გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002680762
#2/394-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.03.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ.პ.ს.,, კ----–- ს----------–--“
წარმომადგენელი: ი-----–- წ---–------, დ----- ტ-------ე, გ------- ბ----–--ე.
მოპასუხე: შ.პ.ს.,,ჯ--- კ----–-“
წარმომადგენელი: ა-–- კ---------ი, მ------ გ-------–---–ი, მ--- მ-------–-–---–ი.
მოპასუხე: შ.პ.ს.,,მ–------–- 2---“
წარმომადგენელი: ა-–- კ---------ი, მ------ გ-------–---–ი, მ--- მ-------–-–---–ი.
მოპასუხე: შ.პ.ს.,,ი-------- მ–------–-“
წარმომადგენელი: ა-–- კ---------ი, მ------ გ-------–---–ი, თ----- კ-------–---–ი,მოპასუხე: შ.პ.ს.,,G---S---”
წარმომადგენელი: ა-–- კ---------ი, მ------ გ-------–---–ი, მ--- მ-------–-–---–ი.
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.
1. სასარჩელო მოთხოვნა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შ.პ.ს.,, კ----–- ს----------–--“-ს (ს/კ 4--------) წარმომადგენელმა მოპასუხეების -შპს „ჯ--- კ----–-“-ს (ს.ნ.2--------), შ.პ.ს. „მ–------–- 2---“-ს (ს.ნ.4--------), შ.პ.ს „ი-------- მ–------–-“-ს (ს.ნ.4--------), შ.პ.ს. „G-- S---“-ის (ს.ნ.4--------), მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.1.მოცემული სარჩელი წარმოდგენილი იყო ცალ-ცალკე წარმოებად თითოეული მოპასუხის მიმართ. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „კ----–- ს----------–--“-ს სარჩელები შპს „G-- S---”-ის, შპს „მ–------–- 2---“-ს, შპს „ჯ--- კ----–-“-ს და შპს „ი-------- მ–------–-“-ს მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის ნომერი 2/394-28წ.
1.2. მოსარჩელე ოთხივე მოპასუხესთან მიმართებაში ერთი და იგივე შინაარსით ასაბუთებს თავის მოთხოვნას, კერძოდ განმარტავს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე -შპს „ჯ--- კვარც“-ს შორის, მოსარჩელესა და მოპასუხე -შპს „G---S---” შორის, მოსარჩელესა და მოპასუხე - შპს „ი-------- მშენებელ”-ს შორის, მოსარჩელესა და მოპასუხე- შპს „მ–------–- 2---” დაიდო ექსკლუზიური მიწოდების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ქვიშის (ნედლეული) მიწოდების ვალდებულება ექსკლუზიურად მოსარჩელისათვის.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეებმა უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულება. მათ შეწყვიტეს ნედლეულის მიწოდება და ნაცვლად მოსარჩელისა, ნედლეულს აწვდიდა სხვა, მოპასუხის დამფუძნებლის მონაწილეობით შექმნილ კომპანიას.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევა ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ზიანის ოდენობა დასტურდება აუდიტორიული დასკვნით. ზიანი მოპასუხეთათვის იყო მოსალოდნელი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოპასუხის დამფუძნებელი ფლობს წილს მოსარჩელე კომპანიაში.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს . მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებისათვის ზიანის თანხის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით.
1.2.1.მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ითხოვს მოპასუხე შპს „ჯ--- კვარც“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 100 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ასევე ითხოვს მოპასუხე შპს „ჯ--- კვარც“-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 2,244,450 ლარის გადახდა.
1.2.2.მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ითხოვს მოპასუხე შპს „geo sand”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 100 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ასევე ითხოვს მოპასუხე შპს „geo sand”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 1,404,402 ლარის გადახდა.
1.2.3.მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ითხოვს მოპასუხე შპს „ი-------- მშენებელ”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 100 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ასევე ითხოვს მოპასუხე (შპს „ი-------- მშენებელ”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 011 347 ლარის გადახდა.
1.2.4.მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ითხოვს მოპასუხე შპს „მ–------–- 2---”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 100 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელე შპს „კ----–- ს----------–--“ ასევე ითხოვს მოპასუხე შპს „მ–------–- 2---”-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 683 098 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. შ.პ.ს. „კ----–- ს----------–--“-ს სარჩელზე შ.პ.ს. „ჯ--- კ----–-“-ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი რომლითაც მოსასუხე არ ეთანხმება მოთხოვნებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველს ექსკლუზიურად უნდა მიეწოდებინა მყიდველისთვის ქვიშა მოპოვებული N1001199 ლიცენზიით. ამავე ხელშეკრუელბის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 100 000 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე დაარღვევდა ექსკლუზიურობის პირობას და მესამე პირებს მიაწვდიდა ქვიშას. მოპასუხის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის). გარდა ხელშეკრულებაში აღნიშნული ლიცენზიისა, მოპასუხე ფლობს მეორე ლიცენზიასაც რომლითაც მესამე პირებისთვის ქვიშის მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდა თავისუფლად, რადგანაც ის არ წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების საგანს და არ იყო შებოჭილი ექსკლუზიურობით. მოსარჩელე თვლის, რომ არ არის პირველი სასარჩელო მთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოპასუხე განმარტავს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების 8.4 პუნქტი მოპასუხეს აძლევდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც განხორციელდა კიდეც. მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობას (კარიერამდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა, მიწოდებული ქვიშის კუბატურის კონტროლის განუხორციელებლობა), ასევე მას გააჩნდა დავალიანება მოპასუხის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად და ამის შესახებ აცნობა მოსარჩელეს. მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 1.5 წლის წმინდა მოგება (7 კომპანიის თანამშრომლობის პირობებში) შეადგენს დაახლოებით 700 400 და არა 2 244 450 ლარს.
2.2. შ.პ.ს. „კ----–- ს----------–--“-ს სარჩელზე შ.პ.ს. „G-- sand“-ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი რომლითაც მოსასუხე არ ეთანხმება მოთხოვნებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველს ექსკლუზიურად უნდა მიეწოდებინა მყიდველისთვის ქვიშა მოპოვებული N1002589 ლიცენზიით. ამ ხელშეკრუელბის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე დაარღვევდა ექსკლუზიურობის პირობას. მოცემულ შემთხვევაში, მზგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის).
მოპასუხე განმარტავს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობას (კარიერამდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა, მიწოდებული ქვიშის კუბატურის კონტროლის განუხორციელებლობა), ასევე მას გააჩნდა დავალიანება მოპასუხის წინაშე. მოპასუხე განმარტავს, რომ მას კი არ შეუწყვეტია ხელშეკრულება, არამედ შეაჩერა მოსარჩელისთვის ქვიშის მიწოდება, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. მისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ განსაზღვრა მოსარჩელემ ზიანის ოდენობა, რადგანაც მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 1.5 წლის წმინდა მოგება შეადგენს დაახლოებით 700 400 და არა 2 244 450 ლარს.
2.3. შ.პ.ს. „კ----–- ს----------–--“-ს სარჩელზე შ.პ.ს. „ი-------- მ–------–-“-ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი რომლითაც მოსასუხე არ ეთანხმება მოთხოვნებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული არ ყოფილა არც წერილობით ხელშეკრულება სადაც მითითებული იყო პირგასამტეხლო 100 000 ლარის ოდენობით და არც ცალკე წერილობითი შეთანხმება აღნიშნულის თაობაზე ზეპირი შეთანხმების ფარგლებში. მოპასუხის განმარტებით სარჩელზე თანდართული ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი კომპანიის დირექტორის მიხეილ გურულის მიერ. მტკიცებულებად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს გ. გურული, რომელსაც არ გააჩნია შპს-ს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მოპასუხემ მიმართა ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარმოადგინა დასკვნა.
მოპასუხე განმარტავს, რომ წერილობითი ფორმით დადებული ნამდვილი ხელშეკრულება სახეზე არ არის. მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება შპს „კ----–- ს----------–--ს“-თან ქვიშის მიწოდების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხის მიერ ქვიშის მიწოდების შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეფარა მისი ღირებულება. მოპასუხის განმარტებით თვეების განმავლობაში არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, დღეის მდგომარეობით მას მოპასუხის მიმართ გააჩნია დავალიანება 15 023 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ასევე მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.4. შ.პ.ს. „კ----–- ს----------–--“-ს სარჩელზე შ.პ.ს. „მ–------–- 2---“-ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი რომლითაც მოსასუხე არ ეთანხმება მოთხოვნებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველს ექსკლუზიურად უნდა მიეწოდებინა მყიდველისთვის ქვიშა მოპოვებული N1002590 ლიცენზიით. ამავე ხელშეკრუელბის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე დაარღვევდა ექსკლუზიურობის პირობას, გარდა ე.წ. გარეცხილი ქვიშის მიწოდების შემთხვევისა. მოპასუხის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში შ.პ.ს. „მ–------–- 2---“-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის). მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობას (კარიერამდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა, მიწოდებული ქვიშის კუბატურის კონტროლის განუხორციელებლობა), ასევე მას გააჩნდა დავალიანება მოპასუხის წინაშე. მოპასუხე განმარტავს, რომ შ.პ.ს. „მ–------–- 2---“ უფლებამოსილი იყო მიეწოდებინა გარეცხილი ქვიშა მესამე პირებისთვის რადგან ეს უკანასკნელი არ ყოფილა ზემოაღნიშნულ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების საგანი.
მოპასუხე განმარტავს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია ამჟამად შპს „მ–------–- 2---“-ს შეჩერებული აქვს ქვიშის მიწოდება მოსარჩელისათვის, სანამ ეს უკანასკნელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. თუმცა შპს „მ–------–- 2---“-ს ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ შეუწყვეტია. რაც შეეხება მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ექსკლუზიურობის შესახებ, არ დარღვეულა, რადგან ხელშეკრულების საგანი გაურეცხავი ქვიშა სხვა პირებისათვის არ მიუწოდებია. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ განსაზღვრა მოსარჩელემ ზიანის ოდენობა, რადგანაც მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 1.5 წლის წმინდა მოგება შეადგენს დაახლოებით 700 400 და არა 2 244 450 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–-- „ რეგისტრირებულია 2017 წლის 24 თებერვალს ს/ნ 4--------. მოცემული საწარმოს დირექტორია ბაგრატ კაპანაძე. საწარმოს პარტნიორები არიან: ბაგრატ კაპანაძე 17 % , მიხეილ სირაძე 16,6 % , შალვა ენუქიძე 16,6%, ივანე ფარქოსაძე 16,6 %, მიხეილ გურული 16,6 %, ფრიდონ აბესაძე 16,6 %.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-“ რეგისტრირებულია 2008 წლის 24 ნოემბერს, ს/ნ2--------. პარტნიორები არიან თეიმურაზ ჭიხორია 33 %, ანდრო ფარქოსაძე 33%, მიხეილ სირაძე 34%. საწარმოს დირექტორია მიხეილ სირაძე.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ი-------- მ–------–-“ რეგისტრირებულია 2013 წლის 29 იანვარს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მიხეილ გურული 50% და გ------- გურული 50%. საწარმოს დირექტორია მიხეილ გურული.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ რეგისტრირებულია 2--- წლის 23 აპრილს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მ--- ხურცილავა 50% და ივანე ფარქოსაძე 50%. საწარმოს დირექტორია ანდრო ფარქოსაძე.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,G-- S---“-ს რეგისტრირებულია 2013 წლის 07 თებერვალს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მამუკა დეკანოიძე, 40% და ივანე ფარქოსაძე 30%, ალექსანდრე სირაძე 30%საწარმოს დირექტორია მამუკა დეკანოიძე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერები (ტ.1.ს.ფ.50-54. ტ2. ს.ფ51-52 ტ. 3. ს.ფ. 55-56. ტ4. ს.ფ.51-52).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ, 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელეს შპს „კ----–- ს----------–--“-ს და მოპასუხე შპს „ჯ--- კვარცს“ შორის დაიდო ქვიშის ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული #1001199 ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის, კერძოდ კვარცმინდვრშპატიანი ქვიშის (შემდგომში „ნედლეული“) ექსკლუზიურად მიყიდვა მყიდველისათვის. მყიდველი აუნაზღაურებს გამყიდველს შესყიდული ნედლეულის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ხელშეკრულების 3.2. მუხლის შესაბამისად გამყიდველი ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მესამე პირებთან არ აქვს დადებული და იძლევა გარანტიას, რომ არც მომავალში დადებენ არანაირ ისეთ გარიგებას, რაც ხელს შეუშლის ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ხელშეკრულების 3.3. მუხლის შესაბამისად გამყიდველი იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ მის საკუთრებაში არსებული #1001199ლიცენზიას მყიდველის თანხმობის გარეშე არანაირი ფორმით არ გადასცემს მესამე პირებს. ლიცენზიის მესამე პირებისათვის გადაცემის საკითხს მხარეები განიხილავენ მხოლოდ იმ პირობით, თუ მესამე პირი სრულად ჩაენაცვლება მყიდველს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში და გახდება გამყიდველის უფლებამონაცვლე.
ხელშეკრულების 3.4. მუხლის შესაბამისად თუ 3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად არსებობს ან მომავალში იარსებებს რაიმე სხვა სახის გარანტია, მხარეები იღებენ ვალდებულებას განახორციელონ შესაბამისი მოქმედება კანონის ყველა ნორმის დაცვით.
ხელშეკრულების მე-4.1. მუხლის შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია:4.1.1. მოიპოვოს და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადაამუშაოს # 1001199 ლიცენზიით განსაზღვრული ნედლეულის მარაგი.4.1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ექსკლუზიურად, მხოლოდ მყიდველს მიყიდოს # 1001199 ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული პროდუქცია (კვარცმინდვრიშპარიანი ქვიშა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამყიდველი პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს ქვიშის გამდიდრების (წყლით გარეცხვის) შემდეგ.4.1.3. უზრუნველყოს გასაყიდი ნედლეულის ხარისხიანი გადამუშავება ბაზარზე არსებული სტანდარტების და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიხედვით. კერძოდ, ნედლეული უნდა გაცხრილოს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 16 მილიმეტრიან საცერში.4.1.4. სტანდარტების და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უზრუნველყოს მყიდველისათვის მოსაწოდებელი პროდუქციის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა.4.1.5. მყიდველი თანხმობის გარეშე არ გადასცეს პროდუქცია მესამე პირებს არც სასყიდლით და არც უსასყიდლოდ (მათ შორის ჩუქების ან ქველმოქმედების მიზნით).
ხელშეკრულების 4.2.2. მუხლის შესაბამისად გამყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მყიდველისთვის ნედლეულის მიწოდებაზე იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს არ ექნება ანაზღაურებული უკვე შესყიდული ნედლეულის ორი პარტიის ღირებულება შესყიდვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 4.3. მუხლის შესაბამისად მყიდველი ვალდებულია: 4.3.1. მოაწესრიგოს კარიერამდე და კარიერში ნედლეულის უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაზიდვისათვის მისასვლელი სატრანსპორტო გზა და უზრუნველყოს მისი მოვლა პატრონობა.4.3.2. უზრუნველყოს გამყიდველის მიერ მიწოდებული ნედლეულის რაოდენობრივი აღრიცხვა, მისი კონტროლი და დაცვა დაქირავებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა სათანადო უფლებამოსილი დაცვის კერძო სამსახურის მეშვეობით. 4.3.3. უზრუნველყოს კარიერიდან გასაყიდად გასატანი ნედლეულის რაოდენობრივი აღრიცხვა, (ტონა, კუბატურა) შესაბამისი დანადგარით - სასწორით. სასწორი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილზე, რომ შეუძლებელი იყოს მისი გვერდის ავლით ნედლეულის გატანა (მოპარვა). 4.3.4. მყიდველი იღებს ვალდებულებას შესასყიდ ნედლეულს (კვარცმინდვრისშპატიან ქვიშას) გაუწიოს მარკეტინგული შეფასება და წარმოადგინოს პროდუქცია მისი დადებითი თვისებებით და შემადგენლობით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე უცხოურ სამშენებლო ბაზრებზე.
ხელშეკრულების 4.4. მუხლის შესაბამისად მყიდველი უფლებამოსილია: 4.4.1. გამყიდველთან შეთანხმებით განსაზღვროს ნედლეულის შესასყიდი და დამოუკიდებლად განსაზღვროს მისი გასაყიდი ფასები საქართველოს და უცხოეთის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიხედვით. 4.4.2. მყიდველს შსეუძლია ნედლეულის თვისობრივი შემადგენლობის და ხარისხის რეკლამირების მიზნით, აწარმოოს თავისი შეხედულებისამებრ ყველა ის ღონისძიება და მოქმედება, რაც ხელს შეუწყობს ნედლეულის პოპულარიზაციას როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბაზრებზე. 4.4.3. მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამყიდველისაგან ლიცენზიის ყველა იმ დოკუმენტის ასლის გადმოცემა, რითიც დასტურდება ლიცენზიაზე გამყიდველის ყველა კანონიერი უფლება.4.4.4. გამყიდველთან შეთანხმებით უზრუნველყოს გამყიდველის კარიერის მარკშეიდერული, გეოლოგიური მომსახურება.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად 5.1. ნედლეულის შესყიდვა ხორციელდება მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გამყიდველისადმი მიწოდებულ ინვოისებში მითითებული ოდენობის მიხედვით. 5.2. მოთხოვნილი ნედლეულის მყიდველისთვის მიწოდება ხდება გამყიდველის მიერ ნედლეულის შენახვის (დასაწყობების) ადგილზე მყიდველის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვით.
5.3. მყიდველის მიერ მოთხოვნილი ნედლეული გამყიდველისაგან მიწოდებულად ითვლება
ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად 6.1. ერთი კუბური მეტრი ნედლეულის ფასი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ყოველი კონკრეტული შესასყიდი პარტიის შემთხვევაში ინდივიდუალურად და აისახება ინვოისებში. 6.2. ერთი კუბური მეტრი ნედლეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 8 ლარს. ბაზარზე ფასების რადიკალურად ცვლილების და შესაბამისი კვლევის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით შესაძლებელია გადაიხედოს ნედლეულის შესყიდვის ფასი. 6.3. შესყიდული ნედლეულის ანაზღაურება შესაძლებელია როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით, ნედლეულის მიწოდებიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად 7.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7.2. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში. ამასთან, თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში. მხარე, რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. 7.3. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი დაარღვევს ექსკლუზიურად მიწოდების პირობებს და მიაწოდებს ნედლეულს სხვა მესამე პირს, მას დაეკისრება ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად 8.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების ხელმოწერიდან და მოქმედებს 2040წლის 1 იანვრამდე.8.2. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა. 8.3. მხარეებს შესაძლოა ურთიერთშეთანხმებით, ორმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.8.4. მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე , თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს 8.5. ბაზარზე კრიტიკული ვითარების ან სხვა რაიმე ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც მყიდველისათვის შეუძლებელი ან გართულებული იქნება სარგებლის მიღება, ან და თუ მყიდველმა დაკარგა ხელშეკრულების საგნისადმი ინტერესი, მყიდველს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულებაგამყიდველისათვის 30 კალენდარული დღით ადერე შეტყობინების გაგზავნის გზით.
ხელშეკრულების 9.1 მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებების გადასინჯვა და მასში რაიმე ცვლილების შეტანა, აგრეთვე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. ყოველი ასეთი შეთანხმება დაერთვება ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 9.4. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებას თან ერთვის ლიცენზიის და ლიცენზიის გამცემი უწყების ბრძანების ასლები, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
დადგენილია, რომ ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება იქნა დადებული 2017 წლის 16 ივნისს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“-სა და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ს შორის , მხოლოდ ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო ლიცენზია და აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის საკუთრებაში არსებული N1002589 ლიცენზიის ფარგლებში.
დადგენილია ასევე, რომ ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება იქნა დადებული 2017 წლის 16 ივნისს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“-სა და შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „-ს შორის , მხოლოდ ამ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „-ის საკუთრებაში არსებული N1002590 ლიცენზიის ფარგლებში.
საქმეში წარმოდგენილია ასევე 2017 წლის 16 ივნისის ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“-სა და შ.პ.ს. ,, ი-------- მშენებელ „-ს შორის, თუმცა მოპასუხე შ.პ.ს. ,, ი-------- მ–------–- „ სადაოდ ხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და ზოგადად ხელშეკრულების არსებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.22-25 ტომ I).
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.22-25 ტომ 2).
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.22-25 ტომ 3).
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.21-24 ტომ 4).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ არსებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელისათვის ქვიშის მიწოდება ხდებოდა შემდეგი კონსტრუქციით მოპასუხეთა მიერ გამზადებული ქვიშა იყიდებოდა შ.პ.ს. ,, კ----–- ს----------–--ზე“ 8 ლარად ხოლო შემდეგ აღნიშნული ქვიშა ან პირდაპირ შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--დან“ იყიდებოდა 12 ლარად ან უკან უბრუნდებოდა მოპასუხეს ასევე 12 ლარად , რათა თავისი ტრანსპორტით მიეწოდებია ქვიშა ახალი მყიდველისათვის. ფასების ცვლილების შემდგომ ქვიშაზე ფასები შეიცვალა და 8 ლარის ნაცვლად კომპანიები აწვდიდნენ 11 ლარად, ხოლო შემდგომი გასხვისება ხდებოდა 15 ლარად. აღნიშნული კონსტრუქცია ნათლად დასტურდება წარმოდგენილი ზედნადებებით. ამ კონტრუქციის მიზანი იყო ის , რომ ქვიშა არ გასხვისებულიყო შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ გვერდის ავლით (გარდა გარეცხილისა).
მოპასუხეთა წარმომადგენლები ადასტურებენ , რომ იმ ფაქტს, რომ მხარეებს შეეძლოთ გაუცხრილავი( ცხრილზე არ არის გატარებული) ქვიშაც გაესხვისებინათ და ყიდიდნენ კიდეც კარიერიდან მესამე პირებზე, რაც დასტურდება კიდეც საქმეში წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციით. თუმცა მოპასუხის წარმომადგენელი ბუღალტერი-მ--- მ-------–-–---–ი (რომელიც არის შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის წარმომადგენელი და ბუღალტერი) ადასტურებს, რომ მოსარჩელეს აწვდიდნენ გაუცხრილავ ქვიშას შემდეგ უკან უბრუნებდა მოსარჩელე ისინი რეცხავდნენ და უკვე გარეცხილს ყიდდენ მესამე პირებზე. დადგენილია, რომ მოცემული ბრუნვა იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მათ შორის აღნიშნული ფორმით შ.პ.ს. ,,მ–------–- 2---“-იც გაუცხრილავ ქვიშას აწვდიდა მესამე პირებს. შ.პ.ს. ,,მშენებელ 2---“ კ----–- ს----------–--ზე გაუვლელად მოჰქონდა ქვიშა საჩხერეში ფეიქრების ქუჩაზე გასარეცხად. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ფასის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს რა სახის ქვიშა მიეწოდა მხარეს. მოპასუხის წარმომადგენელი მ--- მ-------–-–---–ი ადასტურებს, რომ მესამე პირებს პირდაპირ იტავაზის კარიერიდანაც აწვდიდნენ. ძირითადად ეს ქვიშა გაჰქონდათ წყალგაყვანილობებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.241 ტომ. 7).
- მხარეთა პოზიცია(ოქმი 11.02.19 წ .16:36:12-დან -16:38:45-მდე, 16:43:30)
- მხარეთა პოზიცია(ოქმი 11.02.19 წ .16:50:20-დან -16:51:04-მდე,)
- მინდობილობები(ს.ფ.177-179 ტ. 7)
- ზედნადებები(ს.ფ.77-89 ტ.6)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილია ორივე წერილობითი ხელშეკრულება (დედანი) დადებული მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. ,,ი-------- მშენებელს „ შორის სადაც შ.პ.ს.,,ი-------- მშენებლ“-ის მხარეს ხელი მოწერილი აქვს გ. გურულს. ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღნიშნული მოპასუხე უარყოფს მოსარჩელესთან მოცემული ხელშეკრულების არსებობას ამ ფორმით. ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებას არებობას აღნისნული მოპასუხე ადასტურებს
N 008305418 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები მიხეილ გურულის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული: ხელშეკრულებაზე 2017 წლის 16 ივნისის თარიღით (მხარები ; შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“ დირექტორი ბაგრატ კაპანაძე-მყიდველი :შ.პ.ს. ,,ი-------- მ–------–-“ დირექტორი მიხეილ გურული-გამყიდველი) ყველა გვერდზე და ბოლო გვერდზე: გრაფაში : ,,მხარეთა ხელმოწერები“ შესრულებულია არა მიხეილ გურულის, არამედ სხვა პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება(ს.ფ110-113 ს.ფ.30-33 ტ7)
-ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.113-116 ტ.6)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია, რომ ქვიშის კარიერები, რომლებზედაც გაცემულია ლიცენზიები განლაგებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი--------ში . დადგენილია რომ, მხარეებმა (შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის ) ხელშეკრულების ფარგლებში ქვიშის მიწოდება დაიწყეს 2017 წლის 27 ივნისიდან და ქვიშის მიწოდება შეწყვიტეს 2018 წლის 19 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დაობენ (მათ შორის შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ მიერაც იქნა დადასტურებული, რომ მიწოდება შეწყდა 2018 წლის 19 სექტემბერს). ქვიშის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეები ადასტურებენ , რომ მათ შექმნეს ერთობლივი საწარმო შ.პ.ს. ,,საჩხერის ქვიშა“ და 2018 წლის 20 სექტემბრიდან იგივე კონსტრუქციით აღნიშნული საწარმოს მეშვეობით ხდება ქვიშის რეალიზაცია. მოცემულ ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე გ------- გურული, რომელმაც მიუთითა, რომ იგი არის ამ საწარმოს დირექტორი . აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურიდან ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.22-25 ტომ II).
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია(ს.ფ.167-168)
- - მხარეთა პოზიცია(ოქმი 11.02.19 წ .16:33:56)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეთა დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზა, რომელიც მოპასუხეთა აზრით ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას კარიერთან მისასვლელი გზის მოწესრიგების ნაწილში. N000020119 ექსპერტიზის დასკვნით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი--------ში , სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს.,,ი-------- მშენებლის“, შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის კუთვნილ კარიერებამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზები ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი ნორმების-სპ37.13330.2012 საწარმოო ტრანსპორტის snip 2.05.07-91-ის აქტუალიზირებული რედაქციის მოთხოვნებს. ექსპერტიზის ჩატარების დროს ვიზუალურად გზების მოხრეშვა ან გზის მოწყობის სხვა სამუშაოების ჩატარება არ შეინიშნებოდა.
მოწმეთა ჩვენებით დასტურდება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ ხდებოდა კარიერთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. მოწმე ამირან სირაძემ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს ხრეშის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გზის იმ სტანდარტებზე არ შეთანხმებულან მხარეები, რაც ექსპერტიზაშია მითითებული.
მხარეთა განმარტებით უდავოდაა ის ფაქტიც ცნობილი, რომ ქვიშას გარეცხვის დროს გაცხრილვა არ ჭირდება და გარეცხილი ქვიშის წარმოებისათვის საჭიროა გაუცხრილავი ქვიშა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზა (ს.ფ.269-280 ტომ 6).
-მოწმე ამირან სირაძის ჩვენება
- მხარეთა განმარტებები.
3.2.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, რომელიც ჩატარებულია შ.პ.ს. ,,თი ელ კონსალტინგი“-ის მიერ გაანგარიშებულია საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაც მითითებულია ფაქტობრივად 12 თვის განმავლობაში მოსარჩელის და მოპასუხეთა ფინანსური გაანგარიშება, კერძოდ შპს „კ----–- ს----------–--“-სთან (ს/ნ 4--------) (შემდგომში „კომპანია“ ან/და „დამკვეთი“) 2018 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „თი ელ კონსალტინგი“-მ (ს/ნ) (შემდგომში „შემსრულებელი“ ან/და „აუდიტორი“) განახორციელა კომპანიის შემდეგი მონაცემების დამუშავება და ანალიზი:
· მოწოდებული ქვიშის თვითღირებულება;
· კომპანიის წმინდა მოგება;
ზემოთ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე 2017 წლის 24 თებერვლიდან 2018წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება შეადგინა 707,514 ლარი, ხოლო მოწოდებული ქვიშის ღირებულებამ - 3,654,291 ლარი, კერძოდ:
კომპანიის დასახელება ქვიშის თვითღირებულება შეწონილი წმინდა მოგება
შპს ზემო იმერეთი 357,705 75,555
შპს G-- S--- 345,652 65,321
შპს ჯ--- კ----–- 538,133 104,393
შპს ი-------- მ–------–- 499,329 93,551
შპს მ–------–- 2--- 155,430 31,772
შპს კარიერი 644,407 124,591
ი.მ. ფარსადან თოდაძე 59,038 11,915
შპს ქვიშის კარიერი 170,117 45,316
სს დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატი 677,994 128,053
შპს კ----–- 206,427 27,036
შპს მ–------–-1 60 10
ჯამი 3,654,292 707,513
შეწონილი წმინდა მოგება გამოთვლილია შემდეგნაირად: კომპანიის წმინდა მოგება, 2017 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 30 ივნისამდე, შეწონილი საშუალოს გამოთვლის პრინციპით გადანაწილებულია ქვიშის მომწოდებლის მიერ მოწოდებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული პრინციპით ვიგებთ თითოეული კომპანიის მიერ მოწოდებულმა ნედლეულმა წმინდა მოგების რა წილი შექმნა.
აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განვახორციელეთ პროგნოზი იმისა, თუ რა იქნებოდა კომპანიის ჯამური წმიდა მოგება და მომწოდებელ კომპანიებზე გადანაწილებული შეწონილი წმინდა მოგება 2040 წლის 01 იანვრამდე.
· თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ რეალიზაცია ფაქტობრივად დაიწყო 2017 წლის ივლისში და მან 2018 წლის ივნისის ბოლომდე დააგროვა 707,514 (შვიდას შვიდი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი წმინდა მოგება. შენიშვნა: 2017 წლის ივნისის თვეში მთლიანი რეალიზებული საქონლის თვითღირებულება იყო 1224 ლარი და რადგან აღნიშნული რიცხვი უმნიშვნელოა კომპანიის შემოსავლებში იგი გამოთვლის დროს უგულებელვყავით. ასევე, უმნიშვნელოა შპს „მ–------–- 1“-ისგან შესყიდული ქვიშის თვითღირებულებაც და ისიც უგულებელვყავით;
· თუ დავუშვებთ რო 2018 წლის 30ივნისის შემდგომ ყოველ მომდევნო 12 თვეში საშუალო წმინდა მოგება 2040 წლის პირველ იანვრამდე კომპანიას ექნებოდა იგივე ანუ 707,514 (შვიდას შვიდი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი;
· თუ დავუშვებთ რომ მომწოდებლები იგივე პროპორციით მიაწვდიდნენ ნედლეულს 2040 წლის პირველ იანვრამდე.
აღნიშნული დაშვებებით გამოთვლილი პროგნოზირებული მონაცემები იქნება შემდეგი:
კომპანიის დასახელება ქვიშის თვითღირებულება შეწონილი წმინდა მოგება
შპს ზემო იმერეთი 7,690,658 1,624,433
შპს G-- S--- 7,431,518 1,404,402
შპს ჯ--- კ----–- 11,569,860 2,244,450
შპს ი-------- მ–------–- 10,735,574 2,011,347
შპს მ–------–- 2--- 3,341,745 683,098
შპს კარიერი 13,854,751 2,678,707
ი.მ. ფარსადან თოდაძე 1,269,317 256,173
შპს ქვიშის კარიერი 3,657,516 974,294
სს დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატი 14,576,871 2,753,140
შპს კ----–- 4,438,181 581,274
ჯამი 78,565,988 15,211,315
მხარეები ადასტურებენ, რომ ფაქტობრივად ქვიშის მიწოდება ხელშეკრულების შესაბამისად დაიწყო 2017 წლის 28 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- აუდიტის დასკვნა(ს.ფ. 149-150 ტ.4)
3.2.8. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ - შპს „ჯ--- კ----–-“-ს (ს.ნ.2--------), შ.პ.ს. „მ–------–- 2---“-ს (ს.ნ.4--------) შ.პ.ს. „G-- S---“-ის (ს.ნ.4--------) მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსკლუზივი ქვიშის მიწოდებაზე, . შ.პ.ს. „G-- S---“ თვით ადასტურებს, რომ მის მიერ დარღვეული აღნიშნული შეთანხმება. სასამართლო ასევე თვლის, რომ გაურეცხავი და გაუცხრილავი ქვიშის მიწოდება მოსარჩელის გვერდის ავლით ამ შეთანხმების დარღვევაა. დანარჩენი ორი კომპანია- შპს „ჯ--- კ----–-“-ს და შ.პ.ს. „მ–------–- 2---“-ს სწორედ მოსარჩელის გვერდის ავლით ახორციელებდა გაუცხრილავი (გაუმდიდრებელი) ქვიშის მიწოდებას მესამე პირებზე. ახსნა -განმარტებაში მხარეები თვითონვე ადასტურებენ ამ ფაქტს. გარდა ამისა მოსარჩელის გვერდის ავლით მესამე პირებისათვის ქვიშის მიწოდება დასტურდება საბუღალტრო დოკუმენტაციითაც.
გარდა აღნიშნულისა დადგენილია, შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ , შ.პ.ს,,მ–------–-2---“ და შ.პ.ს. „G-- S---“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის (ექსკლუზივის) დარღვევის ფაქტი, კერძოდ შემოსავლების სამსახურიდან შემოსული ინფორმაციიდან გამომდინარე ეს შეთანხმება დარღვეულია მაგალითად (დისკი ს.ფ.173ტ7) ელექტრონული ინფორმაციის N719 -დან N722 ჩათვლით ,N3960, N4376-N4379, N4758 ჩათვლით, არსებულ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე მ–------–- 2--- -ის მიერ. N726-დან N728, 1196 დან 1204-ის , 3489 , N3958 და N3959 , N4404, N4619, N4679, N5032 N4751, N5276 -დან 5278 ჩათვლით არსებულ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე შ.პ.ს.,,ჯ--- -კ----–-ს“ მიერ.
მოსარჩელის მიერ შ.პ.ს.,,ჯ--- -კ----–-სათვის“-სათვის დავალიანების - 17598 ლარის გადახდასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 2018 წლის 19 სექტემბრამდე მოსარჩელისათვის შ.პ.ს.,,ჯ--- -კვარცს“ რაიმე დასაბუთებული მოთხოვნა არ წაუყენებია და მოსარჩელეს ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. ასევე მოსარჩელის მიერ შ.პ.ს.,,მ–------–-2---“-სათვის დავალიანების - 546 ლარის გადახდასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 2018 წლის 19 სექტემბრამდე მოსარჩელისათვის შ.პ.ს.,,მ–------–-2---“-ს რაიმე დასაბუთებული მოთხოვნა არ დაუყენებია და მოსარჩელეს ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.
დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს.ს.იპ. ,,გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს N1323/ს 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით შ.პ.ს. ,,G-- S---“-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N1002589 (მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ნაწილი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ი--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 114300 კუბური მეტრი ი-------- პირველი-ს კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება გადაეცა საკუთრებაში შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარც“-ს 2017 წლის 27 იანვრამდე. ამ შემთხვევაში მოცემული გარემოებითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულება ექსკლუზივის ნაწილში დარღვეულია ორივე საწარმოს მიერ, რადგან შ.პ.ს. ,,G-- S---“-მა ლიცენზია გაყო, ხოლო წერილობით ახსნა- განმარტებაში თვით შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ გაყოფილი ლიცენზიით (N1004813) იგი ახორციელებდა მესამე პირებისათვის ქვიშის მიყიდვას. ბუნებრივია შ.პ.ს ,,ჯ--- კ----–-ს წარმომადგენელმა იცოდა ლიცენზიის ამ ნაწილის შეზღუდვის თაობაზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 112-118 ტომ.VI)
-წერილობითი ახსნა -განმარტება(ს.ფ.248)
-წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.249)
-ბრძანება(ს.ფ.100).
-დისკი (ს.ფ. 173ტ7)
- მხარეთა პოზიცია(ოქმი 11.02.19 წ .16:21:52 დან 16.22.49-დე)
- მხარეთა განმარტებები.(იხ.ოქმი11.022019წ)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ფარგლებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში გასარკვევი იყო ორი გარემოება: ერთი ის რომ დაარღვიეს თუ არა მოპასუხეებმა მესამე პირებისათვის პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვა და დაირღვა თუ არა მოპასუხეთა ბრალით აღნიშნული ხელშეკრულება, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ხელშეკრულების შეწყვეტა. სასამართლო თვლის , რომ პირველი გარემოება დადასტურებულია შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ , შ.პ.ს,,მ–------–- 2---“ და შ.პ.ს. „G-- S---“-ის შემთხვევაში, ხოლო შ.პ.ს. ,,ი-------- მშენებლის“ შემთხვევაში არა, რადგან არ დგინდება მოსარჩელესა და მითითებულ მოპასუხეს შორის ხსენებული ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. მეორე გარემოება ასევე დადასტურებულია შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ , შ.პ.ს,,მ–------–- 2---“ და შ.პ.ს. „G-- S---“-ის შემთხვევაში, რადგან მათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეწყვიტეს პროდუქციის მიწოდება მოსარჩელისათვის, რითაც შეწყვიტეს ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს „ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შ.პ.ს.,,Jeo-S---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 125321 (ასოცდახუთიათასსამასოცდაერთი) ლარის გადახდა , საიდანაც 60000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 65321 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი. .შ.პ.ს.,,ჯ--- კ----–-”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 194 393 (ასოთხმოცდათოთხმეტიათასსამასოთხმოცდაცამეტი) ლარის გადახდა , საიდანაც 90000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 104393 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი. .შ.პ.ს.,,მ–------–- 2---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 61772 (სამოცდაერთიათასშვიდასსამოცდათორმეტი) ლარის გადახდა , საიდანაც 30000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 31772 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე ,417-420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. 2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.
6.4.მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: ................ დირექტორებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სესაბამისად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.5.მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი ე.ი. ამ შემთხვევაში პირი რომელსაც აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მოპასუხეთა - შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ , შ.პ.ს,,მ–------–- 2---“ და შ.პ.ს. „G-- S---“-ის წარმომადგენლები აწერენ ხელს 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებას, ხოლო შ.პ.ს. ,,ი-------- მშენებლის“ შემთხვევაში კი მისი წარმომადგენლის მიხეილ გურულის ნაცვლად ხელს აწერს სხვა პირი, რაც დადასტურებულია კიდეს საქმეში წარმოდგენილი N 008305418 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად ხელმოწერები მიხეილ გურულის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული: ხელშეკრულებაზე 2017 წლის 16 ივნისის თარიღით (მხარები ; შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“ დირექტორი ბაგრატ კაპანაძე-მყიდველი : შ.პ.ს. ,,ი-------- მ–------–-“ დირექტორი მიხეილ გურული-გამყიდველი) ყველა გვერდზე და ბოლო გვერდზე: გრაფაში : ,,მხარეთა ხელმოწერები“ შესრულებულია არა მიხეილ გურულის, არამედ სხვა პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში : მოპასუხე შ.პ.ს. ,,ი-------- მ–------–-“ ადასტურებს მოსარჩელესთან ურთიერთობის ფაქტს , მაგრამ არა იმ დათქმებით , რაც სადაო ხელშეკრულებაში მითითებული. ამდენად არ არსებობს ხელშემკვრელი მხარე არ არსებობს ვალდებულებები და უფლებები მის მიმართ. ამდენად ამ საფუძვლით სარჩელის მოსარჩელეს დაკმაყოფილებაზე შ.პ.ს. ,,ი-------- მშენებლის“ მიმართ უარი უნდა ეთქვას.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--სა“ და შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარცს“ , შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--სა“ და შ.პ.ს,,მ–------–- 2---“ და შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--სა“ და შ.პ.ს. „G-- S---“-ის შორის არსებობდა 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება იმ პირობებით რაც დადგენილი იქნა სასამართლოს მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებები წარმოადგენენ ნარდობის ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან დადგენილია რომ, 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელეს შპს „კ----–- ს----------–--“-ს და მოპასუხე შპს „ჯ--- კვარცს“ შორის დაიდო ქვიშის ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული #1001199 ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის, კერძოდ კვარცმინდვრშპატიანი ქვიშის (შემდგომში „ნედლეული“) ექსკლუზიურად მიყიდვა მყიდველისათვის. მყიდველი აუნაზღაურებს გამყიდველს შესყიდული ნედლეულის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ზუსტად იგივე შინაარსის ხელშეკრულებაა დადებული დადგენილია, შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“-სა და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ს შორის , მხოლოდ ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო ლიცენზია და აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის საკუთრებაში არსებული N1002589 ლიცენზიის ფარგლებში. ასევეანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება იქნა დადებული 2017 წლის 16 ივნისს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--“-სა და შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „-ს შორის , მხოლოდ ამ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „-ის საკუთრებაში არსებული N1002590 ლიცენზიის ფარგლებში.
6.8. ხელშეკრულების 4.3. მუხლის შესაბამისად მყიდველი ვალდებულია: 4.3.1. მოაწესრიგოს კარიერამდე და კარიერში ნედლეულის უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაზიდვისათვის მისასვლელი სატრანსპორტო გზა და უზრუნველყოს მისი მოვლა პატრონობა.4.3.2. უზრუნველყოს გამყიდველის მიერ მიწოდებული ნედლეულის რაოდენობრივი აღრიცხვა, მისი კონტროლი და დაცვა დაქირავებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა სათანადო უფლებამოსილი დაცვის კერძო სამსახურის მეშვეობით. 4.3.3. უზრუნველყოს კარიერიდან გასაყიდად გასატანი ნედლეულის რაოდენობრივი აღრიცხვა, (ტონა, კუბატურა) შესაბამისი დანადგარით - სასწორით. სასწორი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილზე, რომ შეუძლებელი იყოს მისი გვერდის ავლით ნედლეულის გატანა (მოპარვა). 4.3.4. მყიდველი იღებს ვალდებულებას შესასყიდ ნედლეულს (კვარცმინდვრისშპატიან ქვიშას) გაუწიოს მარკეტინგული შეფასება და წარმოადგინოს პროდუქცია მისი დადებითი თვისებებით და შემადგენლობით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე უცხოურ სამშენებლო ბაზრებზე.
დადგენილია, რომ არსებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელისათვის ქვიშის მიწოდება ხდებოდა შემდეგი კონსტრუქციით მოპასუხეთა მიერ გამზადებული ქვიშა იყიდებოდა შ.პ.ს. ,, კ----–- ს----------–--ზე“ 8 ლარად ხოლო შემდეგ აღნიშნული ქვიშა ან პირდაპირ შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--დან“ იყიდებოდა 12 ლარად ან უკან უბრუნდებოდა მოპასუხეს ასევე 12 ლარად , რათა თავისი ტრანსპორტით მიეწოდებია ქვიშა ახალი მყიდველისათვის. ფასების ცვლილების შემდგომ ქვიშაზე ფასები შეიცვალა და 8 ლარის ნაცვლად კომპანიები აწვდიდნენ 11 ლარად, ხოლო შემდგომი გასხვისება ხდებოდა 15 ლარად. აღნიშნული კონსტრუქცია ნათლად დასტურდება წარმოდგენილი ზედნადებებით. ამ კონტრუქციის მიზანი იყო ის , რომ ქვიშა არ გასხვისებულიყო შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ გვერდის ავლით (გარდა გარეცხილისა).
6.9.სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე-ე მუხლის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სასამართლო თვლის, რომ ნასყიდობის ნაწილში სახეზეა ნასყიდობის , ხოლო მომსახურეობის ნაწილში ნარდობის ხელშეკრულება.
6.10. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მოიხმობს სსსკ-ის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ ეს მტკიცებულება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებები შეფასება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში, უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება, უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 352-ე-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.12.სამოქალაქო კოდექსის 358-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ.
6.13.სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბთუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
6.14. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარცმა“ , შ.პ.ს. ,,G-- S---“-მა და შ.პ.ს,,მ–------–- 2---“ -მა დაარღვიეს 2017 წლის ხელშეკრულება მას შემდეგ , რაც 2018 წლის 19 სექტემბრიდან არ მიაწოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოსარჩელეს. ხელშეკრულებაში არსებული კონსტრუქციით მათ სხვა საწარმოს მეშვეობით გააგრძელეს მუშაობა. ხსენებული მოპასუხეები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გავიდნენ ხელშეკრულებიდან. პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს და შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტას ადასტურებენ მხარეები. მოპასუხის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ისინი საქმიანობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.
6.15.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი--------ში , სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს.,,ი-------- მშენებლის“, შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-ს“ და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის კუთვნილ კარიერებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი N000020119 ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული გზების მოწყობის სტანდარტი არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, აღნიშნული სტანდარტით - მოქმედი ნორმების-სპ37.13330.2012 საწარმოო ტრანსპორტის snip 2.05.07-91-ის აქტუალიზირებული რედაქციის მოთხოვნებით კარიერებამდე მისასვლელი გზის მოწყობა შეუსაბამოა ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებთან. გზები , რომ წესრიგდებოდა აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ზედნადებებითა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით.
6.16. გარდა ამის სასამართლო არ იზიარებს, მოპასუხეთა მიერ დავალიანების მითითებას პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლად, რადგან მოპასუხე შ.პ.ს.,,ჯ--- -კვარცს“ მოსარჩელისათვის დავალიანების - 17598 ლარის გადახდასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 2018 წლის 19 სექტემბრამდე რაიმე დასაბუთებული მოთხოვნა არ წაუყენებია და მოსარჩელეს ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. ასევე მოსარჩელის მიერ შ.პ.ს.,,მ–------–-2---“-სათვის დავალიანების - 546 ლარის გადახდასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელისათვის შ.პ.ს.,,მ–------–-2---“-ს რაიმე დასაბუთებული მოთხოვნა არ დაუყენებია და მოსარჩელეს ამ მოთხოვნაზე უარი არ განუცხადებია. ასევე აღნიშნულ მოპასუხეებს არ დაუდასტურებიათ ის ფაქტი , რომ მოცემული დავალიანებები 2017 წლის 16 ივნისის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამყიდველის მიერ მიწოდებული ნედლეულის რაოდენობრივი აღრიცხვასთან, მის კონტროლთან და დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ფაქტები აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე შესაბამის მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად არსებობდა კერძო დაცვა, სასწორი და კონტროლის პროცესი, რასაც მხარეები არ უარყოფენ.
6.17. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევით ხელშეკრულებიდან გასვლაში ბრალეულია შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს. ,,ჯ--- კ----–-“ და შ.პ.ს. ,,G-- S---“ და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულები არიან მოცემული საწარმოები
6.18. ამდენად სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
6.19.ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია მიუღებელი შემოსავალი 2040 წლამდე ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საწარმოს უნდა მიეღო, ნაწილობრივ მართებულია, საწარმოს საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე , რადგან თვით ამ საწარმოს არ გააჩნია ქვიშის მოპოვების ლიცენზია ხელსეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის საგანი იმ საწარმოების მომსახურეობა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელთაც ქვიშის მოპოვების ლიცენზია გააჩნიათ, მოსარჩელე საწარმოსთვის ასევე გადამწყვეტია საწარმოს საქმიანობის ადგილი, რომელიც ასევე ამ ხელშეკრულებითაა უზრუნველყოფილი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც , რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უამრავი ღონისძიებაა განხორციელებული, რომელიც სპეციფიკურია აღნიშნული საქმიანობისთვის (კონტროლი, სასწორი, გზები დასხვა) . საწარმოს შემოსავლის პირობებს სწორედ აღნიშნული გარემოებები ადგენენ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც , რომ მიმდინარე პერიოდში მხოლოდ ორი საწარმო არის დარჩენილი აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, მოსარჩელე საწარმოსთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე საწარმო ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული იქნება მოპასუხეებს შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ს , შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარც“ -ს და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით (რომელიც ჩატარებულია შ.პ.ს. ,,თი ელ კონსალტინგი“-ის მიერ გაანგარიშებულია საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაც მითითებულია ფაქტობრივად 12 თვის განმავლობაში მოსარჩელის და მოპასუხეთა ფინანსური გაანგარიშება) გათვალისწინებული ერთი წლის შემოსავალი(შეწონილი წმინდა მოგება), კერძოდ შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ს 31772 ლარი, შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარც“ -ს 104393 ლარი და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ს 65321 ლარი
6.20. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.22. ხელშეკრულების 3.3. მუხლის შესაბამისად გამყიდველი იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ მის საკუთრებაში არსებული ლიცენზიას მყიდველის თანხმობის გარეშე არანაირი ფორმით არ გადასცემს მესამე პირებს. ლიცენზიის მესამე პირებისათვის გადაცემის საკითხს მხარეები განიხილავენ მხოლოდ იმ პირობით, თუ მესამე პირი სრულად ჩაენაცვლება მყიდველს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში და გახდება გამყიდველის უფლებამონაცვლე.
ხელშეკრულების 3.4. მუხლის შესაბამისად თუ 3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად არსებობს ან მომავალში იარსებებს რაიმე სხვა სახის გარანტია, მხარეები იღებენ ვალდებულებას განახორციელონ შესაბამისი მოქმედება კანონის ყველა ნორმის დაცვით.
6.23. ხელშეკრულების მე-4.1. მუხლის შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია:4.1.1. მოიპოვოს და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადაამუშაოს ..... ლიცენზიით განსაზღვრული ნედლეულის მარაგი.4.1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ექსკლუზიურად, მხოლოდ მყიდველს მიყიდოს ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული პროდუქცია (კვარცმინდვრიშპარიანი ქვიშა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამყიდველი პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს ქვიშის გამდიდრების (წყლით გარეცხვის) შემდეგ.4.1.3. უზრუნველყოს გასაყიდი ნედლეულის ხარისხიანი გადამუშავება ბაზარზე არსებული სტანდარტების და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიხედვით. კერძოდ, ნედლეული უნდა გაცხრილოს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 16 მილიმეტრიან საცერში.4.1.4. სტანდარტების და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უზრუნველყოს მყიდველისათვის მოსაწოდებელი პროდუქციის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვა.4.1.5. მყიდველი თანხმობის გარეშე არ გადასცეს პროდუქცია მესამე პირებს არც სასყიდლით და არც უსასყიდლოდ (მათ შორის ჩუქების ან ქველმოქმედების მიზნით).
ხელშეკრულების 7.3. მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი დაარღვევს ექსკლუზიურად მიწოდების პირობებს და მიაწოდებს ნედლეულს სხვა მესამე პირს, მას დაეკისრება ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 100 000 (საი ათასი) ლარის ოდენობით.
6.24. პირგასამტეხლო შეთანხმებულია წერილობით გარდა ამისა მოპასუხეთა-შ.პ.ს. ,,მ–------–- 2--- „ -ის , შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარც“ -ის და შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის მიერ დარღვეულია ექსკლუზიურად მიწოდების პირობები, კერძოდ დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,G-- S---“-ის ლიცენზიის გაყოფით მოსარჩელესთან შეუთანხმებლად შ.პ.ს. ,,ჯ--- კვარც“ -მა ამ ლიცენზიის ფარგლებში მიაწოდა მესამე პირებს პროდუქცია, ზედნადებებით დადგენილია სამივე საწარმოს იერ მესამე პირებისათვის ქვიშის მიწოდების ფაქტი. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სამივე საწარმო ადასტურებს მესამე პირებისათვის გაუცხრილავი ქვიშის მიწოდების ფაქტს, სასამართლოს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არღვევს ხელშეკრულების 4.1.2 მუხლს, სადაც დაფიქსირებულია, მხოლოდ გარეცხილი ქვიშის მესამე პირებზე გადაცემის შესაძლებლობა.
6.25.სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
6.26.ამდენად სასამართლო თვლის, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს. პირგასამტეხლოს დადგენისას შედარებისათვის სასამართლო ითვალისწინებს აუდიტის დასკვნის (რომელიც ჩატარებულია შ.პ.ს. ,,თი ელ კონსალტინგი“-ის მიერ გაანგარიშებულია საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაც მითითებულია ფაქტობრივად 12 თვის განმავლობაში მოსარჩელის და მოპასუხეთა ფინანსური გაანგარიშება) იმ ნაწილს , სადაც მითითებულია გაყიდული ქვიშის თვითღირებულება თითოეული საწარმოსათვის.
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს.,,G---S---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, 60000 ლარის ოდენობით . შ.პ.ს.,,ჯ--- კ----–-”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, 90000 ლარის ოდენობით. .შ.პ.ს.,,მ–------–- 2---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 30000 ლარის ოდენობით .
6.27. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს თითოეული მოპასუხის მიმართ სარჩელისათვის გადახდილი აქვს ხუთი ათასი ლარი. აღნიშნული ბაჟი განაწილდება საქმის შედეგის შესაბამისად. ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფისათვის. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ ყველა სარჩელზე გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაზედაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იყო ორმოცდაათი ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს „ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შ.პ.ს.,,G---S---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 125321 (ასოცდახუთიათასსამასოცდაერთი) ლარის გადახდა (საიდანაც 60000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 65321 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი).
1.2. შ.პ.ს.,,ჯ--- კ----–-”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 194 393 (ასოთხმოცდათოთხმეტიათასსამასოთხმოცდაცამეტი) ლარის გადახდა (საიდანაც 90000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 104393 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი).
1.3. შ.პ.ს.,,მ–------–- 2---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 61772 (სამოცდაერთიათასშვიდასსამოცდათორმეტი) ლარის გადახდა (საიდანაც 30000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 31772 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი).
1.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
2. შ.პ.ს.,,G---S---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 466 (ოთხასსამოცდაექვსი)ლარი და 51(ორმოცდათერთმეტი) თეთრი (საიდანაც 416,51 ლარი არის სარჩელის ბაჟი, ხოლო 50 ლარი არის ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე).
შ.პ.ს.,,ჯ--- კვარც”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 464 (ოთხასსამოცდაოთხი) ლარი და 50(ორმოცდაათი) თეთრი (საიდანაც 414 ლარი და 50 თეთრი არის სარჩელის ბაჟი, ხოლო 50 ლარი არის ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე).
შ.პ.ს. ,,მ–------–- 2---”-ს შ.პ.ს. ,,კ----–- ს----------–--ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 444(ოთხასორმოცდაოთხი)ლარი და 41 (ორმოცდაერთი) თეთრი (საიდანაც 394 ლარი და 41 თეთრი არის სარჩელის ბაჟი, ხოლო 50 ლარი არის ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი