გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
240210117002197082
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210117001827249

(№2/943-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - სს ”თი---------ი”

წარმომადგენლი - შპს ,,ტ-----’’ რომელსაც თავის მხრივ წარმოადგენს ნ----- ჟი–--–---–ი

წარმომადგენლი - ნ--- გა---–--

მოპასუხე - ან--–- სუ-–---

მოპასუხე - ცო---- სუ-–---

მოპასუხე - ვ-–- ბა------ე

მოპასუხე - ვე------ რუ----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ან--–- სუ-–---ზე, ცო---- სუ-–---ზე, ვ-–- ბა------ეზე და ვე------ რუ----ზე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 601,68 ლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 2 950,43 ლარი, სარგებელი %- 239,69 ლარი, პირგასამტეხლო - 411,56 ლარი.

 

1.2. ან--–- სუ-–---ზე, ცო---- სუ-–---ზე, ვ-–- ბა------ეზე და ვე------ რუ----ზე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 2 950,43 ლარის წლიური სარგებლის - 27 %-ის ოდენობით, ანუ 66,38 ლარი ყოველთვიურად, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

 

1.3. ან--–- სუ-–---ზე, ცო---- სუ-–---ზე, ვ-–- ბა------ეზე და ვე------ რუ----ზე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 6 2 950,43 ლარის 1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 29,5 ლარს, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2950 ლარისა.

 

1.4. თავდები პირების ცო---- სუ-–---ს, ვ-–- ბა------ისა და ვე------ რუ----ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს - 7 800 ლარით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

ან--–- სუ-–---სა და სს „თი---------ს" შორის დაიდო საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ან--–- სუ-–---ს მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მოპასუხეებმა ცო---- სუ-–---მ, ვ-–- ბა------ემ და ვე------ რუ----მ, პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა - 7 800 ლარი. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვათ დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ვე------ რუ----ს და ცო---- სუ-–---ს ადვოკატმა - ივლიანე ხურცილავამ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343, სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 2 950,43 ლარი, სარგებელი %- 239,69 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო; (იხ. შესაგებელი; იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 19.02.2019 – 14:28:19).

 

ან--–- სუ-–---, ცო---- სუ-–--- და ვე------ რუ---- სასამართლო სხდმოაზე არ გამოცხადებულან, მოპასუხე შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343, სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა - 2 950,43 ლარი, სარგებელი %- 239,69 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში მოპასუხე მხარეm სარჩელის მოთხოვნა არ ცნო; (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს „თი---------სა“ და ან--–- სუ-–---ს შორის 2015 წლის 02 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო -10 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.02.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ;

- საკრედიტო ხელშეკრულება;

- განსაკუთრებული პირობები (დანართი 1) -

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.2.2. 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343, ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის თაობაზე, სს „თი---------ს“ განცხადებებით მიმართეს ცო---- სუ-–---მ, ვ-–- ბა------ემ და ვე------ რუ----მ, იმავე დღეს, მათთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ცო---- სუ-–---მ, ვ-–- ბა------ემ და ვე------ რუ----მ, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ან--–- სუ-–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7 800 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები თავდებობის შესახებ, საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულებები

 

3.2.3. მოპასუხეები პერიოდულად არღვევდნენ 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2017 წლის 29 მაისის შემდეგ კი შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა. 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის №3496049-7850343 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხათ დავალიანება - 3 601,68 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 2 950,43 ლარი, სარგებელი %- 239,69 ლარი, პირგასამტეხლო - 411,56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- ამონაწერი ანგარიშიდან;

 

3.2.4. მოპასუხეები სარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში ცნობენ სრულად. ისინი სადავოდ მიიჩნევენ ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და ვალდებულების სრულ შესრულებამდე სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 891-892-ე, 463-464-ე 895-ე, 898-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ან--–- სუ-–---ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ან--–- სუ-–---მ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს ‘’თი---------სა’’ და ან--–- სუ-–---ს შორის 2015 წლის 02 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები ან--–- სუ-–---მ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 3 601,68 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 2 950,43 ლარი, სარგებელი % - 239,69 ლარი, პირგასამტეხლო - 411,56 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ან--–- სუ-–---საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ან--–- სუ-–--- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ან--–- სუ-–---ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ან--–- სუ-–--- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ან--–- სუ-–---მ სს ”თი---------ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ან--–- სუ-–---მ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 2 950,43 ლარს, რომელის ანაზღაურების ვალდებულება ან--–- სუ-–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ან--–- სუ-–--- მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად: - ‘’მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და პირობებით, თანდართული გრაფიკის მიხედვით’’ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ან--–- სუ-–---ს უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე) შეადგენს - 239,69 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ თავად ან--–- სუ-–--- მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 31 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 411,56 ლარის ოდენობით. ასევე, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2 950,43 ლარზე, ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1 %-ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 29,50 ლარს.) მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2 950 ლარისა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2015 წლის 02 თებერვალის №3496049-7850343 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 51,45 ლარით (ნაცვლად 411,56 ლარისა) 2017 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, ხოლო 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 2 950,43 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 1,47 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა. (ნაცვლად მოთხოვნილი 2 950 ლარისა).

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2017 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო კრედიტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

დადგენილია, რომ ან--–- სუ-–---ს 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 02 თებერვალის ჩათვლით. მოპასუხის მიერ ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა 2018 წლის 02 თებერვალამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს მინიმუმ წლიურ 13,5%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 2 950,43 ლარზე 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური -13,5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33,19 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 02 თებერვლისა;

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდები პირების ცო---- სუ-–---ს, ვ-–- ბა------ისა და ვე------ რუ----ს პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ ცო---- სუ-–---მ, ვ-–- ბა------ემ და ვე------ რუ----მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ან--–- სუ-–---ს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ან--–- სუ-–---სთან ერთად ცო---- სუ-–---ს, ვ-–- ბა------ესა და ვე------ რუ----ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, 7 800 ლარის ფარგლებში. ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 1873 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 8 941,36 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 268,24 ლარი. (3%).

 

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 3 543,35 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს შეადგენს ჯამში 106,30 ლარს. 161,94 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს 50 ლარის ნაწილში - ჯამში (2950,43+239,69+50) 3240,12 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 და 49.3 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 97,20 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 303,23 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9.10 ლარის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით ასევე გადაიხადა 50 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გასწია სასამართლოს გარეშე ხარჯი 20 ლარი - საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის სახით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ იურიდიულ მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 357,65 ლარის ოდენობით. სასამართლო, საქმის არსის გათვალისწინებით, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულას უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 70,86 ლარის ოდენობით. (2%)

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ან--–- სუ-–---ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული - მა-------–--------–----–----------------–-----–ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 4--0--3--1--) მისი (ან--–- სუ-–---ს) წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თი---------ის” მოთხოვნა, მოპასუხეების ან--–- სუ-–---ს, ცო---- სუ-–---ს, ვ-–- ბა------ისა და ვე------ რუ----ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხეებს ან--–- სუ-–---ს (პ/ნ 2----------), ცო---- სუ-–---ს (პ/ნ 2----------), ვ-–- ბა------ესა (პ/ნ 2----------) და ვე------ რუ----ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, 2015 წლის 02 თებერვალის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ:

 

ა) დავალიანების 3 241,57 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 2950,43 ლარი, სარგებელი % - 239,69 ლარი, პირგასამტეხლო - 51,45 ლარი.

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2015 წლის 02 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 2 950,43 ლარის წლიური სარგებლი - 13,5 %-ის ოდენობით, ანუ 33,19 ლარი ყოველთვიურად, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 02 თებერვლისა;

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2015 წლის 02 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 2950,43 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 1,47 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა.

 

2.1. თავდები პირების ცო---- სუ-–---ს, ვ-–- ბა------ისა და ვე------ რუ----ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს - 7 800 ლარით.

 

3. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

4. მოპასუხეებს ან--–- სუ-–---ს (პ/ნ 2----------), ცო---- სუ-–---ს (2----------), ვ-–- ბა------ესა (პ/ნ 2----------) და ვე------ რუ----ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე სს ”თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 70,86 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 59,10 ლარის ოდენობით (საიდანაც 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, ხოლო 9,10 ლარი სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის თანხაა).

 

5. მოსარჩელე სს “თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 97,20 ლარი, 2017 წლის 29 ნოემბერს #28 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 268,24 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300373150.

 

6. განემარტოს მოპასუხეებს ან--–- სუ-–---ს (პ/ნ 2----------) და ვ-–- ბა------ეს (პ/ნ 2----------), რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია