გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N150210--9003202134
№2/234-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: არარატ ესოიან
სხდომის მდივანი: ა----- ქოსიან
მოსარჩელე - სს „თ----- ბანკი“ (ს/ნ 2--------);
წარმომადგენელი - რ--------–-------;
მოპასუხეები - ხ--------- ტ-------- (პ/ნ 0----------), მ------- ტ-------- (პ/ნ 0----------), ა----- ს------- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი - ვ----–----–-----;
დავის საგანი _ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის გადასახდელად დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, უფლებამონაცვლეობის დადგენა, სამკვიდრო ქონების დარეგისტრირების დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ხ--------- ტ--------ს, მ------- ტ--------ს და ა----- ს-------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ, N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 17504,80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 13197.72 ლარი, სესხის პროცენტი - 2853,27 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 1320 ლარი, დაზღვევის პრემია - 134,81 ლარი;
1.2. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 450 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 257,91ლარი, დასაფარი პროცენტი - 97,68 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 94,41 ლარი;
1.3. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2933,21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 2429 ლარი, სესხის პროცენტი - 441,53 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 62,68 ლარი;
1.4. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N O-------- საკრედიტო ბარათით (პროგრამული ნომერი N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2702,84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 1500 ლარი, სესხის პროცენტი - 1004,13 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 200 ლარი;
1.5. მოპასუხე ხ--------- ტ--------ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი ს----- ტ--------ის უფლებამონაცვლედ/მემკვიდრედ;
1.6. ხ--------- ტ--------ს დაევალოს, როგორც ს----- ტ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს საკუთრებაში დაირეგისტრიროს იპოთეკის საგანი - მამკვიდრებლის ს----- ტ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 63.21.33.0--;
1.7. სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხე ხ--------- ტ--------ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ქ---–--ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ 63.21.33.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
1.8. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს - ხ--------- ტ--------ის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ხოლო მ------- ტ--------ის და ა----- ს-------ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულება მიექცეს მხოლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების გადასახდევინებლად;
მოსარჩელის პოზიცია:
2015 წლის 30 აპრილს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო N 0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ს----- ტ--------ს შორის დაიდო N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ს----- ტ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 63.21.33.0--.
2016 წლის 06 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა საბანკო კრედიტი 5000 ლარის ოდენობით 23 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა საბანკო კრედიტი 20000 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2017 წლის 24 იანვარს სადაზღვევო კომპანია სს თ----- დაზღვევას მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ხ--------- ტ--------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 1%-ს , რომლის გადახდის ვალდებულებაც ხ--------- ტ--------ს ეკისრებოდა.
2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და მ------- ტ--------ს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ------- ტ--------მა იკისრა სოლიდარულად პასუხისმგებლობა N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ--------- ტ--------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 26000 ლარით.
2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ა----- ს-------ს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ა----- ს-------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ--------- ტ--------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 26 000 ლარით.
2017 წლის 18 აგვისტოს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა სესხი 2490 ლარის ოდენობით 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.1.15-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება 2018 წლის 16 თებერვალს და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
2018 წლის 09 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NO-------- (პროგრამული N3--------------), რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა 1500 ლარი 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, რომელშიც შედიოდა საკომისიოც და ყველა სხვა მომსახურების ხარჯი, გარდა ჯარიმისა.
მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არც ცდილობს, 2018 წლის აგვისტოდან ფაქტობრივად არ შეუსრულებია თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად ბანკისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მსესხებელ ხ--------- ტ--------ის დავალიანება სს „თ----- ბანკის“ მიმართ შეადგენს:
ა. N N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 824,02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 257,91 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 97,68 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 468,43 ლარს;
ბ. N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 17504,80 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6876,72 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 2853,27 ლარს, ჯარიმა 1320 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 134,81 ლარს;
გ. N3-------------- საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2933,21 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2429 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 441,53 ლარს, ჯარიმა 62,68 ლარია;
დ. N O-------- საკრედიტო ბარათის (პროგრამული N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5147,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 1004,13 ლარს, ჯარიმა 2643,85 ლარია;
2017 წლის ივლისში გარდაიცვალა იპოთეკით საგნის მესაკუთრე ს----- ტ--------ი, რომელიც წარმოადგენდა მსესხებლის ხ--------- ტ--------ის დედას და მის მამკვიდრებელს, ხ--------- ტ--------ის ფაქტობრივი ფლობისა და მართვის გზით დაუფლებულია მის დანაშთ უძრავ ქონებას, ასევე ხ--------- ტ--------მა, როგორც ს----- ტ--------ის მემკვიდრემ დანაშთი სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსს მიმართა 08.08.2017 წელს, თუმცა შემდეგ სამკვიდრო მოწმობის ასაღებად აღარ მიუმართავს, რის გამოც ბანკი იძულებულია მომართოს სასამართლოს ს----- ტ--------ის უფლებამონაცვლედ ხ--------- ტ--------ის ცნობისა და ს----- ტ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის დავალდებულების მოთხოვნით, რათა შესაძლებელი გახდეს იპოთეკის საგანზე გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა.
2019 წლის 05 აგვისტოს სს „თ----- ბანკმა“ მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვა აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის მემკვიდრედ/უფლებამონაცვლედ ხ--------- ტ--------ის ცნობა და მისი დავალდებულება სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებაზე, სარჩელს ასევე ერთვოდა ნოტარიუს თ------- გ--–-–---–-ს წერილობითი პასუხი, რომ აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად მის სანოტარო ბიუროში განცხადება შეიტანა ხ--------- ტ--------მა, თუმცა ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინებით უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და მიუთითა, რომ სარჩელის სრულყოფისათვის წარმოადგინონ ს----- ტ--------ის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის გამო მათ მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ითხოვეს, ეცნობებინა ვინ არიან აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის (პ/ნ 0----------) შვილები, ასევე მისი მეუღლე (მემკვიდრეები) და გადმოეგზავნათ ს----- ტ--------ის (პ/ნ 0----------) შვილების დაბადების მოწმობისა და ს----- ტ--------ის (პ/ნ 0----------) ქორწინების მოწმობის ასლი, თუმცა 2019 წლის 09 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემისათვის საჭირო იყო კონკრეტული პიროვნების ოფიციალური თანხმობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, და განმარტეს, რომ მართალია მათთან მოხდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება და გაიცა სესხი, მაგრამ მოსარჩელემ იმთავითვე გამოიყენა თავის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მოპასუხეები შეიყვანა შეცდომაში, დეტალურად არ აუხსნა მათ სესხის პირობები. მოსარჩელემ გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მათთან გააფორმა კაბალური პირობებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და მიაჩნია, რომ მათთან მიმართებაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მოთხოვნები. ბანკმა ისინი შეიყვანა შეცდომაში. თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ასევე მოტყუებით, მოსარჩელეს მათთვის არ აუხსნია სესხის პირობები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 აპრილს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო N 0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ს----- ტ--------ს (პ/ნ 0----------) შორის დაიდო N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ს----- ტ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 63.21.33.0--.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.2-7.5-ე პუნქტების თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობაა გათვალისწინებული საკრედიტო ხელშეკრულების 9.4.-9.6. პუნქტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ მითითებული ხელშეკრულება (ს.ფ. 23-31);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-37);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.38-39);
3.1.2. 2016 წლის 06 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა საბანკო კრედიტი 5.000 ლარის ოდენობით, 23 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-43);
3.1.3. 2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა საბანკო კრედიტი 20000 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------- (ს.ფ. 44-48);
3.1.4. 2017 წლის 24 იანვარს სადაზღვევო კომპანია სს თ----- დაზღვევას მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ხ--------- ტ--------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 1%-ს , რომლის გადახდის ვალდებულებაც ხ--------- ტ--------ს ეკისრებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 49);
3.1.5. 2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და მ------- ტ--------ს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ------- ტ--------მა იკისრა სოლიდარულად პასუხისმგებლობა N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ--------- ტ--------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 26 000 ლარით.
ასევე 2017 წლის 24 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ა----- ს-------ს შორის დაიდო N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ა----- ს-------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ--------- ტ--------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 26.000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების ხელშეკრულებები (ს.ფ. 50-59);
3.1.6. 2017 წლის 18 აგვისტოს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N3--------------, რომლის ძალითაც მსესხებელზე ბანკმა გასცა სესხი 2490 ლარის ოდენობით 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით. ამავე ხელშეკრულების 2.1.15-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება 2018 წლის 16 თებერვალს და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ მითითებული ხელშეკრულებები (ს.ფ. 60-66);
- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 67-72);
3.1.7. 2018 წლის 09 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N O-------- (პროგრამული N3--------------), რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა 1500 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, რომელშიც შედიოდა საკომისიოც და ყველა სხვა მომსახურების ხარჯი, გარდა ჯარიმისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 73-78);
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავალიანების თაობაზე:
მოსარჩელის განმარტებით მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არც კი ცდილობს, 2018 წლის აგვისტოდან ფაქტობრივად არ შეუსრულებია თანხის გადახდის ვალდებულება.
ბანკისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მსესხებელ ხ--------- ტ--------ის დავალიანება სს „თ----- ბანკის“ მიმართ შეადგენს:
ა. N N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 824,02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 257,91 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 97,68 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 468,43 ლარს;
ბ. N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 17504,80 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6876,72 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 2853,27 ლარს, ჯარიმა 1320 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 134,81 ლარს;
გ. N3-------------- საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2933,21 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2429 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 441,53 ლარს, ჯარიმა 62,68 ლარია;
დ. N O-------- საკრედიტო ბარათის (პროგრამული N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5147,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 1004,13 ლარს, ჯარიმა 2643,85 ლარია;
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მხოლოდ განმარტავს, რომ მოსარჩელემ იმთავითვე გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და ენის არცოდნის გამო მოპასუხეები შეიყვანა შეცდომაში, დეტალურად არ აუხსნა სესხის პირობები და მათთან გააფორმა კაბალური პირობებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და მიაჩნია, რომ აღნიშნულის გამო ხელოვნურად შექმნილია დავალიანება. თუმცა მათ ვერ განმარტეს და ვერ განსაზღვრეს სინამდვილეში (მათი აზრით) დღეის მდგომარეობით რამდენს შეადგენს მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე.
სასამართლო ვერ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეთათვის ქართული ენის არცოდნის გამო გაუგებარი იყო ხელშეკრულებების პირობები და ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი. კერძოდ: 1. მოპასუხის მონაწილეობით და მისი ხელმოწერით შედგენილია ბევრი დოკუმენტი, მათ შორის მინდობილობები და სხვა ხელშეკრულებები ქართულ ენაზე, ასევე მასთან ადგილი ჰქონდა მიმოწერას, მათ შორის ელ.ფოსტის მეშვეობით, მის მიერ დაწერილი იყო განცხადებები, შესაგებლები და სააპელაციო საჩივრები. 2. რაც შეეხება თვით საკრედიტო ხელშეკრულებებს - მათი ძირითადი პირობები მათემატიკურია და ნათელია. შესაბამისად სამი-ოთხი წლის განმავლობაში წარმოდგენილ ციფრებში შეუძლებელია, რომ შეცდომაში იყოს შეყვანილი და თუ ხელშეკრულების პირობები კაბალური იყო, მაშინ უნდა გაესაჩივრებინათ ან საცილოდ უნდა გაეხადათ აღნიშნული გარიგება, რაც მათი მხრიდან სახეზე არ ყოფილა.
ფაქტობრივად მოპასუხე მხარემ ვერ უარყო მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია დავალიანება ბანკის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულებები;
- საბანკო ცნობა/ინფორმაცია (ს.ფ. 79-83, 92-95);
- შეტყობინებები (ს.ფ. 84-86);
- ფოსტის დასტური (ს.ფ. 87-91).
3.2.2. 2017 წლის ივლისში გარდაიცვალა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ს----- ტ--------ი, რომელიც წარმოადგენდა მსესხებლის ხ--------- ტ--------ის დედას და მის მამკვიდრებელს.
ხ--------- ტ--------ი ფაქტობრივი ფლობისა და მართვის გზით დაეუფლა დედის ს----- ტ--------ის დანაშთ უძრავ ქონებას, ასევე ხ--------- ტ--------მა, როგორც ს----- ტ--------ის მემკვიდრემ დანაშთი სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსს მიმართა 08.08.2017 წელს (კანონით დადგენილ ვადაში), თუმცა მას შემდეგ სამკვიდრო მოწმობის ასაღებად აღარ მიუმართავს.
სარჩელს მტკიცებულების სახით ერთვოდა ნოტარიუს თ------- გ--–-–---–-ს წერილობითი პასუხი, რომ აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად მის სანოტარო ბიუროში განცხადება შეიტანა ხ--------- ტ--------მა.
ამასთან დადგენილია, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა არ მიმართეს ნოტარიუსს და არ დაუფლებიან ს----- ტ--------ის დანაშთ უძრავ ქონებას. ასევე არ არის დადგენილი ის, რომ ხ--------- ტ--------მა უარი თქვა მემკვიდრეობაზე.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის დანაშთ ს/კ 63.21.33.0--. უძრავი ქონების ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრეა ხ--------- ტ--------ი, ვისაც კანონი აძლევს უფლებას საკუთრებაში დაირეგისტრიროს აღნიშნული ქონება.
ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ტ--------ის დანარჩენი მემკვიდრეების საქმეში მესამე პირებად ჩაბმა (როგორც ითხოვდა მოპასუხე თავისი შუამდგომლობით) ემსახურება მხოლოდ საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 96);
- ინფორმაცია საქ. ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 99);
- ნოტარიუს თ------- გ--–-–---–-ს წერილი (ს.ფ. 100);
- სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მასალები (ს.ფ. 164-174);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 286-ე, 301-ე, 311-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე 1307-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1484-ე, 1447-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დავალიანების დაბრუნების თაობაზე:
6.1.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ბანკისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მსესხებელ ხ--------- ტ--------ის დავალიანება სს „თ----- ბანკის“ მიმართ შეადგენს:
ა. N N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 824,02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 257,91 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 97,68 ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 468,43 ლარს;
ბ. N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 17504,80 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6876,72 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 2853,27 ლარს, ჯარიმა 1320 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 134,81 ლარს;
გ. N3-------------- საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2933,21 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2429 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 441,53 ლარს, ჯარიმა 62,68 ლარია;
დ. N O-------- საკრედიტო ბარათის (პროგრამული N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5147,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი, სესხის პროცენტი შეადგენს 1004,13 ლარს, ჯარიმა 2643,85 ლარია;
(იხ. 3.2.1.).
6.1.2. ამასთან მ------- ტ--------ი და ა----- ს-------ი არიან თავდები პირები, რომლებმაც იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხ--------- ტ--------ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, ხოლო თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 26.000 ლარით (იხ. 3.1.5).
6.1.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი გარემოებები 3.1.1-3.1.2 და 3.2.1. გამართლებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმსდ, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები, კერძოდ, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.1.4. შესაბამისად ვალდებულების ძალით მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანება, კერძოდ:
მოპასუხეებს ხ--------- ტ--------ს, მ------- ტ--------ს და ა----- ს-------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ, N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების თანხის 17504,80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 13197.72 ლარი, სესხის პროცენტი - 2853,27 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 1320 ლარი, დაზღვევის პრემია - 134,81 ლარი;
მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხიდან 450 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 257,91ლარი, დასაფარი პროცენტი - 97,68 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 94,41 ლარი;
მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2933,21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 2429 ლარი, სესხის პროცენტი - 441,53 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 62,68 ლარი;
მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N O-------- საკრედიტო ბარათით (პროგრამული ნომერი N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2702,84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 1500 ლარი, სესხის პროცენტი - 1004,13 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 200 ლარი;
6.1.5. ამასთან სასამართლოს მხედველობაში იღებს, რომ: პირველი, საკრედიტო ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (იხ. 3.1.2.) და მეორე - ბანკის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო საკმაოდ გონივრულია და არ არის შეუსაბამოდ მაღალი/მკაცრი.
6.2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ:
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.2.2. მოცემულ შემთხვევაში „თ----- ბანკსა“ და ხ--------- ტ--------ს შორის დადებული N 0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფადაც 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----- ბანკსა“ და ს----- ტ--------ს (პ/ნ 0----------) შორის დაიდო N1------------ იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ს----- ტ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 63.21.33.0--. იპოთეკის ხელშეკრულების 7.2-7.5-ე პუნქტების თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობაა გათვალისწინებული საკრედიტო ხელშეკრულების 9.4.-9.6. პუნქტებით. (იხ. 3.1.1.)
6.2.3. შესაბამისად, სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხე ხ--------- ტ--------ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ქ---–--ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ 63.21.33.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს - ხ--------- ტ--------ის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ხოლო მ------- ტ--------ის და ა----- ს-------ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულება მიექცეს მხოლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების გადასახდევინებლად;
6.3. იპოთეკის საგანზე (სამკვიდრო ქონებაზე) უფლებამონაცვლედ/მემკვიდრედ ცნობის და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე:
6.3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ამავე კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას,სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.
ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
6.3.2. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის ივლისში გარდაიცვალა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ს----- ტ--------ი, რომელიც წარმოადგენდა მსესხებლის ხ--------- ტ--------ის დედას და მის მამკვიდრებელს.
ხ--------- ტ--------ი ფაქტობრივი ფლობისა და მართვის გზით დაეუფლა დედის ს----- ტ--------ის დანაშთ უძრავ ქონებას, ასევე ხ--------- ტ--------მა, როგორც ს----- ტ--------ის მემკვიდრემ, დანაშთი სამკვიდროს მიღების თაობაზე მიმართა ნოტარიუსს 08.08.2017 წელს (კანონით დადგენილ ვადაში), თუმცა მას შემდეგ სამკვიდრო მოწმობის ასაღებად აღარ მიუმართავს.
სარჩელს მტკიცებულების სახით ერთვოდა ნოტარიუს თ------- გ--–-–---–-ს წერილობითი პასუხი, რომ აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად მის სანოტარო ბიუროში განცხადება შეიტანა ხ--------- ტ--------მა.
ამასთან დადგენილია, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა არ მიმართეს ნოტარიუსს და არ დაუფლებიან ს----- ტ--------ის დანაშთ უძრავ ქონებას. ასევე არ არის დადგენილი ის რომ ხ--------- ტ--------მა უარი თქვა მემკვიდრეობაზე.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აწ გარდაცვლილი ს----- ტ--------ის დანაშთ ს/კ 63.21.33.0--. უძრავი ქონების ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრეა ხ--------- ტ--------ი, ვისაც კანონი აძლევს უფლებას საკუთრებაში დაირეგისტრიროს აღნიშნული ქონება.
ხ--------- ტ--------ს სამკვიდრო მოწმობის ასაღებად აღარ მიუმართავს და არ დაირეგისტრირა სამემკვიდრო ქონება თავის სახელზე, რომლითაც შეუძლებელი ხდება იპოთეკის საგანზე გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა.
სახეზეა ბანკის კანონიერი ინტერესი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ს----- ტ--------ის უფლებამონაცვლედ ხ--------- ტ--------ის ცნობა და ს----- ტ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის დავალდებულება.
შესაბამისად მოპასუხე ხ--------- ტ--------ი ცნობილი უნდა იქნეს გარდაცვლილი ს----- ტ--------ის უფლებამონაცვლედ/მემკვიდრედ და ხ--------- ტ--------ს უნდა დაევალოს, როგორც ს----- ტ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს საკუთრებაში დაირეგისტრიროს იპოთეკის საგანი - მამკვიდრებლის ს----- ტ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 63.21.33.0--;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----- ბანკის“ (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს ხ--------- ტ--------ს, მ------- ტ--------ს და ა----- ს-------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ, N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 17504,80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 13197.72 ლარი, სესხის პროცენტი - 2853,27 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 1320 ლარი, დაზღვევის პრემია - 134,81 ლარი;
1.2. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 450 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 257,91ლარი, დასაფარი პროცენტი - 97,68 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 94,41 ლარი;
1.3. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N3-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2933,21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 2429 ლარი, სესხის პროცენტი - 441,53 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 62,68 ლარი;
1.4. მოპასუხე ხ--------- ტ--------ს N O-------- საკრედიტო ბარათით (პროგრამული ნომერი N3--------------) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან 2702,84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 1500 ლარი, სესხის პროცენტი - 1004,13 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) 200 ლარი;
1.5. მოპასუხე ხ--------- ტ--------ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი ს----- ტ--------ის უფლებამონაცვლედ/მემკვიდრედ და ხ--------- ტ--------ს დაევალოს, როგორც ს----- ტ--------ის პირველი რიგის მემკვიდრეს საკუთრებაში დაირეგისტრიროს იპოთეკის საგანი - მამკვიდრებლის ს----- ტ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 63.21.33.0--;
1.6. სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხე ხ--------- ტ--------ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ქ---–--ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ 63.21.33.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს - ხ--------- ტ--------ის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ხოლო მ------- ტ--------ის და ა----- ს-------ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულება მიექცეს მხოლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების გადასახდევინებლად;
2. მოპასუხეებს (სოლიდარულად) სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 708.00 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან