გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
240210016001365447
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001365447

(2/187- 2018წ )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

(დაუსწრებელი გადაწყვეტილება)

საქართველოს სახელით

 

13.05.2019 წელი ქ. სენაკი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - რ----- რ-------

წარმომადგენელი - ნ------- კ--–----

 

მოპასუხე - ნ------- რ-------

მოპასუხე - რ------ რ-------

მოპასუხე - ვ-–- ს-----

მოპასუხე - ჯ------- რ-------

მოპასუხე - ნ-----–- რ-------

მოპასუხე - გ---–---- რ-------

მოპასუხე - მ------- ფ-------

მოპასუხე - ნ-------- ფ-------

მოპასუხე - მ------- რ-------

მოპასუხე - ე----- ძ------

მოპასუხე - კ---–-- რ-------

მოპასუხე - ლ------ რ-------

მოპასუხე - შ----ა ღ-----

მოპასუხე - ნ------ რ-------

მოპასუხე - ა-–---------- ძ------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ნ------- რ-------ს, რ------ რ-------ს, ჯ------- რ-------ს, ნ-----–- რ-------ს, გ---–---- რ-------ს, ნ-------- ფ-------ს, მ------- რ-------ს, ე-----ი ძ------ს, კ---–-- რ-------ს, შ----ა ღ-----სა და ა-–---------- ძ------ს მოსარჩელე რ----- რ-------ს სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ნ------- რ-------ს (პ/ნ 2---------9) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 291, 80 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე რ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 526, 83 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ჯ------- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1 921, 72 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ-----–- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 605, 15 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე გ---–---- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 019,02 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ-------- ფ-------ს (პ/ნ) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 133, 25 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მ------- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 334, 94 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 583, 70 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე კ---–-- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 5 411, 33 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 121,92 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2276,40 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2471,52 ლარის ანაზღაურება.

 

2016 წლის 19 მაისს მოსარჩელე რ----- რ-------მ სარჩელით მომართა მოპასუხეების ნ------- რ-------ს, რ------ რ-------ს, ვ-–- ს-----ს, ჯ------- რ-------ს, ნ-----–- რ-------ს, გ---–---- რ-------ს, მ------- ფ-------სა და ნ-------- ფ-------ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (სამოქალაქო საქმე N240210016001515892 (2/409-2016). სენაკის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 23 სექტემბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა რ----- რ-------მ მოპასუხეების მ------- რ-------ს, ე-----ი ძ------ს, კ---–-- რ-------ს, ლ------ რ-------ს, შ----ა ღ-----ს, ნ------ რ-------ს, ა-–---------- ძ------ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (სამოქალაქო საქმე N240210016001365447 (2/187-2016). სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საქმე 240210016001515892 (2/409-2016) გაუერთიანდა N240210016001365447 (2/187-2016). სამოქალაქო საქმეს. წარმოდგენილი სარჩელები ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებს:

 

მარტვილის რაიონის სოფელ ვ--------რში მოსარჩელე რ----- რ-------ს კერძო საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 417676 კვ.მ., საკადასტრო კოდით 41.01.39.0--, რომელიც შეისყიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, როგორც უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ქონება. 2012 წლის 24 აპრილს, რ----- რ-------მ სამტრედიის შპს ,,მექანიზაცია“-სთან გააფორმა ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის მექანიზაციით დამუშავების თაობაზე, თუმცა ადგილზე მისული ტექნიკა ნ------- რ-------ს, რ------ რ-------ს და სხვათა მიერ არ იქნა ფიზიკურად შეშვებული ფართობში, რაზედაც ადგილზე გამოძახებულ იქნა მარტვილის შს სამმართველოს ბანძის შს განყოფილების მუშაკები, მათ მიერ არ იქნა შესრულებული თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა - საკუთრებაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, ვერ უზრუნველყვეს ტექნიკის მუშაობა და აღნიშნული წინააღმდეგობით, რ----- რ-------ს მიადგა 6000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე რ----- რ-------სათვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოპასუხე ნ------- რ-------ს და სხვათა მიერ, დამუშავებულ იქნა თვითნებურად, რის გამოც სამოქალაქო სარჩელით საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რომლის მიერ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რ----- რ-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ--------რში მდებარე 417676.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი 41.01.39.0--, სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, თუმცა მოპასუხეები კვლავ აგრძელებენ თვითნებობას და აღნიშნულის თაობაზე წარდგენილ იქნა სააღსრულებო ფურცელი კერძო აღმასრულებელთან, რომელმაც მისცა სათანადო გაფრთხილებები მოპასუხეებს, ასევე განუმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. მოპასუხეები მითითებულ ვადაში არ შეეპასუხნენ აღმასრულებელს და არ გამოუხატავთ პროტესტი, რაც მათი მხრიდან თანხმობად იქნა მიჩნეული და სააღსრულებო საქმე დამთავრებულად ჩაითვალა. თუმცა მოპასუხეებმა კვლავ გააგრძელეს თვითნებობა მათ მიერ წაქეზებული სხვა პირებთან ერთად. მოპასუხეებმა 2012-2013-2014-2015 წლებში, თვითნებურად დაამუშავეს რ----- რ-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი და პოლიციის უმოქმედობით წაქეზებული 2016 წელსაც გააგრძელეს თვითნებურად მიწის დამუშავება და დაგეგმეს მოსავლის მიღება რაც სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული აქვთ, თუმცა ბანძის შს სამმართველოს მუშაკთა უმოქმედობით წახალისებულები კვლავ თვითნებურად აგრძელებენ იგივე ქმედებას, რითაც 2012-2013-2014-2015 წლებში მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთით დაუმუშავებლობით მოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალის დადგენის მიზნით ჩატარებული აუდიტის შპს ,,აუდიტის-სერვის-ცენტრი“-ს დასკვნის თანახმად, მინიმალური საჰექტარო მოსავლიანობის დროს მარცვლოვანი კულტურების - სიმინდის, ლობიოს, სოიოს დათესვით მოსავლის მოსაყვანად გაწეული ყოველგვარი ხარჯების გამოკლებით, მინიმალური მოგება 1 ჰა.-ზე შეადგენს 2012-2015 წლებში საშუალოდ 150 (ერთი ათას ხუთას ოცი) ლარს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოპასუხეების მიერ მიწოდებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების თანახმად, მოპასუხე ნ------- ნინუა თვითნებურად ფლობს რონამ რ-------ს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთიდან 5043 კვ.მ.-ს, რითაც მოსარჩელე რ----- რ-------ს 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში მიწის თვითნებურად დამუშავების და მიღებული მოსავლის მითვისებით, მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯების გამოკლებით, მიაყენა 766.54X4=3066.16 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ნ------- რ-------მ რ----- რ-------ს მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ყოველწლიური გადასახადის გადახდიდან მის წილად მიაყენა 2012-2015 წლებში 153.32 ლარის მატერიალური ზიანი და ტექნიკის გამოუყენებლობით გადახდილი 6000 ლარიდან 72.42 ლარის ზიანი, საერთო ჯამში 3291.80 ლარის მატერიალური ზიანი, ანალოგიურად, რამაზ რ-------მ 3871მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2526.83 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ვ-–- ს-----მ - 3159მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2062.04 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ჯ------- რ-------მ - 2944მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 1921.72 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ნ-----–- რ-------მ - 3991მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2605.15 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; გ---–---- რ-------მ - 4625მ2-ის მითვისებით, ჯამში მიაყენა 3019.02 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მ------- ფ-------მ 4500მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2929.42 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ნ-------- ფ-------მ 4800მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 313.25 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მ------- რ-------მ 3590კვ.მ. მითვისებით ჯამში მიაყენა 2334.94 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ე-----ი ძ------მ - 3583.70 ლარის ზიანი, კ---–-- რ-------მ - 5411.33 ლარის ზიანი, ლ------ რ-------მ - 3556.42 ლარის ზიანი, შ----ა ღ-----მ - 3121.92 ლარის ზიანი, ნ------ რ-------მ - 2276.40 ლარის ზიანი და ა-–---------- ძ------მ - 2471.52 ლარის ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ნ------- რ-------მ, რამაზ რ-------მ, ვ-–- ს-----მ, ჯ------- რ-------მ, ნ-----–- რ-------მ, გ---–---- რ-------მ, მ------- და ნ-------- ფოჩხუებმა წარმოდენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს, განმარტეს, რომ მათ მიწის ნაკვეთი გაფორმებული აქვთ კანონით დადგენილი წესით, რაც სააღრიცხვო ბარათითა და საგადასახადო სიის მიხედვით გატარებულია საჯარო რეესტრში. მოპასუხე მხარე უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია რ----- რ-------ს მიწის გადაცემისას დაცული არ არის არანაირი სამართლებრივი ფორმა. სასამართლომ მოპასუხეები მხარედ არ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქმის კურსში იყო აღნიშნულის თაობაზე. მოპოვებულ იქნა მოსახლეობის სააღრიცხვო ბარათები, საგადასახადო სიები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც გაუქმებული არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2015 წლის 10 ივლისს მოსარჩელეთაგან ერთ-ერთმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს ახლადაღმოჩენილი გარემოებათა გამო 3/4212-12 საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ საქმის წარმოების განახლებისას, საქმეში ჩაერთვებოდა 80 მოსახლე, რომელთა უფლებები შეილახა. აღნიშნული განცხადება აწერია მოსამართლე ნათია ჯორბენაძეს და დღემდე არ არის განხილული.

 

2.2. მოპასუხეებს მ------- რ-------ს, ე-----ი ძ------ს, კ---–-- რ-------ს, ლ------ რ-------ს, შ----ა ღ-----ს, ნ------ რ-------ს, ა-–---------- ძ------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მოპასუხეები ლ------ რ-------, ვ-–- ს-----, მ------- ფ------- გარდაიცვალნენ და საქმეზე უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა. მოსარჩელე რ----- რ-------მ მოპასუხეების ლ------ რ-------, ვ-–- ს-----, მ------- ფ-------ს მიმართ სარჩელი გაიხმო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მარტვილის რაიონის სოფელ ვ--------რში მოსარჩელე რ----- რ-------ს კერძო საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 417676.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით 41.01.39.0--. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია გაცვლის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 20/05/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; თბილისის საქალაქო სასამართლოს N3/4212-12 გადაწყვეტილება; ბრძანება უძრავი ქონების გაცვლის შესახებ N1-1/732, დამოწმების თარიღი: 17/05/2011, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; განკარგულება N954, დამოწმების თარიღი 03/05/2011, საქართველოს მთავრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.2. 2012 წლის 24 აპრილს, რ----- რ-------მ სამტრედიაშ შპს ,,მექანიზაცია“-სთან გააფორმა ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის მექანიზაციით დამუშავების თაობაზე, თუმცა ადგილზე მისული ტექნიკა ნ------- რ-------ს, რ------ რ-------ს და სხვათა მიერ არ იქნა ფიზიკურად შეშვებული ფართობში, რითაც რ----- რ-------ს მიადგა 6000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; ზიანის დაანგარიშება.

 

3.2.3. კანონიერ ძალაში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, რ----- რ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ------- რ-------ს, მაგული გაგუას, მ------- რ-------ს, ციალა რ-------ს, ციური რ-------ს, რამაზ რ-------ს, ვ-–- ს-----ს, დემურ სარათანიას, არსენა რ-------ს, ჯ------- რ-------ს, ნ-----–- რ-------ს, გ---–---- რ-------ს, გ---–---- რ-------ს, ნ------ რ-------ს, ა-–---------- გიგაიას, გოჩა სართანიას, ბადრი რ-------ს, მ------- რ-------ს, ოთარ რ-------ს, ბათლომე ყურუას, ე----- ძ------ს, აჩიკო რ-------ს, ნუნუ რ-------ს, კ---–-- რ-------ს, ჟენია რ-------ს, მარინა რ-------ს, ლ------ რ-------ს აეკრძალათ მოსარჩელე რ----- რ-------სათვის მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთით - მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვ--------რში მდებარე 417676.00 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, საკადასტრო კოდით 41.01.39.0-- სარგებლობაში ხელშეშლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

 

3.2.4.მოპასუხეებმა 2012-2013-2014-2015 წლებში, თვითნებურად დაამუშავეს რ----- რ-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.5. 2016 წლის 22 მარტის N02/55 შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრი“-ს მიერ გაცემული N02/55 დასკვნის თანა1 ჰა.-ზე მარცვლოვანი კულტურის - სიმინდის, ლობიოს, სიოს დათესვიდან მინიმალური მოგება 2012-2015 წლებში შეადგენს 1520 (ერთი ათას ხუთას ოცი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N02/55 აუდიტის დასკვნა;

 

3.2.6. მოპასუხეები: ნ------- რ------- (პ/ნ 2---------9); ნ-------- ფ-------; მ------- რ------- (პ/ნ2----------); ე-----ი ძ------ (პ/ნ2----------); კ---–-- რ------- (პ/ნ2----------); შ----ა ღ----- (პ/ნ2----------); ნ------ რ------- (პ/ნ 2----------) და ა-–---------- ძ------ (პ/ნ2----------) საქმის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) მოპასუხე ნ------- რ-------ს გაეგზავნა საცხოვრებელ მისამართზე, მეუღლემ ვარდო რ-------მ ორჯერ განაცხადა უარი ჩაბარებაზე (უკუგზავნილი 30.04.2019, 01.05.2019), ნ-------- ფ-------ს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) გაეგზავნა საცხოვრებელ მისამართზე, მეუღლემ ნაზი ფ-------მ ორჯერ განაცხადა უარი (უკუგზავნილი 30.04.2019, 01.05.2019); მ------- რ-------მ (პ/ნ2----------) პირადად განაცხადა უარი (უკუგზავნილი 30.04.2019); ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------) უწყება ჩაბარდა ძმას ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------) გადასაცმად; კ---–-- რ-------მ (პ/ნ2----------) პირადად განაცხადა უარი (უკუგზავნილი 30.04.2019); შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------) მეუღლემ ია გორგილაძე ორჯერ განაცხადა უარი (უკუგზავნილი 30.04.2019, 01.05.2019); ნ------ რ-------ზე (პ/ნ 2----------) გადასაცემად ჩაბარდა ძმას ბადრი რ-------ს (პ/ნ 29001015095); ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------) ჩაბარდა პირადად (უკუგზავნილი 30.04.2019, 01.05.2019); მიუხედავად ამისა მოპასუხეები: ნ------- რ------- (პ/ნ 2---------9); ნ-------- ფ-------; მ------- რ------- (პ/ნ2----------); ე-----ი ძ------ (პ/ნ2----------); კ---–-- რ------- (პ/ნ2----------); შ----ა ღ----- (პ/ნ2----------); ნ------ რ------- (პ/ნ 2----------) და ა-–---------- ძ------ (პ/ნ2----------) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ, მათ სასამართლოსათვის არ მოუმართავთ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-უკუგზავნილები;

 

3.2.7. სპეციალისტის გიორგი კაკაბაიეს კონსულტაციის შედეგად ზარალის გაანგარიშება ფართობებზე შეადგენს: ნ------- რ-------ს შემთხვევაში 2012-2015 წლებში 153.32 ლარის მატერიალური ზიანი და ტექნიკის გამოუყენებლობით გადახდილი 6000 ლარიდან 72.42 ლარის ზიანი, საერთო ჯამში 3291.80 ლარის მატერიალური ზიანი, ანალოგიურად, რამაზ რ-------მ 3871მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2526.83 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ვ-–- ს-----მ - 3159მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2062.04 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ჯ------- რ-------მ - 2944მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 1921.72 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ნ-----–- რ-------მ - 3991მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2605.15 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; გ---–---- რ-------მ - 4625მ2-ის მითვისებით, ჯამში მიაყენა 3019.02 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მ------- ფ-------მ 4500მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 2929.42 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ნ-------- ფ-------მ 4800მ2-ის მითვისებით ჯამში მიაყენა 313.25 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მ------- რ-------მ 3590კვ.მ. მითვისებით ჯამში მიაყენა 2334.94 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ე-----ი ძ------მ - 3583.70 ლარის ზიანი, კ---–-- რ-------მ - 5411.33 ლარის ზიანი, ლ------ რ-------მ - 3556.42 ლარის ზიანი, შ----ა ღ-----მ - 3121.92 ლარის ზიანი, ნ------ რ-------მ - 2276.40 ლარის ზიანი და ა-–---------- ძ------მ - 2471.52 ლარის ზიანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N02/55 დასკვნა, ზარალის გაანგარიშება.

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებმა მიაყენეს ზიანი, ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეები ნ------- რ-------, რამაზ რ-------, ვ-–- ს-----, ჯ------- რ-------, ნ-----–- რ-------, გ---–---- რ-------, მ------- და ნ-------- ფოჩხუები მართალია მიუთითებენ, რომ მათ კანონის მოთხოვნათა დაცვით აქვთ საკუთრებაში უძრავი ქონება, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს აღნიშნულის დასადასტურებლად საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სარჩელს თან ახლავს სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ რ----- რ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება სარჩელით მოთხოვნილ ზიანის ოდენობას. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, ზარალის გაანგარიშება. მოპასუხეები კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხეთა მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზიანი არ მიუყენებიათ მოსარჩელისათვის, საკმარისი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- რ-------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე თავის მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზშედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.2. წინამდებარე შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ რ----- რ------- 2013 წლის 14 აგვისტოდან საკუთრების უფლებით ფლობს მარტვილის რაიონის სოფელ ვ--------რში, უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთს, 417676.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით 41.01.39.0--; ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით მოსარჩელე რ----- რ------- ვერ სარგებლობს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით მოპასუხეებს აეკრძალათ რ----- რ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა. ასევე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით - აუდიტორიული დასკვნით დგინდება, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ--------რის ტერიტორიაზე 1 ჰექტარის მარცვლოვანი კულტურის (სიო, სიმინდი, ლობიო) დათესვიდან მინიმალური მოგება 2012-2015 წლებში შეადგენს 1520 ლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. დადგენილია, რომ 2012-2015 წლებში მარტვილის რაიონის სოფელ ვ--------რში 1 ჰექტარზე კულტურების დათესვიდან მინიმალური მოგება შეადგენდა 1520 ლარს. ასევე დადგენილია, რომ უკანონო ხელშეშლით რ----- რ-------ს მიადგა 6000 ლარის ზიანი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს მოპასუხეებზე გადასახდელად ზიანის დაკისრებას, რადგან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მათ საკუთრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს, რომ მოპასუხეებზე თანხის დაკისრებას და ამ მოთხოვნის დასადასტურებლად უთითებს N02/55 შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრი“-ს დასკვნაზე და 2012 წლის 24 აპრილს შპს ,,მექანიზაციას:-თან დადებულ ხელშეკრულებაზე მიწის ნაკვეთის მექანიზაციით დამუშავების თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილზე, ზარალის გაანგარიშებაზე და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია. საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ეირონ რ-------ს (პ/ნ 2---------9); ნ-------- ფ-------ს; მ------- რ-------ს (პ/ნ2----------); ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------); კ---–-- რ-------ს (პ/ნ2----------); შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------); ნ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) და ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------), მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სარჩელი მოპასუხეების ლ------ რ-------ს (3556.42 ლარი), ვ-–- ს-----ს (2062.04 ლარი), მ------- ფ-------ს (2929.42 ლარი) მიმართ გაიხმო, გახმობილი სასარჩელო მოთხოვნა თანხობრივად შეადგენს ჯამში შეადგენს 8547.88 ლარს, შესაბამისად, სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილის საფუძველზე, ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 256.44 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს შესაბამისი ანგარიშიდან.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს 35698.35 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა ჯამში 1327.38 ლარი, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო 8547.88 ლარის ნაწილში, მას უნდა დაუბრუნდა გახმობილი სასარჩელო მოთხოვნის 3% - 256.88 ლარი, ხოლო დარჩელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში 1070.94 ლარი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით - კერძოდ, ნ------- რ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის თანხა 98,75 ლარის ოდენობით, რამაზ რ-------ს - 75.80 ლარის ოდენობით, ჯ------- რ-------ს - 57.66 ლარის ოდენობით, ნ-----–- რ-------ს - 78.16 ლარის ოდენობით, გ---–---- რ-------ს - 90.58 ლარის ოდენობით, ნ-------- ფ-------ს - 94 ლარის ოდენობით, მ------- რ-------ს - 70,04 ლარის ოდენობით, ე-----ი ძ------ს - 107.51 ლარის ოდენობით, კ---–-- რ-------ს - 162.34 ლარის ოდენობით, შ----ა ღ-----ს - 93,66 ლარის ოდენობით, ნ------ რ-------ს - 68,29 ლარის ოდენობით, ა-–---------- ძ------ს - 74,15 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე რ----- რ-------ს (პ/ნ 0----------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ნ------- რ-------ს (პ/ნ 2---------9) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 291, 80 ლარის ანაზღაურება.

1.2. მოპასუხე რამაზ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 526, 83 ლარის ანაზღაურება.

1.3. მოპასუხე ჯ------- რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1 921, 72 ლარის ანაზღაურება.

1.4. მოპასუხე ნ-----–- რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 605, 15 ლარის ანაზღაურება.

1.5. მოპასუხე გ---–---- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 019,02 ლარის ანაზღაურება.

1.6. მოპასუხე ნ-------- ფ-------ს მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 133, 25 ლარის ანაზღაურება.

1.7. მოპასუხე მ------- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2 334, 94 ლარის ანაზღაურება.

1.8. მოპასუხე ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 583, 70 ლარის ანაზღაურება.

1.9. მოპასუხე კ---–-- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 5 411, 33 ლარის ანაზღაურება.

1.10. მოპასუხე შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3 121,92 ლარის ანაზღაურება.

1.11. მოპასუხე ნ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2276,40 ლარის ანაზღაურება.

1.12. მოპასუხე ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2471,52 ლარის ანაზღაურება.

2.1. მოპასუხე ნ------- რ-------ს (პ/ნ 2---------9) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 98,75 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე რამაზ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 75.80 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ჯ------- რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 57,66 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ-----–- რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 78.16 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე გ---–---- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 90.58 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ-------- ფ-------ს (პ/ნ) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 94 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მ------- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 70,04 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 107,51 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე კ---–-- რ-------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 162,34 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 93,66 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 68,29 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------) მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 74.15 ლარის ანაზღაურება.

2.2. მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს ნ------- კ--–----ს, პ/ნ 5---------- მიერ სს ,,ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით 16.05.2016 წელს N10159253 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -645.00 ლარის ნაწილი 149,74 ლარის ოდენობით.

 

2.3. მოსარჩელე რ----- რ-------ს (ს/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს ნ------- კ--–----ს, პ/ნ 5---------- მიერ სს ,,ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით 14.09.2016 წელს N11215510 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელწმიფო ბაჟის - 682.68 ლარის ნაწილი 106,70 ლარის ოდენობით.

 

3. განემარტოს მოპასუხეებს ნ------- რ-------ს (პ/ნ 2---------9); ნ-------- ფ-------ს; მ------- რ-------ს (პ/ნ2----------); ე-----ი ძ------ს (პ/ნ2----------); კ---–-- რ-------ს (პ/ნ2----------); შ----ა ღ-----ს (პ/ნ2----------); ნ------ რ-------ს (პ/ნ 2----------) და ა-–---------- ძ------ს (პ/ნ2----------), რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დარეჯან კვარაცხელია