განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
020100119003135863
დავის ტიპი
179 3 ა , 117 1
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100119003135863

საქმის N1/451-2---წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

26 ნოემბერი 2--- წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი სალომე ქობალია

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი თ--------------

 

დაცვის მხარე - ადვოკატი მ-------–-----–--

 

ბრალდებულ - ე---–----------–---–--- მიმართ (ძებნილი)

დაბადების თარიღი: 2--0--1--- წელი;

პირადი ნომერი: 5---------4;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის მისამართი: ხ----------------------–---------–-----------------–-------------

საცხოვრებელი მისამართი: ხ-----------------------–---------–-----------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, ჩადენილი არაერთგზის.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზუ-------------------–-------------–---------–-–----- სექტემბერს განაჩენით ედ-–----------–---–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .

 

ზემოთხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის, ედ-–----------–---–-- დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლევ პირად.

 

2----–-–----------ს, დილის საათებში, ქ----------------------–-–-------–-----–------------------------ მიმდებარედ, ტაქსის მძღოლის - შ----------------- საკუთრებაში არსებული „-----–---------- ფირმის ავტომობილიდან (სახელმწიფო ნომრით O--------- გადმოსვლის შემდეგ მგზავრმა ედ-–----------–---–--მ შ----------------- მოსთხოვა მობილური ტელეფონის გადაცემა, რის შემდეგ ორჯერ დაარტყა ქვა კეფისა და ყურის არეში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების გზით, აშკარად დაეუფლა შ----------------- კუთვნილ „ ნოკიას „ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 50 ლარად და ფულად თანხას 10 ლარის ოდენობით. შ----------------- თავდასხმის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის სშიში ძალადობით, ჩადენილი არაერთგზის.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მოწმე გი-------------- აჩვენა, რომ საქმეზე მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ყაჩაღობა ჩაიდინა ედ-–----------–---–--მ. ბრალდებული ედ-–----------–---–-- ამჟამად იმყოფება გ--–--------------------–--------------–- და თან გააჩნია ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი. გამოძიებაში დაიკითხა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლ-----–-–--------- აჩვენა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა 2----–-–-- მაისის თვეში. დღის მეორე ნახევარში; ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები, დაზარალებული შ----------------, გამომძიებელი კ------------. დაზარალებულმა მოყვა თუ როგორ მოხდა ყაჩაღობა. ჰყავდა ტაქსი, ქალაქის ცენტრში ჩაუჯდა ბრალდებული და თხოვა შ--------თან მიყვანა; საიდანაც ახლობლები უნდა წამოეყვანა ზუგდიდში. როცა შ--------თან მივიდნენ, ბრალდებული თავს დაესხა და წაართვა ფული და მობილური ტელეფონი. თავზე მიაყენა დაზიანება, ქვა ჩაარტყა. ასევე დაუზიანა ავტომანქანა. შეძლო თავის დაღწევა, ავტომანქანით გაიქცა და მივიდა პოლიციის საგუშაგოსთან და განაცხადა აღნიშნულზე. თავი ჰქონდა დაზიანებული და შეხვეული. ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას შ-------–- დაზარალებულმა აჩვენა კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა უკანა საქარე მინა. შედგა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გ---------------–---- აჩვენა, რომ მუშაობს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში; 2----–-–------------ იყვნენ შემოვლაზე. შემოვიდა შეტყობინება, რომ შ-------–- პოლიციის პოსტთან იდგა „ო---–--- მარკის ავტომანქანა და უნდა მიექციათ ყურადღება, რადგან მომხდარი იყო ყაჩაღობა. როცა მივიდნენ, ნახეს ავტომანქანა, რომელსაც უკანა საქარე მინა ჩამსხვრეული ჰქონდა. ავტომანქანას შემოავლო ლენტი ადგილის დაცვის მიზნით. თვითონ ახლოს არ მისულა. მოვიდა გამომძიებელი კ------------ ორ ექსპერტთან ერთად. იქვე იყო დაზარალებული, შ----------------; ექსპერიმენტი რომ დამთავრდა, გამომძიებელმა ლ------------ ამოიღო ავტომანქანა. ამოღებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ დალუქული ავტომანქანა ევაკუატორის მეშვეობით გადაიყვანეს პოლიციის ეზოში. დაიკითხა მოწმის სახით;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე (დაზარალებული) შ----------------- აჩვენა, რომ 2----–-–------------ ტაქსაობდა. გაჩერდა ქ------------–-----------–---–----------- მივიდა მამაკაცი, 3--35 წლის ასაკამდე და თხოვა შ-------–- წაყვანა; ჭ----------------- უნდა გადმოსულიყვნენ მისი ოჯახის წევრები. შეთანხმდნენ 20 ლარზე. ბრალდებული ავტომანქანაში ჯერ უკან ჩაჯდა, შემდეგ წინ გადაჯდა. შ-------- ხიდთან შეუხვიეს მარჯვნივ და მივიდნენ მდინარე ინგირთან ახლოს საჩხეტიოს ფონთან. მანამდე გზაში იქით მოთხოვა 20 ლარი, რაზეც უარი უთხრა; ფონთან დიდხანს იდგნენ და ამან დააეჭვა; ბრალდებულმა უთხრა დალოდებოდნენ; გადმოვიდნენ ავტომანქანიდან; გადმოსულზე ბრალდებულმა ტელეფონი მოსთხოვა, არ მისცა; რაზეც ედ-–----------–---–--მ უკნიდან ორჯერ თავში ქვა ძლიერ ჩაარტყა და დაეცა, წაართვა ფული და მობილური. დაცემიდან მალევე წამოხტა, ჩაჯდა ავტომანქანაში და დაძრა. ამ დროს ბრალდებულმა ავტომანქანას ქვა ესროლა და ჩაიმსხვრა უკანა საქარე მინა. ბრალდებულს მისი მოკვლა უნდოდა. სულ სისხლით იყო დასვრილი. მივიდა შ-------- საგუშაგოზე, მალევე სასწრაფო მოვიდა და გაუწია დახმარება. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. მოსულმა პოლიციის მუშაკებმა მისი მონაწილეობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, სადაც მიწაზე აღმოჩენილი იქნა სისხლის ლაქები. ბრალდებულს ეცვა გრძელმკვლავიანი მაისური. ხელზე ჰქონდა ტატუირებები; იყო მასზე მაღალი და გრძელი ცხვირით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. იქიდან დაბრუნდნენ შ-------- საგუშაგოსთან, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოხდა ავტომანქანის დათვალიერება და შემდგომ მისი ფოტოგრაფირება; ავტომანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს პოლიციის ეზოში. ბრალდებული ამოიცნო ფოტოსურათით; ამოცნობაზე წარედგინა 4 ფოტო-სურათი და ამოიცნო ედ-–----------–---–--. ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანი. საავადმყოფოში ძმამ გადაიყვანა, 2-3 დღე გაჩერდა და მერე გამოეწერა, არ უნდოდა გაჩერება;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ა------------- აჩვენა, რომ 2----–-–----------ს დააყაჩაღეს მამამისი შ---------------- სოფელ შ-------–-. ნაშუადღევს დაურეკა გამომძიებელმა; როცა მივიდნენ ნახეს, რომ დაზარალებულს თავი ჰქონდა გახეთქილი და იყო სისხლიანი. წაუღიათ ფული და მობილური ტელეფონი. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მამა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 3 დღე დაჰყო. მეორე დღეს საღამოს 6 საათზე დარეკა დაზარალებულის მობილურ ტელეფონზე; ტელეფონი იყო ჩართული. უპასუხა უცხო მამაკაცმა; ხმაზე იქნებოდა 35-40 წლის მამაკაცი.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლ--------------- აჩვენა, რომ 2----–-–----------ს შეიტყო რომ შ---------------- დააყაჩაღესო და წავიდნენ შ-------–-. ნახა დაზარალებული, მისი სიმამრი; თავი ჰქონდა შეხვეული. უთხრა, რომ დააყაჩაღეს, ფული და ტელეფონი წაართვეს. მეორე დღეს სიმამრის ტელეფონზე დარეკა და ვიღაც მამაკაცმა უპასუხა; წარუდგინა თავი და ჰკითხა თუ ვინ იყო; მამაკაცმა უპასუხა, რომ ვერ ეტყოდა, პოლიცია დასდევდა და მერე ნახავდა. ეს პიროვნება იქნებოდა 3--35 წლის ასაკამდე.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ი-----–----------- აჩვენა, რომ 2----–-–----------ს გაიგო, რომ მოხდა ძმის, შ-----------------, დაყაჩაღება. მეორე დღეს რეკავდა გატაცებულ მობილურ ტელეფონზე; ზარი გადიოდა მაგრამ არავინ არ პასუხობდა. ყაჩაღობის შედეგად შ----------------- წაართვეს მობილური ტელეფონი და ფული. მასვე თავზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ქვა ჩაურტყამთ.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე რ--------------- აჩვენა, რომ მუშაობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ შ-------–- პოლიციის საგუშაგოზე. 2----–-–----------ს საგუშაგოზე მორიგეობდა ხუთი თანამშრომელი. დაახლოებით 12 საათზე საგუშაგოს მიადგა „ო---–--- მარკის ავტომანქანა. მძღოლი იყო დასისხლიანებული, ხოლო ავტომანქანის საქარე მინა -ჩამტვრეული. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია. შ----------------- პირადად მოუყვა, რომ ზუგდიდში აიყვანა პიროვნება და მიიყვანა სოფელ შ-------–- ე.წ „----------, მოსთხოვა ფული, შემდეგ ქვა ჩაარტყა თავში, წაართვა ფული და მობილური ტელეფონი; შ-------- იყო შეშინებული და აფორიაქებული, თუმცა კარგად აზროვნებდა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბ------------- აჩვენა, რომ ედ-–----------–---–-- გაიცნო 3 წლის წინ, როცა აფხაზეთიდან გადმოდიოდნენ. ბრალდებულის გადმოცემით ცხოვრობდა წალენჯიხის რაიონში. ისე ჭ-----------------აა. ხშირად ურეკავდა და მოიკითხავდა. ბოლოს, 2----–-–----------ს ნახა; დილის 8 საათზე ქ------------–---------------–----- მოძრაობდა. ეცვა წითელი მაისური, ჯინსები და ბოტასები. უთხრა სასწრაფოდ ფული ჭირდებოდა. ფული არ ჰქონდა და დაშორდნენ. დაახლოებით პირველ საათზე ტელეფონზე დაურეკა; ურეკავდა სხვა ნომრიდან, რომლის ბოლო ციფრი იყო 42. ბრალდებულმა უთხრა შ-------–- „---------- იყო. მოგვიანებით ისევ დაურეკა და უთხრა , რომ იყო აფხაზეთში და ცოტა ხანი ვერ გადმოვიდოდა;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ვ-–------------------- აჩვენა, რომ სამსახურში განლაგებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. 2----–-–----------ის შემდეგ პოლიციის მუშაკებმა გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერებიდან სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოიღეს ჩანაწერები. 27 მაისის ნახევარსაათიანი მონაკვეთით. ჩაწერა დისკზე თვითონ განახორციელა. დისკი დაილუქა, შედგა ოქმი და ხელიც მოაწერა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გ----------- აჩვენა, რომ შსს-ს გამომძიებელია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამომძიებელ ქ------------ ერთად ამოიღო სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები დისკზე შესრულებული. დისკი გადასცა ორგანიზაციის მენეჯერმა. ასევე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებული იმყოფებოდა გალის რაიონში.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გ------------- აჩვენა, რომ გამომძიებელია. 2----–-–----------ს დაიწყო გამოძიება შ----------------- დაყაჩაღების ფაქტზე. ქ. თბილისში „ს--–-------- ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2------------------------ კონკრეტულ ნომრებზე განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების შესახებ. შედგა ოქმი;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე კ------------მ აჩვენა, რომ 2----–-–-- მაისის თვეში მუშაობდა დეტექტივ-გამომძიებლად. 2------- იყო მორიგე. შემოვიდა შეტყობინება შ----------------- დაყაჩაღების ფაქტზე. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გავიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ შ-------–-, დახვდათ დაზარალებული. გაეწია სამედიცინო დახმარება. უარი თქვა გადაყვანაზე. მისი მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები, ქვა, ოცთეთრიანი და სისხლისმაგვარი ლაქები. მოგვიანებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ამოიღეს ავტომანქანა; მეორე დღეს მოხდა ამოღებული ავტომანქანის დათვალიერება. ასევე ამოიღეს პერანგი, მინის ნამსხვრევები, ანაწმენდები და სუნის ნიმუში; დაზარალებული გამოიკითხა დაწვრილებით. აღწერა, რომ იმყოფებოდა ზუგდიდში კუთვნილი ავტომანქანით, მასთან მივიდა მამაკაცი და სთხოვა წაეყვანა შ-------–-, ს----------------–-- თავში ქვა ჩაარტყა ორჯერ, გასტაცა ფული და მობილური. დაზარალებული როცა ავტომანქანით გაქცევას აპირებდა, ბრალდებულმა ქვა ესროლა და მინა დაუზიანა. დაზიანებული ავტომანქანა დაზარალებულმა დააყენა შ-------- საგუშაგოსთან და დარეკა 112-ში. ასევე ითხოვა დახმარება. ავტომანქანა იყო დაცული, შემოსაზღვრული იყო ლენტით. შ----------------- დეტალურად აღწერა ბრალდებული. ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ დანაშაული ჩაიდინა ედ-–----------–---–--მ. დაზარალებულმა მოახდინა ბრალდებულის ამოცნობა ფოტოსურათების მეშვეობით. წარედგინა ოთხი ფოტო-სურათი და განმარტა, რომ ზუსტად ედ-–----------–---–--მ დააყაჩაღა შ-------–-.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე თ-------------- აჩვენა, რომ მუშაობს „ე---------–-“ მორიგე ექიმად. 2----–-–----------ს შევიდა ავადმყოფი შ----------------. აღენიშნებოდა სახეზე მრავლობითი ნაკაწრები. დაზარალებულმა განმარტა, რომ შ-------–- დააყაჩაღეს და ცემეს.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე დ------------- აჩვენა, რომ მუშაობს შსს ზუგდიდ რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორების უფროსად. 2----–-–-- 2------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ შ----------------ზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ედ-–----------–---–--მ, რომელიც იმყოფებოდა გალის რაიონში და თან გააჩნდა გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე თ-----------–----–---–-- აჩვენა, რომ მუშაობს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ექიმად; 2----–-–----------ს თვითდინებით მიმღებ განყოფილებაში შევიდა შ----------------, ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, ასევე აღენიშნებოდა ნაკაწრები; პაციენტი იყო კონტაქტური და ადეკვატური; შ----------------- გადმოცემით სცემეს და დააყაჩაღეს; მოთავსდა სტაციონარში თავის ტვინის შერყევით, ასევე აღენიშნებოდა შუბლის ძვლის ბზარი;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ა-----------–-–---–-- აჩვენა, რომ ედ-–----------–---–-- გაეცნო ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან. ეს იყო 2----–-–-- 20 მაისი. გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები. ერთ-ორჯერ დაურეკა, სახლშიც ყავდა სტუმრად. 26 მაისს ნახა რკინიგზის სადგურში, ეცვა წითელი მაისური გრძელსახელოებიანი და ჯინსის შარვალი. აქვს მოგრძო სახე, მაღალია, აფხაზეთიდანაა. 28-ში დაურეკა აფხაზეთიდან; რეკავდა სხვა ნომრიდან- 5----------- და უთხრა, რომ ვერ გადმოდიოდა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ზ---------------- აჩვენა, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად და მოძრაობს ქალაქ ზუგდიდში; 2----–-–-- აპრილის თვეში მასთან მივიდა ედ-–----------–---–-- და მისი თხოვნით ააღებინა მობილური ტელეფონის ნომერი კუთვნილი პასპორტით და თავის სახელზე; ე---–----- ფული გადაუხადა და დაემშვიდობა; მობილურის ნომერი აიღო ბილაინის ოფისში; ბრალდებულმა უთხრა, რომ პასპორტი არ ჰქონდა თან და ნომერს ვერ იღებდა;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე დ---------–-–--- აჩვენა, რომ 2----–-–----------ს იყო მორიგე ჯგუფში. ყაჩაღობის ფაქტზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე სოფელ შ-------–-, ს----------------–-- დახვდა გამომძიებელი, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამოიღეს 2 ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, 1 ოცთეთრიანი და მინის ნამსხვრევები. შედგა ოქმი, ნივთები დაილუქა. ასევე, საღამოს საათებში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, თან ახლდათ დაზარალებული; მოგვიანებით მივიდნენ შ-------–- საგუშაგოსთან, სადაც დაზარალებულის ავტომანქანა იდგა. მოხდა მისი დათვალიერება და ამოღება. ავტომანქანა დაილუქა.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლ-----–------ აჩვენა, რომ 2----–-–-- 2------- პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ეზოში მოახდინა დაზარალებულის ავტომანქანის დათვალიერება, ამოიღეს მინის ნამსხვრევები, ანაწმენდები, პერანგი და მიკრო ნაწილაკები. ხელის კვლები ვერ იქნა ამოღებული. დათვალიერებამდე ავტომანქანა დალუქული იყო; პერანგი იყო გრძელმკლავიანი, რაღაც მოვარდისფრო სისხლისმაგვარი ლაქებით.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ლ------------ აჩვენა, რომ მუშაობს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად; 2----–-–----------ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება შ----------------- დაყაჩაღების ფაქტზე; მისი მონაწილეობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი; მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება; გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განაცხადა, რომ ზუგდიდში დღის საათებში მივიდა 3--35 წლის წითელმაისურიანი მამაკაცი და სთხოვა შ-------–- წაყვანა; დათანხმდა; შ-------–-, საჩხეტიოს უბანში ბრალდებულმა თავის არეში ორჯერ ჩაარტყა ქვა, გასტაცა მობილური და ჯიბიდან ამოვარდნილი ფული; დარტყმის შედეგად წაქცეულა, მოუხერხებია ა/მანქანის ამუშავება და როცა აპირებდა გარიდებას, ედ-–----------–---–--მ ესროლა ქვა და ჩაამტვრია ა/მანქანის უკანა საქარე მინა; დაზარალებულის ავტომანქანა გაჩერებული იყო სოფელ შ-------–- პოლიციის საგუშაგოსთან; ა/მანქანა მის მიერ ამოღებული იქნა; დაზარალებული, მართალია დასისხლიანებული იყო, მაგრამ საღად აზროვნებდა; ა/მანქანა დათვალიერებამდე დაცული იყო; საქარე მინის ნამსხვრევები ა/მანქანის სალონში ეყარა; როგორც შემდგომ დადგინდა ყაჩაღობა ჩადენილი ჰქონდა ე---–----------–---–---, ზ------------–-------------; ბრალდებულს განუხორციელებია ზ---------–- დაზარალებულის მობილური ტელეფონით; საფინანსო ორგანიზაციიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები; დათვალიერებისას გამოჩნდა, თუ როგორ მიდის ბრალდებული შემთხვევის დღეს დაზარალებულის ა/მანქანასთან, ესაუბრება და უჯდება სალონში; ბრალდებულს არაერთხელ დაუკავშირდნენ ახლო ნათესავის (ბიძა) მეშვეობით, თუმცა გამოძიებაში გამოცხადებას თავს არიდებდა; გამოიკითხა არსენ კუბლაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული ნაცნობია, შესანახად დაუტოვა ტანსაცმელი; მოგვიანებით დაურეკა და უთხრა, რომ ტანსაცმელს გოგონა წაიღებდა, თვითონ გალშია და ვერ გადმოვიდოდა; ბრალდებულმა დარეკა დაზარალებულის ტელეფონიდან, ანძების მიხედვით ზარი განხორციელდა ადმინისტრაციული საზღვრის ახლო მდებარე გალის რაიონის სოფლიდან; დაზარალებულების ნათესავებიც ურეკავდნენ გატაცებული მობილური ტელეფონის ნომერზე; ბრალდებული ხან პასუხობდა ხან არა;

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გ---------------- აჩვენა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტია; გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა დაზარალებულ შ----------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა; დაზარალებულს დაუდგინდა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც საშიშია სიცოცხლისათვის;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე პ------------------ აჩვენა, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა დაზარალებულის ავტომანქანას. მანამდე დათვალიერდა, აღენიშნებოდა დაზიანებები, საქარე მინა იყო დამსხვრეული, ასევე დაზიანებული იყო საბარგული. დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო ქვით ან სხვა მსგავსი საგნით.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

2----–-–----------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ შ-------–-, საჩხეტიოს უბანში და წარმოადგენს საავტომობილო გზას. გზის ზედაპირზე დევს 2 ცალი ქვა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით, გზაზე მიმოფანტულია ავტომანქანის მინის ნამსხვრევები და ასევე დევს ერთი ცალი რკინის 20 თეთრიანი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 2 ცალი ქვა და 20 თეთრიანი მონეტა, რომელიც წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაილუქა ცალ-ცალკე. (-ხ. ტომი 1 ს/ფ 5-11).

 

2----–-–----------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე შ----------------- წაეკითხა მის მიერ 2----–-–----------ს მიცემული ჩვენება, სადაც იგი აღწერს მისი დაყაჩაღების შემდეგ ავტომანქანის გაჩერების ადგილს. შ----------------- მიეცა წინადადება დაედასტურებინა მისი ჩვენება რაზეც განაცხადა, რომ სრულად ადასტურებს; შ----------------- მითითებით ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების ეზოდან საექსპერტო კრიმინალისტიკური ავტომანქანით უფროს ექსპერტ დ---------–-–--------------------------–-------ან, უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ლ--------–----------- ერთად გავიდნენ სოფელ შ-------- მიმართულებით. სოფელ შ-------–- ლითონის კონსტრუქციის ხიდის გავლის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრში მდებარე საგუშაგოსთან შეუხვიეს მარჯვნივ, სადაც გაჩერებულ მდგომარეობაში აყენია „-----–---------- მარკის ავტომანქანა. სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------, რომელიც არის შ----------------- კუთვნილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე სახის ნივთიერი მტკიცებულება არ ამოღებულა. (-ხ. ტიმი ერთი ს/ფ 23-26).

 

2----–-–----------ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შ----------------- თანხმობით მისგან ამოღებული იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ შ-------–- შსს განსაკუთრებულ დავალებათა დ--------------------------------–--- საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მისი კუთვნილი მომწვანო ფერის „ O-------------- მარკის სახელმწიფო ნომრით O-------- ავტომანქანა, რომელსაც ჩამსხვრეული აქვს უკანა საქარე მინა. აღნიშნული ავტომანქანა ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მინაწილე პირებს, რის შემდგომ დაილუქა ადგილზე. აღნიშნული ავტომანქანა დალუქულ მდგომარეობაში ევაკუატორით გადატანილი და დაყენებული იქნა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების შენობაში. ( იხ. ტომი ერთი ს/ფ 33-37).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 2-------- განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2----–-–----------ს 1--------------------- საათამდე პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შ----------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - „O-------------- მარკის სახელმწიფო ნომრით O-------- ავტომანქანის ამოღება.(-ხ. ტომი ერთი ს/ფ 45-47).

 

2----–-–-- 2-------- ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის დ------------- პატაკით დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2----–-–----------ს შ----------------ზე ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილია ხ-----------------------–---------–-------------–-------------–- რეგისტრირებულ და ფაქტობრივად ზ----------------------------–---------–- მცხოვრებ 2--0--1--- წელს დაბადებულ ე---–------------------------–---–--- პ/ნ 5---------4 მიერ. ამჟამად იმყოფება გ--–--------------------–--------------–- მამამისის საცხოვრებელ სახლში და თან გააჩნია ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაუფლებული შ----------------- კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა; (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 53-54).

 

ზ---------------------–-------------–---------–-–----------------- განაჩენით ე---–-----------–---–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 13.09.2----–-–-------- საათიდან. (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 68-72).

 

დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N----------------–-------–----------–------------------------–---–-- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 7 თვით და 16 დღით ადრე. ე---–------------------------–---–-- გათავისუფლდა პატიმრობიდან 2-----–-–--------------.(-ხ. ტომი ერთი ს/ფ 73-76).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 2-------- განჩინებით ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ გამომძიებლებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნება დაერთოთ დაათვალიერონ შ----------------- საკუთრებაში არსებული “------------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით O-------- (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 102-104).

 

2----–-–-- 2-------- ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებული ი--------------------------- ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით O--------. ჩამტვრეულია ავტომანქანის უკანა საქარე მინა, მინის ნამსხვრევები ჩაყრილია საბარგულის ხალიჩაზე. ავტომანქანის უკანა სალონში დევს მოვარდისფრო ფერის პერანგი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. ავტომანქანას საქარე მინის გარდა სხვა დეტალები დაზიანებული არაა. ექსპერტების მიერ ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები, ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარების გარეთა და შიგნითა სახელურებიდან აღებული იქნა ანაწმენდები. ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა სავარძლების დასაჯდომებსა და საზურგეების ზედაპირიდან აღებული იქნა მიკრო ნაწილაკები. ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლიდან ამოღებული იქნა მოვარდისფრო ფერის მამაკაცის პერანგი, სისხლისმაგვარი ლაქებით. ავტომანქანის სალონის წინა მარჯვენა სავარძლის, წინა ხალიჩის ზედაპირიდან და უკანა მარჯვენა სავარძლის წინ ხალიჩის ზედაპირიდან აქტივირებული ნახშირის საშუალებით აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა 2 მინის ქილაში. ამოღებული ნივთები ამოღებამდე წარედგინათ საგამოძიებო მონაწილე პირებს, აღიწერა და დაილუქა. (-ხ. ტომი ერთ ს/ფ 10--110).

 

2----–-–-- 3-----–---- სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ზუგდიდის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 1------------ ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 3-.0-.2---- მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით შ----------------- მიმართა აღნიშნულ სავადმყოფოს 27.0-.2--- წელს 20:3- საათზე საიდანაც გაიწერა 29.0-.2----–-–-- 12:00 საათზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ქალასარქვლის მოტეხილობა. შუბლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები სახის მიდამოში, პარაორბიტალური ჰემატომა მარჯვნივ, ჭრილობა თავის არეში.

 

ექიმ რადიოლოგ ნ-------–---–--------------.2--- წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით 1)წარმოდგენილი კ.ტ. კვლევის ელ. ვერსია(რ-------–------- 27.0-.2---- არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება მარჯვნივ შუბლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა (ორივე ფირფიტის დაზიანებით), ორბიტის სახურავზე გავრცელებით. დაზიანება ტოპიკურად განეკუთვნება ქალასარქველს, ქალას ფუძეს.2) დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (06.0-.2---წ) წინააღმდეგობაში არ არის.

დაზიანების - ჭრილობის მიყენებული საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის(ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში განეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.( იხ. ტომი ერთი ს/ფ 148-151).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წ-–------------ განჩინებით დგინდება, რომ ქ------------–---------------–---–------------–----------- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–--------ამოთხოვილი იქნა ამავე ორგანიზაციის შენობის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო - სათვალთვალო კამერების მიერ 2----–-–----------ს 11:3- საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში დაფიქსირებულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია.( იხ. ტომი ერთი ს/ფ161-165)

 

2----–-–-- 0---------------------–------------------------------------------------------------–-------------–--- განჩინების საფუძველზე ქ------------–---------------–---–------------–----------- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–------ მენეჯერ ვ-–---------------------- გამოთხოვილი იქნა ამავე ორგანიზაციის შენობის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო - სათვალთვალო კამერების მიერ 2----–-–----------ს 11:3- საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში დაფიქსირებულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე. (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 169-171).

 

2----–-–-- 2------------------–--------- ე--------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ „------------- მარკის სახელმწიფო ნომრით O-------- ავტომობილის უკანა საქარე მინაზე და საბარგულის სახურავზე არსებული დაზიანებები, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმით და განვითარების ხასიათით, დამახასიათებელია მათი მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის, რომელიც წარმოდგენილია ფიზიკური ძალის (ძალების) შემოქმედების შედეგად, როგორც შესაძლოა იყოს ქვა, მეტალის საგანი და სხვა.(-ხ. ტომი ერთი ს/ფ 175-178).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 0- ივნისის განჩინებით დგინდება, რომ ქ-------–------–---------------–-------------–---------------------ამოთხოვილი იქნა - 2----–-–----------ს 12:48:52 საათზე სააბონენტო ნომრიდან 5--------------------–---–-----–---------- შეტყობინების აუდიო ჩანაწერი. (ტომი ერთი ს/ფ 201-206).

2----–-–-- 0--------- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ-------–------–---------------–-------------–---------------------ვარ სპეციალისტ ნ--------------–---–----- გამოთხოვილი იქნა - 2----–-–----------ს 12:48:52 საათზე სააბონენტო ნომრიდან 5--------------------–---–-----–---------- შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ SD-R დისკზე. (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 211-214).

 

2----–-–-- 1------------------------------ ამოცნობის ოქმის თანახმად შ----------------- ფოტოსურათის ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან მის მიერ ამოცნობილი პირი არის ედ-–----------–---–-- პ/ნ 5---------4. (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 216 -218).

 

2----–-–-- 2--------- ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელმა ლ------------ მოახდინა 2----–-–-- 1------- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,-------------------------–--’-ს მენეჯერისგან გამოთხოვილი ვიდეოფირების ლუქის გახსნა და დათვალიერება. დისკი დალუქულია კონვერტში, კონვერტზე იკითხება წარწერა: 2----–-–-- 1------- მ-----------------------------–------------------- კაპიტალი’’-ს მენეჯერ ვ-–---------------------- გამოთხოვილი 2----–-–----------ის ვიდეოფირები. დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა 4 ვიდეო ფაილი. N1 ვიდეოფაილი არის წარწერით camera 01-1. ვიდეოფაილი დათარიღებულია 27.0-.2--- წლით და იწყება 1------- წუთზე. ვიდეოფაილის კადრში ჩანს ქ----------------------–---–------------–- მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,-------------------------–--’-ს წინა ტერიტორია და ავტომანქანების სადგომი. სადგომზე დგას მწვანე ფერის ოპელ ასტრას მარკის ავტომანქანა რომელზეც დამონტაჟებულია ტაქსის ტრაფარეტი. მძღოლის გვერდითა წინა მარჯვენა სავარძელზე ზის მამაკაცი რომელსაც აცვია მოვარდისფრო ფერის პერანგი, 11:40:15 ზე მასთან მოდის ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მიდის ტაქსის მძღოლთან და უწყებს საუბარს, საუბრობენ 11:41 წუთამდე რის შემდეგაც წითელმაისურიანი მამაკაცი ჯდება ავტომანქანის უკანა სალონში მარჯვენა სავარძელზე, ხოლო წინა მარჯვენა სალონში მჯდარი პირი – მძღოლი გადმოდის მანქანიდან და ჯდება მის საჭესთან, ავტომანქანა დაიძრა და მიდის აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით. ვიდეოფაილის ჩანაწერი სრულდება 11:48:15 წუთზე. (-ხ. ტომი ერთი ს/ფ 219-220);

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 2--------------------- სს „---–----------- გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2----–-–----------ის11:40 საათიდან 2--- წ-–------------ 2---- საათის ჩათვლით ამავე ქსელში გააქტიურებული მობილური ტელეფონების ნომერზე 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ინტერნეტ აქტივობების დემოგრაფიული მონაცემებისა და კავშირის დამაფიქსირებელი(მომსახურე) ანძების მითითებით. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 13-18).

 

2----–-–-- 18 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს „ს--–-------- კანცელარიის უფროს ზვიად ქენქაძისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2----–-–----------ის 11:40 საათიდან 2--- წ-–------------ 2---- საათის ჩათვლით ამავე ქსელში გააქტიურებული მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ინტერნეტ აქტივობების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციაში მონაწილე პირთა დემოგრაფიული მონაცემებისა და კავშირის დამაფიქსირებელი(მომსახურე) ანძების მითითებით სამ ფურცლად (-ხ. ტომი ორი ს/ფ 22-24);

 

სს “ს--–-------- ცშიდა კონტროლისა და უსაფრთხოების დეპარატმენტის უფროს გიორგი ნებიერიძის 18.07.2----–-–---–-----–-------------------------–-–-------------------------- განჩინების საფუძველზე გადაგზავნილი იქნა მობილური ტელეფონიდან N 5-----------, 27.0-.2----–-–-- 11:40 საათიდან 29.0-.2----–-–-- 2---- საათის ჩათვლით პერიოდში, განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარების SMS-ების (-ნტერნეტტრაფიკები არ ფიქსირდება) დეტალური ნუსხა, ანძებისა და კომუნიკაციაში მონაწილე ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით(-ხ. ტომი 2 ს/ფ 25-27), რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულს მის მიერ გატაცებულ დაზარალებულის მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ შ----------------- ახლობლები (-რაკლი როგავა და სხვა);

 

2----–-–-- 29 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელმა ლ------------ მოახდინა 2----–-–-- 7--------–-------------------არ სპეციალისტ ნ--------------–---–----- გამოთხოვილი ინფორმაციის - გადატანილი ერთ ცალ CD – R დისკში ლუქის გახსნა და დათვალიერება. დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი აუდიო ფაილი.

 

აუდიო ჩანაწერში ასახულია 1-------------------- ქალბატონის საუბარი შეტყობინების ავტორთან ბ------------–---–-------, რომლის თანახმად ზარის ავტორი აკეთებს განცხადებას მასზედ, რომ სოფელ შ-------–- დაყაჩაღებულია ავტომანქანა და მისი მძღოლი უმძიმეს მდგომარეობაშია, თითქმის სიკვდილის პირასაა მიყვანილი; (-ხ. ტომი ორი ს/ფ 37-38). აღნიშნული ჩანაწერის დემონსტრირება მოხდა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე;

 

სასამართლო აღნიშნულზე განმარტავს, რომ ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას; მას, არ სურდა მხოლოდ გაცილებით მძიმე შედეგის დადგომა;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 3--------- განჩინებით ბრალდებულ ე---–----------–---–--- დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 58-63).

 

2----–-–-- 3--------- დადგენილებით ბრალდებულ ე---–------------------------–---–--- მიმართ გამოცხადდა ძებნა. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 65-66).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 20----–---- განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს ნება დაერთო განახორციელოს ე---–----------–---–---, ზ------------–------------- მფლობელობაში არსებული ნომრით 5----------- განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა 2----–-–-- 2-----–--------------------- 2----–-–-- 0- აგვისტოს 2---- საათამდე. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 98-103).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 20----–---- განჩინებით სს „---–----------- გამოთხოვილი იქნა მომსახურე ანძების - ნომრით 5--------------------------------------------------დგილმდებარეობის (მისამართი) შესახებ და ინფორმაცია იმ ტერიტორიის შესახებ, რომელსაც ემსახურება ასეთი ანძები. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 115-121).

2----–-–-- 0------------ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად სს „ს--–-------- კანცელარიის სპეციალისტ ზ----------–--–-–---–----- 2--- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა განჩინებაში მითითებული ინფორმაცია ანძების ადგილმდებარეობის შესახებ ერთ ფურცლად. ანძების ადგილმდებარეობაა - ს--------–---------------------- (-ხ. ტომი ორი ს/ფ 126-129).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 2-----–---- განჩინებით შპს „ვ----------------–------“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ვის სახელზეა და რა პერიოდიდან არის რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი 5------------(-ხ. ტომი ორი ს/ფ 137-142).

2----–-–-- 0------------ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე „-----------------–---- იურიდიული სამსახურის მენეჯერ კ-------------–---------- გამოთხოვილი იქნა მომართვა ერთ ფურცლად და ინფორმაცია თუ ვის სახელზეა და რა პერიოდიდან არის რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი 5------------ მასზე დართული ფაილის თანახმად სააბონენტო ნომერი 5----------- - 2---.04.3--დან რეგისტრირებულია ზ----------------------–----

 

2----–-–-- 0- აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ------------ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაზარალებულ შ----------------- მონაწილეობით დაათვალიერა 2----–-–-- 2-------, ქ. ზ--------–------------------------------–----------- ი.ქ.კ პოლიციის განყოფილების ეზოში მდგარი ,------–-------------------------–-–------------------------- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული N----------6 პოლიეთილენის პაკეტი, პაკეტის დათვალიერების შემდეგ მოხდა ლუქის გახსნა და მასში მოთავსებული ნივთის დათვალიერება, კერძოდ, ლუქის გახსნისას პაკეტში აღმოჩნდა მოვარდისფრო ფერის მამაკაცის პერანგი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. შ----------------- განმარტა, რომ აღნიშნული პერანგი არის სწორედ ის პერანგი, რომელიც ეცვა მას 2----–-–----------ს მისი დაყაჩაღების დროს, რა დროსაც მას დამყაჩაღებელმა მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, წამოუვიდა სისხლი თავის მიდამოდან და დასვარა მისი თანცმული პერანგი, რომელიც დაყაჩაღების შემდეგ მოათავსა მის კუთვნილ ,------–------------------- ავტომანქანის სახ. ნომრით O-------- უკანა მარცხენა სავარძელში. (-ხ. ტომი ორი ს/ფ 172-173).

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია,სამართლებრივი შეფასება:

 

ედ-–----------–---–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, ჩადენილი არაერთგზის. ესი იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში. თავდასხმასა და ასეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.

ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასვე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორივე ობიექტი ძირითადია.

ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.

ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შესაძლებელია მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

ყაჩაღობის დანაშაულის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია.

მოქმედი კანონით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, რომელიც სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სახეები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელიც არაა სახიფათო სიცოცხლისთვის, მაგრამ იწვევს კონკრეტულ მძიმე შედეგს, რაც მითითებულია 117-ე მუხლში.

დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მნიშვნელობა არა აქვს ქმედების კვალიფიკაციისთვის. ამსრულებელი შეიძლება იყოს ყველა შერაცხადი ყველა 14 წელს მიღწეული პირი.

სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია, მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით; საგულისხმოა, რომ დანაშაულს, გათვალისწინებულს სსკ-ს 117 მუხლის პირველი ნაწილით არ მოიცავს სსკ-ს 179 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (-ხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

მოცემულ შემთხვევაში სწორედ პირდაპირი მტკიცებულებებითაა განმტკიცებული (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის მხრიდან შ----------------- მიმართ ყაჩაღობისა (თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, ჩადენილი არაერთგზის) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) ჩადენის ფაქტს; ( სსკ-ის 179-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ედ-–----------–---–--მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები;

ბრალდებულ ე---–----------–---–--- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;

 

ბრალდებულ ე---–----------–---–--- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ადრე ნასამართლევია, ძებნილია;

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით (-ძებნება, თავს არიდებს მართლმსაჯულებას), სასამართლო თვლის, რომ ე---–----------–---–--- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - (დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია), სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (სსკ-ს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა რვიდან თორმეტ წლამდე, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით) სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომით სსკ-ს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით , ხოლო სსკ-ს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე---–----------–---–--- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია 2 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება, არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა. ასეთ შემთხვევებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით; მოცემულ შემთხვევაში ე---–----------–---–--- მიმართ უნდა გაუქმდეს ზ---------------------–--------------–---------–-–------------------ განაჩენით ( ორი წელი თავისუფლების აღკვეთა) და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-- 25----------------------------–-------–----- ( 7 თვე და 16 დღე თავისუფლების აღკვეთა) დადგენილი პირობითი მსჯავრი, რამეთუ ბრალდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

 

სსსკ-ს 59 მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს; ე---–----------–---–--- მიმართ მისი პიროვნებიდან და ბრალის ხასიათისა და ხარისხიდან გამომდინარე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს ზუ-------------------–-------------–---------–-–----- სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ( სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-- 25 იანვრის N 04/19-0025 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით) თავისუფლების აღკვეთის 02 წლის, 07 თვისა და 16 დღიდან - 02 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ე---–----------–---–--- მიმართ ამ სახით და ზომით ( სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით) სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი;

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

შესაბამისად ნივთმტკიცებები ორი ცალი ქვა, ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ მინის ნამსხვრევები, სუნის ნიმუში (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციი განყოფილებაში. ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარების გარეთა და შიგნითა სახელურებიდან აღებული ანაწმენდები ( საექსპერტო კვლევის მიზნით გაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------–-), ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა სავარძლების დასაჯდომებისა და საზურგეების ზედაპირებიდან აღებული მიკრონაწილაკები (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილებაში) ბ-------------–---–------- აღებული ნერწყვის ნიმუში (საექსპერტო კვლევის მიზნით გაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------–-), უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ერთი ცალი რკინის 20 თეთრიანი, მამაკაცის პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილებაში) და შ----------------- კუთვნილი „-----------------------------------------------------------------------ა დაზარალებულ შ-----------------თან) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ შ-----------------.

 

სსიპ "112"-ის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, მიკრობიზნეს კაპიტალიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ერთ DVD დისკზე, კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი დალუქული სახით (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ უნდა იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე, 73-ე მუხლებით, სსსკ-ის 5258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბრალდებული ედ-–----------–---–-- (პ/ნ 5---------4) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. ბრალდებულ ე---–----------–---–--- (პ/ნ 5---------4) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

 

3. ბრალდებულ ე---–----------–---–--- (პ/ნ 5---------4) სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე---–----------–---–--- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

5.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ზუ-------------------–-------------–---------–-–----- სექტემბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-- 25----------------------------–-------–----- ბრალდებულ ე---–----------–---–--- მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

6.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე---–----------–---–--- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.

7.მსჯავრდებულ ე---–----------–---–--- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

8.მსჯავრდებულ ე---–----------–---–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან ან შესაბამის ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

9.ნივთმტკიცება: ორი ცალი ქვა, ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები, სუნის ნიმუში (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილებაში) ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარების გარეთა და შიგნითა სახელურებიდან აღებული ანაწმენდები ( საექსპერტო კვლევის მიზნით გაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------–-), ავტომანქანის წინა და უკანა მარჯვენა სავარძლების დასაჯდომებისა და საზურგეების ზედაპირებიდან აღებული მიკრონაწილაკები (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილებაში) ბ-------------–---–------- აღებული ნერწყვის ნიმუში (საექსპერტო კვლევის მიზნით გაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------–-) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ერთი ცალი რკინის 20 თეთრიანი, მამაკაცის პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით (-ნახება შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილებაში) და შ----------------- კუთვნილი „-----------------------------------------------------------------------ა დაზარალებულ შ-----------------თან) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ შ-----------------.

 

სსიპ "112"-ის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, მიკრობიზნეს კაპიტალიდან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ერთ DVD დისკზე, კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

10.მსჯავრდებული ედ-–----------–---–-- დაკავებისთანავე შესახლებული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

11.განაჩენის აღსრულება დაევალოს საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს;

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13.მსჯავრდებულ ე---–----------–---–---, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

14.განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით კეკენაძე