გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3302101-8002487150
საქმე №2/17084-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე დ------------–---–ი
წარმომადგენელი ა----------------ე
მოპასუხე ს------------–---–ი, შპს ,,გ------–----’’, ვ-----------------ე
წარმომადგენელი ნ-------------ე, თ-------------------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,გ------–----სა’’ და ს------------–---–ს შორის 2----–-–------------–- დადებული წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 28.02.2---–- სხდომის ოქმი, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენისა და მოპასუხის ჩაბმის თაობაზე)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ჟ-------–-–---–ი იყო შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მფლობელი პარტნიორი. კონკრეტული საწარმოს 50% წილს 2010 წლიდან ფლობს ვ-----------------ე, ხოლო დირექტორის თანამდებობას 2--- წლის 1 ივნისიდან იკავებდა ვ-----------------ის ნათესავი ლ-–-----------ე. 2010 წლიდან შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქ. N13, მე-4 სართულზე მდებარე 663.54 კვ.მ ფართი, ს/კ 0----------------------.
2016 წლის 6 დეკემბერს, შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის განცხადების საფუძველზე შპს ,,გ------–----ის’’ 100% წილობრივი მონაწილეობით ისე, რომ ჟ-------–-–---–ისათვის, როგორც 50% წილის მფლობელი პარტნიორისათვის არაფერი არ იყო ცნობილი, რეგისტრირებული იქნა შპს ,,მ------------ი’’, რომლის დირექტორის თანამდებობაც ლ-–-----------ემ დაიკავა. 2----–-–---------------- შპს ,,მ------------მა’’ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქუჩა N13, სართული 4, ს/კ 0----------------------. აღნიშნულ განცხადებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 1- დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. 2----–-–----------------- სარეგისტრაციო წარმოება განახლებული იქნა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–----------------- კვლავ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორის ჟ-------–-–---–ის გადაწყვეტილება შპს ,,გ------–----ის’’ ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------------–-------–---------–-–----------------------------- შპს ,,მ------------მა’’, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–-------------- მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2----–-–-- 3 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის განცხადება ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცვლილების თაობაზე. განცხადებას თან ერთვოდა შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მფლობელი პარტნიორი ვ-----------------ე შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორს ლ-–-----------ეს, როგორც საზოგადოების დირექტორს ერთპიროვნულად გადასცემდა პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნოტარიულად დამოწმებული იყო 2----–-–------------------ ანუ მაშინ როდესაც შპს ,,გ------–----ი’’ პარტნიორებს წარმოადგენდნენ ვ-----------------ე და ჟ-------–-–---–ი.
2----–-–------------–- შპს ,,მ------------მა’’ იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს N13, სართული 4, დაჩქარებული წესით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ისე, რომ შპს ,,მ------------ს’’ არ წარუდგენია შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მფლობელი პარტნიორის ჟ-------–-–---–ის გადაწყვეტილება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელიც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2----–-–----------------- გადაწყვეტილების თანახმად აუცილებლად მიიჩნია, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოახდენდა რეგისტრაციას, თუმცა ამჯერად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მისივე გადაწყვეტილებები უგულებელყოფილი იქნა და იმავე დღეს, 2----–-–------------–- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული 663.54 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს N13, სართული 4, აღირიცხა შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში. როგორც კი, შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღრიცხული იქნა შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში, მეორე დღესვე 2----–-–------------–- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, ვინმე ს------------–---–მა და მოითხოვა შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. ს------------–---–ის 2----–-–------------–-- განცხადებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------–-ავე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
2----–-–-- 5 მაისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–-- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება შესწავლისა და განმარტებისათვის განცხადებით მიმართა ჟ-------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ასევე საქართველოს პროკურატურას. 2----–-–-- 5 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–-- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცვლილების რეგისტრაცია). 2----–-–-- 6 თებერვალს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად 2----–-–------------ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს ,,მ------------ს’’, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი. 2----–-–-- 14 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც ამჯერად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან და მის საფუძველზე შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქ. N13, სართული 4, 663.54 კვ.მ ფართი ს/კ 0---------------------- ისევ შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში აღირიცხა.
2----–-–---------–--- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის განცხადება ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. 2----–-–---------–--- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ლ-–-----------ე გათავისუფლდა შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის თანამდებობიდან. 2----–-–---------–--- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი პირის არყოლის გამო შპს ,,გ------–----ს’’, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვადაში ვერ იქნება აღმოფხვრილი დადგენილი ხარვეზი 2----–-–------------------- დაიწყო საზოგადოების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი.
ს------------–---–ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს კი წარმოადგენდა 26.04.2----–-–-- შპს ,,გ------–----ასა’’ და ს------------–---–ს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–-- 20 ივნისის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების თანახმად შპს ,,გ------–----ს’’ დაევალა დავალიანების გადახდა 600 150 ლარის ოდენობით ს------------–---–ის სასარგებლოდ. 2----–-–-- 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს ,,გ------–----ს’’ მიმართა 2----–-–-- 27 ივნისს. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2----–-–-- 20 ივნისის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე 2----–-–-- 23 ივნისს შპს ,,გ------–----ის’’ მიერ ს------------–---–ისათვის დაბრუნებული იქნა 276 000 ლარი.
2----–-–-- 5 სექტემბერს ს-------------–---------------–------------ანცხადებით მიმართა ს------------–---–მა, რომელიც აღნიშნავდა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ მიერ არსებული დავალინება (600 150 ლარი) დაფარული იქნა ნაწილობრივ 273 000 ლარი და დღეის მდგომარეობით მოვალის დავალიანება შეადგენდა 324 150 ლარს და ითხოვდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით იძულებითი აღსრულების განხორცილებას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო საქმე წარმოების შეჩერების მოთხოვნით ჟ-------–-–---–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით დაკმაყოფილდა, თუმცა შემდგომ იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკება წარმოებდა პარტნიორ ვ-----------------ესთან 2--- წლის 26 იანვარს სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რის საფუძველზეც 2----–-–-------------- სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, როგორც მისთვის არის ცნობილი ერთი მხრივ პარტნიორი ვ-----------------ის, ხოლო მეორე მხრივ შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენელმა თ-------------------–---–მა 2--- წლის 17 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების საქმის განახლების მიზნით მიმართა განცხადებით, აღნიშნულ განცხადებას თ-------------------–---–მა თან დაურთო შპს ,,გ------–----ის’’ ყოფილი დირექტორის ლ-–-----------ის მიერ 2----–-–------------- დათარიღებული დამოწმებული რწმუნებულება.
სამეწარმეო რეესტრმა არ მოახდინა შვილობილ კომპანიაზე პარტნიორის ცვლილება, რადგანაც ლ-–-----------ეს ვ-----------------ისაგან მინიჭებული უფლებამოსილებით არ გააჩნდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გასხვისების უფლებამოსილება, მეორე დღესვე 28 აპრილს ვ-----------------ემ და ლ-–-----------ემ მიმართეს ნოტარიუსს ლ---------- და მოახდინეს ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორის ვ-----------------ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ვითომ მიღებული იქნა 2----–-–-----------, დირექტორს და პარტნიორს ვ-----------------ეს ამ გზით სურდათ პარტნიორის ჟ-------–-–---–ის გვერდის ავლით და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის სრული დარღვევით მოეხდინათ შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შპს ,,მ------------ის’’ წილის გასხვისება, რომლის საკუთრებაშიც იმ დროს იმყოფებოდა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული ერთადერთი მნიშვნელოვანი მატერიალური ქონებრივი სიკეთე უძრავი ქონება, ს.კ. 0----------------------. რასაც კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და მისი აღმოუფხვრელობის შემდგომ მოხდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს------------–---–სა და შპს ,,გ------–----ს’’ შორის ნამდვილად დაიდო წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და იგი შპს ,,გ------–----ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო იძულებული გახდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ს------------–---–ი არის ბიზნესმენი, მას აღნიშნული ხელშეკრულების დადებით მიზნად ჰქონდა თანხის დაბანდება, ბიზნესის განვითარება და სამწუხაროდ მისი იმედები ვერ გამართლდა, პირიქით დიდი პრობლემები შეექმნა, რაც გაუმართლებელია.
2.2. მოპასუხე ვ-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრის და 50% წილის მმართველის ვ-----------------ის 2----–-–------------ გადაწყვეტილებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამავე საზოგადოების დირექტორის ლ-–-----------ის 2----–-–---------------- გადაწყვტილებით შპს ,,გ------–----ის’’ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს ,,მ------------ი’’, დამტკიცდა იურიდიული პირის წესდება და მას კაპიტალში შენატანის სახით გადაეცა დამფუძნებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - თბილისში თ-----------------–-ს ქ. N13-ში, საერთო ფართით 663.545 კვ.მ. შვილობილი იურიდიული პირის დირექტორად დამატებითი ხარჯების თავიდან არიდების მიზნით დაინიშნა თავად ლ-–-----------ე, რომელმაც იმავე დღეს განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაციის მოთხოვნით, სააგენტოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი იქნა 2----–-–------------ გადაწყვეტილების წარდგენა. 2----–-–---------------- განცხადებით ლ-–-----------ემ მარეგისტრირებელ ორგანოს განუმარტა, რომ გადაწყვეტილება სააგენტოში დაცული იყო 2----–---------------- განაცხადზე, რომლითაც განხორციელდა შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ ფართზე შპს ,,რ--------–-------------------–--------’’ იჯარის უფლების რეგისტრაცია. სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,მ------------ი’’. აღნიშნული გარემოებების შესახებ შესაძლოა არფერი იყო ცნობილი ჟ-------–-–---–ისათვის, თუმცა დაზუსტებით არის ცნობილი, რომ იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციიდან მოყოლებული წილის გასხვისებით დამთვარებული შპს ,,გ------–----ისა’’ და მისი დირექტორის ლ-–-----------ის ყველა განცხადების შესახებ იმავე დღეს იყვნენ ინფორმირებულები მისი წარმომადგენლები.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა, რა შპს ,,გ------–----ის’’ 26.1------–- N3-------- საჩივარზე 05.01.2----–-–-- N3---- გადაწყვეტილებით ფაქტობრივ დასაბუთებაში მიუთითა, რომ: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების 50%–იანი წილის მესაკუთრემ და დარჩენილი 50%–იანი წილის მმართველმა ვ-----------------ემ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, მათ შორის, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შპს ,--------–-------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, გადაცემის შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, N8----------- განცხადებაზე წარდგენილია ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში 2----–-–------------------ შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს მითითებული გადაწყვეტილება და დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინოს შპს ,--------–-------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება. ამასთან, სააგენტომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტში, 2016 წლის 5 დეკემბერს, NB-------- განცხადებაზე წარდგენილ იქნა შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც NB-------- განცხადების მოთხოვნის შინაარსიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება არც ამ დროს იქნა რეგისტრირებული სათანადო წესით, შესაბამისად, დასახელებული გადაწყვეტილება არ შეიძლება განხილულ იქნეს შპს ,--------–-------- წესდების განუყოფელ ნაწილად. მოპასუხის მითითებით, სააგენტომ დაადგინა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისად, არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაზრდის საფუძველი და არ შეიძლება ჩაითვალოს წესდების განუყოფელ ნაწილად; მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გ------–----ა’’ სრულად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა 2----–-–------------ გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ უფრო ნაკლებ დროში იყო შესაძლებელი ვიდრე ხანგრძლივი სასამართლო დავის დაწყება და 2----–-–-- 3 თებერვალს შპს ,,გ------–----ამ’’ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების მოთხოვნით და სარეგისტრაციოდ წარადგინა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრის და 50% წილის მმართველის ვ-----------------ის 01.06.2---– გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–-- გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
2----–-–-- 3 თებერვალს შპს ,,გ------–----ამ’’ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების მოთხოვნით და სარეგისტრაციოდ წარადგინა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრის და 50% წილის მმართველის ვ-----------------ის 01.06.2---– გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–-- გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
ვ-----------------ის მიერ საზოგადოების კაპიტალის 100% წილის მესაკუთრეთა სახელით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღეს 2--- წლის 1 ივნისს და ამავე დღეს გადაეცა კ-–------ დირექტორს. მას შემდგომ, რაც შპს ,,გ------–----ამ’’ გაითვალისწინა, სააგენტოს 30.01.2----–-–-- N 3---- გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მოახდინა 2----–-–------------ გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, 2----–-–------------–- განმეორებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა საზოგადოების დირექტორის ლ-–-----------ის 2----–-–---------------- გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,მ------------ის’’ კაპიტალში შენატანის სახით თბილისში თ-----------------–-ს ქ. N13-ში მდებარე შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის რეგისტრაცია. 2----–-–------------–- მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მოპასუხის განმარტებით, საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებები ერთი ფიზიკური პირის ადვოკატირებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მარეგისტრირებელი ორგანოს სამართლებრივ ქმედებებს, მათ შორის საინტერესოა 27/04/2017 წლის N------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც ს------------–---–ს უარი ეთქვა შეძენილი წილის რეგისტრაციაზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სამართლებრივი შეფასებაში განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ წარდგენილი იქნა შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც, ის შპს ,,მ------------ში’’, შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ 100% წილს ასხვისებს ს------------–---–ის სასარგებლოდ. შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული აქვს, რომ მას ასეთი უფლებამოსილება შპს ,,გ------–----ის’’ დამფუძნებელთა 2----–-–------------ გადაწყვეტილებით აქვს მინიჭებული. თუმცა, საჯარო რეესტრში დაცული ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ლ-–-----------ეს მიენიჭა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონების განკარგვის უფლება და არა - არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილის) განკარგვის. შპს ,,გ------–----ის’’ რეგისტრირებული წესდებით პარტნიორთა კრების კომპეტენციაა წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა და გასხვისება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორთა გადაწყვეტილება. შპს ,,მ------------ში’’ წილის გასხვისების თაობაზე. მოპასუხის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ახლებური განმარტებაა სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის, რომლის თანახმად ქონება, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,გ------–----ს’’ არ ჰქონდა არც მატერიალური და არც არამატერიალური რესურსი რათა საკუთარი უფლებების დასაცავად წამოეწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესები.
მოპასუხის განმარტებით, პარტნიორებს უნდა მოეძიებინათ ფინანსები და შეეტანათ საზოგადოების კაპიტალში ან ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით უნდა მომხდარიყო კ-–------ ვალდებულებების შესრულება და დავალიანებების დაფარვა. ჟ-------–-–---–ის სახელით სასამართლოში სარჩელის შეტანა, სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნა და შემდგომ მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული მასალების გადაგზავნის ვალდებულების იგნორირება ემსახურებოდა მხოლოდ დროის გაჭიანურებას, კ-–------ათვის ზიანის მიყენების მცდელობას, ვინაიდან თითოეული დაგვიანებული დღე ზრდის კ-–------ დავალიანებას.
მოპასუხემ ასევე დამატებით განმარტა, რომ შპს ,,გ------–----’’ დაფუძნდა 2----–-–----------------–-, მისი დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო პარტნიორის ჟ-------–-–---–ის შვილი და დ------------–---–ის მამა, ა-–-------------------–---–ი, 2008 წლის ივნისის თვეში ვ-----------------ეს და ა-–-------------------–---–ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება შპს ,,გ------–----ის’’ მეშვეობით ერთობლივად მოეხდინათ თ-----------------–-ს ქ. N13-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო ფართით 663.545 კვ.მ. პრივატიზება და გამხდარიყვნენ შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორები თანაბარი წილობრივი მონაწილეობით, შეთანხმებით ვ-----------------ემ ვალდებულება აიღო ა-–-------------------–---–ისთვის სესხის სახით გადაეცა ფულადი თანხა რაც საჭირო იქნებოდა უძრავი ქონების პრივატიზებისათვის, ხოლო თავის მხრივ ა-–-------------------–---–მა ვალდებულება აიღო მიღებული თანხა შეეტანა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალში, მოეხდინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზება და პრივატიზების დასრულების შემდგომ მიღებული თანხის ნახევრის სანაცვლოდ გადაეფორმებინა ვ-----------------ისთვის შპს ,,გ------–----ის’’ 50%, ხოლო დარჩენილი ნახევარი ეტაპობრივად გადაეხადა ვ-----------------ისთვის. 2----–-–--------–--- შპს ,,გ------–----ამ’’ მოახდინა თბილისში, თ-----------------–-ს ქ. N13-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო ფართით 663.545 კვ.მ საკადასტრო კოდით 0----------------------, პრივატიზება. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ქონების გამოსასყიდმა ღირებულებამ შეადგინა 99 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში. 2008 წლის 4 აგვისტოს ვ-----------------ემ ა-–-------------------–---–ს გადასცა 100 000 აშშ დოლარი და მათ შორის აღნიშნულ თანხაზე გაფორმდა სარგებლის გარეშე სესხის ხელშეკრულება. 2008 წლის 5 აგვისტოს ა-–-------------------–---–მა სესხის სახით მიღებული თანხა შეიტანა შპს ,,გ------–----ის’’ ანგარიშზე და ამავე დღეს ამავე ანგარიშიდან 99 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 140 444.36 ლარი გადარიცხა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხაზინის ერთიან ანგარიშზე. იმის გათვალისწინებით, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონში 2008 წლის 14 მარტს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში არ რეგისტრირდებოდა პარტნიორები, მათი წილობრივი მონაწილეობა და პარტნიორთა რეგისტრაციის ვალდებულება იურიდიულ პირებს წარმოეშვათ ამავე კანონში 2009 წლის 25 დეკემბრის ცვლილებებით, 2----–-–-- 1 ივნისს მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად - საწარმოს მოგებისა და პარტნიორებს შორის წილების განაწილების პირობების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ა-–-------------------–---–მა სესხის სახით მიღებული 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ვ-----------------ეს საკუთრებაში გადასცა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50%, ხოლო მის საკუთრებაში დარჩა კაპიტალის 50%. ნასესხები თანხის ნახევარი 50 000 აშშ დოლარი ა-–-------------------–---–ს დარჩა სარგებლის გარეშე სესხის სახით 10 წლის ვადით. ამდენად თითოეულმა მხარემ შეთანხმების შესაბამისად 50 000 აშშ დოლარის შენატანის სანაცვლოდ მიიღო 50%-იანი წილი შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალში. 2----–-–-- 1 ივნისს გაფორმებული საწარმოს მოგებისა და პარტნიორებს შორის წილების განაწილების პირობების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ვ-----------------ეს შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% გადაეცა საკუთრებაში, ხოლო 50 % - მართვის უფლებით, (ხელშეკრულების 2---------- პუნქტი).
2013 წლის 22 მარტს შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორებმა ა-–-------------------–---–ის ინიციატივით დირექტორად დანიშნეს მისი დ---ა, ჟ-------–-–---–ი. ვ-----------------ე პროფესიით და მოწოდებითაც ქ---------- და მისთვის უცხოა ხელმძღვანელობითი საქმიანობა, ხოლო ა-–-------------------–---–ს ჰქონდა ნასამართლეობის სტატუსი, რაც შეუსაბამო იყო ს------–-------–------ ხელმძღვანელობასთან. იმ პერიოდში პარტნიორები ჯერ კიდევ მეგობრობდნენ და არსებობდა ნდობა, შესაბამისად ვ-----------------ე დაეთანხმა პარტნიორის შემოთავაზებას, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა პარტნიორმა შეცდომაში შეიყვანა ვ-----------------ე, ჟ-------–-–---–ის დანიშვნა დირექტორის თანამდებობაზე მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათის იყო, ქალბატონი ჟ--- ერთხელაც არ გამოჩენილა კ-–------ ტერიტორიაზე და მისი ფაქტიური ხელმძღვანელი გახდა ა-–-------------------–---–ი. ჟ-------–-–---–ის ხელმძღვანელობის პერიოდში საზოგადოებამ სამეურნეო წელი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალით დაასრულა, კატასტროფულად გაიზარდა საზოგადოების დავალიანებები და გადააჭარბა 100 000 ლარს, დაგროვდა ს------–---- პერსონალის წინაშე სახელფასო დავალიანება და გადააჭარბა 60 000 ლარს. გარდა ამისა ჟ-------–-–---–მა და ა-–-------------------–---–მა 2010-2--- წლების დასაწყისში მოახდინეს ფინანსური წლების მოგების დეკლარაციების კორექტირება ა-–-------------------–---–ის მიერ საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხა 140 444.80 ლარი ასახეს, როგორც სესხი 24%-იანი წლიური განაკვეთით, ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები შეამცირეს 26 000 ლარით და საზოგადოების ანგარიშიდან ყოველგვარი ფინანსური და დოკუმენტალური საფუძვლების გარეშე პარტნიორის გ--–----------–---–-- ანგარიშზე 2--- წლის იანვარიდან აპრილის თვის ჩათვლით ოთხჯერ გადაირიცხა 880 ლარი, ჯამურად 3 520 ლარი, როგორც საბანკო ამონაწერებიდან გაირკვა აღნიშნული თანხები სრულად მიემართებოდა ა-–-------------------–---–ის საბანკო სესხისა და პროცენტების დასაფარავად. საზოგადოების სავალალო ფინანსური მდგომარეობის გაცნობის შემდგომ საზოგადოების 50%-ის მფლობელმა და 50%-ის მმართველმა პარტნიორმა ვ-----------------ემ 2--- წლის 30 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება ჟ-------–-–---–ის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და დირექტორად ლ-–-----------ის დანიშვნის შესახებ. 2----–-–----------- კი 2----–-–-- 1 ივნისის ხელშეკრულების, საზოგადოების წესდების 8.8 პუნქტისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით ვ-----------------ემ, რომელიც საკუთრების უფლებით ფლობდა საზოგადოების კაპიტალის 50%-ს, ხოლო 50%-ს ფლობდა მართვის უფლებით, საზოგადების კაპიტალის მფლობელთა 100%-ის სახელით კ-–------ ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორს ლ-–-----------ეს მინიჭებოდა შემდეგი უფლებამოსილება: ა) მოიძიოს ინვესტიციები და ამ მიზნით კ-–------ სახელით დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან ერთობლიობაში დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და გადასცეს მას კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; ბ) საკუთარი შეხედულებისამებრ მართოს და განკარგოს (გაასხვისოს, დატვირთოს ვალდებულებებით და სხვა) შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული წილი საზოგადოების მიერ უშუალოდ და/ან მესამე პირებთან ერთობლიობაში დაფუძნებული იურიდიული პირის კაპიტალში. 2----–-–------------ გადაწყვეტილებით გაფართოვდა საზოგადოების დირექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მას მიენიჭა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება: ა) მოიძიოს ინვესტიციები და ამ მიზნით კ-–------ სახელით დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან ერთობლიობაში დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და გადასცეს მას კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; ბ) აიღოს სესხი საქართველოს და/ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან და სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ვალდებულებებით დატვირთოს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; ვ) იჯარის სახით სარგებლობაში გადასცეს მესამე პირებს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; დ) საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება. იმის გათვალისწინებით, რომ სალიცენზიო პირობებში შპს ,,გ------–----ის’’ მიერ ატვირთული კალკულაციები შეუსაბამო იყო ბაზარზე არსებულ ტარიფებთან და კ-–------ მიერ რაიმე ახალი მიმართულებების წამოწყება მას იმთავითვე არაკონკურენტუნარიან გარემოში მოაქცევდა საზოგადოების დირექტორმა ლ-–-----------ემ ფინანსური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით გადაწყვეტა ,,შვილობილი’’ იურიდიული პირის დაფუძნება, მისთვის კ-–------ აქტივების გადაცემა, ახალი ლიცენზიის მიღება და ს------–---- საქმიანობის სპექტრის გაფართოვება. თუმცა, 2--- წლის აგვისტოს თვეში სასამართლოს სარჩელით მიმართა აწ უკვე ყოფილმა პარტნიორმა ა-–-------------------–---–მა, რომელმაც 2--- წლის 19 ივნისს ჩ------- ხელშეკრულების საფუძველზე სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, 50%-იანი წილი შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალში უსასყიდლოდ გადასცა მის დ---ას ჟ-------–-–---–ს და სარჩელით საკუთარ თავთან, ანუ დირექტორ ა-–-------------------–---–სა და პარტნიორ ა-–-------------------–---–ს შორის ზეპირად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კ-–------გან მოითხოვა 140 444.80 ლარის და პროცენტის 198 710 ლარის გადახდა, სასამართლოს 2--- წლის 19 აგვისტოს განჩინებით დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ უძრავ ქონებას, რამაც შეუძლებელი გახადა კ-–------ მიერ დასახული გეგმების განხორციელება. ქალბატონი ჟ---- დირექტორობის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების დაკისრების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წელს სარჩელით მიმართეს თანამშრომლებმა ზ-------------–---–მა, ე----–--------------ემ, ვ--------–--–--------ემ და ნ----------------------ემ მათი სახელფასო მოთხოვნა საერთო ჯამში აღემატებოდა 50 000 ლარს.
2015 წლის დასაწყისში შპს ,,გ------–----ა’’ და შპს ,,რ--------–-------------------–--------’ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავი ქონებას, ხოლო მეორეს გააჩნდა ფინანსური რესურსი და გამოცდილება, შეთანხმდნენ შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ ფართში, მდებარე ქ. თბილისი თ-----------------–-ს ქ. N33-ში ერთობლივად შეექნათ რეფერალური დახმარების ცენტრი. ა-–-------------------–---–ის სარჩელმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, გაჭიანურებული სასამართლო პროცესის და უძრავი ქონების განკარგვაზე აკრძალვის გამო შეუძლებელი გახდა ერთობლივი საქმიანობის გახორციელება და მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის ნაცვლად ურთიერთობა გაეგრძელებინათ საიჯარო ურთიერთობების ფარგლებში შპს ,,გ------–----ისთვის’’ უარესი პირობებით ვიდრე ეს ერთობლივი საქმიანობისას იყო შეთანხმებული და მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განჩინებით საქმეზე 2/1----- ა-–-------------------–---–ის სარჩელი განუხილველად დარჩა და გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიებები, მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილებებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორი ლ-–-----------ე 2----–-–------------------ აფორმებს იჯარის ხელშეკრულებას შ---------------–-------------------–-------------
სწორედ იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის მიზნებისთვის, საჯარო რეესტრის სააგენტოში და ქონების მართვის სააგენტოში წარსადგენად მოხდა 2----–-–------------ გადაწყვეტილებაზე პარტნიორის ვ-----------------ის ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმება. იჯარის სახით შემოსული თანხები წარიმართებოდა დავალიანებების დაფარვაზე, მათ შორის სახელფასო დავალიანებების დაფარვაზეც, დირექტორის მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ იქნა ის თანამშრომლები, რომელთაც გაითვალისწინეს კ-–------ მდგომარეობა და დავალიანების დაკისრების მიზნით არ მიმართეს სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების იჯარის გადაცემამ ვერ აღმოფხვრა შპს ,,გ------–----ის’’ ფინანსური პრობლემები 2016 წლის 1 თებერვალს კ-–------ დირექტორმა წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ნებართვა ითხოვა კ-–------ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით იურიდიული პირის დაფუძნების, მისთვის იურიდიული პირის კუთვნილი უძრავი ქონების გადაცემისა და ს------–---- პროფილის შეუცვლელად ახალი საქმიანობების დაწყების ნებართვა, სააგენტოს თანხმობის მიღების შემდგომ, მას მერე რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება შ---------------–-------------------–------------ იჯარის ნაცვლად ერთობლივი საქმიანობის განხორციელების შესახებ, შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის 2----–-–---------------- გადაწყვტილებით დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,მ------------ი’’ და მასვე გადაეცა შპს გ------–----ის კუთვნილი უძრავი ქონება. თუმცა 2----–-–-- იანვრის, თებერვლის და აგვისტოს თვეებში კლინიკას წარედგინა 53 592.02 ლარის მოცულობის აღსასრულებელი მოთხოვნები. კლინიკა 2016 წლის დეკემბრიდან სამჯერადად აღირიცხა მოვალეთა რეესტრში, დაყადაღდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება და ამ პერიოდიდან აეკრძალა საბანკო ანგარიშების განკარგვა, რამაც თვისთავად გამოიწვია ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების წარმოშობა და მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის რეგისტრაცია. 2----–-–-- იანვრის თვიდან შეწყდა ხელფასების გაცემა მათ შორის ადმინისტრაციაზე და დირექტორზეც. ამ პერიოდში ვ-----------------ე დაუკავშირდა ა-–-------------------–---–ს, რადგან თვლიდა, რომ იგი იყო ჟ-------–-–---–ის წილის რეალური მმართველი და დ---აზე - აქტივების გადაფორმება მხოლოდ ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელდა (შემდგომში ამავე მიზნით აარიდა თავი გარდაცვლილი დ---ისგან წილის მემკვიდრეობით მიღებას და ჩ------- გარიგებით გადააფორმა შვილიშვილზე) - გააცნო დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კ-–------ სავალალო ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესთავაზა მოგვარების გზები, მათ შორის იყო პარტნიორების მიერ კაპიტალში შენატანების განხორციელება ან კ-–------ ქონების რეალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდებოდა აღსრულების იძულებითი ღონისძიებების ჩატარება და უძრავი ქონების რეალიზაცია. მოპასუხის მითითებით, პარტნიორი არასათანადოდ მიუდგა არსებულ ვითარებას, ყველაფერი დასრულდა მხოლოდ ვ-----------------ის წარმომადგენლის თ-------------------–---–ის და ჟ-------–-–---–ის წარმომადგენლის ა----------------ის შეხვედრით, რომელმაც არასაფუძვლიანად ჩათვალა დირექტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 150 000 ლარზე მეტი დავალიანების არსებობის შესახებ და მოითხოვა ლ-–-----------ის მიერ საქმიანობის ანგარიშების წარდგენა, შეხვედრაზე თ-------------------–---–ის მიერ მოთხოვნილი იქნა ორივე დირექტორისთვის დაეკისრებინათ საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და კ-–------ ფინანსური კრიზისის ობიექტური ანალიზის მიზნით ჟ-------–-–---–ს და ლ-–-----------ეს თითოეულს წარმოედგინათ მათი დირექტორობის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ნათელია, რომ არც ამ, არც მანამდე და არც შემდგომ ჩატარებულ არცერთ კრებას თუ შეხვედრას გადაწყვეტილებები არ მიუღია და პარტნიორთა ამგვარი დამოკიდებულების გამო ვერც მიიღებდა. 2----–-–-- 15 მარტს, მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება ა-–-------------------–---–მა თავისებურად მოიფიქრა, გადაწყვიტა შპს ,,გ------–----ის’’ ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებულიყო და დირექტორ ა-–-------------------–---–სა და პარტნიორ ა-–-------------------–---–ს შორის ვითომდა ზეპირად გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე კ-–------გან თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით 339 160 ლარის დაკისრება მოითხოვა. სასამართლოს 2--- წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქმეზე 2/6------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ, კ-–------ ხელმძღვანელობა იძულებული გახადა ემოქმედა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოეძიებინა ინვესტორი და ვალდებულებების შესრულების მიზნით გაესხვისებინა კუთვნილი ქონება. განცხადება/შეთავაზება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ არაერთხელ განთავსდა უძრავი ქონების სავაჭრო პორტალებზე, მაგრამ უშედეგოდ. 2----–-–-- აპრილის თვეში მოძიებულ იქნა ინვესტორი ფიზიკური პირი ს------------–---–ი, რომლის მიერ შემოთავაზებულ იქნა ნასყიდობის ფასი: 330 000 ლარი, სხვა ალტერნატივის არ არსებობის გამო შპს ,,გ------–----ა’’ დათანხმდა შემოთავაზებას, მიღებული შემოსავლების ნაწილით დაიფარებოდა ფიზიკურ, იურიდიულ პირთა და ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულებები, ხოლო დარჩენილი თანხა განაწილდებოდა პარტნიორებს შორის წილების პროპორციულად. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება და ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია, რომლის ღირებულებაც აღემატება 100 000 ლარს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ექვემდებარება დამატებითი ღირებულებით დაბეგვრას, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 168-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით შეთანხმება შედგა შპს ,,მ------------ის’’ კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ 100 %-იან წილზე, რითაც დაიზოგა შემოთავაზებული თანხის 18%. იმის გათვალისწინებით, რომ კ-–------ კუთვნილ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, რაც გამორიცხავდა ნასყიდობის ხელშეკრულების პირდაპირ გაფორმებას, 2----–-–------------–- გაფორმდა შპს ,,მ------------ის’’ კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ წილზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველმა იკისრა ვალდებულება გამყიდველისთვის ბეს სახით ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადაეცა 300 000 (სამასი ათასი) ლარი, ხოლო გამყიდველმა იკისრა ვალდებულება 100%-იანი წილი შპს ,,მ------------ში’’ საკუთრებაში გადაეცა არა უგვიანეს 2----–-–-- 4 მაისისა და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე უზრუნველყო ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული ყველა აკრძალვის გაუქმება, მოვალეთა რეესტრიდან გამყიდველის ამოშლა, შპს ,,გ------–----ის” 2----–-–---------------- გადაწყვეტილებითა და 2016 წლის 7 დეკემბრის პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელების მიზნით საზოგადოებისათვის უძრავი ქონების გადაცემის აქტით აღებული ვალდებულების შესრულება და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადაცემული უძრავი ქონების შპს ,,მ------------ის’’ სახელზე რეგისტრაცია. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 330 000 ლარის ოდენობით. მყიდველის მიერ გადახდილი ბეს თანხის ნაწილით შპს ,,გ------–----ამ’’ მოახდინა ვალდებულებების ნაწილის დაფარვა, ქონებაზე რეგისტრირებული ყველა აკრძალვის გაუქმება, მოვალეთა რეესტრიდან ამოშლა, შპს ,,მ------------ის’’ საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით უძრავი ქონების გადაცემა და 2----–-–------------–- ს------------–---–თან გაფორმდა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება, თუმცა პარტნიორის წარმომადგენლების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და მარეგისტრირებელი ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმდებების გამო ვერ განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია, შესაბამისად გამყიდველმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა შპს ,,გ------–----ის’’ ფინანსური მდგომარეობა. კვლავ ყადაღა დაედო კ-–------ ანგარიშებს, შეწყდა სახელფასო დავალიანებების დაფარვა და ხელფასების გაცემა, რამაც საზოგადოების დირექტორი აიძულა მოეძებნა ალტერნატიული სამსახური და 2----–-–-- 26 ივნისს მან მიმართა პარტნიორებს გადადგომის მოთხოვნით, პარტნიორთა კრება შედგა 1- ივლისს, ჟ-------–-–---–ის წარმომადგენლის ა----------------ის მიერ დირექტორის განცხადება არ დაკმაყოფილდა, მორიგი კრება გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. 2----–-–---------–--- ლ-–-----------ემ მიმართა საჯარო რეესტრს თანამდებობიდან გადადგომის რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და რამაც გამოიწვია არასწორად რეგისტრირებული იურიდიული პირისთვის ხარვეზის დადგენა და საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით დაიწყო შპს ,,გ------–----ის’’ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. 2----–-–-- 17 აგვისტოს ამჟამად უკვე ჟ-------–-–---–ის წარმომადგენელმა ა----------------ემ გადაწყვიტა უკანონოდ ხელში ჩაეგდო იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და საჯარო რეესტრს წარუდგინა, ჯერ 2----–-–-- 1- ივლისს ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ 2----–-–-- 1- აგვისტოს ე.წ. კრების ოქმი და მოითხოვა საკუთარი თავის დანიშვნა დირექტორად, ვ-----------------ის წარმომადგენლის თ-------------------–---–ის 2----–-–-- 19 სექტემბრის განცხადების საფუძველზე მარეგისტრირებელმა ორგანომ 19.09.2----–-–-- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,გ------–----’’ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც დაფუძნდა 2----–-–----------------–- ა-–-------------------–---–ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
3.1.2. საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა სამედიცინო საქმიანობა, კერძოდ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური გამოკვლევები, ლაპარასკოპიული ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, უროლოგია და სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის კანონით აკრძალული.
3.1.3. საწარმოს საწესდებო კაპიტალის ოდენობა დაარსების ეტაპზე განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით.
3.1.4. წესდების 6.1-. პუნქტის შესაბამისად, პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად.
3.1.5. საწარმოს წესდების 7.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც წარმართავს საზოგადოების საქმიანობას. 7.2 პუნქტის თანახმად კი, საზოგადოების საქმიანობის ორგანიზაციისათვის პარტნიორთა კრების მიერ ირჩევა დირექტორი, რომელიც მინდობილობის გარეშე წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებს ყველა ორგანიზაციასა და უწყების წინაშე. იგი ორგანიზებას უწევს კრების გადაწყვეტილების შესრულებას და წყვეტს საზოგადოების საქმიანობიდან გამომდინარე ყველა საკითხს.
3.1.6. წესდების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას მოითხოვს, ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. 8.6 პუნქტის შესაბამისად, კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისთვის, ან/და თუ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
3.1.7. საწარმოს წესდების 8.8 პუნქტით განისაზღვრა, პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წრე, კერძოდ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
- საზოგადოების წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
- წლიური ანგარიშების დამტკიცება;
- სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
- წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
- წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
- ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
- უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
- ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალ-ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის 10%-ს;
- სესხებისა და კრედიტის აღება, რომლებიც ცალკე, ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;
- იმ სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
- პროკურის გაცემა და გაუქმება;
- დამატებითი შესატანის უკან დაბრუნება;
- დირექტორის არჩევა და გამოწვევა, მასთან, სასამსახურო ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;
- სხვა კანონით განსაზღვრული საკითხები.
3.1.8. საწარმოს წესდების 9.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს, ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს. 9.2 პუნქტის თანახმად, მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობებში საწარმოს წარმოადგენს დირექტორი. 9.3 პუნქტის მიხედვით კი, დირექტორი მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთა ურთიერთობაში არ არის შეზღუდული, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა. ამავდროულად, წესდების 9.1- პუნქტის შესაბამისად, დირექტორი უფლებამოსილია დადოს გარიგებები, რომლებიც კანონის შესაბამისად არ მოითხოვს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას.
3.1.9. კომპანიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა - ქ. თბილისი, დ-------- რაიონი, თ-----------------–-ს ქ. N13
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წესდება (ტ.1, ს.ფ.241-252);
- რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 240);
3.1.1-- 2----–-–-- 31 მაისს შპს ,,გ------–----ის’’ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორმა ა-–-------------------–---–მა მიიღო გადაწყვეტილება, გაესხვისებინა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% ვ-----------------ეზე, შესაბამისად შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორთა შორის წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა-–-------------------–---–ი - 50% და ვ-----------------ე - 50%.
3.1.1-. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2----–-–-- 1 ივნისს ა-–-------------------–---–სა და ვ-----------------ეს შორის დაიდო წილის გასხვისების (საწარმოს მოგებისა და პარტნიორებს შორის წილების განაწილების პირობების შესახებ) ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულებების დადგენაზე. კერძოდ, შპს, ,,გ------–----ში’’ წილის დათმობის პირობების და წლიური მოგების მხარეთა შორის განაწილებისა და გადახდის წესის განსაზღვრაზე.
3.1.1-. ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის არსებობს სესხის ხელშეკრულება, სესხის თანხა შეადგენს 100 000 აშშ დოლარს, სარგებლის გარეშე. კრედიტორი აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით არის ვ-----------------ე.
3.1.13. ამავდროულად მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის შპს ,,გ------–----ის’’ დამფუძნებელი პარტნიორია ა-–-------------------–---–ი, სრული უფლებამოსილებით, 100% წილით, ხოლო ვ-----------------ე არის აღნიშნული საწარმოს დირექტორი.
3.1.14. 01.06.2--- წლის ხელშეკრულებით ა-–-------------------–---–ი და ვ-----------------ე შეთანხმდნენ, რომ ა-–-------------------–---–ი არსებული სესხის, 100 000 აშშ დოლარის 50%-ის, 50 000 აშშ დოლარის ჩამოწერის სანაცვლოდ, ვ-----------------ის სასარგებლოდ დათმობს 50% წილს შპს ,,გ------–----ში’’. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ა-–-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული, საწარმოს დარჩენილ 50% წილის მართვის უფლებას ა-–-------------------–---–ი გადასცემს (მიანდობს) ვ-----------------ეს, რომელსაც უფლება არ აქვს გაყიდოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს, ასევე გადასცეს მთლიანი მინდობილი წილის (50%) ან მისი ნაწილის მართვის უფლება მესამე პირს შპს ,,გ------–----ში’’.
3.1.15. ხელშეკრულების შესაბამისად, ა-–-------------------–---–ს, მიუხედავად საკუთარი 50% წილის მინდობით გადაცემისა, უნარჩუნდება შპს ,,გ------–----ის’’ წესდებით გათვალისწინებული, დამფუძნებელი პარტნიორის უფლებები და მოვალეობები. ამავდროულად, ა-–-------------------–---–მა აიღო ვალდებულება გადაუხადოს ვ-----------------ეს დარჩენილი სესხი, 50 000 აშშ დოლარი იმავე მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც არსებობდა სესხის ხელშეკრულების დადებისას. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 10 წლის ვადაში, საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გარეშე. ამასთანავე, შეთანხმების შესაბამისად, სესხის სრულად დაფარვისთანავე მინდობით ფლობის ვადა წყდება და ა-–-------------------–---–ი უშუალოდ განაგრძობს საკუთარი 50%-ის ფლობას და განკარგვას შპს ,,გ------–----ში’’.
3.1.16. ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შპს ,,გ------–----ის’’ ყოველწლიურ მოგებას გაინაწილებენ თანაბრად. აღნიშნული ამონაგები თანხის 50% გადაირიცხება ა-–-------------------–---–ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 50% - ვ-----------------ის საბანკო ანგარიშზე.
3.1.17. კომპანიის 2----–-–-- ამონაწერის შესაბამისად საწარმოს პარტნიორებად დარეგისტრირდნენ ა-–-------------------–---–ი (50%) და ვ-----------------ე (50%). საწარმოს დირექტორად რეგისტრირებული იყო ვ-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება საწარმოს მოგებისა და პარტნიორებს შორის წილების განაწილების პირობების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 25-26/282-285);
- სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების სანოტარო დადასტურება (ტ.1, ს.ფ. 280- 281);
- 31.05.2010წ. პარტნიორის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 278);
- 01.06.2010წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 275);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 294-295).
3.1.18. შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მესაკუთრე ა-–-------------------–---–მა კუთვნილი წილი უსასყიდლოდ, ჩ------- ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა დ---ამისს ჟ-------–-–---–ს, რის საფუძველზედაც შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი ა-–-------------------–---–ი ჩანაცვლდა ჟ-------–-–---–ით.
3.1.19. შედეგად, 20.06.2--- წლის სამეწარმეო რეესტრის განახლებული ამონაწერის შესაბამისად, საწარმოს 50-50%-იანი წილის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ვ-----------------ე და ჟ-------–-–---–ი, ხოლო კომპანიის დირექტორად დარეგისტრირდა ლ-–-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 290);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 27-28/291-293).
3.1.20. შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–-ს N13, მე-4 სართული, ს/კ 0----------------------, საერთო ფართი - 663.54 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 29-30);
3.1.21. 2--- წლის 1 ივნისს შპს ,,გ------–----მა’’ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს ვ-----------------ე, როგორც საზოგადოების კაპიტალის 50% წილის მფლობელი და 50% წილის მმართველი. გადაწყვეტილების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ------–----ის’’ სახელფასო, საბიუჯეტო და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წინაშე არსებული დავალიანება მნიშვნელოვნად აღემატებოდა შემოსავლებს მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება დავალებოდა საზოგადოების დირექტორს ლ-–-----------ეს კ-–------ ფინანსური კრიზის დაძლევის მიზნით განეხორციელებინა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე:
ა) მოეძიებინა ინვესტიციები და ამ მიზნით კ-–------ სახელით დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან ერთობლიობაში დაეფუძნებინა კერძო სამართლის იურიდიული პირი და გადაეცა მას კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება;
ბ) აეღო სესხი საქართველოს და/ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან და სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ვალდებულებებით დაეტვირთა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება;
გ) იჯარის სახით სარგებლობაში გადაეცა მესამე პირებისათვის შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება;
დ) საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.06.2---–. შპს ,,გ------–----ის’’ გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 50-52);
3.1.22. მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2016 წლის 1 დეკემბერს, ლ-–-----------ემ, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ახალი სუბიექტის - შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაცია, რის საფუძველზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ახალი მეწარმე სუბიექტი - შპს ,,მ------------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 31);
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 32);
3.1.23. შპს ,,მ------------ის’’ 100% წილის მესაკუთრედ აღირიცხა შპს ,,გ------–----’’, ხოლო დირექტორად განისაზღვრა ლ-–-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 33-34);
3.1.24. კომპანიის დაარსებიდან მეორე დღეს, 2----–-–---------------- ლ-–-----------ემ, როგორც შპს ,,მ------------ის’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში უძრავ ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს N13, მე-4 სართული) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 35);
3.1.25. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც ხარვეზის საფუძვლად მიეთითა, რომ შპს ,,გ------–----’’ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, ამავდროულად დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილია მხოლოდ ერთი პარტნიორის (50% წილის მფლობელის) გადაწყვეტილება ქონების გასხვისებაზე.
[გადაწყვეტილებაში აღინიშნა შემდეგი: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 192 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–-- 15 იანვრის 4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 191 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქონება გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სააღსრულებო დაწესებულებების მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ან სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილია სასამართლო/საარბიტრაჟო აქტი, რომელიც არ არის შედგენილი მხარეთა მორიგების შედეგად. მარეგისტრირებელი ორგანომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარმოდგენილი ყოფილიყო შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორის ჟ-------–-–---–ის გადაწყვეტილება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ყოფილიყო მოვალეთა რეესტრიდან მოვალის ამორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 36-37)
3.1.26. ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორმა ლ-–-----------ემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვტილების გაუქმება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2----–-–-- 1 ივნისს გაფორმებული საწარმოს მოგებისა და პარტნიორებს შორის წილების განაწილების პირობების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ვ-----------------ეს, შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალის 50% გადაეცა საკუთრებაში, ხოლო 50% - მართვის უფლებით. 2--- წლის 1 ივნისს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, საზოგადოების წესდების 8.8 პუნქტისა და ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, ვ-----------------ემ, რომელიც საკუთრების უფლებით ფლობდა საზოგადოების კაპიტალის 50%-ს, ხოლო დარჩენილ 50%-ს ფლობდა მართვის უფლებით, საზოგადოების კაპიტალის 100%-ის სახელით მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორისათვის გადაეცა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება: ა)მოიძიოს ინვესტიციები და ამ მიზნით კ-–------ სახელით დამოუკიდებლად ან მესამე პირებთან ერთობლიობაში დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და გადასცეს მას კაპიტალში შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება. ბ) აიღოს სესხი საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან და სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ვალდებულებით დატვირთოს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; გ) იჯარის სახით სარგებლობაში გადასცეს მესამე პირებს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება; დ) საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება. საჩივრის ავტორის მითითებით, 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2015 წლის 8 სექტემბერს იჯარით გასცა შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო 2016 წლის 1 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,გ------–----ის’’ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს ,,მ------------ის’’ დაფუძნებისა და მისთვის საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქ. N13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის IV სართულზე მდებარე შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილი 663.54 კვ.მ ფართის უძრავი ქონების, ს/კ 0---------------------- გადაცემის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1- სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციაში გატარდა იჯარის ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,გ------–----ის’’ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,მ------------ი’’.
ლ-–-----------ის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2----–-–----------------- გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის 3.1 პუნქტის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი მიღებულია სარეგისტრაციო წარმოების მასალების არასათანადო გამოკვლევის გზით და გადაწყვეტილება არ მოიცავს მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებას. მისი გამოცემისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. გადაწყვეტილებაში მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პარტნიორის (50% წილის მფლობელი) გადაწყვეტილება ქონების გასხვისებაზე, თუმცა განაცხადზე დაცულია 2----–-–------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია საზოგადოების პარტნიორთა ხმათა 100%-ით. გადაწყვეტილებით დირექტორს მიენიჭა საზოგადოების უძრავი და მოძრავი ქონების იჯარით გაცემა, განკარგვის ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება, ასევე საზოგადოების სახელით იურიდიული პირის დაფუძნებისა და მისთვის კაპიტალში შეტანის სახით საზოგადოების კუთვნილი ქონების გადაცემის უფლება. ამდენად, ლ-–-----------ის მიერ 2016 წლის 1 დეკემბერს გადაწყვეტილებები მიღებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და იგი, როგორც საზოგადოების დირექტორი არ იყო ვალდებული აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დამატებით მოეწვია საზოგადოების პარტნიორთა კრება. აღსანიშნავია, რომ 2----–-–---------------- გადაწყვეტილების 1-3 პუნქტები 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით დადგენილი წესით გაატარა რეგისტრაციაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2---------წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება განეახლებინა სარეგისტრაციო წარმოება და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 38-40);
3.1.27. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენლის ლ-–-----------ის ადმინისტრაციული საჩივარი.
გადაწყვეტილებაში მიეთითა შემდეგი: 2----–-–---------------- შპს „მ------------ის“ დირექტორმა ლ-–-----------ემ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქ. N13, მე-4 სართული (ს.კ. 0----------------------). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2--------- წერილი. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მითითება გაკეთდა NB 1------- განცხადებაზე, სადაც წარდგენილი იყო შპს „გ------–----ის“ გადაწყვეტილება, თუმცა ქონების რეგისტრაციის დეპარტემენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2016 წლის 1- დეკემბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ არ იყო წარდგენილი მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანასთან დაკავშირებით, (ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით), ასევე ის, რომ ქონების გასხვისების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა საზოგადოების 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი და რეგისტრაციის სამსახურმა დამატებით აღნიშნა, რომ ქონების გამსხვისებელი (შ------------–------) რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში.
ლ-–-----------ემ 2016 წლის 16 დეკემბერს დამატებით წარადგინა პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანის განხორციელების მიზნით საზოგადოებისათვის უძრავი ქონების გადაცემის აქტი (დამოწმებული აჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ), შპს ,--------–-------- დირექტორის განმარტებითი ხასიათის განცხადება და მინდობილობა. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტემენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა, 2----–-–----------------- მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8------------08 გადაწყვეტილება, რითაც განმარტა, რომ უძრავი ქონების გამსხვისებელი შპს ,,გ------–----ი’’ რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში და ასევე, დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი პარტნიორის (50% წილის მესაკუთრის) გადაწყვეტილება ქონების გასხვისებაზე და დამატებით წარდგენილი უნდა ყოფილიყო როგორც მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორის ჟ-------–-–---–ის გადაწყვეტილება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც გასაჩივრდა დაინტერესებული პირის მიერ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი და განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, თ-----------------–-ს ქ. N13-ში, მე-4 სართულზე მდებარე 663.54 კვ.მ უძრავ ნივთზე (ს.კ. 0----------------------) რეგისტრირებულია შპს „გ------–----ის“ საკუთრების უფლება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, - შპს „გ------–----ის“ დირექტორია ლ-–-----------ე. N8----------- განცხადებაზე წარდგენილ პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანის განხორციელების მიზნით საზოგადოებისათვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს „გ------–----ის“ წარმომადგენელი • . თ-------------------–---–ი, ხოლო მეორე მხრივ, შემძენის, შპს „მ------------ის“ დირექტორი ლ-–-----------ე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია შპს „გ------–----ის“ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების 50%–იანი წილის მესაკუთრემ და დარჩენილი 50%–იანი წილის მმართველმა ვ-----------------ემ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, მათ შორის, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შ-----------–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, გადაცემის შესახებ.
სააგენტომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დასახელებული, შპს ,,გ------–----ის“ 2----–-–------------ გადაწყვეტილება,_N8----------- განცხადებაზე წარდგენილია ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში 2----–-–------------------ შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს აღნიშნული გადაწყვეტილება და დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდიონოს შ-----------–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება.
ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტში, 2016 წლის 5 დეკემბერს, N B-------- განცხადებაზე წარდგენილ იქნა შპს „გ------–----ის“ 2----–-–------------ გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც NB-------- განცხადების მოთხოვნის შინაარსიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, შპს „გ------–----ის“ 2----–-–------------ გადაწყვეტილება არც ამ დროს იქნა რეგისტრირებული სათანადო წესით, შესაბამისად, დასახელებული გადაწყვეტილება არ შეიძლება განხილულ იქნეს შ-----------–------- წესდები განუყოფელ ნაწილად.
არსებული მდგომარეობით, შპს „გ------–----ის“ პარტნიორები არიან - ვ-----------------ე 50% და ჟ-------–-–---–ი 50%, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მხედველობაში ვერ იქნება მიღებული სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტი (წილის მართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე, ა-–-------------------–---–ი აღარ წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორს და 50%-იანი წილის მართვაც გაუქმებულად ითვლება).
შპს ,,გ------–----ის’’ მოქმედი წესდების მე-8 მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენაზე, გასხვისებასა და დატვირთვაზე. წესდების ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომელთაც აქვთ ხმების უმრავლესობა, ხოლო მე–6 პუნქტის თანახმად კი, კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უბრალო უმრავლესობით;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო იზიარებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის - მატერიალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მოთხოვნას, ქონების გასხვისებისთვის, შპს „გ------–----ის“ პარტნიორის - ჟ-------–-–---–ის გადაწყვეტილების წარდგენის ნაწილში და დამატებით აღნიშნავს, რომ შესაძლოა დადგენილ იქნეს საზოგადოების მოქმედი წესდებით გათვალისწინებული, პარტნიორთა საერთო კრების ოქმი სარეგისტრაციო უძრავი ნივთის შპს „მ------------ისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით.
სააგენტომ გაიზიარა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მითითებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ შპს ,,გევა–კლინიკა’’ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რაც აფერხებს უძრავი ქონების გასხვისებას და მის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.3 და 5.2 მუხლებისა, სააგენტომ დაადგინა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–------------ გადაწყვეტილება არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისად, არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დირექტორისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაზრდის საფუძველი და არ შეიძლება ჩაითვალოს წესდების განუყოფელ ნაწილად. გარდა აღნიშნულისა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლება. შპს ,,გ------–----ა’’ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აბრკოლებს უძრავი ნივთის გასხვისების რეგისტრაციას.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონშესაბამისად მიიჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.01.2---–- გადაწყვეტილება (ტ., ს.ფ. 41-45);
3.1.28. 2----–-–-- 3 თებერვალს ლ-–-----------ემ დამატებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძვლად წარდგენილი იქნა საზოგადოების გადაწყვეტილება დირექტორის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.02.2---–- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 46);
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 47).
3.1.29. 2----–-–-- 6 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ-–-----------ის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-06.02.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 79);
3.1.30. 2----–-–------------–- ლ-–-----------ემ, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–-ს N13, მე-4 სართული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2---–- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 54);
3.1.31. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ-–-----------ის მიერ წარდგენილი განცხადება და უძრავი ნივთი აღირიცხა შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში.
3.1.32. 2----–-–------------–-- გაცემული განახლებული ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ნივთის (მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქ. N13, მე-4 სართ. (663.54 კვ.მ ფართი), ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ აღირიცხა შპს ,,მ------------ი’’. (საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა: პარტნიორის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების მიზნით საზოგადოებისათვის უძრავი ქონების გადაცემის აქტი, დამოწმების თარიღი: 16.1------–-)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2---–- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 54);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1. ს.ფ. 56-57)
3.1.33. 2----–-–------------–- საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა ს------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 58);
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 59).
3.1.34. 2----–-–-- 25 აპრილს გაიმართა შპს ,,მ------------ის’’ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე პარტნიორის შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენელი ლ-–-----------ე, რომელმაც კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით თანხმობა გასცა შპს ,,მ------------ის’’ პარტნიორის შპს ,,გ------–----ის’’ წილის ს------------–---–ზე გასხვისებასთან მიმართებით და საზოგადოების 100% წილის ს------------–---–ის საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ-–-----------ის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ს------------–---–ი, რომელსაც დაევალა განეხორციელებინა ცვლილების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.04.2---–- შპს ,,მ------------ის’’ პარტნიორთა კრება (ტ.1, ს.ფ. 62);
3.1.35. 2----–-–-- 25 აპრილს ლ-–-----------ემ, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორმა, შპს ,,გ------–----ის’’ დამფუძნებელთა 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვიტა, რომ შპს ,,მ------------ში’’ შპს ,,გ------–----ის’’ 100%-იანი წილი გასხვისებულიყო ს------------–---–ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.04.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 63);
3.1.36. 2----–-–------------–- შპს ,,გ------–----სა’’ და ს------------–---–ს შორის დაიდო წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდა წილის გადაცემის პირობები. კერძოდ, ხელშეკრულებით შეთანხმდა, რომ ს------------–---–ი საკუთრებაში მიიღებდა შპს ,,მ------------ის’’ 100%-იან წილს, რასთან მიმართებითაც ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა 3 კვირის ვადაში, არაუგვიანეს 2----–-–-- 4 მაისისა, ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 330 000 ლარი.
ამავე ხელშეკრულებით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე უზრუნველეყო, ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული ყველა აკრძალვის გაუქმება, მოვალეთა რეესტრიდან გამყიდველის ამოშლა, შპს ,,გ------–----ის’’ 2----–-–---------------- გადაწყვეტილებითა და 2016 წლის 7 დეკემბრის პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადაცემული უძრავი ქონების შპს ,,მ------------ის’’ სახელზე რეგისტრაცია. კონკრეტული ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მყიდველი გამყიდველს ბეს სახით გადასცემს 300 000 ლარს, რაც ჩაითვლება ძირითადი ნასყიდობის ფასში.
ხელშეკრულებით ასევე შეთანხმდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ბრალეულად დაარღვევს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს, ბე დარჩება გამყიდველს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ბრალეულად დაარღვევს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ბე დაუბრუნოს ორმაგად. ამასთანავე, მყიდველს უფლება აქვს გამყიდველისაგან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2---–- წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 101);
- ხელწერილი ბე-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 302).
3.1.37. 2----–-–------------–- შპს ,,გ------–----სა’’ და ს------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, რომლითაც ს------------–---–მა იყიდა შპს ,,მ------------ის’’ 100% წილი, 330 000 ლარად, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2----–-–-- 31 დეკემბრისა. ამავე ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ მხარეთა შორის 2----–-–------------–- გაფორმებული წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველის მიერ გადახდილი ბეს თანხა ჩაითვლება ნასყიდობის ფასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 60-61);
3.1.38. 2----–-–------------–- საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც ს------------–---–ს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მიეთითა შემდეგი - სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ წარდგენილია შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შპს ,,მ------------ში’’ შპს ,,გ------–----ის’’ კუთვნილ 100% წილს ასხვისებს ს------------–---–ის სასარგებლოდ, რისი უფლებაც შპს ,,გ------–----ის’’ დამფუძნებელთა 2----–-–------------ გადაწყვეტილებით აქვს მინიჭებული. თუმცა, საჯარო რეესტრში დაცული ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ლ-–-----------ეს მიენიჭა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონების განკარგვის უფლება და არა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილის) განკარგვის უფლება. შპს ,,გ------–----ის’’ წესდებით პარტნიორთა კრების კომპეტენციაა წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა და გასხვისება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უფლებამოსილი პირის მიერ წარსადგენია, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორთა გადაწყვეტილება, შპს ,,მ------------ში’’ წილის გასხვისების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.04.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 70-71);
3.1.39. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–-- 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამეთუ დადგენილ ვადაში არ განხორციელდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-31.05.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 72);
3.1.40. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ჟ-------–-–---–მა 2----–-–------------–-- გადაწყვეტილების შესწავლისა და განმარტებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 73-74);
3.1.41. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–-- 5 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–--------------–-- გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2----–-–-- 3 თებერვალს, მარეგისტრირებელ ორგანოში, წარდგენილი NB-------- განცხადებით, დაინტერესებული პირის, შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის მიერ მოთხოვნილი იქნა შპს ,,გ------–----ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების საფუძვლად წარმოდგენილი იქნა საზოგადოების გადაწყვეტილება დირექტორის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოების შესახებ. აღნიშნული 2--- წლის 1 ივნისით დათარიღებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებდა იმ დროისთვის რეგისტრირებული 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი და მეორე 50% წილის მესაკუთრე პარტნიორის წილის მმართველი ვ-----------------ე. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ვ-----------------ის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია მოგვიანებით, 2----–-–------------------ იმ დროს როდესაც მას უკვე აღარ გააჩნდა წილის მართვის უფლებამოსილება. რეგისტრირებული მონაცემების თანახმად 2--- წლის 19 ივნისს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,გ------–----ის’’ კაპიტალში ა-–-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული 50% წილის ჩუქება ჟ-------–-–---–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, აღნიშნული რეგისტრაციით გაუქმდა ა-–-------------------–---–ის კუთვნილი წილის ვ-----------------ის მიერ მართვის უფლებამოსილებაც. არსებული მდგომარეობით საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ ვ-----------------ე — 50% და ჟ-------–-–---–ი — 50%.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა მოთხოვნა და 2----–-–-- 06 თებერვალს მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N/B--------/3 გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-- 06 თებერვალის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ - შპს ,,გ------–----ის’’ რეგისტრირებულ მონაცემებში ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია საწარმოს დირექტორის ვალდებულებები: საქართველოს კანონმდებლობით, საწარმოს წესდებით და მათთან დადებული ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იქიდან გამომდინარე, რომ დირექტორებს გადაცემული აქვთ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფართო კომპეტენციები, აუცილებელია მათ დაიცვან კეთილსინდისიერებისა და გულმოდგინედ მართვის მოვალეობები. ამავდროულად ისინი ვალდებულნი არიან მმართველობითი საქმიანობა განახორციელონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. შპს ,,გ------–----ის’’ წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც წარმართვას საზოგადოების საქმიანობას. ამასთან, ამავე წესდების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საზოგადოების წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დირექტორის არჩევა და გამოწვევა, მასთან, სასამსახურო ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორთა კრება.
მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ 2----–-–--------------–-- NB--------/3 გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სააგენტო ვალდებული იყო დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპები, უზრუნველეყო დაინტერესებულ პირთა კანონიერი ინტერესის დაცვა და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მოთხოვნილი არ ყოფილა საზოგადოების რეგისტრირებულ პარტნიორთა კრების ოქმი სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, არ დგინდება საზოგადოების მოქმედი პარტნიორების ნება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შპს ,,გ------–----ის’’ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ 2----–-–-- 6 თებერვალის N B--------/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. 2----–-–-- 3 თებერვლის NB-------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს, შპს „გ------–----ის’’ დირექტორის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების რეგისტრაციის მიზნებისთვის, მოეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული საზოგადოების რეგისტრირებულ პარტნიორთა კრების ოქმის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-05.06.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 75-78);
3.1.42. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–-- 5 ივნისს მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (NB----------), რომლითაც შპს ,,მ------------ს’’, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოთხოვნილი იქნა უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთ კრება) მიერ მიღებული შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტაცია. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს ლ-–-----------ის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NB--------/6 გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაცია, რომელშიც 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია შპს ,,გ------–----’’. შპს „მ------------ის“ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი იქნა შპს „გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის ხელმოწერილი 2----–-–---------------- წესდება და გადაწყვეტილება. დირექტორის უფლებამოსილების დამადასტურებლად მარეგისტრირებელ ორგანოში 2016 წლის 5 დეკემბერს წარდგენილი იქნა 2--- წლის 1 ივნისით დათარიღებული შპს ,,გ------–----ის’’ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების ფარგლების ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებდა იმ დროისთვის რეგისტრირებული 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი და მეორე 50% წილის მესაკუთრე პარტნიორის წილის მმართველი ვ-----------------ე. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ვ-----------------ის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია მოგვიანებით, 2----–-–------------------ იმ დროს როდესაც მას უკვე აღარ გააჩნდა წილის მართვის უფლებამოსილება. რეგისტრირებული მონაცემების თანახმად 2--- წლის 19 ივნისს წარდგენილი N--------- განცხადების საფუძველზე განხორციელდა შპს „გ------–----ის" კაპიტალში ა-–-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული 50% წილის ჩუქება ჟ-------–-–---–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, აღნიშნული რეგისტრაციით გაუქმდა ა-–-------------------–---–ის კუთვნილი წილის ვ-----------------ის მიერ მართვის უფლებამოსილებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობით საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ ვ-----------------ე – 50% და ჟ-------–-–---–ი – 50%. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის NB--------/6 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შპს ,,მ------------ის’’ რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველის პუნქტის მიხედვით საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემები. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია საწარმოს დირექტორის ვალდებულებები: საქართველოს კანონმდებლობით, საწარმოს წესდებით და მათთან დადებული ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იქიდან გამომდინარე, რომ დირექტორებს გადაცემული აქვთ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფართო კომპეტენციები, აუცილებელია მათ დაიცვან კეთილსინდისიერებისა და გულმოდგინედ მართვის მოვალეობები. ამავდროულად ისინი ვალდებულნი არიან მმართველობითი საქმიანობა განახორციელონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. შპს ,,გ------–----ის’’ წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც წარმართვას საზოგადოების საქმიანობას. ამასთან, ამავე წესდების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის შესაბამისად უნდა გამოიცეს შპს „მ------------ის’’ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვროს 30-დღიან ვადა. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენია შპს ,,გ------–----ის’’ წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი, სათანადო წესით დამოწმებული საზოგადოების ამჟამად რეგისტრირებულ პარტნიორთა, ვ-----------------ისა და ჟ-------–-–---–ის კრების ოქმი შპს „მ------------ის’’ დაფუძნებასთან დაკავშირებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანო მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე. ასეთ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ხოლო მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-05.06.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 80-83);
3.1.43. 2----–-–-- 14 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მოთხოვნა რეგისტრაციის ბათილობასთან მიმართებით. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ 2----–-–------------–- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შ--------------------- დირექტორმა ლ-–-----------ემ და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქუჩა N13, მე-4 სართული (ს/კ 0----------------------). ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით 2----–-–------------–-- სარეგისტრაციო განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შედეგად, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა შპს ,,მ------------ის’’ საკუთრების უფლება.სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილ პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში განხორციელების მიზნით საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტზე გადაწყვეტილება მიღებულია შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის მიერ, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–-- გადაწყვეტილება, შესაბამისად რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტი (უძრავი ქონების გადაცემის აქტი) წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ დადებულ გარიგებას. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო განცხადებას თან არ ერთვის ლ-–-----------ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის განკარგვასთან (შპს ,,მ------------ის’’ საწესდებო კაპიტალის შეტანა) დაკავშირებით. ხსენებულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელმა ორგანომ ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ აღირიცხა შპს ,,გ------–----’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-14.06.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 84-85);
3.1.44. 2----–-–-- 26 ივნისს, ლ-–-----------ემ განცხადებით მიმართა შპს ,,გ------–----ს’’ და მის პარტნიორებს: ვ-----------------ესა და ჟ-------–-–---–ს და აცნობა, რომ 2----–-–-- ივლისის თვეში იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში, რაც აიძულებს დატოვოს კერძო სამართლის სამეწარმეო ხასიათის იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობა და მოითხოვა მისი თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის არჩევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-26.06.2---–- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 92);
3.1.45. 2----–-–---------–--- შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორმა ლ-–-----------ემ ანალოგიური განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, მისი, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაციის შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა მარეგისტრირებელი ორგანოს იმავე თარიღის გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-18.07.2---–- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 87);
-18.07.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 88);
-18.07.2---–- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 91);
3.1.46. 2----–-–---------–---, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც შპს ,,გ------–----ს’’ დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, ლ-–-----------ის მიერ საწარმოს დირექტორობის დატოვების შემდგომ, წარმოიშვა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტის - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თაობაზე მონაცემის არ არსებობა, რამდენადაც ლ-–-----------ე გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან, შპს ,,გ------–----ის’’ მონაცემები არ შეესაბამება მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საწარმოს დაუდგინდა განსაზღვრული ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-18.07.2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 98-100);
3.1.47. დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ შპს ,,გ------–----ის’’ რეგისტრირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გახდა საწარმოს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძველი.
გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ-–-----------ის მოთხოვნა და იგი გათავისუფლდა შპს ,,გ------–----ის’’’ დირექტორის თანამდებობიდან. 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით შპს ,,გ------–----ს’’, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი, რის აღმოსაფხვრელადაც მოთხოვნილი იქნა უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების თაობაზე და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა. ვინაიდან შპს ,,გ------–----ის’’ მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რეგისტრაციის სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა შპს ,,გ------–----ის’’ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1--1--2---–- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 287-289);
3.1.48. 2----–-–-- 1- მაისს ს------------–---–მა წერილობით მიმართა შპს ,,გ------–----ას’’ და განუმარტა, რომ მის მიერ გამოვლენილი იყო შპს ,,მ------------ის’’ 100% წილის გაყიდვის ნება. მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით ს------------–---–ის მიერ ბე-ს სახით გადახდილი იქნა წილის ღირებულებიდან 330 000 ლარიდან 300 000 ლარი. შეთანხმების შესაბამისად, შპს ,,გ------–----ი’’ ვალდებული იყო 2----–-–-- მაისის დასაწყისში გადაეფორმებინა ს------------–---–ისათვის შპს ,,მ------------ის’’ 100%-იანი წილი, რის შემდგომაც უნდა დაფარულიყო დარჩენილი თანხა - 30 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ს------------–---–მა მოითხოვა ერთი კვირის ვადაში უზრუნველეყო შპს ,,მ------------ის’’ 100%-იანი წილის გადაფორმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1-.05.2---–- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 303);
3.1.49. 2----–-–-- 23 მაისს ს------------–---–ის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო გამარტივებული წარმოება შპს ,,გ------–----ის’’ წინააღმდეგ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობისა და შესაბამისად 600 150 ლარის ამოღების საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20.06.2---–- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 102);
-23.06.2---–- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 103);
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 104-107).
3.1.50. 2----–-–-- 17 ივლისს, შპს ,,გ------–----ის’’ წარმომადგენელმა ლ-–-----------ემ წერილობით აცნობა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, კომპანიის ბალანსზე არსებული აქტივის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.07/2---–- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 108);
3.1.51. 2----–-–---------------- აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა კრედიტორმა და აცნობა, რომ მოვალე შპს ,,გ------–----ის’’ მიერ ნაწილობრივ დაიფარა ს------------–---–ის დავალიანება 276 000 ლარის ოდენობით და არსებული მდგომარეობით მოვალის დავალიანება შეადგენდა 324 150 ლარს, რის გამოც მოითხოვა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულიყო იძულებითი აღსრულება და მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მოხდენილიყო კრედიტორის დარჩენილი დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 1-9);
3.1.52. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 20 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაკმაყოფილდა ჟ-------–-–---–ის მოთხოვნა და შეჩერდა შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, მითითებული განჩინება გაუქმდა, კონკრეტული საქმის განუხილველად დატოვების საფუძბლით. ამასთან დღეის მდგომარეობით განსახილველ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით შეჩერებულია შპს ,,გ------–----ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ . თბილისი, თ-----------------–-ს ქ. N13, მე-4 სართული, ს/კ 0---------------------- დაწყებული სააღსრულებო წარმოება NA--------- (იხ. 1-.07.2---წ. განჩინება, ტ.1, ს.ფ. 141-144).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განჩინება (ტ.1, ს.ფ. 1-0-1-4);
3.1.53. შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორმა ჟ-------–-–---–მა კუთვნილი 50% წილი უსასყიდლოდ ჩ------- ხელშეკრულებით გადასცა დ------------–---–ს საკუთრებაში, რის საფუძველზედაც დ------------–---–ს გადაეცა აღნიშნულ წილთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლებები, რაც გახდა საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველი, კერძოდ პარტნიორი ჟ-------–-–---–ი ჩანაცვლდა დ------------–---–ით, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–- გაცემული ცნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.1-.2---წ. განცხადება (ტ.1, ს.ფ. 2051);
- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 206)
- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 208);
- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 213);
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 218);
- 04.02.2---–- განცხადების პასუხი (ტ.1, ს.ფ. 221);
3.1.54. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–----------------- უარი განაცხადა შპს ,,გ------–----ის’’ ამონაწერის მომზადების თაობაზე, რადგანაც სააგენტოს გადაწყვტილებით დაწყებულია შპს ,,გ------–----ის’’ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის ლ-–-----------ის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე და ვინაიდან გათავისუფლებულია დირექტორი შპს ,,გ------–----ის’’ მონაცემები აღარ შეესაბამება მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი, რის აღმოსაფხვრელადაც განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა. ვინაიდან, აღნიშნულ ვადაში არ იქნა გასწორებული ხარვეზი, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით დაწყებულია შპს ,,გ------–----ის’’ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1-.1-.2---წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 219-220);
3.1.55. შპს ,,გ------–----ის’’ ყოფილი პარტნიორი (მოქმედი პარტნიორის დ------------–---–ის ბ----) ჟ-------–-–---–ი გარდაიცვა 2--- წლის 29 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 230).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,გ------–----სა’’ და ს------------–---–ს შორის 2----–-–------------–- დადებული წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება.
სასამართლო სადავო შემთხვევაში, იზიარებს შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორის დ------------–---–ის მტკიცებას სადავო გარიგების ბათილობასთან მიმართებით, კერძოდ გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ ხელშეკრულება დადებულია ნაკლიანი ნების გამოვლენის საფუძველზე. უპირველესად გარიგების ბათილობის საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია შეფასდეს შპს ,,გ------–----ის’’ წესდების 8.8 პუნქტი, რომლის თანახმადაც საზოგადოების პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია, ამავდროულად ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისადაც ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ანალოგიურ დათქმას შეიცავს შპს ,,გ------–----ის’’ წესდების 8.2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას მოითხოვს, ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. 8.6 პუნქტის შესაბამისად, კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისთვის, ან/და თუ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. სადავო გარიგება დადებულია შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის მიერ, იმგვარად, რომ აღნიშნულის თაობაზე პარტნიორთა ერთობლივი გადაწყვეტილება არ არსებობდა. დადგენილია, რომ გარიგების გაფორმების ეტაპზე შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორები იყვნენ ჟ-------–-–---–ი და ვ-----------------ე შესაბამის 50-50% წილში, ამდენად ამ საწარმოს მხრიდან წილის გასხვისება მოითხოვდა პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რისი არ არსებობაც წარმოშობს გარიგების ბათილობის საფუძველს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგებისა.
[„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 47.1 მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.]
გარემოება, რომ დირექტორი წარმოადგენს საწარმოს მესამე პირებთან ურთიერთობაში არ არის აბსოლიტური და რიგ შემთხვევებში, თავად კანონმდებლობით არის განსაზღვრული იმ საკითხთა წრე, რომელზეც, როგორც არატიპიურ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გარიგებაზე მოითხოვება პარტნიორთა თანხმობა. კონკრეტული გარიგება თავისი შინაარსით არ წარმოადგენდა საწარმოს ჩვეულ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რის გამოც მოითხოვებოდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. 1--.1 მუხლის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
ზემოთ მოხმობილი ნორმათა ერთობლივი განმარტებით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს დირექტორი, თუმცა კანონით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და იგი რიგ შემთხვევებში მოითხოვს საწარმოს პარტნიორთა შესაბამისი ნებართვის არსებობას. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი სავალდებულოა არა მხოლოდ საწარმოს შიდა ურთიერთობებისათვის, არამედ სავალდებულოდ გასათვალისწინებელია მესამე პირებისთვისაც, მით უფრო კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია საკმაოდ დიდი ღირებულების ქონებაზე, რასთან მიმართებითაც გარიგების მონაწილე მხარეებს მოეთხოვებათ წინდახედულობის მაღალი სტანდარტი, შესაბამისად შემძენს ევალებოდა დაინტერესებულიყო საწარმოს პარტნიორთა ნების არსებობით და მხოლოდ დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მსგავსი ტიპის გარიგების გაფორმებისას არ უნდა მიეჩნია შემძენს საკმარისად. ამასთან, მსგავსი რეგულაციისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენს არც კონკრეტული საწარმოს წესდება, რის გამოც სადავო შემთხვევა უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად. წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება არის მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებულია წარმომადგენლის შემდგომ მოწონებაზე, მოცემულ შემთხვევაში მსგავსი ნება პარტნიორებს არც გარიგების გაფორმებამდე და არც მას შემდგომ არ გამოუვლენიათ.
ამასთანავე, სასამართლო ს------------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარეც განმარტავს, რომ იგი კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული სკ-ს 185-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ იქნება დაცული აღნიშნული დანაწესით, რამეთუ მას უპირველესად მოეთხოვებოდა დაინტერესებულიყო პარტნიორთა ნებით, ამავდროულად კონკრეტულ საწარმოებთან მიმართებით საჯარო რეესტრში წინა პერიოდზე მიმდინარეობდა რიგი განცხადებების წარდგენა და ცვლილებების განხორციელება, რაც დამატებით წარმოადგენდა ეჭვის გაჩენის საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, ს------------–---–ის კეთილსინდისიერების მიმართ სასამართლოს ეჭვი ექმნება თავად ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრის ნაწილშიც, რამეთუ გასასხვისებელი წილი, რომლის აქტივსაც და რეალურ ინტერესსაც წარმოადგენდა უძრავი ნივთი გაცილებით მეტი ღირებულებისაა, კერძოდ საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ქონების ღირებულება შეფასებულია 500 000 აშშ დოლარზე მეტად, ხოლო კონკრეტული ხელშეკრულებით წილის საფასურად განისაზღვრა 330 000 აშშ დოლარი, რაც შეუსაბამოა გასასხვისებელი ქონების ღირებულებასთან მიმართებით და სხვა მტკიცებულებათა ერთად ამყარებს გარიგების ბათილობის საფუძვლების რეალურობას. გარდა აღნიშნულისა სასამართლოსათვის ნიშანდობლივია გარემოება, რომ ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ ბე-ს თანხა გადახდილი იქნა ორ ნაწილად, ამასთან მხოლოდ 24 000 აშშ დოლარია უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადახდილი, ხოლო დარჩენილი სოლიდური ოდენობის თანხა (276 000 აშშ დოლარი) გაღებულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამყარებს მოსარჩელის მტკიცებას გარიგების ბათილობასთან მიმართებით.
ამავდროულად, სადავო გარიგების ბათილობას იწვევს მისი თვალთმაქცური ხასიათი, კერძოდ თავად მოპასუხე ვ-----------------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით დასტურდება, რომ რეალურად ნასყიდობის საგანს შეადგენდა უძრავი ქონება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით განხორციელდა ქონების თავდაპირველად შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში გადაცემა და შემდგომში ამავე საწარმოს წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა მიერ ნების გამოვლენა განხორციელდა არა გარიგებაში აღნიშნულ წილთან მიმართებით, არამედ რეალურად მათი ინტერესი მდგომარეობდა ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებაში, რაც ამ თვალსაზრისითაც წარმოშობს გარიგების ბათილობას, თანახმად სკ-ს 56.2 მუხლისა. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ ს------------–---–მა აღმასრულებელს ვალდებულების შესრულების მიზნით პირდაპირ მიუთითა გაესხვისებინა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება, რაც კიდევ ერთხელ სხვა აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ადასტურებს სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობების უტყუარობას.
გარდა აღნიშნულისა, ვ-----------------ისა და საწარმოს ყოფილი დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქმედებები დასტურდება ასევე საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებითაც, კერძოდ დასტურდება, რომ მათი მხრიდან განხორციელებულია არაერთი ქმედება, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული უძრავი ნივთის საწარმოსაგან განცალკევებაზე და ინდივიდუალურად მათ საკუთრებაში გადასვლაზე, ყოველი ქმედება განხორციელებული პარტნიორთა მხრიდან მიმართული იყო საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ შორის ლ-–-----------ის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობიდან წასვლასთან მიმართებით და საბოლოოდ საწარმოს იძულებით ლიკვიდაციის ეტაპზე მიყვანაც განხორციელდა სადავო წილისა და ამ წილთან დაკავშირებული უძრავი ნივთის საკუთრებაში მითვისების მიზნით. გარდა აღნიშნულისა კონკრეტული სუბიექტის მხრიდან წარდგენილია არაერთი განცხადება მიმართული ქონების საკუთრებაში მიღებასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ გარიგებით განსაზღვრული პირობაც ბე-ს სახით თანხის გადაცემისა და მისი ორმაგად დაბრუნებასთან მიმართებით ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ ნამდვილი ნების გამოვლენად და შესაბამისად კონკრეტული გარიგების საფუძველზე კომპანიას წარმოეშვა გაუმართლებელი ვალდებულება და რეალურად კრედიტორის ინტერესი ამ თანხის ქონების გასხვისების გზით მიღებაში მდგომარეობს, რისი თავიდან აცილების იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ტ.1, ს.ფ. 302);
- შეფასება (ტ.2, ს.ფ. 105-1--)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 152-ე მუხლები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9, 44-ე, 46-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადავოდ გამხდარი - 2----–-–------------–-- აქციების გასხვისების შესახებ შეთანხმების კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს მითითებული გარიგების ბათილად ცნობა.
სარჩელით ხსენებული გარიგების ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 1--1-.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.1-.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 1--06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). ბუნებრივია, რომ როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა - არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი, და არა - რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონ შესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.
სასამართლო საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40].
სადავო შემთხვევაში, დ------------–---–ს, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს საწარმოს მიერ მისი ნებართვის გარეშე დადებული გარიგების ბათილად ცნობა, რამეთუ მის მიერ სადავოდ გამხდარი გარიგება მიმართული იყო ამავე საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც რეალურად შემხებლობაშია დ------------–---–ის ინტერესზე, რამდენადაც საწარმო აქტივის შემცირება წარმოადგენს მისი წილის ღირებულების შემცირების საფუძველს. უშუალოდ გარიგების - წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ბათილობის მიმართ მხარის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს, საწარმოს წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების პროცესისა და შესაბამისად საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი რეალიზაციის თავიდან არიდებაში. კერძოდ, კომპანიის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სწორედ წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, შესაბამისად აღნიშნული საფუძვლის ბათილობა წარმოშობს სააღსრულებო წარმოებისა და შესაბამისად ქონების რეალიზაციის თავიდან აცილების საფუძველს.
6.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.
სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ.
სკ-ს 327.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლებაქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,გ------–----სა’’ (წარმოდგენილი დირექტორის ლ-–-----------ის სახით) და ს------------–---–ს შორის დაიდო წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,გ------–----მა’’ იკისრა ვალდებულება საკუთრებაში გადაეცა ს------------–---–ისათვის შპს ,,მ------------ის’’ 100% წილი 330 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ამავე ხელშეკრულებით, ს------------–---–ის მიერ ბე-ს სახით გადაცემული იქნა 300 000 აშშ დოლარი, რაც კომპანიის მიერ უნდა გამოყენებულიყო შესაბამისი ვალდებულებების გასტუმრებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისათვის. შეთანხმებით, კანონის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულებს დარღვევისათვის ბე-ს სახით გადაცემული თანხის გამყიდველის მხრიდან ორმაგი ოდენობით დაბრუნებასთან მიმართებით. ამასთანავე მოდავე მხარეები არ იარყოფენ, რომ სადავო გარიგების რეალურ ინტერესს შეადგენს არა შპს ,,მ------------ის’’ წილი, არამედ უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–-ს ქუჩა N13 (ს.კ. 0----------------------).
წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში დ------------–---–ი, როგორც შპს ,,გ------–----ის’’ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი სადავოდ ხდის ხსენებული გარიგების ნამდვილობას და მოითხოვს მის ბათილად ცნობას სხვადასხვა საფუძველზე აპელირებით, კერძოდ მხარემ სადავო გახადა დირექტორის უფლებამოსილების საკითხი და ნასყიდობის ღირებულების საკითხი.
სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. 1--.1 მუხლის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი“. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 47.1 მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
გარიგების ბათილობის საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია შეფასდეს შპს ,,გ------–----ის’’ წესდების 8.8 პუნქტი, რომლის თანახმადაც საზოგადოების პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია, ამავდროულად ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისადაც ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ანალოგიურ დათქმას შეიცავს შპს ,,გ------–----ის’’ წესდების 8.2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას მოითხოვს, ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. 8.6 პუნქტის შესაბამისად, კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისთვის, ან/და თუ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. სადავო გარიგება დადებულია შპს ,,გ------–----ის’’ დირექტორის მიერ, იმგვარად, რომ აღნიშნულის თაობაზე პარტნიორთა ერთობლივი გადაწყვეტილება არ არსებობდა. დადგენილია, რომ გარიგების გაფორმების ეტაპზე შპს ,,გ------–----ის’’ პარტნიორები იყვნენ ჟ-------–-–---–ი და ვ-----------------ე შესაბამის 50-50% წილში, ამდენად ამ საწარმოს მხრიდან წილის გასხვისება მოითხოვდა პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რისი არ არსებობაც წარმოშობს გარიგების ბათილობის საფუძველს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგებისა. სასამართლო სადავო საკითხის შეფასებისას ვერ გაიზიარებს, ვერც მოპასუხის იმ შედავებას, რომ ვ-----------------ეს გარდა კუთვნილი 50% წილისა, მმართველობაში ჰქონდა გადაცემული დარჩენილი 50% წილი, რამეთუ ა-–-------------------–---–ის მიერ წილი გასხვისდა ჟ-------–-–---–ზე, შესაბამისად კონკრეტულ პირებს შორის არსებული შეთანხმება ვერ გავრცელდებოდა ვერც ჟ-------–-–---–ზე და დღეის მდგომარეობით ვერც დ------------–---–ს შეუზღუდავს საკუთრებაში არსებული წილის განკარგვის შესაძლებლობას.
უნდა აღინიშნოს, რომ მართალია საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს დირექტორი, თუმცა კანონით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და იგი რიგ შემთხვევებში მოითხოვს საწარმოს პარტნიორთა შესაბამისი ნებართვის არსებობას. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი სავალდებულოა არა მხოლოდ საწარმოს შიდა ურთიერთობებისათვის, არამედ სავალდებულოდ გასათვალისწინებელია მესამე პირებისთვისაც, მით უფრო კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია საკმაოდ დიდი ღირებულების ქონებაზე, რასთან მიმართებითაც გარიგების მონაწილე მხარეებს მოეთხოვებათ წინდახედულობის მაღალი სტანდარტი, შესაბამისად შემძენს ევალებოდა დაინტერესებულიყო საწარმოს პარტნიორთა ნების არსებობით და მხოლოდ დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მსგავსი ტიპის გარიგების გაფორმებისას არ უნდა მიეჩნია შემძენს საკმარისად. სასამართლო ს------------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარეც განმარტავს, რომ სკ-ს მე-7 მუხლით განსაზღვრული ანალოგიის პრინციპის შესაბამისად, იგი კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული სკ-ს 185-ე მუხლით განსაზღვრულ კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ იქნება დაცული აღნიშნული დანაწესით, რამეთუ მას უპირველესად მოეთხოვებოდა დაინტერესებულიყო პარტნიორთა ნებით. უნდა აღინიშნოს, რომ კეთილსინდისიერება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს და არა ობიექტურს. ამასთან, კეთილსინდისიერება არსებობს უფლების წარმოშობამდე. საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნასთან მიმართებით, უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო, თავის მხრივ, შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება (იხ. სუსგ, საქმე №ას-189-182-2013, 16.01.2---–.). ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სკ-ს 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია. (საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება №3/4/550, 17.1--2---–-). ამდენად, მითითებული გადაწყვეტილებით დაკონკრეტდა და შეიზღუდა შემძენის კეთილსინდისიერების ფარგლები, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ იარსებებს საჩივარი და აღნიშნული შემძენისათვის იქნება ცნობილი, იგი ვეღარ მიუთითებს მის კეთილსინდისიერებაზე. საგულისხმოა, რომ კონკრეტულ საწარმოებთან მიმართებით საჯარო რეესტრში წინა პერიოდზე მიმდინარეობდა რიგი განცხადებების წარდგენა და ცვლილებების განხორციელება, რაც დამატებით წარმოადგენდა ეჭვის გაჩენის საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, ს------------–---–ის კეთილსინდისიერების მიმართ სასამართლოს ეჭვი ექმნება თავად ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრის ნაწილშიც, რამეთუ გასასხვისებელი წილი, რომლის აქტივსაც და რეალურ ინტერესსაც წარმოადგენდა უძრავი ნივთი გაცილებით მეტი ღირებულებისაა, კერძოდ საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ქონების ღირებულება შეფასებულია 500 000 აშშ დოლარზე მეტად, ხოლო კონკრეტული ხელშეკრულებით წილის საფასურად განისაზღვრა 330 000 აშშ დოლარი, რაც შეუსაბამოა გასასხვისებელი ქონების ღირებულებასთან მიმართებით და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამყარებს გარიგების ბათილობის საფუძვლების რეალურობას. გარდა აღნიშნულისა სასამართლოსათვის ნიშანდობლივია გარემოება, რომ ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ ბე-ს თანხა გადახდილი იქნა ორ ნაწილად, ამასთან მხოლოდ 24 000 აშშ დოლარია უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადახდილი, ხოლო დარჩენილი სოლიდური ოდენობის თანხა (276 000 აშშ დოლარი) გაღებულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამყარებს მოსარჩელის მტკიცებას გარიგების ბათილობასთან მიმართებით.
სკ-ს 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ხელშეკრულება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს ორი პირი მაინც. მხარეთა მიერ ურთიერთმიმართ გამოვლენილი ნება კი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა, ორი მხარის მონაწილეობაა სავალდებულო. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს მოყვანილი (სსკ-ის 56) მუხლის კონტექსტში. დასახელებულ ნორმათა დანაწესის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. ე.ი. მხარეების სურვილი მიმართულია დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, რომ დაფარული გარიგებით იფარება ის ძირითადი გარიგება, რომელიც მხარეებისათვის წარმოადგენს რეალურად ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს _ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით.
სასამართლო სადავო გარიგებას ბათილად მიიჩნევს მისი თვალთმაქცურობის საფუძვლითაც, კერძოდ თავად მოპასუხე ვ-----------------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით დასტურდება, რომ რეალურად ნასყიდობის საგანს შეადგენდა უძრავი ქონება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით განხორციელდა ქონების თავდაპირველად შპს ,,მ------------ის’’ საკუთრებაში გადაცემა და შემდგომში ამავე საწარმოს წილზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა მიერ ნების გამოვლენა განხორციელდა არა გარიგებაში აღნიშნულ წილთან მიმართებით, არამედ რეალურად მათი ინტერესი მდგომარეობდა ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებაში, რაც ამ თვალსაზრისითაც წარმოშობს გარიგების ბათილობას, თანახმად სკ-ს 56.2 მუხლისა. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ ს------------–---–მა აღმასრულებელს ვალდებულების შესრულების მიზნით პირდაპირ მიუთითა გაესხვისებინა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება, რაც კიდევ ერთხელ სხვა აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ადასტურებს სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობების უტყუარობას.
გარდა აღნიშნულისა, ვ-----------------ისა და საწარმოს ყოფილი დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქმედებები დასტურდება ასევე საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებითაც, კერძოდ დასტურდება, რომ მათი მხრიდან განხორციელებულია არაერთი ქმედება, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული უძრავი ნივთის საწარმოსაგან განცალკევებაზე და ინდივიდუალურად მათ საკუთრებაში გადასვლაზე, ყოველი ქმედება განხორციელებული პარტნიორთა მხრიდან მიმართული იყო საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ შორის ლ-–-----------ის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობიდან წასვლასთან მიმართებით და საბოლოოდ საწარმოს იძულებით ლიკვიდაციის ეტაპზე მიყვანაც განხორციელდა სადავო წილისა და ამ წილთან დაკავშირებული უძრავი ნივთის საკუთრებაში მითვისების მიზნით. გარდა აღნიშნულისა კონკრეტული სუბიექტის მხრიდან წარდგენილია არაერთი განცხადება მიმართული ქონების საკუთრებაში მიღებასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ გარიგებით განსაზღვრული პირობაც ბე-ს სახით თანხის გადაცემისა და მისი ორმაგად დაბრუნებასთან მიმართებით ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ ნამდვილი ნების გამოვლენად და შესაბამისად კონკრეტული გარიგების საფუძველზე კომპანიას წარმოეშვა გაუმართლებელი ვალდებულება და რეალურად კრედიტორის ინტერესი ამ თანხის ქონების გასხვისების გზით მიღებაში მდგომარეობს, რისი თავიდან აცილების იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2---, 06.07.2---წ.).
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დ------------–---–ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3 000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 138), ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 137)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1- ივნისის განჩინებით, შეჩერდა შპს ,,გ------–----ის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი თ-----------------–-ს ქ. 13, სართული 4. საკადასტრო კოდი 0---------------------- დაწყებული სააღსრულებო წარმოება NA---------
სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,გ------–----სა’’ და ს------------–---–ს შორის 2----–-–------------–- დადებული წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება;
3. შპს ,,გ------–----ს’’, ს------------–---–სა და ვ-----------------ეს მოსარჩელე დ------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3000 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე