გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
240210018002638001
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-----------------

(2/835-20-8)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ივნისი 2019 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - ია-----–---–--ა

მოპასუხე - რუ--------------ა

მოპასუხე - ლა–---–--–--ა

მოპასუხე - მა---–--–--------ე

დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 16882.87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14857.96 ლარი, პროცენტია 10-5.23 ლარი, დარიცხული პირგასამტეხოა 10-9.68 ლარი; მიუღებელი შემოსვლის სახით კი 30-6 ლარის გადახდა.

1.2. რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 641.17 ლარის გადახდა;

1.3. რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებიდან გამომდინარე 797.48 ლარის გადახდა.

1.4. რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 8--.2- ლარის გადახდა.

2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებელია, ზონა ს---------, სექტორი ქ-------------, კვარტალი-2-, ნაკვეთი - 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 8--.0- კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი : N1 განაშენიანების ფართი 12-.7- კვ.მ., N2 განაშენიანების ფართი 2-.5- კვ.მ. მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 4-.0-.2-.0--, მისამართი: ქ. ს--------------–---–-----------.

3. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს მოპასუხეების რუ--------------ასა და მა---–--–--------ეს (კუთვნილი ვალდებულების დარჩენილ ნაწილში) მთელი კუთვნილი ქონება.

 

4. მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------), ლა–---–--–--ასა (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა რუ--------------ამ, ლა–---–--–--ამ და მა---–--–--------ემ საქმის მომზადების ეტაპზე, მოსამზადებელ სხდომაზე აღიარებს სესხის ძირითადი თანხა; სარგებლის დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს. მიუთითეს, რომ საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო წინააღმდეგობაშია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტებთან, საჯარო წესრიგთან, ვინაიდან უმჯობესდება ბანკის ფინანსური მდგომარეობა და უკიდურესად მძიმდება მოპასუხეთა ფინანსური მდოგმარეობა. ამასთან, სრულიად უადგილოა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებზე მიუღებელი შემოსავლის სახით 3006 ლარის დაკისრება, რამეთუ თავად ბანკისთვისაც ცნობილი იყო ოჯახის მძიმე მდგომარების თაობაზე. აქვე მიუთითეს, რომ აღიარებენ სესხის ძირითად თანხას, მისი გადახდის ვალდებულებასაც, თუმცა სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერების პრინციპი უნდა მოქმედებდეს როგორც ვალდებულება, როგორც ვალდებულება ნაკისრი პირების, ასევე ბანკის მიმართაც. ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, უბედურმა შემთხვევამ - ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც შეარყია რუ--------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ისახა კიდეც მასზე. მიუხედავად ასაკისა, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემები აქვს მა---–--–--------ესაც. ბანკისთვის მოპასუხეთა გართულებული ფინანსური მდგომარეობის თაობაზე კერ კიდევ ცნობილი იყო სასამართლოში საქმის აღძვრამდე ერთი წლით ადრე. მათ ავტომატურად შეეძლოთ სასამართლოში მიმართვით მოეთხოვათ გადაუხდელი სესხის დაბრუნება. მოთხოვნის ვადის გაწელვით კი, გადახდისუუნარო პირებზე პირგასამტეხლოს დაკისრება სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების მხრიდან არის არაკეთილსინდისიერების გამოვლენა. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელია 23.4-%, რაც ყოველთვიურად დაანგარიშებით გამოდის 2%-მდე. ამასთან, სესხის ხელშეკრულებას აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები, კერძოდ, საკომისიო კრედიტის გაცემისთვის, 211 ლარის ოდენობით, ანგარიშზე მომსახურების საკომისიო, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო, სხვა ხარჯები... ყოველივე ეს ზრდის სესხის ეფექტურ პროცენტს. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 20-5 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და რუ--------------ას შორის გაფორმდა N0-4-.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. N0-4-.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით 20-5 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და ლა–---–--–--ას შორის გაფორმდა N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - სე---- 4-, სექტორი: ქ, სე---- 0-, კვარტალი - 2- ნაკვეთი -0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 8--.0- კვ.მ , შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი 12-.7-კვ.მ. N2 განაშენიანების ფართი 2-.5- კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - N4-.0-.2-.0--: მის: ქალაქი სე-------------------–---–----.

 

3.2.2. 20-6 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და კლიენტ რუ----------------ს შორის გაფორმდა N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო N0-4-.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. კრედიტის თანხა: 1990- (ცხრამეტი ათს ცხრაასი) ლარი; კრედიტის ვადა: 60 თვე (დამთავრების თარიღი 08.07.2---); საპროცენტო განაკვეთი: წლიური 20.5%; პირგასამტეხლო:0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.3. 20-6 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და მა---–--–--------ეს შორის გაფორმდა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა სს ,,თი---------სა“ და რუ----------------ს შორის გაფორმებული N0-4-.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა არის 2----.0- (ოცდახუთი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი.

 

3.2.4. 20-7 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და კლიენტ რუ--------------ას შორის გაფორმდა N3--------------- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება

კრედიტის თანხა: 12-3.78/ათასორასორმოცდაცამეტი და78/ლარი. კრედიტის ვადა: 37- დღე (12 გადახდა); დასრულების თარიღი: 0-/0-/20-9 წელი; პირგასამტეხლო: 0.5-% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.5. 20-8 წლის 2------------–ს სს ,,თი---------სა“ და კლიენტ რუ----------------ს შორის გაფორმდა N3-------------- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა: 541.0- (ხუთას ორმოცდაერთი) ლარი; კრედიტის ვადა: 37- დღე (12 გადახდა); დასრულების თარიღი 0-/0-/20-9 წელი; პირგასამტეხლო: 0.5-% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.6. 20-6 წლის 0- ივნისს სს. ,,თი---------სა“ და კლიენტ: რუ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება T-------------; კრედიტის თანხა: 50-.0- (ხუთასი) ლარი; კრედიტის ვადა: 2--- დღე; დასრულების თარიღი 26/09/2---წ. საპროცენტო განაკვეთი: 36%; პირგასამტეხლო: 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

3.2.7. 20-8 წლის 1------------ის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს ჯამში 19126.77 ლარს, მათ შორის: 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 16882.87 ლარს, მათ შორის ძირი - 14857.96 ლარი, პროცენტი - 10-5.23 ლარი, ჯარიმა - 10-9.68 ლარი; 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (სწრაფი განვადება) გამომდინარე დავალიანება შეადგენს 641.17 ლარს, მათ შორის ძირი - 45-.84 ლარი, პროცენტი - 0.0- ლარი, ჯარიმა - 190.33 ლარი; პ---------------------------------------) არსებული დავალიანება შეადგენს 797.48 ლარს, აქედან: სესხის ძირი 537.09 ლარი, დარიცხული პროცენტი 79.38, პირგასამტეხლო 181.0- ლარი; 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (სწრაფი განვადება) გამომდინარე დავალიანება შეადგენს 8--.2- ლარს, მათ შორის ძირი - 731.38 ლარი, პროცენტი - 0.0- ლარი, ჯარიმა - 73.87 ლარი.

 

3.2.8. მოვალეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულება ჯერ კიდევ არ არის შესრულებული;

 

3.2.9. იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N0-4-.3------.0-1 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი;

- N 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- N1------------ თავდებობის ხელშეკრულება;

- N3--------------- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- N3-------------- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება T-------------;

- გადახდის ისტორია;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ რუ--------------აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. რუ--------------ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

უდავოდ დგინდება, რომ სს ,,თი---------სა“ და რუ--------------ას შორის გაფორმდა არაერთი საბანკო ხელშეკრულება, კერძოდ: 20-5 წლის 0-----–-სს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0-4-.3------.0-1, 20-6 წლის 0-----–-სს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3--------------, 20-7 წლის 0-----–-სს საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება #3--------------, 20-7 წლის 0-----–-სს სწრაფი განვადება, 20-8 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3--------------. ასევე დადგენილია, რომ ბანკსა და ლა–---–--–--ას შორის 20-5 წლის 0-----–-სს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #1-----------, რომლითაც სანივთო უფლებით დაიტვირთა ქ. ს--------------–---–------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.0-.2-.0--; იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა ბანკსა და რუ--------------ას შორის 20-5 წლის 0-----–-სს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0-4-.3------.0-1 ხელშეკრულება. 20-6 წლის 0-----–-სს სს ,,თი---------სა“ და მა---–--–--------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #1------------, რომლის საფუძველზეც მა---–--–--------ემ აიღო ვალდებულება იყოს პასუხისმგებელი რუ--------------ას მიერ ბანკთან საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე. ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ საბანკო კრედიტის საფუძველზე გაცემული საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული წარმოშობილი ვალდებულებები #N3-------------- ხელშეკრულების ფარგლებში. თავდებობის ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ამ შემთხვევაში შედგენს 25870 ლარს ან მის ექვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, რუ--------------ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში: N3--------------, N3--------------, პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებისა და 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დარღვევისათვის. ასევე, ბანკმა შეიძინა უფლება 20-5 წლის 0-----–-სს გაფორმებული #1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკსა და რუ--------------ას შორის 20-5 წლის 0-----–-სს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0-4-.3------.0-1 ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, #0-4-.3------.0-1 ხელშეკრულების ვალდებულების ფარგლებში რეალიზებულ იქნას ქ. ს--------------–---–------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-.0-.2-.0--; ასევე ბანკმა შეიძინა მოთხოვნის უფლება #1------------ თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში მა---–--–--------ის მიმართ ბანკსა და რუ--------------ას შორის #N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში, 25870 ლარს ან მის ექვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში მოცულობით.

 

თავის მხრივ, რუ--------------ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. რუ--------------ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხე რუ--------------ამ დაარღვია ვალდებულებები და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, რუ--------------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის მიმღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, რუ--------------ას (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხაა 14857.96 ლარის ოდენობით; რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხაა 450.84 ლარის ოდენობით; ასევე რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხაა 537.09 ლარის ოდენობით; მასვე ბანკის“ სასარგებლოდ 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხაა 731.38 ლარის ოდენობით.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლომ შეამოწმა რა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის მოთხოვნილი ოდენობა გამომდინარეობს და შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და ძირ თანხასთან ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, მოპასუხე რუ--------------ა ყველა ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ხოლო თავდები მა---–--–--------ე N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადონ შეთანხმებისამებრ სრულად. გადასახდელი სარგებლის ოდენობა კი შეადგენს N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1005.23 ლარს; აღნიშნულ თანხაზე პასუხისმგებელია რუ--------------ა და თავდები მა---–--–--------ე. პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებიდან გამომდინარე პროცენტის თანხაზე 79.38 ლარზე კი პასუხისმგებელია რუ--------------ა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, წერილობით არის მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე რუ--------------ამ და მა---–--–--------ემ კი თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებები შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულეს, მათ ვადაზე ადრე შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან, აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მის მოთხოვნას შეადგენს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და რუ--------------ასა და მა---–--–--------ეს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 50- ლარის ოდენობით; რუ--------------ას N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 25 ლარის გადახდა, მასვე პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 26.85 ლარის გადახდა, 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი პირგასამტეხლოა 36 ლარის გადახდა.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბანკის სასარგებლოდ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე რუ--------------ასა და მა---–--–--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სარგებლის სახით 3006 ლარის გადახდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამრთლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებლია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევ მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'', რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, წლიური 20.5%-ის შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 20.5%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილ პერიოდზე უნდა დაეკისროს 3006 ლარის (ყოველთვიური პროცენტის თანხა - 250.5 ლარი ნამრავლი თორმეტ თვეზე) გადახდა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მა---–--–--------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა რუ--------------ას მიერ ბანკის მიმართ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რუ--------------ასთან ერთად N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა---–--–--------ეს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 2---- ლარით (ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თავდები პირის ინფორმირებულობას ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე. ამდენად, თავდებ პირმა მა---–--–--------ემ სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის რუ--------------ას მიმართ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო ვალდებულებისათვის. შესაბამისად, მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 16363.19 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14857.96 ლარი, პროცენტია 10-5.23 ლარი, დარიცხული პირგასამტეხოა 50- ლარი; მათვე სოლიდარულად სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსვლის სახით 30-6 ლარის გადახდა.

 

6.8. იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც უპირობოდ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, იპოთეკარი დაცული ხდება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.

 

დადგენილია, რომ სს ,,თი---------სა“ და ლა–---–--–--ას შორის 20-5 წლის 0-----–-სს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უზრუნველყოფილ იქნა ბანკსა და რუ--------------ას შორის 20-5 წლის 0-----–-სის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0-4-.3------.0-1 ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ #0-4-.3------.0-1 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა ბანკსა და რუ--------------ას შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3--------------. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრის დროისთვის #3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობაა 16363.19 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14857.96 ლარი, პროცენტია 1005.23 ლარი, დარიცხული პირგასამტეხოა 50- ლარი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, იპოთეკა ვრცელდება, 20-6 წლის 0-----–-სის #3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა ვრცელდება/შეადგენს N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 16363.19 ლარსა და ამავე, N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსვლის სახით 3006 ლარის გადახდის ვალდებულებაზე.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა, ან მისი ღირებულება და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მა---–--–--------ემ ძირითად მსესხებელ რუ--------------ასთან ერთად სოლიდარულად იკისრა კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს უფლება აქვს, N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონტრაჰენტს რუ--------------ასთან ერთად მა---–--–--------ეს წაუყენოს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალე კისრულობს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდას. სოლიდარული ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველი მოვალე კრედიტორის წინაშე ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთელი თავისი ქონებით. ასევე დადგენილია მხარეთა ნება და შეთანხმება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ უქმდება კრედიტორის მოთხოვნა.

 

ამდენად, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს როგორც იპოთეკით დატვირთული ქონებით, ასევე სოლიდარულ მოვალეთა ქონებით. შესაბამისად, N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღსრულება უნდა გაგრძელდეს ძირითადი მოვალის რუ--------------ასა და თავდები პირის მა---–--–--------ეს საკუთრებაში არსებული ქონებების მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა აღიარეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სესხის თანხის ძირითადი ვალდებულება. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვნის აღიარებულ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხეების რუ--------------ას (პ/ნ 3----------), ლა–---–--–--ასა (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) მიმართ თანხის დაკისრების, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულების წესით რეალიზაციის თაობაზე;

 

1.1. მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------), ლა–---–--–--ასა (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 16363.19 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14857.96 ლარი, პროცენტია 10-5.23 ლარი, დარიცხული პირგასამტეხოა 50- ლარი.

1.2. მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------), ლა–---–--–--ასა (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსვლის სახით 30-6 ლარის გადახდა.

1.3. N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 475.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 45-.84 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოა 2- ლარი.

1.4. რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს პრაიმ ქარდზე (გ----------------------) არსებული დავალიანებიდან გამომდინარე 643.32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 537.09 ლარი, დარიცხული პროცენტია 79.38, პირგასამტეხლოა 26.85 ლარი.

1.5. რუ--------------ას (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 767.38 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 731.38 ლარი, პირგასამტეხლოა 36 ლარი.

2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებელია, ზონა ს---------, სექტორი ქ-------------, კვარტალი-2-, ნაკვეთი - 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 8--.0- კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი : N1 განაშენიანების ფართი 12-.7- კვ.მ., N2 განაშენიანების ფართი 2-.5- კვ.მ. მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 4-.0-.2-.0--, მისამართი: ქ. ს--------------–---–-----------.

3. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს მოპასუხეების რუ--------------ასა და მა---–--–--------ეს (კუთვნილი ვალდებულების დარჩენილ ნაწილში) მთელი კუთვნილი ქონება.

 

4. მოპასუხეებს რუ--------------ას (პ/ნ 3----------), ლა–---–--–--ასა (პ/ნ 3----------) და მა---–--–--------ეს (პ/ნ 3----------) სს ,,თი---------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 45.09 ლარის გადახდა;

5. სს ,,თი---------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს, N---- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 592.58 ლარი; სს ,,თი---------ს“ (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 26.32 ლარი დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე