გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310017002120218
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6750-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ი-----–- კ--–-----ა

წარმომადგენელი - მ---- ა-–----ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენლები - მ--- წ-–--–-–---–ი, გ------- ჩ-----–-–---–ი და ო----- ჯ-----–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------

წარმომადგენელი - ლ---- მ----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ი-----–- კ--–-----ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე გამოცემული შსს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნა.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 სექტემბრის №M---------------- წერილი.

 

1.4. მოსარჩელე აღდგენილ იქნას იმავე საჯარო დაწესებულებაში მის თანამდებობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში.

 

1.5. მოპასუხე მხარეს დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დასკვნით (დანართი №1) დგინდება, რომ შს სამინისტროს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დ---–-------------–--------------–-----------------------–------------------–----------------–---------------------–--ის ინსპექტორი - ი-----–- კ--–-----ა დაკავებულ თანამდებობაზეა 2017 წლიდან. მოქმედი დისციპლინური სახდელი არ გააჩნია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს დ---–-------------–--------------–-----------------------–------------------–----------------–---------------------–--ის უფროსი ინსპექტორის - დ----------ას 2017 წლის 20 ივნისის №M---------------- პატაკით, ამავე სამმართველოს უფროსს ეცნობა 2017 წლის 25 ივნისს, V----------------–--ის ინსპექტორ, პოლიციის მაიორ - ი-----–- კ--–-----ას მიერ შ---–-----------–---ში, რ------------------–---------------------–-ის დასაცავ ობიექტზე უცნობ მოქალაქესთან სიტყვიერი შელაპარაკების თაობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 22 ივნისის №M---------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა ზემოაღნიშნული სიტყვიერი დაპირისპირების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დასკვნა (დანართი №1) (ს.ფ. 12-15);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს დ---–-------------–--------------–-----------------------–------------------–----------------–---------------------–--ის უფროსი ინსპექტორის დ----------ას 2017 წლის 20 ივნისის №M---------------- პატაკი (ს.ფ. 102);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 22 ივნისის №M---------------- წერილი (ს.ფ. 104).

 

3.1.2. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ამავე სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------დან შევიდა 2017 წლის 22 ივნისის №1------ სამსახურებრივი ბარათი პოლიციის მაიორ - ი-----–- კ--–-----ას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ი-----–- კ--–-----ას 2017 წლის 19 ივნისის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2017 წლის 15 ივნისს, 11:30 საათზე, მას საკონსულოში მისულ მოქალაქე - ნ-----–---- ჩ----–---–თან მოუვიდა კონფლიქტი, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება მეუღლესთან ერთად შევიდა საკონსულოს ტერიტორიაზე საბუთების ჩვენების გარეშე. ახსნა-განმარტებაში მიუთითა ასევე იმ გარემოების შესახებ, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს.

 

საქმეში წარმოდგენილია შსს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს ე---------–------------------------–-------------–--------------–-----------–----------------–------------------–--ის ინსპექტორების - მ------- შ-----სა და ე---- მ-----–---–ის 2017 წლის 28 ივნისის ახსნა-განმარტებები, რომლებითაც დგინდება, რომ 2017 წლის 15 ივნისს, ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ი-----–- კ--–-----ასთან ერთად. მათი განმარტებით, აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოში ყოველგვარი შემოწმების გარეშე შევიდნენ მოქალაქე - ნ-----–---- ჩ----–---–ი და მისი მეუღლე, რომელთა შეჩერება სცადა ი-----–- კ--–-----ამ, რათა შეემოწმებინა ისინი დადგენილი წესის სრული დაცვით. აღნიშნულზე ნ-----–---- ჩ----–---–ი გაღიზიანდა და შეიქმნა კონფლიქტი ამ უკანასკნელსა და ი-----–- კ--–-----ას შორის, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთს, ხოლო ი-----–- კ--–-----ამ აღნიშნულ პიროვნებას დაარტყა ფეხი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დასკვნა (დანართი №1) (ს.ფ. 12-15);

- 2017 წლის 19 ივნისის ი-----–- კ--–-----ას ახსნა-განმარტება (ს.ფ. 109-111);

- 2017 წლის 28 ივნისის მ------- შ-----ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 112-113);

- 2017 წლის 28 ივნისის ე---- მ-----–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 114-115).

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დ--–---–-------------------------------–--ს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემოწმების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, პოლიციის კაპიტან - ლ---- ა--–-----–ის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 3 ივლისს, 16:30 საათზე, დაუკავშირდა მოქალაქე - ნ-----–---- ჩ----–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში შ---–-----------–---ში, რ------------------–---------------------–-აში, ვინაიდან მისი მეუღლე ჩაწერილი იყო საკონსულოში ვიზის მისაღებად. მისი ინფორმაციით არ ეკუთვნოდა რიგში ჩადგომა და ყოველგვარი შეკითხვისა და რიგის გარეშე შევიდნენ შენობაში, შესვლისას მათთან მივიდა შს სამინისტროს დ-–--------–-–--------------------ს მოსამსახურე - ი-----–- კ--–-----ა, რომელმაც უხეში ტონით მიმართა ნ-----–---- ჩ----–---–ს და მის მეუღლეს, რომ დაბრუნებულიყვნენ უკან, გაევლოთ შემოწმება და დადგენილი წესის მიხედვით შესულიყვნენ საკონსულოში, რაზეც მათ შორის მოხდა კონფლიქტი და დ-–--------–-–--------------------ს მოსამსახურემ - ი-----–- კ--–-----ამ, ნ-----–---- ჩ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე მოქალაქე - ნ-----–---- ჩ----–---–მა განაცხადა პრეტენზია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დ--–---–-------------------------------–--ს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემოწმების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, პოლიციის კაპიტან - ლ---- ა--–-----–ის 2017 წლის 3 ივლისის ცნობა (ს.ფ. 107-108).

 

3.1.4. შსს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 ივნისს, დ-–--------–-–--------------------ს მოსამსახურე - ი-----–- კ--–-----ა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შ---–-----------–---ში რ------------------–---------------------–-ის დასაცავ ობიექტზე. დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოში შემოწმებისა და რეგისტრაციის გვერდის ავლით შევიდა ორი მოქალაქე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულის გამო კ--–-----ამ მათ მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ უკან, გაევლოთ შემოწმება და დადგენილი წესის მიხედვით შესულიყვნენ საკონსულოში. შენიშვნამ გააღიზიანა ნ-----–---- ჩ----–---–ი და უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელის მიმართ. ამ მიზეზით მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია და ი-----–- კ--–-----ამ მოქალაქეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

აღნიშნული დადასტურებულია სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული ი-----–- კ--–-----ას და მოქალაქის ახსნა-განმარტებებით; შ---–-----------–---ში რ------------------–---------------------–-ის დასაცავი ობიექტიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერით და მოქალაქის სატელეფონო გასაუბრების ოქმით.

 

აღნიშნული ქმედებით ი-----–- კ--–-----ამ უხეშად დაარღვია საქართველოს პოლიციის კოდექსის 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 3.3; და 3.4 მუხლების მოთხოვნები. ი-----–- კ--–-----ამ დისციპლინური გადაცდომისას უხეშად დაარღვია პოლიციის ეთიკის კოდექსის ყველა ის ნორმა და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის ქცევის ზოგად წესს და საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამავდროულად, ი-----–- კ--–-----ას მიერ უხეშად იქნა დარღვეული პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პოლიციის საქმიანობის პრინციპები, როგორიც არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, თანაზომიერების და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპები (პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 მუხლები). ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პოლიციელის მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ.

 

გენერალურმა ინსპექციამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შს სამინისტროს მოსამსახურე - ი-----–- კ--–-----ას რეაქცია მოქალაქის დარღვევაზე იყო სრულიად დისპროპორციული და არაადეკვატური. ასევე ის ფაქტი, რომ ი-----–- კ--–-----ასთვის უსაფუძვლო იყო ძალადობრივი ქმედების შემაკავებელი გარემოება, არც მოქალაქის მეუღლის ადგილზე ყოფნა იქცა და არც მოქალაქეების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანდასწრება. პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. ი-----–- კ--–-----ას ქმედება არა თუ არ შეესაბამება პოლიციელისათვის დაწესებულ ქცევის სტანდარტს, არამედ ატარებს ასოციალურ ხასიათს, რომელიც არათავსებადია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებსა და მორალურ პრინციპებთან. ი-----–- კ--–-----ას ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი მხრიდან მსგავსი საქციელის განმეორების მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს იძლევა. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო - სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ სახდელის უფრო მსუბუქი ფორმა ვერ უზრუნველყოფდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებსა და ამოცანებს.

 

ამდენად, დასკვნის თანახმად, პოლიციის მაიორმა - ი-----–- კ--–-----ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დასკვნა (დანართი №1) (ს.ფ. 12-15).

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მულის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დ---–-------------–--------------–-----------------------–------------------–----------------–---------------------–--ის ინსპექტორს, პოლიციის მაიორ - ი-----–- კ--–-----ას (პ/ნ: 6----------) შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. საფუძველი: შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული (ელ.ვერსია №1-----------------) დასკვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანება (ს.ფ. 11).

 

3.1.6. 2017 წლის 21 აგვისტოს, ი-----–- კ--–-----ამ, №2------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანების ბათილად ცნობა და შსს გენერალური ინსპექციის მიერ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 19 სექტემბრის №M---------------- წერილით ი-----–- კ--–-----ას ეცნობა, რომ უფლებების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 21 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 121-124);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 19 სექტემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 16).

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი საქართველოში შ---–-----------–---ს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის 2018 წლის 26 იანვრის №-- წერილით დგინდება, რომ ი-----–- კ--–-----ა სათავეში ედგა საქართველოში შ---–--------------------–--------–---ს რ------------------–---------------------–-ის გარე პერიმეტრის დაცვის რამზს. იგი იყო საქართველოს შსს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის ქვედანაყოფის თანამშრომელი და ფუნქციური ვალდებულებები მას ეკისრებოდა სწორედ ამ დაწესებულების მიერ. ამასთან, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 22-ე მუხლის შესაბამისად, ი-----–- კ--–-----ა იქცეოდა კანონიერად თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას - ინტერესდებოდა ინტერესების სექციის საკონსულო სამსახურში მოქალაქეების ვიზიტის მიზეზით და ხელს უშლიდა არასანქცირებულ შესვლას. წერილში მითითებულია, რომ შ---–--------------------–--------–---ს რ------------------–---------------------–-ას არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია, ნეგატიური ინფორმაცია ი-----–- კ--–-----ასთან მიმართებით და ახასიათებს აღნიშნულ ოფიცერს მხოლოდ დადებითად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოში შ---–-----------–---ს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის 2018 წლის 26 იანვრის №-- წერილი (ს.ფ. 140).

 

3.1.8. მოსარჩელე - ი-----–- კ--–-----ას განმარტებით, ნ-----–---- ჩ----–---–ი დაემუქრა მას, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო ი-----–- კ--–-----ას საქართველოს შინაგან საქმეთა რიგებიდან დათხოვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ი-----–- კ--–-----ას ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- კ--–-----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–--------------------ს დებულება“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდება“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო ი-----–- კ--–-----ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე გამოცემული შსს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნა წარმოადგენს ზემოთ მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად ისინი უნდა იქნას განხილული ერთობლიობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 სექტემბრის №M---------------- წერილი კი თავისი არსით წარმოადგენს ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის იმავე საჯარო დაწესებულებაში მის თანამდებობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში აღდგენასთან და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების საკითხზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–--------------------ს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დ-–--------–-–-------------------- (შემდგომში – დ-–--------–-–--------------------) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ-–--------–-–--------------------ს ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

ამავე დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის; დანიშნოს და გაათავისუფლოს დ-–--------–-–--------------------ს თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დასკვნით დგინდება, რომ ი-----–- კ--–-----ა, შს სამინისტროს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დიპლიმატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V----------------–--აში ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნულია 2017 წლიდან.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

აღნიშნული დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

 

ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მულის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------ს დ---–-------------–--------------–-----------------------–------------------–----------------–---------------------–--ის ინსპექტორს, პოლიციის მაიორ - ი-----–- კ--–-----ას (პ/ნ: 6----------) შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს - შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული (ელ. ვერსია №1-----------------) დასკვნა, რომელიც შედგენილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული ი-----–- კ--–-----ას და მოქალაქის ახსნა-განმარტებებით; შ---–-----------–---ში რ------------------–---------------------–-ის დასაცავი ობიექტიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერით და მოქალაქის სატელეფონო გასაუბრების ოქმით.

 

შსს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 ივნისს, დ-–--------–-–--------------------ს მოსამსახურე - ი-----–- კ--–-----ა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შ---–-----------–---ში რ------------------–---------------------–-ის დასაცავ ობიექტზე. დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოში შემოწმებისა და რეგისტრაციის გვერდის ავლით შევიდა ორი მოქალაქე, როგორც მოგვიანებით გაირკვა აღნიშნულის გამო, კ--–-----ამ მათ მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ უკან, გაევლოთ შემოწმება და დადგენილი წესის მიხედვით შესულიყვნენ საკონსულოში. შენიშვნამ ერთ-ერთი მათგანი გააღიზიანა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელის მიმართ. ამ მიზეზით მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია და ი-----–- კ--–-----ამ მოქალაქეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, მათ მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი დარღვევები: 1) საქართველოს პოლიციის კოდექსის 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 3.3; და 3.4 მუხლების მოთხოვნები. ი-----–- კ--–-----ამ დისციპლინური გადაცდომისას უხეშად დაარღვია პოლიციის ეთიკის კოდექსის ყველა ის ნორმა და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის ქცევის ზოგად წესს და საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამავდროულად, ი-----–- კ--–-----ას მიერ უხეშად იქნა დარღვეული პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პოლიციის საქმიანობის პრინციპები, როგორიც არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, თანაზომიერების და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპები (პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 მუხლები). გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პოლიციელის მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ. 2) გენერალურმა ინსპექციამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შს სამინისტროს მოსამსახურე ი-----–- კ--–-----ას რეაქცია მოქალაქის დარღვევაზე იყო სრულიად დისპროპორციული და არაადეკვატური. 3) ასევე ის ფაქტი, რომ ი-----–- კ--–-----ასთვის უსაფუძვლო იყო ძალადობრივი ქმედების შემაკავებელი გარემოება, არც მოქალაქის მეუღლის ადგილზე ყოფნა იქცა და არც მოქალაქეების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანდასწრება.

 

გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. ი-----–- კ--–-----ას ქმედება არა თუ არ შეესაბამება პოლიციელისათვის დაწესებულ ქცევის სტანდარტს, არამედ ატარებს ასოციალურ ხასიათს, რომელიც არათავსებადია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებსა და მორალურ პრინციპებთან. ი-----–- კ--–-----ას ქმედების ხასიათი და სიმძიმე მისი მხრიდან მსგავსი საქციელის განმეორების მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს იძლევა. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო - სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ სახდელის უფრო მსუბუქი ფორმა ვერ უზრუნველყოფდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებსა და ამოცანებს.

 

გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ პოლიციის მაიორმა - ი-----–- კ--–-----ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.

 

სასამართლოს, საქმის მასალებისა და დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად მიაჩნია, რომ შსს გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები სრულად არ ასახავს რეალურ სურათს, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ი-----–- კ--–-----ას ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 109-111), ნ-----–---- ჩ----–---–ის (ს.ფ. 107-108) სატელეფონო გასაუბრების შესახებ ცნობით, ასევე ინსპექტორების - მ------- შ-----სა (ს.ფ. 112-113) და ე---- მ-----–---–ის (ს.ფ. 114-115) ახსნა-განმარტებებით და ვიდეო მასალით დადგენილია ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომელ - ი-----–- კ--–-----ასა და მოქალაქე - ნ-----–---- ჩ----–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტი პროვოცირებული იყო ნ-----–---- ჩ----–---–ის მიერ იმ ფაქტით, რომ არასანქცირებულად შედიოდა მეუღლესთან ერთად საელჩოს ტერიტორიაზე და ი-----–- კ--–-----ას კანონიერი მოთხოვნის საპასუხოდ, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოწვია მათ შორის დაპირისპირება.

 

სასამართლოსთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ნ-----–---- ჩ----–---–ის დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და რატომ შემოიფარგლა გენერალური ინსპექცია მხოლოდ სატელეფონო გასაუბრებით.

 

სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ვიდეო მასალის შესწავლის შედეგად რატომ მოხდა მარტო ი-----–- კ--–-----ას მოქმედების შეფასება და არ მოხდა ნ-----–---- ჩ----–---–ის ქმედების შეფასება, რომელმაც თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა პოლიციის თანამშრომელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ ნ-----–---- ჩ----–---–ი, ს---–----------------------------------ს თანამშრომლის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით იქნა გამოყვანილი საელჩოს ტერიტორიიდან და ეს უკანასკნელი ამ მომენტშიც არ ჩერდება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის თანამშრომელს და ემუქრება მას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - მ------- შ-----მ განმარტა, რომ იგი თავად შეესწრო ინციდენტს და ი-----–- კ--–-----ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოქალაქისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მიცემული ახსნა-განმარტება დაწერა თავად ი-----–- კ--–-----ას თხოვნის საფუძველზე, რადგან როგორც მისთვის ცნობილი იყო, კ--–-----ას შეპირდნენ, რომ მის მიმართ არ იქნებოდა გამოყენებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის სახდელი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოში შ---–-----------–---ს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის 2018 წლის 26 იანვრის №-- წერილზე, რომლითაც ი-----–- კ--–-----ა ხასიათდება მხოლოდ დადებითად. ამასთან, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 22-ე მუხლის შესაბამისად ი-----–- კ--–-----ა იქცეოდა კანონიერად თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას - ინტერესდებოდა ინტერესების სექციის საკონსულო სამსახურში მოქალაქეების ვიზიტის მიზეზით და ხელს უშლიდა არასანქცირებულ შესვლას და მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია, ნეგატიური ინფორმაცია ი-----–- კ--–-----ას მიმართ და ახასიათებენ აღნიშნულ ოფიცერს მხოლოდ დადებითად.

 

გენერალური ინსპექციის მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოებაც, რომ ი-----–- კ--–-----ა მონაწილეობას იღებდა 2008 წლის მოვლენებში და 2017 წლის 4 დეკემბრიდან მინიჭებული აქვს ვეტერანის სტატუსი.

 

სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია დასკვნაში მითითებული გარემოება, იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს სახდელის უფრო მსუბუქი ფორმა ვერ უზრუნველყოფდა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებსა და ამოცანებს, რადგან არსებობდა მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველი, რომ ი-----–- კ--–-----ას მხრიდან მოხდებოდა მსგავსი ქმედების განმეორება, რამაც გამოიწვია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო თვლის, რომ არც საქმის მასალებით და არც გენინსპექციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსგავსი რისკის არსებობა, რადგან ი-----–- კ--–-----ა არ ყოფილა შემჩნეული მანამდე მსგავს ქმედებებში და პირიქით, ხასიათდება დადებითად, 2016 წლის ბოლოს მოხდა მისი დაწინაურება და მაიორის ჩინის მინიჭება.

 

6.5. სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ი-----–- კ--–-----ას მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება.

 

სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის კუთხით და ასევე მიღებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.

 

ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას.

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულობას.

 

შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, ი-----–- კ--–-----ას ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ი-----–- კ--–-----ა ხასიათდება დადებითად და იგი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. საელჩოს წარმომადგენლებს არ გააჩნიათ მის მიმართ რამენაირი პრეტენზია, რადგან მიაჩნიათ, რომ პირიქით, მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ აღკვეთილი იქნა მოქალაქის მხრიდან საელჩოს ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაფასოს ი-----–- კ--–-----ას მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მისი ხასიათის გათვალისწინებით უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ადეკვატური ხასიათის ღონისძიება.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანება, ი-----–- კ--–-----ასთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, რაც შეეხება გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნის ბათილად ცნობას, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული იგი წარმოადგენს ბრძანების გამოცემის შემადგენელ, ანუ ადმინისტრაციული წარმოების ნაწილს და იგი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

 

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 19 სექტემბრის №M---------------- წერილს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი თავისი არსით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული წერილით მხარეს განემარტა აქტის გასასაჩივრებლად სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შესახებ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, აღნიშნული წერილით რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მათ კანონიერ ინტერესს და რომელი საკანონმდებლო ნორმა იქნა დარღვეული მისი გამოცემისას და შესაბამისად რატომ უნდა მოხდეს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა.

 

6.7. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ ი-----–- კ--–-----ა აღდგენილი იქნას იმავე საჯარო დაწესებულებაში მის თანამდებობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. ასევე, მოპასუხე მხარეს დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად „სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“

 

შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სადაო აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და არ მომხდარა ი-----–- კ--–-----ას სამსახურში აღდგენა, სასამართლო ვერ იმსჯელებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–- კ--–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დ-–--------–-–--------------------ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანება და დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ი-----–- კ--–-----ას დაუბრუნდეს 2017 წლის 06 ოქტომბერს, სს „ლ-------------ში“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (საკრედიტო საგადახდო დ----–-------------, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი