გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3839-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - მ----–- გ------–--ე;
მოსარჩელე - ი----- ს---------ე;
წარმომადგენელი - ო---- ხ----–---–ი;
მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ლ--------ძე, ქ------- ქ------ე;
მოპასუხე - შპს ,,ბ------------------------------ი“;
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასის და მორალური ზიანის ანაზღაურება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ბ------------------------------ს“ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე ი----- ს---------ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან, ყოველთვიურად 270 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შემოტანის დღისათვის შეადგენს 15.015 ლარს; ხელფასის მიუღებლობის პირგასამტეხლო 0.07%, რაც შეადგენს 8696 ლარს და მორალური ზარალი 25.000 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.2. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ბ------------------------------ს“ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან, ყოველთვიურად 260 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შემოტანის დღისათვის შეადგენს 14.405 ლარს. ხელფასის მიუღებლობის პირგასამტეხლო 0.07%, რაც შეადგენს 8322 ლარს და მორალური ზარალი 25.000 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით შპს „ბ------------------------------ი“ 2004 წლამდე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 100%-იანი წილით მოქმედ საწარმოს. 2006 წლიდან შპს „ბ------------------------------ი“ გადავიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, იგივე სახელმწიფოს 100%-იანი წილით. 2005 წლის 15 დეკემბრიდან შპს „ბ------------------------------ი “ იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის 15 აპრილამდე.
გაკოტრების საქმის დაწყებისას შპს „ბ------------------------------ს“ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 7.247.900 ლარი, ხოლო გაკოტრების რეჟიმის დასრულების პერიოდისათვის, ე.ი. 2008 წლის 15 აპრილის მდგო----ეობით შპს „ბ------------------------------ის“ კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 448.005 ლარს. გაკოტრების საქმის მიმდინარეობის პერიოდში გაწეული იქნა მიზანმიმართული მუშაობა შპს „ბ------------------------------ის“ ბალანსზე რიცხული მატერიალური საშუალებების, კერძოდ: უძრავ-მოძრავი ქონებების მოძიება და რეალიზაცია კრედიტორული დავალიანებების გასასტუმრებლად. გაკოტრების საქმეზე შტატით მომუშავე პირები იყვნენ: ედ------- ფ----------ე (ლიკვიდატორი), ი----- ს---------ე (მთ. ბუღალტერი) და მ----–- გ------–--ე (მოანგარიშე საქმეთა მართველი). ამ პირთა მიერ გაწეული მუშაობით საწარმოს ანგარიშზე 2008 წლის 01 იანვრის მდგო----ეობით ერიცხებოდა ნაშთის სახით 2 159 964.77 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით დამთავრდა გაკოტრების საქმის წარმოება შპს „ბ------------------------------ის“ მიმართ და განთავისუფლდა გაკოტრების მმართველი თ------ ც--–--ე. ამ პერიოდისათვის შპს „ბ------------------------------ს“ ერიცხებოდა 953 718 ლარი ვალდებულებები, ხოლო 3 019 776 ლარის აქტივები. სასამართლოს განჩინებით გაკოტრების რეჟიმში მყოფი შპს „ბ------------------------------ის“ საბანკო ანგარიშიდან 2008 წლის 10 ივნისს, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „ბ------------------------------ის“ დირექტორ, ედ------- ფ----------ესთან წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფითა და აშკარა დარღვევით, „დივიდენდის“ სახით საწარმოს (რომელიც ლიკვიდაციის რეჟიმში იყო) ანგარიშიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაერიცხა 1 500 000 ლარი, როგორც შპს „ბ------------------------------ის“ 100%-იანი წილის მქონე დამფუძნებელ პარტნიორს. მაშინ როცა, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავის შესაგებელში მიუთითებს, რომ იგი არ წარმოადგენს შპს „ბ------------------------------ის“ სამართალმემკვიდრეს.
მიაჩნიათ, რომ მოპასუხეებმა წინასწარ განზრახული და შეთანხმებული მოქმედებით, საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებითა და დარღვევით, შპს „ბ------------------------------ი“ განზრახ ჩააყენეს გამოუვალ მდგო----ეობაში, რასაც შედეგად მოჰყვა, ის რომ შპს „ბ------------------------------მა“ ვეღარ შეძლო კრედიტორული დავალიანებების და მათ შორის ლიკვიდაციის რეჟიმის მწარმოებელი პირების სახელფასო დავალიანებების გაცემა, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგად იყო მოძიებული კომბინანტის ანგარიშზე შემოსული თანხები.
მათი განმარტებით, საგადასახადო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე, „დივიდენდი“ გაიცემა მხოლოდ მიღებული მოგებიდან. მოცემულ შემთხვევაში ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმოდან „დივიდენდის“ სახით ფულადი თანხის გაცემა ყოვლად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ე.ი. ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომბინატის ანგარიშიდან, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 1 500 000 ლარის „დივიდენდის“ სახით წაღება არის უკანონო მოქმედება (უსაფუძვლო გამდიდრება), რამაც გამოიწვია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომბინატის მიერ კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის კომბინატში, ამ რეჟიმში დასაქმებული პირების სახელფასო დავალიანებების გაუცემლობა, რითაც მოპასუხეთა ურთიერთშეთანხმებული ქმედებით (უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი შპს „ბ------------------------------ის“ ხარჯზე), ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე და შპს ,,ბ------------------------------ის“ ურთიერთშეთანხმებითა და მათი ბრალეული მოქმედების შედეგად უკანონოდაა წაღებული 1.500.000 ლარი მოპასუხის მიერ (უსაფუძვლო გამდიდრება), როგორც 100% წილით დამფუძნებელი პარტნიორის, რამაც შედეგად გამოიღო კრედიტორული დავალიანებებისა და ლიკვიდაციის რეჟიმში მომუშავე პირთა სახელფასო დავალიანებების გაუცემლობა, ამიტომ მოპასუხეს მის მიერ უკანონოდ წაღებული 1.500.000 ლარიდან (უსაფუძვლო გამდიდრება), უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეებს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. როგორც სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, მოსარჩელეები სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ შპს „ბ------------------------------თან“, რომლის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები შპს-ს ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ შპს-ს პარტნიორისათვის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი კრედიტორების წინაშე ვალდებულებებისათვის პასუხს არ აგებს, ხოლო 44-ე მუხლის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით“. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, კომბინატის უფლებამონაცვლედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო როგორც შპს-ს პარტნიორი, პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებისათვის. აღნიშნულ პრინციპს საფუძვლად უდევს საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის - იურიდიული პირის განცალკევებულობა მისი პარტნიორისაგან.
სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების ერთადერთი საფუძვლად მხარეს მითითებული აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლის ივნისში, სამინისტროს შპს „ბ------------------------------ისგან“ დივიდენდის სახით გადარიცხული აქვს თანხა, რისი უფლებაც სამინისტროს, როგორც საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელს რაღა უნდა ჰქონდა და თვლის, რომ გაკოტრების რეჟიმში არსებული შპს-დან დივიდენდის მიღება პარტნიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებაა. მათი განმარტებით ქმედება საწარმოს კაპიტალიდან ქონების ამოღების თაობაზე მართლსაწინააღმდეგოდ ვერ შეფასდება, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოცემული დავის განხილვის დროისათვის ძალაშია და არ გაუქმებულა ის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც საწარმოს კაპიტალიდან დივიდენდის ამოღება მოხდა. დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება სადავო არ არის გამხდარი.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. კეთილსინდისიერების დანაწესი პარტნიორის მხრიდან არ დარღვეულა რადგან დივიდენდის განაწილების დროისათვის კომბინატს კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანებების სრულად ჰქონდა დაფარული და ბუნებრივია ვერ ივარაუდებდა რომ მომავალში წლების შემდგომ, საწარმო დაჯარიმდებოდა, გაკოტრების საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში და საწარმო ვერ უზრუნველყოფდა მომავალში ხელფასების გაცემას. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის არ არსებობის პირობებში, სამინისტროს, როგორც პარტნიორის მხრიდან თავისი უფლების კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში რეალიზება, არ შეიძლება შეფასდეს ზიანის მიყენების მიზნით განხორციელებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებად. გარდა ამისა, დივიდენდის განაწილების პერიოდში საწარმო არ იყო გაკოტრების რეჟიმში (გაკოტრების რეჟიმში იყო 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აპრილის პერიოდში). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინების თანახმად, ირკვევა, რომ შპს „ბ------------------------------ის“ გაკოტრების მმართველის ანგარიშის მიხედვით, შპს „ბ------------------------------მა“ დაფარა გაკოტრების ტაბულაში არსებული კრედიტორული დავალიანება. განაწილების შედეგად გაკოტრების მასაში დარჩა 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, კომპიუტერი და რაიონებში განლაგებული თამბაქოს მიმღები პუნქტები, ასევე საბანკო ანგარიშზე თანხა 2 159 964,77 ლარი, რაც საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების დამთავრების საფუძველია, შესაბამისად, 2008 წლის 15 აპრილს სასამართლომ დაადგინა, რომ დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოება შპს „ბ------------------------------ის“ მიმართ. საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმისწარმოების შესახებ“ 291-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო გაკოტრების საქმის დამთავრების შესახებ იღებს შესაბამის დადგენილებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ დადგენილებით გაკოტრების საქმისწარმოება დამთავრდა არა გაკოტრების საქმისწარმოების დასრულებით, არამედ - შეწყვეტით. 2008 წლის აპრილიდან უკვე გაკოტრების საქმისწარმოების რეჟიმი აღარ არსებობდა, შესაბამისად, 2008 წლის ივნისში დივიდენდის განაწილება რატომ უნდა ყოფილიყო პარტნიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.
ამდენად, საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა სამომავლო ვალდებულებები, კერძოდ, სამომავლოდ საზოგადოებაში არსებული სახელფასო დავალიანების და აღნიშნული დავალიანების ანაზღაურებაზე კრედიტორთა პრეტენზიების შესახებ.
2.2. მოპასუხე შპს ,,ბ------------------------------ის“ დირექტორს შესაგებლი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1999 წლის 01 აპრილს ბათუმის რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული იქნა შპს ,,ბ------------------------------ი“, რომლის დირექტორი და შემდგომ ლიკვიდატორი იყო ედ------- ფ----------ე.
2006 წლიდან შპს ,,ბ------------------------------ი“ გადავიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, იგივე სახელმწიფოს 100%-იანი წილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მოპასუხე ი----- ს---------ე შპს ,,ბ------------------------------ში“ მუშაობდა ბუღალტრად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 15015 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაანგარიშება (ს.ფ. 19-20).
3.1.3. მოპასუხე მ----–- გ------–--ე შპს ,,ბ------------------------------ში“ მუშაობდა მოანგარიშე-საქმეთა მმართველად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 14 405 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაანგარიშება (ს.ფ. 21-22).
3.1.4. 2005 წლის 15 დეკემბრიდან შპს ,,ბ------------------------------ი“ იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის 15 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 15 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 132-133).
- 2008 წლის 15 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 134-135).
3.1.5. 2008 წლის 15 თებერვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N62 ბრძანებით შპს ,,ბ------------------------------ის“ დირექტორი ნოდარ ძნელაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად დაინიშნა ედ------- ფ----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008 წლის 15 თებერვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N62 ბრძანება (ს.ფ. 156).
3.1.6. 2008 წლის 09 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N3-- ბრძანებით საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგებიდან 1 500 000 ლარი მიმართული იქნა დივიდენდის სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო წმიდა მოგების დარჩენილი ნაწილი დატოვებული იქნა საწარმოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008 წლის 09 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N3-- ბრძანება (ს.ფ. 157).
3.1.7. 2009 წლის 29 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N5- ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა შპს ,,ბ------------------------------ი“ და საზოგადოების ლიკვიდატორად დაინიშნა შპს ,,ბ------------------------------ის“ დირქეტორი ედ------- ფ----------ე.
ლიკვიდატორ ედ------- ფ----------ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 150 ლარით; მთავარი ბუღალტრის - ი----- ს---------ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 270 ლარით და მოანგარიშე საქმეთა მმართველის - მ----–- გ------–--ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 260 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N5- ბრძანება (ს.ფ. 155).
- საშტატო განრიგი (ს.ფ. 18).
3.1.8. 2008 წლის 13 თებერვლის შპს ,,ბ------------------------------ის“ კრედიტორთა კრებაზე წარდგენილი საბოლოო ცხრილის პროექტის შესაბამისად შპს ,,ბ------------------------------ის“ მიერ გაწეული და მოსალოდნელი ხარჯების ჯამი შეადგენს 8 415 109.92 ლარს და 406 483 დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 165-166).
3.1.9. ი/მ რ----- გ--------ემ - აუდიტორმა შპს ,,ბ------------------------------ის“ საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლით დაადგინა, რომ შპს ,,ბ------------------------------ს“ ერიცხება 953 718 ლარის ვალდებულებები, ხოლო 3 019 776 ლარის აქტივები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინება (ს.ფ. 134-135).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეები ითხოვენ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოხდეს სოლიდარულად, როგორც შპს ,,ბ------------------------------ის“, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე შპს ,,ბ------------------------------ის“ მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა ნიშნავს, რომ მას აღნიშნული დავის ინტერესი არ გააჩნია და სადავოდ არ ხდის მოთხოვნებს.
სადავოდ არ ხდის მოსარჩელეთა მუშაობას და მათ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც, ის განმარტავს, რომ მას როგორც არაუფლებამოსილ პირს არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და დაყოვნებული თანხის მოთხოვნის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ,,ბ------------------------------ის“ მიმართ, ხოლო მოსარჩელეების მოთხოვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის თანხის დაკისრების ნაწილში და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის რიგი რეგულაციები (მუხლი 1, მუხლი 4,) აწესებენ მონაწილე მხარეთა ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესარულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება, ასევე აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ დონეს;
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;
1919 ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1949 წლის N95 კონვენციას „შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“ (protection of wages convention). აღნიშნული დოკუმენტის მე-6 მუხლი, უკრძალავს დამქირავებელს ნებისმიერი სახით შეზღუდოს თანამშრომელი მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურების თავისუფალ განკარგვაში. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა აღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგო----ეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - შრომის ანაზღაურების მიღების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ განხორცილებული სამუშაოს სანაცვლოდ სამართლიანი შედეგის მიღების საშუალება, რომელიც რათქმაუნდა ძირითადად გამოხატული უნდა იყოს ამ შრომის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურების არათუ მიღების, არამედ დროულად მიღების შესაძლებლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომის უფლება შესაძლოა გარკვეულწილად გარდაიქმნას ვალდებულებად და იძულებით ღონისძიებად, რაც ეჭვსგარეშეა წინააღმდეგობაში მოვა თანამედროვე კაცობრიობის მონაპოვართან - თავისუფალი და ლიბერალური საზოგადოების არსებობის პრინციპებთან.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. ჩვენი აზრით, გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდეგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება;
განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხე ი----- ს---------ე შპს ,,ბ------------------------------იში“ მუშაობდა ბუღალტრად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 15015 ლარს. მოპასუხე მ----–- გ------–--ე შპს ,,ბ------------------------------იში“ მუშაობდა მოანგარიშე-საქმეთა მმართველად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 14 405 ლარს. მოცემული პერიოდის შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით არ განხორციელებულა.
შესაბამისად, ვინაიდან დასტურდება სადავო პერიოდში მოსარჩელეების მიერ მოპასუხე შპს ,,ბ------------------------------ის“ სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება (აღნიშნულზე მსჯელობა იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში), მაშასადამე საფუძვლიანია მოსარჩელეების მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
ამავე კოდექსის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლო (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ამ 7 დღიან ვადაში უნდა მოხდეს მხარეთა შორის ანგარიშსწორება, ხოლო 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იწყება დაყოვნების პირგასამტეხლოს 0,07%-ის ათვლა და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ზემოთმითითებული მსჯელობის გათვალისწინებით დაყოვნების პირაგსამტეხლოს ათვლის თარიღად უნდა განისაზღვროს 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი კრედიტორების წინაშე ვალდებულებებისათვის პასუხს არ აგებს, ხოლო 44-ე მუხლის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით“. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, კომბინატის უფლებამონაცვლედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო როგორც შპს-ს პარტნიორი, პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებისათვის. აღნიშნულ პრინციპს საფუძვლად უდევს საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის - იურიდიული პირის განცალკევებულობა მისი პარტნიორისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ------------------------------ს“ შორის არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა სამომავლო ვალდებულებები, კერძოდ, სამომავლოდ საზოგადოებაში არსებული სახელფასო დავალიანების და აღნიშნული დავალიანების ანაზღაურებაზე კრედიტორთა პრეტენზიების შესახებ.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგენლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა საეთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შრის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა თანხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
მორალური ზიანი გამოხატულია დაზარალებულის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვაში მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის გამო. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა, რომ ზიანის მიმყენებლის მოქნედება იყოს ბრალეული.
მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 1406.49 ლარს.
7.2. მოსარჩელე ი----- ს---------ე და მ----–- გ------–--ე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 2000-2000 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 2000-2000 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 1000-1000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 3---ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს ,,ბ------------------------------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 260 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენს - 14 405 ლარს.
1.2. შპს ,,ბ------------------------------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული ხელფასის 0.07%, რაც შეადგენს სარჩელის შემოტანის დღისათვის - 8322 ლარს.
1.3. შპს ,,ბ------------------------------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული ყოველთვიური ხელფასის, 260 ლარის 0.07% - 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.4. შპს ,,ბ------------------------------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 270 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენს - 15015 ლარს.
1.5. შპს ,,ბ------------------------------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული ხელფასის 0.07%, რაც შეადგენს სარჩელის შემოტანის დღისათვის - 8696 ლარს.
1.6. შპს ,,ბ------------------------------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული ყოველთვიური ხელფასის, 270 ლარის 0.07% - 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.7. შპს ,,ბ------------------------------ს“ მოსარჩელე მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 ლარის ოდენობით.
1.8. შპს ,,ბ------------------------------ს“ მოსარჩელე ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 ლარის ოდენობით.
1.9. მოსარჩელეების - მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.10. მოსარჩელეების - მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის მოთხოვნა მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.11. მოპასუხე შპს ,,ბ------------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 1406.49 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა