გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
080210117001954418
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1394 -17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

04.03.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ი-----–--ა ლ-----ე

წარმომადგენელი - ა----ლ არ----ე

მოპასუხე - შპს ,,თ----–ი“

წარმომადგენელი - ლია ოჩ-----ე

მოპასუხე - ვ----–-მ ლ-----ე

 

დავის საგანი - ქონების(მოძრავი ნივთის) ყადაღისგან გათავისუფლება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–----------ს, ბა----------------------------–-–-----–---ში, იმყოფებოდნენ იმ----------------–------------------------------------------–-------------ს აღმასრულებლები და ვ----–-მი ლ-----ის შპს ,,თ----–ი“-ს მიმართ ვალის 2586 ლარის სანაცვლოდ ყადაღა დაადეს ი-----–--ა ლ-----ის საკუთრებასი არსებულ მოძრავ ნივთებს.

 

1. ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი. მოსარჩელის განმარტებით, მოძრავი ნივთები არის მისი შეძენილი და - ვ----–-მ ლ-----ეს წვლილი არ მიუძღვის მის შეძენაში.

 

მოსარჩელის განმარტებით ვ----–-მ ლ-----ეს საკუთრებაში აქვს რამდენიმე ავტომობილი და მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს შეეძლო ნებისმიერი მათგანი დაეყადაღებინა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ვ----–-მ ლ-----ემ შესაგებელით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ წვლილი არ მიუძღვის დაყადაღებული ნივთების შეძენაში და ის მოსარჩელის საკუთრებაა.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს წარმომადგენელმა ლია ოჩ-----ემ სარჩელი შესაგებლით არ სცნო და განმარტა, რომ საქმეში მათი ინტერესია შპს-მ დაიბრუნოს გაცემული სესხი. მოპასუხე მოსარჩელის ნათესავია და მასთან შეთანხმებით მოქმედებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ საოჯახო ნივთების შეფასების შესახებ აუდიტორული ფირმა „ა----------------–------ის“ ექსპერტის ვ.ბ-----ის მიერ ბა----------------------------–-–-----–---ში ი-----–--ა ლ-----ის მიმართვის საფუძველზე შეფასდა საოჯახო ნივთები; შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა შემდეგი ნივთები: 1. ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი -100 ლარი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი - 300 ლარი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი-100 ლარი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი-100 ლარი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი - 800 ლარი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი - 200 ლარი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი - 180 ლარი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი - 400 ლარი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი - 100 ლარი; მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი - 700 ლარი; ამრიგად, ზემოთ აღნიშნული საოჯახო ნივთები სულ შეფასდა 2980 ლარად.

მტკიცებულება: აუდიტორული ფირმა „ა----------------–------ის“ დასკვნა.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–-----------ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მალხაზ ცხელიშვილის მიერ ყადაღა დაედო ბ---------------------------–-----–---ში ვ----–-მი ლ-----ის საცხოვრებელ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს. 1. ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი.

მტკიცებულება: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღმასრულებლის 2----–-–-----------ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.

 

3.2.2.დადგენილია, რომ ბ---------------------------–-----–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ს/კ 3----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----–--ა ლ-----ის და დემურ ლ-----ის სახელზე.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.3. დადგენილია, რომ ვ----–-მ ლ-----ის საკუთრებაშია ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

მტკიცებულება: სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე ი-----–--ა ლ-----ის და მისი წარმომადგენელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე ვ----–-მ ლ-----ის ვალდებულების გამო დაყადაღებულია მისი მოძრავი ნივთი და ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოძრავი ნივთები განთავსებულია მის სახელზე რედისტრირებულ უძრავ ქონებაში. მოპასუხე ვ----–-მ ლ-----ემ სარჩელი ცნო.

მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელის ნივთები აღმასრულებელის მიერ დაყადაღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და განარტა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს იმ მისამართზე სადაც ნივთებია განთავსებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სამოტივაციო ნაწილი.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1.სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე, 1. ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; 10. მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი. ვ----–-მ ლ-----ეს არ გააჩნია საკუთრების უფლება და აღნიშნული ნივთი ეკუთვნის ი-----–--ა ლ-----ეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. ამ მხრივ საყურადღებოა ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს. პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

 

6.4. სასამართლო მხარეებს მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.5. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, ი-----–--ა ლ-----ემ 20---–-–-----------ს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ვ----–-მ ლ-----ის და შპს ,,თ----–ი“-ს მიმართ.

 

6...,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო ბ----------------------------–-----–---ში ი-----–--ა ლ-----ის საკუთრებაში არსებულ სახლში მდებარე მოძრავ ნივთებს: ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; 10. მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი.

 

6.7. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით - 1. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ)სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;

ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები;

თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.

2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.

 

6.8. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მიხედვით -1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. 2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.

 

6.9. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ამავე მუხლით არის დაწესებული, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით -მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები

მოცემული დავის კანონშესაბამისად გადაწყვეტისათვის აუცილებელია მტკიცების სტანდარტის სწორად განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითა იმ უდავო ფაქტზე, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სახლში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს - მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, მდებარე ბ----------------------------–-----–---ში ი-----–--ა ლ-----ის საკუთრებაში არსებულ სახლში - ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჟდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავიფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; 10. მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი. ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის საკუთრებას.

მოპასუხე - ვ----–-მ ლ-----ემ სარჩელი ცნო, ხოლო შპს ,,თ----–ი“-ს წარმომადგენელს მოსარჩელის მტკიცებულებათა გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მითითება მფლობელობასთან დაკავშირებით.

 

6.10. ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მფლობელობის უფლება, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს მფლობელობის, როგორც უფლების იურიდიული შინაარსი.

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება: 1. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე. 2. ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი. სამოქალაქო სამართალში (კოდექსში) მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები. მფლობელობის განმარტებისას აუცილებელია დადგინდეს მფლობელობის ხარისხი (კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი). მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანია და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლისადმი. ხოლო მფლობელის კანონიერება თუ უკანონობა ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ვინაიდან მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, დავის შემთხვევაში მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დადგინდეს სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, რაც როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის იმავე მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება, უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია.

 

6.11. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ვ----–-მ ლ-----ის ვალდებულებებზე, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე - ქუთაისი, ახალგაზრდობის N94. ბ/40; კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ სადავო ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების სრულყოფილად ფლობისა და სარგებლობის (გაყიდვა, დაგირავება) უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადარისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ვ----–-მ ლ-----ემ სარჩელი ცნო და იგი სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილით, სრულად უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სსს კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით - მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

იმავე მუხლის მე- 2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სარჩელის საფუძველი მატერიალურ სამართლებრივია (სარჩელის ფასია 2.980.00 ლარი). სახ.ბაჟი შეადგენს 25 ლარს.

 

მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლიდანაც 75 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან 3--------. საგადახდო მოთხოვნა № 13420189. თარიღი 2.06. 2017 წელი.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი, მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს უნდა დაეკისროს გადასახდელად ი-----–--ა ლ-----ის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 102-ე, 103-ე, 140-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ი-----–--ა ლ-----ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს და ვ----–-მ ლ-----ის მიმართ - მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

 

2. ყადაღისგან გათავისუფლდეს და დაყადაღების 2----–-–----------ის მოვალის ქონებისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთხვილი მოძრავი ნივთები- 1. ოვალური ხის მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 2. სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი 1 ცალი; 3. ჟურნალების მაგიდა ყავისფერი 1 ცალი; 4. ხის სკამი საზურგით ნაჭრის დასაჯდომით ყავისფერი 5 ცალი; 5. ხის კარადა ე.წ. ,,სტენკა“ ღია და დახურული სათავსოებით ყავისფერი 1 ცალი; 6. ხის მართკუთხედი მაგიდა, გასაშლელი ყავისფერი 1 ცალი; 7. ხის სკამი, ნაჭრის ჩალისფერი 6 ცალი; 8. ტელევიზირი ,,ლჯ“ ფირმის შავი და რუხი ფერებით 1 ცალი; 9. ტელევიზორის მაგიდა, მინის და ლითონის კონსტრუქციით, მინა შავი ფერით 1 ცალი; მაცივარი ,,სამსუნგი“-ს ფირმის, ორი კამერით შავი - 1 ცალი.

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია, დარჩეს უცვლელი.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხე შპს ,,თ----–ი“-ს დაეკისროს ი-----–--ა ლ-----ის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

5. სახ. ბაჟის სახით გადახდილი 75 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან 3--------. საგადახდო მოთხოვნა № 13420189. თარიღი 2.06. 2017 წელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე