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების სააქტო ჩანაწერით ნა-----------–---–ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, ნა-----------–---–ის და გი---------------ის თანასაკუთრების რეჟიმში.

 

ამდენად, რადგან წინარე ხელშეკრულება დადებულია გი---------------ესა და შპს ,,ა---------“ შორის, ხოლო სასამართლო გამომდინარე იქედან, რომ მა-----------ესა და შპს ,,ა---------“ შორის 2017 წლის 09 მარტს დადებულ ხელშეკრულებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა მა-----------ესა და შპს ,,ა---------“ შორის 2017 წლის 09 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს განჩინებით შეწყვეტილია საქმის წარმოება, მიიჩნევს, რომ ნა-----------–---–ზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლითა 1163-ე მუხლით და განსაზღვრულ მეუღლეთა, თანასაკუთრების რეჟიმში და გამომდიანრე ზემოაღნიშნულიდან ნა-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს გი---------------ის მიერ 2016 წლის 01 აგვისტოს შეძენილი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–---------------------------------, სართული 1-, ფართით 77,70 კვ.მ (ს/კ0-------------------------) 1/2 ნაწილის და მასში განთავსებული მორავი ნივთების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ნა-----------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3000 (სამი ათასი) ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნა-----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხეების მა-----------ისათვის და გი---------------ისათვის ნა-----------–---–ის სასარგებლოდ 3050 (სამი ათას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.03.2017წ. წლის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით ნა-----------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს“ა---------“ (ს/ნ:2--------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, პ--------------------------- სართული 1-, ბინა N34 (ს/კ: 01------------------------) 1/2 წილის გი---------------ისთვის დარეგისტრირება ერთპიროვნულ საკუთრებაში ან გადაფორმება გი---------------ის მიერ მითითებულ სხვა პირისთვის, ანდა გი---------------ის მოთხოვნით დატვირთვა რაიმე უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნა-----------–---–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრების და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, იგი დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნა-----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ქორწინება ნა-----------–---–ს (დაბადებული 2---------ბ წელს, პ/ნ 0----------- და გი---------------ეს (დაბადებული 2-------- წელს, პ/ნ 0----------- შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------ს (ქორწინების მოწმობა #81------- სააქტო ჩანაწერი #8----------);

 

3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

5 არასრულწლოვანი შვილის, ლი------------ის (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ნა-----------–---–ის (პ/ნ 0-----------, საცხოვრებელი ადგილი;

 

6. გი---------------ეს (პ/ნ 0----------- ნა-----------–---–ის (პ/ნ 0-----------, სასარგებლოდ დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის ლი------------ის (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------- რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 17 მარტიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

7. გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე 2017 წლის 12 სექტემბერს მიღებული განჩინება დროებით განკარგულების შესახებ, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი განკარგულების სახით გი---------------ეს მცირეწლოვანი შვილის - ლი------------ის, დაბადებული 2----–-–--------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 150 (ასორმოცდაათი)ლარის გადახდა განკარგულების გამოტანის დღიდან, 2017 წლის 12 სექტემბრიდან;

 

8. ნა-----------–---–ი (პ/ნ 0-----------, ცნობილ იქნეს გი---------------ის (პ/ნ 0----------- მიერ 2016 წლის 01 აგვისტოს შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქ---------------------- ს--------–-------------, ს.კ.01------------------------, 1/2 ნაწილის და მასში განთავსებული მოძრავი ნივთების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ;

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მარტის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შპს „ა---------“ (ს----------) 14აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, პ--------------------------- სართული 1-, ბინა N34 (ს/კ: 01------------------------) 1/2 წილის გი---------------ისთვის დარეგისტრირება ერთპიროვნულ საკუთრებაში ან გადაფორმება გი---------------ის მიერ მითითებულ სხვა პირისთვის, ანდა გი---------------ის მოთხოვნით დატვირთვა რაიმე უფლებით, დარჩეს უცვლელი დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;

 

1-. გი---------------ეს (პ/ნ 0----------- და მა-----------ეს (პ/ნ 0----------- ნა-----------–---–ის (პ/ნ 0----------- სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული 3000 (სამი ასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯის, 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია