გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/6930-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - დ----- მ----–---–ი
წარმომადგენელი - ა---------–----------
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - შპს ,,ე-------------------–ი’’
წარმომადგენელი (დირექტორი) - ლ---- ქ---------–---–ი
წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მოსარჩელე დ----- მ----–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 10 533.28 ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მოსარჩელე დ----- მ----–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელფასო დავალიანების - 10 533.28 ლარის 0.07%-ის - ყოველდღიურად 7.37 ლარის გადახდა.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, დაზუსტებული სასარჩელო განცხადება ტომი 1, ს.ფ.40-54).
2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:
2.1. დაეკისროს მოპასუხე დ----- მ----–---–ს მოსარჩელე შპს ,,ე-------------------–ი’’-ს სასარგებლოდ სწავლებისათვის გაწეული ხარჯის - 7 735.75 ლარის გადახდა;
2.2. დაეკისროს მოპასუხე დ----- მ----–---–ს მოსარჩელე შპს ,,ე-------------------–ი’’-ს სასარგებლოდ ზიანის - 24 981.45 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
დ----- მ----–---–ი მუშაობდა შპს ,,ე-------------------–ი’’-ში ე---ად. იგი 2016 წლის 01 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს სახელფასო დავალიანება დ----- მო--–--–ის მიმართ შეადგენს 10 533.28 ლარს, რაც დასტურდება თავად კ-–----ის მირ 2017 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობით. მოპასუხემ უარი განაცხადა ნებაყოფლობით დავალიანების ანაზღაურებაზე. გარდა ძირითადი დავალიანების ოდენობისა, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების ოდენობაზე კანონისმიერი პირგასამტეხლო - 0.07%-ის ოდენობით.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს „ე-------------------–ი’’-ში ე---ი უ-----–---ის თანამდებობაზე დასაქმებული მოპასუხე დ----- მ----–---–ი 2016 წლის პირველი დეკემბრიდან განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. მის განთავისუფლებას წინ უძღვოდა შემდეგი გარემოებები: 2016 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე მოპასუხემ ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება. განცხადებაზე სათანადო რეზოლუციით თანამდებობიდან განთავისუფლებამდე, მას დაევალა ლ------------იის, რ---------იისა და სხვა პროცედურების გადაბარების გეგმის შედგენა, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა. უფრო მეტიც, მოპასუხე სამსახურში აღარ გამოცხადებულა, რამაც ასევე გამოიწვია პ-–-------ის მომსახურების შეფერხება და 2016 წლის 3 ნოემბერს მოპასუხეს გამოეცხადა კიდეც საყვედური. 2016 წლის 11 ნოემბერს დამსაქმებელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს, რათა მას ეცნობებინა სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი. 2016 წლის 14 ნოემბერს მოპასუხემ წერილობითი სახით მოახსენა დამსაქმებელს, რომ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მოგვიანებით მან წარმოადგინა საავადმყოფო ფურცელი და ამით ახსნა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. სინამდვილეში კი მას დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი სამსახურიდან წასვლა, რაზედაც მეტყველებს მისი პირადი განცხადება და ამიტომაც მოეკიდა იგი უპასუხისმგებლოდ დამსაქმებლის დავალების შესრულებას. მოპასუხემ თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადებაში რატომღაც არ მიუთითა ის მიზეზი, რომელიც შემდგომში მოიშველია საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის გზით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საავადმყოფო ფურცელში მითითებული შრომისუუნარობის სახეობა - ავადმყოფის მოვლა არ წარმოადგენს ისეთ პირად შრომისუუნარობას, რომელიც გამორიცხავს პირის სამსახურში გამოცხადებას.
მოპასუხის მითითებით, ე---ის პროფესიის დასაუფლებლად პირს მოეთხოვება არა მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თეორიული სწავლების მიღება, არამედ პრაქტიკული სწავლებაც, კერძოდ, ე---ს კონკრეტულ სპეციალობაში საე---ო საქმიანობის უფლება ენიჭება მხოლოდ სამ წლიანი - პრაქტიკული სწავლების (პრაქტიკული საქმიანობის) შესახებ ანგარიშის ს------–---------------ის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულ სწავლებას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თეორიულ სწავლებას, შპს „ე-------------------–ი’’-მა წამყვან სპეციალისტს განუსაზღვრა დამატებითი ანაზღაურება კ-–----აში დასაქმებული ე---ების სწავლებისათვის (დამსაქმებლის 2015 წლის პირველი იანვრის N0----- ბრძანება და 2015 წლის 23 იანვრის N0------ ბრძანება) იმ მიზნით, რომ მიღებულ სწავლებას ე---ები გამოიყენებდნენ აღნიშნულ იმ მიზნით, რომ მიღებულ სწავლებას ე---ები გამოიყენებდნენ აღნიშნულ კ-–----აში და სწავლების შედეგად კვალიფიკაცია ამაღლებული ე---ები იქნებოდნენ კ-–----ის განვითარებისა და სიძლიერის გარანტი. იმისთვის, რომ კ-–----აში დასაქმებულ ე---ებს სათანადოდ შეეფასებინათ ის გარემოება, რომ ისინი კ-–----აში იღებდნენ პრაქტიკულ სწავლებას და ამისთვის კ-–----ა იხდიდა გარკვეულ ხარჯებს და თვითონაც ეგრძნოთ პასუხისმგებლობა კ-–----ის წინაშე, შპს ,,ე-------------------–ი’’-მა დასაქმებულებს, მათ შორის მოპასუხესთან მათთან გაფორმებული შრომით ხელშეკრულებაში განუსაზღვრა შესაბამისი პირობები, მოპასუხესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.2.6 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია მისი მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან/და დასაქმებულის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ჯეროვნად შესრულების გამო დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელს აუნაზღაუროს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის ლექცია-სემინარებში, გამოცდებსა და სწავლებებში მისი მონაწილეობისთვის გაწეული ხარჯები. გარდა იმისა, რომ მოპასუხემ პირადი განცხადების საფუძველზე ისურვა შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, მისი მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უხეშ დარღვევას. რაც შეეხება იმას, რომ შპს „ე-------------------–ი’’-ში დასაქმებული ერთი ე---ის, მათ შორის დ----- მ----–---–ის მიმართ განხორციელდა პრაქტიკული სწავლება და სწორედ აღნიშნული სწავლება გახდა მოპასუხისათვის ო----უ-----–---იაში და ბ--–---ა უ-----–---იაში საე---ო საქმიანობის უფლების მინიჭების საფუძველი, ასევე უ-----–---იურ ქი---------ში თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენების შესწავლის საფუძველი, მოწმობს ს------–---------------ის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, ასევე იმ ო-----–-ის ოქმები, რომლებშიც მოპასუხე მონაწილეობდა წამყვანი სპეციალისტის ასისტენტად და თავად მოპასუხის საუბრის ჩანაწერი. შესაბამისად, მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების 5.2.6. პუნქტის საფუძველზე შპს „ემ------------------–ი’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სწავლების საფასურის - 7 735.75 ლარის გადახდა.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შპს „ე-------------------–ი’’-თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.2.5. და 5.2.7. პუნქტები, კერძოდ, მოპასუხის მიერ ო-----–-ების განხორციელებისას მის მიერ დაზიანებული იქნა ნ------------ი და უ----------რ---------ი. დაზიანების მიზეზი გახდა ნ------------ისა და უ----------რ---------ის არასწორი ექსპლუატაცია. დეფექტური აქტების თანახმად, ნ------------ის შემთხვევაში დაზიანებულია საფარი ლინზა, ჩამოტეხილი ნაპირები, რის გამოც დარღვეულია ჰერმეტულობა. ასევე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი საფარი ლინზის გარშემო არხის გამოსასვლელთან და აღნიშნული, დაზიანებები არ ექვემდებარება ხოლო უ----------რ---------ის შემთხვევაში – აპარატი დაზიანებულია მექანიკურად. ამგვარი დაზიანებები შეუძლებელია წარმოიშვას ხსენებული აპარატების სწორი და ჩვეულებრივი ექსპლოატაციის შედეგად.
მოპასუხის განმარტებით, ნ------------ისა და უ----------რ---------ის ღირებულება, რომელთა შეძენაც მოუწია კ-–----ას, ჯამში შეადგენს 24 981.45 ლარს (ნ------------ის ღირებულება - 8 706.28 ლარი, ხოლო უ----------რ---------ის ღირებულება - 16 275.17 ლარი). ხოლო იმ გარემოებას, რომ ხსენებული აპარატები დაზიანებული იქნა მოპასუხის მიერ, ადასტურებს კ-–----ის საო-----–-ოს ექთნების ახსნა-განმარტებები, ასევე 2016 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ჩატარებული იმ ო-----–-ის ოქმები, რომელთა განხორციელების დროსაც გამოიყენება ზემოხსენებული აპარატები და რითიც დასტურდება, რომ გარდა ერთი ო-----–-ისა ყველა ია ჩატარებული იქნა მოპასუხის მიერ. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.მოპასუხე შპს ,,ე-------------------–ი’’-ს პოზიცია დ----- მ----–---–ის სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,ე-------------------–ი’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, დ----- მ----–---–ი მუშაობდა შპს ,,ე-------------------–ი’’-ში ე----უ-----–---ად. იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 01 დეკემბრიდან. ს------–--ო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ე---ისთვის საბოლოოდ გასაცემი ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან შპს ,,ე-------------------–ი’’ არ აღიარებს ხელფასის დავალიანების - 10 533.28 ლარის უტყუარად არსებობას, ვინაიდან მიღებული შესაბამისი სამუშაოს დადასტურების მტკიცებულების საფუძველზე. მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კ-–----ასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევას, რამაც გამოიწვია კიდევაც შპს ,,ე-------------------–ი’’-სთვის მოსარჩელის მიერ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენება.
2.2.მოპასუხე დ----- მ----–---–ის პოზიცია შპს ,,ე-------------------–ი’’-ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე დ----- მ----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით შეგებებული სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, იგი ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და არ არსებობდა დ----- მ----–---–ის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან რაიმე პრეტენზიის გაჩენის საფუძველი. შესაბამისად, მოთხოვნილი განთავისუფლება მოსარჩელემ დააკმაყოფილა. მას გადმოსცეს შპს „ე-------------------–ი’’-ს სახელფასო დავალიანების ცნობა დ----- მ----–---–ის მიმართ და უარი უთხრეს სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ ქონდა ანაზღაურებული დ----- მ----–---–ის მიერ ჩატარებული ო-----–-ების თანხა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულით აღიარებულია კიდევას მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება. შესაბამისად, ყველა მოსაზრება ეგრეთ წოდებული პედაგოგიური საქმიანობით დაკავების ლ------------იის, რ---------იის და სხვა პროცედურების გადაბარების გეგმის და შედგენის შესახებ რეზოლუციის დადებით დავალდებულების თაობაზე უკანონოა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი დამატებითი ვალდებულება შეთანხმებულ უნდა იყოს ხელშეკრულების 10.2 პუნქტით წერილობით და ხელმოწერით. ასეთი საბუთი არ არსებობს, სხვა ვალდებულებას კი გამორიცხავს ხელშეკრულების 13.2 პუნქტი. საყვედურის გამოცხადება ოჯახური პრობლემის გამო სასახურში მიუსვლელობის საფუძვლით კი შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან შემხებლობაში არაა. შპს „ე-------------------–ი’’-ს წამყვანი სპეციალისტია გ------ ქ---------–---–ი, რომელიც საწარმოს 80% მეწილეა. დირექტორი კი ლ---- ქ---------–---–ი ბატონი გ------ის ძმა და ამავე საწარმოს 20% მეწილე. გ------ ქ---------–---–მა განისაზღვრა თავის საწარმოში დამატებითი ანაზღაურება, მას ამ ბუნებრივია დირექტორი ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამასთან არ არსებობს პარტნიორთა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ ბრძანებებს კანონიერ საფუძველს მისცემდა. შეწინააღმდეგების შემთხვევაში ბატონი გ------ი ფლობდა რა 80% საწარმოში უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დირექტორი. ამასთან, დირექტორი და უფრო სპეციალისტი ძმები ბრძანდებიან და მათ პრობლემები არ ექნებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობისას პირად მიზნებზე. ამასთანავე, არც შრომით ხელშეკრულებაში და არც რაიმე საბუთში არ არის მითითებული, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაში ან/და ახალი საქმიანობის დაუფლებაში დასაქმებული ანაზღაურებს თანხას. რაიმე მტკიცებულება ამგვარის თაობაზე მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმებული.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ დ----- მ----–---–ი როგორც ე---ი არის ძლიერი სპეციალისტი მან როგორც ო----უ-----–---ია ისე ბ--–---ა უროლოგია ს-------------ო პროგრამის უ-----–---იის ფარგლებში გაიარა და შეისწავლა, რაც უკვე გამოიყენა მოსარჩელიოს ს------–--ო დაწესებულებაში. დ----- მ----–---–ის საქმიანობით კმაყოფილი იყო და მოგებას ნახულობდა კ-–----ა. ამასთან, არსებითია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული აპარატების დაზიანება დ----- მ----–---–ის მიერ არ მომხდარა. შესაბამისად, უპირველესად არსებითია ის რომ ასეთ ფაქტს დ----- მ----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მეორე იმ შემთხვევაშიც კი თუ იქნებოდა ასეთი დაზიანება საქმიანობის პროცესში შეიძლება კიდეც დაზიანდეს აპარატი. ო-----–-ის მიმდინარეობის დროს დაზიანებული ტექნიკის ანაზღაურების სპეციალისტთათვის მოთხოვნა კი არაგონივრულია. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით 2015 წელს შეძენილი აპარატურა 8706 ლარად შეძენილი და 16 275.5 ლარად შეძენილი დ----- მ----–---–ს არ ჰქონია ჩაბარებული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანებით N0------, კ-–----ის წამყვან სპეციალისტს გ------ ქ---------–---–ს დაევალა კ-–----ის ე---ების სწავლება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კერძოდ, შეასწავლოს ე---ებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უ-----–---იურ ქი---------ში (ნ------------ია, უ----------რ---------ია, ტ-----------------–ი ქი---------, ლ----------ია, ს-----------ა, პერკუტანული ნ-------------ია და ა.შ). ამავე ბრძანების თანახმად, გ------ ქ---------–---–ს კ-–----ის ე---ების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფარგლებში ყოველ ჩატარებულ ო-----–-აზე ეძლევა გაზრდილი სახელფასო დანამატი, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპით :იმ ო-----–-იდან, რომელიც მიმართულია კ-–----ის ე---ების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გ------ ქ---------–---–ს სახელფასო დანამატი ეზრდება სადაზღვევოს მიერ დაფინანსებული თანხიდან 6.88%-ით, ხოლო პაციენტის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების თანხიდან - 11.25%-ით. ბრძანებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული სახელფასო დანამატი უნდა დაანგარიშდეს და მიეცეს გ------ ქ---------–---–ს ხელფასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ.97);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. 2015 წლის 06 ოქტომბერს შპს ,,ე-------------------–ი’’-ს, როგორც დამსაქმებელს და დ----- მ----–---–ს, როგორც დასაქმებულს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ----- მ----–---–ი შპს ,,ე-------------------–ი’’-ში დასაქმდა ე---ი უ-----–---ის თანამდებობაზე.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.
ხელშეკრულების 5.2.5 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას დამსაქმებლის ქონება, მიიღოს ზომები ქონების დაზიანების ან/და განადგურების დასაცავად, და ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში დროულად აცნობოს დამსაქმებლს და შესაბამის სამსახურებს.
ხელშეკრულების 5.2.6 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია მისი მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან/და დასაქმებულის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებელს აუნაზღაუროს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ლექცია-სემინარებში, გამოცდებსა და სწავლებებში მისი მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები.
ხელშეკრულების 5.2.7 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას ტექნიკის და აღჭურვილობის ექსპლოატაციის წესები, დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის გარეშე ტექნიკასთან და აღჭურვილობასთან არ დაუშვას მესამე პირები.
ხელშეკრულების 5.2.8 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 5.2.7 პუნქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებულს მოსთხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაქმებული ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრება გამომუშავებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.210-2015);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანების N0------ შესაბამისად, დ----- მ----–---–ი პრაქტიკული სწავლებას გადიოდა შპს ,,ემ-------------------–ი’’-ს წამყვან სპეციალისტთან - გ------ ქ---------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დ----- მ----–---–ი სერტიფიცირებულია სპეციალობაში ,,უ-----–---ია’’. მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2016 წლის N- სხდომის გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი საე---ო საქმიანობის უფლება სუბსპეციალობებში : ,,ო----უ-----–---ია’’ და ,,ბ--–---ა უ-----–---ია’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ტომი 1, ს.ფ.160);
- განცხადება (ტომი 1, ს.ფ.161-164);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. დ----- მ----–---–მა 2016 წლის 31 ოქტომბერს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და ასანაზღაურებელი ხელფასის გადახდის შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორს.
შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორის ამავე თარიღში შედგენილი რეზოლუციით განისაზღვრა, რომ დ----- მ----–---–ის განცხადება დაკმაყოფილდებოდა მის მიერ ლ--------------ის, რ---------იისა და სხვა პროცედურების ორ უფროს ე---ზე გადაბარების გეგმის შედგენის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ტომი 1, ს.ფ.90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორის 2016 წლის 03 ნოემბრის ბრძანებით N06/18, დ----- მ----–---–ს 2016 წლის 03 ნოემბერს სამსახურში გამოუცხადებლობის და აღნიშნულიდან გამომდინარე პ-–-------ის მომსახურების შეფერხების გამოწვევის გამო გამოეცადა საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ.90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს 2016 წლის 11 ნოემბერს წერილით მიმართა დ----- მ----–---–ს სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ საფუძვლის განმარტების თაობაზე. აღნიშნულ წერილზე დ----- მ----–---–ის მიმართვით, შპს ,,ე-------------------–ი’’-ს განემარტა, რომ 2016 წლის 07 ნოემბრიდან იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ტომი 1, ს.ფ.92-93);
- საავადმყოფო ფურცელი (ტომი 1, ს.ფ.94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დირექტორის 2016 წლის 01 დეკემბრის ბრძანების N04/29 თანახმად, დ----- მ----–---–ი 2016 წლის 01 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ტომი1, ს.ფ.11);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობის განმავლობაში დ----- მ----–---–ი დაკავებული თანამდებობის და მიღებული სპეციალიზაციის ფარგლებში ახორციელებდა შპს ,,ე-------------------–ი’’-ს პ-–-------ისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მხარეთა შორის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დ----- მ----–---–ისთვის ასანაზღაურებელი აქვს სახელფასო დავალიანება - 10 533.28 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ტომი1, ს.ფ.12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.1. დ----- მ----–---–ის მიერ შპს ,,ემ------------------–ი’’-სთვის 24 981.45 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების შეფასების შედეგად: შპს ,,ემ------------------–ი’’-ს მიერ წარმოდგენილია დეფექტური აქტები (ს.ფ. 99-10) ასევე 2017 წლის 10.03 და 2015 წლის 03.12. ხელშეკრულებები (ს.ფ. 109-135). სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ასევე დაიკითხნენ მოწმეები.
სასამართლოს შეფასებით მითითებული წერილობითი მტკიცებულებები ერთობლიობაში არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ----- მ----–---–ის მიერ 2016 წლის ოქტომბერში ერთ-ერთი ო-----–-ის ჩატარებისას ს------–--ო ტექნიკის დაზიანებამ გამოიწვია 24 981.45 ლარის ოდენობით ზიანი. დეფექტური აქტების შედგენის თარიღები დროში არ ემთხვევა ახალი ტექნიკის შეძენას. გარდა ამისა, ახალი ს------–--ო ტექნიკის მახასიათებლები ასევე არ ემთხვევა დაზიანებულის მახასიათებლებს. შესაბამისად, შეუძლებელია კ-–----ის მიერ გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება დ----- მ----–---–ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტთან. მოწმეთა ჩვენებებით კი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ დ----- მ----–---–ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში საფუძვლიანია და შესაბამისად იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი კი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 1, მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე, 37-ე, 38-ე, 44-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 346-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის განუსაზღვრელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, ასევე უდავოა ის გარემოება, რომ დ----- მ----–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას შპს ,,ე-------------------–ი’’-ს ასანაზღაურებელი ჰქონდა მისთვის სახელფასო დავალიანება, კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შპს ,,ე-------------------–ი’’-ს დ----- მ----–---–ისთვის ასანაზღაურებელი აქვს სახელფასო დავალიანება - 10 533.28 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. დ----- მ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხე შპს ,,ე-------------------–ი’’-სთვის პირგასამტეხლოს დაკსირება. კერძოდ, 2016 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელფასო დავალიანებაზე - 10 533.28 ლარზე 0.07%-ის - ყოველდღიურად 7.37 ლარის ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამასთან, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას.
სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).
განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელესთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და იგი აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ის აღარ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. მართალია, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას, თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, დ----- მ----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში.
6.3. მოცემული დავის ფარგლებში ასევე შესაფასებელია შპს ,,ე-------------------–ი’’-ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნები. კერძოდ, დასაქმებულის კვალიფიკაციის ასამაღლებლად (სწავლისათვის) გაწეული ხარჯების მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაქმებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
დ----- მ----–---–ის სწავლებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას შპს ,,ე-------------------–ი’’-ს აფუძნებს მხარეთა შორის არსებული შრომით ხელშეკრულების 5.2.6 პუნქტის დათქმას, რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია მისი მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან/და დასაქმებულის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებელს აუნაზღაუროს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ლექცია-სემინარებში, გამოცდებსა და სწავლებებში მისი მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო დ----- მ----–---–ის სწავლაზე კ-–----ის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი. შესაფასებელია, თუ რამდენად ქმნის საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა ერთობლიობა, დასაქმებულის სასარგებლოდ გაწეული ამ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
დასმული საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია მხარეთა ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინება. ერთი მხრივ, დ----- მ----–---–ისთვის, როგორც დამწყები ქ---------სთვის მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების მიღება, მეორე მხრივ, კი კ-–----ის წამყვანი ქ--------- დაინტერესებულია ახალი კადრების მოზიდვასა და ზრდაში, მისივე საქმიანობის შემდგომი პერსპექტივისთვის. ეს ურთიერთ თანამშრომლობა რა თქმა უნდა უკავშირდება მხარეთა ფინანსურ ბენეფიტებსაც. კ-–----ა დებს თანხას და დროს ე---ის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, შედეგად კი იღებს შემოსავალს კვალიფიციური კადრის მიერ გაწეული მომსახურებიდან. თავის მხრივ, ე---იც (დასაქმებული) იღებს გამოცდილებას, იხვეჭს სახელს და ყალიბდება თავის საქმის პროფესიონალად.
ამავდროულად, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას თან სდევს რისკი - გამოცდილმა კადრმა სხვა დამსაქმებელთან არ მოისურვოს შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ამ რისკის გადასალახად, მხარეთა შეთანხმება შესაძლოა დამსაქმებლისათვის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებდეს. მაგალითად, დათქმას იმის შესახებ, რომ თავისი საქმიანობა გარკვეული დროის განმავლობაში განახორციელოს მხოლოდ კონკრეტულ დამსაქმებელთან ან/და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აანაზღაუროს მის სწავლაზე კინიკის მიერ დახარჯული თანხა.
სასამართლო მოსაზრებით, ასეთი შეთანხმებები ლეგიტიმურია და ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას. კერძოდ, განჭვრეტადს ხდის დამსაქმებლის ბიზნეს გათვლას, რომ მის მიერ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯული თანხა მოხმარდება მისივე ბიზნესის განვითარებას. თუმცა, ასეთი მოლოდინი არ შეიძლება იყოს ვადაში განუსაზღვრელი. დამსაქმებელმა ზუსტად უნდა იცოდეს სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლები და დრო. ანუ რა ვადის განმავლობაში მოუწევს კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯული დამსაქმებლის თანხის პირადი შრომით კომპენსირება. სასამართლოს მოსაზრებით საკითხის სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაშია ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან როგორიცაა შრომის თავისუფლება და გარკვეულწილად უთანაბრდება იძულებით შრომას. არაგონივრულია დასაქმებულს მოეთხოვოს უვადოდ შრომა დამსაქმებლის სასარგებლოდ იმ შიშით, რომ სამსახურიდან წასვლა გამოიწვევს წლების წინ მის სწავლაში გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია „შრომის თავისუფლება’’. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
კონსტიტუციის ეს დებულება პირველ რიგში მოიცავს შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, რადგან შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლება შრომის სამართალში აღიარებულია, როგორც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებული კონცეფცია. შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავისუფალია თავის სამუშაოსა და დამსაქმებლის არჩევანში და ამგვარად მას აქვს შესაბამისი თავისუფლება, გააფორმოს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება. შრომის თავისუფლება გულისხმობს სამუშაოს კატეგორიის თავისუფალ არჩევანსაც. შრომის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო და პროფესია.
კონსტიტუციის ზემოთ დასახელებულ მუხლში, მითითებული „შრომის თავისუფლება’’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997წ.). ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.) .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
აღნიშნული მუხლი არ შეიცავს კანონის ცნებას. ამიტომ კანონის, როგორც ნორმატიული აქტის, გაგება უნდა მოხდეს ნორმატიული აქტების შესახებ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კანონის ცნება სსკ-ის 54-ე მუხლში გაგებული უნდა იქნეს ფართოდ და მასში უნდა იქნეს მოაზრებული, როგორც კანონი ფორმალური გაგებით, ისე მატერიალური გაგებით. ე.ი. ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც გარიგების შინაარსის განსაზღვრისათვის რელ----ტურ ნორმებს შეიცავს.
საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. აღნიშნული დანაწესი მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან იგი კრძალავს ნებისმიერი ისეთი პირობის ჩადებას შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც შრომის კოდექსში განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების საწინააღმდეგოდ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთობის მომწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულების 5.2.6 პუნქტის დათქმა განუსაზღვრელი ვადით დასაქმების პირობებში, აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, რის გამოც იგი ბათილ დათქმად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც თავის მხრივ გამორიცხავს შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას დ----- მო---–---–ის სწავლებისთვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების ნაწილში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების დანაწესის ამგვარი სამართლებრივი შეფასების გარეშეც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება დ----- მ----–---–ისთვის უშუალოდ მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრების საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კ-–----ას გაღებული აქვს დ----- მო---–---–ის სწავლებისთვის ხარჯი 7 735.75 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ემყარება წარმოდგენილ ო-----–-ების ოქმებს (ტომი 1, ს.ფ.98-159) და მის მიერვე გაცემულ ცნობას (ტომი 2, ს.ფ.16-18), რომლის თანახმადაც, დ----- მო---–---–ის სწავლების ხარჯმა შეადგინა 7 735.75 ლარი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა წარმოდგენილი ო-----–-ების ოქმები და მისი მონაწილეობა ამ კონკრეტულ ო-----–-ებში, აღნიშნული ცხადია არ ადასტურებს მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის კ-–----ის მიერ გაღების ფაქტს. მართალია, თავად სწავლების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, თუმცა მხოლოდ შპს ,,ე-------------------–ი’’-ს შესაბამისი ბრძანება, რომლის საფუძველზეც მას კვალიფიცირებული სპეციალისტისთვის უნდა გადაეხადა დამატებითი ანაზღაურება, ასევე წარმოდგენილი ო-----–-ის ოქმები და თავად მოსარჩელისვე გაცემული ცნობა სამოქალაქო დავისათვის დამახასაიათებელი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, არ გულისხმობს იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევას, რომ შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მიერ უთუოდ გაღებულია ამ ოდენობის ხარჯი (გადახდილია თანხა შესაბამისი სპეციალისტისთვის).
6.4.საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.2.5 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას დამსაქმებლის ქონება, მიიღოს ზომები ქონების დაზიანების ან/და განადგურების დასაცავად, და ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში დროულად აცნობოს დამსაქმებლს და შესაბამის სამსახურებს. ამავე ხელშეკრულების 5.2.7 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ დასაქმებული ვალდებულია დაიცვას ტექნიკის და აღჭურვილობის ექსპლოატაციის წესები.
განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს, რომ დ----- მ----–---–ის მიერ დაზიანდა ო-----–-ის დროს გამოსაყენებელი აპარატები - ნ------------ოპი და უ----------რ---------ი და აღნიშნული ინსტრუმენტების დაზიანების მიზეზი გახდა დ----- მ----–---–ის მათი არასწორი ექსპლოატაცია, ვინაიდან ორივე აპარატის დაზიანება გამოწვეულია მექანიკურად, რაც გამორიცხულია მათი სწორად ფუნქციონირებისა და ექსპლოატაციის დროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
შესაბამისად, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ეკისრება როგორც ზიანის, ასევე მიზეზშედგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი. უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების პირობებში, უშუალოდ დ----- მ----–---–ის მიერ ზიანის მიყენებაზე მიუთითეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა. ამასთან თავად ერთ-ერთი მოწმის და-–----------–-–---–ის განმარტებით, იგი არა დაზიანების ფაქტის უშუალო მხილველია, არამედ ინფორმაცია მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
სასამართლო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენების შეფასებისას მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება მოწმეთა ჩვენება. აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება ასევე მოგვიანებით შედგენილი და წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებები (ტომი 1. ს.ფ.174-175), რომლებიდან ერთ-ერთი ასევე ეკუთვნის მოწმედ დაკითხულ და-–----------–-–---–ს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში უმთავრესია, რომ დაზიანების ფაქტთან მიმართებით მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით არ იქმნება მიზეზშედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი ერთობლიობის ჯაჭვი, რომელიც აუცილებელია მოპასუხისთვის ზიანის დასაკისრებლად.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტით შეფასებისას, არ დასტურდება მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკისრებული თანხის 3%, რაც შეადგენს 315.99 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 062 ლარი (ტომი 1, ს.ფ.216). ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- მ----–---–ის სარჩელი შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მოსარჩელე დ----- მ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 10 533.28 ლარის გადახდა;
1.2. დ----- მ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ე-------------------–ი’’-სთვის 2016 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი ხელფასის - 10 533.28 ლარის 0.07%-ის ოდენობით თანხის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს შეგებებული სარჩელი დ----- მ----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 315.99 ლარის ანაზღაურება;
4. შპს ,,ე-------------------–ი’’-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 062 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია