გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/6980 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ნ----ა ჯ-----ე
წარმომადგენელი ნ-------------ა
მოპასუხე - გ---- ჯ-----ე
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----ა ჯ-----ეს და გ---- ჯ-----ეს შორის 1-----–-–---------–--ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N---);
1.2. მოპასუხე გ---- ჯ-----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ვ------- ჯ-----ის (დაბადებული 2-----–-–------------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე და მოპასუხე გ---- ჯ-----ე 1----–-–---------–--იდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–---------–--ს დაბადებული გ--- ჯ-----ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული ვ------- ჯ-----ე. მხარეები რვა წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე დამოუკიდებლად ზრდის შვილებს და მას ეხმარებიან მხოლოდ მისი ოჯახის წევრები. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. მოპასუხე მხარე ქორწინებაშია სხვა პირთან. შესაბამისად, ნ----ა ჯ-----ის და გ---- ჯ-----ეს ოჯახის აღდგენა და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ე სკოლის მოსწავლეა. იგი დადის სხვადასხვა წრეებზე, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სახსრებთან. მოსარჩელე მხარის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 400 ლარს. შესაბამისად, მას უჭირს არასრულწლოვანი შვილის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში და სტაბილურად უწევდეს მას ფინანსურ დახმარებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას ნ----ა ჯ-----ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
2.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, ვ------- ჯ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხე ამ ეტაპზე არ არის სტაბილურად დასაქმებული. ამასთან, აქვს საბანკო დავალიანებები, რის გამოც ვერ შესძლებს ალიმენტის გადახდას სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე და მოპასუხე გ---- ჯ-----ე დაქორწინდნენ 1----–-–--------–--ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–--------–--ს დაბადებული გ---კო ჯ-----ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული ვ------- ჯ-----ე. გ---კო ჯ-----ე სრულწლოვანია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- ( ს.ფ. 18);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19).
3.1.2. მხარეები, ნ----ა ჯ-----ე და გ---- ჯ-----ე რვა წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ე ცხოვრობს დედასთან ნ----ა ჯ-----ესთან. ამ უკანასკნელს შვილების აღზრდაში ეხმარება მამიდა, რომლის კუთვნილ სახლშიც ცხოვრობს მოსარჩელე შვილებთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. ნ----ა ჯ-----ე დასაქმებულია ძიძად და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარის ოდენობით;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ნ----ა ჯ-----ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ნოემბრის თვეში - 100 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 25.04.2019 წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 48-49).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხე გ---- ჯ-----ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. მათ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, გ---- ჯ-----ეს 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ამ ეტაპზე მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;
გ---- ჯ-----ე სატრანსპორტო საშუალებით (ე.წ. ტაქსით) - ,,ტ-----------------თ“ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ახორციელებს მგზავრების გადაყვანას. შესაბამისად, მას აქვს გარკვეული შემოსავალი, რასაც სტაბილური ხასიათი არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 25.04.2019 წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 48).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმე ლ-----ა ჯ-----ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ტ-----------------“ არის ,,კ--------------------------ს“ საკუთრებაში და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს გადაცემული მას მფლობელობაში. იგი სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის მიზნით, იხდის ყოველთვიურად თანხას 122 (ას ოცდაორი) აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე გ---- ჯ-----ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ვ------- ჯ-----ესთან. მხარეთა საერთო შვილები, გ---კო ჯ-----ე და ვ------- ჯ-----ე ხშირად მიდიოდნენ ბებიასთან (მოპასუხის დედა) ლ-----ა ჯ-----ესთან და ჰქონდათ ნორმალური დამოკიდებულება ბებიასთან და პაპასთან. თუმცა ბოლო პერიოდშიც, მათაც აღარ ნახულობენ. მოწმე ლ-----ა ჯ-----ის განმარტებით, იგი ყოველთვის ზრუნავდა თავის შვილიშვილებზე, როგორც მატერიალურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. მოპასუხე გ---- ჯ-----ის მითითებით, მან თავის შვილს გ---კო ჯ-----ეს აჩუქა ავტომანქანა, რომელიც არ მოეწონა გ---კო ჯ-----ეს და იძულებული გახდა მოპასუხე გაეყიდა სატრანსპორტო საშუალება. არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ისათვის ფულადი დახმარების გაწევის ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- მოწმე ლ-----ა ჯ-----ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხარის მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე გ---- ჯ-----ემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე და მოპასუხე გ---- ჯ-----ე დაქორწინდნენ 1----–-–---------–--ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–--------–--ს დაბადებული გ---კო ჯ-----ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული ვ------- ჯ-----ე.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მხარეებს, ნ----ა ჯ-----ეს და გ---- ჯ-----ეს შორის ბოლო რვა წელია საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე. მოპასუხე მხარე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. მათ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი.
მოპასუხე გ---- ჯ-----ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ნ----ა ჯ-----ეს და გ---- ჯ-----ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული ვ------- ჯ-----ე. მხარეები რვა წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ე ცხოვრობს დედასთან, ნ----ა ჯ-----ესთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ნ----ა ჯ-----ე დასაქმებულია ძიძად და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, ნ----ა ჯ-----ის მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ნოემბრის თვეში - 100 ლარს. მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე შვილებთან ერთად ცხოვრობს მამიდის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება მამიდა. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე გ---- ჯ-----ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ვ------- ჯ-----ესთან. მხარეთა საერთო შვილები, გ---კო ჯ-----ე და ვ------- ჯ-----ე ხშირად მიდიოდნენ ბებიასთან (მოპასუხის დედა) ლ-----ა ჯ-----ესთან და ჰქონდათ ნორმალური დამოკიდებულება ბებიასთან და პაპასთან. თუმცა ბოლო პერიოდშიც, მათაც აღარ ნახულობენ. მოწმე ლ-----ა ჯ-----ის განმარტებით, იგი ყოველთვის ზრუნავდა თავის შვილიშვილებზე, როგორც მატერიალურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. მოპასუხე გ---- ჯ-----ის მითითებით, მან თავის შვილს გ---კო ჯ-----ეს აჩუქა ავტომანქანა, რომელიც არ მოეწონა გ---კო ჯ-----ეს და მოპასუხე იძულებული გახდა გაეყიდა სატრანსპორტო საშუალება. არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ისათვის ფულადი დახმარების გაწევის ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე გ---- ჯ-----ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. მათ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, გ---- ჯ-----ეს 01.01.2018 წლიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ამ ეტაპზე მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. გ---- ჯ-----ე სატრანსპორტო საშუალებით (ე.წ. ტაქსით) ,,ტ-----------------თ“ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ახორციელებს მგზავრების გადაყვანას. შესაბამისად, მას აქვს გარკვეული შემოსავალი, რასაც სტაბილური ხასიათი არ გააჩნია. მისივე განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ტ-----------------“ არის ,,კ--------------------------ს“ საკუთრებაში და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს გადაცემული მას მფლობელობაში. იგი სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის მიზნით, იხდის ყოველთვიურად თანხას 122 (ას ოცდაორი) აშშ დოლარის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე გ---- ჯ-----ეს გარდა არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ისა, ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც შეეძინა მეორე ქორწინებიდან და რომლის რჩენის ვალდებულებაც ასევე აკისრია მოპასუხე მხარეს. გარდა ამისა, გ---- ჯ-----ე მიუთითებს დედის, ლ-----ა ჯ-----ის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ოპერაციული ჩარევის საჭიროებაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის დედა არის პენსიონერი. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.
პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ვ------- ჯ-----ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ნ----ა ჯ-----ესთან. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე დაკავებულია კერძო საქმიანობით და აქვს შემოსავალი. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ამდენად, ნ----ა ჯ-----ის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოპასუხე გ---- ჯ-----ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 30 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე გ---- ჯ-----ემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ----ა ჯ-----ის (პირადი N1----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. შეწყდეს ქორწინება ნ----ა ჯ-----ესა (პირადი N1----------) და გ---- ჯ-----ეს (პირადი N-----------) შორის რეგისტრირებული 1----–-–---------–--ს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N---;
1.2. დაეკისროს გ---- ჯ-----ეს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის ვ------- ჯ-----ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ----ა ჯ-----ეს (პირადი N1----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ( სს „თიბისი ბანკი“,, საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2019 წლის 30 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. დაეკისროს გ---- ჯ-----ეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე