გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210017002028318
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20104-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მ---ი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,პ------------- ბ---ი’’

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

მოპასუხეები - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ი’’, ლ--–- ც-–--ე, ნ----- ჩ----

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი, შ---------------–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ და ნ----- ჩ----ს სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ და ნ----- ჩ----ს სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 22 732.57 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ლ--–- ც-–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თ---–--ი, დ-----------------------------, ს--------------, ს--------–---, ბ------- (ს/კ 0----------------------). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, სარეალიზაციოდ მიექცეს შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ის'' და ნ----- ჩ----ს საკუთრებაში არსებული ქონება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-17):

1.1.1. მასსა და შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ შორის 2--- წლის 22 მ---ს გაფორმდა №2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვის პირობით;

1.1.2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომ - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 1--------–ს მასსა და შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ შორის გაფორმდა №1------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 65 663 აშშ დოლარის ოდენობით, 39 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვის პირობით;

1.1.4. 2--- წლის 0-----–--ს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;

1.1.5. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 21 მ---ს გაფორმდა №2------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ც-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თ---–--ი, დ-----------------------------, ს--------------, ს--------–---, ბ------- (ს/კ 0----------------------);

1.1.6. 2--- წლის 22 მ---ს მასსა და ნ----- ჩ----ს შორის გაფორმდა №1------------ სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება;

1.1.7. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარულმა მოვალემ იკისრა მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულების ვალდებულება;

1.1.8. მოპასუხეთა მიერ არ შესრულებულა საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;

1.1.9. მოპასუხეებს მის სასარგებლოდ ეკისრებათ დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის და საკრედიტო ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარიცხული სარგებლის - 22 732.57 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა - ნ----- ჩ----მ, როგორც შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ის’’ დირექტორმა და როგორც სოლიდარულმა თავდებმა, სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო (ს.ფ.60-68; 82-90).

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ----- ჩ----მ, როგორც მსესხებლის - შ-- "ნ---------–----ი პ-----------ის" უფლებამოსილმა წარმომადგენელმა და თავდებმა, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის და 2016 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე დარიცხული სარგებლის - 6 268.82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 51-59; 2019 წლის 23 აპრილის და 03 მ---ის სასამართლო სხდომის ოქმები).

2.1.1. მოსარჩელის მიერ ძირითად თანხაზე - 45 173.45 აშშ დოლარზე დარიცხული სარგებელი - 22 732.57 აშშ დოლარი არის სარგებელი, რომელიც უნდა დარიცხულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში 2022 წლის 06 ივნისამდე;

2.1.2. მას უნდა დაეკისროს ძირითად თანხაზე მიმდინარე დროისთვის დარიცხული სარგებელი.

2.2. მოპასუხე ლ--–- ც-–--ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2--- წლის 22 მ---ს სს ,,პ------------- ბ---სა’’ და შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ შორის დაიდო №F-2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვის პირობით.

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2% პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომ - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-24)

 

3.1.2. 2--- წლის 22 მ---ის №F-2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ც-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–--ი, დ-----------------------------, ს--------------, ს--------–---, ბ------- (ს/კ 0----------------------).

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იპოთეკა, წინამდებარე ხელშეკრულები, სრულად უზრუნველყოფს იპოთეკარი ბ---ის მოთხოვნებს იმ მოცულობით, რაც იპოთეკარს ექნება თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში, კერძოდ, იპოთეკით უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი და ყველა სხვა ტიპის საკრედიტო ხელშეკრულებების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა სრულად (შეუზღუდავად), მათ შორის კრედიტის ძირითადი თანხა, საკომისიო, საპროცენტო სარგებელი, (აღსრულების მომენტისთვის არსებული ოდენობით) შესაძლო პირგასამტეხლო, სასამართლო ხარჯები, იძულებითი აუქციონის, სააღსრულებო და წარმომადგენლის (ადვოკატის) ხარჯები, მიყენებული ზიანი და ქონების შენახვის ხარჯები. იპოთეკა უზრუნველყოფს როგორც მოთხოვნას, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს.

ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულა დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, ამონაწერი (ს.ფ. 34-39)

 

3.1.3. 2--- წლის 22 მ---ის №F-2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში სს ,,პ------------- ბ---სა’’ და ნ----- ჩ----ს შორის გაფორმდა №1------------ სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, მათ შორის მსესხებლის მიერ №2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული: კრედიტის ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლო, მსესხებლის/სოლიდარული მოვალის ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ქონების მოძიებაზე, შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ბ---ის მიერ გაწეული აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება, მათ შორის სასამართლო, სასამართლოს გარეშე და სააღსრულებო ხარჯები, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 40-42)

 

3.1.4. 2--- წლის 22 მ---ის №F-2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 1--------–ს, სს ,,პ------------- ბ---სა’’ და სს ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ შორის გაფორმდა №1------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 65 663 აშშ დოლარის ოდენობით, 39 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, დანართი №1 - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-29)

 

3.1.5. 2--- წლის 0-----–--ს მხარეთა შორის 2--- წლის 1--------–ს დადებულ №1------ საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 06.06.2022-ის ჩათვლით. ამავე ცვლილების თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება დანართი №1 -კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30-33)

 

3.1.6. მსესხებლის მიერ დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრული გრაფიკით გადახდის თაობაზე. მხარეთა შორის გაფორმებული სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 04 აგვისტოდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 48)

 

3.1.7. მოპასუხე შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს’’ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი აქვს 43 368.53 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 20 489.55 აშშ დოლარი, პროცენტი 18 216.41 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა 4 662.57 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 48)

 

3.1.8. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ შეტყობინებები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 43-47)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'' და ნ----- ჩ----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2017 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული სარგებლის - 6 269.39 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის როგორც შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების დადების, ასევე მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსესხებლის მიერ სადავო არ გამხდარა როგორც დავალიანების ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის, ისე გადასახდელი სარგებლის ნაწილის - 2016 წლის 04 აგვისტოდან (ვალდებულების დარღვევის თარიღი) 2017 წლის 28 ივლისამდე (სარჩელის შემოტანის თარიღი) დარიცხული სარგებლის - 6 268.82 აშშ დოლარის ანაზღაურების საკითხი. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მთლიანი ვადის განმავლობაში მოთხოვნილი სარგებლის - 22 732.57 აშშ დოლარის დაკისრების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

როგორც აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხეთათვის დარიცხული სარგებლის ოდენობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხეების - მსესხებლისა და თავდების მიმართ წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის მოთხოვნის უფლება. უდავოა, რომ მხარეთა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია 2016 წლის 04 აგვისტოდან და სწორედ ამ დროიდან არის მოპასუხის სახელზე გაცემული სესხი ვადაგადაცილებაში. ხელშეკრულება შეწყვეტილია სარჩელის წარმოდგენით 2017 წლის 28 ივლისს. მოპასუხეები დაეთანხმნენ ამ პერიოდისათვის დაკისრებული სარგებლის გადახდას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 2017 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით მისაღები სარგებელი, რაც წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის (ს.ფ. 31-33) თანახმად შეადგენს - 6 269.39 აშშ დოლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 405-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბ---ო კრედიტის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნ----- ჩ----მ, როგორც შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ის’’ დირექტორმა და ასევე როგორც სოლიდარულმა თავდებმა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის და 2016 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე დარიცხული სარგებლის - 6 268.82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს, როგორც მსესხებლის, ასევე სოლიდარული თავდების მიერ.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს ეკისრებათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება მათ შორის სარგებლის ნაწილში.

სასამართლოს მოსაზრებით, საბ---ო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).

სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მათთვის სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ მოთხოვნილი ოდენობით სარგებლის დარიცხვა მიიჩნია არაგონივრულად, რის გამოც მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარგებლის ოდენობა.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 22 მ---ის №F-2--3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- ც-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–--ი, დ-----------------------------, ს--------------, ს--------–---, ბ------- (ს/კ 0----------------------).

ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულა დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოვალემ ვერ შეძლო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს, ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. კრედიტორის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მსესხებლის და თავდების სხვა ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 4 887.81 ლარი (ს.ფ. 56). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე იგი ცნეს ნაწილობრივ (ცნეს სასარჩელო მოთხოვნის 75.8%). შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 3 705 ლარი მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო სსსკ 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სსსკ 53-ე მუხლის თანახმად კი, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 449.7 ლარის, ისევე როგორც მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში გადახდილი მოსაკრებლის - 15 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,პ------------- ბ---ის’’ სარჩელი მოპასუხეების - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ის'', ლ--–- ც-–--ის და ნ----- ჩ----ს მიმართ თანხის დაკისრების და ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'' და ნ----- ჩ----ს მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 45 173.45 აშშ დოლარის გადახდა;

3. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'' და ნ----- ჩ----ს მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე დარიცხული სარგებლის - 6 268.82 აშშ დოლარის ანაზღაურება;

4. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'' და ნ----- ჩ----ს მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული სარგებლის - 6 269.39 აშშ დოლარის ანაზღაურება;

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ლ--–- ც-–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თ---–--ი, დ-----------------------------, ს--------------, ს--------–---, ბ------- (ს/კ 0----------------------). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, სარეალიზაციოდ მიექცეს შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ის'' და ნ----- ჩ----ს საკუთრებაში არსებული ქონება;

6. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'', ლ--–- ც-–--ეს და ნ----- ჩ----ს მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ საჯარო რეესტრში გადახდილი მოსაკრებლის ანაზღაურება 15 ლარის ოდენობით;

7. მოპასუხეებს - შ-- ,,ნ---------–----ი პ-----------ს'', ლ--–- ც-–--ეს და ნ----- ჩ----ს მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 449.7 ლარის ოდენობით;

8. მოსარჩელე სს ,,პ------------- ბ---ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 2--------- წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3 705 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბ---ის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება №4--------;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი