განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
010100118002569445
დავის ტიპი
19 - 178 3 ბ , 19 - 178 2 ა
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002569445

საქმე N1-684/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

25 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგ--

 

მოსამართლე - ლ---- გელოვანი

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ლ---------------ე

ადვოკატი - მ---- დ-------ე

 

ბრალდებული: ლ---- ლ------------ე

მამის სახელი: გ-----

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 1-- 0--1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრაციის მისამართი: ქ---------------------–--–---------------------------7

მცხოვრები: ქ-------------------------------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ---- ლ--------------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის და რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ლ---- ლ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა ლ---- ლ--------------ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ--–------------ ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლ---ა ნ-----–--–---–ს ყელიდან ჩამოაგლიჯა ოქროს ჯვარი და ოქროს ძეწკვი და ნაძარცვი ნივთით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში, ლ---- ლ--------------ემ გადააგდო ნაძარცვი ნივთი, ვინაიდან მას დაედევნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფი გ-- მ----–--ე, რომელმაც დაზარალებულს დაუბრუნა ნაძარცვი ნივთი. ლ---- ლ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ---ა ნ-----–--–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 825 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.2 ლ---- ლ------------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

1.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ლ---ა ნ-----–--–---–ის ჩვენების თანახმად, პ--–----ს ქუჩაზე სამსართულ--- სამხედრო ბინებში მე-2 სართულზე ცხოვრობდა. 2018 წლის 20 ივნისს ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში. ეზოში არავინ იყო. მე-2 სართულზე, რომ ავიდა, გაიგონა ფეხის ხმა. მე-3 სართულზე გაყიდული იყო ბინა და დაინტერესდა ვინ იყო ახალი მეზობელი. მესამე სართულიდან წამოვიდა უცხო მამაკაცი, რომელმაც უმტკივნეულოდ და ოსტატურად მოგლიჯა ცეპი და სადარბაზოდან გაიქცა. სახლში აღარ შესულა და დაედევნა უკან ყვირილით ,,მიშველეთ, დამეხმარეთ მეთქი’’. ვიღაც ბიჭები დაედევნენ. საღ აზრზე ვერ იყო. სურსათის მაღაზიასთან შეჩერდა. კაპლი დაალევინეს. ვიღაცამ დარეკა პოლიციაში. რამდენიმე წუთში უთხრეს, რომ ცეპი დაუბრუნდა. გ-- მ----–--ე დაედევნა დამნაშავეს და მანვე დაუბრუნა ცეპი. სტრესულ მდგომარეობაში იყო და ამიტომ ბრალდებულის ამოცნობა არ შეუძლ--.

 

1.4 მოწმე ო----- გ--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 20 ივნისს, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქუჩაზე, საამშენებლო მასალისათვის იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ სამსართულ---ებიდან მოკლე შორტში და შავ მაისურში ჩაცმული ბიჭი გამორბოდა. 2-3 წუთის მერე ქალი გამოვიდა, რომლისთვისაც ცეპი წაურთმევია და შველას ითხოვდა. მძარცველის სახე, რომელსაც ბიჭები გაედევნენ, ახსოვს. ახლოს ჩაურბინა და პირდაპირ უყურებდა სახეზე.

 

1.5 2018 წლის 28 ივნისს, ო----- გ--–--ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ო----- გ--–--ემ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილას მდგომი მამაკაცი, რომელსაც მინიჭებული აქვს N1. მისივე განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი მან ნახა 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც მიდიოდა ქ. ბათუმში, პ--–------------ ბ კორპუსის სახლისკენ, სადაც სადარბაზოდან გაიგონა ქალის კივილი, რომელიც ითხოვდა შველას. სადარბაზოდან აღნიშნული მამაკაცი გამოვარდა გარეთ, ახლოს ჩაურბინა და გაიქცა პ--–----ს ქუჩისკენ. მაშინათვე იმავე სადარბაზოდან გამოვიდა ქალი, გასდია იმ მამაკაცს, კიოდა და მიუთითებდა მამაკაცისაკენ, რომ ყელსაბამი ჩამოგლიჯა და გააჩერეთო. აღნიშნულ მამაკაცს უკან დაედევნენ სტადიონზე მყოფი ახალგაზრდები. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ იმ ბიჭებმა, რომლებიც მძარცველს გაედევნენ, ქალს ის ყელსაბამი დაუბრუნესო. მისივე განმარტებით N1 ნომრით მამაკაცი ამოიცნო უპრობლემოდ, ვინაიდან მან ძალ--- ახლოს ჩაურბინა, თან ხელში ეჭირა ყელსაბამი, რომლის ბოლოები აქეთ იქეთ იქნეოდა. მას ეცვა შავი ფერის თეთრ წარწერებიანი მაისური და შავი ფერის მოკლე შარვალი.

 

1.6 ო----- გ--–--ის მიერ ამოცნობილი პირი, არის ბრალდებული ლ---- ლ--------------ე.

 

1.7 2018 წლის 28 ივნისს, ლ---- ლ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები ჩასხდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში და ლ---- ლ--------------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, ჭ----------------ში მდებარე ბათუმი პ-–----ს შენობასთან, წ-------–-ს ქუჩის მხრიდან, სადაც ლ---- ლ--------------ემ მიუთითა, რომ აღნიშნულ ადგილას დაინახა ზემოთ ხსენებული ქალი 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, რომელსაც ეცვა შავი ფერის კაბა, ასევე მიუთითა იქვე განთავსებულ სლოტ კლუბზე წარწერით „გეოგრანდი“ და განმარტა რომ აღნიშნულ სლოტ კლუბში 2018 წლის 20 ივნისს წააგო 1200 ლარი. მისივე განმარტებით, ბათუმი პ-–----- მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი აღნიშნული ქალბატონი, რომელსაც 2018 წლის 20 ივნისს ყელზე ეკიდა ყელსაბამი, რომლის დაუფლებაც გადაწყვიტა იმ მომენტში. ამის შემდეგ ლ---- ლ--------------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, პ--–------------ მდებარე კორპუსის სადარბაზოსთან, სადაც ლ---- ლ--------------ემ მიუთითა, რომ იქ დაელოდა ქ. ბათუმში, ბათუმი პ-–----ში ნანახ ქალს, რომელიც მისი ვარაუდით იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, რადგან ადრეც ყავდა ნანახი იგი იმ სადარბაზოში. დაელოდა და იმ სადარბაზოში, კიბეებზე შეაწყვიტა ქალს ყელსაბამი. შემდეგ მიუთითა 9--------- ქუჩისკენ, საითაც გაიქცა. მისი მითითებით, გავიდნენ 9--------- ქუჩაზე, შემდეგ სასტუმრო ,,ე-–-------–------'' მისვლამდე დაახლოებით 20 მეტრში მიუთითა, რომ წაიქცა აღნიშნულ ადგილას. შემდეგ მისივე მითითებით გავიდნენ ზ------ ბ------ს ქუჩის შესახვევთან, წ-------–-ს ქუჩის მხარეს, სადაც მოსახვევთან დაახლოებით 20 მეტრში დააგდო ძირს ყელსაბამი. შემდეგ მან მიუთითა წ-------–-სა და ბ------ს ქუჩების კვეთასთან არსებულ კვების ობიექტზე და განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შევიდა აღნიშნულ სასადილოში, სადაც დაიმუშავა ჭრილობა რაც მიიღო წაქცევის შედეგად. შემდეგ დალ-- ერთი კათხა ლუდი და წავიდა სახლში. ლ---- ლ--------------ის მითითებით, გავიდნენ ფ------------–--–ის მიმართულებით, ჭ--------ს ქუჩის გავლით. ფ------------–--–ის ქუჩიდან გადავიდნენ დიდაჭარის ქუჩაზე და მივიდნენ ლ---- ლ--------------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე დ------------------–-----------ში, სადაც მიუთითა ტანსაცმელი, რომელიც თავის საძინებელ ოთახში ლოგინის გვერდით ჰქონდა დალაგებული - შავი ფერის მაისური და შავი ფერის მოკლე შარვალი.

 

აღნიშნული ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ეცვა ლ---- ლ--------------ეს შემთხვევის დღეს, ამოღებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

 

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები.

 

1.8 მოწმე გ-- მ----–--ის ჩვენების თანახმად, გაიგონა ქალის ყვირილის ხმა - ,,მიშველეთო". მივიდა ქალთან, რომელმაც უთხრა, რომ ყელსაბამი შეაწყვიტეს და ხელი გაიშვირა -,,გარბისო". გაეკიდა მძარცველს. პუშკინზე ცხრიანების ეზო გაიარა, 9--------- ქუჩით წავიდა, შემდეგ ბ------ს ჩასახვევია, სადაც სასტუმრო ,,ბ----ს'' გაცდა. იქ მეორადი ტანსაცმელი იყიდება. შესძახა გაჩერებულიყო, მაგრამ გამტაცებელმა ოქრო დააგდო და უკანმოუხედავად გაიქცა. ნივთები აიღო და წამოიღო. მძარცველის სახეზე არ დაუნახავს. შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ყელსაბამი და ჯვარი პატრონს, ლ---ა ნ-----–--–---–ს დაუბრუნა. მონაწილეობა მიიღო ვიდეო კამერების დათვალიერებაში.

 

1.9 2018 წლის 23 ივნისს, გ-- მ----–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქუჩა N35-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონთან გ-- მ----–--ემ მიუთითა ადგილი სადაც იდგა 2018 წლის 20 ივნისს და გაიგონა ლ---ა ნ-----–--–---–ის ყვირილის ხმა - შეაჩერეთ ოქროს ყელსაბამი ჩამომგლიჯაო და დაინახა იქვე სირბილით მიმავალი შავი ფერის შარვალში და შავი ფერის მაისურში ჩაცმული ბიჭი, რომელსაც გაეკიდა უკნიდან, რის შემდეგაც გ-- მ----–--ე შეჩერდა პ--–----სა და 9--------- ქუჩების კვეთაში იქვე სავაჭრო ფართის წინ, საიდანაც მისდევდა 9--------- ქუჩისკენ. აღნიშნულ ადგილს აკონტროლებს სავაჭრო ფართის პ--–----ს ქუჩა N37-ში ადგილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერა. შემდეგ გადადის პ--–----სა და 9--------- ქუჩების კვეთაში მეორე მხარეს, სადაც იქვე პ--–----სა და 9--------- ქუჩების კვეთაში განთავსებულ-- მერიის მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი ვიდეო კამერები, რომლებიც დამონტაჟებულ-- სპეციალურ გარე განათების ძელზე. გაიარა 9--------- ქუჩის მიმართულებით და ზ------ ბ------ს შესახვევისკენ შეუხვია და შიგნითა ადგილისაკენ, საითკენაც გარბოდა ის შავტანსაცმლ---ი ბიჭი. გ-- მ----–--ემ გაიარა ზ------ ბ------ს შესახვევი და შეჩერდა სასტუმრო „ე-–-------–----“ წინ მდებარე ზ------ ბ------ს შესახვევის №15-ის წინ და აჩვენა საითკენაც გაიქცა ის ბიჭი. აღნიშნულ ადგილას მდებარეობს სასტუმრო „ე-–--- პ--–---“ (ყოფილი სასტუმრო „ბ----“). ფასადზე დამონტაჟებულ-- ვიდეოკამერები. შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც დააგდო ხსენებულმა ბიჭმა ცეპი, რომელიც აიღო და მიბრუნდა და მიუტანა ლ-- ნ-----–--–---–ის 9--------- ქუჩის №15-ში მდებარე მაღაზიაში და გადასცა მას.

 

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები.

 

1.10 ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს მოწმე გ-- მ----–--ის თანდასწრებით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ნივთმტკიცება, ქ. ბათუმში, პ--–----სა და 9--------- ქუჩების კვეთაში განთავსებული ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოკამერის ჩანაწერი.

ვიდეოკადრებში 1---- საათზე ასახულ-- 9--------- ქუჩაზე, პ--–----ს ქუჩის მხრიდან სირბილით შესული და ჭ--------ს ქუჩისკენ სირბილით მიმავალი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური, შავი ფერის მოკლე შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. აღნიშნულმა მამაკაცმა შეუხვია ზ. ბ------ს შესახვევით. მას უკან მიყვება შავ და თეთრ ზოლებიან მაისურში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზედაც გ-- მ----–--ე ამბობს, რომ არის თვითონ. გ-- მ----–--ეს უკან მიყვება ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთს აცვია თეთრი მაისური, მეორეს ნაცრისფერი მოკლე შარვალი. გ-- მ----–--ე შავ მაისურიან და შავ მოკლე შარვლ--- პიროვნებას გაყვა ზ. ბ------ს შესახვევისკენ. 1---- საათზე პ--–----ს ქუჩიდან 9--------- ქუჩაზე შემოდის ლ---ა ნ-----–--–---–ი, რომელზედაც გ-- მ----–--ემ განაცხადა, რომ არის მისი მეზობელი და აღნიშნულ ჩანაწერამდე დაახლოებით ორი წუთის უკან გაიგონა ლ---ა ნ-----–--–---–ის კივილი, რომელიც იძახდა, რომ მიშველეთ, ცეპი შემაწყვიტა და გააჩერეთო და მიუთითებდა 9--------- ქუჩისკენ სირბილით მიმავალ ზემოხსენებულ შავ მაისურში და შავ მოკლე შარვალში ჩაცმულ მამაკაცისაკენ, რომელსაც დაედევნა მაშინათვე. 1---- საათზე ბ------ს ქუჩის შესახვევიდან დაბრუნდნენ 9--------- ქუჩაზე გ-- მ----–--ე და მასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა. გ-- მ----–--ე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მივიდა ლ---ა ნ-----–--–---–თან და შემდეგ წავიდა პ--–----ს ქუჩისაკენ. გ-- მ----–--ის განმარტებით, აღნიშნულ დროს მან ლ---ა ნ-----–--–---–ს დაუბრუნა შეწყვეტილი ოქროს ყელსაბამი და ჯვარი, რომელიც ძირს დააგდო ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილმა შავ მაისურში და შავი ფერის მოკლე შარვალში ჩაცმულმა მამაკაცმა, რომელმაც შეაწყვიტა ლ---ა ნ-----–--–---–ს ოქროს ყელსაბამი და ჯვარი და რომელიც მან ძირს დააგდო ქ. ბათუმში, ბ------ს შესახვევში, წ-------–-ს ქუჩის კვეთასთან მისვლამდე დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, როდესაც ის და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდები მისდევდნენ აღნიშნულ პიროვნებას და უძახდნენ, რომ ყელსაბამი და ჯვარი დაეგდო და აღნიშნულმა პიროვნებამ, ვიდრე ის და მისი თანმხლები ახალგაზრდები დაეწეოდნენ, ყელსაბამი ჯვართან ერთად ძირს დააგდო. აღნიშნული ნივთი ლ---ა ნ-----–--–---–ს დაუბრუნა.

 

1.11 მოწმე ნ----- გ-------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში და აქედან გამომდინარე იცნობს ლ---- ლ--------------ეს, რომელიც სასჯელს ყაჩაღობისათვის იხდიდა. სასჯელის მოხდის შემდეგ გამოცხადდა ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში. მოხდა გასაუბრება. იცის, რომ დაკავებულ-- ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. მონაწილეობა მიიღო ვიდეოფაილების დათვალიერებაში, სადაც ამოიცნო ლ---- ლ--------------ე.

 

1.12 ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს, მოწმე ნ----- გ-------ის თანდასწრებით გახსნილი და დათვალიერებული იქნა წ-------–-ს ქუჩა N1--ში მდებარე ინდ. მეწარმე ნ---- ბ---–----ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

 

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 17:06 საათზე ბ------ს შესახვევის მხრიდან წ-------–-ს ქუჩაზე, ბ------ს ქუჩის კვეთისკენ, ქვეითად მოძრაობს შავ მაისურში, შავ მოკლე შარვალში და მოშავო ფერის სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სხეულზე, კერძოდ, მუხლებზე და იდაყვებზე აღენიშნება დაზიანების ნიშნები. აღნიშნული მამაკაცი შედის ვალუტის პუნქტის გვერდით მდებარე კვების ობიექტში, საიდანაც 17:20 საათიდან 17:23 საათამდე დროის პერიოდში რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა, ხოლო 17:23 საათზე გაშორდა აღნიშნულ ტერიტორიას.

 

ნ----- გ-------ის განმარტებით, შავ მაისურში, შავ მოკლე შარვალში და მოშავო ფერის სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი არის ლ---- გ-----ს ძე ლ--------------ე, დაბადებული 1--0--1--- წელს, პ/ნ 6----------, მცხ. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა, რეგისტრირებულ-- ქალაქი ბათუმი, ფ------------–--–ის გ-----------------------ში.

 

ლ---- ლ--------------ეს, რომელიც ნასამართლევია ყაჩაღობისთვის, კარგად იცნობს. ციხიდან გათავისუფლდა დაახლოებით ორი წლის უკან. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ ჰყავს ნანახი. ნახა და ესაუბრა ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს შენობაში. მას კარგად იცნობს სახეზე და აღნიშნულ ვიდეოკადრებში კარგადაა ასახული ლ---- ლ--------------ის სახე და მის ამოცნობაში ეჭვი არ ეპარება.

 

1.13 ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 26 ივლისის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ყელსაბამს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება. ჯვარზე გარეშე მექანიკური ხასიათის ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.

 

1.1- სასაქონლო ექსპერტიზის 2018 წლის 28 ივლისის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 9, 85 გრამი საიუველირო ნაკეთობების ოქროს ძეწკვისა და ჯვრის საერთო საბაზრო ღირებულება, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 825. 00 ლარს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----- ქ------მ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2. სამართლებრივი შეფასება

 

2.1 ძარცვა სხვისი მოძრავი ნივთის აშაკარა დაუფლებაა, რა დროსაც სხვისი ქონების დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვისაც.

 

ძარცვა ხელყოფს საკუთრების უფლებას. დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება ნაძარცვ ნივთზე.

 

ძარცვის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და მისი სავალდებულო ნიშანია აშკარა ხასიათი, რასაც ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები განსაზღვრავს.

 

ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეგნებული აქვს მის მიერ სხვისი ქონების დაუფლების აშკარა ხასიათი.

 

2.2 მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ლ--------------ეს არავითარი უფლებამოსილება ლ---ა ნ-----–--–---–ის მოძრავ ნივთებზე არ გააჩნდა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ აშკარად და მართლსაწინააღმდეგოდ მესაკუთრის თანდასწრებით ეუფლებოდა სხვის ნივთებს.

 

ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულ-- ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შემდეგაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს, არა არის სავალდებულო, დამნაშავის მიერ ქონების ფაქტობრივად გამოყენება. საკმარისია მას ჰქონდეს ამისი შესაძლებლობა, მაგრამ თუ დანაშაულის სუბიექტს არა აქვს რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს ან განკარგოს ეს ქონება, ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების მცდელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალ--, ბრალდებული ლ---- ლ--------------ე აშკარად დაეუფლა ლ---ა ნ-----–--–---–ი ნივთებს, მაგრამ მას გამოედევნა გ-- მ----–--ე, რის გამოც მან გზაში დაყარა ნაძარცვი ოქროს ნივთები. შესაბამისად, რეალური შესაძლებლობა ამ ნივთებით სარგებლობის მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

 

2.3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილების (N424 აპ-16) თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საქმეში მაშინ, როცა ის არ ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების შემოწმებას და არც მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების მშრალი აღწერით შემოიფარგლება. საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მაშინ, როცა მას გარკვეული შედეგი მოჰყვა (ნივთმტკიცების ამოღება) ან ამ ექსპერიმენტმა უტყუარობის მაღალი ხარისხი შესძინა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ გამოიყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა ლ---- ლ--------------ემ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. მან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა ის ადგილები, სადაც მოძრაობდა შემთხვევის დღეს. აღნიშნული ემთხვევა იმ ადგილებს, რომლებზედაც მიუთითა გ-- მ----–--ემ (პირი, რომელიც მისდევდა ლ---- ლ--------------ეს). ასევე ბრალდებულის მითითებების საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ლ---- ლ--------------ის სახლიდან ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს.

 

2.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის XXV თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით, ლ---- ლ--------------ე ნასამართლევია ყაჩაღობისათვის, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოქროს ძეწკვისა და ჯვრის საერთო საბაზრო ღირებულება 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 825. 00 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ლ--------------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ---ია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულ-- გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლ---ობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლ---ობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულ-- იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ლ--------------ეს დაედევნა გ-- მ----–--ე, რის გამოც ბრალდებულმა გზაში დააგდო ნაძარცვი ნივთი.

 

3.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულ-- ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულ-- ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამავდროულად, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობა წარმოადგენს, რომელსაც ბრალდებულის ნასამართლობა აფუძნებს. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

ლ---- ლ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლ---ად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასამართლო თვლის, რომ ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და ლ---- ლ--------------ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასაჯელი.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ---- ლ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ლ---- ლ--------------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ლ---- ლ--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. ლ---- ლ--------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, ლ---- ლ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ნივთმტკიცებები - ლ---ა ნ-----–--–---–ისაგან ამოღებული ძეწკვი და ჯვარი, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ლ---- ლ--------------ის ტანისამოსი, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოთვალის ჩანაწერები DVD დისკებზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- გელოვანი