განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3100-17
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ი-----–------–---–-ს, დ-------------ის, ლ-----------–----ს, რ--------------ის,ბრალდებულების _ ზ-------------–--–-ს, ვ-–---------–--------ს, დ----------------ს,ადვოკატების _ კ--------------ს, ი-–-----–--–-–---–-ს, დ----------------ის, კ-------------–-ძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ--------–----------------------ს (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------–------------ მ/რაიონის, თ---–-–-----------------–----------–ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);
ბრალდებულ ზ--------–----------------------–--–-ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, არასრული-საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-----------------------ს დასახლების N11-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–------------–---ში, მ---------------------- შესახვევის,-----ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი),ბრალდებულ ვ-–----------------------–--------ს (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაოჯახებული, ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------–------------ მ/რაიონის, თ---–-–-----------------–---------–-------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 11 ივლისის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა დ----------------მ, 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 22:00 საათიდან - 20 მაისის, დაახლოებით 01:00 საათამდე პერიოდში, თბილისში ლ------------------------ში მდებარე გ--–----------–---–-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია ვ-–---------–--------სთან და ზ-------------–-ლთან ერთად, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შავ „DIMPLEX”-ის ფირმის ელექტრო ბუხარს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2013 წლის 11 ივლისის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ----------------მ, 2017 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე ზ-------–--–------ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია ვ-–---------–--------სთან და ზ-------------–-ლთან ერთად, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ცენტრალური გათბობის ქვაბს, გათბობის სისტემის საშრობს, ცენტრალური გათბობის რადიატორს და ველოსიპედს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2340 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ვ-–---------–--------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა თბილისში, ნ--–------------------------- მ/რაიონში, თ---–-----–-------------------- კორპუსის N---ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, ქარხნული წესით დამზადებულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის „AKS”-ის მოდელის, 5.45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, ასევე ოცდაოთხ 5.45 მმ და ერთ 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის ვაზნას, რომლებიც ამოღებულ იქნა 2017 წლის 20 მაისს, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ვ-–---------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი).
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ზ-------–--–------ს ჩვენებით, საკუთრებაში ფლობს სოფელ თ------–-ში მდებარე კერძო სახლს, რომელიც რეგისტრირებულია მისი დეიდაშვილის - გ-------------–---–-ს სახელზე. სახლი არის მშენებარე, რის გამოც პერიოდულად უწევს დარჩენა და ღამის გათენება. 2017 წლის 20 მაისს, ღამის საათებში იმყოფებოდა მეგობართან ბ-------–---ს ქუჩაზე, რა დროსაც დაურეკეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი იყო გატეხილი და სთხოვეს ადგილზე მისვლა. სახლში მისვლისას ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, ხოლო სახლის ჭიშკართან შენიშნა გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი, ღია ფერის „მინივენის“ ავტომანქანა, სადაც ელაგა მისი კუთვნილი ე.წ. „რადიატორი“, ცენტრალური გათბობის ქვაბი და ველოსიპედი. სახლში არ იყო განათება, რადგან დენი თავად ჰქონდა გარედან გათიშული. ბინაში იგრძნობოდა გაზის სუნი და გათბობის გადაჭრილი მილებიდან მოდიოდა წყალი. მისივე ჩვენებით, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სახლის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ხელთათმანები და ხელის ანაბეჭდები. ღია მდგომარეობაში დახვდა სამზარეულოს ფანჯარა, ხოლო სახლის კარი იყო დაკეტილი. სახლიდან მოპარული ნივთების ღირებულება შეადგენდა 2000 ლარს.
დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ჩვენებით, საკუთრებაში ფლობს ლ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, სადაც ღამის გასათენებლად რჩება პერიოდულად. 2017 წლის 20 მაისს, სახლში მისვლისას შეამჩნია, რომ მისაღებ ოთახში აღარ იყო თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული ელექტრო ბუხარი, ხოლო უკანა მხრიდან სახლში შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარი იყო ღია მდგომარეობაში. მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ იმავე დღეს განაცხადა პოლიციის განყოფილებაში, სადაც წარადგინა ნივთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეძენილი ჰქონდა 700 ლარად. მისივე ჩვენებით, თავისი ღუმელი იმავე დღეს ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე გ----------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, თანამშრომლებთან: გ---------------–---სთან და ა-------------–---სთან ერთად, იმყოფებოდა შემოვლაზე ნ--–------------------------რაიონების გზაჯვარედინზე. მანქანიდან გადმოსული საუბრობდა თანამშრომლებთან, რა დროსაც თ------–-ს ტერიტორიიდან მომავალმა ავტომანქანამ შეანელა სვლა და მანქანაში მჯდომმა მამაკაცმა დაიძახა, რომ თ------–-ს ტერიტორიაზე იდგა ღია ფერის „მაზდას“ მარკის ავტომანქანა, რაშიც ალაგებდნენ სავარაუდოდ ნაქურდალ ნივთებს. თანამშრომლებთან ერთად გაემართა მითითებულ ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას შენიშნა რუხი „მაზდას“ მარკის ავტომანქანა, რაზეც შუქის მინათებისას დაინახა მანქანის მარჯვენა კართან მდგომი ბრალდებული ზ-------------–--–-, ხოლო ბრალდებულები: დ---------------- და ვ-–---------–-------- მანქანის საბარგულში დებდნენ თეთრ ე.წ. „რადიატორს“. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ნახეს, რომ მანქანის საბარგულში იდო რადიატორი, ხოლო სალონში თეთრი გამათბობელი ქვაბი და ველოსიპედი. დაადგინეს, რომ სახლი, საიდანაც ჩაჭრილი იყო გამათბობელი, ეკუთვნოდა ზ-------–--–----ნს. მათ შეკითხვაზე თუ რას აკეთებდნენ ღამის საათებში აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბრალდებულები დაიბნენ და პასუხის გაცემა ვერ შეძლეს. შესაბამისად, არსებობდა ეჭვი, რომ ნივთები იყო მოპარული, რის გამოც მოახდინეს მათი ადგილზე დაკავება. თავად დააკავა ვ-–---------–--------, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. სახლის ჭიშკრიდან, დაახლოებით ერთ მეტრში გაჩერებული იყო ზ-------------–--–-ს კუთვნილი ავტომანქანა, სადაც ბრალდებულები ალაგებდნენ ნაქურდალ ნივთებს.
მოწმე ა-------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, დაახლოებით 00:45 საათზე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე ნ--–--------------------- მიკრორაიონების გზაჯვარედინთან. თ------–-ს მხრიდან მომავალმა ვერცხლისფერმა მანქანამ შეანელა სვლა, ნელი სვლით გაუარა გვერდით და მასში მჯდომმა მამაკაცმა უთხრა, რომ თ------–-ს მიმართულებით გზაზე გაჩერებული იყო მანქანა და ადგილი უნდა ჰქონოდა ქურდობის ფაქტს. მამაკაცს არ გაუჩერებია მანქანა ისე განაგრძო სვლა. დაახლოებით 5-10 წუთში თანამშრომლებთან ერთად მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც შენიშნეს ბრალდებული ზ-------------–--–-, რომელიც იდგა მანქანის წინ, ხოლო დ---------------- და ვ-–----------–-------- მანქანაში აწყობდნენ გარკვეულ ნივთებს. მანქანაში ელაგა ცენტრალური გათბობის ქვაბი და ე.წ. „რადიატორი“ მოჭრილ მდგომარეობაში. მის შეკითხვაზე თუ ვის ეკუთვნოდა ნივთები და რა გამოჰქონდათ სახლიდან, ბრალდებულებმა ვერ შეძლეს პასუხის გაცემა. ამის შემდგომ დაადგინეს, რომ აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა ზ-------–--–----ნს. არსებობდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ბინის ქურდობის ფაქტს, რის გამოც დ----------------, ვ-–---------–-------- და ზ-------------–--–- ბრალდებულის სახით დააკავეს ადგილზე. თავად შეადგინა ზ-------------–--–-ს დაკავების ოქმი, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, თანამშრომლებთან: ა-------------–---სთან და გ----------------–---–თან ერთად, იმყოფებოდა ნ--–------------------------რაიონების გზაჯვარედინზე. საუბრობდნენ პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებთან, რა დროსაც სწრაფი სვლით ჩაუარა ავტომანქანამ, რომელმაც შეანელა სვლა მათთან მიახლოებისას და შიგნით მჯდომმა მამაკაცმა დაუძახა, რომ თ------–-ს ტერიტორიაზე გაჩერებული იყო ავტომანქანა, სადაც ალაგებდნენ სხვადასხვა ნივთს და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ქურდობის ფაქტს, რის შემდეგაც მანქანა წავიდა. გაემართნენ მითითებულ ტერიტორიაზე, მისვლისას შენიშნეს რუხი „მაზდას“ მარკის ავტომანქანა. ფარების მინათებისას დაინახა, რომ ბრალდებული ზ-------------–--–- იდგა მანქანის მარჯვენა მხარეს კართან ახლოს, ხოლო ვ-–---------–-------- და დ---------------- მანქანის საბარგულში დებდნენ რაღაც ნივთს. მანქანასთან მიახლოებისას ნახა, რომ საბარგული იყო ღია მდგომარეობაში და მასში იდო თეთრი ე.წ. „რადიატორი“, ხოლო მანქანის სალონში მოთავსებული იყო თეთრი გამათბობელი და ველოსიპედი. ბრალდებულებს წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. დაადგინეს, რომ სახლი, საიდანაც მოხსნილი იყო აღნიშნული ნივთები, ეკუთვნოდა ზ-------–--–----ნს. არსებობდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს, რის გამოც მოახდინეს მათი ადგილზე დაკავება. თავად დააკავა დ----------------, რომლის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. მისივე ჩვენებით, სახლის ჭიშკრიდან, ერთ მეტრში იდგა ზ-------------–--–-ს კუთვნილი მანქანა.
მოწმე ა-–------------------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ვ---------------–----------------–-------- განყოფილების სამორიგეო ნაწილში. დაახლოებით 01:00 საათზე, თანამშრომელმა შ-----------------–---–მა ე.წ. „რაციის“ საშუალებით გადასცა, რომ შეჩერებული ჰყავდათ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც მანქანაში აწყობდნენ ნაქურდალ ნივთებს და ითხოვდა დახმარებას. მიღებული შეტყობინება დაარეგისტრირა შესაბამის ჟურნალში, რის შემდეგაც დამხმარე ჯგუფი გავიდა მითითებულ ადგილას. მოგვიანებით, განყოფილებაში მიიყვანეს სამი დაკავებული პიროვნება.
მოწმე შ-----------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისის, გამთენიისას, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ნ--–------------------------რაიონების გზაჯვარედინზე, სადაც შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები. მათთან საუბრის დროს, თ------–-ს დასახლებიდან მომავალი მანქანიდან გამოსძახეს, რომ თ------–-ში მდებარე ბინიდან იპარავდნენ რაღაც ნივთებს. დაუსახელა იმ მანქანის მარკა და მოდელი, რაშიც აწყობდნენ მოპარულ ნივთებს. დაახლოებით ხუთ წუთში, თანამშრომლებთან ერთად მივიდა მითითებულ ადგილას, სადაც დაინახა ერთი პიროვნება, რომელიც მოდიოდა წინ, ხოლო მას უკან მოჰყვებოდა ორი პიროვნება, რომლებმაც ჭიშკართან გაჩერებულ მანქანაში ჩადეს რაღაც ნივთი. აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს განმარტება თუ რას აკეთებდნენ, რაზეც ისინი დაიბნნენ და ვერ შეძლეს ახსნა რა ნივთებს აწყობდნენ მანქანაში. როგორც ადგილზე გაირკვა სახლი ეკუთვნოდა ზ-------–--–----ნს, ხოლო აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ ბრალდებულები: დ----------------, ზ-------------–--–- და ვ-–---------–--------. ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ მანქანაში მოთავსებული გამათბობლის ქვაბი, რადიატორი და ველოსიპედი იყო მოპარული, მოახდინეს მათი ადგილზე დაკავება. თანამშრომელ გ----------------–---–თან ერთად დააკავა ვ-–---------–--------.
მოწმე დ-----------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, გამთენიისას, თანამშრომლებთან: შ-----------------–---–თან და თ-----------------ესთან ერთად იმყოფებოდა ნ--–--------------------- მიკრორაიონების კვეთაზე, სადაც შეუერთდნენ სამმართველოს თანამშრომლები: გ---------------–---, გ----------------–---–- და ა-------------–---. ერთმანეთში საუბრის დროს, თ------–-ს მხრიდან მომავალი მანქანიდან მიაძახეს, რომ თ------–-ს ტერიტორიაზე ქურდავდნენ სახლს. გაემართნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახეს სამი პიროვნება, მათ შორის ზ-------------–--–-, რომელიც გამოდიოდა პირველი, ხოლო შემდეგ გამოდიოდნენ დ---------------- და ვ-–---------–--------, რომლებსაც სახლიდან გამოჰქონდათ გამათბობელი. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხეს თუ რას აკეთებდნენ, რაზეც მათ პასუხი ვერ გასცეს. მოწმის განმარტებით, სახლის ჭიშკართან გაჩერებულ ავტომანქანაში ეწყო გამათბობლის ქვაბი და ველოსიპედი. სახლი იყო ჩაბნელებული. ბრალდებულების დაკავება მოხდა ადგილზე. მისივე ჩვენებით, როდესაც ბრალდებულებს წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ვ-–---------–--------ს და დ----------------ს გამათბობელი უკვე საბარგულში ჰქონდათ ჩადებული.
მოწმე დ------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულ ზ-------–--–------ს და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა თბილისში, თ------–-ს დასახლებაში მდებარე შემთხვევის ადგილი. დაზარალებულმა ზ-------–--–----ნმა, იცნო სახლის ჭიშკართან გაჩერებულ ავტომანქანაში ჩაწყობილი მისი კუთვნილი ველოსიპედი და გათბობის ქვაბი. ზ-------–--–----ნმა ნახა, რომ გამათბობლის მილები მის სახლში იყო გადაჭრილი და ყველაფერი წყლით იყო სავსე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ხელის კვლები და ხელთათმანები.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ზ-------------–--–-სგან ექსპერტების მონაწილეობით აიღო ნერწყვის, სუნის და ხელის კვლის ნიმუშები, ასევე ჩაატარა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.
მოწმე დ-----------–-–---–-ს ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო ზ-------–--–------ს ბინის ქურდობის ფაქტზე. დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულებისგან აიღო ნერწყვის, თითის და სუნის ნიმუშები. დაზარალებულ ზ-------–--–----ნთან ერთად დაათვალიერა გამათბობლის ქვაბი, ე.წ. „რადიატორი“ და ველოსიპედი, რაზეც დაზარალებულმა ზ-–--–-----მა განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები იყო მისი საკუთრება.
მოწმე დ---------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ზ-------------–--–-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკა, მანქანის ამოღება და გ--–----------–---–-ს მონაწილეობით ელექტრო ბუხრის დათვალიერება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დ----------------, ზ-------------–--–- და ვ-–---------–-------- დაკავებული ჰყავდათ პოლიციის თანამშრომლებს.
მოწმე ე-–----------–--------ის ჩვენებით, 2017 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გაქურდული იყო გ--–----------–---–-ს საცხოვრებელი ბინა, საიდანაც მოპარული იყო ელექტრო ღუმელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტ-კრიმინალისტების და დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერა ლ--------ს ქუჩაზე მდებარე სახლი, საიდანაც აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუში. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი გაქურდული იქნა ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლიც.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ--------------------ს ჩვენებით, ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა სოფელ თ------–-ში, სადაც ეზოში შესასვლელი კარი დახვდა ღია მდგომარეობაში. იატაკზე დასხმული იყო წყალი და ფანჯარა იყო დაზიანებული. საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ხელთათმანები და ხელის კვლები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა სოფელ თ------–-ში, სადაც ადგილი ჰქონდა სახლის ქურდობის ფაქტს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა სამი ხელთათმანი და თითის ანაბეჭდები. მეტალოპლასტმასის ფანჯარა იყო ღია მდგომარეობაში. ჭიშკართან იდგა „მინივენის“ მანქანა, ხოლო იატაკზე დასხმული იყო წყალი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----------–--------ს ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ნ------–-----სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა ვერცხლისფერი „მინივენის“ მანქანა. დათვალიერებისას ავტომანქანაში ნანახი იქნა გათბობის სისტემის ქვაბი, მილები, ველოსიპედი, ხელთათმანები და ქანჩები, რაც ამოღებულ იქნა და დალუქული სახით, შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაეცა გამომძიებელს. ავტომანქანაში არსებული ნივთებიდან აღებულ იქნა ხელის კვლები, ხოლო მანქანის სავარძლებიდან - მიკრონაწილაკები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------------–---–-ს ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ი-----–-----------სთან ერთად გამოცხადდა გლ----------ე დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულებისგან აიღო ნერწყვის ნიმუშები და მოახდინა მათი დაქტილოსკოპირება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–----–--------ს ქ----------ში, გ--–----------–---–-ს საცხოვრებელ სახლში. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან აიღეს სუნის კვლის ნიმუშები. შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალსიტებმა დაამუშავეს დაქტილოსკოპიური ფხვნილით, რა დროსაც რაიმე სახის ხელის კვლები აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს სოფელ თ------–-ში მდებარე ზ-------–--–------ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი და გარშემო შემორტყმული აქვს „ბლოკის“ გალავანი. ეზოში შესასვლელ კარზე დაკიდულია ბოქლომი, რაც არის ჩაკეტილ მდგომარეობაში. სახლს ეზოში შესასვლელი კარის მხარეს აქვს ორი მეტალოპლასტმასის ფანჯარა, რომლებიც დამონტაჟებულია მიწის ზედაპირიდან, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე. ეზოში შესასვლელ კართან ახლოს მდებარე ფანჯარა არის ღია მდგომარეობაში, ხოლო სახლში შესასვლელი რკინის კარი - დაკეტილი. სამზარეულოში მდებარე ფანჯარა არის ღია მდგომარეობაში და მას აღენიშნება ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანების კვალი. აღნიშნული ფანჯრის ქვეშ, კედელზე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის ე.წ. „რადიატორის“ საკიდი. კედელში ჩაყოლილია ორი მილი, რომლებიც არის გადაჭრილ მდგომარეობაში. ჩაშენებული სამზარეულოს უკიდურეს მარჯვენა ზედა კარადაში ჩანს ოთხი კედელში ჩაყოლებული მილი გადაჭრილ მდგომარეობაში, რომლებზეც აღინიშნება წყლის წვეთები. მისაღებ ოთახში, შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ დგას მცირე ზომის მაგიდა, რომლის ზედაპირზეც აწყვია ორი რეზინის ხელთათმანი, რაც ამოიღეს ექსპერტებმა. მსგავსი ორი ხელთათმანი აწყვია სამზარეულოში გასასვლელი თაღის ქვეშ დადებულ რბილ სკამზე, ე.წ. „პუფზე“, რაც ასევე ამოიღეს ექსპერტებმა. სახლში შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ მდებარე მეორე სართულზე ასასვლელი კიბის გვერდით დგას ხის მოგრძო სკამი, რომლის ზედაპირზეც აწყვია ზემოაღნიშნული ხელთათმანების მსგავსი ორი ხელთათმანი, რაც ამოიღეს ექსპერტებმა. აბაზანაში შესასვლელი კარის ხელმარცხნივ მდებარე კედელში ჩაყოლებულია ორი მილი გადაჭრილ მდგომარეობაში. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილი დამუშავდა დაქტილოხსნარით და დაქტილოფხვნილით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბრალდებულ ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ელექტრო ბუხარი, რომლის კორპუსიც არის შავი. წინა მხარეს მიფარებული აქვს მუქად დაბურული მინა. ელექტრო ბუხრის ზედაპირზე წასმულია თეთრი დაქტილოსკოპიური ფხვნილი. მარჯვენა კედლის ქვედა მხრიდან გამოდის შავი ელექტროსადენი, რაც ბოლოვდება სამწვერიანი ე.წ. „ვილკით“. ელექტრო ბუხრის უკანა მხარეს, კედელზე, ზედა მარჯვენა მხარეს მიკრულია ეტიკეტი, რომელზეც არის წარწერა “DIMPLEX”, ასევე აქვს წარწერა „MODEL TYPE 6---------”, რაზეც გ--–----------–---–- განმარტავს, რომ პირველი არის ფირმის აღმნიშვნელი წარწერა, ხოლო მეორე წარწერაზე მითითებული ციფრები არის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ელექტრო ბუხარი არის მისი კუთვნილება, რაც მოიპარეს მისი საცხოვრებელი სახლიდან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბრალდებულ ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ოთხი ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ: ოთხკუთხედი ფორმის, თეთრი ცენტრალური გათბობის ქვაბი, რასაც მარჯვენა ქვედა კუთხეში აღენიშნება წითელ ფერში წარწერა „fondital Victoria”. აღნიშნული წარწერის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ორი რუხი ღილაკი, მარცხენა მხარეს - ბარომეტრი, ხოლო წარწერის თავზე არის ორი ე.წ. „ინდიკატორი“. აღნიშნული ცენტრალური გათბობის ქვაბს ზედა მხარეს დამონტაჟებული აქვს გამწოვი მილის მუხლი, ხოლო ქვედა ნაწილში - თეთრი პლასტმასის გადაჭრილი ოთხი მილი, რომლის მესამე მილს აქვს ონკანი. გათბობის ქვაბს ქვედა მხარეს მიკრული აქვს სტიკერი, რაზეც აღინიშნება წარწერა „CVAG22CA24927A53“;
ოთხკუთხედი ფორმის თეთრი გათბობის ე.წ. „რადიატორი“, რომელსაც მარცხენა მხარეს ზედა და ქვედა მხარეს გააჩნია ონკანი;
ოთხკუთხედი ფორმის, თეთრი საშრობი, რასაც ზედა მხარეს აქვს ოთხი მილი, ხოლო მასზე უკანა მხრიდან - კედელზე მისამაგრებელი ნაწილი. ქვედა იარუსზე კი აქვს ათი მილი. აღნიშნულ საშრობს მარჯვენა და მარცხენა მხარეს გააჩნია ონკანები;
მრავალსიჩქარიანი სტილის ველოსიპედი, რომლის ე.წ. „რამა“ არის რუხი, ხოლო საჭე, წინა და უკანა ჩანგალი - შავი.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, სოფელ თ------–-ში, ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილ იქნა ზ-------------–--–-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანა „MAZDA”, სახელმწიფო ნომრით: M------. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა მანქანის ჩხრეკისას ამოიღეს სუნის კვლის ნიმუშები ოთხ ქილად. ავტომანქანის ჩხრეკისას ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მიკრონაწილაკები თექვსმეტ დაქტილოფირზე. მანქანის წინა მარჯვენა კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი წითელი და შავი ფერებით ხელთათმანი. წინა მარცხენა კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ანალოგიური ხელთათმანი. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგის უკანა ჯიბიდან - ერთი წყვილი ხელთათმანი. ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა ერთი მოშავო ქუდი. მანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებს შორის სათავსოდან - ორი ქანჩი. მანქანის წინა მარჯვენა კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი სახრახნისი. მანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვემოთ ფეხსაფენიდან ამოღებულ იქნა ერთი დიდი ზომის ხერხის კბილიანი დანა. მანქანიდან უკანა სავარძლების ქვემოთ ფეხსაგებიდან ამოღებულ იქნა პლასტმასის საჭრელი მაკრატელი. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი თეთრი გათბობის სისტემის ე.წ. „რადიატორი“, რომელსაც შეერთებული აქვს მცირე ზომის გადაჭრილი მილები. ამავე უკანა საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი თეთრი გათბობის ცენტრალური სისტემის ქვაბი, წარწერით: „VICTORIA fondital” და შერჩენილი აქვს ოთხი გადაჭრილი თეთრი შემაერთებელი მილის ნაწილები, რომელთაგან ერთს უკეთია ე.წ. „ვენტილი“. ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა ერთი შავი ელექტრო ბუხარი. უკანა საბარგულიდან - ერთი თეთრი გათბობის სისტემის საშრობი, რომელსაც ზედა მხარეს აქვს სამაგრი, ხოლო ქვედა მხარეს ე.წ. „ვენტილებში“ ჩასმული აქვს გადაჭრილი მილები. ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოღებულ იქნა მრავალსიჩქარიანი ველოსიპედი.
ბინის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, თ---–--–------–------------ მ/რაიონის, თ---–-----–----------------ში მდებარე დ----------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში, ფანჯარასთან კომოდის თავზე მდგარი ყვავილების ქოთნიდან ამოღებულ იქნა ორი საყურე, აქედან ერთი ყურზე საკიდით, ზედ არსებული შავ-თეთრი გარდამავალი ქვით, ასევე ამოღებულ იქნა მეორე ოქროსფერი შეფერილობის საყურე, რომელსაც აქვს ყურზე საკიდი. საძინებელ ოთახში არსებული კარადიდან კი ამოღებულ იქნა ერთი ბეჭედი, რომელსაც შუაში აქვს ბრჭყვიალა თვლები.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 მაისს, თბილისში, ვ-–----–----–----------------–-----------–----------------------------ში მდებარე გ--–----------–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა “DIMPLEX”-ის ფირმის, “DF2010-EU”-ის მოდელის, საიდენტიფიკაციო ნომრით: 6---------, ელექტრო ბუხრის დოკუმენტაცია, კერძოდ, აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობის პასპორტი.
ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა ბრალდებულ ზ-------------–--–-ს სარგებლობაში არსებული რუხი ავტომანქანა “MAZDA MPV”, სახელმწიფო ნომრით: M------, რომელიც ბრალდებულის განმარტებით, არის მისი საკუთრება, თუმცა გაფორმებული აქვს მეგობრის - ნ-----–------------------–-–---–-ს სახელზე.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, ვ-–---------–-------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 20 მაისს, 01:05 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ---------------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 20 მაისს, 01:05 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ზ-------------–--–- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 20 მაისს, 01:05 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით, დ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (04 ეპიზოდი); 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, 07 (შვიდი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი და 09 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 04 (ოთხი) თვე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის განაჩენსა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებაში და დ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.
დ----------------მ სასჯელის მოხდა დაასრულა 2014 წლის 08 მაისს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, თანამშრომლებთან გ------------------თან, ლ--------–-–---–თან და ნ-----–----------------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისში, თ---–-----–----------------ის, N---------------ს ბინა N---ში მდებარე ვ-–---------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომატი, მჭიდით და ვაზნით.
მოწმე ნ-----–--------------ძის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ზ-------–--–------ს ბინის ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ვ-–---------–--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ავტომატი მჭიდებით, ყუთში მოთავსებული ვაზნა და მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს. ჩხრეკა ჩატარდა ვ-–---------–--------ს შვილის მონაწილეობით.
მოწმე ლ--------–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, თანამშრომლებთან: გ------------------თან, გ-------------–---–თან და ნ-----–----------------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში, თ---–-----–--ის ქუჩაზე მდებარე ვ-–---------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოღებულ იქნა შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომატი მჭიდით და ვაზნებით. მოწმის განმარტებით, ჩხრეკა ჩატარდა ვ-–---------–--------ს შვილის - მ-------–--------ს მონაწილეობით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომატის ტყვია ნანახი იქნა საძინებელ ოთახში, ხოლო ავტომატი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად - მისაღებ ოთახში არსებული ჭურჭლის კარადის თავზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ პ--------------ის ჩვენებით, 2017 წლის 21 მაისს გასცა ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, NM----- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, “AKC” მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნულ ავტომატზე რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
ექსპერტიზაზე წარდგენილი მოშავო ფერის ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 30 ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდი, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის, “AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y” ავტომატებისათვის, „PПK” ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 24 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y” ავტომატებისათვის, „PПK” ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-47”, “AKM”, “AKMC” “AKMCY” მოდელის ავტომატებისათვის. “CKC” მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ხუთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის “ПM”, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვა, აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----------–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 19 ოქტომბერს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში, წარწერით ,,1 (ერთი) ცალი N M----- 5,45 მმ. კალიბრის -AK-04” მოდელის ავტომატი მჭიდთან ერთად. 20 (ოცი) ცალი 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა, 3 (სამი) ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა და ლითონის ვერცხლისფერი ყუთი სახურავთან ერთად“ მოთავსებული იარაღიდან გაკეთებული ანაწმენდების გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ვ-–---------–--------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიმცირის გამო არაინფორმატიულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ვაზნებზე, მჭიდზე, მეტალის ყუთზე, ასანთის კოლოფზე და მასში მოთავსებულ ვაზნებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,,1 (ერთი) ცალი დანა, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა „მაზდა“ სახ. N M---------ს უკანა მარჯვენა სავარძლის ქვემოთ ფეხსაფენიდან...” მოთავსებულ დანის პირზე არსებული ლაქები (ობ. N9) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N9-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------------ს.
პაკეტში, წარწერით: ,,2 (ორი) ცალი მაკრატლის მაგვარი საგანი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა „მაზდა“ სახ N M---------ს უკანა სავარძლების ქვემოთ ფეხსადებიდან...“ მოთავსებულ ორ ცალი მეტალის ხელსაწყოზე (ობ. N11,12) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,2 (ორი) ცალი ქანჩი და 1 (ერთი) ცალი სახრახნისი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ა/მანქანა „მაზდა“ სახ. N M---------დან. კერძოდ, ორი ცალი ქანჩი ავტომანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებს შორის სათავსოდან, სახრახნისი ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის სათავსოდან.“ მოთავსებულ სახრახნისის ბრტყელ ნაწილზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N14) სისხლს არ წარმოადგენს. ობ. N14 ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ამავე სახრახნისის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) და ამავე ფუთაში მოთავსებულ ერთ-ერთ ქანჩზე (ობ. N15) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლებიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; ამავე ფუთაში მოთავსებულ მეორე ქანჩზე (ობ.N16) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „1 (ერთი) ცალი მოშაო ფერის ქუდი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა „მაზდა“ სახ N M---------ს უკანა მარცხენა სავარძლიდან “ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.
პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------“ და წარწერით: „1 (ერთი) წყვილი ხელთათმანი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა „მაზდა“ სახ. N M--------ს წინა მარცხენა კარის სათავსოდან“ მოთავსებულ ორ ცალ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.
პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------“ და წარწერით: „1 (ერთი) წყვილი ხელთათმანი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა ,,მაზდა“ სახ. N M---------ს წინა მარცხენა სავარძლის საზურგის უკანა ჯიბიდან.“ მოთავსებულ ერთ წყვილ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ობ N20,21-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი დ----------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიმცირის გამო არაინფორმატიულია.
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------“ და წარწერით: „1 (ერთი) წყვილი ხელთათმანი, ამოღებული მარჯვენა საჭიან ავტომანქანა „მაზდა“ სახ. N M---------ს წინა მარჯვენა კარის სათავსოდან..“ მოთავსებულ ერთ წყვილ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.
პაკეტში, შტრიხკოდით: „F--------“ და წარწერით: „2 (ორი) ცალი ხელთათმანი ამოღებული სახლის პირველ სართულზე განთავსებული მოგრძო სკამის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ორ ცალ ხელთათმანზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო, ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F--------“ და წარწერით: „2 (ორი) ცალი ხელთათმანი ამოღებული სახლის პირველ სართულზე მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ორ ცალ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ზ-------------–--–-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, შ----–-----------------------------რაიონის, დ.თ---–-----–-------------------- კორპუსის ბინა N---ში მდებარე ვ-–---------–--------ს ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში მდგარი კომოდის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე ამოღებულ იქნა მოვერცხლისფრო მეტალის კოლოფი მასში არსებული ერთი ვაზნით. მისაღებ ოთახში მდებარე ჭურჭლის კარადის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი შავი მჭიდი ვაზნებთან ერთად და ერთი ავტომატის მსგავსი საგანი, ნომრით ჩარჩოზე: “M-----“, 1993.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე კ------------–-ს ჩვენებით, 2017 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ნ--–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ქოთანში ნანახი და ამოღებულ იქნა ორი საყურე, ხოლო კარადიდან - ერთი ბეჭედი. ჩხრეკის დასრულების შემდგომ, მოწმის სახით გამოკითხა ჩხრეკაში მონაწილე ქალბატონი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე თ-------------–--–ის ჩვენებით, 2017 წლის 19 მაისს იმყოფებოდა სახლში და ელოდებოდა შვილის - ზ-------------–--–-ს სახლში დაბრუნებას. იქნებოდა დაახლოებით 05:30 საათი, როდესაც სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზნით მივიდნენ შვიდი-რვა პოლიციის თანამშრომელი, რომლებსაც აინტერესებდათ სად ინახებოდა ნაქურდალი ნივთები, კერძოდ, ოქროს სამკაულები. სახლის ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთის ამოღება არ მომხდარა.
მოწმე ს--–--------------ს ჩვენებით, 2017 წლის 19 მაისს მუშაობდა დიასახლისად თ-----------------სთან. საღამოს საათებში მიაკითხა მეუღლემ დ----------------მ ზ-------------–-ლთან ერთად. ბავშვების სკოლიდან გამოყვანის შემდგომ, თავად ავიდა სახლში, ხოლო ბავშვები დარჩნენ ეზოში. ცოტახანში დ---------------- ვ-–---------–--------სთან და ზ-------------–-ლთან ერთად ავიდა სახლში, ისადილეს და დაახლოებით 21:00 საათისთვის სამივე ერთად გავიდნენ სადარბაზოში სიგარეტის მოსაწევად. 21:30 საათამდე ხედავდა მათ სადარბაზოში, თუმცა შემდგომ სად წავიდნენ, მისთვის უცნობია. ფიქრობდა, რომ ერთად იმყოფებოდნენ ვ-–---------–--------სთან სახლში. როგორ აღმოჩნდნენ ისინი პოლიციის განყოფილებაში, არ იცის. დაახლოებით 02:00 საათზე, სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ ჩხრეკის ჩატარებას. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ნანახი ვერ იქნა, რის შემდეგაც ხელიდან მოხსნეს ბეჭედი და წაიღეს შესამოწმებლად, ხომ არ იყო მოპარული. მის მეზობლად ცხოვრობს ვ-–---------–--------, სადაც ასევე შესული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ვ-–---------–--------სთან აქვს ნათესაური ურთიერთობა, ხოლო ზ-------------–--–- არის მისი მეუღლის მეგობარი და მის მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ--–------------ს ჩვენებით, 2019 წლის 19 აპრილს ექსპერტ მ-----–------–-----თან ერთად გასცა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა ხელწერის ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ხელმოწერები მ-–--------ს სახელით, განლაგებული: ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–------–-----------------, ბეჭდის ანაბეჭდების მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია მ-------–--------ს მიერ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----–------–-----ის ჩვენებით, 2019 წლის 19 აპრილს ექსპერტ მ--–------------სთან ერთად გასცა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ ქაღალდის ორ ლუქს (ბეჭდის ანაბეჭდიანი ქაღალდი) გახსნისა და დაზიანების კვლები არ აღენიშნება. დადგენა იმისა, გამოსაკვლევად წარდგენილ ლუქებზე რა იყო შესრულებული თავდაპირველად, ჯერ დატანილი იქნა ხელმოწერები და შემდგომში იყო გაყრილი ზონრები მათ შორის თუ პირიქით, შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ორ ლუქს შორის რაიმე სახის განსხვავებანი არ გამოვლინდა.
მოწმე რ--------------ის ჩვენებით, ბრალდებულ ვ-–---------–--------სთან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა. 2017 წლის 05 ივლისს, ადვოკატ კ--------------სთან ერთად იმყოფებოდა ნ--–----------–-------ე, გზის პირას მდებარე აფთიაქში, სადაც მენეჯერ მ--------------–---–-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოიღო 19 მაისის 21:00 საათიდან - 20 მაისის 01:00 საათამდე დროის პერიოდში არსებული ვიდეოჩანაწერი, რაც ჩაწერა სამ დისკზე, რომელიც შემდგომ დაათვალიერა ადვოკატ კ--------------სთან ერთად. ვიდეოჩანაწერებზე არსებული დრო ემთხვეოდა რეალურ დროს. შესაბამისად, დროში ცდომილება არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ-–----------–--ის და მ---------------–--ის ჩვენებებით, 2019 წლის 11 აპრილს გასცეს ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ვერ მოხერხდა ავტომობილების მაიდენტიფიცირებელი ნომრების დადგენა. ნაწილობრივ მოხერხდა ავტომობილების მარკის, მოდელისა და ფერის დადგენა.
მოწმე მ-------–--------ს ჩვენებით, 2017 წლის 20 მაისს, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ ბინაში. ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მის საძინებელ ოთახში და სთხოვეს ჩხრეკაში მონაწილეობა. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ სახლიდან და თავიდან შევიდნენ ბინაში. ბოლოს ჩხრეკა ჩატარდა მისაღებ ოთახში, სადაც პოლიციის თანამშრომლები ზუსტად იმ ადგილას მივიდნენ, საიდანაც გადმოიღეს იარაღის მსგავსი საგანი. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე სრულად დაალაგა სახლი და აღნიშნული ნივთი არსად უნახავს. ჩხრეკის შედეგად ამოღებული საგანი დაილუქა თუ არა მისი მონაწილეობით, ვერ იხსენებს. ჩხრეკის დასრულების შემდგომ რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.
მოწმე თ-----------------ს ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ დ----------------ს ოჯახთან, რომლის მეუღლეც - ს--–-------------- მუშაობს მასთან ოჯახში დამხმარედ. დაახლოებით სამი წლის წინ, ს--–--------------ს დაბადების დღეზე აჩუქა საყურეები და ბეჭედი. რამდენადაც მისთვის ცნობილია, მისი ნაჩუქარი ბეჭედი ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ, ხოლო საყურეები ამჟამად ინახება ს--–----სთან. სამკაულები იყო ბიჟუტერიის და მისი ღირებულება შეადგენდა 30 ლარს. გ--–----------–---–-ს და ზ-------–--–------ს სახლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.
ბრალდებულ დ----------------ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტავს, რომ 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მასთან სტუმრად მივიდა ზ-------------–--–-, რომელთან ერთადაც სამსახურში გაუარა მეუღლეს, საიდანაც ერთად წავიდნენ ბავშვების სკოლიდან და ბაღიდან გამოსაყვანად. საღამოს საათებში დაბრუნდნენ სახლში და ვახშმის გამზადებამდე იმყოფებოდნენ ეზოში, სადაც მათ შეუერთდა ვ-–---------–--------ც. დაახლოებით 22:00 საათისთვის, ერთად გამოვიდნენ სახლიდან და ჩავიდნენ ეზოში. იყო ძლიერი წვიმა, რის გამოც ზ--------–--–-ს მანქანით წავიდნენ სიგარეტის საყიდლად. ვ-–---------–--------ც იმყოფებოდა მათთან ერთად. უკან მიბრუნებისას, დაინახა, რომ ვიღაც ავიწროებდა მანქანით და აყენებდა შეურაცხყოფას. ზ-------------–-ლმა გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც ათამდე თანამშრომელმა გადაიყვანა მანქანიდან და დაადეს ხელზე ბორკილები, ჩასვეს მანქანაში, რა დროსაც ერთ-ერთი პიროვნება ლურჯი ხელთათმანის გამოყენებით ცდილობდა მისთვის სხეულზე ტილოს წასმას. ორი საათის განმავლობაში გააჩერეს მანქანაში, რის შემდეგაც გადასვეს სხვა მანქანაში და წაიყვანეს უცხო ადგილას, სადაც გადმოაგდეს მანქანიდან და დააწვინეს ძირს. პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ყვირილი, თითქოს დაკავებული ჰყავდათ ქურდები. ხედავდა როგორ ტვირთავდნენ პოლიციის თანამშრომლები ზ-------------–--–-ს მანქანაში რაღაც ნივთებს, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მასთან ერთად წაიყვანეს ვ-–---------–--------ც, ხოლო ზ-------------–--–- მიიყვანეს დილის 04:00 საათზე.
ბრალდებულ ზ-------------–--–-ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ დაკავების დღეს აეროპორტიდან ნ--–----------–-----ს მიმართულებით წამოიყვანა მგზავრი, რის შემდეგაც გაუარა დ----------------ს. დაემთხვა ისე, რომ დ-----------ს ბაღიდან და სკოლიდან გამოსაყვანი ჰყავდა ბავშვები. სამსახურში ერთად გაუარეს დ-----------ს მეუღლეს, რის შემდეგაც ბაღიდან და სკოლიდან გამოიყვანეს ბავშვები. საღამოს საათებში იმყოფებოდა დ----------------სთან სახლში, სადაც მათ შეუერთდა ვ-–---------–--------. სიგარეტის საყიდლად ერთად წავიდნენ ნ--–------------ მ/რაიონში, საიდანაც უკან დაბრუნებისას, მ------------------------ის გზაჯვარედინზე, მარცხენა მხრიდან ჩაუჭრა მანქანამ და მოსთხოვეს მანქანის გადაყენება. გააჩერეს მანქანა, რა დროსაც უცხო პირებმა დაადეს ბორკილები და ჩასვეს მუქი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში. ამ დროს ვიღაცამ ლურჯი ხელთათმანის გამოყენებით ნაჭერი წაუსვა სხეულზე. მოგვიანებით გადასვეს სხვა მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ბოლოს გადაიყვანეს ავტომანქანიდან და დააგდეს ტალახში, რის შემდეგაც ისევ ჩასვეს მანქანაში. ხელი მოაწერინეს მანქანის ჩხრეკის ოქმზე, რის შემდეგაც წაიყვანეს მარნეულში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----------------ს, ზ-------------–--–-ს და ვ-–---------–--------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება დ----------------ს, ვ-–---------–--------ს და ზ-------------–--–-ს წინააღმდეგ.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო განმარტავს, რომ დ----------------ს, ვ-–---------–--------ს და ზ-------------–--–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ბრალდებულთა მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულების: გ--–----------–---–-ს და ზ-------–--–------ს საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ დ----------------მ, ვ-–---------–--------მ და ზ-------------–-ლმა წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწიეს ზ-------–--–------ს და გ--–----------–---–-ს საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით დასტურდება, როგორც დაზარალებულთა, ისე მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულთა მიერ შესრულებული ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. კერძოდ, გ----------------–---–მა, გ---------------–---მ და ა-------------–---მ დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ ბრალდებულები: დ----------------, ზ-------------–--–- და ვ-–---------–-------- არიან ის პირები, რომლებსაც ზ-------–--–------ს სახლიდან გამოჰქონდათ გამათბობელი და დებდნენ ეზოს ჭიშკართან გაჩერებულ ზ-------------–--–-ს კუთვნილ ავტომანქანაში. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მაისს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალოებას და იმყოფებოდნენ ნ--–------------------------რაიონების გზაჯვარედინზე, რა დროსაც სოფელ თ------–-ს მხრიდან მომავალ მანქანაში მჯდომმა პირმა შეანელა სვლა და მიაძახა, რომ სოფელ თ------–-ს ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომანქანაში აწყობდნენ სხვადასხვა ნივთს და სავარაუდოდ ადგილი უნდა ჰქონდა ქურდობის ფაქტს. დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც შენიშნეს ბრალდებული ზ-------------–--–-, რომელიც იდგა მანქანასთან ახლოს, ხოლო დ---------------- და ვ-–---------–-------- მანქანაში აწყობდნენ სხვადასხვა ნივთს. ნახეს, რომ ზ-------------–--–-ს კუთვნილი ავტომანქანის, როგორც საბარგულში ისე სალონში ჩაწყობილი იყო ზ-------–--–------ს სახლიდან მოჭრილი ე.წ. „რადიატორი“, თეთრი ცენტრალური გათბობის ქვაბი და ველოსიპედი. მათ შეკითხვაზე თუ ვის ეკუთვნოდა მანქანაში არსებული ნივთები, ბრალდებულები დაიბნნენ და პასუხის გაცემა ვერ შეძლეს.
მოწმეების: გ----------------–---–-ს, გ---------------–--ის და ა-------------–--ის ჩვენებები სრულ თანხევდრაშია შ-----------------–---–ის და დ-----------–--ის ჩვენებებთან, რომლებმაც მიუთითეს ბრალდებულ დ----------------ზე, ვ-–---------–--------ზე, ზ-------------–-ლზე და განმარტეს, რომ აღნიშნული პირების დაკავება მოხდა სოფელ თ------–-ში, ზ-------–--–------ს სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ მომენტში როდესაც ზ-------–--–------ს სახლიდან გამოჰქონდათ ნაქურდალი ნივთები და ათავსებდნენ ზ-------------–--–-ს კუთვნილ ავტომანქანაში. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ თავად იღებდნენ მონაწილეობას ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის ჩატარებაში და ზ-------------–--–-ს სარგებლობაში არსებული „MAZDA”-ს მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით M------, ჩხრეკაში, საიდანაც კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები ოთხ ქილად და მიკრონაწილაკები თექვსმეტ დაქტილოფირზე. მანქანის წინა მარჯვენა კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი წითელი და შავი ფერებით ხელთათმანი; წინა მარცხენა კარის სათავსოდან - ერთი წყვილი ანალოგიური ხელთათმანი; წინა მარცხენა სავარძლის საზურგის უკანა ჯიბიდან - ერთი წყვილი ხელთათმანი; უკანა მარცხენა სავარძლიდან - ერთი მოშავო ფერის ქუდი; წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებს შორის სათავსოდან - ორი ქანჩი, ხოლო წინა მარჯვენა კარის სათავსოდან - ერთი სახრახნისი. მანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვემოთ ფეხსაფენიდან ამოღებულ იქნა ერთი დიდი ზომის ხერხის კბილიანი დანა; უკანა სავარძლების ქვემოთ ფეხსაგებიდან - პლასტმასის საჭრელი მაკრატელი; ავტომანქანის საბარგულიდან კი ერთი თეთრი გათბობის სისტემის ე.წ. „რადიატორი“, რასაც შეერთებული ჰქონდა მცირე ზომის გადაჭრილი მილები. მანქანის იმავე უკანა საბარგულიდან ასევე ამოღებულ იქნა ერთი თეთრი გათბობის ცენტრალური სისტემის ქვაბი, წარწერით „VICTORIA fondital”, რასაც შერჩენილი ჰქონდა ოთხი გადაჭრილი თეთრი შემაერთებელი მილის ნაწილები, რომელთაგან ერთს ეკეთა ე.წ. „ვენტილი“. ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა ერთი შავი ელექტრო ბუხარი, ხოლო უკანა საბარგულიდან - ერთი თეთრი გათბობის სისტემის საშრობი, რასაც ზედა მხარეს ჰქონდა სამაგრი, ხოლო ქვედა მხარეს ე.წ. „ვენტილებში“ ჩასმული ჰქონდა გადაჭრილი მილები. საბარგულიდან ასევე ამოღებულ იქნა მრავალსიჩქარიანი ველოსიპედი.
ის, რომ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის დაზიანებით ადგილი ჰქონდა ზ-------–--–------ს ბინის გაქურდვის ფაქტს, დასტურდება თავად დაზარალებულ ზ-------–--–------ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2017 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აცნობეს, რომ სახლი იყო გატეხილი და სთხოვეს ადგილზე მისვლა. სახლში დაბრუნებულს, ფანჯარა დახვდა ღია მდგომარეობაში, ხოლო კედელზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ე.წ. „რადიატორის“ საკიდი, ასევე კედელში ჩაყოლილი წყლის მილები და გამათბობელი ქვაბი იყო მოპარული, ხოლო მილები იყო გადაჭრილ მდგომარეობაში, საიდანაც მოდიოდა წყალი და იგრძნობოდა გაზის სუნი. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ სახლში დაბრუნებულმა, ჭიშკართან ახლოს შენიშნა „მინივენის“ ავტომანქანა, სადაც მოთავსებული იყო მისი სახლიდან მოჭრილი ე.წ. რადიატორი“, ქვაბი და ველოსიპედი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-----------–--------ს ჩვენებით დგინდება, რომ მეწყვილე ნ------–-----სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ზ-------------–--–-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებაში, სადაც ნანახი იქნა გათბობის სისტემის ქვაბი, მილები, გამათბობელი ე.წ. „რადიატორი“, ხელთათმანები, ქანჩები და ველოსიპედი. რაც შეეხება მოწმე დ------------–---–-ს ჩვენებას, დადგენილია, რომ დაზარალებულ ზ-------–--–----ნთან და ექსპერტ-კრიმინალსიტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თ------–-ს დასახლებაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სადაც დაზარალებულმა იცნო სახლის ჭიშკართან გაჩერებულ „მინივენის“ მანქანაში ჩაწყობილი მისი კუთვნილი გათბობის ქვაბი, ველოსიპედი და სხვადასხვა ნივთი.
მოწმე ე-–----------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე გ--–----------–---–-ს სახლიდან ელექტრო ბუხრის ქურდობს ფაქტთან დაკავშირებით. ექსპეტ-კრიმინალსიტების და დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერა ლ--------ს ქუჩაზე მდებარე სახლი, საიდანაც აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები.
ის, რომ გ--–----------–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან ადგილი ჰქონდა ელექტრო ბუხრის ქურდობის ფაქტს, რაც შემდგომ ამოღებულ იქნა ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, დასტურდება თავად დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა რომ 2017 წლის 20 მაისს, სახლში დაბრუნებისას შეამჩნია, რომ მისაღები ოთახიდან მოპარული იყო თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული ელექტრო ბუხარი, ხოლო უკანა მხრიდან სახლში შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარი იყო ღია მდგომარეობაში.
ბრალდებულ ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ელექტრო ბუხრის ამოღების ფაქტი სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------–---–მა, რომელმაც მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ სოფელ თ------–-ში, ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილ იქნა ზ-------------–--–-ს სარგებლობაში არსებული „MAZDA”-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------, რომლის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა შავი ელექტრო ბუხარი.
საქმეში წარმოდგენილი, ბრალდებულ ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ ელექტრო ბუხრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მისი კორპუსი არის შავი, რომელსაც წინა მხარეს მიფარებული აქვს მუქად დაბურული მინა. ელექტრო ბუხრის ზედაპირზე წასმულია თეთრი დაქტილოსკოპიური ფხვნილი. მარჯვენა კედლის ქვედა მხრიდან გამოდის შავი ელექტროსადენი, რომელიც ბოლოვდება სამწვერიანი ე.წ. „ვილკით. ელექტრო ბუხრის უკანა მხარეს კედელზე, ზედა მარჯვენა მხარეს მიკრულია ეტიკეტი, წარწერით “DIMPLEX”, ასევე აქვს წარწერა „MODEL TYPE 6---------”, რაზეც გ--–----------–---–- განმარტავს, რომ პირველი არის ფირმის აღმნიშვნელი წარწერა, ხოლო მეორე წარწერაზე მითითებული ციფრები წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომერს და განაცხადა, რომ აღნიშნული ელექტრო ბუხარი არის მისი კუთვნილება, რომელიც მოიპარეს მისი საცხოვრებელი სახლიდან, რაშიც სრულად არის დარწმუნებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულებმა: დ----------------მ, ვ-–---------–--------მ და ზ-------------–-ლმა, 2017 წლის 19 და 20 მაისს, წინასწარი შეთანხმებით, შეაღწიეს გ--–----------–---–-ს და ზ-------–--–------ს საცხოვრებელ სახლებში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შავ “DIMPLEX”-ის ფირმის ელექტრო ბუხარს, ცენტრალური გათბობის ქვაბს, გათბობის სისტემის საშრობს, ცენტრალური გათბობის ე.წ. „რადიატორს“ და ველოსიპედს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათ არანაირი შემხებლობა ზ-------–--–------ს და გ--–----------–---–-ს კუთვნილ ნივთებთან არ ჰქონიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, ზ-------------–--–-ს, ვ-–---------–--------ს და დ----------------ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ნამდვილად მიადგათ თუ არა დაზარალებულებს: გ--–----------–---–ს და ზ-------–--–----ნს მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების: ზ-------–--–------ს, გ--–----------–---–-ს, მოწმეების: გ----------------–---–-ს, ა-------------–--ის, გ---------------–--ის, შ-----------------–---–ის, დ-----------–--ის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------------ს, ზ-------------–--–-ს და ვ-–---------–--------ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულებს: გ--–----------–---–ს და ზ-------–--–----ნს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება ბრალდებულ დ----------------ს მხრიდან ქმედებების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო იმავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
ვინაიდან, დ---------------- ნასამართლევია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (04 ეპიზოდი); 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----------------მ ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის (ორი ეპიზოდი), ვინაიდან სასჯელის მოხდიდან, კერძოდ, 2014 წლის 08 მაისიდან, არ იყო გასული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობის გაქარწყლების ექვსწლიანი ვადა. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულებისთვის იგი გათავისუფლებული არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და არც ნასამართლობა ჰქონია მოხსნილი.
რაც შეეხება ვ-–---------–--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს ან/და საბრძოლო მასალას.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ისეთ მოქმედებას, როცა კონკრეტული პირის მფლობელობაში სპეციალური ნებართვის გარეშე ხვდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული საგნები.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი გულისხმობს იარაღისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას ისეთი პირის მიერ, ვისაც მისი კანონიერი შენახვის უფლება არ აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომების მსვლელობისას დაკითხული იქნენ ბრალდების მხარის მოწმეები: ლ--------–-–---–ი, ნ-----–---------------- და გ-------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტეს, რომ 2017 წლის 20 მაისს, თბილისში, თ---–-----–----------------ის, N--------------ს ბინა N---ში მდებარე ვ-–---------–--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომატი მჭიდით და ვაზნებით. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომატის ტყვია ნანახი იქნა საძინებელ ოთახში, ხოლო ავტომატი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად - მისაღებ ოთახში არსებული ჭურჭლის კარადის თავზე.
ის ფაქტი, რომ ვ-–---------–-------- საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, N M----- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, “AKC” მოდელის, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნულ ავტომატზე რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
ექსპერტიზაზე წარდგენილი მოშავო ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 30 ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდი, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის, “AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y” ავტომატებისთვის, „PПK” ხელის ტყვიამფრქვევისთვის და სხვა.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 24 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y” ავტომატებისათვის, „PПK” ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-47”, “AKM”, “AKMC” “AKMCY” მოდელის ავტომატებისათვის. “CKC” მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ხუთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის “ПM”, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ--------------ემ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ დ----------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), ზ-------------–--–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ვ-–---------–--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ზ-------------–--–-ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან იგი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განაჩენით, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები (ორი ეპიზოდი). ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულების რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, დ----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), ზ-------------–-ლს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), ხოლო ვ-–---------–--------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, ზ-------------–--–-სთვის სასჯელების განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
გ--–----------–---–-სგან ამოღებული ელექტრო ბუხრის დოკუმენტაცია; ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: მაკრატელი, გათბობის სისტემის ე.წ. „რადიატორი“, ცენტრალური გათბობის ქვაბი, გათბობის სისტემის საშრობი, ველოსიპედი და ელექტრო ბუხარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ვ-–---------–--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეტალის კოლოფი, მასში მოთავსებული ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღით, მჭიდითა და ვაზნებით, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს ს----------–----–-----------------------------ს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები და სამი წყვილი ხელთათმანი; ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: სუნის კვლები, სამი წყვილი ხელთათმანი, მუქი ფერის ქუდი, ორი ქანჩი, ერთი სახრახნისი, ხერხის კბილანიანები დანა, ორი პლასტმასის მილის საჭრელი და ოთხი ხელის კვალი; გ--–----------–---–-ს სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი; ვ-–---------–--------ს, დ----------------ს და ზ-------------–--–-ს სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 20 მაისიდან - 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
ზ-------------–--–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ-------------–--–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-------------–-ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-------------–-ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 20 მაისიდან - 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
ვ-–---------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხ) წლის ვადით;
ვ-–---------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ვ-–---------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–--–------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–----------–---–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–---------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით, ვ-–---------–--------ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ვალდებულებანი: თბილისის საქალაქო სასამართლოში კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევ დღეს გამოცხადებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და პასპორტის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს, ხოლო ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ-–---------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ---–--–--------------------- თ---–-----–----------------ში მდებარე, 64.63 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა N41-ის (საკადასტრო კოდით: 0-----------.0---0--0--- მდებარე, ვ-–---------–--------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ ვ-–---------–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 20 მაისიდან - იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
გ--–----------–---–-სგან ამოღებული ელექტრო ბუხრის დოკუმენტაცია; ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: მაკრატელი, გათბობის სისტემის ე.წ. „რადიატორი“, ცენტრალური გათბობის ქვაბი, გათბობის სისტემის საშრობი, ველოსიპედი და ელექტრო ბუხარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ვ-–---------–--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეტალის კოლოფი, მასში მოთავსებული ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღით, მჭიდითა და ვაზნებით, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს ს----------–----–-----------------------------ს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ზ-------–--–------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები და სამი წყვილი ხელთათმანი; ზ-------------–--–-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული: სუნის კვლები, სამი წყვილი ხელთათმანი, მუქი ფერის ქუდი, ორი ქანჩი, ერთი სახრახნისი, ხერხის კბილანიანები დანა, ორი პლასტმასის მილის საჭრელი და ოთხი ხელის კვალი; გ--–----------–---–-ს სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი; ვ-–---------–--------ს, დ----------------ს და ზ-------------–--–-ს სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე