გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210016001517216
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29391 - 16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - მ--–-----------ი

წარმომადგენლები - შ--–------------ე, ნ----------–---–ი

მოპასუხეები - ე------------------ი, ვ------------ი

წარმომადგენელი - ც-–-----–--------ი

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მინდობილობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უძრავ ქონებაზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, ს-----------------–--------------------------------------) 2016 წლის 3 სექტემბერს ვ------------სა და ე------------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) 90%-ში ბათილად ცნობა;

1.2. უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---------------–-------- N29 (საკადასტრო კოდი N----------------) 2016 წლის 3 სექტემბერს ვ------------სა და ე------------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების 90%-ში ბათილად ცნობა;

1.3. ვ--------------ის მიერ 2012 წლის 13 ივლისს ვ------------ის სახელზე გაცემული მინდობილობის (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ბათილად ცნობა;

1.4. 2013 წლის 08 ივლისს ვ--------------სა და ვ------------ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.5. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თეთრიწყაროს რაიონის, ს-------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, მ--–--------–-------- N29 (საკადასტრო კოდი N----------------) 90%-ის მესაკუთრედ მოსარჩელე მ--–-----------ის აღიარება;

 

მოსარჩელე მ--–-----------ის მამა, ვ------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 16 სექტემბერს, რომელსაც 2016 წლის ჯერ კიდევ მაისის თვიდან აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ხოლო 22 აგვისტოს დაუდგინდა ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია. იმავე დღიდან, ტკივილების შემსუბუქების მიზნით, დაენიშნა ნარკოტიკული საშუალებების მიღება, რომლებიც მოსარჩელეს გამოჰქონდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ და უკეთდებოდა ყოველდღიურად. რადგან ავადმყოფობა პროგრესირებადი იყო, თანდათან გაეზარდა მისაღები ნარკოტიკების დოზა. ავადმყოფი უძლიერეს ტკივილებს განიცდიდა და ამავე დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. მისი მდგომარეობით ისარგებლეს მოპასუხეებმა და როგორც შემდეგ გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი, მისი სახლში დროებით არყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 3 სექტემბერს, შაბათ დღეს, მოიყვანეს ნოტარიუსი ადგილზე და ფაქტობრივად ცნობიერებაზე არმყოფ პირს ხელი მოაწერინეს ჩუქების ხელშეკრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, მ--–------- შესახვევი N29-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა საკუთრების უფლებით, მოპასუხეთა სახელზე. ჩუქების საფუძველზე, ასევე მოპასუხე ე------------------ის საკუთრებაში აღირიცხა თეთრიწყაროს რაიონის ს-----------------–- მდებარე უძრავი ქონებაც. მოპასუხეები წარმოადგენენ 2016 წლის 16 სექტემბერს გარდაცვლილი ვ------------ის შვილებს, ისევე როგორც მოსარჩელე მ--–-----------ი. გარდაცვლილს, ავადმყოფობისა და მის მიერ მიღებული ნარკოტიკების მიღების გამო, დაკარგული ჰქონდა ცნობიერება და ახასიათებდა ფსიქიკური აშლილობა. იგი სწორად ვერ აღიქვამდა რეალურ ვითარებას, არ იყო ადეკვატური. შესაბამისად, მას არ ჰქონდა ნების უხარვეზოდ გამოვლენის უნარი. ასეთი პირის მიერ დადებული გარიგება კი ბათილია. მოსარჩელის მამას, ვ------------ს 2016 წლის 3 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას არ შეეძლო ადეკვატურად გაეგო თავისი ქმედების მნიშვნელობა. მოსარჩელე მხარემ, მამკვიდრებლის ვ------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში წარადგინა სარჩელი სასამართლოში და ამასთან სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს, შესაბამისად, მას მიღებულად უნდა ჩაეთვალოს სამკვიდრო ამ გზით. გარდა ამისა, მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც უწყვეტად ცხოვრობს თბილისში, მ--–-----------ზე მდებარე სამკვიდრო სახლში და ფლობს მას, როგორც სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე და მამკვიდრებელიც აქვე იყო რეგისტრირებული. თბილისში, მ--–-----------–-------------ში რეგისტრირებული არიან მოსარჩელის მშობლები ვ---- და ვ--------------ები. ვ--------------ი ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეა. მეუღლის, ვ------------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ვ--------------მა და მ--–-----------მა, ხოლო ვ--------------ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო მიიღო მ--–-----------მა. მ--–-----------ს მიღებული აქვს მშობლების სამკვიდრო.

სადავო ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ--–-----------–-------------ში, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენდა მოსარჩელის მშობლების, ვ---- და ვ--------------ების თანასაკუთრებას. კერძოდ, 2009 წლის 16 ივნისს, ვ------------მა აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვ--------------ს. 2013 წლის 08 ივლისს ვ--------------მა თითქოსდა აჩუქა ეს წილი ისევ ვ------------ს. ამ ხელშეკრულებაში ვ------------ი გამოდის როგორც ვ--------------ის წარმომადგენელი და თავის თავთან დადო ჩუქების ხელშეკრულება. აშკარაა, რომ ეს ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია, რის გამოც ბათილია და არ ისახავდა მიზნად ვ------------ის რეალურ მესაკუთრედ აღრიცხვას ამ ქონებაზე. ვ------------მა გარდაცვალებამდე ეს ქონება დატვირთა იპოთეკით და ფაქტიურად მას ჰქონდა მიზანი, ვ--------------ის ნების გამოვლენის გარეშე, იპოთეკით დაეტვირთა ეს ქონება. საყურადღებოა, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის და ვ------------ზე თითქოსდა ვ--------------ის მიერ მინდობილობის გაცემის დროისათვის, ვ--------------ი უმძიმესად იყო ავად (დაავადებული იყო სახის კიბოთი), აბსოლიტურად ვერ აღიქვამდა რეალურ ვითარებას, იგი ცნობიერებაზე არ იყო არც ჩუქების ხელშეკრულების დადების და არც მინდობილობის გაცემის დროისათვის. თვით მინდობილობიდანაც ჩანს, რომ მას ისეთი ავადმყოფობა ჰქონდა, რომ ხელს თავად ვერ აწერდა, რის გამოც, საჭირო გახდა სხვა პირის მიერ მინდობილობის ხელმოწერა, მოწმეთა თანდასწრებით. ამასთან, თავად ნოტარიუსის მიერ არ იქნა მითითებული თუ რაში გამოიხატა სანოტარო დოკუმენტზე მინდობილობის გამცემის მიერ ხელმოწერის შეუძლებლობა. აშკარაა, რომ მინდობილობის გაცემის მიზანი იყო იპოთეკის ხელშეკრულების დადება, რადგან ისინი მოგვიანებით გაფორმდა. ვ--------------მა არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი მის მაგივრად სხვა პიროვნებამ მინდობილობაზე. მინდობილობის გამცემის ავადმყოფობის შესახებ სანოტარო აქტში ზოგადი მითითება ნიშნავს, რომ აშკარად შენიღბულია ავადმყოფობის ხასიათი იმ მიზნით, რომ დაიფაროს რეალური ვითარება. თბილისში, მ--–-----------–------------ -ში მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელის მშობლების თანასაკუთრებას წარმოადგენს იმ საფუძვლით, რომ 1992 წელს, მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში დაკანონდა ვ------------ის სახელზე. რაც შეეხება სოფელ ს----------–- მდებარე უძრავ ქონებას, მართალია, ის ფორმალურად ვ------------ის სახელზე ირიცხებოდა, მაგრამ როგორც ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება და, მაშასადამე, ვ--------------ის კუთვნილი 1/2 წილის ჩუქების უფლება ვ------------ს არ ჰქონდა. შესაბამისად, ამ ქონების 1/2 წილი, თბილისში, მ--–-----------ზე მდებარე ზემოაღნიშნული ქონების 1/2 წილთან ერთად შეადგენს ვ--------------ის სამკვიდრო ქონებას. მ--–-----------ზე მდებარე ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა იმიტომაც, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მათ გადააკეთეს ეს სახლი, მიამატეს 3-4 ოთახი, გაარემონტეს შიდა ფასადი, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება.

2018 წლის 22 მაისს წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ წარმოადგინა მამკვიდრებლის ვ------------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში გაანაწილა თავისი ქონება სამ პირზე თანაბარ წილად - მ--–-----------ზე, მეუღლეზე ვ--------------ზე და ნათესავზე ვ---------------ზე. მ--–-----------ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო ქონება განაწილდება იმგვარად, რომ მთელი ქონების 90% მიიღებს მ--–-----------ი შემდეგი გაანგარიშებიდან გამომდინარე: მთლიანი ქონების ნახევარი ისედაც დედას ვ--------------ს ერგება, ხოლო მეორე ნახევრიდან მოპასუხეები მემკვიდრეთა რაოდენობის (5 მემკვიდრე) გათვალისწინებით სავალდებულო წილის სახით მიიღებენ იმ წილის ნახევარს, რასაც მიიღებდნენ ანდერძი რომ არ ყოფილიყო. მთლიანობაში ეს არის მთელი ქონების 10% ორივე მოპასუხეზე ერთად. ანდერძში მითითებული პირი ვ-------

მ------ი მოსარჩელის სასარგებლოდ თმობს თავის წილს, რის გამოც, ანდერძით გათვალისწინებული მისი წილი მიემატება მოსარჩელისათვის მისაკუთვნებელი წილის ოდენობას.

(სარჩელი, 03.01.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი, 10.05.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი, 22.05.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები ე------------------ი და ვ------------ი არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას. სადავო უძრავი ქონებები მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე განკარგა და მოსარჩელეს ამ ქონებებიდან არაფერი ეკუთვნის. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს დაცული აქვს სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა, თუმცა, სამკვიდრო მას არ მიუღია, რადგან არ არსებობდა დანაშთი ქონება. არასწორია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ თითქოს ვ------------ს თანდათან გაეზარდა მისაღები ნარკოტიკების დოზა და ის, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს, ფაქტიურად ცნობიერებაზე არმყოფი იყო. ვ------------ს დაკარგული ცნობიერება და არც ფსიქიკური აშლილობა ახასიათებდა. იგი სრულად ადეკვატური იყო სადავო ხელშეკრულებების დადებისას და შემდგომაც. ამ ხელშეკრულებების დადებიდან 3 დღის მერე, 6 სექტემბერს ვ------------ი თვითონვე წავიდა ბანკში (სადაც კრედიტი აიღო და შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა), ხოლო 8 სექტემბერს მივიდა ნოტარიუსთან, სადაც ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა სხვა უძრავ ნივთზე. სადავო უძრავი ნივთები ვ------------ის გარდაცვალების დროისათვის მისი საკუთრება არ იყო, რადგან სიცოცხლეშივე განკარგა და აჩუქა მოპასუხეებს, რომლებიც ფლობენ და სარგებლობენ ნაჩუქარი ქონებით. ორივე ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილია. ვ--------------ი იმ დროს ცნობიერებადაკარგული არ იყო და სავსებით აცნობიერებდა თავისი ქმედების შინაარს. ს----------–- არსებული ქონება არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. გარდა ამისა, ვ------------მა ეს ნივთიც გააჩუქა მოპასუხეებზე და მის დანაშთ ქონებაში იგი არ შედის. ვ--------------ს ვ------------ისაგან სამკვიდრო ქონება არ მიუღია და არც თვითონ დარჩენია სამკვიდრო უძრავი ნივთის სახით.

არასწორია მოსარჩელე მხარის მითითება იმაზე, რომ თითქოს ვ------------ზე 2012 წლის 13 ივლისს გაცემული მინდობილობა ბათილია. სადავო მინდობილობა შედგენილია არა ბინაზე მისვლით, არამედ სანოტარო ბიუროში ვ--------------ი თვითონ მივიდა ნოტარიუსთან. მინდობილობაში აღნიშნულია, რომ ვ--------------ს ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ხელმოწერა და ამის გაკეთება სთხოვა მ--------------ას. ამასთანავე, ნოტარიუსი უთითებს, რომ მას, ვ--------------ის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ვ--------------ს ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემა კი არ ჰქონდა (ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი საერთოდ არ შეასრულებდა სანოტარო მოქმედებას), არამედ ხელის მოწერა არ შეეძლო. ამდენად, მინდობილობა კანონის დაცვითაა შედგენილი. მინდობილობაში მითითებულია, რომ ვ------------ს უფლება აქვს ვ--------------ის ქონება გადაიფორმოს საკუთარ თავზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ვ------------ს 2016 წლის 3 სექტემბერს ცნობიერება დაკარგული ჰქონდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ფაქტს ვერ ადასტურებს. ვ------------ის ავადმყოფობა არანაირად არ აისახებოდა მის გონებრივ შესაძლებლობაზე. ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაა ვ--------------ის მიერ 2012 წლის 13 ივლისს გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა. მხარე აქაც საფუძვლად უთითებს ვ--------------ის ცნობიერებაზე არყოფნას და მტკიცებულად უთითებს ამავე მინდობილობას, რომლის თანახმადაც ვ--------------ის ავადმყოფობის გამო მინდობილობაზე მის ნაცვლად ხელს სხვა პირი აწერს. ნოტარიუსმა დაადასტურა, რომ ვენერა მოისიანის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იყო. ვ--------------მა განაცხადა, რომ არ შეეძლო ხელის მოწერა, რადგან ხელი სტკიოდა და მისივე ნებით ხელი სხვა პირმა მოაწერა ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. პირის ქმედუუნარობა, ფსიქიკური აშლილობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. ასეთი სახის დასკვნა არ არსებობს არც ვ------------ის და არც ვ--------------ის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

(შესაგებელი, 08.02.2018 წელს წარმოდგენილი შესაგებელი, 24.05.2018 წელს წარმოდგენილი შესაგებელი, 18.06.2018 წელს შედგენილი შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 16 სექტემბერს. მისი მეუღლე, ვ--------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 ოქტომბერს; მოსარჩელე მ--–-----------ი წარმოადგენს ვ------------ის და ვ--------------ის შვილს. მოპასუხეები ე------------------ი და ვ------------ი არიან ვ------------ის და ელეონორა ლონდარეიშვილის შვილები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 21);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 153);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 1, ს.ფ. 228-230);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 2, ს.ფ. 33);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 2, ს.ფ. 34).

 

3.1.2. ვ------------ი და ვ--------------ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებულნი იყვნენ სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, მ--–--------–-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 219-221);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 18 აპრილს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 222-224);

 

3.1.3. ქ. თბილისის ისნის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ ვ------------ის და ვ--------------ის ქორწინების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 1960 წლიდან; მათ შორის ქორწინების არ შეწყვეტილა განქორწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 ივლისის მიმართვა, ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 20-22);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.4. მოსარჩელე მ--–-----------ი და მოპასუხეები ე------------------ი და ვ------------ი ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ მისამართზე, საერთო ეზოში მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- -ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–---------------------------------------------------- 17.05.2016 წლის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ვ------------ზე (პირადი N-----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის განაწილების სია N---, ხოლო განცხადების რეგისტრაციის თარიღია 05.02.2002 წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 17.05.2016 (ტომი 1, ს.ფ. 74-75);

 

3.2.2. ვ------------მა 2016 წლის 03 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–---------------------------------------------------- საკუთრებაში გადასცა ე------------------ს. დღეის მდგომარეობით, ეს უკანასკნელი ირიცხება უძრავი ნივთის მესაკუთრედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.09.2016 (ტომი 1, ს.ფ. 70-71);

 

3.2.3. 1992 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებით, ვ---- ვ-------ის ძე მ------მა ადგილობრივი მმართველობის ორგანოსაგან უსასყიდლოდ მიიღო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- ;

თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის 07.07.1992 წლის გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და დაკანონდა მ--–--------–--------------ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ ,,ა“ ნაგებობის შესაბამისი საცხოვრებელი და სათავსო ფართები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნაგებობა 1955 წლიდან აღრიცხულია განმცხადებელზე და განმცხადებლის მამის, აწ გარდაცვლილი ვ.გ. მ------ის სახელზე. ნაგებობის საერთო სასარგებლო ფართია 354.5 კვ.მ., აქედან საცხოვრებელია 257 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1992 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 160-161);

- თბილისის მერიის საქალაქო მმართველოს ისნის რაიონის გამგეობის 1992 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება 0-------- (ტომი 1, ს.ფ. 158-159).

 

3.2.4. 2009 წლის 16 ივნისს ვ------------მა თბილისში, მ--–--------–------------- -ში მდებარე უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვ--------------ს. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის ვ------------ის საკუთრებაში არსებული დაზუსტებული ფართობი 438.00 კვ.მ.-დან 1/2 ნაწილს, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან სარეგისტრაციო N----------------, რომელიც მდებარეობს მისამართზე, ქ. თბილისი, მ--–--------–------------- ;

2012 წლის 13 ივლისს, ვ--------------მა ვ------------ზე განუსაზღვრელი ვადით გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, მარწმუნებელმა ვ------------ს მიანიჭა უფლებამოსილება იყოს მისი წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, რათა მართოს და განაგოს მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--–--------–--------------დან კუთვნილი 1/2 ნაწილი (საკადასტრო კოდი N----------------), შესაბამისად, დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, მათ შორის გაყიდოს, გააჩუქოს, გასცეს იჯარით, გადაიფორმოს საკუთარ თავზე, ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებას, ყველა ამ შემთხვევაში განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავისი შეხედულებისამებრ, მოაწეროს ხელი და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც საჭირო გახდება ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. აღნიშნულ მინდობილობას ხელს არ აწერს პირადად ვ--------------ი. მარწმუნებლის თხოვნით, სანოტარო აქტზე ხელს აწერს მ--------------ა და მოწმეები ზ--------–---–---–ი და ო----–---–---–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 16 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20);

- 2012 წლის 13 ივლისს გაცემული მინდობილობა, რეგისტრაციის ნომერი N1-------- (ტომი 1, ს.ფ. 239-240);

- მოწმეების ო----–---–---–---–ის და ზ--------–---–---–ის ჩვენებები (2018 წლის 29 ოქტომბრის და 03 დეკემბრის სხდომის ოქმები);

 

3.2.5. 2013 წლის 08 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ--------------მა (წარმომადგენელი ვ------------ი) უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--–--------–-------------, 438 კვ.მ. -ის 1/2 ნაწილი ჩუქებით გადასცა ვ------------ს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მითითებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მთლიანად დარეგისტრირდა ვ------------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 08 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 18-19);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 15.08.2014 წელი (ტომი 1, ს.ფ. 72-73);

 

3.2.6. 2016 წლის 03 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ------------მა (მჩუქებელმა) შვილებს ე------------------ს და ვ------------ს (დასაჩუქრებულები) თანაბარწილად აჩუქა უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: ქ. თბილისი, მ--–--------–-------------, დაზუსტებული ფართობი 438.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N---------------- ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ე------------------ის და ვ------------ის სახელზე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება დატვირთულია რამდენიმე იპოთეკით: 1. იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 16.08.2011, იპოთეკარი დ--–----------–--ე; 2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 16.09.2013 წელი, იპოთეკარი ზ---------–--–---–ი; 3. სესხის იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 11.08.2014, იპოთეკარი თ------------–--ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 03 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 64-67);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.09.2016 წელი (ტომი 1, ს.ფ. 68-67).

 

3.2.7. ვ------------ის გარდაცვალებამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაუდგინდა დიაგნოზი - მარცხენა ფილტვის კინო, ინვაზიით მაგისტრალურ სისხლძარღვებში, მეტასტაზები შუასაყრის ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ძლებში, გართულებული ქრონიკული ტკივილის სინდრომით, მეოთხე სტადია, მეოთხე კლინიკური ჯგუფი. პაციენტს ესაჭიროებოდა სიმპტომური მკურნალობა ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჩათვლით. რეკომენდაცია გაიცა ბისფოსფონატებით მკურნალობის შესახებ. შპს ,------–------------------------–-----–------ის“ ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნა შსს ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას, პაციენტს ვ------------ს დადგენილი დიაგნოზის შესაბამისად, დაენიშნა მორფინი ,,ჰიდროქლორიდი“ სადღეღამისო ნორმა. წამლის გამომტან პირად მიეთითა მ--–-----------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,---–-----------------–-------------------ის“ მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 22);

- შპს ,------–----------–-----–------ის" ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 23);

- შპს ,------–------------------------–-----–------ის“ მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს გაცემული მიმართვა N476 (ტომი 1, ს.ფ. 197).

 

3.2.8. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,----------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დოკუმენტაციით ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ვ------------ის მიმართ. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და მათი რეტროსპექტული ანალიზით ვ------------ს ჯერ კიდევ ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირებამდე დროის უფრო ადრეული პერიოდიდან აღენიშნებოდა მთელი რიგი პათოლოგიური პროცესები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებდნენ თავის ტვინის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე. ამ მხრივ საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზია ხშირი კრიზული მიმდინარეობით, ხანდაზმული ასაკით (დაბ. 1941 წელს) განპირობებული ათეროსკლეროზი თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით, ქრონიკული ჰიპოქსია და თავის ტვინის ატროფიული ცვლილებები (29.07.16წ. თავის ტვინის KT დასკვნა). ყოველივე აღნიშნული მიუთითებს თავის ტვინის დაზიანების - ენცეფალოპათიის არსებობაზე. 18.08.2016 წელს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ვ------------ს დაუდგინდა უკვე ფილტვის შორს წასული ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი (მარცხენა ფილტვის კიბო, ინვაზიით მაგისტრალურ სისხლძარღვებში, მეტასტაზები შუასაყრის ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ძვლებში, გართულებული ქრონიკული ტკივილის სინდრომით. სიმსივნის დიაგნოსტირებიდან მცირე დროში კონსტანტირებული იქნა პაცინეტის სიკვდილი. IV კლინიკური ჯგუფის არსებობა მიუთითებს, რომ ვ------------ი უკვე იმყოფებოდა ქრონიკულ ტერმინალურ მდგომარეობაში. კიბოს დიაგნოსტირებამდე 1.5 თვის მანძილზე ზოგადი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრაქტიკულად მწოლიარეა ბინაზე (,,მიჯაჭვული საწოლს“). სიმსივნური ინტოქსიკაცია და რღვევითი პროცესები სწრაფად პროგრესირდება და შესაბამისად, ტკივილის ინტენსივობის შემცირების მიზნით ჯერ კიდევ 22.08.2016 წელს დანიშნული ოპაიდის - მორფინის სადღეღამისო დოზა ორი ამპულიდან გაეზარდა ოთხ ამპულამდე. ამდენად, ცალსახაა, რომ ამ დროს უკვე არსებულ ენცეფალოპათიას გააღრმავებდა როგორც ორგანიზმის ზოგადი სიმსივნური ინტოქსიკაცია, ასევე უშუალოდ ღვიძლის მეტასტაზური პროცესით განპირობებული თავის ტვინის ინტოქსიკაცია წოდებული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით და ოპიატის (მორფინი) ზემოქმედება მზარდი დოზებით. აღნიშნული ორგანული პათოლოგიური პროცესები მთლიანობაში არსებით ნეგატიურ გავლენას მოახდენდნენ თავის ტვინზე - ცნობიერებაზე და შესაბამისად, 03.09.2016 წლის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას ვ------------ი ვერ შეძლებდა ადეკვატურად აღექვა თავისი ქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,----------ის“ მიერ 01.05.2018 წელს მომზადებული დასკვნა N-------- (ტომი 1, ს.ფ. 232-237);

 

3.2.9. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,------–---------ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ვ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ჩატარდა გარდაცვლილის შვილის, ე------------------ის განცხადების საფუძველზე, საქმის მასალებისა და სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით. 2016 წლის 16 სექტემბერს გარდაცვლილი ვ------------ის სამედიცინო დოკუმენტების, კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების შესწავლის, გაანალიზების და შეჯერების საფუძველზე, ექსპერტი მივიდა შედეგამდე: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით, ვ------------ს 2016 წლის აგვისტოში თავის ტვინის ნივთიერებაში დაუდგინდა ,,ერთეული ლაკონური ატროფიული კერები“, აღინიშნებოდა ზომიერი ქერქული ატროფიის კტ. სურათი, რაც არ წარმოადგენს თავის ტვინის მძიმე პათოლოგიას და არ მიუთითებს ცნობიერების დარღვევაზე. კლინიკურად ვ------------ის ცნობიერება იყო ნათელი, იგი იყო კონტაქტური. 29.07.2016 წელს თავის ტვინის კომპიუტერულ-ტოლოგრაფიული კვლევით თავის ტვინის ნივთიერებაში მწვავე პათოლოგიური სიმკვრივის კერა ნანახი არ ყოფილა. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ კვირაში სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით, ვ------------ის ცნობიერების შეცვლას ან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვ------------ს 2016 წლის 09 სექტემბერს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელთა მონაცემების მიხედვით, ძირითადი პარამეტრების ნაწილი ამ დროისათვის (გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე) მცირედ აღემატებოდა ან ნაკლები იყო ნორმაზე. აბსოლიტური ნორმის ფარგლებში იყო ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები და კრეატინინი სისხლში, რაც ღვიძლის ფუნქციის შენარჩუნებაზე მეტყველებს და ნიშნავს, რომ ღვიძლში არსებული მეტასტაზირების გამო სიკვდილამდე 7 დღით ადღეც კი ღვიძლისმიერ ინტოქსიკაციას და მით უმეტეს, ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გამო ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,----------ის“ ექსპერტის დასკვნა N---------ში ვ------------ის ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის არსებობაზე გამოთქმულ ვარაუდებს, ვიანიდან ასეთი ვარაუდების დაშვებას წარმოდგენილი ლაბორატორიული კვლევების მონაცემები სრულად გამორიცხავს. 2016 წლის აგვისტოში და სექტემბრის პირველ კვირაში, ვ------------ს არ აღენიშნებოდა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გამოვლინებების ობიექტური ნიშნები.

პირის მიერ საკუთარი მოქმედებების და ქმედებების მნიშვნელობის სწორად აღქმის და განგების საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციის საგანს. კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების მონაცემების მიხედვით, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ კვირაში ვ------------ის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევის მონაცემები და ცნობიერების დარღვევის გამომწევი პათოლოგია არ აღინიშნებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,------–---------ის“ 06.06.2018 წლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დაკსვნა R------------ მედ. (ტომი 1, ს.ფ. 304-312).

 

3.2.10. ვ------------ის მიერ, 1993 წლის 04 ნოემბერს შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ვ------------მა მთლიანი მისი ქონება, რაც მისი გარდაცვალების დღისათვის აღმოჩნდება მის საკუთრებაში, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი, მათ შორის საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–-------------, უანდერძა მეუღლეს ვ--------------ს, ვაჟს მ--–-----------ს და ძმისშვილს ვ---------------ს, მცხოვრებთ იქვე, თანაბარ წილში. ანდერძი შედგენილი იქნა სანოტარო წესით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1993 წლის 04 ნოემბერს შედგენილი ანდერძი (ტომი 1, ს.დ. 11-12);

 

3.2.11. სადავო ჩუქების ხელშეკრულებების (დამოწმების თარიღი 03.09.2016 წელი) გაფორმების შემდგომ, ვ------------მა შპს ,--–--------სთან გააფორმდა საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულება. საფინანსო დაწესებულებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია მსესხებლის ვ------------ის ხელმოწერა. ასევე, აღნიშნულია, რომ მსესხებელი ქმედუნარიანია;

ვ------------მა 2016 წლის 08 სექტემბერს წ----------------------თან ნოტარიუსთან (სანოტარო ბიუროში) გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვ------------მა, როგორც გამყიდველმა, წ-----------------------, როგორც მყიდველს, მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–------------------–----------------------------------------------------------- სანოტარო აქტის მიხედვით, ნოტარიუსმა დაადგინა ხელშეკრულების მხარეების, ვ------------ის და წ----------------------ის პირადობა, ასევე შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.09.2016 წელს შპს ,--–--------სთან გაფორმებული საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 123);

- 2016 წლის 08 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 124-126).

 

3.2.12. ვ------------ს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების დროს, 2016 წლის 03 სექტემბერს ცნობიერება დაკარგული არ ჰქონდა და მას თავისი გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეეძლო გაეგო თავისი ქმედების მნიშვნელობა და დადებულ გარიგებათა სამართლებრივი შედეგები. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების დადების დროისათვის პირის ქმედუუნარობას, მის ფსიქიკურ აშლილობას დაადასტურებდა. საქმეს არ ერთვის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა;

მოწმეებმა ი-----------------ე და დ--–----------–--ე, რომლებიც ცხოვრობდნენ, ხოლო დ--–----------–--ე დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ მისამართზე. მათ ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ ვ------------თან და მის მეუღლესთან, ვ--------------თან. ი-----------------ე განმარტავს, რომ ვ------------ი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა ნათელ გონებაზე, იყო კონტაქტური და მის გონებრივ შესაძლებლობაზე, აზროვნების უნარზე უარყოფითად არ უმოქმედია მის დაავადებას. მოწმეს არ ახსენდება ვ------------ის არადეკვატური ქმედება ანდა საუბარი. დ--–----------–--ე ვ------------თან გარდაცვალებამდე ჰქონდა რეგულარული ურთიერთობა, ვინაიდან დ--–----------–--ეს სთხოვდნენ მისთვის (ვ------------ისათვის) ნემსის გაკეთებას. გარდაცვალებამდე მას უკეთდებოდა დაავადების სიმძიმის შესაბამისი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი. ვ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა იმით, რომ ფიზიკური ტკივილები გაუმძაფრდა, თუმცა იგი ბოლომდე საღ გონებაზე იმყოფებოდა, იყო კონტაქტური და აზროვნებდა ნორმალურად. ვ------------ის არადეკვატურ გონებრივ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კატეგორიულად გამორიცხავს ნოტარიუსი ქ-----------------–---–ი, რომელმაც დაამოწმა 03.09.2016 წელს გაფორმებული სადავო ჩუქების ხელშეკრულებები. მოწმის სახით დაკითხულმა ქ-----------------–---–მა მიუთითა, რომ ჩუქების გარიგების დადების დროისათვის, ვ------------ი იმყოფებდა გონებრივად ნორმალურ მდგომარეობაში, საღი აზროვნებით, შემოწმდა მისი ქმედუნარიანობა და ნოტარიუსს მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გასჩენია. მოწმე ი---- მ------ი, რომელმაც გარდაცვალებამდე წინა ღამეს თავად ჩაიყვანა ე.წ. საკაცით ვ------------ი სასწრაფო დახმარების მანქანაში, განმარტავს, რომ ბოლო მომენტამდე ვ------------ი იმყოფებოდა საღ აზრზე, გონებრივად გამართულად აზროვნებდა და შეეძლო საუბარი. რაიმე არაადეკვატურ საუბარსა ან ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენების გარემოებაზე მოწმე ი---- მ------ი, რომელსაც გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა კონტაქტი ვ------------თან, არ მიუთითებს.

საწინააღმდეგო შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ლ--–---------–---–მა, რომელიც იცნობდა ვენერა და ვ------------ების ოჯახს. მან მიუთითა 2014 წელს ჩატარებული არჩევნებზე, როდესაც ვ--------------ს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, ლ--–---------–---–მა, როგორც საარჩევნო უბანში დასაქმებულმა პირმა სახლში მიუტანა საარჩევნო ყუთი და ამ უკანასკნელმა, მისი გონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნის გაკეთება მხოლოდ მეუღლის, ვ------------ის დახმარების შემდგომ შესძლო. აღნიშნულ ფაქტზე მითითებით, ლ--–---------–---–ი ადასტურებს, რომ ვ--------------ი გონებრივად იმყოფებოდა არაჯანსაღ მდგომარეობაში და მისი ქცევა იყო არადეკვატური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოწმეების ლ--–---------–---–ის, ი-----------------ის, დ--–----------–--ის, ქ-----------------–---–ის (ნოტარიუსის) და ი---- მ------ის ჩვენებები (2018 წლის 29 ოქტომბრის და 03 დეკემბრის ჩვენებები).

 

3.2.13. 2012 წლის 13 ივლისს, ნოტარიუსთან ვ--------------ის, როგორც მარწმუნებლის, ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობდა. მოწმის სახით დაკითხულმა ქ-----------------–---–მა მიუთითა, რომ მან სანოტარო მოქმედების შესრულებამდე, პირადად შეამოწმა მინდობილობის გამცემი პირის პირადობა, დარწმუნდა, რომ იგი ქმედუნარიანია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სანოტარო აქტის გაფორმებისათვის საჭირო მოქმედების შესრულება. სანოტარო აქტზე არ დაფიქსირდა მარწმუნებლის ხელმოწერა, ვინაიდან ვ--------------ს სტკიოდა ხელი, ვერ ახერხებდა პირადად ხელმოწერას და მის მაგივრად მისივე სურვილით ხელი მოაწერა მ--------------ამ. იმ ფაქტის შესახებ, თუ რა მიზეზით ვერ მოხდა სანოტარო აქტზე მარწმუნებლის ხელმოწერა, აღნიშვნა არ განხორციელდა უშუალოდ სანოტარო აქტზე, თუმცა ნოტარიუსს ჰქონდა პირადი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------------მა ფიზიკური ავადმყოფობის, კერძოდ, ხელის ტკივილის გამო, ვერ შესძლო პირადად მოეწერა ხელი სანოტარო აქტზე. ვ--------------ის ფიზიკური მდგომარეობა (ხელის ტკვილი) არ ახდენდა გავლენას მის გონებრივ შესაძლებლობაზე და სანოტარო აქტის გაფორმების დროს, ვ--------------ი იმყოფებოდა საღ გონებაზე, აზროვნებდა ჩვეულებრივად და მის გონებრივ შესაძლებლობასა და ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გამოვლენილა. მინდობილობაზე ხელმომწერი პირები, ზ------- და ო----–---–---–---–ები არ წარმოადგენდნენ სანოტარო მოქმედების უშუალო მონაწილე პირის, ვ--------------ის აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავებს. მ--------------ა, როგორც მინდობილობის გამცემი პირის ნაცვლად ხელისმომწერი პირი, სანოტარო მოქმედების შესრულებაში არ იღებდა მონაწილეობას როგორც მოწმე. ვ--------------ის გონებრივ შესაძლებლობებთან მიმართებით, რაიმე უარყოფით გარემოებაზე არ მიუთითებს არც მოწმე ი---- მ------ი. მოწმის განმარტებით, ვ------------ი იყო მისი ბიძა. ი---- მ------ი 2010 წლიდან-2012 წლამდე პერიოდში და ასევე, 2015 წელს იმყოფებდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მას ჰქონდა რეგულარული ურთიერთობა ბიძის ოჯახთან. ი---- მ------ის ჩვენების მიხედვით, ვ--------------ს სტკიოდა ხელი და გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო, თუმცა 2012-2013 წლებში რაიმე საეჭვო გარემოებაზე, რაც ნეგატიურად აისახებოდა ვ--------------ის გონებრივ მდგომარეობასა და ქმედუნარიანობაზე, მოწმის მხრიდან მითითებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმები);

- მოწმეების ო----–---–---–---–ის, ზ--------–---–---–ი, ქ-----------------–---–ის (ნოტარიუსი), ი---- მ------ის ჩვენებები (2018 წლის 29 ოქტომბრის და 03 დეკემბრის სხდომის ოქმები).

 

3.2.14. სადავო უძრავი ქონებები, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- (საკადასტრო კოდი N----------------) და თეთრიწყაროს რაიონი, ს-------------------------------------------------------- ვ------------ის გარდაცვალების დროისათვის არ წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას, შესაბამისად, აღნიშნული ქონება არ მოიაზრება მის დანაშთ სამკვიდრო მასაში. ვ--------------მა თავის სიცოცხლეში განკარგა კუთვნილი წილი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, მ--–--------–------------- (საკადასტრო კოდი N----------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 03 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1, ს.ფ. 64-67);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.09.2016 (ტომი 1, ს.ფ. 70-71);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე, 170-ე, 477-ე, 524-525-ე, 724-ე, 1158-1159-ე, 1160-ე, 1306-1307-ე, 1336-ე, 1328-ე მუხლები;

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 31 მარტის ინსტრუქცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მ--–-----------მა მოითხოვა: უძრავ ქონებაზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, ს-----------------–--------------------------------------) 2016 წლის 3 სექტემბერს ვ------------სა და ე------------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) 90%-ში და ასევე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- -ში (საკადასტრო კოდი N----------------) 2016 წლის 3 სექტემბერს ვ------------სა და ე------------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების 90%-ში ბათილად ცნობა, ვ--------------ის მიერ 2012 წლის 13 ივლისს ვ------------ის სახელზე გაცემული მინდობილობის (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ბათილად ცნობა, 2013 წლის 08 ივლისს ვ--------------სა და ვ------------ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონებების, მდებარე მისამართზე თეთრიწყაროს რაიონის, ს-------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, მ--–--------–------------- (საკადასტრო კოდი N----------------) 90%-ის მესაკუთრედ მოსარჩელე მ--–-----------ის აღიარება.

 

დადგენილია, რომ ვ------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 16 სექტემბერს. მისი მეუღლე, ვ--------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 ოქტომბერს; მოსარჩელე მ--–-----------ი წარმოადგენს ვ------------ის და ვ--------------ის შვილს. მოპასუხეები ე------------------ი და ვ------------ი არიან ვ------------ის და ელეონორა ლონდარეიშვილის შვილები. ქ. თბილისის ისნის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ ვ------------ის და ვ--------------ის ქორწინების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია 1960 წლიდან; მათ შორის ქორწინების არ შეწყვეტილა განქორწინებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ------------ი და ვ--------------ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებულნი იყვნენ სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, მ--–--------–-------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. უდავოა, რომ მოსარჩელე მ--–-----------ი და მოპასუხეები ე------------------ი და ვ------------ი წარმოადგენენ 2016 წლის 16 სექტემბერს გარდაცვლილი ვ------------ის შვილებს და შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. შესაბამისად, იმისათვის, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა განაცხადონ პრეტენზია კონკრეტულ ქონებასთან მიმართებით, აუცილებელია დგინდებოდეს ის გარემოება, რომ აღნიშნული ქონება (ან მისი ნაწილი) წარმოადგენს მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს.

 

მოსარჩელე მხარე თავის სარჩელს აფუძნებს როგორც მემკვიდრეობით-სამართლებრივი, ასევე, საოჯახო სამართლის ნორმებს. მისი მითითებით, სადავო ქონება არის მეუღლეების, ვ------------ის და ვ--------------ის თანასაკუთრება. მ--–-----------ი წარმოადგენს სადავო ორი უძრავი ქონების 90%-ზე უფლებამოსილ პირს იმ საფუძვლით, რომ მან მამის დანაშთი ქონება უნდა მიიღოს ანდერძისმიერი მემკვიდრეობითი გზით, ხოლო რაც შეეხება დედის დანაშთ სამკვიდროს, ვ--------------ის ქონებაზე ერთადერთ უფლებამოსილ მემკვიდრეს მოსარჩელე მხარე წარმოადგენს.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი). ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ორივე სადავო უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ--–--------–--------------ში და თეთრიწყაროს რაიონი, ს------–--------------, როგორც ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ამ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეების, ვ------------ის და ვ--------------ის თანასაკუთრების რეჟიმი, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის, მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მშობლები, ვ------------ი და ვ--------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1960 წლიდან, რასაც ადასტურებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაცია. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (1997 წელი) არსებული ნორმატიული აქტების გამოყენების შემთხვევაშიც, როგორც 1930 წლის რედაქციით საქორწინო, საოჯახო და სამერუვეო კანონთა კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე 1970 წლის რედაქციით საქართველოს სსრ საქორწინო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობოდა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებით. ამავე კოდექსების მე-17 და 21-ე მუხლების მიხედვით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების მიერ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილია 1992 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვ---- ვ-------ის ძე მ------მა ადგილობრივი მმართველობის ორგანოსაგან უსასყიდლოდ მიიღო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–-------------. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის 07.07.1992 წლის გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და დაკანონდა მ--–--------–--------------ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ ,,ა“ ნაგებობის შესაბამისი საცხოვრებელი და სათავსო ფართები. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნაგებობა 1955 წლიდან აღრიცხულია განმცხადებელზე ვ------------ზე და განმცხადებლის მამის, აწ გარდაცვლილი ვ.გ. მ------ის სახელზე. ნაგებობის საერთო სასარგებლო ფართია 354.5 კვ.მ., აქედან საცხოვრებელია 257 კვ.მ. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება ის გარემოება, რომ ვ------------ის სახელზე სადავო ქონება ირიცხებოდა 1955 წლიდან, ხოლო მეუღლეთა ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1960 წელს. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ქონების შეძენა მეუღლეთა მიერ ერთობლივად, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად არ მომხდარა.

 

სადავო უძრავ ქონებას წარმოადგენს ასევე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–--------------, რომელიც ვ------------ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა საკუთრების უფლებით. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს: მიწის განაწილების სია N---, ხოლო რეგისტრაციის თარიღია 05.02.2002 წელი. მართალია, რეგისტრაციის თარიღი ემთხვევა მეუღლეთა ქორწინების პერიოდს, თუმცა, საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მ--–-----------ის და ვ--------------ის მიერ ქორწინების პერიოდში ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ერთობლივად, ოჯახის საერთო კეთილდღეობისათვის, ერთიანი მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენის ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ ვ------------ის სახელზე ქორწინების პერიოდში მოხდა ქონების აღრიცხვა, შესაძლოა დაკანონებაც კი, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მითითებულ თარიღამდეც გააჩნდა უფლება ვ------------ს სადავო ქონებაზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, პირდაპირი, უტყუარი და სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–-------------- (ს---------------) არსებობს მეუღლეების საერთო თანასაკუთრების გავრცელების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით არ განხორციელებულა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული უძრავი ნივთები, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის, ს-------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, მ-----------–------–------------------------------------------------------ არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ვინაიდან არ დასტურდება ქორწინების განმავლობაში, მეუღლეების მიერ ქონების საერთო ძალებით შეძენის გარემოება.

 

დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის, ს-------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ე------------------ის სახელზე, ხოლო მეორე უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ-----------–------–------------------------------------------------------ თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხეების ე------------------ის და ვ------------ის სახელზე. მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხეთა სახელზე უძრავი ქონებებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების - 2016 წლის 03 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ნამდვილობას. მოსარჩელის მითითებით, მას ამ გარიგებათა მოპასუხეებთან დადების დროის, მ--–-----------ი არ იმყოფებოდა საღ გონებაზე, ცნობიერება დაკარგული ჰქონდა და არ შეეძლო ადეკვატურად აღექვა თავისი მოქმედების მნიშვნელობა. ამავდროულად, სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, სადავო ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–--------------ის თავად ვ------------ის სახელზე რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული 2013 წლის 08 ივლისს ვ----ს მ------სა და ვ--------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების და 2012 წლის 13 ივლისს ვ--------------ის მიერ გაცემული მინდობილობის ნამდვილობაც.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2009 წლის 16 ივნისს, ვ------------მა თბილისში, მ--–--------–--------------ში მდებარე უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი,მ--–--------–-------------) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვ--------------ს. 2012 წლის 13 ივლისს ვ--------------მა ვ------------ზე განუსაზღვრელი ვადით გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, მარწმუნებელმა ვ------------ს მიანიჭა უფლებამოსილება იყოს მისი წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, რათა მართოს და განაგოს მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი,მ--–--------–--------------დან კუთვნილი1/2 ნაწილი (საკადასტრო კოდი N----------------), შესაბამისად, დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, მათ შორის გაყიდოს, გააჩუქოს, გასცეს იჯარით, გადაიფორმოს საკუთარ თავზე, ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებას, ყველა ამ შემთხვევაში განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავისი შეხედულებისამებრ, მოაწეროს ხელი და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც საჭირო გახდება ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. აღნიშნულ მინდობილობას ხელს არ აწერს პირადად ვ--------------ი. მარწმუნებლის თხოვნით, სანოტარო აქტზე ხელს აწერს მ--------------ა და მოწმეები ზ--------–---–---–ი და ო----–---–---–---–ი. 2013 წლის 08 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ--------------მა (წარმომადგენელი ვ------------ი) უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- , 438 კვ.მ. -ის 1/2 ნაწილი ჩუქებით გადაეცა ვ------------ს და ეს უკანასკნელი აღირიცხა მთლიანი უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

უპირველესად, სასამართლო შეაფასებს 2012 წლის 13 ივლისის მინდობილობის ბათილად ცნობის მოსარჩელის მიერ მითითებულ საფუძვლებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, მარწმუნებელმა ვ--------------მა კონკრეტულ უძრავ ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მ--–--------–------------- -დან კუთვნილი 1/2 ნაწილი, მართვის და განკარგვის უფლებით გადასცა მეუღლეს, ვ------------ს. მათ შორის, საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებით. მინდობილობას ვ--------------ის ნაცვლად ხელს აწერს მ--------------ა და ასევე, მოწმეები ზ--------–---–---–ი და ო----–---–---–---–ი.

 

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 31 მარტის ინსტრუქციის მიხედვით, მე-19 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედობაუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედობაუნარიანობაში. ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის მიხედვით, მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის ყრუ-მუნჯი, ყრუ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 26-ე მუხლის მე-7 ნაწილით, მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით.

 

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის 29-ე მუხლი ადგენს სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესს. სანოტარო აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ სანოტარო აქტს ხელს აწერს ნოტარიუსი. თუ პირს ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია ხელმოწერა, მაგრამ შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა, მის ნაცვლად და მისი თხოვნით დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს პირის მიერ გაცხადებული ის მიზეზი, რის გამოც მას არ შეუძლია ხელმოწერა, აგრეთვე მის ნაცვლად ხელმომწერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 13 ივლისს, მინდობილობის დამოწმებისას ნოტარიუსთან ვ--------------ის, როგორც მარწმუნებლის, ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობდა. მოწმის სახით დაკითხულმა ქ-----------------–---–მა მიუთითა, რომ მან სანოტარო მოქმედების შესრულებამდე, პირადად შეამოწმა მინდობილობის გამცემი პირის პირადობა, დარწმუნდა, რომ იგი ქმედუნარიანია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სანოტარო აქტის გაფორმებისათვის საჭირო მოქმედების შესრულება. სანოტარო აქტზე არ დაფიქსირდა მარწმუნებლის ხელმოწერა, ვინაიდან ვ--------------ს სტკიოდა ხელი, ვერ ახერხებდა პირადად ხელმოწერას და მის მაგივრად მისივე სურვილით ხელი მოაწერა მ--------------ამ. იმ ფაქტის შესახებ, თუ რა მიზეზით ვერ მოხდა სანოტარო აქტზე მარწმუნებლის ხელმოწერა, აღნიშვნა არ განხორციელდა უშუალოდ სანოტარო აქტზე, თუმცა ნოტარიუსს ჰქონდა პირადი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ვ--------------მა ფიზიკური ავადმყოფობის, კერძოდ, ხელის ტკივილის გამო, ვერ შესძლო პირადად მოეწერა ხელი სანოტარო აქტზე. ვ--------------ის ფიზიკური მდგომარეობა (ხელის ტკვილი) არ ახდენდა გავლენას მის გონებრივ შესაძლებლობაზე და სანოტარო აქტის გაფორმების დროს, ვ--------------ი იმყოფებოდა საღ გონებაზე, აზროვნებდა ჩვეულებრივად და მის გონებრივ შესაძლებლობასა და ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გამოვლენილა. როგორც სანოტარო აქტის გაფრომების დროს დამსწრე პირები, ზ--------–---–---–ი და ო----–---–---–---–ი აღნიშნავენ თავიანთ ჩვენებაში, ვ--------------მა პირადად ვერ შესძლო ხელის მოწერა სანოტარო აქტზე, მათ იცოდნენ, რომ ამ დოკუმენტის გაფორმებით, ვ--------------ი საცხოვრებელი ბინას უფორმებდა თავის მეუღლეს ვ------------ს. ვ--------------ის თხოვნით მის ნაცვლად ხელი მოაწერა მისმა შვილმა, მ--------------ამ. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის მიხედვით, მოწმეები არ შეიძლება წარმოადგენენ სანოტარო მოქმედების უშუალო მონაწილე პირის აღმავალი და დამავალი ხაზის ნათესავებს. ხოლო თავად მარწმუნებლის ნაცვლად ხელის მომწერი პირის სანოტარო აქტის მონაწილე პირთან ნათესაური კავშირი დასაშვებია. მოწმეებიდან მითითებული პირები კი, ზ------- და ო----–---–---–---–ები არ არიან ვ--------------ის აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავები. მ--------------ა, როგორც მინდობილობის გამცემი პირის ნაცვლად ხელისმომწერი პირი, სანოტარო მოქმედების შესრულებაში არ იღებდა მონაწილეობას როგორც მოწმე. ვ--------------ის გონებრივ შესაძლებლობებთან მიმართებით, რაიმე უარყოფით გარემოებაზე არ მიუთითებს არც მოწმე ი---- მ------ი (3.2.13). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება სადავო მინდობილობის ბათილად ცნობის საფუძვლებთან მიმართებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე ვერ დადგინდა ვ--------------ის 2012 წლის 13 ივლისს, სანოტარო აქტის შესრულებისას, ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაც თავის მხრივ, საეჭვოს გახდიდა მინდობილობის ნამდვილობას. მოწმეების ზ------- და ო----–---–---–---–ის, ასევე ქ-----------------–---–ის (ნოტარიუსი) ჩვენებებზე დაყრდნობით, 2012 წლის 13 ივლისს ქონების მართვის და განკარგვის შესახებ მინდობილობა ვ------------ის სახელზე გაფორმდა იმგვარად, რომ არ დარღვეულა არც სამოქალაქო კანონმდებლობის და არც ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ ინსტრუქციის მოთხოვნები.

 

მოსარჩელე მხარე სწორედ 2012 წლის 13 ივლისს გაფორმებული მინდობილობის ბათილობის საფუძვლების მითითებით მიიჩნევდა, რომ 2013 წლის 08 ივლისს ვ--------------ს და ვ------------ს შორის სადავო ქონების (მდებარე ქ. თბილისი, მ--–--------–-------------) 1/2 ნაწილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგებათა სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმების სამართლებრივი შინაარსის გარიგებად აღიარებისათვის საჭიროა, მას გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, ანუ მიმართული იყოს კონკრეტული შედეგებისაკენ. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა სწორედ ამ იდეას ემსახურება. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ გარიგებისათვის არის დამახასიათებელი. ამგვარი გარიგების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მესაკუთრემ ვ--------------მა თავისი ნების საფუძველზე გადასცა უფლება ქონებაზე მეუღლეს ვ------------ს, სხვა სიტყვებით, მან თავისი შეხედულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, განკარგა საკუთრებაში არსებული ქონება, რასაც მოჰყვა ის სამართლებრივი შედეგი, რასაც ჩუქების გარიგება ითვალისწინებს - მესაკუთრედ აღრიცხული იქნა დასაჩუქრებული ვ------------ი და თავად გარიგებათა მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების მხარეთა მიერ ამ გარიგების დადების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის ნებას, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას აღნიშნული ხელშეკრულების, 2013 წლის 8 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, მით უფრო, არ დადასტურდა ამ ხელშეკრულებაში მჩუქებელის ვ--------------ის მიერ ვ------------ისათვის მინდობილობით გადაცემული უფლების ხარვეზი და აღნიშნული მინდობილობა მიჩნეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ დოკუმენტად, რითაც ვ--------------მა მეუღლეს, ვ------------ს მიანდო ქონების მართვა და განკარგვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმის დანაწესი სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით ცდილობს ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს განხორციელებული ნების გამოვლენის გათანაბრებას ქმედუუნარო პირის მიერ განხორციელებული ნების გამოვლენასთან. ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებით ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც იწვევს პირის აღიარებას ქმედუუნაროდ და დროებით ხასიათს ატარებს. აღიარებული შეხედულების თანახმად, ცნობიერების დაკარგვა არ ნიშნავს ცნობიერების სრულად დაკარგვას, რადგან სრულად დაკარგვის დროს შეუძლებელია ნების გამოვლენაზე საუბარი. მოცემულ მუხლში ნაგულისხმევია ცნობიერების ისეთი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ კატეგორიის დაკარგვის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს სიმთვრალე, ციება, ჰიპნოზი, ეპილეფსიური შეტევა და ა.შ. ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ფსიქიკური ანომალიის არსებობას, რომლის დროსაც გადამწყვეტია არა ამ ფსიქიკური ანომალიის სიძლიერე, არამედ ნების ჩამოყალიბებაზე გავლენის ფაქტორი, დროებით ფსიქიკური მოშლილობის გამომწვევი შეიძლება იყოს ალკოჰოლი, მედიკამენტები და ნარკოტიკიც.

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გარიგების ბათილობას ითვალისწინებს მასში მითითებული გარემოებების (ცნობიერების დაკარგვა, ფსიქიკური მოშლილობა) უტყუარად არსებობის და არა ვარაუდის შემთხვევაში. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვენ კვლევას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით განსაზღვრულ ნორმატიულ წინაპირობებში. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მატერიალური ნორმით განსაზღვრულ შედეგზე იმსჯელოს პროცესუალურ-სამართლებრივ ჭრილში – დგინდება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მომენტში რამდენად შეეძლო აწ გარდაცვლილ ვ------------ს ვითარების სწორად აღქმა. სარჩელში განმარტებულია, რომ ვ------------ს 2016 წლის 03 სექტემბერს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების დროს, თავისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკარგული ჰქონდა ცნობიერება. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ვ------------ს გარდაცვალებამდე დაუდგინდა დიაგნოზი - მარცხენა ფილტვის კინო, ინვაზიით მაგისტრალურ სისხლძარღვებში, მეტასტაზები შუასაყრის ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ძლებში, გართულებული ქრონიკული ტკივილის სინდრომით, მეოთხე სტადია, მეოთხე კლინიკური ჯგუფი. პაციენტს ესაჭიროებოდა სიმპტომური მკურნალობა ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჩათვლით. რეკომენდაცია გაიცა ბისფოსფონატებით მკურნალობის შესახებ. შპს ,------–------------------------–-----–------ის“ ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნა შსს ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას, პაციენტს ვ------------ს დადგენილი დიაგნოზის შესაბამისად, დაენიშნა მორფინი ,,ჰიდროქლორიდი“ სადღეღამისო ნორმა. შესაბამისად, იგი მედიკამენტის სახით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას (მორფინს) ექიმის დანიშნულებით შესაბამის დოზას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება.

 

მოცემულ საქმეზე ორივე მხარის მიერ წარმოდგენილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა. მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,----------ის“ მიერ გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვ------------ის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის აგვისტოს თვეში უკვე არსებულ ენცეფალოპათიას გააღრმავებდა როგორც ორგანიზმის ზოგადი სიმსივნური ინტოქსიკაცია, ასევე უშუალოდ ღვიძლის მეტასტაზური პროცესით განპირობებული თავის ტვინის ინტოქსიკაცია წოდებული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით და ოპიატის (მორფინი) ზემოქმედება მზარდი დოზებით. ორგანული პათოლოგიური პროცესები მთლიანობაში არსებით ნეგატიურ გავლენას მოახდენდნენ თავის ტვინზე - ცნობიერებაზე და შესაბამისად, 03.09.2016 წლის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას ვ------------ი ვერ შეძლებდა ადეკვატურად აღექვა თავისი ქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. საწინააღმდეგო შინაარსის შემცველია მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შპს ,------–---------ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ კვირაში სამედიცინო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით, ვ------------ის ცნობიერების შეცვლას ან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აბსოლიტური ნორმის ფარგლებში იყო ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლები და კრეატინინი სისხლში, რაც ღვიძლის ფუნქციის შენარჩუნებაზე მეტყველებს და ნიშნავს, რომ ღვიძლში არსებული მეტასტაზირების გამო სიკვდილამდე 7 დღით ადრეც კი ღვიძლისმიერ ინტოქსიკაციას და მით უმეტეს, ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გამო ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,----------ის“ ექსპერტის დასკვნა N---------ში ვ------------ის ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის არსებობაზე გამოთქმულ ვარაუდებს. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ კვირაში ვ------------ს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევის მონაცემები და ცნობიერების დარღვევის გამომწევი პათოლოგია არ აღინიშნებოდა. ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ პირის მიერ საკუთარი მოქმედებების და ქმედებების მნიშვნელობის სწორად აღქმის და განგების საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციის საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა (რაც მოცემულ შემთხვევაში იქნა ჩატარებული) განსხვავდება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზისაგან. ,,სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის N142/ნ ბრძანების პირველი მუხლის მიხედვით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიზანია გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამოცანაა გაარკვიოს, შეეძლო თუ არა პირს სამოქალაქო გარიგების (ხელშეკრულება, ანდერძი, ყიდვა-გაყიდვა, ჩუქება, ქორწინება) დადების დროს შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა. ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების დროს სავალდებულოა ექიმი-ფსიქიატრის მონაწილეობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N245/ნ ბრძანების საფუძველზე კი, დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესი. ამავე ბრძანების პირველი მუხლით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოიცავს ასევე ექსპერტიზას სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით და ექსპერტიზას სამედიცინო დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებაა - შეეძლო თუ არა ვ------------ს სადავო გარიგებათა დადების დროისათვის თავისი ცნობიერებისა თუ ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეგო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. აღნიშნული სადავო გარემოების დადგენისათვის სასამართლო სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნევს მხარეთა მიერ წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს. საქმეში წარმოდგენილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების მქონე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან მიმართებით, სასამართლო არ იზიარებს არც ერთი მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სწორედ იმ გარემოებას, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების (დამოწმების თარიღი 03.09.2016 წელი) გაფორმების შემდგომ, 2016 წლის 06 სექტემბერს, ვ------------მა შპს ,--–--------სთან გააფორმდა საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულება. საფინანსო დაწესებულებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია მსესხებლის ვ------------ის ხელმოწერა. ასევე, აღნიშნულია, რომ მსესხებელი ქმედუნარიანია. გარდა აღნიშნულისა, ვ------------მა 2016 წლის 08 სექტემბერს წ----------------------თან ნოტარიუსთან (სანოტარო ბიუროში) გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვ------------მა, როგორც გამყიდველმა, წოვინარ ანდრიასიანს, როგორც მყიდველს, მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თეთრიწყაროს რაიონი, ს------–------------------–----------------------------------------------------------- სანოტარო აქტის მიხედვით, ნოტარიუსმა დაადგინა ხელშეკრულების მხარეების, ვ------------ის და წ----------------------ის პირადობა, ასევე შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემეობაზე, რომ მიუხედავად დადგენილი დიაგნოზისა და მიღებული სამედიცინო მედიკამენტების (მათ შორის მორფინი), ვ------------ს არათუ სადავო გარემოებათა დადების დროისათვის (03.09.2016 წელს) არამედ მითითებული თარიღიდან გარდაცავლებამდე არსებულ პერიოდშიც (16.09.2016 წელი) შეეძლო დამოუკიდებლად დაედო სამოქალაქო გარიგებები, თავისუფლად გამოევლინა ნება და მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, რა დროსაც მის ქმედებაში, ქმედუნარიანობასა და გონივრულად ჯანსაღ მდგომარეობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოვლენილა არც უშუალოდ გარიგებათა დადებისას და ასევე, არც ამჟამად, მოდავე მხარე არ ხდის სადავოდ ზემოაღნიშნულ სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულებას, ვ------------ის მიერ ნების გამოვლენას.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. სამოქალაქო პროცესუალური ნორმებით, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია, ხოლო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს. სასამართლო ზემოაღნიშნულ ორ მნიშვნელოვან მტკიცებულებას (2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, 2016 წლის 08 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება) აფასებს საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან ერთობლიობაში. მოწმეების ი-----------------ის, დ--–----------–--ის, ქ-----------------–---–ის (ნოტარიუსი), ი---- მ------ის ჩვენებების მიხედვით, ვ------------ს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების დროს, 2016 წლის 03 სექტემბერს ცნობიერება დაკარგული არ ჰქონდა და მას თავისი გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეეძლო გაეგო თავისი ქმედების მნიშვნელობა და დადებულ გარიგებათა სამართლებრივი შედეგები (3.2.12). საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების დადების დროისათვის პირის ცნობიერების დაკარგვას, მის ფსიქიკურ აშლილობას დაადასტურებდა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილ გარემოებათა გაქარწყლება ვერ მოხდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით (3.2.12., 3.2.13).

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერებაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულებათა (დადების თარიღი 03.09.2016 წელი) ბათილად ცნობის საფუძველი.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო უძრავი ქონებები, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მელაანის შესახვევი V, N29 (საკადასტრო კოდი N----------------) და თეთრიწყაროს რაიონი, ს-------------------------------------------------------- ვ------------ის გარდაცვალების დროისათვის არ წარმოადგენდა ამ უკანასკნელის საკუთრებას, შესაბამისად, აღნიშნული ქონება არ მოიაზრება მის დანაშთ სამკვიდრო მასაში. ვ--------------მა თავის სიცოცხლეში განკარგა კუთვნილი წილი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, მელაანის შესახვევი V, N29 (საკადასტრო კოდი N----------------). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია თუ რას წარმოადგენს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არც ვ------------ს და არც ვ--------------ს გარდაცვალების მომენტისათვის ქონებრივი უფლებები არ გააჩნდათ სადავო უძრავ ქონებებზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით (მათ შორის ანდერძისმიერი მემკვიდრეობით) მიაკუთვნოს მოსარჩელე მხარეს წილი სადავო ქონებიდან. მოსარჩელის მშობლებმა, ვ------------მა და ვ--------------მა საკუთარი შეხედულებით განკარგეს ქონება და მათი სიკვდილის დროისათვის სამკვიდრო აქტივი აღარ გააჩნდათ. გარდა ამისა, სასამართლომ ზემოთ მიუთითა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებებზე არ ვრცელდებოდა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ--–-----------ის სასარჩელო მოთხოვნა სადავო გარიგებათა ბათილად ცნობისა და მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით სადავო ქონებების შესაბამის წილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მოსარჩელე მ--–-----------ის სარჩელი ე------------------ის და ვ------------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეებისათვის ე------------------ისათვის და ვ------------ისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: 1. ყადაღა დაედო ე------------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, შ------------–------------- საკადასტრო კოდი N----------------, ერთი მეორადი ნაწილის ერთ მეხუთედ წილს. 2. ყადაღა დაედო ვ------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, შ------------–------------- საკადასტრო კოდი N----------------, ერთი მეორადი ნაწილის ერთ მეხუთედ წილს. 3. ყადაღა დაედო ე------------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე რაიონი თეთრიწყარო, ს------–--------------, საკადასტრო კოდი N------------, ერთ მეხუთედ ნაწილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, განმცხადებლის მ--–-----------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო: ე------------------ისა და ვ------------ის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, მ-----------–------–--------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N----------------) 70%-ს და ე------------------ის საკუთრებაში რიცხული თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ს----------–- მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) 70%-ს.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა მის უზრუნველსაყოფად სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბერს და 2018 წლის 23 მაისის განჩინებებით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ე------------------ს და ვ------------ს არ გადახდეს მოსარჩელე მ--–-----------ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო: ე------------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, შ------------–------------- საკადასტრო კოდი N----------------, ერთი მეორადი ნაწილის ერთ მეხუთედ წილს, ვ------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, შ------------–------------- საკადასტრო კოდი N----------------, ერთი მეორადი ნაწილის ერთ მეხუთედ წილს, ე------------------ის (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე რაიონი თეთრიწყარო, ს------–--------------, საკადასტრო კოდი N------------, ერთ მეხუთედ ნაწილს.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, რომლითაც ყადაღა დაედო ე------------------ისა და ვ------------ის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, მ-----------–------–--------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N----------------) 70%-ს და ე------------------ის საკუთრებაში რიცხული თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ს----------–- მდებარე უძრავი ქონების (ს---------------) 70%-ს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა