გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
160210119003108207
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160210119003108207

N2/546-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ნუ-------------–---ა

წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

მოპასუხე - ალ---------–---ი

წარმომადგენელი - მუ-----------–---ი

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნუ-------------–---ას ცნობა ალ---------–---ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.----------–--------–-----–-------------------–---------–----------------------------------------------------------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობა N 1, ს/კ 83.02.05.8-- 1/2 წლის მესაკუთრედ.

 

1.2. ნუ-------------–---ას ცნობა ალ---------–---ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მარნეული, ბერიტაშვილის ქუჩა N2, 400.00 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.02.20.3-- 1/2 წლის მესაკუთრედ.

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე 1989 წლის 25 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ალ---------–---თან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი. მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში -2014 წლის 25 ივნისს მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 90000 ლარად მხარეებმა შეიძინეს 1-- კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N 1 შენობით, ს/კ 83.02.05.8--, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე. ასევე მხარეებმა 2015 წლის 8 სექტემბერს 10 000 ლარად შეიძინეს 400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.02.20.3-- და აღნიშნული ქონებაც აღირიცხა მოპასუხის სახელზე. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ალ---------–---ი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ უძრავ ქონების ს/კ 83.02.05.8-- ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს უძრავი ქონების 1/3 ნაწილი, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნუ-------------–---ა და ალ---------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1989 წლის 25 იანვრიდან. ნუ-------------–---ას და ალ---------–---ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში -2014 წლის 25 ივნისს მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 90000 ლარად მხარეებმა შეიძინეს 1-- კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N 1 შენობით, უძრავი ქონების ს/კ 83.02.05.8--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 25 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში 2015 წლის 8 სექტემბერს მხარეებმა 10 000 ლარად ქ. მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩა N 2-ში, შეიძინეს 400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.02.20.3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ა----–-----–----------------–----------------------------------------------- ს/კ 83.02.05.8-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ---------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.32).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ბერიტაშვილის ქუჩა N 2, ს/კ 83.02.20.3-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ---------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.33).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის, მხარეთა ასხნა-განმარტების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 183-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2014 წლის 25 ივნისს მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 90000 ლარად მხარეებმა ნუ-------------–---ამ და ალ---------–---მა შეიძინეს 1-- კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N 1 შენობით, უძრავი ქონების ს/კ 83.02.05.8--.

 

ასევე რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში 2015 წლის 8 სექტემბერს მხარეებმა 10 000 ლარად ქ. მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩა N 2-ში, შეიძინეს 400 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.02.20.3--

 

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ა----–-----–----------------–----------------------------------------------- ს/კ 83.02.05.8-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ---------–---ის სახელზე.

 

უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ბერიტაშვილის ქუჩა N 2, ს/კ 83.02.20.3-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ---------–---ის სახელზე.

 

შესაბამისად, ხსენებულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლება ალ---------–---ს მოპოვებული აქვს მეუღლეთა შორის ქორწინების რეგისტრაციის - 1----–-–-------------- შემდეგ, ხოლო მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, ქორწინება მხარეთა შორის განქორწინებით შეწყვეტილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით ნუ-------------–---ას მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, მოცემულ შემთხვევაში ნუ-------------–---ას და ალ---------–---ის თანასაკუთრების რეჟიმში.

 

მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარეს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის თაობაზე, რადგან ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეოებების თანაბრობა საოჯახო ურთიერთობათა არსებობის ყველა ეტაპისათვის გარანტირებული აუცილებლობაა. აღნიშნულის გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისის გადახვევის შესაძლებლობის უფლების მინიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციას არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. მოპასუხე ალ---------–---ი სასამართლოს მთავარ სხდომაზე სრულად დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ს/კ 83.02.05.8-- მხოლოდ 1/3 უნდა აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეს გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა მეუღლეთა წილის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძვლებს მოპასუხის სასარგებლოდ.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

შესაბამისად, მოსარჩელე ნუ-------------–---ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1500 ლარი და ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთანავე მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე ნუ-------------–---ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 525 ლარი, ხოლო მოპასუხე ალ---------–---ს მოსარჩელე ნუ-------------–---ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9-- ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით, ალ---------–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 83.02.05.8-- და ს/კ 83.02.20.3-- 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

ვინაიდან ნუ-------------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნუ-------------–---ას სარჩელი ალ---------–---ის მიმართ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნუ-------------–---ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მარნეული, ა----–-----–----------------–----------------------------------------------- ფართი 1-- კვმ, ს/კ 83.02.05.8-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

1.2. ნუ-------------–---ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მარნეული, ბერიტაშვილის ქუჩა N2 , ფართი 400 კვმ, ს/კ 83.02.30.3-- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

2. მოსარჩელე ნუ-------------–---ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 525 ლარი (გადახდის თარიღი: 18.07.2---წ, საგადახდო დავალება N 2-------, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300093150);

 

3. მოპასუხე ალ---------–---ს მოსარჩელე ნუ-------------–---ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის ანაზღაურება 9-- ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე