გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210018002516306
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19238-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია

 

მოსარჩელე - შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------"

წარმომადგენელი - ლ--- გ---–--ე, გ------- მ---------ე

 

მოპასუხე - შ----- ჭ---–---–ი

წარმომადგენელი - ფ------ მ-------ე

მოპასუხე - დ----- ფ--–--–---–ი, ქ------- თ--------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ----- ჭ---–---–ს შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური პროცენტის გადახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან მის მიერ სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ყოველთვიური პროცენტი არის სესხის ძირითადი თანხის - 20 000 ლარის 2% - 400 ლარი;

1.2. დ----- ფ--–--–---–ს შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური პროცენტის გადახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან მის მიერ სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ყოველთვიური პროცენტი არის სესხის ძირითადი თანხის - 20 000 ლარის 2% - 400 ლარი;

1.3. ქ------- თ--------ეს შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური პროცენტის გადახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან მის მიერ სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ყოველთვიური პროცენტი არის სესხის ძირითადი თანხის - 20 000 ლარის 2% - 400 ლარი;

1.4. დაკისრებული თანხების ამოღება და გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის ს/კ 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად. ამასთანავე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ დაფარავს მოთხოვნას სრულად, მაშინ გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

 

2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს“ და მსესხებლებს შ----- ჭ---–---–ს, ქ------- თ--------ესა და დ----- ფ--–--–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----- ჭ---–---–ის სესხის ოდენობა განისაზღვრა 20 000 ლარით, დ----- ფ--–--–---–ის - 20 000 ლარით და ქ------- თ--------ის 20 000 ლარით. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის - 2%, ხელშეკრულების ვადა შეადგენდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 აპრილამდე პერიოდს.

 

სესხის ხელშეკრულების 5.6. პუნქტით განისაზღვრა - თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის თითოეულმა დამოუკიდებლად გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 5.7. პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო წარმოება შეჩერდებოდა ნებისმიერი მოვალის მიერ, მაშინ გამსესხებელს უფლება ექნებოდა მოეთხოვა პროცენტი (2%) თითოეული მსესხებლისაგან ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების გამო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან ფულად დავალიანებაზე, თანხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის დღემდე.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 2%-ის გადახდა.

 

მსესხებლებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც თითოეულის წინააღმდეგ ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 24.11.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცლები და 29.11.2017 დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

2017 წლის 22 დეკემბერს შ----- ჭ---–---–მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება. სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლების მოქმედება. აღსრულების დაწყების მომენტიდან შეწყდა სარგებლის და საურავის დარიცხვა, რაც გახდა წინამდებარე სარჩელის წარდგენის საფუძველი ხელშეკრულების 5.6. და 5.7. მუხლების შესაბამისად. ვინაიდან მოვალეების დავალიანება დაანგარიშებულია სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, პროცენტის დაანგარიშება და დაკისრება უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილია იპოთეკით. ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო, ასევე ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, ასევე სხვა ნებისმიერი ხარჯი თუ ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, დაკისრებული თანხების ამოღება უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან. ამასთანავე, ხელშეკრულების 3.7 პუნქტისა და 6.4.1.2 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკის საგნით გამსესხებლის მიერ თითოეული მსესხებლის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს თითოეული მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შ----- ჭ---–---–მა, დ----- ფ--–--–---–მა და ქ------- თ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ პროცენტის დაანგარიშება და დაკისრება არ უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ.

 

შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------სა“ და შ----- ჭ---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო წარმოება შეჩერდებოდა ნებისმიერი მოვალის მიერ, მაშინ გამსესხებელს უფლება ექნებოდა მოეთხოვა პროცენტი თითოეული მსესხებლისაგან ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების გამო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან ფულად დავალიანებაზე, თანხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის დღემდე. 2017 წლის 29 ნოემბრიდან უნდა შეწყვეტილიყო საურავისა და სარგებლის დარიცხვა ძირითად თანხაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 20 ოქტომბერს, შპს „მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს“ (კრედიტორი, მოსარჩელე) და მსესხებლებს შ----- ჭ---–---–ს (პირველი მოპასუხე), ქ------- თ--------ესა (მეორე მოპასუხე) და დ----- ფ--–--–---–ს (მესამე მოპასუხე) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს გადაეცა სესხი 20 000 ლარი, მეორე მოპასუხეს - 20 000 ლარი და მესამე მოპასუხეს - 20 000 ლარი. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის - 2%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 აპრილამდე.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი ქ. თ---–--–-, ე---–----------–-–---–------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 0---------------------- (იპოთეკის საგანი).

 

ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის თითოეულმა დამოუკიდებლად გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

ამავე ხელშეკრულების 5.7. პუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ რომელიმე მსესხებლის ბრალით გადავადდება სააღსრულებო წარმოება (მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად მოითხოვოს თითოეული მსესხებლისაგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან ფულად დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი (სესხის ძირითადი თანხი 2% ყოველთვიურად), თანხის ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების შედეგად გადახდამდე.

 

ხელშეკრულების 6.3.1.1 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო, ასევე ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, ასევე სხვა ნებისმიერი ხარჯი თუ ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.10.2017 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც თითოეულის წინააღმდეგ ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ 24.11.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცლები და 29.11.2017 დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

აღსასრულებელი ვალდებულება მოიცავს სესხის ძირითად თანხას, პირგასამტეხლოსა და 29.11.2017 წლისათვის დარიცხულ პროცენტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.11.2017 წ. სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ 30-38);

- განცხადების მიღების ბარათები (ს.ფ. 39-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. პირველმა მოპასუხემ კრედიტორის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემული N1--------, N1-------- და N1-------- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.12.2017 განჩინება (ს.ფ. 42-43)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 403-ე, 411-ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-199 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებსა და კრედიტორს შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთს - ძირითადი თანხის 2%-ს.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია სამივე წინაპირობის არსებობა: მოპასუხეებს შესასრულებელი აქვთ ფულადი ვალდებულება, ვალდებულების შესრულების ვადა დარღვეულია და ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შეთანხმება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პროცენტის გადახდაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის 22 აპრილს, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაიცა 24.11.2019 წელს და აღსრულება დაიწყო 29.11.2017 წელს. სკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეებს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან აღსრულების დაწყებამდე დაერიცხათ პროცენტი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ (სწშკ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე ცალსახაა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის დარიცხვა, მათ შორის ვადაგადაცილებისათვის, წყდება სააღსრულებო წარმოების დაწყებით და შესაძლებელია განახლდეს, თუ კრედიტორი გაიხმობს სააღსრულებო ფურცელს, რასაც აწესრიგებს სწშკ-ის 35-ე მუხლი. სწშკ-ის 25.2 მუხლი ვრცელდება სკ-ის 403-ე მუხლზეც და ადგენს, რა პერიოდამდე შეიძლება განხორციელდეს ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილი წესით, მოვალეს დაერიცხა პროცენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც აღსრულების დაწყების მომენტამდე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ იმ სააღსრულებო ფურცელს ეხება, ხოლო წარმოდგენილი სარჩელი დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ დავალიანება, რომლის შესრულების ვადის გადაცილებისათვის კრედიტორი პროცენტის დარიცხვას ითხოვს, ერთია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 5.6 პუნქტის ჩანაწერი „ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე“ ეწინააღმდეგება სწშკ-ის 25.2 მუხლს და ბათილია სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასმართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ თანხის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების 5.6 პუნქტის და არა 5.7 პუნქტის საფუძველზე, ამდენად, სასამართლო აღარ იმსჯელებს ხელშეკრულების ამ პირობის მართლზომიერებაზე, რომელიც, თავისი შინაარსით, არის სანქცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები, სარჩელი ეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში შეჩერდა მათი მოქმედება, მოპასუხეები უსასყიდლოდ სარგებლობენ გაცემული თანხით და კრედიტორს ზიანი ადგება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.3 მუხლი, რომლის თანახმადაც თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

 

გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი.

 

სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება, მიმართოს სასამართლოს საკუთარი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად. სარჩელის უზრუნველყოფა კი, არის შუალედური ღონისძიება, რომელიც ემსახურება საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობისაგან, იგი უზრუნველყოფს დავის გადაწყვეტამდე არსებული ვითარების შენარჩუნებას. ამ ტიპის დავის ფარგლებში (როცა მოვალე მთლიანად სააღსრულებო ფურცელს მიიჩნევს უკანონოდ), თუ სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად გასხვისდება იპოთეკის საგანი, მოვალის ინტერესებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულებით რაიმე ჯარიმის, პირგასამტეხლოს ან საურავის გათვალისწინება მოვალის მიერ კანონით გარანტირებული უფლების გამოყენებისათვის დაუშვებელია.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოვალე სადავოდ მიიჩნევს მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელ ვალდებულებას პირგასამტეხლოს ან პროცენტის ნაწილში და სადავოდ არ ხდის სესხის ძირითად თანხას, სააღსრულებო წარმოების შეჩერების შედეგად კრედიტორის ინტერესები ილახება, თუმცა კანონმდებლობით ეს საკითხი არ არის ღიად დატოვებული და გათვალისწინებულია მექანიზმი, რომლითაც კრედიტორს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა: ა) მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენა ბ) თუ უზრუნველყოფის ღონისძიება უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და გ) სსკ-ის 196-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუძლია, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებებით და არ უნდა მოითხოვოს სკ-ის 403-ე მუხლის ფარგლებში ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დარიცხვა, ვინაიდან ამ კონკრეტულ ვალდებულებაზე პროცენტის გადახდა შეწყვეტილია სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა პროცესის ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----------------------------–-- ჯ--------- ფ-----–---–---------- - ჯ--------ს" სარჩელი მოპასუხეების შ----- ჭ---–---–ის, დ----- ფ--–--–---–ისა და ქ------- თ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია