გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002735824 (2/1017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.09.2019 წელი ქ.სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
მოსარჩელე - სს ,,თ-----------’’
წარმომადგენელი - ი------–---–---
მოპასუხე - შპს ,,ა--–----------ი’’
წარმომადგენელი - ნ------------ა
მოპასუხე - ნ------------ა
მოპასუხე - მ--–------------ა
მოპასუხე - ი/მ ა-------------ა
დავის საგანი - მოპასუხეებზე თანხის დაკისრება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ა--–----------ს", ნ------------ას და მ--–------------ას სს ,,თ-----------"-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 36989.27 აშშ დოლარის ანაზღაურება.
1.1 დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონება, მესაკუთრე ა-------------ა, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, არასაცხოვრებელი ფართი, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი სართული 2, ფართი 4-2.60 მ2, მის: ქ.აბაშა, თ---------–---ს ქ.N4-, საკადასტრო კოდი - 4-.01.3-.0--.01.5--). თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,ა--–----------ი"-ს, ნ------------ას, მ--–------------ას მთელი კუთვნილი ქონება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის 15 მაისს სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და მსესხებელ შპს ,,ა--–----------ი" (ს/კ 4--------) წარმომადგენელ ნ------------ას შორის დაიდო N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გაიცა სესხი 4-500 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით (16/05/2021) სარგებლის წლიურად 15% გადახდევინებით. 2014 წლის 15 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მესაკუთრე ა-------------ას შორის 2014 წლის 20 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.აბაშა, თ---------–---ს ქ.N4-, საკადასტრო კოდი 4-.01.3-.0--.01.5-- იპოთეკის ხელშეკრულება რეგ N1-------- უფლების რეგისტრაციის N8-----------, 20/05/2014. 2014 წლის 20 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და ნ------------ას შორის გაფორმდა N3-------------- თავდებობის ხელშეკრულება (ცვლილების თარიღი 03/10/2014 და სოლიდარული ვალდებულების (თავდებობის) თანხის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა 67000 აშშ დოლარით ან მისი ექვ. ლარით. 2014 წლის 20 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და მ--–------------ას შორის გაფორმდა N8-------------- თავდებობის ხელშეკრულება (ცვლილების თარიღი 03/10/2014 და სოლიდარული ვალდებულების (თავდებობის) თანხის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა 67000 აშშ დოლარით ან მისი ექვ. ლარით. გადახდის გრაფიკის თანხმად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. შედეგად მოპასუხეს წაეყენათ მოთხოვნა მთლიანი დავალიანების დაფარვაზე, რაც არ იქნა შესრულებული. 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით N0-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 36989.27 აშშ დოლარს, მათ შორის 30814.47 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 5082.84 აშშ დოლარი ჯარიმა, 1091.96 აშშ დოლარი ჯარიმა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1 მოპასუხე შპს ,,ა--–----------ი’’-ს წარმომადგენელმა ნ------------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის თანხის ნაწილში.
2.2 მოპასუხე ნ------------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის თანხის ნაწილში.
2.3 მოპასუხე მ--–------------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის თანხის ნაწილში.
2.4 მოპასუხე ი/მ ა-------------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის თანხის ნაწილში, ხოლო არ ეთანხმება იპოთეკით დატვირთული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაუყოვნებლივ რეალიზაციის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 მაისს სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და მსესხებელ შპს ,,ა--–----------ი" (ს/კ 4--------) წარმომადგენელ ნ------------ას შორის დაიდო N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გაიცა სესხი 4-500 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით (16/05/2021) სარგებლის წლიურად 15% გადახდევინებით. 2014 წლის 15 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მესაკუთრე ა-------------ას შორის 2014 წლის 20 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.აბაშა, თ---------–---ს ქ.N4-, საკადასტრო კოდი 4-.01.3-.0--.01.5-- იპოთეკის ხელშეკრულება რეგ N1-------- უფლების რეგისტრაციის N8-----------, 20/05/2014.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება
- იპოთეკის ხელშეკრულება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- გრაფიკი
3.1.2. 2014 წლის 20 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და ნ------------ას შორის გაფორმდა N3-------------- თავდებობის ხელშეკრულება (ცვლილების თარიღი 03/10/2014 და სოლიდარული ვალდებულების (თავდებობის) თანხის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა 67000 აშშ დოლარით ან მისი ექვ. ლარით. 2014 წლის 20 მაისს N0-------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და მ--–------------ას შორის გაფორმდა N8-------------- თავდებობის ხელშეკრულება (ცვლილების თარიღი 03/10/2014 და სოლიდარული ვალდებულების (თავდებობის) თანხის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა 67000 აშშ დოლარით ან მისი ექვ. ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები
3.1.3. გადახდის გრაფიკის თანხმად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. შედეგად მოპასუხეს წაეყენათ მოთხოვნა მთლიანი დავალიანების დაფარვაზე, რაც არ იქნა შესრულებული. 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით N0-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 36989.27 აშშ დოლარს, მათ შორის 30814.47 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 5082.84 აშშ დოლარი დასაფარი პროცენტი, 1091.96 აშშ დოლარი ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი
- გადახდის ისტორია
- ინვოისი
3.1.4 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონება.
- საკრედიტო ხელშეკრულება
- იპოთეკის ხელშეკრულება
3.1.6 მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 36989.27 აშშ დოლარი, მათ შორის 30814.47 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 5082.84 აშშ დოლარი პროცენტი, 1091.96 აშშ დოლარი ჯარიმა. მოპასუხეები სარჩელის მოთხოვნას ცნობენ რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 902-ე,361-ე, 286-ე, 301-ემუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან შპს ,,ა--–----------ზე’’ გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით, რომელმაც თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 მაისს სს ბანკ ,,რ-------–---ს’’ (უფლებამონაცვლე სს ,,თ-----------’’) და მსესხებელ შპს ,,ა--–----------ი" (ს/კ 4--------) წარმომადგენელ ნ------------ას შორის დაიდო N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნები შპს ა--–----------იმ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 36989.27 აშშ დოლარი, მათ შორის 30814.47 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 5082.84 აშშ დოლარი ჯარიმა, 1091.96 აშშ დოლარი ჯარიმა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, შპს ,,ა--–----------ი’’-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, შპს ,,ა--–----------ი’’ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. შპს ,,ა--–----------ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ა--–----------ი’’ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, სარგებლობის შესახებ გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-5-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თ---------–---ს პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 4-5-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 4-5-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს ,,ა--–----------იმ’’ სს ,,თ-----------’’-საგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. შპს ,,ა--–----------იმ’’ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 36097.31 აშშ დოლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხეები მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სსკ-ის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც შპს ,,ა--–----------ი’’-ს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 5082.84 აშშ დოლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თ---------–---ს ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2014 წლის 15 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 1091.96 დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.
სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2014 წლის 15 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 200 აშშ დოლარით (ნაცვლად 1091.96 აშშ დოლარისა).
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდები პირების ნ------------ას და მ--–------------ას პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ------------ამ და მ--–------------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს ,,ა--–----------ი’’-ს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ა--–----------ი’’-სთან ერთად ნ------------ას და მ--–------------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, 36097.31 აშშ დოლარი ფარგლებში. ამდენად, თავდებმა პირმებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, ასევე მოპასუხე მხარის პოზიციას, მის ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ა--–----------ს, ნ------------ას და მ--–--------------ს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2600 ლარის ოდენობით. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 351 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ-----------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: შპს ,,ა--–----------ს" ს/კ 4--------, ნ------------ას პ/ნ 0----------, მ--–------------ას პ/ნ 4----------, სს ,,თ-----------’’-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 36097.31 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც 30814.47 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 5082.84 აშშ დოლარი ჯარიმა, 200 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლო.
3. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონება, მესაკუთრე ა-------------ა პ/ნ 0----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, არასაცხოვრებელი ფართი, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი სართული 2, ფართი 4-2.60 მ2, მის: ქ.აბაშა, თ---------–---ს ქ.N4-, საკადასტრო კოდი - 4-.01.3-.0--.01.5--). თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ა--–----------ის, ნ------------ას, მ--–--------------ს მთელი კუთვნილი ქონება.
4. მოპასუხეებს შპს ,,ა--–----------ს" ნ------------ას, მ--–------------ას სს ,,თ-----------’’-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 2600 ლარის ანაზღაურება. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 351 ლარი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე