განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002660940
საქმე N1-905/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.04.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლე-------------ძე
ბრალდებული: ვა–-------------ე
მამის სახელი: ტარიელი
დაბადებული: 20.08.1978 წელი
პირადი ნომერი: 6---------5
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ნასამართლეობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ბე--------------.
ადვოკატი - ირ---–-----–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი პეიზოდი)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე№171030918014
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ვა–-------------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია. ასევე, ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ვა–-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვა–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ. ბათუმში, რუ-------–ის ქუჩაზე მდებარე დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, აშკარად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფა------------ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ტყავის საფულე, 680 აშშ დოლარი, 80 ლარი და ერთი ცალი მზის სათვალე, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი. ვა–-------------ემ მისი დანაშაულებრივი ქმედება ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან იგი შემთხვევის ადგილიდან ახლო მანძილზე დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვა–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. ბათუმში, რუ-------–ის ქუჩაზე მდებარე დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ას----------------ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო ას----------------ის სს ,,საქართველოს ბანკის’’, სს ,,ვითიბი’’ ბანკის პლასტიკური ბარათები და პირადი ნივთები, ასევე თავისი მეუღლის ვა–--–-------ძის, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, თანხა 38 ლარი და 50 თეთრი, სხვადასხვა დასახელების პირადი დოკუმენტები და ნივთები, რის შედეგადაც ას----------------ეს მიადგა 8 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვა–--–-------ძეს 173 ლარისა და 50 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.4. 2012 წლის 29 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ვა–-------------ე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, ქ. ბათუმში, რუ-------–ის ქუჩაზე მდებარე დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ირ-----------–---–ის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ფერის ,,სამსუნგის’’ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, აიფონ 4-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სამი ცალი სათვალე, სს ,,საქართველოს ბანკის’’ ორი ცალი პლასტიკური ბარათი, 138 ლარი და 85 თეთრი, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა 486 ლარისა და 85 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება
ძარცვის მცდელობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
ასევე, ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1 ვა–-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასამართლოს სრულად და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:
2.2. დაზარალებულმა ფა------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს დღისით იმყოფებოდა ბათუმში; ზღვის პირას პლაჟზე იმყოფებოდა, ამ დროს მოესმა ხმა ქალი კიოდა, რომ ჩანთა მოპარეს; გამოვიდა გასახდელიდან და შიშველი დარჩა, იქვე მასთან იყო ორი ქალი; არ იცის ვინ და როგორ, მაგრამ ამბობდნენ, რომ პოლიცია გამოძახებული იყო; ამ ქალბატონს ამშვიდებდა რომ არ ენერვიულ და მიუტანდა ჩასაცმელს; ამ დროს როგორც ჩანს თავადაც უპირებდნენ გაქურდვას, დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა, ჩანთა იქვე მის წინ ედო, მოულოდნელად პირსახოცშემოფარებული მისთვის უცნობი მამაკაცი დაახტა მის ჩანთას და გაიტაცა; ის გამოედევნა საცურაო კოსტუმით, თან ყვიროდა, რომ დაეჭირათ ; ამ მამაკაცს ფეხი დაუცდა და დაეცა, ამ დროს დაეწია და ჩანთა წაართვა; პოლიციელებმა დააკავეს; უნდოდა მძარცველზე თავდასხმა მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა უკვე არ გაუშვეს, დაამშვიდეს, გამობრუნდა ჩაიცვა; ამ ფაქტზე შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა; ჩანთაში ჰქონდა ფულადი თანხა, რომელსაც აგროვებდა გარკვეული პერიოდი და სახლში ვერ ტოვებდა , ყოველთვის თან დაქონდა ჩანთით; ამიტომ ეს ჩანთა სულ ყურადღების ცენტრში იყო და როგორც კი მამაკაცმა მის წართმევა მოინდომა და გაიქცა, მაშინვე გაეკიდა; ასევე ჩანთაში ჰქონდა ორი ტელეფონი და სხვა ნივთები; ბრალდებული წაიქცა ტროტუართან ფეხი წამოკრა, თუ ბილიკზე ასვლისას დაუცდა ფეხი და წაიქცა; ეს პირი, ვინც წაართვა ჩანთა იყო ბრალდებული; ჩანთის აღების მომენტი დაინახა; იმიტომ გაეკიდა; ფეხზე იდგა , გაიგონა ქალის ყვირილი მანამ, სანამ მის ჩანთას წაიღებდა; დაახლოებით მისგან 5 მეტრის მოშორებით იყო ეს ქალბატონი, მას ამშვიდებდა და რომ მობრუნდა და დააპირა ჩაცმა პირსახოცით მოფარებული უცხო დაახტა მის ჩანთას და გაიქცა; ჩანთას ის თვალს არ აშორებდა; მამაკაცი უკანა მხრიდან მოვიდა სწრაფად გარბოდა ფეხი დაუცდა და დავარდა, რა დროსაც დაეწია; (იხ ოქმი 20.02.2019წ; 15:42:38სთ-16:08:00სთ )
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას რუ--–---------ემ და ლა–--------მა განაცხადეს, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, მორიგეოდნენ; რაციით გადასცეს, რომ ბულვარის დაცვას ჭირდებოდა დახმარება, ახლოს იყვნენ, კერძოდ ავტომანქანით მოძრაობდნენ რუ-------–ის ქუჩაზე და მალევე მივიდნენ; შეჩერებული ყავდათ ერთი პირი, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შეჩერებულმა პირმა ქალბატონს წართვა ჩანთა, შეატყობინეს განყოფილებას, დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები გამომძიებელი და ექსპერტები; გამომძიებელმა ჩაატარა ჩხრეკა, რომელშიც მონაწილოებას იღებდნენ; ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, მათ შორის ქალის ჩანთა, რომელიც ეწირა ხელში და ჯიბიდან ნაჭრის საფულე; წინააღმდეგობა არ გაუწევია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას , თუმცა ასევე აცხადებდა, რომ ხელს არ მოაწერდა არცერთ დოკუმენტს; (იხ ოქმი 07.02.2019წ 16:23:48სთ-16:34:22სთ)
2.4. მოწმის სახით დაკითხვისას პა---------------–--ლმა და ნუ---------------ემ განაცხადა, რომ შემოვლაზე იმყოფებოდნენ, რესტორან „თ----თან“ მოესმათ ყვირილის ხმა, ასაკის ქალბატონი ითხოვდა დახმარებას, ყვიროდა რომ ჩანთა წაართვა და შეეჩერებინათ; დაინახეს რომ პიროვნება გამორბოდა ზღვის მხრიდან ერთხელ წაიქცა წამოდგა და ისევ გაიქცა, რომ გადმოდიოდა , შეაჩერეს და ეს ქალბატონი ამბობდა, რომ ეს იყო მის ჩანთა და წაართვა, ამ ქალბატონმა ხელიდან გამოსტაცა ეს ჩანთა; 5-7 მეტრამდე ხედავდა მამაკაცს, რომელიც მორბოდა და მისი სახე დაამახსოვრდათ, ეს არის ბრალდებული, თუმცა მისთვის არ უკითხავთ ვინაობა, შეატყობინეს პოლიციის განყოფილებას; შეჩერებამდე გარბოდა მაგრამ რომ შეაჩერეს შემდეგ წინააღმდეგობა არ გაუწევია; ის იყო მათი თვალთახედვის არეში; პოლიციის თანამშრომლები მალევე მოვიდნენ და აუხსნეს ვითარება, მათ დაიწყეს გამოკითხვა, თუ ვინ იყო; ამ ქალბატონმა შეჩერებისას ამ პიროვნებას გამოსტაცა თავისი ჩანთა, მას ხელში კიდე ეჭირა ერთი ჩანთა; ეს ქალბატონი იძახდა, რომ ის ჩანთა, რომელიც წაართვა იყო მისი და მეორე არ იყო მისი კუთვნილი, თუმცა მალევე მოვიდა მეორე ქალბატონიც, რომლის ჩანთაც იყო ვარაუდით; პირველი წაქცევის დროს დაახლოებით 40 მეტრის მანძილით იმყოფებოდა; სხვაგვარად მათ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია; ისინი მოძრაობდნენ მანქანით და სწრაფად მოახდინეს მასზე დადევნება და შეჩერება; მათ შეაჩერეს რომ არ წასულიყო ;(იხ ოქმი 21.02.2019წ 16:09:47სთ-16:29:35სთ)
2.5. საქმის განხილვისა მოწმე ბე---------------ძემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ის სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; (იხ ოქმი 26.02.2019წ 16:09:58სთ-16:12:55სთ)
2.6 ბრალდებული ვა–-------------ე ძარცვის მცდელობის ეპიზოდში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ხოლო ქურდობის ორ ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ; აღიარა ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებებს;
2.7 მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე საქმეში არსებული ბრალდების მხარის, დარჩენილი არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.9. ვა–-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა ქურდობის ორ ეპიზოდში, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დაზარალებულების: ას----------------ის, ვა–--–-------ძის, ირ-----------–---–ის, მოწმეების თე--------------------------–----ის გამოკითხვის ოქმები ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, განაჩენები და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა;
2.10. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვა–-------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვა–-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.11. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია ვა–-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძარცვის მცდელობის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ვა–-------------ე არ აღიარებს ამ ნაწილში ბრალს, - ის სრულად დადასტურებულია გამოკვლეული სადავო და პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის: ფა------------ის, მოწმეების: ლა–--------ის რუსლან ბერიძის, პა---------------–--ლის და ნუ---------------ის ჩვენებებით;
სასამართლოს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, ისინი თანმიმდევრულად მიუთითებენ და აღწერენ ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ვა–-------------ის მხრიდან ძარცვის მცდელობის ფაქტის ჩადენაზე;
ვა–-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:
2.12 2018 წლის 03 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, 2018 წლის 03 სექტემბერს, 12:55 საათზე, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის კაფერ ბარ ,,თ----’’ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ვა–-------------ე. წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 13:35 საათიდან 14:48 საათამდე დროის შუალედში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები. დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება მონაწილე პირების ხელმოწერებით. (იხ. ტომი 1, ს/ფ 5-29);
2.13. 2018 წლის 03 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ექსპერტ ბონდო ანთაძის, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თენგიზ მახარაძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გია ქარცივაძის მონაწილეობით, 2018 წლის 03 სექტემბერს, 19:30 საათიდან, 21:10 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ვა–-------------ის მითითებით გავიდნენ დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ზღვის პირას, პლაჟზე ტანსაცმლის გამოსაცვლელთან, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული ადგილიდან მოიპარა ნაჭრის თეთრი და ლურჯი ფერით გაწყობილი ჩანთა, რომელის შემდეგ დროებით შესანახად წაიღო დელფინარიუმის მოპირდაპირედ არსებულ ავტოსადგომის უკანა მხარეს. ამის შემდეგ ვა–-------------ის მითითებით მივიდნენ აღნიშნულ ადგილას, სადაც დახვდათ ერთი ცალი მწვანე ფერის წიწვოვანი მცენარე, აღნიშნული ხის ძირი დაფარული არის ქვებით, ზემოდან კი ხის ტოტი აქვს გადაფარებული, რის შემდგომ აღნიშნული ადგილიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრ და ლურჯ ფერში გაწყუობილი ნაჭრის ჩანთა. აღნიშნული ჩანთა არის ელვაშესაკრავიანი ერთგანყოფილბიანი. ხელჩანთის დათვალიერებისას გაირკვა, რომ მასში მოთავსებული არის ღია მწვანე ფერის ტყავის საფულე, საფულის გახსნისას მასში მოთავსებულია ერთი ცალი 100 ლარიანი, ერთი ცალი 20 ლარიანი, ერთი ცალი 10 ლარიანი, რვა ლარისა და 85 თეთრის ხურდა ფული, ასევე საფულეში მოთავსებულია პეესპეს და ჯიპისის აფთიაქის ბარათები, საქართველოს ექსპრეს ბანკის, საქართველოს ბანკის ბარათი, ირ-----------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, სადაზღვევო კომპანიის ირაოს სადაზღვევო ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, ასევე ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი მხედველობის სათვალე თავის ჩასადებში მოთავსებული, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია თეთრი ფერის ქეისში, ერთი ცალიო რუხი ფერის სავარცხელი, ერთი ცალი რუხი ფერის ნაჭრის კეტი, რომელშიც მოთავსებულია ,,სამსუნგის’’ ფირმის ფოტოგადამღები, ასევე ხელჩანთაში მოთავსებულია სამი ცალი გასაღები, ასევე ხელშანთაში მოთავსებულია ერთი ცალი ღია ცისფერი ფერის კოსმეტიკური კრემი წარწერით ,,MINISO’’ , ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ერთი ცალი კოფთა, ქუდი, ორი ცალი ღია ცისფერი ტრუსი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ერთჯერადი პაკეტი, ერთი ცალი გახსნილი მზესუმზირა, ერთი ცალი იასამნისფერი ზედა უკლაო-მაისური, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი და ერი ცალი ცისფერი, ერთი ცალი ვარდისფერი პოლიეთილენის საწვიმარა. აღნიშნული ნივთები ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატი ნიკონით. შემდეგ მოთავსებული იქნა იმავე ხელჩანთაში, მას შემდეგ კი ექსპერტის მიერ მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით, ერთ პაკეტად. ამის შემდეგ ვა–-------------ის მითითებით გავიდნენ ზღვის ნაპირას, სადაც ზღვაზე მეორედ გასვლის შემდეგ მოიპარა ჩანთა, რომელიც წამოიღო და აპირებდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა და აჩვენა ის ადგილი, სადაც შემდგომში მისი ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ ციფრული ფოტოაპარატი ნიკონით, ხელმოწერილი იქნა მონაწილე პირების მიერ. (იხ. ტომი 01, ს/ფ 45-56);
2.14. 2018 წლის 03 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 03 სექტემბერს, 22:50 საათიდან, 23:20 საათამდე დროის შუალედში, ფა------------ისგან ამოღებული იქნა ნაჭრის ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ და მყუდრო გარემოში, რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ფა------------ემ გამიკითხვის შემდეგ წარმოადგინა მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელიც მძარცველმა გამოსტაცა. ხელჩანთა არის სტაფილოსფერის და ძვლისფერში გაწყობილი ნაჭრის ელვა შესაკრავით, ხელჩანთას ერთ მხარეს აქვს პატარა ზომის დამატებითი ჯიბე, ჯიბეზე არის კენგურუს ნახატი, აღნიშნული ჯიბის ზედა ნაწილში, რომელიც ჯიბის ჩამკეტია ლათინური ასოებით აქვს წარწერა ,,NENNY BEBY’’ და კენგურუს ნახატი, აღნიშნულ ჯიბეში რაიმე ნივთი არ არის, ხელჩანთაზე არსებული ელვა შესაკრავის გახსნისას ხელჩანთაში მოთავსებულია ერთი ცალი ნაჭრის ქისა, ქისაში მოთავსებულია შავი ფერის მზის სათვალე, ხელჩანთაში ასევე მოთავსებულია ერთი ცალი მართკუთხა ფორმის ტყავის საფულე, საფულეს ერთ მხარეს აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,LACE LORE BRAZIL’’, ასევე აღნიშნულ მხარეს აქვს დამაგრებული გამჭვირვალე ფერის თვლები, საფულის გახსნისას გაირკვა, რომ საფულე არის სამ განყოფილებიანი და დამატებით აქვს კიდევ რამოდენიმე ცალი პატარა ჯიბე. საფულის ერთ-ერთ განყოფილებაში მოთავსებულია ერთი ცალი 50 ლარიანი, ერთი ცალი 20 ლარიანი, ერთი ცალი 10 ლარიანი, ხოლო საფულის მეორე განყოფილებაში ასევე არის ხუთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ორი ცალი 50 აშშ დოლარის კუპიურა, ორი ცალი 10 აშშ დოლარის კუპიურა. საფულის დათვალიერებისას მასში მოთავსებული 80 ლარისა და 480 აშშ დოლარის გარდა სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება არ ყოფილა. ხელჩანთან და მასში მოთავსებული ნივთები დასურათებული იქნა, რის შემდეგ მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. (იხ. ტომი 01, ს/ფ 62-74);
2.15. 2018 წლის 04 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 04 სექტემბერს, 12:42 საათიდან, 13:00 საათამდე დროის შუალედში, ჩატარებული იქნა ირ-----------–---–ის მონაწილეობით, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებული ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის მისი გახსნისას მასში აღმოჩნდა თეთრი და ლურჯ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა, ხელჩანთაში მოთავსებული არის სამსუნგისა და აიფონის ფირმების მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის ფოტოგადამღები აპარატი თავისი ჩიხოლით, ერთი ცალი ნაცრისფერი ფერის პატარა ზომის სავარცხელი, ერთი ცალი მზის სათვალე, ორი ცალი მხედველობის სათვალე რომელიც მოთავსებულია თავისივე ბუდეში, ერთი ცალი კეპკა ქუდი, ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის შორტი, ორი ცალი ნაჭრის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი იასამნისფერი მაისური, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სადეზინფექციო სითხე, ერთი ცალი ერთჯერადი ჰიგიენური პაკეტი, ერთი ცალი მზესუმზირას გახსნილი პაკეტი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი დაზიანებული პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ლურჯი და ერთი ცალი ვარდისფერი საწვიმარი ლაბადა, ერთი ცალი მწვანე ფერის ტყავის საფულე, ხოლო საფულეში მოთავებულია ორი ცალი საქართველოს ბანკის ბარათი ერთი ცალი ირ-----------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ჯიპისის და პსპ აფთიაქის ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, სამი ცალი გასაღები და 138 ლარისა და 85 თეთრის ფულადი თანხა. დაზარალებულ ირ-----------–---–ს აღნიშნული ნივთებიდან დაუბრუნდა ორი ცალი საქართველოს ბანკის ბარათი, მისი კუთვნილი აიდი ბარათი, სამი ცალი გასაღები და ერთი ცალი მხედველობის სათვალე დანარჩენი ნივთები კი კერძოდ: თეთრი და ლურჯ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა, სამსუნგისა და აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის ფოტოგადამღები აპარატი თავისი ჩიხოლით, ერთი ცალი ნაცრისფერი ფერის პატარა ზომის სავარცხელი, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი მხედველობის სათვალე, რომელიც მოთავსებულია თავისივე ბუდეში, ერთი ცალი კეპკა ქუდი, ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის შორტი, ორი ცალი ნაჭრის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის ბიუზჰალტერი, ერთი ცალი იასამნისფერი მაისური, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ცალი სადეზინფექციო სითხე, ერთი ცალი ერთჯერადი ჰიგიენური პაკეტი, ერთი ცალი ბათუმის ტურისტული რუკა, ერთი ცალი დაზიანებული პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ლურჯი და ერთი ცალი ვარდისფერი საწვიმარი ლაბადა, ერთი ცალი მწვანე ფერის ტყავის საფულე, ჯიპისის და პსპ აფთიაქის ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნიკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, სამი ცალი გასაღები და 138 ლარისა და 85 თეთრის ფულადი თანხა, დათვალიერების შემდეგ აღნიშნული მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში-ფაილში და დაილუქა ლუქით 26/109 ცნობებისათვის ერთ პაკეტად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ი (იხ. ტომი 01, ს/ფ 62-74);
2.16. 2018 წლის 08 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 13:45 საათიდან, 14:10 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ას----------------ის ხელჩანთის დათვალიერება. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის მისი გახსნისას მასში აღმოჩნდა რუხ და წითელ ფერში გაწყობილი ნაჭრის ხელჩანთა. ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოჩნდა რომ მასში მოთავსებული არის წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი პოლიეთილენის პარკი, რუხი ფერის პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, პოლიეთილენის ლურჯი ფერის ერთჯერადი პარკი, ერთი ცალი რუხი ფერის ბუზჰალტერი, ორი ცალი შავი ფერის ტრუსი, ერთი ცალი შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ვა–--–-------ძის სახელზე შევსებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ყავისფერი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია კერძოდ: ვა–--–-------ძის სახელზე გაცემული შეღავათიანი ბართი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ას----------------ის სახელზე გაცემული ვითიბი ბანკის ვიზა ბარათი, საქართველოს ექსპრესს ბანკის ბარათი, ჯიპისის მუდმივი მოხმარების სააფთიაქო ქსელის ავერსის მტრედი ბარათი, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მწვანე ბარათი, პსპ აფთიაქის ჩემი "ჯახის ბარათი, მაცხოვრის ხატი, ერთი ცალი 20 ლარიანი, სამი ცალი 5ლარიანი და სამი ლარისა და 50 თეთრის ხურდა ფული. ლუქის ახსნა მოხდა საგამოძიებო მოქმედების ნივთის ამოცნობის მიზნით. ოქმი დადასტურებულია ხელმოწერით. (იხ. ტომი 01, ს/ფ 207-208);
2.17. 2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 15:47 საათიდან, 16:10 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ას----------------ის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ცალი ნაჭრის ხელჩანთა: საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ას----------------ემ განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამ ცალ ხელჩანთიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელიც დევს მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე ადგილას და მინიჭებული აქვს N1. მანვე განმარტა შემდეგი: 2018 წლის 03 სექტემბერს, მეუღლესთან და შვილთან ერთად დაახლოებით 10:00 საათიდან იყო ზღვაზე საბანაოდ ქ. ბათუმში, ხოლო აღნიშნული ხელჩანთა დადებული ჰქონდა ზღვის ნაპირთან ახლოს, ხოლო ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა როგორც მისი კუთვნილი ასევე მისი მეუღლის ვა–--–-------ძის კუთვნილი ნივთები, დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როდესაც პლაჟზე ამოვდა ამოსვლისას მის ნივთებზე ყურადღება არც მიუქცევია, შვილთან ერთად პირდაპირ მივიდა სანაპიროზე დამონტაჟებულ საშხაპეში. დუშის მიღების შემდეგ იქვე სანაპიროზე მისთვის უცნობი ქალი გამოელაპარაკა და უთხრა - ვიღაც მამაკაცი მისი ჩანთის მოპარვას ცდილობდა, ყვირილით დაედევნა და არ მისცა ჩანთის წაღების ს-–----–ება. მისი ყვირილი პოლიციელებმა გაიგონეს და მისი მითითებით დააკავესო. ამ ქალის გადმოცემით დაკავებულს ხელში ეჭირა ქალის წითელი ფერის ჩანთა". შეეჭვდა დაბრუნდა ნივთებთან. აღმოჩნდა, რომ მისი ჩანთა მასში არსებული ნივთებით მოპარული იყო ამის შემდეგ დაუძახა მის მეუღლეს ვა–--–-------ძეს, რომელიც იმ მომენტისათვის ზღვაში იმყოფებოდა და უთხრა, რომ მათი ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდათ მამაკაცი და სასწრაფოდ ამოსულიყო ზღვიდან. როდესაც მისი მეუღლე ზღვიდან ამოვიდა და მივიდა დელფინარიუმის მოპირდაპირედ ზღვის პირა პარკში განთავსებულ კაფე-ბარ „თემა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე რა დროსაც დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ მამაკაცი რომელსაც ხელში ეჭირა მისი კუთვნილი ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მათი პირადი ნივთები. მოცნობილ ხელჩანთას სარგებლობს დაახლოებით ორი წელია, რომელიც შეიძინა ბაზრობაზე 15 ლარად და მის ამოცნობაში ეჭვი არ შეპარვია. ხელჩანთა ამოიცნო მოცულობით, ფორმით, ფერით და ვიზუალური შეხედულებით. (იხ. ტომი 01, ს/ფ 210-211);
2.18. 2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 14:15 საათიდან, 14:35 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვა–--–-------ძის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ცალი ტყავის საფულე: საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ვა–--–-------ძემ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამი ცალი ტყავის საფულედან ამოიცნო N3. განაცხადა, რომ ეს არის ის საფულე, რომელიც 2018 წლის 03 სექტემბერს, შენახული ჰქონდა თავისი მეუღლის ას----------------ის ხელჩანთაში, მის პირად ნივთებთან ერთად და ედო პლაჟზე. (იხ. ტომი 01, ს/ფ 213-214);
2.19. 2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 14:45 საათიდან, 15:15 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვა–--–-------ძის მონაწილეობით ამოცნობა. ამომცნობ პირს წარედგინა სამი ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ვა–--–-------ძემ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ წარმოდგენილ სამი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელიც იდო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე და მინიჭებული აქვს N1. განაცხადა, რომ ეს არის მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 03 სექტემბერს, შენახული ჰქონდა თავისი მეუღლის ას----------------ის ხელჩანთაში, მის პირად ნივთებთან ერთად და ედო პლაჟზე. (იხ. ტომი 01, ს/ფ 215-216);
2.20. 2018 წლის 08 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, 2018 წლის 08 სექტემბერს, 16:41 საათიდან, 17:00 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა ვა–--–-------ძის და ას----------------ის მონაწილეობით დათვალიერება. ბრალდებულ ვა–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ვა–--–-------ძის სახელზე გაცემული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, შეღავათიანი ბართი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა და მობილური ტელეფონის ბილაინის ქსელის 568 812-577 და მაგთის ქსელის სიმბარათი 595 914-904 ნომრები ნელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა მესაკუთრე ვა–--–-------ძეს, ასევე ვა–-------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ას----------------ის კუთვნილ ხელჩანთაში მოთავსებული ას----------------ის სახელზე გაცემული ვითიბი ბანკის ვიზა ბარათი, საქართველოს ექსპრეს ბანკის ბარათი, ჯიპისის მუდმივი მოხმარების ბარათი ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა მესაკუთრე ას----------------ეს. ხოლო ამოცნობილი, ნაჭრის ხელჩანთა, სამსუნგის ს-7 ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, ასევე ხელჩანთაში არსებული ნივთები კერძოდ წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი პოლიეთილენის პარკი, რუხი ფერის პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, პოლიეთილენის ლურჯი ფერის ერთჯერადი პარკი, ერთი ცალი რუხი ფერის ბუზჰალტერი, ორი ცალი შავი ფერის ტრუსი, სააფთიაქო ქსელის ავერსის მტრედი ბარათი, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს მწვანე ბარათი, პსპ აფთიაქის ჩემი ოჯახის ბარათი, მაცხოვრის ხატი, ერთი ცალი 20 ლარიანი, სამი ცალი 5 ლარიანი და სამი ლარისა და 50 თეთრის ხურდა ფული მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა; (იხ. ტომი 01, ს/ფ 217-218);
2.21. 2018 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით, შეადგენს - 501,50 (ხუთასერთი ლარი და 50 თეთრს) ლარს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელჩანთაში არსებული სიგარეტის კოლოფის, ერთჯერადი საფენის და პოლიეთილენის პარკების საბაზრო ღირებულება არ განისაზღვრა, ვინაიდან შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და ექსპერტისათვის უცნობია მათი ვარგისიანობა. (იხ. ტომი 01, ს/ფ 225-232);
2.22. 2018 წლის 27 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებლის ბე---------------ძის მიერ, ქ. ბათუმში, შ. რუ-------–ის ქN8-ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, შედგენილი იქნა ოქმი მასზედ, რომ გადაუდებელი უაცილებლობიდან გამომდინარე, დაზარალებულ ფა------------ისგან ამოღებული ნაჭრის ხელჩანთა, რომელიც დალუქული არის შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, გახსნილი იქნა და მასში მოთავესებულია ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, საფულეში კი მოთავსებულია 680 აშშ დოლარი და 80 ლარამდე ფულადი თანხა, ასევე ხელჩანთაში მოთასებულია სათვალე, სათვალე კი მოთავსებული შავი ფერის ნაჭრას ჩიხოლში. დაზარალებულ ფა------------ეს აღნიშნული ნივთებიდან დაუბრუნდა 680 აშშ დოლარი და 80 ლარი დანარჩენი ნივთები კი კერძოდ: ხელჩანთა, მასში მოთავსებული ტყავის საფულე და სათვალე, დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ნივთები კვლავ მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. (იხ. ტომი 01, ს/ფ 242-243);
2.23. ვა–-------------ე გასამართლებულია გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახეზ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე 05 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
2.24. აჭარის პრობაციის ბიუროს მომართვით 04/09/2018 დადგენილია, რომ ვაჯა ტარიელის ძე თუ-------ე გორის რაიონული საქალაქო სასამართლოს 30.06.2017 წლის განაჩენის საფუძველზე იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში. (იხ. ტომი 1, ს/ფ 132)
2.25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში აღნიშნულია, რომ „ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.”
სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის II ნაწილის თანახმად “დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებულიჰქონდა.”
ამდენად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად, რომ ჩაითვალოს, პირი, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამგვარი დანაშაული, უნდა იყოს ნასამართლევი და ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით “მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.”
ქურდობის შემადგენლობაში ნასამართლობა გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ ნიშნად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს თუ არა პიროვნებას. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული პირის ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 19-178 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კონკრეტულ შემთხვევაში ვა–-------------ის მიმართ ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის; შესაბამისად მის მიერ ჩადენილი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
3.2. ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ვა–-------------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია. ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორიეპიზოდი);
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვა–-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, ვა–-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი პეიზოდით) გათვალისწინებული სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, ვა–-------------ეს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად და დადგენილი აქვს 05 წელი გამოსაცდელი ვადა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი, რაც დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, ვა–-------------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ვა–-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ფა------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ას----------------ის და ვაჟა ცისკარაძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ირ-----------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვა–-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვა–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ვა–-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 03 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულ ვა–-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ვა–-------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ას----------------ის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ვა–--–-------მის ამბულატორიული სამედიცინო ბარათი, ოთხი ცალი პოლიეთერენის პარკი, “SA MMSUNG"-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი საფულე, ID ბარათი, მართვის მოწმობა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ბათუმის ავტოტრანსპორტის სამგზავრო ბარათი, 38 ლარი და 50 თეთრი, ერთი ცალი ქალის ბუსჰალტერი, ორი ცალი ტრუსი, ას----------------ის „ვითიბი ბანკის“, ექსპრეს მასტერქარდის, PSP ჩემი ოჯახის, ავერსის მტრედი ბარათის, სააფთიაქო მწვანე ბარათის, GPS სააფთიაქო ბარათის პლასტიკური ბარათები, მაცხოვრის ხატი.ირ-----------–---–ის საფულე, მასში მოთავსებული ხუთ ლარიანი კუპიურა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, გარდა ას----------------ის „ვითიბი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ქარდის, GPS აფთიაქის პლასტიკური ბარათებისა, ასევე ვა–--–-------ძის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ავტოტრანსპორტის სამგზავრო - ბარათი, მართვის მოწმობა, ID ბარათი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ირ-----------–---–ის ხელჩანთა, რომელიც მოთავსებული იყო ტყავის საფულე, საფულეში არსებული 138 ლარი და 85 თეთრი, PSP და GPS აფთიაქის ბარათები, „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური - ID ბარათი, სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს ბარათი, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათი, ნოკორას სუპერმარკეტის საოჯახო ბარათი, ერთი ცალი მზის და ორი ცალი ს ულობის სათვალე, ერთი კოლოფი სიგარეტი, “SAMSUNG”-ის და IPHONE-ს მობილური ტელეფონები, ერთი ცალი სავარცხელი, SAMSUNG-ის ფირმის ფოტო აპარატი, სამი ცალი გასაღები, კოსმეტიკური კრემი, ბუსჰალტერი, ჯინსის შარვალი, ქუდი, ორი ცალი ტრუსი, ბათუმის ტურისტული რუკა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ერთჯერადი პაკეტი, ერთი შეკვრა მზესუმზირა, მაისური, ორი პოლიეთილენის საწვიმარი ლაბადა, აღნიშნული ნივთები დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენოში, გარდა საქართველოს ბანკის ორი ცალი ბარათის, ID ბარათის, სამი ცალი გასაღების და ერთი ცალი მხედველობის სათვალისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - მოწმე ფა------------ისაგან ამოღებული ხელჩანთა მასში არსებული 680 აშშ დოლარი, 80 ლარი, ტყავის საფულე და მზის სათვალე რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შეობაში, გარდა 680 აშშ დოლარისა და 80 ლარისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე