გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210118002677721
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/29982-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე – სს ,,ლ-------------ი”

წარმომადგენელი – ლ--–- გ-------

მოპასუხეები – ნ-----------–---–ი, გ----------–---–ი, ი-----–- ბ-----–---–ი

წარმომადგენელი – თ-- ღ-------–--

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ-----------–---–ს, გ----------–---–ს და ი-----–- ბ-----–---–ს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6342,21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4061,85 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 927,36 ლარი და პირგასამტეხლო -1353 ლარი. ამასთან თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს 4604 ლარით.

 

1.2. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს ,,ლ-------------სა“ და ნ-----------–---–ს შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4--------------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 4470 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 48 თვე. წლიური საპროცენტო განაკვეთი 20 %, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2016 წლის 13 დეკემბერს სს ,,ლ-------------სა“ და გ----------–---–ს შორის, ასევე მოსარჩელესა და ი-----–- ბ-----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა 4604 ლარის ფარგლებში, მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული, მსესხებლის ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6342,21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 927,36 ლარი, პროცენტი-927,36 ლარი, პირგასამტეხლო-1353 ლარი. ვინაიდან მოპასუხეთა მხრიდან არ შესრულებულა ვალდებულება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნებით.

 

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ასევე არ დაეთანხმა დაუყოვნებლივი აღსრულების შუამდგომლობას.

 

2.2 მოპასუხეებმა (თავდებმა პირებმა) გ----------–---–მა და ი-----–- ბ-----–---–მა არ წარმოადგინეს შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან, შესაბამისად, სასამართლოსთვის მათი პოზიცია უცნობია (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და მასზე დართული გადახდის გრაფიკი.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება

ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 35-37; 42-54)

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2016 წლის 13 დეკემბერს სს ,,ლ-------------სა“ და ნ-----------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ლ-------------მა“ ნ-----------–---–ზე გასცა სესხი 4470 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 20 %-ს დარიცხვით.

 

ხელშეკრულების 2.2.8.2. პუნქტის თანახმად, კრედიტის თანხის გადახდის ვადაგადაცილების დღიური პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1%.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, თანხის მიზნობრიობად განისაზღვრა ე------ ბ-----–---–ის სახელზე არსებული „ლ-------------ის“ მიკრო სესხის რეფინანსირება-რესტრუქტურიზაცია.

 

ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული ქინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 4-------------- (ს.ფ. 19-22)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.18)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2016 წლის 13 დეკემბერს სს ,,ლ-------------მა“ მოპასუხეებთან გ----------–---–თან და ი-----–- ბ-----–---–თან დადო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება და თავდებად დაუდგნენ მოვალე ნ-----------–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის თანხის 4604 ლარის ფარგლებში.

 

თავდებობის ხელშეკრულებების 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, თავდები პირები ბანკის წინაშე თავდებად დაუდგნენ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებულ მოვალეს და აიღეს სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დააკმაყოფილონ ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები (უზრუნველყოფილი მოთხოვნა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდები პირის გ----------–---–ის განცხადება თავდებობაზე (ს.ფ. 25)

- 2016 წლის 13 დეკემბრის #4---------------1 თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28)

- თავდები პირის ი-----–- ბ-----–---–ის განცხადება თავდებობაზე (ს.ფ. 29)

- 2016 წლის 13 დეკემბრის #4---------------2 თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------მა“ მოპასუხეებს ი-----–- ბ-----–---–ს და გ----------–---–ს გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. მოსარჩელე ბანკმა მოპასუხეებს წერილობით აცნობა დავალიანების ოდენობის შესახებ, რომელიც 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირ თანხას 255.86 ლარს, დარიცხულ პროცენტს 195.53 ლარს, პირგასამტეხლოს 154.86 ლარს და განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე დავალიანების სრულად დაფარვისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი გაფრთხილებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 38-41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ლ-------------ის’’ 2018 წლის 11 ოქტომბრის #03065/41229 ცნობის თანახმად 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4061,85 ლარი, პროცენტი - 927,36 ლარი, სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა თავად კრედიტორის მიერ შემცირებული ოდენობით - 1353 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 11 ოქტომბრის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 33-34)

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 35-37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------სა“ და მოპასუხე ნ-----------–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ნ-----------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ამასთან მოსარჩელემ გააფრთხილა მოვალეები და დაუწესა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც კრედიტორმა მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამდენად, სასამარტლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, ამასთან, მითითებული დროისთვის დაიანგარიშა მოპასუხეთა დავალიანება მის მიმართ და მომართა სასამართლოს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 1353 ლარიდან 500 ლარამდე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 13 დეკემბერს სს ,,ლ-------------მა“ მოპასუხეებთან გ----------–---–თან და ი-----–- ბ-----–---–თან დადო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება და თავდებად დაუდგნენ მოვალე ნ-----------–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის თანხის 4604 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუზველზე, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 13 დეკემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლის აღსასრულებლად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება და მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსასრულებლად მიქცეული.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თავად მხარეთა მიერ იყო შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოპასუხე მხარემ ნ-----------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირი თანხის 4061,85 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მას იმ ნაწილში, რომელიც დაკმაყოფილდა, მაგრამ არ სცნო სარჩელი, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 37,07 ლარის ანაზღაურება, ხოლო გ----------–---–ს და ი-----–- ბ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროთ სოლიდარულად 127.61 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 199,27 ლარიდან 34.59 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილის პროპორციულად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ნ-----------–---–ი, გ----------–---–ი, ი-----–- ბ-----–---–ი მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს ნ-----------–---–ს, გ----------–---–ისა და ი-----–- ბ-----–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სესხის ძირი თანხა 4061,85 ლარი, სარგებელი - 927,36 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით გადახდა. თავდები პირების გ----------–---–ისა და ი-----–- ბ-----–---–ის, თითოეულის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობით 4604 ლარით.

 

1.2. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 199,27 ლარის ოდენობით, ასევე 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხეებს ნ-----------–---–ს, გ----------–---–სა და ი-----–- ბ-----–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 42,83 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეებს გ----------–---–სა და ი-----–- ბ-----–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 121,85 ლარის ანაზღაურება.

 

5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი, შესაძლებელია გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე