გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1191-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ნ--- გ--–-–---–ი;
მოსარჩელე - გ--- კ-----------ე;
მოპასუხე - ე-–--- კ-----------ე;
მოპასუხე - ნ-----–---- ს-----ე;
მოპასუხე - გ-------– ბ----–--ე;
მოპასუხე - სს ,,ს----------–---------“
წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე.
დავის საგანი - დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლებულ იქნას ყადაღისაგან, მოპასუხეების ე-–--- კ-----------ის, ნ-----–---- ს-----ის და გ-------– ბ----–--ის გამო (იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით) დაყადაღებული მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1. რბილი სამეული ყავისფერი, ხის სახელურებით - 1ც. 2. კედლის კარადა სამნაწილიანი, მინის ვიტრინებით, ყავისფერი - 1 ც. 3. ხის მაგიდა ყავისფერი, გასაშლელი - 1 ც. 4. სკამი ხის, ჭრელი ნაჭრის ზედაპირით - 6ც. 5. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც. 6. ტელევიზორის მაგიდა შავი ნაცრისფერით, მინის ვიტრინით - 1 ც. 7. გაზქურა შავი ვერცხლისფერით, ,,ტერმიკელი“-ს ფირმის - 1 ცალი. 8. გაზის გამათბობელი კარმა თეთრი, შავით გაწყობილი - 1 ცალი. 9. მაცივარი ,,ალასკა“ თეთრი ფერის, ერთკამერიანი - 1 ცალი. 10. სარეცხი მანქანა ,,ელ-ჯი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი. 11. ხალიჩა ღია ყავისფერი, ბორდოსფერით გაწყობილი - 1 ცალი.
1.2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 3 მაისს მოულოდნელად მოსარჩელეებთან ოჯახში მივიდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მათი კუთვნილი ნივთები. მათი განმარტებით, მოქალაქეებს ე-–--- კ-----------ეს, ნ-----–---- ს-----ეს და გ-------– ბ----–--ეს სოლიდარულად ეკისრებათ სს ,,ს----------–---------“-ს ვალი და სწორედ ამის გამო დააყადაღეს მათი ნივთები. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს 1950 ლარს. დაყადაღებულ იქნა რამდენიმე ნივთი: 1. რბილი სამეული ყავისფერი, ხის სახელურებით - 1ც. 2. კედლის კარადა სამნაწილიანი, მინის ვიტრინებით, ყავისფერი - 1 ც. 3. ხის მაგიდა ყავისფერი, გასაშლელი - 1 ც. 4. სკამი ხის, ჭრელი ნაჭრის ზედაპირით - 6ც. 5. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც. 6. ტელევიზორის მაგიდა შავი ნაცრისფერით, მინის ვიტრინით - 1 ც. 7. გაზქურა შავი ვერცხლისფერით, ,,ტერმიკელი“-ს ფირმის - 1 ცალი. 8. გაზის გამათბობელი კარმა თეთრი, შავით გაწყობილი - 1 ცალი. 9. მაცივარი ,,ალასკა“ თეთრი ფერის, ერთკამერიანი - 1 ცალი. 10. სარეცხი მანქანა ,,ელ-ჯი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი. 11. ხალიჩა ღია ყავისფერი, ბორდოსფერით გაწყობილი - 1 ცალი. ამ ნივთების შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ მოპასუხეებს. დაყადაღებული ნივთებიდან კედლის კარადა სამნაწილიანი, მინის ვიტრინებით, ყავისფერი - 1 ც. და ხის მაგიდა ყავისფერი, გასაშლელი - 1 ც. არის მისი (ნ--- გ--–-–---–ის) მზითევი, როდესაც გათხოვდა მას ოჯახმა გადასცა საჩუქრად. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც, გაზქურა შავი ვერცხლისფერით, ,,ტერმიკელი“-ს ფირმის - 1 ცალი, გაზის გამათბობელი კარმა თეთრი, შავით გაწყობილი - 1 ცალი და სარეცხი მანქანა ,,ელ-ჯი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი არის მოსარჩელეების მიერ შეძენილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების - ე-–--- კ-----------ის, ნ-----–---- ს-----ის და გ-------– ბ----–--ის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა და არც საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოცხადებულან, შესაბამისად მათ საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2.2 მოპასუხე სს ,,საქართველოს ბანკმა“ შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნო სრულად. (იხ. შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 მაისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლების მიერ დაყადაღდა ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩა, N46/32 საცხოვრებელ სახლში მოსარჩელეების - ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ნივთი, კერძოდ: 1. რბილი სამეული ყავისფერი, ხის სახელურებით - 1ც. 2. კედლის კარადა სამნაწილიანი, მინის ვიტრინებით, ყავისფერი - 1 ც. 3. ხის მაგიდა ყავისფერი, გასაშლელი - 1 ც. 4. სკამი ხის, ჭრელი ნაჭრის ზედაპირით - 6ც. 5. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც. 6. ტელევიზორის მაგიდა შავი ნაცრისფერით, მინის ვიტრინით - 1 ც. 7. გაზქურა შავი ვერცხლისფერით, ,,ტერმიკელი“-ს ფირმის - 1 ცალი. 8. გაზის გამათბობელი კარმა თეთრი, შავით გაწყობილი - 1 ცალი. 9. მაცივარი ,,ალასკა“ თეთრი ფერის, ერთკამერიანი - 1 ცალი. 10. სარეცხი მანქანა ,,ელ-ჯი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი. 11. ხალიჩა ღია ყავისფერი, ბორდოსფერით გაწყობილი - 1 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ 2-17)
- შესაგებელი (ს.ფ. 54-61)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ, რადგან იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 03 მაისის აქტით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების - ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის და არა მოპასუხეეების - ე-–--- კ-----------ის, ნ-----–---- ს-----ის და გ-------– ბ----–--ის საკუთრებას, გათავისუფლებულ უნდა იქნას ყადაღისაგან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-19 მუხლები;
5.2.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 , 44-ე, 32-ე მუხლები;
5.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და დაცული უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება".
სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საკუთრება ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, იგი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. საკუთრების შეძენისა თუ შენარჩუნების მიზნით სამართლის სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასვა სამართალურთიერთობებში. საკუთრება ასოცირდება პირის დამოუკიდებლობასთან. მესაკუთრეს დამოუკიდებლად, მესამე პირების გარეშე შეუძლია საკუთრების უფლებით სარგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ის, ყადაღადადებული ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია ე-–--- კ-----------ის, ნ-----–---- ს-----ის და გ-------– ბ----–--ის საკუთრებად და დააყადაღა ე-–--- კ-----------ის, ნ-----–---- ს-----ის და გ-------– ბ----–--ის ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს დაყადაღებულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ე-–--- კ-----------ე, ნ-----–---- ს-----ე და გ-------– ბ----–--ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა ე-–--- კ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.
სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს, ის რომ სადავო ნივთები შეძენილია მოსარჩელეთა მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის საკუთრებას. დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე არაა ის პირი ვისაც სს ,,ს----------–---------ს“ ვალი აქვს. შესაბამისად ამ ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს. აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე „საქართველოს ბანკმა“ მოსამზადებელ სტადიაზე შესაგებლით სარჩელი ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მოპასუხეებს - ე-–--- კ-----------ეს, ნ-----–---- ს-----ეს და გ-------– ბ----–--ეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იქნა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 გათავისუფლდეს ყადაღისაგან (იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 03 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით) დაყადაღებული ნ--- გ--–-–---–ის და გ--- კ-----------ის კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. რბილი სამეული ყავისფერი, ხის სახელურებით - 1ც. 2. კედლის კარადა სამნაწილიანი, მინის ვიტრინებით, ყავისფერი - 1 ც. 3. ხის მაგიდა ყავისფერი, გასაშლელი - 1 ც. 4. სკამი ხის, ჭრელი ნაჭრის ზედაპირით - 6ც. 5. ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც. 6. ტელევიზორის მაგიდა შავი ნაცრისფერით, მინის ვიტრინით - 1 ც. 7. გაზქურა შავი ვერცხლისფერით, ,,ტერმიკელი“-ს ფირმის - 1 ცალი. 8. გაზის გამათბობელი კარმა თეთრი, შავით გაწყობილი - 1 ცალი. 9. მაცივარი ,,ალასკა“ თეთრი ფერის, ერთკამერიანი - 1 ცალი. 10. სარეცხი მანქანა ,,ელ-ჯი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი. 11. ხალიჩა ღია ყავისფერი, ბორდოსფერით გაწყობილი - 1 ცალი.
2. ე-–--- კ-----------ეს, ნ-----–---- ს-----ეს და გ-------– ბ----–--ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა