განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/887-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - თ----- ი--------
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. დ----- მ------------ი - დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: მ–------ ს------------ პ-------–---------------------------–-------–--ა; ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----------------–-----–---------------------–---------------
2. ლ---- ა----–--ე - დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ--------------–------------------------------–---------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ვ----------------–-----------------------------
ადვოკატები - ნ----- პ---------, ე-–----- გ---–--
თარჯიმანი - მ------ კ--–-----
კვალიფიკაცია:
1.დ----- მ------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით;
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილია არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით;
2. ლ---- ა----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი დ----- მ------------ი 2018 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ. თბილისი გ--------–-------------ში მდებარე შპს ,,ფ---------------------------დან“ შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა შპს ,,ფ---------------------------დან“ შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შპს ,,ფ---------------------------ს“ კუთვნილ ერთ ბოთლ ,,ნემიროვის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და 6 ცალ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ნაწარმს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 43 ლარის და 64 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დ----- მ------------მა ლ---- ა----–--ესთან ერთად განიზრახა ქ. თბილისი, შ------ს, შ--------სა და გ------------ს ქუჩებში პარკირებული სხვადასხვა ფირმის ავტომობილების სარკეების ქურდობა, აღნიშნული მიზნით 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში დ----- მ------------ი ლ---- ა----–--ესთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა - რ------ გ-------–---–ის კუთვნილ ,,TOYOTA LANDCRUISER LC-150’’ სახ. ნომრით G--------, გ------- ნ--------ის კუთვნილ ,,TOYOTA CAMRY’’ სახ. ნომრით G------, რ----- გ-------–---–ის კუთვნილ ,, TOYOTA”-ს, ქ----------–---–- ი-–----ს კუთვნილ ,,TOYOTA PRADO” სახ. ნომრით ,,K--------”, ნ------- მ---------ის კუთვნილ ,,MERSEDES_BENZ ML-320” სახ.ნომრით ML- G------, რ------–- ა-----------ს კუთვნილ ,,MITSUBISHI OUTLANDER” სახ.ნომრით N-------- და ,,HONDA CR-V’’ სახ.ნომრით H------- უკანა ხედვის სარკეებს, ხოლო დაახლოებით 05:10 საათზე პ----- რ-----–---–ის ,,TOYOTA COROLLA” სახ. ნომრით N-------- უკანა ხედვის სარკეების დაუფლებისას დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ქმედების შედეგად, რ------ გ-------–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი)ლარის ოდენობის ზიანი, ი-–---- ქ----------–---–-ს 260 (ორასსამოცი) ლარის ოდენობის ზიანი, ა----–--- ფ-----–--ს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ----- გ-------–---–ს 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ------–- ა-----------ს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ზიანი, პ----- რ-----–---–ს 210 (ორას ათი) ლარის ოდენობის ზიანი, ნ------- მ---------ეს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის
(შპს ,,ფ---------------------------ს“ ეპიზოდი)
2.1. ბრალდებულმა დ----- მ------------მა თავი დამნაშავე სცნო მასში, რომ 2018 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ. თბილისი გ--------–-------------ში მდებარე შპს ,,ფ---------------------------დან“ შეეცადა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა შპს ,,ფ---------------------------ს“ კუთვნილ ერთ ბოთლ ,,ნემიროვის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და 6 ცალ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ნაწარმს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 43 ლარის და 64 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი, იგი დაკავებულ იქნა სუპერმარკეტიდან გამოსვლისას.
2.2. დ----- მ------------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების მ---------------ის და ხ----- გ----------ის ჩვენებები, ბრალდებულ დ----- მ------------ის ჩვენება, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში დ----- მ------------ი დაკავებულ იქნა სუპერმარკეტიდან გამოსვლისას და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიეცა შესაძლებლობა ფარულად დაუფლებული ნივთების განკარგვის, რის გამოც მისი ქმედება დაკვალიფიცირდა ქურდობის მცდელობად.
2.4. სასამართლომ შეაფასა რა შპს ,,ფ---------------------------ს“ ეპიზოდში დ----- მ------------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- მ------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით, დ----- მ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთ) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან დ----- მ------------ს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0-----------–ის განჩინებით, 2012 წლის 2------------ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენში დ----- მ------------ის მიმართ. კერძოდ, დ----- მ------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. დ----- მ------------ს განაჩენით დადგენილი სასჯელიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით, ხოლო პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით, 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადით ათვლა დ----- მ------------ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 04 დეკემბრიდან.
2.7. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვის თანახმად, დ----- მ------------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენის საფუძველზე. დ----- მ------------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0-----–---ს განაჩენის საფუძველზე.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0-----–---ს განაჩენით, დ----- მ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 2----------–ის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და დ----- მ------------ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დ----- მ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2014 წლის 7 მარტიდან.
2.9. სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობის თანახმად, დ----- მ------------ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 07 მარტიდან 2018 წლის 06 მარტამდე, დ----- მ------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული ნასამართლობის მოხსნამდე დ----- მ------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
2.10. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.11. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.12. დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- მ------------ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
2.13. დაზარალებულმა ა----–--- ფ-----–--მ განაცხადა, რომ ჰყავს ა/მანქანა ,,BMW 530“, რომელიც გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა/მანქანას ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები. 2019 წლის 31 იანვარს დილის 06:00 საათზე ა----–--- ფ-----–--ს დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ა/მანქანა იყო დაზიანებული. ა----–--- ფ-----–-- მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები და ნახა, რომ ა/მანქანას ჩამსხვრეული ჰქონდა მძღოლის მხარეს უკანა ხედვის სარკე. ა----–--- ფ-----–--მ შემდგომ თავისი ხარჯებით შეაკეთა დაზიანებული სარკე, რომელშიც დაახლოებით 50 ლარი გადაიხადა.
2.14. დაზარალებულმა რ------–- ა-----------მ განმარტა, რომ მას ჰყავდა ორი ა/მანქანა, ერთი ,,მიცუბიში აუთლანდერი“ და მეორე ,,ჰონდა სიარვი“. ა/მანქანები გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში, შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა/მანქანებს გააჩნდა უკანა ხედვის სარკეები. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ დაზიანებული იყო მისი ა/მანქანები, რ------–- ა-----------, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, დახვდა ა/მანქანებზე სარკეები მოპარული და ასევე დაზიანებული. ერთ-ერთი სარკე იყო გატეხილი, რომელზეც აღინიშნებოდა სისხლის კვალი. მან მხოლოდ ,,მიცუბიში აუთლანდერზე“ შეაკეთა სარკე, რომლის საფასური იყო 20 ლარი, ხოლო მეორე ა/მანქანა ,,ჰონდა სიარვი“ დაზიანებული სარკით გაყიდა.
2.15. დაზარალებულმა რ----- გ-------–---–მა განაცხადა, რომ ჰყავს 2015 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა პრადო“, რომელიც გაჩერებული ჰყავდა ქ.თბილისში, გ------------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ ა/მანქანაზე სარკეები იყო მოხსნილი, როდესაც რ----- გ-------–---–ი მივიდა შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ კუთვნილ ა/მანქანა ,,ტოიოტა პრადოს“ მოხსნილი ჰქონდა ორივე უკანა ხედვის სარკე. სარკეების თანხა აუნაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ.
2.16. დაზარალებულმა რ----- გ-------–---–მა დაადასტურა, რომ კუთვნილი ა/მანქანა ,,ტოიოტა პრადო“ გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში შ------ს ქუჩაზე. 2019 წლის 31 იანვარს ნახა კუთვნილი ა/მანქანა, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები. რ----- გ-------–---–მა საკუთარი ხარჯებით შეიძინა და დაამონტაჟა უკანა ხედვის სარკეები, რომლის ღირებულება იყო 300 ლარი.
2.17. დაზარალებულმა ი-–---- ქ----------–---–მა დაადასტურა, რომ კუთვნილი ა/მანქანა ,,ტოიოტა პრადო“ გაჩერებული ჰყავდა სახლთან. 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში, მას დაუკავშირდა მეზობელი, რომელმაც შეატყობინა ა/მანქანის დაზიანების თაობაზე. ი-–---- ქ-----------–---–ი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა, რომ კუთვნილი ა/მანქანის უკანა ხედვის სარკეები იყო მოპარული. მან საკუთარი ხარჯებით შეიძინა და დაამონტაჟა იაფფასიანი უკანა ხედვის სარკეები, რომლის ღირებულება იყო 30 ლარი.
2.18. დაზარალებულმა გ------- ნ--------ემ განაცხადა, რომ კუთვნილი ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა ქ. თბილისში გ------------ს ქუჩა N--ის მიმდებარედ. 2019 წლის 31 იანვარს დილის საათებში, როდესაც ა/მანქანასთან მივიდა ნახა, რომ ა/მანქანას მოხსნილი ჰქონდა გვერდითი სარკეები. ზიანი დაახლოებით შეადგენდა 300 ლარს.
2.19. დაზარალებულმა პ----- რ-----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს კუთვნილ ა/მანქანა ,,ტოიოტა კოროლაზე“ მოპარეს უკანა ხედვის სარკეები, ერთი სარკე იყო ბუდიდან ამოღებული, ხოლო მეორე სარკე ბუდიანად იყო მოხსნილი. მან თავისი ხარჯებით აღადგინა დაზიანებული სარკეები, რომლის ღირებულება შეადგენდა 650 ლარს.
2.20. მოწმე ე---–- კ--------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 31 იანვარს თანამშრომლებთან ი---- მ---–------თან, გ------- თ------–---–თან და გ------- მ-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, გადაადგილდებოდნენ ფეხით და იმყოფებოდნენ ქ. თბილისში შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ე---–- კ--------ს განმარტებით, როგორც მან, ასევე მისმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ორი მოქალაქე მივიდა ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანასთან, რომლებმაც ა/მანქანას მოტეხეს უკანა ხედვის გვერდითა სარკეები. ე---–- კ-------- და დანარჩენი პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დამნაშავეებთან, ე---–- კ-------- და ი---- მ---–----- მარჯვენა მხრიდან მივიდნენ და დააკავეს დ----- მ------------ი, ხოლო გ------- თ--------–---–ი და გ------- მ-----–---–ი მივიდნენ მარცხენა მხრიდან და დააკავეს ლ---- ა----–--ე. ე---–- კ--------ს განმარტებით, როდესაც დადგინდა, რომ დ----- მ------------ი სრულყოფილად არ ფლობდა ქართლ ენას, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თარჯიმანს. ე---–- კ--------მ დაადასტურა, რომ დ----- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანის სარკე.
2.21. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი---- მ---–-----მ (გამომძიებელი).
2.22. მოწმე გ------- თ------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 31 იანვარს თანამშრომლებთან გ------- მ-----–---–თან, ე---–- კ--------სთან და ი---- მ---–------თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდნენ ქ. თბილისში შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ დაინახეს, რომ ორი მოქალაქე მივიდა ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანასთან, რომლებმაც ა/მანქანას მოტეხეს სარკეები. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ა/მანქანასთან, მან დააკავა ლ---- ა----–--ე, რომელმაც მოტეხილი სარკე მოათავსა ჭრელ პლედში. ლ---- ა----–--ის პირადი ჩხრეკისას ჭრელი პლედიდან ამოღებული იქნა ა/მანქანა ,,ტოიოტას“ ფირმის გვერდითა სარკე.
2.23. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ------- მ-----–---–მა (გამომძიებელი).
2.24. მოწმეებმა ვ-------- მ-------ემ, გ------- ბ----–---–მა, რ----- ხ---------–---–მა და მ--- ღ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.25. ბრალდებულმა ლ---- ა----–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მას და დ----- მ------------ს არ ჩაუდენიათ დანაშაული, მათ ქუჩაში იპოვეს პლედში გახვეული ა/მანქანის სარკეები.
2.26. ბრალდებულმა დ----- მ------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან და ლ---- ა----–--ემ ქუჩაში იპოვეს პლედში გახვეული ა/მანქანის სარკეები.
2.27. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 იანვარს 05:10 საათზე ქ.თბილისში, შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- მ------------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. დ----- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ერთი ცალი შავი ფერის ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა მარჯვენა უკანა ხედვის სარკე. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს დ----- მ------------ი, ოქმზე შენიშვნა არ არის გაკეთებული.
2.27.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ე---–- კ--------მ.
2.28. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 იანვარს 05:10 საათზე ქ.თბილისში, შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ---- ა----–--ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ლ---- ა----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ჭრელი ფერის ე.წ. ,,პლედი“, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ, პლედში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ერთი ცალი პატარა ზომის მოვერცხლისფრო ფერის სარკე, ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა მოდელის ა/მანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების შუშები (მინები) 11 ცალი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ლ---- ა----–--ე, ოქმზე შენიშვნა არ არის გაკეთებული.
2.28.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- მ-----–---–მა.
2.29. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში შ------ს ქუჩა N--ის იმდებარე ტერიტორიაზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას „ტოიოტა კოროლას’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და უკანა ხედვის სარკის ადგილთან ახლოს ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა ძრავის ხუფის ზედაპირიდან.
2.29.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმე გ------- ჭ--–--–-–---–მა, მოწმე პ----- რ-----–---–მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა კ------- დ------მ.
2.30. ავტომანქანების ,,ჰონდას“, ,,ბმვ“-ს, ,,მიცუბიშის“, ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“, ,,ტოიოტა ქამრის“, ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“, ,,მერსედეს ემელის“, ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ დათვალიერების ოქმების თანახმად, ავტომანქანები დათვალიერებული იქნა ქ.თბილისში, შ------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა/მანქანების დათვალიერების შედეგად: ავტომანქანა ”ბმვ“-ს დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტიკების მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე; ხელის კვლები 1 ც/დ ფირზე; ავტომანქანა ,,ჰონდას“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები 2 ცალ დ/ფირზე; ავტომანქანა ,,პრადოს“ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე; ავტომანქანა ,,პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ხუთ ცალ დ/ფირზე; ავტომანქანა ,,პრადოს“ დათვალიერების დროს ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები სამ ცალ დ/ფირზე; ავტომანქანა ,,ემელის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე; ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრის“ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე.
2.30.1. ავტომანქანების დათვალიერების ოქმების სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა გ------- ც------ემ, გ------- ი-----–---მა, გ------- ჭ--–--–-–---–მა (გამომძიებლები) და დ----- ე-–--------–---–მა (ექსპერტ-კრიმინალისტი).
2.31. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9. N10, N11, N12, N13, N14, N15 და N16 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N10 (ხელის კვალი ამოღებულია ა/მანქანა ,,ჰონდა’’ სახ. ნომ. H-------ის მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის ხუფის გარე ზედაპირიდან) იდენტურია 0-----1--- წელს დაბადებულ ლ---- ა----–--ის ხელის საჩვენებელი თითს ანაბეჭდის. შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N12 (ხელის კვალი ამოღებულია ა/მანქანა ,,ტოიოტა“ სახ.ნომ. K---------ის გარეთა ზედაპირიდან) იდენტურია 0-----1--- წელს დაბადებულ ლ---- ა----–--ის მარჯვენა ხელის ცერა თითს ანაბეჭდის.
2.31.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------ კ---------მ.
2.32. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა ,,TOYOTA COROLLA 1.4 XLI” სახ. N N-------- გამოშვებული 2007 წელს, უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს. ა/მანქანა ,,MERCEDES-BENZ ML 320” სახ. N G------ გამოშვებული 2000 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 90 (ოთხმოცი) ლარს. ა/მანქანა ,,MITSUBISHI OUTLANDER” სახ. N N-------- გამოშვებული 2006 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 100 (ასი) ლარს. მარჯვენა სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს, წინა ფრთაზე განთავსებული სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 40 (ორმოცი) ლარს. ა/მანქანა ,,TOYOTA LANDCRUISER LC 150” სახ. N G-------- გამოშვებული 2015 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) ლარს, მარჯვენასი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარს. ა/მანქანა ,,TOYOTA CAMRY” სახ. N G------ გამოშვებული 2012 წელს, მარცხენა და მარჯვენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 200 (ორასი) ლარს. ა/მანქანა ,,TOYOTA PRADO” სახ. N K-------- გამოშვებული 2009 წელს, მარცხენა და მარჯვენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 130 (ასოცდაათი) ლარს, მარჯვენასი 130 (ასოცდაათი) ლარი, სულ 260 (ორასამოცი) ლარს. ა/მანქანა ,,TOYOTA LANDCRUISER LC 150” სახ. N---------- გამოშვებული 2013 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) ლარს, მარჯვენასი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარს. ა/მანქანა ,,TOYOTA COROLLA 1.4 XLI” სახ. N N-------- გამოშვებული 2007 წელს, უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს. ა/მანქანა ,,BMW 530 I” სახ. N---------- გამოშვებული 2005 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს. ა/მანქანა ,,HONDA CR-V 2.0I 16 V 4WD” სახ. N-------- გამოშვებული 1998 წელს, მარცხენა უკანა ხედვის სარკის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 60 (სამოცი) ლარს.
2.32.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- მ--------ემ.
33. ბრალდებულების ადვოკატების პოზიციით დ----- მ------------ს და ლ---- ა----–--ეს არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული ქმედება, ისინი შემთხვევით იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც მოხდა დანაშაული და იპოვეს პლედი, რომელშიც იდო ავტომანქანების სარკეები; საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს სარკეები ბრალდებულებმა მოხსნეს და დაზიანებულ ავტომანქანებთან შეხება მათ ჰქონდათ. ადვოკატებმა მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში დ----- მ------------ის და ლ---- ა----–--ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
34. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და დ----- მ------------ის და ლ---- ა----–--ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:
34.1. დაზარალებულების ა----–--- ფ-----–--ს, რ------–- ა-----------ს, ი-–---- ქ----------–---–-ს, რ------ გ-------–---–ის, რ----- გ-------–---–ის, გ------- ნ--------ის, პ----- რ-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში ჩადენილ იქნა ქ. თბილისი, შ------ს, შ--------სა და გ------------ს ქუჩებში პარკირებული მათი კუთვნილი სხვადასხვა ფირმის ავტომობილების სარკეების ქურდობა.
34.2. პოლიციის თანამშრომლების, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების - ე---–- კ--------ს, ი---- მ---–------, გ------- თ--------–---–ის და გ------- მ-----–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ისინი არიან თვითმხილველი პირები, თუ როგორ მივიდა ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანასთან ორი მოქალაქე (როგორც შემდგომ დაადგინეს დ----- მ------------ი და ლ---- ა----–--ე) და მოტეხეს უკანა ხედვის გვერდითა სარკეები. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრშია ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში ასახულ ინფორმაციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ დ----- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ერთი ცალი შავი ფერის ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, ხოლო ლ---- ა----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ჭრელი ფერის ე.წ. ,,პლედი“, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ, ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ერთი ცალი პატარა ზომის მოვერცხლისფრო ფერის სარკე, სხვადასხვა მოდელის ა/მანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების შუშები (მინები) 11 ცალი. აღსანიშნავია, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს ხელი მოაწერეს დ----- მ------------მა და ლ---- ა----–--ემ და მასზე არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებიათ.
34.3. პოლიციის მუშაკთა ჩვენების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას /საქმე #420 აპ-16, 30 დეკემბერი 2016 წელი/, სადაც აღინიშნა, რომ ,,როცა საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომელები არიან დაინტერესებული პირები, რომ მათ ბრალდებულის წინააღმდეგ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახი ცრუ ჩვენება სასამართლოსთვის და დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო მიზეზზე არც თავად ბრალდებული მიუთითებს და მსგავს რამეზე არც დაცვის მხარე აპელირებს, აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისთვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენება არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად. კონკრეტულ საქმეში, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ სასამართლომ პოლიციის თანამშრომელები მიიჩნიოს დაინტერესებული პირებად, შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს სასამართლო მიიჩნევს სარწმუნოდ და მათ იზიარებს უტყუარ მტკიცებულებად დ----- მ------------ის და ლ---- ა----–--ის ბრალდების დასადასტურებლად.
34.4. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ავტომანქანების დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლებზე ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N10, ამოღებულია ა/მანქანა ,,ჰონდა’’ სახ. ნომ. H-------ის მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის ხუფის გარე ზედაპირიდან და იდენტურია 0-----1--- წელს დაბადებულ ლ---- ა----–--ის ხელის საჩვენებელი თითს ანაბეჭდის; შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალი N12, რომელიც ამოღებულია ა/მანქანა ,,ტოიოტა“ სახ.ნომ. K---------ის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია 0-----1--- წელს დაბადებულ ლ---- ა----–--ის მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის. აღნიშნული გარემოებები ადასტურებენ, რომ როგორც ავტომანქანასთან, ასევე მოპარულ სარკესთან ბრალდებულების შემხებლობის ფაქტს და უფრო დამჯერებელს ხდიან პოლიციის თანამშრომლეთა ჩვენების სისწორეს.
34.5. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულების ლ---- ა----–--ის და დ----- მ------------ის ჩვენებას მასზედ, რომ მათ ქუჩაში იპოვეს პლედში გახვეული ა/მანქანის სარკეები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულთა აღნიშნული ჩვენებები მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ და აშკარად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ის გარემოებები, რომ ფაქტის თვითმხილველმა პოლიციის თანამშრომლებმა უშუალოდ დაინახეს თუ როგორ ხსნიდნენ ბრალდებულები ავტომანქანიდან გვერდითა ხედვის სარკეს, მათ მიერ დ----- მ------------ი დაკავებულ იქნა ნაქურდალი ნივთით ხელში, ხოლო ლ---- ა----–--ე დაკავებულ იქნა პლედით, რომელშიც იყო ნაქურდალი სარკეები, ამ სარკეებზე აღმოჩნდა ლ---- ა----–--ის თითის კვალი, მტკიცებულებათა ეს ჯაჭვი მთლიანობაში უტყუარად ადასტურებენ ლ---- ა----–--ის და დ----- მ------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
34.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში, დ----- მ------------ი და ლ---- ა----–--ე დაკავებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის მომენტში და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიეცათ შესაძლებლობა ფარულად დაუფლებული ნივთების განკარგვის, რის გამოც მათი ქმედება დაკვალიფიცირდა ქურდობის მცდელობად.
34.7. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში დ----- მ------------ი ლ---- ა----–--ესთან ერთად ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა - რ------ გ-------–---–ის კუთვნილ ,,TOYOTA LANDCRUISER LC-150’’ სახ. ნომრით G--------, გ------- ნ--------ის კუთვნილ ,,TOYOTA CAMRY’’ სახ. ნომრით G------, რ----- გ-------–---–ის კუთვნილ ,, TOYOTA”-ს, ი-–---- ქ----------–---–-ს კუთვნილ ,,TOYOTA PRADO” სახ. ნომრით ,,K--------”, ნ------- მ---------ის კუთვნილ ,,MERSEDES_BENZ ML-320” სახ.ნომრით ML- G------, რ------–- ა-----------ს კუთვნილ ,,MITSUBISHI OUTLANDER” სახ.ნომრით N-------- და ,,HONDA CR-V’’ სახ.ნომრით H------ უკანა ხედვის სარკეებს, ხოლო დაახლოებით 05:10 საათზე პ----- რ-----–---–ის ,,TOYOTA COROLLA” სახ. ნომრით N-------- უკანა ხედვის სარკეების დაუფლებისას დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ქმედების შედეგად, რ------ გ-------–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი)ლარის ოდენობის ზიანი, ი-–---- ქ----------–---–ს 260 (ორასსამოცი) ლარის ოდენობის ზიანი, ა----–--- ფ-----–--ს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ----- გ-------–---–ს 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ------–- ა-----------ს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ზიანი, პ----- რ-----–---–ს 210 (ორას ათი) ლარის ოდენობის ზიანი, ნ------- მ---------ეს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი.
2.35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ---- ა----–--ემ და დ----- მ------------მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.36. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ---- ა----–--ის და დ----- მ------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად დაზარალებულებისათვის ერთიანობაში მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს და შესაძლოა დაზარალებულებს მისდგომოდათ: რ------ გ-------–---–ს 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, ი-–---- ქ----------–---–-ს 260 (ორასსამოცი) ლარის ოდენობის ზიანი, ა----–--- ფ-----–--ს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ----- გ-------–---–ს 300 (სამასი) ლარის ოდენობის ზიანი, გ------- ნ--------ეს 200 (ორასი) ლარის ოდენობის ზიანი, რ------–- ა-----------ს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ზიანი, პ----- რ-----–---–ს 210 (ორას ათი) ლარის ოდენობის ზიანი.
2.37. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. კონკრეტულ საქმეში, დაზარალებულების რ----- გ-------–---–ის, ი-–---- ქ----------–---–-ს, გ------- ნ--------ის, რ----- გ-------–---–ის, რ------–- ა-----------ს, პ----- რ-----–---–ის ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს, როგორც ცალ-ცალკე, ისე მთლიანობაში.
2.38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ---- ა----–--ემ და დ----- მ------------მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.39. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---- ა----–--ე და დ----- მ------------ი წინასწარ შეკავშირდნენ ა/მანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ქურდობის მიზნით და პოლიციელების მიერ დაკავებულ იქნენ სარკეების მოხსნის პროცესში. დ----- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ერთი ცალი შავი ფერის ,,ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანის გვერდითა მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, ხოლო ლ---- ა----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ჭრელი ფერის ე.წ. ,,პლედი“, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ, პლედში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მოვერცხლისფრო-მოშავო ფერის ა/მანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ერთი ცალი პატარა ზომის მოვერცხლისფრო ფერის სარკე, სხვადასხვა მოდელის ა/მანქანების გვერდითა უკანა ხედვის სარკეების შუშები (მინები) 11 ცალი. აღნიშნული გარემოებები აშკარად მიუთითებენ, რომ დ----- მ------------მა ლ---- ა----–--ემ წინასწარ განიზრახეს ქ. თბილისი, შ------ს, შ--------სა და გ------------ს ქუჩებში პარკირებული სხვადასხვა ფირმის ავტომობილების სარკეების ქურდობა და დანაშაულის ჩადენის დროს ისინი მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებულად.
2.40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.41. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა ლ---- ა----–--ემ და დ----- მ------------მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის
2.42. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით, დ----- მ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთ) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან დ----- მ------------ს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
2.43. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0-----------–ის განჩინებით, 2012 წლის 2------------ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენში დ----- მ------------ის მიმართ. კერძოდ, დ----- მ------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. დ----- მ------------ს განაჩენით დადგენილი სასჯელიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით, ხოლო პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით, 02 (ორი) და 03 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადით ათვლა დ----- მ------------ს დაეწყო დაკავების დღიდან 2011 წლის 04 დეკემბრიდან.
2.44. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვის თანახმად დ----- მ------------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენის საფუძველზე. დ----- მ------------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0-----–---ს განაჩენის საფუძველზე.
2.45. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0-----–---ს განაჩენის თანახმად, დ----- მ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2------------ს განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 2----------–ის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და დ----- მ------------ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. დ----- მ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2014 წლის 7 მარტიდან.
2.46. სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობის თანახმად, დ----- მ------------ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 07 მარტიდან 2018 წლის 06 მარტამდე, დ----- მ------------მა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული ნასამართლობის მოხსნამდე დ----- მ------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
2.47. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.48. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.49. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით (შპს ,,ფ---------------------------ს“ ეპიზოდი; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით.
ბრალდებულმა ლ---- ა----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ---- ა----–--ის და დ----- მ------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- ა----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. დ----- მ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ლ---- ა----–--ეს და დ----- მ------------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსულში არაერთხელ არიან გასამართლებულები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ლ---- ა----–--ეს და დ----- მ------------ს უნდა დაენიშნოთ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა ლ---- ა----–--ემ და დ----- მ------------მა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. დ----- მ------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომობილის გვერდითა სარკე, მოთავსებული პოლიეთილენის გამჭირვალე ცელოფანში, დალუქული ი----------------------------–--------- განყოფილების N 2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, დაილუქა სპეც პაკეტში შტრიხკოდით: FCD 7----- და ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. ლ---- ა----–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული ჭრელი ფერის პლედი, ორი ცალი უკანა ხედვის სარკე და 11 ცალი ავტომანქანის უკანა ხედვის სარკის მინა, რომლებიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–---------- განყოფილების N2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაილუქა სპეც პაკეტში შტრიხკოდით FCD 8----- და ინახება შსს ქ------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.3. ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და უკანა ხედვის სარკის ადგილთან ახლოს ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა ძრავის ხუფის ზედაპირიდან, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------ გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.4. ავტომანქანა ”ბმვ“-ს დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტიკების მიერ ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.5. სარკე დალუქული 1 პაკეტად შტრიხკოდით FDC 1------, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCS 1------ და ინახება შსს ქ------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.6. ხელის კვლები 1 ც/დ ფირზე დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, აღნიშნული გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.7. ავტომანქანა ,,ჰონდას’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები 2 ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.8. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.9. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ხუთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.10. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.11. ავტომანქანა ,,ემელის’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.12. ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრის’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.13. დ----- მ------------ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.14. დ----- მ------------ის ხელის კვლის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------ გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.15. ლ---- ა----–--ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით FCI 6----- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო სურათები და ავტომანქანის დათვალიერების ფოტოები ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.17. ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,წიწაკის ნემიროვი’’, ორი ცალი შოკოლადის ფილა ,,ნესკვიკი’’, შოკოლადის კანფეტი ქოქოსის, შოკოლადის ფილა ,,კონიაკის გემო’’ და ორი ცალი რძიანი შოკოლადი ,,კიტკეტი’’ ხელწერილებით დროებით ჩაბარდა ,,ფ---------------------------ს’’ თანამშრომლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ----- მ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. დ----- მ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. დ----- მ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. დ----- მ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- მ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. ლ---- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
7. ლ---- ა----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3--------ის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
9. დ----- მ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
10. ლ---- ა----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
11. ნივთმტკიცებები:
11.1. დ----- მ------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომობილის გვერდითა სარკე, მოთავსებული პოლიეთილენის გამჭირვალე ცელოფანში, დალუქული ი----------------------------–--------- განყოფილების N 2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაილუქა სპეც პაკეტში შტრიხკოდით: FCD 7----- და ინახება შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11.2. ლ---- ა----–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოღებული ჭრელი ფერის პლედი, ორი ცალი უკანა ხედვის სარკე და 11 ცალი ავტომანქანის უკანა ხედვის სარკის მინა, რომლებიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–---------- განყოფილების N2 ლუქით, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაილუქა სპეც.პაკეტში შტრიხკოდით FCD8----- და ინახება შსს ქ------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11.3. ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და უკანა ხედვის სარკის ადგილთან ახლოს ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა ძრავის ხუფის ზედაპირიდან, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------ გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.4. ავტომანქანა ”ბმვ“-ს დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტიკების მიერ ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 პაკეტად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.5. სარკე დალუქული 1 პაკეტად შტრიხკოდით FDC 1------, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაილუქა სპეც პაკეტში შტრიხკოდით FCS 1------ და ინახება შსს ქ------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
11.6. ხელის კვლები 1 ც/დ ფირზე დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, აღნიშნული გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.7. ავტომანქანა ,,ჰონდას’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები 2 ცალ დ/ფირზე დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.8. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------ გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.9. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ხუთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.10. ავტომანქანა ,,პრადოს’’ დათვალიერები დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.11. ავტომანქანა ,,ემელის’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.12. ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრის’’ დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული ხელის კვლები ორ ცალ დ/ფირზე, დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.13. დ----- მ------------ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად F---------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.14. დ----- მ------------ის ხელის კვლის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCD 1------ გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.15. ლ---- ა----–--ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით FCI 6----- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო სურათები და ავტომანქანის დათვალიერების ფოტოები ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11.17. ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,წიწაკის ნემიროვი’’, ორი ცალი შოკოლადის ფილა ,,ნესკვიკი’’, შოკოლადის კანფეტი ქოქოსის, შოკოლადის ფილა ,,კონიაკის გემო’’ და ორი ცალი რძიანი შოკოლადი ,,კიტკეტი’’ ხელწერილებით დროებით ჩაბარდა ,,ფ---------------------------ს’’ თანამშრომლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/