გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210018002753524
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35470-18

330210018002753524

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თ---–---- საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - აქ-----------–--–---–ი

წარმომადგენლები: ნი-----------–---–ი, კო------------------ია

მოპასუხე - ა(ა)იპ ს ,,თბ--–-------------------------------------ო“

წარმომადგენელი - მი---------------–---ი, გი--------------ძე

დავის საგანი - სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ა(ა)იპ ,,თბ--–-------------------------------------ოს“ 2018 წლის 7 ნოემბრის Nბ----------- ბრძანება მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;

2. აღდგენილი იქნას მოსარჩელე, მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ი ქ. თ---–-------------------ის დირექტორის თანამდებობაზე;

3. მოპასუხე, ა(ა)იპ ,,თბ--–-------------------------------------ოს“ მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა, მოსარჩელის გათავისუფლებიდან 2018 წლის 8 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2007 წლის 24 სექტემბერს, მოსარჩელე დაინიშნა ქ.თ---–-------------------ის დირექტორად.

2018 წლის 07 ნოემბერს, ქ. თ---–-----------------–-------------–ი კომპლექსური მონიტორინგის ჩატარების მიზნით იმყოფებოდა ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილების ჯგუფი.

მონიტორინგის განყოფილების ჯგუფის მიერ შედგენილ აქტში აღინიშნა გარკვეული დარღვევები. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე მოსარჩელემ გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელები მისდამი დაქვემდებარებული იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა უშუალო სამსახურებრივ ვალდებულებებს შეადგენდა კვების ბლოკის გამართული ფუნქციონირება.

ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილების უფროსის 07 ნოემბრის N6------------2 წერილში გამოყოფილ იქნა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ: კვების ბლოკში მენიუთი გასაცემი ბანანის, ქიშმიშის და ზეთის დადგენილი ოდენობების დარღვევით გაცემის ფაქტი. აღნიშნულ წერილში განყოფილების უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია N--------------ს სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მა---------------ის, უფროსის მზარეულის ნა------------–---–-სა და დირექტორის აქ-----------–--–---–ის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენება.

მონიტორინგის ჩატარების დღესვე - 2018 წლის 07 ნოემბერს, ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ დირექტორმა Nბ----------- ბრძანების საფუძველზე, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე აპელირებით, აქ-----------–--–---–ი გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან.

 

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოსარჩელე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2018 წლის 07 ნოემბერს ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მიერ განხორციელებული კომპლექსური მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, შრომის კოდექსის და ბ----ს წესდების შესაბამისად. ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------“ სისტემატიურად ამოწმებს მის მიერ დაფუძნებული ს----–-------------ებს. აღნიშნულ ბ-----ში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, სხვა ბ----ბ----ს დირექტორების მიმართაც გამოყენებულია შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. აქ-----------–--–---–ი ქალაქ თ---–---- მ-----------------–-–------------------ N2-------- დადგენილების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თ---–---- N--- ს----–-------------ის დირექტორად. მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2007 წლის 24 სექტემბრის N2-------- დადგენილება (ს.ფ.-ები: 21-23);

- ცნობა შრომითი ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 42);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. 2018 წლის 07 ნოემბერს, ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილებამ ქალაქ თ---–-------------------ში განახორციელა მონიტორინგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 07 ნოემბრის ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილების მიერ შედგენილი მონიტორინგის აქტი (ს.ფ.-ები: 24-30);

- ა(ა)იპ ,,ქა-–--------–----------–------------------------------------ოს“ მონიტორინგის განყოფილების უფროსის 2018 წლის 07 ნოემბრის N6------------2 წერილი (ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.3. 2018 წლის 07 ნოემბრის ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილების მიერ, ქალაქ თ---–-------------------ში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ შედგენილი აქტის თანახმად, ბ----ბ---–ი გამოვლენილ იქნა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ: ა) მენიუ ფაქტურით წახემსებაზე გათვალისწინებული იყო 160 აღსაზრდელზე 24 კგ. ბანანი. გაიცა 21.53 კგ, ხოლო გაუცემელი დარჩა 2.470 კგ; ბ) მენიუ-ფაქტურით გასაცემი იყო 1.600 კგ. ქიშმიში. კვების ბლოკში გასაცემად გამზადებული ქიშმიშის რაოდენობა აღმოჩნდა - 1.320 კგ. ხოლო დანაკლისი შეადგენს 0.280 კგ. ქიშმიშს; გ) მენიუ-ფაქტურით გაწერილი ზეთის დღიური რაოდენობა შეადგენდა - 1.670 კგ.-ს. კვების ბლოკში სადილის მომზადების შემდეგ, ზედმეტად აღმოჩნდა 1.810 კგ. ზეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 07 ნოემბრის ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს“ მონიტორინგის განყოფილების მიერ, ქალაქ თ---–-------------------ში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ შედგენილი აქტი (ს.ფ-ები: 95-100);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.4. ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს 2018 წლის 07 ნოემბრის Nბ----------- ბრძანებით მოსარჩელე აქ-----------–--–---–ი გათავისუფლდა N----ე ს----–-------------ის დირექტორის თანამდებობიდან, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ა(ა)იპ ,,თ---–----------–--------------------------------------ს 2018 წლის 07 ნოემბრის Nბ----------- ბრძანება (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი, საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-6 და მე-9 მუხლები, 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, 37 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უფლების ფარგლებში პიროვნებას აქვს შესაძლებლობა თავისუფლად, მისი შეხედულებისამებრ, განკარგოს თავისი შრომითი შესაძლებლობები, აირჩიოს პროფესია და საქმიანობის სახე.

 

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლით, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით; 3.შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის; 4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.

 

ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გარანტირებულია შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმები. კერძოდ, შეთანხმების 227-228-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მის მიმართ გლობალური მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად, რაც მოიაზრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით აღიარებული ღირსეული შრომითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას; საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით აიღო ვალდებულება შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა. ასოცირების ხელშეკრულება ზოგადი პრინციპის დონეზე აზუსტებს ამგვარი პოლიტიკის შემუშავების მეთოდოლოგიასა და სისტემას და ის ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოს, გასწიოს სისტემატური და განგრძობადი მცდელობები, შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მისაღწევად და მიღწეულის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებლის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

6.2. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შორმის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს, ა(ა)იპ ,,ქა-–--------–----------–------------------------------------ოს“ მონიტორინგის განყოფილების მიერ, ქალაქ თ---–-------------------ში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით, N--- ბ----ბ---–ი გამოვლენილ იქნა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ: ა) მენიუ ფაქტურით წახემსებაზე გათვალისწინებული იყო 160 აღსაზრდელზე 24 კგ. ბანანი. გაიცა 21.53 კგ, ხოლო გაუცემელი დარჩა 2.470 კგ; ბ) მენიუ-ფაქტურით გასაცემი იყო 1.600 კგ. ქიშმიში. კვების ბლოკში გასაცემად გამზადებული ქიშმიშის რაოდენობა აღმოჩნდა - 1.320 კგ. ხოლო დანაკლისი შეადგენს 0.280 კგ. ქიშმიშს; გ) მენიუ-ფაქტურით გაწერილი ზეთის დღიური რაოდენობა შეადგენდა - 1.670 კგ.-ს. კვების ბლოკში სადილის მომზადების შემდეგ, ზედმეტად აღმოჩნდა 1.810 კგ. ზეთი (იხ 3.2.3. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოწვეული იყო სწორედ ზემოაღნიშნული დარღვევების არსებობიდან გამომდინარე, რაც იძლეოდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დარღვევის ხარისხისა და მნიშვნელობის შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო სწორედ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობა - სამსახურიდან გათავისუფლება.

 

საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, ამ ნორმის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები Nას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისი; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბერი; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტი; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბერი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს ყველა ის საფუძველი და გარემოება, რომელიც ამართლებს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნას, მათ შორის ჩამოართვას ახსნა-განმარტება და შეაფასოს დასაქმებულის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტების შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ბ----ბ---–ი მონიტორინგი ჩატარდა 2018 წლის 7 ნოემბერს, იმავე დღეს ჩამოერთვა მოსარჩელეს ახსნა-განმარტება და ასევე იმავე დღეს მოხდა ბრძანების გამოცემა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ზემოაღნიშნული პროცედურის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში განხორციელება, სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს დამსაქმებლის მხრიდან საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შესაძლებლობას.

 

ქ. თ---–---- N----ე ს----–-------------ის წესდების მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირს დირექტორი წარმოადგენდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევა, რომელიც დაედო საფუძვლად მოსარჩელის გათავისუფლებას (იხ. გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი), არ იყო უხეში ხასიათის და იგი უნდა იქნეს შეფასებული დასაქმებულის პიროვნების, თანამდებობისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა რაიმე ზიანი მიაყენა დამსაქმებელს, მის აღსაზრდელებს, ან შექმნა ასეთი ზიანის მიყენების საფრთხე, და/ან ხელი შეუშალა ბ----ბ----ს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, არსებული დარღვევის შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად შეფასება და დასაქმებულის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, გაუმართლებელია.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის გადაწყვეტილება/ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, ცნობილი უნდა იქნეს ბათილად.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რის გამოც, მოსარჩელე უნდა აღდგეს პირვანდელ სამუშაოზე - ქ.თ---–---- N----ე ბ----ბ----ს დირექტორის თანამდებობაზე.

 

6.4. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შეადგენდა ყოველთვიურად 1000 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის.

 

რამდენადაც მოსარჩელის იძულებითი მოცდენა გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, მას, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებით განაცდური დროის ხელფასის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), 2018 წლის 08 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

 

7. სასამართლო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ, დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. აქ-----------–--–---–ის (პ.ნ.6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, ა(ა)იპ ,,ქ--–--------–----------------------------------------“ 2018 წლის 7 ნოემბრის Nბ----------- ბრძანება მოსარჩელე, აქ-----------–--–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

3. აღდგენილი იქნას მოსარჩელე, მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ი ქ. თ---–-------------------ის დირექტორის თანამდებობაზე.

4. მოპასუხე, ა(ა)იპ ,,ქ--–--------–----------------------------------------“ მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა, 2018 წლის 8 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

5. მოპასუხე, ა(ა)იპ ,,ქ--–--------–----------------------------------------“ მოსარჩელე, აქ-----------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი