გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სსიპ-ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ო
წარმომადგენელი - ნ---- წი--–-----ი
მოპასუხე - სს „ხ------“
დირექტორი - დ---თ მე-–---ე
წარმომადგენელი - ლელა ბ-----–--ე
დ---ს საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე სს „ხ------“-ზე სსიპ-ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ 2 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
დ---ს არსი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოპასუხე სს „ხ------“-ს 2015, 2016 წლების განმავლობაში გაეწია, ამავე კომპანიის დირექტორის დავალებით მე-–---ის 2015 წლის 26 ნოემბრის №1--------- განცხადებისა და № 2--------- ხელშეკრულების საფუძველზე, საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სსიპ-ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დებულებით. გაწეული მომსახურებისთვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი. მოსარჩელე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ითხოვს დაეკისროს მოპასუხე, სს „ხ------“-ს გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, დაკვეთის მომენტისთვის მოქმედი ტარიფის შესაბამისად.
სადავო პერიოდში, ანუ 2015 წლის 26 ნოემბრისთვის, როდესაც მოპასუხე მხარემ მომართა ბიუროს, ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ტარიფებით. ბიურო უფლებამოსილი იყო და დღესაც გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება, რომ ცალკეულ პირთა მომართვის საფუძველზე ჩაატაროს გამოკვლევა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად. სს „ხ------“-ს 2015 წლის 26 ნოემბრის №1--------- განცხადებისა და №2--------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 14 იანვარს მომზადდა №000122016 ექსპერტის დასკვნა, ღირებულების საფასურმა შეადგინა 1 000 ლარი. თავდაპირველად დამკვეთმა მხარემ წერილობით მომართა მოსარჩელეს 2015 წლის 26 ნოემბერს და მოითხოვა საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება სოფ. ფონიჭალაში №260 საბავშვო ბაგა-ბაღის საპროექტო სამუშაოებზე. დამკვეთმა მხარემ წარმოადგინა დამატებითი მასალა კონსტრუქციული ნაწილის ელ-ვერსია 2015 წლის 07 დეკემბერს (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი 1009061915).
სს „ხ------“-ს დირექტორმა დ---თ მე-–---ემ, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა ბიუროს №1000389516 განცხადებით და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და გამოხატა, თანხმობა, გადაეხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული, ექსპერტიზისათვის განსაზღვრული ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ის ოდენობით, რადგან ამ ეტაპზე ესაჭიროებოდათ კომპლექსური დასკვნა. 2016 წლის 20 იანვარს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომზადდა №00------------------ ექსპერტის დასკვნები, ხოლო 2016 წლის 25 იანვარს მომზადდა №0-------- ექსპერტის დასკვნა; ვინაიდან ამ მომენტისთვის ბიუროს პასუხი გაცემული არ ჰქონდა დამკვეთის განცხადებაზე, დამკვეთი ცალმხრივად ვერ გავიდოდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, საჭირო იყო ორმხრივი თანხმობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნების დაცვა. ვინაიდან ამ დროისთვის უკვე გაწეული იყო საექსპერტო მომსახურება და ხდებოდა ექსპერტის დასკვნების გაფორმება, მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 26 ნოემბრის № 2--------- ხელშეკრულებიდან აღმოცენებული ვალდებულებები შეწყვეტილი არ ყოფილა. ბიურომ მოამზადა №00------------------, 0-------- ექსპერტის დასკვნები, ამიტომ დამკვეთს ევალება გადაიხადოს გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური.
დამკვეთს სს „ხ------“-ს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულების შესრულებაზე და გასულიყო ხელშეკრულებიდან მხოლო მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 26 ნოემბრის № 2--------- ხელშეკრულების მე-9 მუხლში მითითებული პირობების გათვალისწინებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით. იმის გათვალისწინებით, რომ დაკვეთა ფაქტიურად იყო დასრულებული 2016 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, საჭირო იყო ორმხრივი თანხმობა, რომ მხარე ვადაზე ადრე გასულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთი იყო ვალდებული აენაზღაურებინა ბიუროსათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით საექსპერტო მომსახურების საფასური.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა რომ სს „ხ------მ“ განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაგა-ბაღის საპროექტო დოკუმენტაციაზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. განცხადებით მოთხოვნილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, კონსტრუქციული, წყალსადენ კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის და ელ. მომარაგების ექსპერტიზა, სულ 5 სახის ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული მომართვის შედეგად 26.11.2015 წელს გაფორმდა №2--------- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ. 30.11.2015 წელს ექსპერტმა დათო ფირყულაშვილმა ტელეფონით აცნობა მოპასუხეს, რომ კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის ჩასატარებლად ესაჭიროებოდა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ანგარიშის ელ. ვერსია, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს დათო ფირყულაშვილს გადაეგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით იმავე დღეს ელექტრონული მისამართიდან დ---დ.@კჰურო.გე. იგივე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა და ფოსტით უკვე გაგზავნილი იყო, დისკზე ჩაწერილის სახით დამატებით შეტანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2015 წლის 7 დეკემბერს.
მხარეთა შორის 26.11.2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ექსპერტის დასკვნა შემსრულებელს უნდა მოემზადებინა 30 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულება გაფორმდა 26.11.2015 წელს და 30 სამუშაო დღე გავიდა 07.01.2016 წელს.
საინჟინრო გეოლოგიური, წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის და ელ. მომარაგების ექსპერტიზის ჩატარებისთვის შემსრულებელს დამატებითი მასალების წარდგენა არ მოუთხოვია. რაც მას თუ ამის საჭიროება იქნებოდა უნდა მოეთხოვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამდენად, მოსარჩელეს აღნიშნული ექსპერტიზა 08.01.2016 წლამდე უნდა დაესრულებინა. ნაცვლად ამისა, ნაწილი ექსპერტისა დასრულდა 20 იანვარს ხოლო ნაწილი 25 იანვარს. აღსანიშნავია, რომ გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი და მიმდინარე თარიღისთვისაც კი არ არის გაკეთებული.
რაც შეეხება კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის ჩატარებას, მოპასუხის აღნიშვნით დამატებით ტელეფონით მოთხოვნილი იქნა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ანგარიშის ელ. ვერსია, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს დათო ფირყულაშვილს გადაეგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით იმავე დღეს. იგივე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა რომ ამის საჭიროება არ არსებობდა და ფოსტით უკვე გაგზავნილი იყო, დისკზე ჩაწერილის სახით დამატებით შეტანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2015 წლის 7 დეკემბერს.
ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული როგორი სახით უნდა იქნეს მიწოდებული დამატებით მოთხოვნილი მასალები, შესაბამისად ექსპერტის მოთხოვნის საფუძველზე ელ.ფოსტით მოხდა მიწოდება, რაც აძლევდა საშუალებას ექსპერტს დაეწყო საექსპერტო კვლევა. ამდენად, კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის დასკვნა უნდა მომზადებულიყო მაქსიმუმ 08.01.2016 წელს. კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა დასრულდა 14.01.2016 წელს.
ამდენად, მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, წყალ-კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის და ელ. მომარაგების ექსპერტიზის ჩატარებისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადა.
26.11.2015 წლის განცხადებით მოპასუხემ კომპლექსური ექსპერტიზა მოითხოვა, ამდენად მოპასუხე ამბობს, რომ მათთვის საჭირო იყო ყველა მოთხოვნილი დასკვნის ერთდროულად დასრულება და გადაცემა, რათა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის წარედგინათ დასრულებული პროექტი. ვინაიდან დასკვნების მომზადება მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო, ხოლო მოპასუხისთვის სამუშაოს დასრულებამ დაკარგა ინტერესი, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს განცხადებით, რომ წყვეტდნენ ხელშეკრულებას და გადაიხდიდნენ ღირებულების 25%-ს, როგორც ეს გათვალისწინებული ხელშეკრულების 7.2 მუხლში. თუ მოსარჩელე მხარე არ იყო თანახმა ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან მას ექსპერტიზის დასკვნები ამ დროისთვის მომზადებული ჰქონდა, ვალდებული იყო ეცნობებინა მოპასუხისთვის ამის შესახებ. ნაცვლად პასუხის გაცემისა მოსარჩელემ უყურადღებოდ დატოვა მოპასუხის განცხადება.
26.11.2015 წლის მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივად შესაძლებელია. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს შემსრულებლისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული, ხარისხიანი და ჯეროვანი შესრულება.
ხელშეკრულების 7.2 მუხლის მიხედვით თუ დამკვეთი უარს განაცხადებს შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ექსპერტიზისთვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%.
ხელშეკრულების 9.3 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ფაქტია, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მოხდა ჩვენის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა.
არასწორია, რომ 2016 წლის 18 იანვარის მდგომარეობით დასკვნის მომზადება ფაქტიურად დასრულებული იყო, რაც ტყუილია, რადგან 2016 წლის 18 იანვარს დირექტორი დ---თ მე-–---ე იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში სადაც გაეცნო ვითარებას, მიიღო ინფორმაცია რომ დასკვნები არ იყო მზად და სწორედ ამან გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ სს „ხ------მ“ განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაგა-ბაღის საპროექტო დოკუმენტაციაზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. განცხადებით მოთხოვნილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, კონსტრუქციული, წყალსადენ კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის და ელ. მომარაგების ექსპერტიზა, სულ 5 სახის ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული მომართვის შედეგად 26.11.2015 წელს გაფორმდა №2--------- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ.
მტკიცებულება:
- განცხადება; ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 21-24).
3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 იანვარს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომზადდა 000122016 დასკვნა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საინჟინრო კვლევის შესახებ (ღირებულება 1000 (ათასი) ლარი, ხოლო 2016 წლის 20 იანვარს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომზადდა №00------------------ ექსპერტის დასკვნები, ხოლო 2016 წლის 25 იანვარს მომზადდა №0-------- ექსპერტის დასკვნა;
მტკიცებულება: წერილი (ტ.1. ს.ფ. 25-42).
3.2.4. დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს დირექტორმა დ---თ მე-–---ემ, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა ბიუროს №1000389516 განცხადებით და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და გამოხატა, თანხმობა, გადაეხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული, ექსპერტიზისათვის განსაზღვრული ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ის ოდენობით, რადგან ამ ეტაპზე ესაჭიროებოდათ კომპლექსური დასკვნა.
მტკიცებულება: წერილი (ტ.1. ს.ფ. 43).
3.2.5. დადგენილია, რომ 30.11.2015 წელს ექსპერტმა დათო ფირყულაშვილმა ტელეფონით აცნობა მოპასუხეს, რომ კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის ჩასატარებლად ესაჭიროებოდა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ანგარიშის ელ. ვერსია, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს დათო ფირყულაშვილს გადაეგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით იმავე დღეს ელექტრონული მისამართიდან დ---დ.@კჰურო.გე. იგივე ინფორმაცია, მოპასუხის მიერ დისკზე ჩაწერილის სახით დამატებით შეტანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2015 წლის 7 დეკემბერს.
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.6. 2016 წლის 15 იანვრის შეთანხმების აქტით დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს ა(ა)იპ ,,თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გადაცილების გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო 668.80 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: 2016 წლის 15 იანვრის შეთანხმების აქტით (ტ.1. ს.ფ. 61).
3.2.7. შპს ოპტიმალ გრუპ+ (A-ტიპის ინსპექტირების ორგანო) წერილით დადგენილია, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ სს „ხ------“-ს დაკვეთით ჩატარდა და გაიცა საინჟინრო გეოლოგიური; კონსტრუქციული ნაწილი: წყალსადენ-კანალიზაცია; გათბობა ვენტილაცია; ელ. ტექნიკური და სუსტი დენების ექსპერტიზის დასკვნები.
მტკიცებულება: შპს ოპტიმალ გრუპ+ დირექტორის წერილი. (ტ.1. ს.ფ. 62).
3.2.8. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დ---ს მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებიდან, სწორედ მენარდის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აცხადებს უარს მოპასუხე ვალდებულების შესრულებაზე და აღიძრა სარჩელი.
მოცემული დ---ს გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ ხელშეკრულების საფუძველზე, და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იყო თუ არა სამუშაო ჯეროვნად შესრულებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების პირობები ნაწილობრივ შეასრულა, რაც გამორიცხავს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
4.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 352-ე, 405-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სსიპ - ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ იკისრა ექსპერტიზის სამუშაოს შესრულება, ხოლო სს „ხ------მ“ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.3. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხის დაკვეთით ჩაატარა საექსპერტო კვლევა და გასცა დასკვნა, რომლის ღირებულება შეადგენს 2500 ლარს. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად 30 დღეში არ დასრულდა ექსპერტიზა, შესრულებამ მისთვის დაკარგა აზრი, ხელშეკრულება გააფორმა სხვა საექსპერტო ბიუროსთან და განიცადა ზიანი, რადგან ა(ა)იპ ,,თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გადაცილების გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო 668.80 ლარის ოდენობით.
6.4. დადგენილია, რომ სს „ხ------მ“ 2015 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაგა-ბაღის საპროექტო დოკუმენტაციაზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. განცხადებით მოთხოვნილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური, კონსტრუქციული, წყალსადენ კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის და ელ. მომარაგების ექსპერტიზა, სულ 5 სახის ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული მომართვის შედეგად 26.11.2015 წელს გაფორმდა №2--------- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების 3.3. მუხლით ვადა განისაზღვრა 30 დღით.
დადგენილია, რომ 30.11.2015 წელს ექსპერტმა დათო ფირყულაშვილმა ტელეფონით აცნობა მოპასუხეს, რომ კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის ჩასატარებლად ესაჭიროებოდა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ანგარიშის ელ. ვერსია, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს დათო ფირყულაშვილს გადაეგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით იმავე დღეს ელექტრონული მისამართიდან დ---დ.@კჰურო.გე. იგივე ინფორმაცია, მოპასუხის მიერ დისკზე ჩაწერილის სახით დამატებით შეტანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2015 წლის 7 დეკემბერს.
-სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასკვნა მომზადდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რადგან იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელშეკრულების მოქმედების 30 დღიანი ვადის ათვლას დ---წყებთ 2015 წლის 7 დეკემბერიდან, ხელშეკრულება სრულად არ შესრულებულა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 18 იანვარს მხოლოდ ერთი N 000122016 დასკვნა, პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საინჟინრო კვლევის შესახებ (ღირებულება 1000 (ათასი) ლარი), იყო მომზადებული.
რაც შეეხება სხვა დასკვნებს მათი ნაწილი 2016 წლის 20 იანვარს №00------------------ ექსპერტის დასკვნები, ხოლო №0-------- დასკვნა 2016 წლის 25 იანვარს მომზადდა.
6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, სსიპ - ,,ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ'' დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება და არ უზრუნველყო ნარდობის ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულება.
გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მე-3.3. პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს სტანდარტულ პირობას. შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დამკვეთი განცხადებით ითხოვდა რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმირების და განმარტების ვალდებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს წინა სახელშეკრულებო მოვლენას, სავალდებულოდ უნდა შესრულდეს ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამასთან, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება არ გულისხმობს სპეციალური დოკუმენტით მისი მიწოდების აუცილებლობას, არამედ შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი გასაუბრების პირობებშიც. ინფორმირების ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება, შესაძლებლობას აძლევს ხელშეკრულების მხარეს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების ,,ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
6... დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს დირექტორმა დ---თ მე-–---ემ, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა ბიუროს №1000389516 განცხადებით და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და გამოხატა, თანხმობა, გადაეხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული, ექსპერტიზისათვის განსაზღვრული ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ის ოდენობით, რადგან ამ ეტაპზე ესაჭიროებოდათ კომპლექსური დასკვნა.
6.7. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ჯეროვანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დ---ს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მხოლოდ ერთი ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა. კერძოდ, 2016 წლის 14 იანვარს მომზადდა ერთი N 000122016 დასკვნა, პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საინჟინრო კვლევის შესახებ (ღირებულება 1000 (ათასი) ლარი) და სწორედ აღნიშნული დასკვნის ღირებულების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; ას-901-851-2015,5 თებერვალი, 2016 წელი; ას-981-926-2015,11 მარტი, 2016 წელი; №ას-399-383-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
6.9. დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს დირექტორმა დ---თ მე-–---ემ, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა ბიუროს №1000389516 განცხადებით და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და გამოხატა, თანხმობა, გადაეხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული, ექსპერტიზისათვის განსაზღვრული ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ის ოდენობით, რადგან ამ ეტაპზე ესაჭიროებოდათ კომპლექსური დასკვნა.
ამდენად, წარმოდგენილია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა პრეტენზია შესრულებული სამუშაოს უხარისხობის თაობაზე.
შემკვეთი სარჩელში უთითებს მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან, უხარისხო შესრულებაზე. სასამართლო, განსახილველი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ რაიმე განსაკუთრებულ დათქმას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.
6.10. სასამართლო აქვე სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
6.11. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს დირექტორმა დ---თ მე-–---ემ, 2016 წლის 18 იანვარს მიმართა ბიუროს №1000389516 განცხადებით და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება, დადგენილია, რომ სს „ხ------“-ს დაკვეთით, შპს ოპტიმალ გრუპ+ (A-ტიპის ინსპექტირების ორგანო) მიერ ჩატარდა და გაიცა საინჟინრო გეოლოგიური; კონსტრუქციული ნაწილი: წყალსადენ-კანალიზაცია; გათბობა ვენტილაცია; ელ. ტექნიკური და სუსტი დენების ექსპერტიზის დასკვნები.
მოხმობილი მტკიცებულების სამართლებრივი ანალიზით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაკარგა მოსარჩელესთან 26.11.2015 წელს გაფორმებული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ №2--------- ხელშეკრულების შესრულების ინტერესი და სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილი წესით შემკვეთმა შეატყობინა მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
6.12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-2016), განმარტა - „ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესიეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში“.
6.13. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებს და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ესენია- ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადის გასვლა და ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა.
თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მოტივაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ შეეძლო ხელშეკრულებიდან გასვლა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლის ნორმების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამკვეთის მიერ გამოხატული ნება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, უნდა ჩაითვლება ნების გამოვლენის იმგვარად ვარგისად, რომ მას შედეგად მოჰყვეს ხელშეკრულების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში შემკვეთი გადაიხდის უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, რაც წინამდებარე შემთხვევაში შეადგენს 1000 (ათასი) ლარს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ვინაიდან გვაქვს ნამდვილი ნების გამოვლენა (ოფერტი) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების მეორე მხარემ მიიღო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.14.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სსს კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით - მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დ---ს საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
იმავე მუხლის მე- 2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სარჩელის საფუძველი მატერიალურ სამართლებრივია (სარჩელის ფასია 2500 ლარი), მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომელიც უნდა განახევრდეს და 50 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან 300183150. საგადახდო მოთხოვნა №19782. თარიღი 26.12.2016 წელი.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1000 (ათასი) ლარი, რომლის 3% პროპორციით 11.60 ლარი მოპასუხე სს „ხ------“-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ხოლო 13.40 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ-ლევ--------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი მოპასუხე - სს „ხ------“-ს მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. დაეკისროს მოპასუხე - სს „ხ------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 (ათასი) ლარის გადახდა.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. დაეკისროს მოპასუხე - სს „ხ------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 11.60 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 13.40 თეთრი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე