გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-----------------
(2/5--- 2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
(დაუსწრებელი გადაწყვეტილება)
საქართველოს სახელით
31.01.2019 წელი ქ. ს-----
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ს-----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს ,,ფი---------------------–ო’’ (ს/კ 2--------)
წარმომადგენელი - გო---------ა
მოპასუხე - ლე-–--------–-ა (პ/ნ 3----------)
მოპასუხე - ლი---–--–---ა (პ/ნ 2----------)
მოპასუხე - ელ--------ა (პ/ნ 3----------)
მოპასუხე - ლე-–-----------ა (პ/ნ 3----------)
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება და თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) და ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), #1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5098.88 (ხუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი და 88) ლარის ( მათ შორის ძირი თანხაა 3409.91 ლარი, დარიცხული სარგებელია 1418.01, დაურიცხავი სარგებელია 0 ლარი, ანუ ის თანხა, რომელსაც ბანკი მიიღებდა მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და ჯარიმა 165.96 ლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 19301.56 (ცხრამეტი ათას სამას ერთი და 56) ლარის (მათ შორის 11208.26 ლარი არის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელია 5619.21 ლარი, დაურიცხავი სარგებელია 2041.08 ლარი, ანუ ის მიუღებელი შემოსავალი, თანხა, რომელსაც ბანკი მიიღებდა მსესხებლის მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და ჯარიმა 333.01 ლარი) ანაზღაურება.
1.3. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელწმიფო ბაჟის 152.81 ლარის, გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარის გადახდა.
1.4. ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 579.05 ლარისა და გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.
1.5 მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) სა------- შეტყობინების გზით ეცნობათ, რომ ს-----ს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო №2----------------- (2/5---2018) საქმე, სს ,,ფი---------------------–ო’’ (ს/კ 2--------) სარჩელის გამო მოპასუხეების ლე-–--------–-ას, ლი---–--–---ას, ელ--------ას და ლე-–-----------ას მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. მათვე განესაზღვრათ შესაგებლის წარმოდგენის ვადა, თუმცა მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) და ელ--------ას (პ/ნ 3----------) შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
2.2 მოპასუხე ლე-–-----------ამ შესაგებლით განმარტა, რომ ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებით, ნამდვილად გააჩნია დავალიანება, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ძირი თანხის ნაწილში, რაც შეეხება საურავს და სარგებელს, ითხოვა ჩამოჭრა. მოპასუხე ლე-–-----------ამ ასევე მიუთითა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ძირითადი მოვალისაგან თანხის ამოღება, ხოლო შემდეგ მისგან; მისი შემოსავალი კი შეადგენს 2-- ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 24 აპრილს სს ,,ფი---------------------–ო’’-სა და მოპასუხე ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) შორის გაფორმდა №1----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ლე-–--------–-ამ მიიღო სესხი - 4 100 ლარის ოდენობით, 1096 დღის ვადით, 4/24/2015-დან 4/24/2018 წლამდე. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური - 31,95%. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს აღნიშნული სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით; სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სესხის ხელშეკრულება №1-----------------;
3.2.2. 2015 წლის 24 აპრილის 1--------- თავდებობის წერილით, ლი---–--–---ამ (პ/ნ 2----------), როგორც თავდებ პირმა ძირითად მსესხებელთან ერთად სს ,,ფი---------------------–ო’’-ს (ს/კ 2--------) წინაშე სოლიდარულად იკისრა №1----------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფაროს ბანკის სასარგებლოდ სესხის, როგორც ძირი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი სხვა ხარჯი, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა წაუყენოს თავდებს მოთხოვნა, იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი არ ექნება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 24 აპრილის 1--------- თავდებობის წერილი;
3.2.3. მოპასუხეებს ლე-–--------–-ა და ლი---–--–---ას ბანკის მიერ გაეგზავნათ გაფრთხილება; გაფრთხილების მიხედვით, მათ მიერ არაერთხელ დაირღვა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სესხის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები;
3.2.4. 2015 წლის 24 ივნისს სს ,,ფი---------------------–ო’’-სა და მოპასუხე ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) შორის გაფორმდა №1-------------L- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ლე-–--------–-ამ მიიღო სესხი - 12 000 ლარის ოდენობით, 1821 დღის ვადით, 6/24/2015-დან 6/18/2020 წლმადე. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური - 29,95%, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 ივნისის №1-------------L- ხელშეკრულება;
3.2.5. ლე-–-----------ამ (პ/ნ 3----------) და ელ--------ამ (პ/ნ 3----------) როგორც თავდებ პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად სს ,,ფი---------------------–ო’’-ს წინაშე სოლიდარულად იკისრეს №1-------------L- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ბანკსა და მსესხებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი, სხვა ხარჯი, რის საფუძველზეც ბანკს ეძლევა უფლება წაუყენოს თავდებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის წერილები;
3.2.6. ლე-–--------–-ასადმი, ელ--------ასადმი და ლე-–-----------ასადმი გაფრთხილების წერილებით, მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები;
3.2.7. ქა-–---------ს N1 სა------- სკოლის დირექტორის ნი----------–--ის მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობით დგინდება, რომ სა----------–--–ა მუშაობს სსიპ ქა-–---------ს N1 სა------- სკოლაში და--–-----–-დ, მისი დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენს 2-- ლარს, ხელზე მისაღები თანხაა 2-- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქ. ს-----ს N1 სა------- სკოლის დირექტორის ცნობა;
3.2.8. ლე-–-----------ას ფინანსური ვალდებულება სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 1--------- 10:41:21-ის მდგომარეობით შეადგენს 1685.37 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ს----------–---------ს“ წარმომადგენლის ან---------–-----ს ინფორმაციული წერილი O----------- ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ.
3.2.9. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) სა------- შეტყობინების გზით ეცნობათ, რომ ს-----ს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო №2----------------- (2/5---2018) საქმე, სს ,,ფი---------------------–ო’’ (ს/კ 2--------) სარჩელის გამო მოპასუხეების ლე-–--------–-ას, ლი---–--–---ას, ელ--------ას და ლე-–-----------ას მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. მათვე განესაზღვრათ შესაგებლის წარმოდგენის ვადა, თუმცა მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) და ელ--------ას (პ/ნ 3----------) შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. (იხ. ს-----ს რაიონული სასამართლოს 04.12.2018წ. №2----------------- (2/5--- 2018) განჩინება სა------- შეტყობინების შესახებ და საქმის მასალები.)
3.2.10. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) ასევე საჯარ შეტყობინების გზით ეცნობათ, სასამართლოს სხდომის თარიღის თაობაზე, კერძოდ, მოპასუხეებს ეცნობოთ, რომ სამოქალაქო №2----------------- (2/5--- 2018) საქმეზე (მოსარჩელე - სს ,,ფი---------------------–ო’’ (ს/კ 2--------), მოპასუხეები- ლე-–--------–-ა, ლი---–--–---ა, ლე--–-----------ა და ელ--------ა, დავის საგანი- თანხის დაკისრება) სასამართლო სხდომა დანიშნულია 2019 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზე (ს-----, შოთა რუსთაველის ქ.№247, სხდომის დარბაზი №2). (იხ. ს-----ს რაიონული სასამართლოს 15.01.2019წ. №2----------------- (2/5--- 2018) განჩინება სა------- შეტყობინების შესახებ და საქმის მასალები.)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ წარმოიშვა 2015 წლის 24 აპრილის №1----------------- და 2015 წლის 24 ივნისის №1-------------L- ხელშეკრულებებით და აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებით. #1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) და ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 5098.88 (ხუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი და 88) ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3409.91 ლარი, დარიცხული სარგებელია 1418.01 და ჯარიმაა 165.96 ლარი. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) დავალიანება #1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის 19301.56 (ცხრამეტი ათას სამას ერთი და 56) ლარი, საიდანაც 11208.26 ლარი არის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელია 5619.21 ლარი, დაურიცხავი სარგებელია 2041.08 ლარი, ანუ ის მიუღებელი შემოსავალი, თანხა, რომელსაც ბანკი მიიღებდა მსესხებლის მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და ჯარიმაა 333.01 ლარი.
მოპასუხე მხარე დაეთანხმა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ლე-–--------–-აზე 24.04.2015 წელს გასცა კრედიტი 4100 ლარის ოდენობით, ასევე, 24/06/2015 წელს ლე-–--------–-ა ზე გასცა კრედიტი 12000 ლარის ოდენობით, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ამავე დღეებში სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის 24.04.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლი---–--–---ასთან, ხოლო 14/06/2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლი---–--–---ასთან, ელ--------ასთან და ლე-–-----------ასთან, სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, ლი---–--–---ამ, ელ--------ამ და ლე-–-----------ამ სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ბანკსა და მსესხებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი, სხვა ხარჯი, რის საფუძველზეც ბანკს ეძლევა უფლება წაუყენოს თავდებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ლი---–--–---ამ, ელ--------ამ, ლე-–-----------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ლე-–--------–-ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ლე-–--------–-ასთან ერთად ლი---–--–---ას, ელ--------ას, ლე-–-----------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) და ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), #1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ) სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 5098.88 (ხუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი და 88) ლარის გადახდა. ასევე, მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 19301.56 (ცხრამეტი ათას სამას ერთი და 56) ლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ლე-–--------–-ას, ლი---–--–---ას, ელ--------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 152.81 ლარი და 579.05 ლარი, ასევე, გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარი ორგზის, რომლის გადახდაც კანონის ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.5. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) და ელ--------ას (პ/ნ 3----------) მიმართ მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
1.6. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------) და ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------), #1--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ) სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5098.88 (ხუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი და 88) ლარის გადახდა.
1.7. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 19301.56 (ცხრამეტი ათას სამას ერთი და 56) ლარის ანაზღაურება.
1.8. ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს 4100 (ოთი ათას ასი) ლარის ფარგლებში.
1.9. ელ--------ას (პ/ნ 3----------), ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
2. მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელწმიფო ბაჟის 152.81 ლარის, გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარის გადახდა. ასევე, ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ელ--------ას (პ/ნ 3----------) და ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------) სს ,,ფი---------------------–ოს“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 579.05 ლარისა და გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.
3. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. განემარტოს მოპასუხეებს ლე-–--------–-ას (პ/ნ 3----------), ლი---–--–---ას (პ/ნ 2----------) და ელ--------ას (პ/ნ 3----------) რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ს-----ს რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. განემარტოს ლე-–-----------ას (პ/ნ 3----------), რომ მის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ს-----ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე