გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2019
საქმის ნომერი
330310018002399178
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2308-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ს-----------–-----ე

კანონიერი წარმომადგენელი - ფ----------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ--–----------ე

 

მოპასუხეები:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - სარჩოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------–-----ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა, ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს-----------–-----ე დაიბადა 2----–-–---------------------------------ს, მშობლები - ს--–----------------ე და ს--------–-----ე. კერძოდ, ს--–----------------ე 2----–-–----------------დან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ-----------------–-–--------------–--------------–ოს თანამშრომელთან, ს--------–-----ესთან, რომელიც მეუღლეზე ხშირად ძალადობდა. ს--–----------------ე იძულებული გახდა მშობლებთან დაბრუნებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად ს--------–-----ე აგრძელებდა მის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულს ადასტურებს როგორც პოლიციასა და პროკურატურაში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა სახით დაფიქსირებული შეტყობინებები.

 

მხარის განმარტებით, 2----–-–--------–--ს ქუჩაში მყოფ ს--–----------------ეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს--------–-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტი ს--–----------------ემ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც მას 2----–-–---------–--ს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. 2----–-–-------------------------–--ს ს--------–-----ე პარკში დახვდა ს--–----------------ეს და მოკლა იგი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად განსაკუთრებული ზიანი განიცადა ს--–----------------ის მცირეწლოვანმა შვილმა, რომელიც მარჩენალის გარეშე დარჩა.

 

2. მხარეების პოზიცია:

 

2.1.მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაეთანხმნენ წარმოდგენილ წერილობით პოზიციებს და სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის/მარჩენალის შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ არსებობს ს--–----------------ის გარდაცვალებით მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და შესაბამისად, მისი ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია უცნობია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ს-----------–-----ე დაიბადა 2----–-–------------ს, ზ----------ში. მისი მშობლები არიან: მამა - ს--------–-----ე, დედა - ს--–----------------ე.

 

ს--–----------------ე (დაბ. 2---------წ.) გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს, გარდაცვალების ადგილი: ზ----------–--------–------–------------–------------------“.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების 2----–-–---------------------------------- გადაწყვეტილების თანახმად, ფ----------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; ს-----------–-----ის მეურვედ დაინიშნა ფ----------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა №----------- (ს.ფ. 18);

- გარდაცვალების მოწმობა №----------- (ს.ფ. 19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების 2----–-–---------------------------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-17).

 

3.2. დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს ს--------–-----ე მივიდა ს--–----------------ესთან და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული ფაქტის შესახებ ს--–----------------ემ აცნობა პოლიციას; 2----–-–---------------ს ს--–----------------ემ მიმართა ზ----------ის რაიონულ პროკურატურას განცხადებით და აცნობა ს--------–-----ის მიერ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ. 2----–-–--------------------------------ს ზ----------ის რაიონულმა პროკურატურამ ს--–----------------ეს აცნობა, რომ 2----–-–---------------ს შეტყობინების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

 

2----–-–---------–--ს, ს--–----------------ე იმყოფებოდა ზ----------ში და ასეირნებდა შვილს. მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე ს--------–-----ე და ბავშვი წაიყვანა. ბავშვის წაყვანის შემდეგ ს--------–-----ე ტელეფონით დაუკავშირდა ს--–----------------ეს და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგვიანებით, ს--–----------------ესთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს--------–-----ე და ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა მას. მითითებულ ფაქტის შესახებ ს--–----------------ემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა შსს გენერალურ ინსპექციას, ის ითხოვდა დახმარებას და ს--------–-----ისაგან მოსალოდნელი საფრთხისაგან დაცვას. 2----–-–---------–--ს, ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, ს--–----------------ეს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2----–-–---------–--ს ს--------–-----ე პარკში დახვდა ს--–----------------ეს და ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------------------------------------ განჩინება (ს.ფ. 57-72);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–--------------------------------- წერილი (ს.ფ. 154);

- აუდიო-ჩანაწერის შინაარსი (ს.ფ. 155);

- 2----–-–---------------ს ოქმი, ზეპირი ცნობის მიღების შესახებ (ს.ფ. 156-157);

- ზ----------ის რაიონული პროკურატურის 2----–-–------------------------------- წერილი (ს.ფ. 158);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2----–-–------------------------------------------------- წერილი (ს.ფ. 159);

- ს--–----------------ის 2----–-–---------–--ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 160-161).

 

3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–------------------ განაჩენით, ს--------–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენი დარჩა უცვლელი; ს--------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მისი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2----–-–----------------------–---დან - დაკავების მომენტიდან.

 

მითითებული განაჩენის თანახმად, ს--------–-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------–--ს, დაახლოებით, 20:50 საათზე, ქ. ზ----------ში, ე.წ. ი-----------ში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, საქართველოს შსს ზ-----------------------–--------------–------------------------------------–მა ს--------–-----ემ მოკლა ყოფილი მეუღლე - ს--–----------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–------------------ განაჩენი (ს.ფ. 20-46).

 

3.4. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ----------–-–---–ის სარჩელი; მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეებმა არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 47-56);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–-------------------------------- განჩინება (ს.ფ. 57-72);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------------------------------------------ განჩინება (ს.ფ. 140-143).

 

3.5. ს--–----------------ე სკოლის პერიოდში დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ოლიმპიადაში, კონფერენციასა და კონკურსში მონაწილეობისათვის.

 

ს--–----------------ე 2----–--–--------–---------–--–----------------–------------------–-------------–-------------------------------–------------------------–----------------–--–----------------------------–-------

 

ს--–----------------ე გარდაცვალებამდე წარმოადგენდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, რომლის სტუდენტის სტატუსი შეწყდა გარდაცვალების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სიგელები, დიპლომები, სერთიფიკატი (ს.ფ. 147-152);

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის 2----–-–----------------------- ბრძანება (ს.ფ. 146).

 

3.6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2014 წელს შეადგენდა - 818,0 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (ს.ფ. 153).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ს-----------–-----ის (კანონიერი წარმომადგენელი - ფ----------–-–---–ი) სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს-----------–-----ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, ყოველთვიურად 409 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში და დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქციები); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

იდენტური შინაარსის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილებაზე, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

6.2. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო''.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ----------–-–---–ის სარჩელი; მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.

 

ასევე, დადგენილია, რომ ს--–----------------ის მცირეწლოვანი შვილის - ს-----------–-----ის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს ფ----------–-–---–ი და ამასთან, მოსარჩელე - ს-----------–-----ე ითხოვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა, ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე. ამასთან, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენდა იმ პირის კმაყოფაზე მყოფს, რომლის სიცოცხლის დაცვაც ვერ უზრუნველყვეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მითითებული კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

 

მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩოს დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია, ს-----------–-----ე უფლებამოსილია მოითხოვოს დედის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება, არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ვინაიდან ითვლება დედის კმაყოფაზე მყოფად, რომელსაც უფლება ჰქონდა დედის სიცოცხლეში მიეღო კუთვნილი შემოსავლის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, არასრულწლოვნის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სარჩოს ყოველთვიურად დაკისრებას კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, შეწყდებოდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობის სწორად განსაზღვრა, რათა გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირისათვის შესაბამისი ოდენობის სარჩოს გადახდით მიღწეული იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანი. ზიანის ოდენობა განისაზღვრება გარდაცვლილის ხელფასის (შემოსავლის) იმ წილის ოდენობით, რომელსაც პირი იღებდა ან უფლება ჰქონდა მიეღო სარჩოს სახით მარჩენალის გარდაცვალებამდე. მართალია, პირის გარდაცვალების გამო სარჩენისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რაც დაზარალებული პირის გარდაცვალების მომენტში არსებობს და ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს--–----------------ეს გარდაცვალების დროისათვის არ გააჩნდა ოფიციალური შემოსავალი, მაგრამ მითითებულ გარემოებაზე მოპასუხეთა აპელირებას სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად. გარდა იმისა, რომ როგორც მხარემ განმარტა, ს--–----------------ე უცხო ენაში ამზადებდა მოსწავლეებს და ამასთან, ეწეოდა ს--------–--------------ს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და სოციალური მდგომარეობა. კერძოდ, ს--–----------------ე, რომელიც სკოლის პერიოდში წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეს წარმოადგენდა, გარდაცვალების დროს იყო სტუდენტი. შესაბამისად, ვინაიდან ს-----------–-----ე წარმოადგენს მცირეწლოვანს, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელისათვის იგივე ხარისხით შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც ყოველ წელს ადგენს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობას, ს--–----------------ის საშუალო ხელფასად უნდა ჩაითვალოს მისი გარდაცვალების დროს - 2014 წლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 818,0 ლარი. ამასთან, ს--–----------------ის შემოსავლიდან ს-----------–-----ის წილის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორი პირი, თავად ს--–----------------ე და ს-----------–-----ე, ვინაიდან მხოლოდ მას ჰქონდა უფლება მიეღო მშობლის (დედის) შემოსავლის ნაწილი სარჩოს სახით. შესაბამისად, ს-----------–-----ის სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 409 (818:2=409) ლარით.

 

ამდენად, მოთხოვნა მოპასუხეთათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს-----------–-----ის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით 409 ლარის ანაზღაურება, სრულწლოვანების მიღწევამდე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩოს გადახდა უნდა განხორციელდეს ზიანის ანაზღაურების სასამართლოში განსახილველი სარჩელის შემოტანიდან.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, ს-----------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მის სასარგებლოდ სარჩოს სახით ყოველთვიურად 409 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლდებიან მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----------–-----ის (კანონიერი წარმომადგენელი ფ----------–-–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ ს-----------–-----ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, ყოველთვიურად 409 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე;

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე