გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
080210018002354108
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/911-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

03.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელეები - დ------------------, ნ----------------, ა-–--–----------–---

წარმომადგენელი – რ--------- ხ----–--–---

მოპასუხეები – 1. მ--- ჩ--------

კანონიერი წარმომადგენელი –------------- ე-------

2. მ--- ე-------

კანონიერი წარმომადგენელი –------------- ე-------

3. ე---------- ე-------

წარმომადგენლები - ი-–-- ჯ----–---, ნ--- ე-------

 

დავის საგანი - მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში რეგისტრაციის ნომერი 1--------, რეგისტრაციის თარიღი 19.04.2011, გაცემული ნოტარიუს ა-------------------- მიერ, რომლითაც მამკვიდრებლის ნ------------------ სამკვიდრო მთლიანად მიღებული აქვს ნ----------------.

1.2. მოსარჩელეები დ------------------, ნ---------------- და ა-–--–----------–--- ცნობილ იქნეს ნ------------------ მემკვიდრეებად თითოეული ¼ წილზე.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ნ----------------- და ნ------- ჩ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, (3/4 ნაწილში), რეგისტრაციის ნომერი 1--------, რეგისტრაციის თარიღი 02.05.2011 , ნოტარიუსი ა-------------------.

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 12.04.2018 წლის სამკვიდრო მოწმობა (რეგ. N1--------); (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქუთაისში ნ--–----------------- (ყოფ. შ-------------------–-------, საკადასტრო კოდი: 0-----------) ე---------- ე-------- სახელზე.

1.6. უძრავი ქონების, მდებარე ქუთიაისი ნ--–---------------- (ყოფ. შმ------------------–------ საკადასტრო კოდი 0-----------) მესაკუთრეებად ცნობილ იქნეს მოსარჩელეები, კერძოდ, დ------------------ ¼ წილზე, ნ---------------- ¼ წილზე, ა-–--–----------–--- ¼ წილზე.

1.7. გადახდეს მოპასუხეებს პროცესის ხარჯები, როგორც სასამართლო ისე სასამართლოს გარეშე ხარჯები. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 131-148).

 

მოსარჩელის განმარტებით, ნ------------------ გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი მემკვიდრე, მეუღლე - ნ---------------, შვილი - დ------------------, შვილი - ნ--------------- და მესამე შვილის - აწ. გარდაცვლილი ე---------------- შვილი - ა-–--–----------–---. დ------------------მ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი ჩ--------. ნ--------------- ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა სუ-–-------------------- და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ---------, შესაბამისად გახდა ნ----------------. ე--------------- დაქორწინებული იყო ვ----–-----------–------ და მიღებული ჰქონდა მეუღლის გვარი - მ-------–---.

 

ნ------------------ გარდაცვალების შემდეგ ოთხივე ცხოვრობდა აღნიშნულ უძრავ ქონებაში და ფაქტობრიავდ დაუფლებულნი იყვნენ როგორც უძრავ ქონებას, ისე მასში არსებულ ყველა მოძრავ ნივთებს. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, სანოტარო წესით არა თუ ¼ -ზე, არამედ მთელ სამკვიდროზე მემკვიდრეობა მიიღო ნ---------------მ. ნ---------------მ სამკვიდროს მიღების შემდეგ აღნიშნული ქონება სრულად აჩუქა შვილიშვილს - ნ------- ჩ--------ს. საჩუქრის მიმღებმა ნ------- ჩ--------მ შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა დ------ ე-------. შესაბამისად, სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია დ------ ე-------- სახელზე, კერძოდ, უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი ნ--–------------------ში (ყოფ. შმ-------------------–-------, საკადასტრო კოდი: 0-----------).

 

დ----- ე------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 სექტემბერს. მას დარჩა შვილები: მ--- ჩ-------- და მ--- ე-------, ასევე მეუღლე - ე---------- ე-------, რომლებსაც მიღებული აქვთ ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ე---------- ე-------მ დაირეგისტრირა საკუთრებაში დ----- ე-------- სახელზე რიცხული ქონების, კერძოდ უძრავი ქონების ნაწილი.

 

იმის გამო, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ ნ------------------ სამკვიდრო ფაქტობრივად, ნ---------------- არ ჰქონდა უფლება მთლიან ქონებაზე აღედგინა მემკვიდრეობა და გაეჩუქებინა. ფაქტობრივად მის მიერ მოხდა მოსარჩელეების ქონების გაჩუქება. ამჟამად საჩუქრის მიმღები გარდაცვლილია და ამის გამო არასწორად ხდება სამკვიდრო ქონების შეტანა მის სამკვიდროში. ამდენად, რადგან ფაქტობრივად მიღებული აქვთ სამკვიდრო, ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, მოსაჩელეების მოთხოვნით ისინი ცნობილ უნდა იქნენ მემკვიდრეებად 1/4 წილზე. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება, ე---------- ე-------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დ----- ე-------- სახელზე რიცხული ქონების ნაწილზე და აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ თითოეული ¼ წილზე მოსარჩელეები ცნობილ უნდა იქნენ მესაკუთრეებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ გარდა დ-------------------ა, სხვა მემკვიდრეები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ და არც სამკვიდროს სახით რამე ქონება არ მიუღიათ. ნ---------------მ თავისი კუთვნილი ქონება აჩუქა მის შვილიშვილს - დ----- ე-------ს, რომელიც ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და მის მეუღლესთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა გამჩუქებელს. აწ. გარდაცვლილმა ნ---------------მ კანონიერად გააჩუქა მის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონება მის შვილიშვილზე, რასაც ერთ-ერთი მოსარჩელის დედაც ესწრებოდა და მოსარჩელიესთვის კარგად იყო ცნობილი აღნიშნული ჩუქების შესახებ, რაც დღემდე მათ მიერ სადავო არ გამხდარა. ნ---------------მ მის საკუთრებაში არსებული ქონების გაჩუქებით არც ერთი მემკვიდრის არც ქონება გაუჩუქებია და არც მათი უფლება დაურღვევია.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, ნ---------------მ კანონიერად მიიღო სამკვიდრო. მოსარჩელეებს, კანონიდან გამომდინარე, ნ------------------ გარდაცვალებიდან 06 თვის განმავლობაში უნდა მიემართათ ნოტარიუსისათვის თუკი მათ პრეტენზია გააჩნდათ სამკვიდრო ქონებაზე, ან ფაქტობრივი ფლობა უნდა განეხორციელებინათ ქონებაზე. მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, როგორც მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ, ასევე ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ. მოპასუხის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და იგი არ უნდა გაუქმდეს. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ამასთან გამჩუქებელი გარდაცვლილია.

 

მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ე---------- ე-------- წარმომადგენელმა ი-–-- ჯ----–---მ განმარტა, რომ დ------------------ს ნაწილში სადავოდ არ ხდიან მემკვიდრეობის მიღების ფაქტს, ოღონდ დ------------------მ მემკვიდრეობის ¼ ნაწილი მიიღო ნ-------ისგან - შვილისგან და არა მამისგან. ასევე სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ------------------ მუდმივად იმ სახლში ცხოვრობდა, მამის გარდაცვალების შემდეგაც და შვილის გარდაცვალების შემდეგაც. ხოლო მთავარ სასამართლო სხდომაზე პაექრობის ეტაპზე განმარტა, რომ დ------------------ს ნაწილში სრულად ცნობენ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------- კ-------- გარდაიცვალა 1----–-–------------–-. გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ნ---------------, შვილები: დ------------------, ნ--------------- და ე------ კ--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნ-------ი კ--------- გარდაცვალების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 46);

- ნ-------ი კ--------- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 47);

- ე------ კ--------- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 50);

- ნ----- კ--------- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 54);

- დ------------------- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 56).

 

3.1.2. დ------------------მ ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ--------. ნ---------------მ ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ---------, ხოლო ე------ კ--------მ - მეუღლის გვარი - მ-------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დ------------------- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ. ს. ფ. 48);

- ნ----- კ--------- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ. ს. ფ. 49);

- ე------ კ--------- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ. ს. ფ. 51).

 

3.1.3. ე------ კ-------- გარდაიცვალა 2013 წლის ნოემბერში. მოსარჩელე ა-–--–----------–--- არის აწ. გარდაცვლილი ე------ კ--------- შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ე------ მ-------–---ს დაკრძალვის ქვითარი (იხ. ს.ფ. 52).

- ა-–--–----------–---ს დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 53.)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე დ------------------ მამის - ნ-------ი კ--------- გარდაცვალების შემდეგაც და შვილის - დ------ ე-------- გარდაცვალების შემდეგაც მუდმივად ცხოვრობდა ქ. ქუთაისი, შ-----–-------------- (ყოფილი შ--------------–-------) მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. 2011 წლის 19 აპრილს ნ---------------მ, როგორც ნ-------ი კ--------- პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ), წერილობით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა აწ. გარდაცვლილი ნ-------ი კ--------- დანაშთ ქონებაზე. მისი განცხადებით, ის არის ერთადერთი მემკვიდრე და სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ. ნოტარიუსი გამოცხადდა ნ----- კ--------- საცხოვრებელ მისამართზე. მან მოწმეების დასწრებაზე უარი განაცხადა. ანუ ნ---------------მ სამკვიდრო მოწმობის მიღებისას დამალა და არ მიუთითა ნ-------ი კ--------- სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების - შვილების არსებობა, რითაც დ------------------ს, ნ----------------ს და ე------ მ-------–--- შეეზღუდათ როგორც მემკვიდრეობის ასევე საკუთრების კანონით აღიარებული უფლება.

 

3.2.2. ნ---------------მ, როგორც ნ-------ი კ--------- პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, მათ შორის სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, არის მთელი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, შ-----–------- ქ. (შ--------------–--.) N2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამკვიდრო მოწმობა N1-------- (რეგისტრაციის თარიღი: 19.04.2011) (იხ. ს. ფ. 30-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. 2011 წლის 2 მაისს ნ---------------მ, სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად აჩუქა ნ------- ჩ--------ს (წარმ. ე---------- ე-------) უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ--–---------. N2- (ყოფილი შ-----------------–-ს. N2-). ჩუქების ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N1--------) დადებას ესწრებოდნენ მოწმეები: ე------ მ-------–--- (წამკითხველი), მ------------- და ნ--------------.

 

3.2.4. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი: N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011წ.) საფუძველზე ქ. ქუთაისში, ნ--–---------. N2--ში (ყოფილი შ-----------------–-ს. N2-) მდებარე ქონება საჯარო რეესტრში 2011 წლის 10 მაისიდან აღირიცხა ნ-------ი ჩ--------ს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011წ.) (იხ. ს. ფ. 27-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. დადგენილია, რომ ნ-------ი ჩ--------მ 2013 წლის 6 ივნისს შეიცვალა სახელი და გვარი (აქტის ჩანაწერი: 6----------) და გახდა დ------ ე-------. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ--–---------. N2- (ყოფილი შ--------------–-------), საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ------ ე-------- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის ასლი (იხ. ს. ფ. 24);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 25-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.6. დადგენილია, რომ დ------ ე------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 სექტემბერს. გარდაცვლილ დ------ ე-------ს ანდერძი არ დაუტოვებია. დ------ ე-------ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - დ------------------, მეუღლე - ე---------- ე------- და არასრულწლოვანი შვილები - მ--- ჩ-------- და მ--- ე-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დ----- ე-------- გარდაცვალების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 55);

- მ--- ე-------- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 42);

- მ--- ჩ--------ს დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. დადგენილია, რომ ნ------------------ გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მის მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით, რადგან ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, ორმოცამდე ყველა იმ სახლში ცხოვრობდა. მეუღლე და შვილები ფაქტობრივად დაეუფლნენ ნ-------ი კ--------- დანაშთ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ნ----------------მ წაიღო: თეთრეული, წიგნები, ჭურჭელი; ე------ მ-------–---- წაიღო: საწოლი, პატარა ტუმბო, თეთრეული, საბანი, წიგნები, ოჯახის საერთო ალბომი, მამის კედლის სურათი, ხოლო რაც შეეხება დ------------------ს, ის მამის გარდაცვალებამდეც და მის შემდეგაც იქ ცხოვრობს და ფაქტობრივად დაეუფლა მის წილ სამკვიდრო ქონებას. ასევე ფაქტობრივი ცხოვრებით ნ---------------ც ფაქტობრივად დაეუფლა მის წილ სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს დ------------------ს, ნ----- ჩ----------- და ე------ მ-------–---ს მიერ მათი წილი ¼ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეების: ვ------ კ---------, ც-–----------–---–--, ტ------–--–------- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.8. სასამართლო არ იზიარებს მოწმის სახით დაკითხული მ--- ჩ--------ს განმარტებას მასზედ, რომ დედამისი - დ------------------ არ დაუფლება სამკვიდრო ქონებას და არც მის დეიდებს არ წაუღიათ სახლიდან რამე ნივთები, რადგან მ--- ჩ--------ს განმარტებით, მას მოსარჩელეებთან არა აქვს კარგი დამოკიდებულება და დაპირისპირებულია მათთან დაახლოებით ერთი წელია და პროცესზე გამოცხადდა მისი ძმისშვილების (მ--- ჩ--------ს და მ--- ე--------) ქონებრივი უფლებების დასაცავად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის პროცესის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული მოწმეა, ამასთან ნ-------ი კ--------- გარდაცვალების პერიოდში და ორმოცის გასვლამდე ის არ ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში, შესაბამისად, შესაძლებელია მისთვის უცნობი იყოს მოსარჩელეების მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. ხოლო რაც შეეხება ვ------ ს----–-–---–-- ჩვენებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ჩვენება ვერ გამოდგება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, რადგან 2001 წლამდე, სანამ ე---------- ე------- გათხოვდებოდა, ამ ოჯახს არ იცნობდა და არც რაიმე ინფორმაციას ფლობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოწმეების: მ--- ჩ--------ს, ხ------- მ-------–---ს და ვ------ ს----–-–---–-- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3.9. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს 2018 წლის 16 მარტს, რომელშიც მიუთითეს, რომ ნ----- კ--------- მიერ მთლიანი სამკვიდროს მიღებისა და მათი ქონების გაჩუქების შესახებ მათთვის ახლახანს გახდა ცნობილი. აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. პირიქით, მთავარ სასამართლო სხდომაზე პაექრობის ეტაპზე დ------------------ს ნაწილში მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-18);

- მხარეთა ახსნა -განმარტებები, საპაექრო სიტყვები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3.10. 2018 წლის 12 აპრილს ე---------- ე-------მ, მ--- ჩ--------მ და მ--- ე-------მ როგორც დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მეუღლემ და შვილებმა) საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ხოლო მთელი უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონების დარჩენილი ¼ ნაწილი დატოვებულია ღიად დ------ ე-------- მემკვიდრეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სამკვიდრო მოწმობა N1-------- (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი: ა-------------------) (იხ. ს. ფ. 96-98).

 

2.3.11. 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ნ--–---------. N2--ში (ყოფილი შ-----------------–-ს. N2-) მდებარე ქონების 3/4 ნაწილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ------ ე-------- საკუთრებად, ხოლო ¼ ნაწილი - ე---------- ე-------- საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 129-130);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს დ-------- ჩ--------ს და ნ----- ჩ--------- ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები. ხოლო ა-–--–----------–---ს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე, 1469-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 1----–-–------------–- გარდაცვლილ ნ------- კ--------ს ანდერძი არ დაუტოვებია. ნ------- კ--------ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ნ---------------, შვილები: დ------------------, ნ--------------- და ე---------------. დადგენილია, რომ დ------------------მ ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ--------. ნ---------------მ ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჩ---------, ხოლო ე---------------მ - მეუღლის გვარი - მ-------–---. ასევე დადგენილია, რომ ე--------------- გარდაიცვალა 2013 წლის ნოემბერში. მოსარჩელე ა-–--–----------–--- არის აწ. გარდაცვლილი ე------ კ--------- შვილი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნ------------------ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ნ--–---------. N2--ში (ყოფილი შ-----------------–-ს. N2-), სამკვიდრო გაიხსნა 1----–-–------------–- - ნ------------------ გარდაცვალების დღეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. ქონების ფაქტობრივად ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, მამკვიდრებლის ფასიანი ქაღალდების და სხვ. შენახვა. სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რასიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილები - დ------------------, ნ---------------- და ე------ მ-------–--- დედასთან - ნ----------------თან ერთად სამკვიდროს გახსნის დღიდან თანაბარწილად, ფაქტობრივად დაეუფლნენ 1----–-–------------–- გარდაცვლილ ნ------------------ დანაშთ ქონებას.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე დ------------------ მამის - ნ-------ი კ--------- გარდაცვალების შემდეგაც და შვილის - დ------ ე-------- გარდაცვალების შემდეგაც მუდმივად ცხოვრობდა ქ. ქუთაისი, შ-----–-------------- (ყოფილი შ--------------–-------) მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

ასევე დადგენილია, რომ მთავარ სასამართლო სხდომაზე პაექრობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ დ------------------ს ნაწილში სრულად ცნო სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება),რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ------------------ს ნაწილში არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები.

 

6.4. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ ნ------------------ გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მის მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით, რადგან ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, ორმოცამდე ყველა იმ სახლში ცხოვრობდა. მეუღლე და შვილები ფაქტობრივად დაეუფლნენ ნ-------ი კ--------- დანაშთ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ნ----------------მ წაიღო: თეთრეული, წიგნები, ჭურჭელი; ე------ მ-------–---- წაიღო: საწოლი, პატარა ტუმბო, თეთრეული, საბანი, წიგნები, ოჯახის საერთო ალბომი, მამის კედლის სურათი, ხოლო რაც შეეხება დ------------------ს, ის მამის გარდაცვალებამდეც და მის შემდეგაც იქ ცხოვრობს და ფაქტობრივად დაეუფლა მის წილ სამკვიდრო ქონებას. ასევე ფაქტობრივი ცხოვრებით ნ---------------ც ფაქტობრივად დაეუფლა მის წილ სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ------------------ს, ნ----- ჩ----------- და ე------ მ-------–---ს მიერ მათი წილი ¼ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტი კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება, ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისთვის არსებობს საფუძველი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს 2018 წლის 16 მარტს, რომელშიც მიუთითეს, რომ ნ----- კ--------- მიერ მთლიანი სამკვიდროს მიღებისა და მათი ქონების გაჩუქების შესახებ მათთვის ახლახანს გახდა ცნობილი. აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. პირიქით, მთავარ სასამართლო სხდომაზე პაექრობის ეტაპზე დ------------------ს ნაწილში მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სარჩელი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

როგორც აღინიშნა მოსარჩელე დ------------------მ, ნ----------------მ და ე------ მ-------–----, თითოეულმა სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი მიიღეს ფაქტობრივი ფლობით და აღნიშნულ შემთხვევაზე ხანდაზმულობა არ უნდა გავრცელდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგან კანონით ან ანდერძით ერგებათ. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს სამკვიდროში მემკვიდრეთა წილი თანასწორია. ხოლო 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამესაკუთრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------------------ დანაშთ მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო მხოლოდ მეუღლემ - ნ---------------მ, რომელსაც სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობის თაობაზე არ უცნობებია ნოტარიუსისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

დადგენილია, რომ ნ---------------მ სამკვიდრო მოწმობის მიღებისას დამალა და არ მიუთითა ნ-------ი კ--------- სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების - შვილების არსებობა, რითაც დ------------------ს, ნ----------------ს და ე------ მ-------–--- შეეზღუდათ როგორც მემკვიდრეობის ასევე საკუთრების კანონით აღიარებული უფლება. შესაბამისად, ნ---------------მ, როგორც ნ-------ი კ--------- პირველი რიგის მემკვიდრემ, კანონით დადგენილი წესის დარღვევით საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, მათ შორის სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, არის მთელი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, შ-----–------- ქ. (შ--------------–--.) N2-.

 

ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 2 მაისს ნ---------------მ ნ------- ჩ--------ს აჩუქა უკანონოდ საკუთრებაში მიღებული უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ--–---------. N2- (ყოფილი შ--------------–-------).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011წ.) ქონების 2/4 ნაწილში, კერძოდ, დ------------------ს და ნ----- ჩ---------- ნაწილში, ხოლო ა-–--–----------–---ს ნაწილში სასამართლო ხანდაზმულად მიიჩნევს მოთხოვნას, რადგან თვით ჩუქების ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ე------ მ-------–--- ესწრებოდა ჩუქების ხელშეკრულების დადებას და ის, როგორც წამკითხველი მოწმე ხელს აწერს ამ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო 2011 წლის 2 მაისს. სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 16 მარტს. შესაძლებელია ა-–--–- მ-------–---- მართლაც სარჩელის აღძვრის წინ გაიგო ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ დადგენილია, რომ ის ითხოვს დედამისის წილ ქონებას, მაშინ როდესაც ეს უფლება თვით ე------ მ-------–--- არ გამოუყენებია და თავისი მონაწილეობით დაადასტურა კიდევაც მისი წილი ქონების გაჩუქებაზე თანხმობა.

 

ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა N1-------- (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი: ა-------------------), რომლითაც 2018 წლის 12 აპრილს ე---------- ე-------მ, მ--- ჩ--------მ და მ--- ე-------მ, როგორც დ------ ე-------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მეუღლემ და შვილებმა) საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მამკვიდრებელმა დ------ ე-------მ საკუთრებაში მიიღო ნ----- კ--------- მიერ კანონით დადგენილი წესის დარღვევით მემკვიდრეობით მიღებული ქონება. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქუთაისში ნ--–----------------- (ყოფ. შ--------------------–--- N2-, საკადასტრო კოდი: 0-----------) ე---------- ე-------- სახელზე და ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების, მესაკუთრეებად ცნობილ უნდა იქნეს მოსარჩელე დ------------------ ¼ ნაწილზე და ნ---------------- ¼ ნაწილზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების დროს ნ---------------მ ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეების შესახებ. ხოლო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში ა-–--–----------–---ს მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. თავის მხრივ მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ კერძოდ, დ------------------ს და ნ----- ჩ---------- სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 1200 (400+400+400) ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის - ჯამში 100 (50+50) ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა დ------------------ს და ნ----- ჩ---------- ნაწილში, არსებობს მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალათ მოპასუხეებს მ--- ჩ--------ს და მ--- ე-------ს სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში უძრავ ნივთზე, მდებარე ქუთაისი, ნ--–----------------- (ყოფ. შმ-------------------–-------, საკადასტრო კოდი: 0-----------, საკუთრების რეგისტრაცია, მისი რეალიზაცია და რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით დამატებით იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ე---------- ე-------- (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხულ უძრავი ქონებას (¼ ნაწილს), მდებარეს ქ. ქუთაისში, ნ--–------------------ში (ყოფ. შმ-------------------–-------, საკადასტრო კოდი: N0-----------).

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების დ------------------ს და ნ----- ჩ---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ცვლილება შევიდეს სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი: N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 19.04.2011, გაცემული ნოტარიუს ა-------------------- მიერ), რომლითაც მამკვიდრებლის - ნ------------------ სამკვიდრო მთლიანად მიღებული აქვს ნ---------------- და მოსარჩელეები დ------------------ და ნ---------------- ცნობილ იქნენ ნ------------------ მემკვიდრეებად, თითოეული ¼ წილზე.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი ნ----------------- და ნ------- ჩ--------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011, ნოტარიუსი ა-------------------) ქ. ქუთაისში, შ-----–------- ქ---- N2- (ყოფ. შ--------------------–--- N2-) მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/4 ნაწილის გაჩუქების ნაწილში.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა N1-------- (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი: ა-------------------).

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ნ--–---------უჩა N2- (ყოფ. შ--------------------–--- N2-, საკადასტრო კოდი: 0-----------) ე---------- ე-------- სახელზე.

 

6. უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ნ--–---------უჩა N2- (ყოფ. შ--------------------–--- N2-, საკადასტრო კოდი: 0-----------), მესაკუთრეებად ცნობილ იქნეს მოსარჩელე დ------------------ ¼ ნაწილზე და ნ---------------- ¼ ნაწილზე.

 

7. მოსარჩელე ა-–--–----------–---ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

8. მოპასუხე ე---------- ე-------ს მოსარჩელეების დ------------------ს და ნ----- ჩ---------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი ჯამში 800 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 ლარის ოდენობით.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს უცვლელი.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე