გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27354-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 მაისი 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი: სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: ნ-----–-------------–--ე
ი-----–-----------–--ე
წარმომადგენელი: ზ----------------–--ე
მ-----–---–---–---–ი
მოპასუხე: სსიპ შე-------–---------------ი
წარმომადგენელი: მ----------–--ე
მ----------–-–---–ი
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა
თანამდებობაზე აღდგენა
იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შე-------–---------------ის 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება Nპ----- ნ-----–-------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. მოსარჩელე, ნ-----–-------------–--ე აღდგენილ იქნას ტოლფას - ფ--------------------------------------ის თანამდებობაზე.
1.3. მოსარჩელე ნ-----–-------------–--ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური თვეში 4800 ლარის ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დაუბეგრავი).
1.4. ბათილად იქნას ცნობილი შე-------–---------------ის 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება Nპ----- ი-----–-----------–--ის სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში.
1.5. მოსარჩელე, ი-----–-----------–--ე აღდგენილ იქნას შე-------–---------------ის შ------------------------–-------------ის თანამდებობაზე.
1.6. ი-----–-----------–--ეს აუნაზღაურდეს უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნის შედეგად განაცდური - ხელფასი ყოველთვიურად 3000 ლარის ოდენობით სამსახურში აღდგენამდე (დაუბეგრავი).
იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები:
-ი-----–-----------–--ის სარჩელი (ტომი I, ს.ფ 1-17);
-თავდაპირველი სარჩელის დაზუსტება (ტომი I, ს.ფ 212-230);
-ნ-----–-------------–--ის სარჩელი (ტომი III, ს.ფ 1-14);
-თავდაპირველი სარჩელის დაზუსტება (ტომი III, ს.ფ 197-213);
- 2016 წლის 29 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი (ტომი IV, ს.ფ 433-437);
- სასარჩელო მოთხოვნის საბოლოო დაზუსტება/განცხადება (ტომი IV, ს.ფ 554);
სარჩელის საფუძვლები
1.4. სსიპ შე-------–---------------ის 2012 წლის 15 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე ნ-----–-------------–--ე დაინიშნა სსიპ შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------------------ის თანამდებობაზე. სსიპ შე-------–---------------ის 2015 წლის 24 ნოემბრის Nპ----- ბრძანებით იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 06 ნოემბრის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე, რომლის თანახმადაც იგი, როგორც ა------------–----–-----------------------------ი ჯეროვნად ვერ ახორციელებდა დ-------------ების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, მათ შორის ფუნქცია მოვალეობების გადანაწილებას, კოორდინაციას და ზედამხედველობას, რაც ჩაეთვალა შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებად. სარჩელის თანახმად აღნიშნული დასკვნა არის ტენდენციური და აშკარად დისკრიმინაციული შემდეგ გარემოებათა გამო: დასკვნა ეხება საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყ------ზე" განხორციელებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აგვისტოს N1--- განკარგულებით შე-------–---------------ს მიეცა უფლება საბაჟო გამშვები პუნქტი "ყ------ი"-ს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ს.გ.პ. "ყ------ი'' გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვის მიზნით 2015 წლის 11 აგვისტოს შე-------–---------------სა და ფ/პ ლ-–--------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #1---- ღირებულებით 1819 00 ლარი. დასკვნა ეხება სამ გარემოებას: 1. შესაძლებელი იყო თუ არა ვენტილაცია-კონდიცირების მთელი სისტემის რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვისას მისი ერთ-ერთი დეტალის, კერძოდ "ჩილერის" უფრო იაფად შეძენა; 2. რატომ არ ჩატარდა ფასთა გამოკითხვა აღნიშნული საკითხის ირგვლივ; პირველ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შესყიდული ობიექტის ერთერთი კომპონენტის ე.წ. "ჩილერის" იაფად შეძენას მოსარჩელის აზრით: დამოუკიდებელი კომპონენტის შესყიდვა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა განსახორციელებელი სახელწმიფო შესყიდვის ბუნებას, მხოლოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვის ვალდებულება გამომდინაროებს პირდაპირ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N1--- განკარგულებიდან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შე-------–---------------ს დაევალა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამრიგად, მთავრობის დადგენილებიდან ნათლად ჩანს, რომ შე-------–---------------ს დაევალა მომსახურების და არა სამშენებლოსარეაბილიტციო სამუშაოების შემადგენელი ათეულობით სხვადასხვა კომპონენტის დამოუკიდებელი შესყიდვის სახით შესყიდვა და ამ შესყიდვის განხორციელება მას დაევალა შეზღუდულ ვადაში. შეზღუდული ვადა კი პირდაპირ გამორიცხავს მთლიანი მომსახურების შესყიდვის ცალკეულ კომპონენტებად დაშლის თეორიულ შესაძლებლობასაც კი, და ბადებს ლოგიკურ შეკითხვას: შე-------–---------------ს სამშენებლოსარეაბილიტაციო სამუშაოების ცალკეული კომპონენტების შესყიდვა რომ განეხორციელებინა გამოიწვევდა თუ არა ეს დაგეგმილი შესყიდვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას, ვინაიდან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ბევრ სხვა და სხვა კომპონენტს აერთიანებს და მეორე ე.წ. "ჩილერის" დამოუკიდებელი კომპონენტის სახით შესყიდვა გამოიწვევდა თუ არა უპირობოდ მისი მომსახურების დამოუკიდებელი შესყიდვის სახით განხორციელების აუცილებლობას? პასუხია კი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა ვადაში გაჭიანურებისა და დამატებითი ხარჯის წარმოქმნისა ცალკეული კომპონენტების. მომწოდებელები ვერ უზრუნველყოფენ გასცენ შემსყიდველზე მთლიან სისტემაში მათ მიერ მოწოდებული პროდუქციის გამართული მუშაობის გარანტია. კითხვა მეორე: ე.წ. „ჩილერის“ განხორციელებულ შესყიდვაში დაფიქსირებულზე „იაფად“ შესყიდვა გამოიწვევდა თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხარჯების შემცირებას ანუ იქნებოდა თუ არა დადებითი ფისკალური ეფექტის მომტანი? იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებელ კომპონენტებად სარემონტო-სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვა მთავრობის განკარგულებით რეგლამენტირებულ „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზანს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. 2015 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დარიალის ხეობაში საბაჟო-გამშვებ პუნქტში სტუმრობის დროს ამ უკანასკნელის მითითების შესაბამისად შე-------–---------------ის ა------------–----– დ-------------ს დაევალა საბაჟო-გამშვები პუქტების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ამ დავალების შესაბამისად შე-------–---------------ის უფროსის მითითებით ამავე სამსახურის ა------------–----–-----------------ის ი-----------------------------------ის სამმართველოს მიერ შედგა გამშვები პუნქტების რეაბილიტაციისათვის გასატარებელი სამუშაოების საერთო (საორიენტაციო) ღირებულება, რაც განისაზღვრა 1 150 000 ლარით. განმარტებითი ბარათი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გაიგზავნა შე-------–---------------ის უფროსის ხელმოწერით. აღნიშნული განმარტებითი ბარათის _ საფუძველზე 2015 წლის 3 აგვისტოს გამოიცა საქართველოს მთავრობის N1--- განკარგულება, რომლის შესასრულებლად ა------------–----–-----------------ის ი-----------------------–--------------ის სამმართველომ დაიწყო მომწოდებლების მოძიება. ადამიანური რესურსების დეფიციტის, დროში შეზღუდვისა და შესასყიდი სამუშაოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე მომსახურების გამწევის მოძიებაში ი-----------------------------------ის სამმართველოს გარდა მოსარჩელის თხოვნით ჩაერთო შ------------------------–-------------ი. შესასყიდ საქონელზე სავარაუდო ფასის განსაზღვრის მიზნით დაუკავშირდნენ შპს „ქ-----–ს“, შპს „თ---–--------------სა“ და ფიზიკურ პირ ლ-–--------–-–---–ს, რომელთანაც ურთიერთობის გამოცდილება შე-------–---------------ს ტენდერის საშუალებით ანალოგიური ტიპის მომსახურების შესყიდვაზე უკვე ჰქონდა, მომწოდებელის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად აკმაყოფილებდა ყველანაირ მოქმედ სტანდარტებს და არანაირი პრეტენზიები მის მიმართ სამსახურს არ გააჩნდა, პოტენციური პრეტენდენტების წინადადებები იყო ასეთი: შპს „ქ-----–ის“ წინადადებით შესასყიდი საქონლის ღირებულება იქნებოდა 250 000 ლარი, ხოლო მოწოდება-მონტაჟს ვადა არანაკლებ ორთვენახევარი, შპს „თ---–--------------ის“ წინადადებით საქონლის ღირებულება იქნებოდა მინიმუმ 220 000 ლარი, ხოლო მოწოდება-მონტაჟის ვადა 2 თვე, ხოლო პიზიკური პირის ლ-–--------–-–---–ის წინადადებით საქონლის მიწოდებამონტაჟის ღირებულება იქნებოდა 201 000 ლარი, ხოლო ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 3 სექტემბრისა. ვინაიდან, მთავრობის N1--- განკარგულებით სამუშაოების მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა შესრულებულიყო „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად“, ხოლო აღნიშნული „შეზღუდული ვადა“ ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი დავალების შესაბამისად გულისხმობდა იმას, რომ შესყიდვა უნდა დასრულებულიყო 2015 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, ვერც შპს „ქ-----–ი“ და ვერც შპს „თ---–--------------ი“ ვერ აკმაყოფილებდნენ შე-------–---------------ის მოთხოვნებს ვადაში შესრულების კუთხით, ვინაიდან, მხოლოდ ფიზიკური პირის ლ-–--------–-–---–ის შემოთავაზებული წინადადება აკმაყოფილებდა ვადისა და ღირებულების კრიტერიუმებს, პოტენციურ პრეტენდენტ ლ-–--------–-–---–ის მიერ ობიექტის დათვალიერების შემდგომ შედგა დეფექტური აქტი, დეფექტური აქტის საფუძველზე მეორე დღესვე ლ-–--------–-–---–მა მიაწოდა შესასყიდი საქონლისა და მომსახურების დეტალუტალური ხარჯთაღრიცხვა 201 000 ლარზე. ხარჯთაღრიცხვა მოსარჩელემ წარუდგინა შე-------–---------------ის უფროსს გ---------------–---–ს. გ---------------–---–მა მიღებული ინფორმაცია მიიღო ცნობად, რომლის საფუძველეც ნ-----–-------------–--ემ, დ-------------ის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება 201 000 ლარზე ფ.პ. ლ-–--------–-–---–თან გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ნ-----–-------------–--ის და შ------------------------–-------------ის ინიციატივითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულმა ფასმა 201 000 ლარიდან დაიკლო 181 900 ლარამდე ანუ შესყიდვის ობიექტი გაიაფდა 19 100 ლარით. 2015 წლის 11 აგვისტოს ფ.პ. ლ-–--------–-–---–თან გაფორმდა ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის რებილიტაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ნაცლად ხელმძღვანელობასთან შეთანხემული 201 000 ლარისა 181 900 ლარზე. სამუშაოები შესრულდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დადგენილ ვადაში. სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტი შედგა ი-----------------------------------ის სამმართველოს მიერ ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე. სწორედ აღნიშნული გარემოება მიუთითებს ნ-----–-------------–--ის მიერ როგორც ეკონომიურობის ისე ეფექტიანობის პრინციპის უპირობი დაცვას და სწორედ მისი აქტიური მოქმედებების შედეგაც მიღწეულ იქნა ის შედეგი, რომლითაც სახელმწიფომ ზემოაღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დაზოგა 19 100 ლარი და ეფექტურად - დადგენილ ვადასა და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად მიიღო მოსალოდნელი შედეგი.
მოსარჩელე ი-----–-----------–--ე სსიპ შე-------–---------------ის ა------------–----– დ-------------ში მუშაობდა 2009 წლიდან, თავდაპირველად ს------------------------–-------–---–----ის, ხოლო 2015 წლის მარტის თვიდან შ------------------------–-------------ის თანამდებობაზე. შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------ის შესყიდვების სამმართველოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვების საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭირო შემთხვევაში მათში განხორციელებული ცვლილებების პროექტის მომზადება.
ი-----–-----------–--ეს მუშაობის პერიოდში (2009 წლიდან მისი სამსახურიდან განთავისუფლებამდე) არ ჩაუდენია რაიმე სახის სამსახურებრივი გადაცდომა, შესაბამისად მის მიმართ არასოდეს არ გამოტანილა გაფრთხილება, კუთვნილი ხელფასის დაკავება და სხვა კანონით გათვალისწინებული დისციპლინარული ზომა.
შე-------–---------------ის უფროსის გ---------------–---–ის 2015 წლის 24 ნოემბერს გამოცემული ბრძანების Nპ------ის შესაბამისად ი-----–-----------–--ე განთავისუფლებულია სამსახურიდან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
შე-------–---------------ის 2015 წლის 25 სექტემბერის N°35769 ბრძანების საფუძველზე ამავე სამსახურის მ-------------ის დ-------------ს დაევალა 2012 წლიდან ს.გ.პ. „ყ------ი"-ში შესრულებულ სხვა და სხვა სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციისას გამოვლენილ ხშირ ხარვეზებთან/დეფექტებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, რის საფუძველზეც მ-------------ის სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ნოემბერს შედგენილია დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე. შე-------–---------------ის 2015 წლის 06 ნოემბერს შედგენილია დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე ი-----–-----------–--ის მიმართ დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ნაწილში არასწორია, არ არის გამოკვლეული სრულყოფილად სინამდვილეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და ის ფაქტობრივი გარემოებები (რაზეც დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში) რაც დადგენილია ა------------–----–ი ორგანოს მიერ არ არის სწორად შეფასებული, ხშირ შემოგვევაში დასკვნაში გადმოცემული ფაქტები რბილად, რომ ვთქვათ ტყუილია და მხოლოდ ცალკეული დაინტერესებული პირების პირადი მოსაზრებითაა გადმოცემული.
სარჩელის თანახმად მას შემდეგ რაც ი-----–-----------–--ემ ჩაიბარა სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ ბრძანება მან მიმართა მოპასუხეს განემარტათ მისთვის თუ რატომ მოხდა მის მიმართ უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნა და 2015 წლის 13 დეკემბერს მიღებული წერილით მოპასუხე არც კი შეეცადა დაესაბუთებინა სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი. აღნიშნული არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან სინამდვილეში არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ი-----–-----------–--ის სამსახურიდან განთავისუფლებას კანონიერს გახდის. ამდენად მოპასუხის ე.წ. დასაბუთებული წერილი შედგენილი 03 დეკემბერს ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დასაბუთებულად.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნეს.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ი-----–-----------–--ე შე-------–---------------ის ა------------–----– დ-------------ში მუშაობდა 2009 წლიდან, თავდაპირველად ს------------------------–-------–---–----ის, ხოლო 2015 წლის მარტის თვიდან შ------------------------–-------------ის თანამდებობაზე და მისი მუშაობის პერიოდში (2009 წლიდან სამსახურიდან განთავისუფლებამდე) არ ჩაუდენია რაიმე სახის სამსახურებრივი გადაცდომა, შესაბამისად მის მიმართ არასოდეს არ გამოყენებულა გაფრთხილება კუთვნილი ხელფასის დაკავება და სხვა კანონით გათვალისწინებული ზომა. უფრო მეტიც ი-----–-----------–--ის მიმართ, მისი მუშაობის ხანგრძლივ პერიოდში გამოყენებულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ზომები, როგორიცაა მადლობის გამოცხადება, პრემიების დანიშვნა, სამსახურში დაწინაურება და სხვა.
ი-----–-----------–--ის ყოველთვიური ხელფასი (ანაზღაურება და დანამატი) შეადგენდა 3000 ლარს. უდავოა, რომ მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე იხ (ს.ფ 58);
- სსიპ შე-------–---------------ის ბრძანებები და ცნობები იხ. ტომი II (ს.ფ 35-64);
3.2.2 შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------ის შ-------------------------–ოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვების საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭირო შემთხვევაში მათში განხორციელებული ცვლილებების პროექტის მომზადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე იხ (ს.ფ 58);
3.2.3 სსიპ შე-------–---------------ის უფროსის გ---------------–---–ის 2015 წლის 24 ნოემბერს გამოცემული ბრძანების N პ-------ის შესაბამისად ი-----–-----------–--ე განთავისუფლებულია სამსახურიდან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო. შე-------–---------------ის 2015 წლის 25 სექტემბერის N4----- ბრძანების საფუძველზე ამავე სამსახურის მ-------------ის დ-------------ს დაევალა 2012 წლიდან ს.გ.პ. „ყ------ი"-ში შესრულებულ სხვა და სხვა სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციისას გამოვლენილ ხშირ ხარვეზებთან/დეფექტებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, რის საფუძველზეც მ-------------ის სამსახურის მიერ 2015 წლის 06 ნოემბერს შედგენილია დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე იხ (ს.ფ 58);
3.2.4 სსიპ შე-------–---------------ის 2012 წლის 05 ნოემბერის ბრძანების საფუძველზე ნ-----–-------------–--ე დაინიშნა, სსიპ შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------------------ის თანამდებობაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- სსიპ შე-------–---------------ის ბრძანება იხ.(ს.ფ.15);
3.1.2. სსიპ შე-------–---------------ის უფროსის 2015 წლის 24 ნოემბრის N1655 ბრძანების საფუძველზე ნ-----–-------------–--ე გათავისუფლდა, დაკავებული თანამდებობიდან, 2015 წლის 06 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- სსიპ შე-------–---------------ის ბრძანება იხ (ს.ფ 16);
- დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე იხ (ს.ფ 58);
3.1.3. სსიპ შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ნ-----–-------------–--ის ხელფასი შეადგენდა 2400 ლარს, დანამატის სახით აგრეთვე ყოველთვიურად იღებდა 2400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი/შესაგებელი (მხარეთა ახსნა-განმარტებანი);
- სსიპ შე-------–---------------ის ბრძანებები და ცნობები იხ. ტომი II (ს.ფ 35-64);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განსახილველ სამართალურთიერთობაში ვიცით, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ერთდროულად, კერძოდ „შე-------–---------------ის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლის ,,დ“ პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შე-------–---------------ის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის Nპ34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შე-------–---------------ის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ა------------–----–-----------------------------ის - ნ-----–-------------–--ის და ა------------–----–-----------------ის შ------------------------–-------------ის - ი-----–-----------–--ის მიმართ გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,სამსახურიდან გათავისუფლება“ და განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, 2015 წლის 24 ნოემბრიდან.
გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო 24.11.2015 წლის სამსახურეობრივი მ-------------ის დ-------------ის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის
ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
შესაბამისად, გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს:
- ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას, რაც გახდა საფუძველი მოსარჩელეთა გათავისუფლებისა;
- იყო თუ არა დარღვევა უხეში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობას ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თობაზე აპელირევს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცებისტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე Nას-1276-1216-2014), 2015წლის 23 მარტის (საქმე Nას-122-114-2015) განჩნებებში.
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N 1--- განკარგულებით შე-------–---------------ს მიეცა უფლება საბაჟო გამშვები პუნქტი „ყ------ი“-ს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ს.გ.პ. „ყ------ი“-ს გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვის მიზნით 2015 წლის 11 აგვისტოს შე-------–---------------სა და ფ/პ ლ-–--------–-–---–ს (პ/ნ 01030028942) შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1---- ღირებულებით 181 900 (ას ოთხმოცდაერთიათას ცხრაასი) ლარი.
აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ა------------–----–მა დ-------------მა წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: დეფექტური აქტი ნ/გ 05/08/2015 (შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ხარჯთაღრიცხვა), ხელშეკრულება N 1---- 11/08/2015 და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკაცია, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა 04/09/2015, მიღება-ჩაბარების აქტი 04/09/2015 და ს.გ.პ. „ყ------ი“-ს პროექტი, რომელიც შედგენილია 2012 წელს. ს.გ.პ. „ყ------ი“-ს გათბობა-ვენტილაციის სისტემის დეფექტური აქტის თანახმად, სისტემა გამოსული იყო მწყობრიდან და საჭიროებდა როგორც აღდგენას, ასევე სხვადასხვა დანადგარების და ნაწილების შეცვლას.
კერძოდ, 2015 წლის 5 აგვისტოს შედგენილ დეფექტურ აქტში მოცემულია, რომ: კალორიფელები ყინვისგან იყო დახეთქილი რამოდენიმე ადგილას და საჭიროებდა დემონტაჟს, ტრანსპორტირებას თბილისში და ტესტირებას. შემდეგ აღდგენას, ისევ ტესტირებას მაღალ წნევაზე და ისევ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და მონტაჟს (ახლის შეძენის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 25 000 ლარია და წარმოება მინიმუმ 1 თვე). კალორიფელების შემდგომი კლიმატური პირობებისაგან დასაცავად აუცილებელია შეძენილი და დამონტაჟებული იქნას შესაბამისი სიმძლავრის ავტომატური ბლოკების კომპლექტი ყოველი კალორიფელისათვის და ასევე დამატებითი ფილტრები, ჩილერი გამოსული იყო მწყობრიდან, მისი მუშა ნაწილები 15 სანტიმეტრამდე ქვიშაში იყო ჩაფლული (სტიქიის შედეგად); საჭირო იყო დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. • საქვაბეში 14-დან 6 ცალი საცირკულაციო ტუმბო იყო გადამწვარი და საჭიროებდა შეცვლას.
2015 წლის 11 აგვისტოს N 1---- ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმებულია ფ/პ ლ-–--------–-–---–თან, ხელშეკრულების საგანია ს.გ.პ. „ყ------ი“-ს გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვა, რომელიც განხორციელდა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 181 900 (ას ოთხმოცდაერთიათას ცხრაას) ლარს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებისა და გადასახადების (დღგ და სხვა) ჩათვლით. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სსიპ „შე-------–---------------ის“ უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირთა ჯგუფი. ხელშეკრულების შესრულების 2015 წლის 11 აგვისტოს N 1---- ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმებულია ფ/პ ლ-–--------–-–---–თან, ხელშეკრულების საგანია ს.გ.პ. „ყ------ი“-ს გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების პაკეტის შესყიდვა, რომელიც განხორციელდა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 181 900 (ას ოთხმოცდაერთიათას ცხრაას) ლარს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებისა და გადასახადების (დღგ და სხვა) ჩათვლით. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სსიპ „შე-------–---------------ის“ უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირთა ჯგუფი. ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------------------ის მოადგილე ან/და ა------------–----–-----------------ის ი-----------------------------------ის სამმართველოს უფროსი, შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი რაოდენობებისა და ერთეულის ღირებულებების მითითებით მოცემულია ხელშეკრულების დანართ N1-ში და წარმოადგენს ნელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ამავე ხელშეკრულების მე-10 პუნქტის 104 ქვეპუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად“.
ა------------–----–-----------------------------ის ნ-----–-------------–--ის 2015 წლის 28 სექტემბრის N 138329-21 წერილით, სამსახურებრივი მ-------------ის დ-------------ში წარმოდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია ხელშეკრულება N 1---- 11/08/2015-ის N1 დანართის მე-8 პოზიციაზე მოცემულ სამონტაჟო სამუშაოებსა და მათი ღირებულების თაობაზე, რაც ჯამში შედგენს 23 000 ლარს.
2015 წლის 4 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შე-------–---------------ი“-ს ა------------–----–-----------------ის ი-----------------------------------ის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ტარიელ უნაფქოშვილის მიერ, 2015 წლის 4 სექტემბერს განხორციელდა ინსპექტირება სსიპ შე-------–---------------სა და ფპ ლ-–--------–-–---–ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებულ N 1---- ხელშეკრულებაზე, ტარიელ უნაფქოშვილი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ს.გ.პ. „ყ------ი“ს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება/მონტაჟი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 181,900.00 ლარს, განხორციელდა 2015 წლის 11 აგვისტოს N1---- ხელშეკრულების პირობების დაცვით, 2015 წლის 4 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა სსიპ შე-------–---------------ის ა------------–----–-----------------------------ის მოადგილე ლ-–----------–სა და ფ/პ ლ-–--------–-–---–ს შორის, მასზედ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული 1---- ხეშეკრულების საფუძველზე ფ. ლ-–--------–-–---–მა ჩააბარა, ხოლო ა------------–----–-----------------------------ის მოადგილემ ლ-–----------–მა ჩაიბარა ს.გ.პ. “ყ------ი"-ში გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტის მიწოდება მონტაჟით, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 181,900.00 ლარს, მიღება-ჩაბარება განხორციელდა ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ცხრილის საფუძველზე.
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყ------ი“-ს 2012 წლის პროექტი შედგენილია შპს „ბ-------–---–-------------------------------ი“-ს (ს/კ 206334705) მიერ. აღნიშნული პროექტი შედგება ხუთი ნაწილისგან: არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, წყალკანალიზაციის პროექტი, სანიაღვრის პროექტი და ვენტილაციის პროექტი, ვენტილაციის პროექტი შესრულებულია გ--------------–---–ის მიერ 2012 წლის 18 აპრილს. ვენტილაციის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვენტილაციის სისტემა გაყოფილია ორ ნაწილად: მოდინებითი და გამწოვი სისტემები. მოწოდებული ჰაერი ზამთრის პერიოდში შეთბება წყლის თბომცველების საშუალებით, ხოლო ზაფხულის პერიოდში გაცივდება ზედაპირული ჰაერგამაციებლის საშუალებით. ვენტილაციის ჰაერგამტარები განთავსებულია ჭერის ქვეშ. ცენტრალური ვენტილატორები მოდ. N1, N2 და გამ.ს N1, N2 დაპროექტებულია შენობის მანსარდაში. ცენტრალური ვენტილატორები მოდ. ს N3, N4 და გამ.ს N3 N4 დაპროექტებულია შენობის გარე კედელზე. ვენტილაციის პროექტის სპეციფიკაციის თანახმად, ს.გ.პ. „ყ------ი“-ს შენობების გაგრილებას ჭირდება 14 კვტ. 150 კჯ. 120 კვტ. 130 კვტ. რაც ჯამში შეადგენს 144 კვტ-ს, აქვე გასათვალისწინებელია დანაკარგი, რაც დაახლოებით 20% შეადგენს.
სსიპ შე-------–---------------ის პოზიციით ს.გ.პ. „ყ------ი“-ს ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის დეფექტური აქტი და ხელშეკრულება N 1---- 11/08/2015 სამსახურებრივი შესწავლისას დადგინდა, რომ ს.გ.პ. „ყ------ი“-ს ვენტილაციაკონდიცირების სისტემის დეფექტური აქტი შედგენილია იმავე ფიზიკური პირის მიერ, ვისთანაც შემდგომში გაფორმდა ხელშეკრულება აღნიშნული სისტემის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე, კერძოდ ფ/პ „ლ-–--------–-–---–თან“.
მიმდინარე საქმეში, სასამართლო ადგენს, რამდენად ჯეროვნად განახორციელეს მოსარჩელეებმა, ის ფუნქცია მოვალეობანი, რომელსაც მათ ედავებათ სსიპ შე-------–---------------ი.
კერძოდ სასამართლო იკვლევს, ს.გ.პ. „ყ------ი“-ს ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობისთვის მოსარჩელეებმა, რომელთაც პირდაპირ დაევალათ უზრუნველეყოთ მისი გამართულად მუშაობა, შეასრულეს თუ არა სამუშაო სრულყოფილად და ადექვატურ ფასად, აღნიშნული გარემოებების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები, სამუშაოს მოცულობა, გარემო პირობები, მანძილი, დრო და სხვა მრავალი გარემოება, ვინაიდან სამუშაოები სრულდებოდა ხეობაში სადაც სტიქიური პროცესები ხშირად ვითარდება.
დასკვნა ეხება სამ გარემოებას: 1. შესაძლებელი იყო თუ არა ვენტილაცია-კონდიცირების მთელი სისტემის რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვისას მისი ერთ-ერთი დეტალის, კერძოდ "ჩილერის" უფრო იაფად შეძენა; 2. რატომ არ ჩატარდა ფასთა გამოკითხვა აღნიშნული საკითხის ირგვლივ; პირველ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შესყიდული ობიექტის ერთერთი კომპონენტის ე.წ. "ჩილერის" იაფად შეძენას მოსარჩელის აზრით: დამოუკიდებელი კომპონენტის შესყიდვა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა განსახორციელებელი სახელწმიფო შესყიდვის ბუნებას, მხოლოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვის ვალდებულება გამომდინაროებს პირდაპირ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N1--- განკარგულებიდან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შე-------–---------------ს დაევალა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამრიგად, მთავრობის დადგენილებიდან ნათლად ჩანს, რომ შე-------–---------------ს დაევალა მომსახურების და არა სამშენებლო სარეაბილიტციო სამუშაოების შემადგენელი ათეულობით სხვადასხვა კომპონენტის დამოუკიდებელი შესყიდვის სახით შესყიდვა და ამ შესყიდვის განხორციელება მას დაევალა შეზღუდულ ვადაში. შეზღუდული ვადა კი პირდაპირ გამორიცხავს მთლიანი მომსახურების შესყიდვის ცალკეულ კომპონენტებად დაშლის თეორიულ შესაძლებლობასაც კი და ბადებს ლოგიკურ შეკითხვას: შე-------–---------------ს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ცალკეული კომპონენტების შესყიდვა რომ განეხორციელებინა გამოიწვევდა თუ არა ეს დაგეგმილი შესყიდვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას, ვინაიდან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ბევრ სხვა და სხვა კომპონენტს აერთიანებს და მეორე ე.წ. "ჩილერის" დამოუკიდებელი კომპონენტის სახით შესყიდვა გამოიწვევდა თუ არა უპირობოდ მისი მომსახურების დამოუკიდებელი შესყიდვის სახით განხორციელების აუცილებლობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა ვადაში გაჭიანურებისა და დამატებითი ხარჯის წარმოქმნისა ცალკეული კომპონენტების მომწოდებელები ვერ უზრუნველყოფენ გასცენ შემსყიდველზე მთლიან სისტემაში მათ მიერ მოწოდებული პროდუქციის გამართული მუშაობის გარანტია. ე.წ. „ჩილერის“ განხორციელებულ შესყიდვაში დაფიქსირებულზე „იაფად“ შესყიდვა გამოიწვევდა თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხარჯების შემცირებას ანუ იქნებოდა თუ არა დადებითი ფისკალური ეფექტის მომტანი? იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებელ კომპონენტებად სარემონტო-სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვა მთავრობის განკარგულებით რეგლამენტირებულ „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზანს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. 2015 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დარიალის ხეობაში საბაჟო-გამშვებ პუნქტში სტუმრობის დროს ამ უკანასკნელის მითითების შესაბამისად შე-------–---------------ის ა------------–----– დ-------------ს დაევალა საბაჟო-გამშვები პუქტების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ამ დავალების შესაბამისად შე-------–---------------ის უფროსის მითითებით ამავე სამსახურის ა------------–----–-----------------ის ი-----------------------------------ის სამმართველოს მიერ შედგა გამშვები პუნქტების რეაბილიტაციისათვის გასატარებელი სამუშაოების საერთო (საორიენტაციო) ღირებულება, რაც განისაზღვრა 1 150 000 ლარით. განმარტებითი ბარათი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გაიგზავნა შე-------–---------------ის უფროსის ხელმოწერით. აღნიშნული განმარტებითი ბარათის _ საფუძვველზე 2015 წლის 3 აგვისტოს გამოიცა საქართველოს მთავრობის N1--- განკარგულება, რომლის შესასრულებლად ა------------–----–-----------------ის ი-----------------------–--------------ის სამმართველომ დაიწყო მომწოდებლების მოძიება. ადამიანური რესურსების დეფიციტის, დროში შეზღუდვისა და შესასყიდი სამუშაოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე მომსახურების გამწევის მოძიებაში ი-----------------------------------ის სამმართველოს გარდა მოსარჩელის თხოვნით ჩაერთო შ------------------------–-------------ი. შესასყიდ საქონელზე სავარაუდო ფასის განსაზღვრის მიზნით დაუკავშირდნენ შპს „ქ-----–ს“, შპს „თ---–--------------სა“ და ფიზიკურ პირ ლ-–--------–-–---–ს, რომელთანაც ურთიერთობის გამოცდილება შე-------–---------------ს ტენდერის საშუალებით ანალოგიური ტიპის მომსახურების შესყიდვაზე უკვე ჰქონდა, მომწოდებელის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად აკმაყოფილებდა ყველანაირ მოქმედ სტანდარტებს და არანაირი პრეტენზიები მის მიმართ სამსახურს არ გააჩნდა, პოტენციური პრეტენდენტების წინადადებები იყო ასეთი: შპს „ქ-----–ის“ წინადადებით შესასყიდი საქონლის ღირებულება იქნებოდა 250 000 ლარი, ხოლო მოწოდება-მონტაჟს ვადა არანაკლებ ორთვენახევარი, შპს „თ---–--------------ის“ წინადადებით საქონლის ღირებულება იქნებოდა მინიმუმ 220 000 ლარი, ხოლო მოწოდება-მონტაჟის ვადა 2 თვე, ხოლო პიზიკური პირის ლ-–--------–-–---–ის წინადადებით საქონლის მიწოდებამონტაჟის ღირებულება იქნებოდა 201 000 ლარი, ხოლო ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 3 სექტემბრისა. ვინაიდან, მთავრობის N1--- განკარგულებით სამუშაოების მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა შესრულებულიყო „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად“, ხოლო აღნიშნული „შეზღუდული ვადა“ ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი დავალების შესაბამისად გულისხმობდა იმას, რომ შესყიდვა უნდა დასრულებულიყო 2015 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, ვერც შპს „ქ-----–ი“ და ვერც შპს „თ---–--------------ი“ ვერ აკმაყოფილებდნენ შე-------–---------------ის მოთხოვნებს ვადაში შესრულების კუთხით, ვინაიდან, მხოლოდ ფიზიკური პირის ლ-–--------–-–---–ის შემოთავაზებული წინადადება აკმაყოფილებდა ვადისა და ღირებულების კრიტერიუმებს, პოტენციურ პრეტენდენტ ლ-–--------–-–---–ის მიერ ობიექტის დათვალიერების შემდგომ შედგა დეფექტური აქტი, დეფექტური აქტის საფუძველზე მეორე დღესვე ლ-–--------–-–---–მა მიაწოდა შესასყიდი საქონლისა და მომსახურების დეტალუტალური ხარჯთაღრიცხვა 201 000 ლარზე. ხარჯთაღრიცხვა მოსარჩელემ წარუდგინა შე-------–---------------ის უფროსს გ---------------–---–ს. გ---------------–---–მა მიღებული ინფორმაცია მიიღო ცნობად, რომლის საფუძველეც ნ-----–-------------–--ემ, დ-------------ის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება 201 000 ლარზე ფ.პ. ლ-–--------–-–---–თან გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ნ-----–-------------–--ის და შ------------------------–-------------ის ინიციატივითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულმა ფასმა 201 000 ლარიდან დაიკლო 181 900 ლარამდე ანუ შესყიდვის ობიექტი გაიაფდა 19 100 ლარით. 2015 წლის 11 აგვისტოს ფ.პ. ლ-–--------–-–---–თან გაფორმდა ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის რებილიტაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ნაცლად ხელმძღვანელობასთან შეთანხემული 201 000 ლარისა 181 900 ლარზე. სამუშაოები შესრულდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დადგენილ ვადაში. სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტი შედგა ი-----------------------------------ის სამმართველოს მიერ ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რა ალტერნატიული ღონისძიებანი უნდა განეხორციელებინათ მოსარჩელებს, იმისთვის რომ ბიუჯეტის თანხები დაეზოგათ, დაუდასტურებელი ის გარემოებაც რომ შეკეთების შედეგად ჩილერი შეძლებდა გამართულად მუშაობას, ვინაიდან სახელმწიფოს ბალანზე არ იყო ჩილერი, რომლის შეკეთებასაც შემოსავლები მიზანშეწონილად მიიჩნევდა, აღნიშნულისთვის საჭირო გახდებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რაც დროში გაიწელებოდა და გარდა დროისა
შესაძლოა მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N 1--- განკარგულების მიზანიც არ ყოფილიყო მიღწეული.
იმისთვის, რომ ყოველი კონკრეტული ქმედების მართლზომიერება, შეფასდეს და იგულისხმება მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, საჭირო და აუცილებელი, ლოგიკურად, თანმიმდევრულად, სამართლიანად და კვალიფიციურად გამოიკვლიოს დამსაქმებელმა ყველა ფაქტი და ქმედება იმ დასაქმებულის, რომელის ქმედებაც მას ე.წ ზიანს აყენებს.
როგორც ჩანს სამსახურიდან დათხოვნილმა მოსარჩელეებმა, მთავრობის 2015 წლის N 1--- განკარგულების გამოცემის მიზანს მიაღწიეს და ს.გ.პ. „ყ------ი“-ს გათბობა/ ვენტილაცია/ კონდიცირების სისტემა აამუშავეს, ხოლო განკარგულების გამოცემამდე არსებული ჩილერი, რომლის შეკეთების შემთხვევაშიც შე-------–---------------ი თანხებს დაზოგავდა დღესაც დაზიანებული და გაუმართავია.
ასეთი მოცემულობის პირობებში, მით უმეტეს წარუმატებლობისთვისაა განწირული დამსაქმებლის მხრიდან იმის მტკიცება, თუ რატომ გახდა დარღვევა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი და ხომ არ იქნებოდა მოპასუხის მიერ მითითებული დარღვევისათვის სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი სახდელის (საყვედური, დაქვეითება და სხვა) გამოყენება უფრო თანაზომიერი (სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ გადაცდომის არსებობისა და დადასტურების პირობებშიც კი, დამსაქმებელი ყოველთვის ვალდებულია ამტკიცოს უკიდურესად მკაცრი გადაწყვეტილების მიღების მართებულობა).
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით- სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას: შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული.მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა უკანონოდ, რაც სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია
აღნიშნულის გათვალისწინებით,სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ ვერ ზიდა მისი მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც ’’ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებისთვის ლეგიტიმური საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 და მე-8 მუხლები, ასევე მე-14 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; CASE OF COPLAND v. THE UK; CASE OF BARBULESCU v. ROMANIA; VASE OF SIDABRAS AND DZIAUTAS v. LITHUANIA; CASE OF A. VOLKOV v. UKRAINE; საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლი.
5.2. სამართლის ირიბი (შემეცნების) წყაროები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
უპირველესად აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“; მაგალითად საქმეში PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს უარი აღადგინოს დათხოვნილი პირი დაკავებულ თანამდებობაზე, სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა შეიძლება რომ გახდეს (თუმცა, ამ კონკრეტულ საქმეში ასეთი დარღვევა არ დადგინდა).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლებას აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; საქმეში A. VOLKOV v. UKRAINE (რომელიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურის - მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნას), სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ “პირადი ცხოვრება, გულისხმობს პირის უფლებას განავითაროს მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან”. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში COPLAND v.THE UK, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების (თვითონ არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში) შეუსრულებლობა, რადგანაც სახელმწიფომ გაუმართლებელი მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან დათხოვნაზე.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან.
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება.
ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
ე.ი. ნათელია, რომ წინამდებარე საქმეშიც, თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ის ჩარეოდა (სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეფასების გზით) პირის იმ უფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით; ასეთი ჩარევა რომ გამართლებული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნითა და ასევე უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.
6.2. სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე (აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ პირდაპირი სამართლის წყაროდ წინამდებარე გადაწყვეტილება არ განიხილავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთ აქტებს, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში);
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
6.3. სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რა თქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
სასამართლომ ზემოთ - სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე განმარტა ის გარემოებანი თუ რატომ ვერ მიიჩნევს დათხოვნის გადაწყვეტილებას მართებულად.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, ლეგიტიმური საფუძველი ეცლება დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის რეგულაციათა შეფარდების შედეგად - „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს“, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობაა. მხარისათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ხომ არ არის შეუზღუდავი. არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართლზომიერებას.
6.4. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დადგა საპასუხო რესტიტუციის ღონისძიების გამოყენების წინაშე; აღდგენა იგივე, ან ტოლფას თანამდებობაზე; ან ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრება მოპასუხისათვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარებს შორის დაკარგულია ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამავე დროს, უდვოა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტიდნ გასულია დიდი დრო, რაცა ნამდვილად არ უწყობს ხელს სამსახურში დასაბრუნებელი დაქირავებული პირის კვალიფიკაციისა და სასამსახურო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ამავე დროს, თანამდებობები, რომლებზე აღდგენაც უნდათ მოსარჩელეებს (ნ-----–-------------–--ის შემთხვევაში - ტოლფასი, ხოლო ი-----–-----------–--ის შემთხვევაში იგივე), არ გახლავს ვაკანტური.
შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გამოყენოს კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისი ჩანაწერი, სასამართლო ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება - როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. სასამართლო აქაც მოიხსენიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად, და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“.
ამავე დროს, რა ოდენობის კომპენსაციაა ადეკვატური და ყოველ კონკრეტულ საქმეზე სამართლიანობის პრინციპს მორგებული?
არც ეროვნული და არც საერთაშორისო კანონმდებლობა ამ დილემის კონკრეტულ გასაღებს არ გვთავაზობს.
შესაბამისად, სასურველი და საჭიროა, რომ სწორედ სასამართლომ დადგინოს სამართლიანი რესტიტუციის კონკრეტული გამოხატულება ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში. ამავე დროს, ალბათ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური სიმძლავრე და წონა; კომპანიის ლიკვიდურობა; შრომითი ურთიერთობის ხასიათი; დათხოვნილი მოსამსახურის პიროვნება, მისი სტაჟი და სხვა.
სასამრთლო, აფასებს რა ამ ყოველივეს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ისეთი თანხის დაკისრება, მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს მოპასუხეს მის ფუნქციონირებაში, ამ მოცემულობათა გათვალისწინებით სასამართლო სამართლიანად და ადეკვატურ კომპენსაციად მიიჩნევს შრომის ანაზღაურებით ფორმირებულ კომპენსაციას ნ-----–-------------–--ის სასარგებლოდ 38400 ლარის ოდენობით (დარიცხული), ი-----–-----------–--ის სასარგებლოდ 24000 ლარის ოდენობით (დარიცხული), აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოსარჩელეთათვის 8 თვის სახელფასო ანაზღაურების ჯამს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობაზე დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100-100 ლარი უნდა გადაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 3% - 1872 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ-----–-------------–--ისა და ი-----–-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნას ცნობილი შე-------–---------------ის 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება Nპ----- ი-----–-----------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3. ბათილად იქნას ცნობილი შე-------–---------------ის 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება Nპ----- ნ-----–-------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
4. ნ-----–-------------–--ესა და ი-----–-----------–--ეს სამსახურში აღდგენაზე ეთქვათ უარი.
5. სსიპ შე-------–---------------ს დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–-------------–--ის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაცია 38400 (დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
6. სსიპ შე-------–---------------ს დაეკისროს მოსარჩელეს ი-----–-----------–--ის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაცია 24000 (დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7. სსიპ შე-------–---------------ს ი-----–-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
8. სსიპ შე-------–---------------ს ნ-----–-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
9. სსიპ შე-------–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1872 ლარის გადახდა.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი