გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3----18
საქმე № 3-----------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო გუგავა
მოსარჩელე - ნ-----–--------–--ე
წარმომადგენლები - ლ--------ძე, ქ--------------–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-------------–-–--ლი, თ----------–----ანი
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ--------------ძე
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს----------–-----------“
წარმომადგენელი - ო-------–----ე
მესამე პირი - რ----–--------------ვი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის N------ (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0--------- წერილი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს----------–-----------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2004 წლის 5 სექტემბრის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ----–---------ი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, ს------- ქ.N34-ში მდებარე სახლთმფლობელობის, კერძოდ, ლიტ ,,ე“ და ,,დ“ შენობისსა და საეზოვე მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელად. დადგენილ იქნა იურიდიული ფაქტი მასზედ, რომ ს------- ქ.N34-ში მდებარე უკანონო მიშენებები აშენებულია 1989 წელს. ამასთან, დაევალა ქ.თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურს შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააღრიცხვო მონაცემებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით, თ----–---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. განჩინებით დადგინდა, რომ თ----–---------მა ისარგებლა, რა ი------------------ თავის ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებლად წასული იყო ბაქოში, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა ი------ და ი-–---------------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ.თბილისი, ს------- ქ.N34-ში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ----–---------ამ დ--------------------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ი.ს----–---–-- მდივანს მ-------------–-ას წარუდგინა ყალბი 2004 წლის 6 სექტემბრის თარიღით შედგენილი ქ.თბილისის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლო ბეჭდით და ხელმოწერით დაადასტურა მ-------------–-ამ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2005 წლის 5 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა თ----–---------ამ და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------- ქ.N34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თავის საკუთრებად დარეგისტრირება, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბინა დარეგისტრირდა თ----–---------აზე. ამდენად, თ----–---------ამ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ი------ და ი-–---------------ების საცხოვრებელ ბინას, მდებარეს ქ.თბილისი, ს------- ქ.N34-ში, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2004 წლის 5 სექტემბრის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - ს/ფ 146.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენი - ს/ფ 166.
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2011 წლის 13 ივნისის N----- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 05 ივლისს წარმოდგენილი N-----/2005 სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე განხორციელებული ნა---–----------------ოს და თ----–---------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ს------- ქ.N34 (საკადასტრო კოდი 0---------------) და მისი მოქმედება შეწყდეს მისი ძალაში შესვლიდან.
საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 27/06/2011; N------------) დგინდება, რომ ქ.თბილისი, ს------- ქ.N34-ზე, დაზუსტებული ფართობი 543.00 კვ.მ. ს/კ 0--------------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილია. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2011 წლის 13 ივნისის N----- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2011 წლის 13 ივნისის N----- გადაწყვეტილება - ს/ფ 176;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 179;
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის N2/1-----13 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-–---------------ის და თ----–---------ას სარჩელი; ცნობილი იქნა უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ნა---–----------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე თბილისი, ს------- ქ. N34. უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ მოსარჩელეებს ი-–---------------სა და თ----–---------ას საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ცნობა-დახასიათებით ნა---–----------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან, მდებარე ქ.თბილისი, ს------- ქ.N34-ში, ი-–---------------ს 7/8 წილი და თ----–---------ას 1/8 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის N2/1-----13 გადაწყვეტილება - ს/ფ 185-190.
3.1.4. 2014 წლის 6 აგვისტოს ი-–---------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის N2/1-----13 გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ.ვერსიის საფუძველზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია მდებარე ქ.თბილისი, ს------- ქ. N34. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს მიღებული იქნა N--------------07 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქ.თბილისი, ს------- ქ.N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 7/8 ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი-–---------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აგვისტოს N--------------07 გადაწყვეტილება - ს/ფ 199-200.
3.1.5. 2015 წლის 20 იანვარს ი-–---------------ისა და ნ-----–--------–--ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი-–---------------მა ნ-----–--------–--ეს აჩუქა ქ.თბილისში, ს------- ქ.N34-ში მდებარე 487.00 კვ.მ. ფართიდან 7/8 ნაწილი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი 23/01/2015; N------------) მიხედვით, დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ს------- ქ.N34, დაზუსტებული ფართობი 487.00 კვ.მ. ს/კ 0---------------, ფართი გაურკვეველია-დან 7/8 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----–--------–--ე, ხოლო ფართი გაურკვეველია-დან 1/8 ნაწილის მესაკუთრეს - თ----–---------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება - ს/ფ 211-212.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
5.1.4. 2012 წლის 7 დეკემბერს ო-------–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაიოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოითოვა ქ.თბილისში, ს----------–--- ქ.N43-33ა, ს------- ქ. N30-32-ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კოდი 0---------------) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. განცხადებასთან ერთად დართული იყო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურმა განიხილა A------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისში, ს----------–--- ქ.N43-33ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საზღვრების კორექტირება. აღნიშნულის შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა აცნობა, რომ სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებლად მიაჩნია მოცემული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 0---------------) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. დამატებით ინფორმაციის სახით მიუთითა, რომ მომიჯვანე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 0---------------), რომლის ფარგლებშიც ხვდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე-შენობა-ნაგებობის მცირე ნაწილი, რომლისთვისაც საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება: ,,საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილია.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ო-------–----ის განცხადება - ს/ფ 89.
- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება - ს/ფ 92-93.
5.1.5. 2012 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N------------ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მშენებარე N1 და N2 შენობა-ნაგებობები ფართების მითითებით. ამასთან, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვით კი შენობა-ნაგებობები ფიქსირდება როგორც აშენებული და რომ განხორციელდეს ცვლილება, საჭიროა წარდგენილი იქნას ასევე ექსპლუატაციაში მიღების შესაბამისი აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც შენობა-ნაგებობები დაფიქსირებული იქნება მშენებარედ. ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე №------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამდასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.
2012 წლის 12 დეკემბერს ო-------–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დამატებით წარუდგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ.ვერსია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო-------–----ის განცხადება და წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განხორციელდა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და შესაბამისად გაიცა საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 დეკემბრის N------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 95;
- ო-------–----ის განცხადება - ს/ფ 89; 97;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილება - ს/ფ 100-101.
3.1.11. 2018 წლის 08 ივნისს ნ-----–--------–--ის წარმომადგენელმა ქ--------------–---–მა №------/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №252117 გადაწყვეტილებით ნ-----–--------–--ის წარმომადგენელს ქ--------------–---–ს უარი ეთქვა №------/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ-----–--------–--ის წარმომადგენლის საჩივარი - ს/ფ 102-103;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №252117 გადაწყვეტილება - ს/ფ 60-61.
3.1.12. ნ-----–--------–--ის წარმომადგენელმა ქ--------------–---–მა 2018 წლის 5 ივნისს N19/0----------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N------ გადაწყვეტილების გაუქმება.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0--------- წერილით, ნ-----–--------–--ის წარმომადგენელს ქ--------------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი. ვინაიდან სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0--------- წერილი - ს/ფ 62-63.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–--------–--ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0--------- წერილი(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ნ-----–--------–--ის (წარმომადგენელი ქ--------------–---–) მიერ 2018 წლის 5 ივნისს N19/0----------01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში კი უარი უნდა ეთქვას ნ-----–--------–--ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ ნიშნავს ყოველგვარ მოსაზრებაზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain §26; Perez v France [GC], §81).
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი და აქტების გამოცემის მომწესრიგებელ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.
6.3. წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 7 დეკემბერს ო-------–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაიოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოითოვა ქ.თბილისში, ს----------–--- ქ.N43-33ა, ს------- ქ.N30-32-ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კოდი 0---------------) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული N------------ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მშენებარე N1 და N2 შენობა-ნაგებობები ფართების მითითებით. ამასთან, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვით კი შენობა-ნაგებობები ფიქსირდება როგორც აშენებული და რომ განხორციელდეს ცვლილება, საჭიროა წარდგენილი იქნას ასევე ექსპლუატაციაში მიღების შესაბამისი აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც შენობა-ნაგებობები დაფიქსირებული იქნება მშენებარედ. დადგენილია, რომ 2012 წლის 12 დეკემბერს ო-------–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დამატებით წარუდგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ.ვერსია.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო-------–----ის განცხადება და წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, განხორციელდა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და შესაბამისად გაიცა საკადასტრო გეგმა. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილების ,,რეგისტრაციის შესახებ“ მიღების ეტაპზე ს/კ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არავის საკუთრება არ იყო რეგისტრირებული.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა)წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ)ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ)ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კანონიერად დააკმაყოფილა ო-------–----ის განცხადება და კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ-----–--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 დეკემბრის №-------------07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №252117 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამარტლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
დასახელებული ნორმების ანალიზის თანახმად ნათელია, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილი იყო 2018 წლის 08 ივნისს მიეღო გასაჩივრებული- №252117 გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’. შესაბამისად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №10-0--------- წერილის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ იყო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურმა განიხილა A------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისში, ს----------–--- ქ.N43-33ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საზღვრების კორექტირება. აღნიშნულის შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა აცნობა, რომ სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შესაძლებლად მიაჩნია მოცემული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 0---------------) საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად. დამატებით ინფორმაციის სახით მიუთითა, რომ მომიჯვანე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 0---------------), რომლის ფარგლებშიც ხვდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე-შენობა-ნაგებობის მცირე ნაწილი, რომლისთვისაც საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება: ,,საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილია.“ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია გასაჩივრების წესი - კერძოდ, იგი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაშვი, დაინტერესებული მხარეთათვის ოფიციალური წესით გაცნობიდან ანგამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 14 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს N-------------07 გადაწყვეტილებაზე რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა ო-------–----ის განცხადება და განხორციელდა 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების კორექტირება ფართობის უცვლელად და გაიცა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 ნოემბრის N------ გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N10-0--------- წერილით, ნ-----–--------–--ის წარმომადგენელს ქ--------------–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი, ვინაიდან სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, განმარტებულია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი ქ.თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის N24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არქიტექტურის სამსახურის (სააგენტოს) წესდების (დებულების) მე-7 მუხლის პირველი პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ,,ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: დ) ქალაქმშენებლობითი პარამეტრებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა; ე) საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა;
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, პროცედურები, დიდწილად სწორედ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს პროცედურული უფლებების რეალიზაცია (განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობა და სხვა) წარმოადგენს, რომლის განუხორციელებლობა სამოქალაქო უფლების დაცვის შესაძლებლობის მოსპობას უტოლდება.
ამასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად კი: 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო თავადვე მიუთითებს, რომ 2012 წლის 28 ნოემბრის N------ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ქალაქ თბილისის მერიაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ერთჯერადი გასაჩივრების წესით, ხოლო მეორეს მხრივ, არ იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს იმ საფუძვლით, რომ თურმე აღნიშნული არ წარმოადგენს ინდივიდუალუე-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
ამდენად, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა ნ-----–--------–--ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და შემდგომ მატერიალური საფუძვლიანობა, სრულად გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, რამეთუ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი კი სრულიად ლეგიტიმურია, რის გამოც ნ-----–--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის №10-0--------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 ივნისის №10-0--------- წერილი(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ნ-----–--------–--ის მიერ 2018 წლის 5 ივნისს წარდგენილი N19/0----------01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ნ-----–--------–--ის სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას,- სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ სადავო აქტზე არსებითად არ უმსჯელია, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია ნ-----–--------–--ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის არსებითად მსჯელობისათვის,- ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ზემოაღნიშნული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არის თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ნ-----–--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- ნ-----–--------–--ის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის 2018 წლის 2018 წლის 25 ივნისის №10-0--------- წერილი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ნ-----–--------–--ის (წარმომადგენელი ქ--------------–---–ი) მიერ 2018 წლის 5 ივნისს წარდგენილი N19/0----------01 ადმინისტრაციული საჩივრთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ნ-----–--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- ნ-----–--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი