გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2019
საქმის ნომერი
421210018002678112
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 421210018002678112

(2/206-2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

08.08.2019 წ. ქ. მარტვილი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

მარტვილის მუნიციპალიტეტში დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - მელანო შალამბერიძე

 

მოსარჩელე - შპს მისო ,,ე----------------“

წარმომადგენელი - თა----- გე----ე

 

მოპასუხე - ირ---–- კუ----–-ა

წარმომადგენელი - ივ-–---- ხუ--–--–--ა

 

მოპასუხე - ლა–- ლა----ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისთვის ირ---–- კუ----–-ას და ლა–- ლა----ასათვის 3272.09 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 2036 ლარი, სარგებელი - 786.09 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი) დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 3 თებერვალს მოსარჩელესა და ირ---–- კუ----–-ას შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #კულე 17001599“, რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 6000 ლარი; ასევე მოსარჩელესა და ირ---–- კუ----–-ას შორის გაფორმდა ,,საკრედიტო შეთანხმება Nკულე 17001599“, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ ირ---–- კუ----–-ას სესხად გადასცა 2500 ლარი ყოველთვიურად 5.2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 155 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ირ---–- კუ----–-ას კუთვნილი ავტომობილი: მერსედეს ბენზე 220 დიზელი. მოპასუხე ირ---–- კუ----–-ას მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან 03.02.2017 წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა ლა–- ლა----ამ და მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდები კისრულობდა პასუხისმგებლობას უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა, აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 18 000 ლარის ოდენობით; მიუხედავად მოსარჩელის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, ირ---–- კუ----–-ამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება; ვალდებულების შესრულება თავიდან აირიდა თავდებმაც და შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,მისო ე----------------ს“ მიმართ ერიცხებათ დავალიანება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს ირ---–- კუ----–-ას და ლა–- ლა----ასათვის 3272.09 ლარის დაკისრებას, საიდანაც ძირი თანხაა 2036 ლარი, სარგებელი - 786.09 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა, ირ---–- კუ----–-ამ და ლა–- ლა----ამ შესაგებელში ცნეს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, ასევე მოპასუხე ირ---–- კუ----–-ას წარმომადგენელმა ივ-–---- ხუ--–--–--ამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, მიუთითა, რომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში თანხა შესამცირებელია 100 ლარამდე, ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხე ლა–- ლა----ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 3 თებერვალს მოსარჩელესა და ირ---–- კუ----–-ას შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #კულე 17001599“ და ,,საკრედიტო შეთანხმება Nკულე 17001599“, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ ირ---–- კუ----–-ას სესხად გადასცა 2500 ლარი ყოველთვიურად 5.2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოსარჩელე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 155 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ირ---–- კუ----–-ას კუთვნილი ავტომობილი: მერსედეს ბენზე 220 დიზელი.

 

3.2.2. მოპასუხე ირ---–- კუ----–-ას მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან 03.02.2017 წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა ლა–- ლა----ამ და მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა;

 

3.2.3. მხარეები ინფორმირებულები იყვნენ არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

3.2.4. მსესხებელმა ირ---–- კუ----–-ამ, შპს მისო ,,ე----------------ს“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში, სესხზე 03.02.2017 წლიდან, რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო დადგენილი წესით.

 

3.2.5. დღეის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს 3272.09 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2036 ლარი, სარგებელი - 786.09 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი.

 

3.2.6. მოპასუხე ლა–- ლა----ა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა, მას სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ლა–- ლა----ას სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება;

- საკრედიტო შეთანხმება;

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

- გაფრთხილების წერილები;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

- გირავნობის მოწმობა;

-კერძო სააღსრულებო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- შესაგებელი;

-მხარის განმარტება;

- გზავნილის ჩაბარების დასტურები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მისო ,,ე----------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 873-ე, 417-418-ე, 902-ე, 131-ე, 361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული Nკულე 17001599“ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ირ---–- კუ----–-აზე 2017 წლის 3 თებერვალს გაიცა სესხად 2500 ლარი, ყოველ თვეში 5.2%-იანი დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 2 რიცხვში გადაეხადა 155 ლარი, რითაც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ირ---–- კუ----–-ას საკუთრებაში არსებული ავტომობილი: მერსედეს ბენზ ე 220 დიზელი. 03.02.2017წ. მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, მოპასუხე ირ---–- კუ----–-ას ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით, აგრეთვე უზრუნველყოფილი ლა–- ლა----ას სოლიდარული თავდებობით, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდები კისრულობდა პასუხისმგებლობას უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 18 000 ლარის ოდენობით; აღნიშნულ ზღვარს არ სცდება მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, სოლიდარული თავდები ვალდებულია მსესხებელთან ერთად სოლიდარულად შეასრულოს თანხის გადახდის ვალდებულება.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ირ---–- კუ----–-ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ირ---–- კუ----–-ამ შპს მისო ,,ე----------------"-სგან მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 3272.09 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ირ---–- კუ----–-ას და ლა–- ლა----ას უნდა დაეკისროს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებითვე, მათივე ნების შესაბამისად, გაითვალისწინეს საპროცენტო განაკვეთი, შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და იგი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 3 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა შემცირდეს და შესატყვისად არ უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ლა–- ლა----ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ირ---–- კუ----–-ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, დაცულია სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები, თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ, მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით თავდების ლა–- ლა----ას პასუხისმგებლობის მოცულობა როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, განსაზღვრულია 18 000 ლარით. შესაბამისად, მან ირ---–- კუ----–-ას ვალდებულებებზე პასუხი უნდა სოლიდარულად ფარგლებში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის შემცირების საფუძველი არ არსებობს. საბოლოოდ, მოპასუხეებს ირ---–- კუ----–-ას და ლა–- ლა----ას მოსარჩელე შპს მისო ,,ე----------------“-ს სასარგებლოდ 2017 წლის 3 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროთ 3272.09 ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2036 ლარი, სარგებელი - 786.09 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ლა–- ლა----ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 63 ლარი, საიდანაც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 6 ლარის გადახდა, 49 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, ხოლო დარჩენილი 8 ლარი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მისო ,,ე----------------“-ს სარჩელი მოპასუხეების ირ---–- კუ----–-ას და ლა–- ლა----ას მიმართ საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს ირ---–- კუ----–-ას (პ/ნ 2----------) და ლა–- ლა----ას (პ/ნ 6----------) შპს მისო ,,ე----------------“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3272.09 (სამიათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2036 ლარი, სარგებელი - 786.09 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი).

 

1.2. მოპასუხეებს ირ---–- კუ----–-ას (პ/ნ 2----------) და ლა–- ლა----ას (პ/ნ 6----------) შპს მისო ,,ე----------------“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 (ექვსი) ლარის ანაზღაურება.

 

2. დაუბრუნდეს შპს მისო ,,ევრო კრედიტ“ -ს (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს, #1539590181 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 63 (სამოცდასამი) ლარიდან 49 (ორმოცდაცხრა) ლარი, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

 

2.1. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით.

 

2.2. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. განემარტოს მოპასუხე ლა–- ლა----ას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია